შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან... თავი 6


5-06-2018, 23:26
ავტორი katiusha
ნანახია 2 954

რთულად გადაიტანა ნინიმ გერმანიიდან და გიორგის სახლიდან წამოსვლის შემდგომ განვლილი დღეები. მართალია მამამისისთვის რომ დაერეკა და ეთქვა მამა ფული მჭიდებაო გოგი უარს არ ეტყოდა და თავის ერთადერთ ქალიშვილს და მემკვიდრეს არაფერს გაუჭირვებდა,მაგრამ ნინიმ მაინც არ დაურეკა. მას მარტო უნდოდა ეცხოვრა და საკუთარი შრომით ერჩინა თავი,.ყოველთვის უნდოდა დამოუკიდებელი გამხდარიყო და ახლა როცა ამ გზას დაადგა არ უნდოდა გადაეხვია კურსისთვის. თან ახალი სამსახური იმაში შველოდა რომ წარსულზე ფიქრი ნაკლებად რჩებოდა,სამაგიეროდ რაც არ უნდა მოხდარიყო,სადაც არ უნდა ყოფილიყო და რაც არ უნდა გაეკეთებინა დევდარიანზე ფიქრი არ ასვენებდა და სულ თან სდევდა.... მის გარეშე გატარებულმა რამდნეიმე კვირამ ზუსტად მიახვედრა რომ მამაკაცს მის გულში და გონებაში შემოეღწია..
რამდენიმე დღე ითმინა გიორგიმ და უთვალთავალა საყვარელ ქალს,უკან სდია,გაარკვია ყელაფერი მასზე და მის საქმიანობაზე.ბოლოს კი ვეღარ მოითმინა და როცა ნინიკომ სამუშაო დაასრულა, გოგოებს დაემშვიდობა და ფეხით გაუყვა გზას უკან აედევნა ისიც.
გოგოს საკუთარი სახელი რომ მოესმა დაიბნა.მითუმეტეს ხმა ნაცნობი იყო
-უკაცრავად, ერთი წუთით მოიცადეთ ქალიშვილო. იქნებ დაელაპარკოთ ადამიანს რომელიც თქვენმა სიყვარულმა გააგიჟა,რომელმაც დიდხანს გეძებათ და რომელსაც უთქვენოდ ყოფნა არ შეუძლია.- ნინიკოს სუნთქვა შეეკრა, გული აუთრთოლდა და მოტრიალდა. მის წინ გიორგი იდგა და მომაჯადოებლად უღიმოდა. დაიბნა და წაბორძიკდა. ბიჭის სწრაფმა რეაქციამ იხსნა დაცემისგან
-გიორგი,-ამოილუღლუღა მან, -როგორ მიპოვე?
- ძალიან მნიშვნელოვან პიროვნებებს ვიცნობ და არ გამჭირვებია, ეტყობა შენ ჯერ კიდევ ვერ მიხვდი მე რა შემიძლია.....
ნინი დარცხვენილი იდგა მის წინ და ვერაფრის თქმა ვერ მოეხერხებინა
-წამოდი გავისეირნოთ, თან ვილაპარაკოთ. საქმე მაქვს შენთან. -გიორგი გვერდით ამოუდგა ნინიკოს და ქუჩას გაუყვნენ.
-ლამაზი საღამოა, მშვიდი..მეტი ვერაფრის თქმა მოახერხა გოგომ
-შენსავით ლამაზია...
-კარგი ნუ მაბნევ გთხოვ,-გაწითლდა გოგო
-სულაც არ მაქვს ეგ განზრახულიუბრალოდ მაინტერესებს მითხრა რატომ წახვედი?
-მეე..მეეე არ...ვერ...ენა დაება გოგოს
-რა შენ?რა ვერ?ამიხსენი ძალიან Gტხოვ.ნუთუ ასე ცუდად ვიქცეოდი?ნუთუ იმ ორმა კოცნამ შეგაწუხა?ნუთუ ასე ცუდი ვიყავი?
-არა გიო,პირიქით,.ყველაფერი კარგად იყო,იმდენად კარგად რომ შემეშინდა,შემეშინდა რომ მე იმავეთი ვერ გიპასუხებდი რასაც შენ ელოდი.
-თუ პირიქით?ნინი რაღაც უნდა გკითხო და გთხოვ არ გაბრაზდე. გიორგიც ძლივს აბავდა თავს სათქმელს,ისიც სააშინლად იყო დაბნეული.
-გისმენ, რა უნდა მკითხო?
-რა იგრძენი როცა დათოს ღალატი გაიგე?
-ამას ახლა მნიშვნელობა აქვს?
-კი, ძალიან დიდი, გთხოვ მიპასუხე..
-ტკივილი, სიძულვილი, იმედგაცრუება და სინანული, სინანული,რომ ამდენი დრო დავკარგე ერთი ნაძირალა და მოღალატე ადამიანის გვერდით.
-ახლა რას გრძნობ? სიყვარულს? გიყვარს ის?
-ჰმ, სიყვარულს? ის მაშინვე გაქრა იმ ფოტოების ნახვის მერე. ახლა ამას რატომ მეკითხები?
-ნინი..დაიწყო გიორგიმ.-მომენატრე, ძალიან მომენატრე,ვერ ავიტანე ჩემგან რომ წახვედი,შენს გარეშე თითქოს სუნთქვაც კი გამიჭირდა,ვიცი ძნელია იმის დაჯერება რასაც ახლა გეტყვი და შეიძლება ისიც მკითხო ასეთ მოკლე დროში როგორ მოხდაო,მაგრამ ეს ასეა და ვეღარ შევცვლი. შენ ჩემში ის გრძნობა გააღვიძე, რომელიც მეგონა რომ აღარასოდეს მეწვეოდა. ნინი ძალიან მიყვარხარ, იმდენად მიყვარხარ რომ უშენოდ არსებობაც კი მიჭირს,შენ ჩემთვის ჰაერი ხარ,არსებობის წყარო ხარ...როგორც იქნა თქვა გიორგიმ. ნინიკო ამას არ ელოდა და თავიდან დაიბნა, მაგრამ მერე გული სითბოთი აევსო და გიორგის შეხედა. მის თვალებში სიყვარული ამოიკითხა.
-მინდა მთელი ცხოვრება შენთან ერთდ გავატარო. ჩემ ცხოვრებას შენ დაუბრუნე აზრი... რატომ ხარ ჩუმად, რამე მითხარი გთხოვ...
-წამოდი გვიანია და შემცივდა,-თქვა ნინიკომ. გიორგიმ ხელი მოხვია და მკერდზე მიიხუტა. ნინიკოს წინააღმდეგობა არ გაუწევია. თვითონაც მიეხუტა. -გიო გული ასე რატომ გიცემს?
-იმიტომ რომ შენ ჩემს გვერდით ხარ.ყველაზე მეტად მიყვარს შენგან დაძახებული
გიო,საოცრება ხარ,ჩემი პატარა.
-ახლა უკვე მაწითლებ,შენ სიყვარული ამიხსენი და მე პასუხი არ მაქვს,არც კი ვიცი რა გითხრა.
-პასუხს ამ კითხვაზე რომ განცემ მაშინ ყველაფერზე მიპასუხებ,ცოლად გამომყვები?
-ხომ არ ჩქარობ? ჩვენ დიდი ხანი არ არის, რაც ერთმანეთს ვიცნობთ.
-მერე რაა , მე შენ მიყვარხარ,მიყვარხარ.სიგიჟემდე მიყვარხააააარ, ხელები გაშალა და ხმამაღლა იყვირა უცებ. ხალხმა გაოცებულმა დაუწყო ყურება.
-გაჩუმდი,- ხელი ააფარა პირზე გოგომ და გაეცინა
-მაშინ მითხარი პასუხი.
ნინიკო ჩაფიქრდა. დათოს ხომ ასეთი რამე არასოდეს მოაფიქრდებოდა. უცებ პირველი სიყვარული გაახსენდა და მერე ამ სიყვარულს რომ შეადარა გულმა სულ სხვა რამე იგრძნო, იმისგან განსხვავებული,უფრო ლაღი და აღმაფრთოვანებელი,
-თანახმა ვარ,-წამოიძახა უცებ უცებ და გიორგის შეხედა, რომელიც მის პასუხს ელოდა. ბიჭს ბედნიერებისგან სახე გაებადრა და საყვარელ ქალის ტუჩებს დააცხრა...
მათი დაქორწინების ამბავი მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნასავით იყო
ქეთა გაოგნდა გიორგის ზარის შემდეგ. გაუაზრებლად დადო ტელეფონი და რამდენიმე წუთი გონს მოსასვლელად დასჭირდა. ირაკლიც დააბნია მისმა საქციელმა
-რა მოხდა? ცუდი ამბავი გითხრა?
-გიორგიმ ნინიკო იპოვა და დაქორწინდნენ. ახლა საქორწინო მოგზაურობაში არიან.
-ჰო ვიცი. გუშინ დაურეკეს და მისი ადგილსამყოფელი უთხრეს, მაშინვე იქ გაიქცა. მეგონა შენც იცოდი. ასეა თუ ისე ძალიან მიხარია.
-წუხელ სახლში არ მოსულა. მე შენთან მეგონა და აღარ დავურეკე,მგონია რომ იჩქარეს, მაგრამ ასეა თუ ისე ძალიან მიხარია რომ ჩემი ძმა ბედნიერია.

-ნათლია, ნათლია,-სახლში ყვირილით შევარდა თეკლა.
-აქ ვარ, -კაბინეტიდან გამოსძახა გოგიმ. -რა მოხდა რა სახე გაქვს?
-ნინიკომ დარეკა...თეკლას თქმა უჭირდა.
-მერე რა მოხდა რომ დარეკა? ესეგი კარგადაა? მაგრამ რა სახე გაქვს? მეტყვი რა მოხდა?
-გათხოვდა.-როგორც იქნა თქვა თეკლამ
გოგი დააბნია ამ ამბავმა და სავარძლში მოწყვეტით ჩაეშვა.-კიდევ რა თქვა? ვის გაყვა? ასე რატომ იჩქარა? ახლა კი ძალიან გამაბრაზა. სასწრაფოდ დაურეკე და მისამართი სთხოვე.ქალაქში მივდივართ, ყველაფერი უნდა აგვიხსნას.
-ახლა საქორწინო მოგზაურობაშია, ცოტა ხანს მოცდა მოგვიწევს. თქვა რომ ჩამოვალთ მერე ყველაფერს აგიხსნით და დაგპატიჟებთ ჩემს ახალ სახლშიო.
-ახალ სახლს ვაჩვენებ მაგას, ეს რა ამბავი დაატრიალა ჩემმა გოგომ. ნამდვილი ქარიშხალია,-მერე გაეღიმა უცებ. -ჩემი ნინიკო გათხოვდა, დაუჯერებელია.
-რა მოხდა რა გაყვირებთ? რა არის დაუჯერებლი?
- არ ვიცი როგორ გითხრათ,..ნინიკო გათხოვდა..თქვა თეკლამ
-ესღა გვაკლდა. ისედაც მთელი ქალაქი ჩვენზე ლაპარაკობს და ახლა უარესი სალაპარაკო მიეცემათ. არა რამდნეიმეთვეში როგორ გაყვა ვიღაც უცნობს მიკვირს. -ავიშვიშდა მარინა
-შენ სხვა არაფერი გადარდებს? ახლა ნინიკოს გვერდით უნდა დავუდგეთ. რომ დაბრუნდება წავალთ და სიძეს გავიცნობთ.-უპასუხა გოგიმ
-მე არსად არ წამოვალ, თქვენ რაც გინდათ გიქნიათ, -ხელი აიქნია მარინამ
-მარინა ერთხელ მაინც დაუდექი შვილს გვერდით და აგრძნობინე დედის სიყვარული.
-დედის სიყვარულის გარეშე მშვენივრად გათხოვდა, მე აღარაფერში ვჭირდები,-მიაძახა მარინამ და იქაურობა დატოვა....
**********************************************

დილით პირველს ნინიკოს გაეღვიძა. უცებ ვერ მიხვდა სად იყო. გვერდით გიორგი იწვა და ეძინა. ხელზე დაიხედა. საქორწინო ბეჭედი ეკეთა. გაეღიმა. სულ რაღაც ექვსი თვის უკან დათოს გვერდით უნდა გაღვიძებოდა. ახლა კი მის მაგივრად აქ სხვა იყო. ერთხანს მძინარე მეუღლეს უყურებდა, რომელსაც სახეზე ბედნიერი ღიმილი დასთამაშებდა. ეს კაცი მას ძალიან იზიდავდა და ახლა უკვე მთლიანად დაეპყრო მისი არსება. ნინიკო სახეზე მიეფერა, მერე ლოყაზე აკოცა, ნელ-ნელა ტუჩებთნაც მივიდა. გიორგი შეირხა და ფრთხილად გაახილა თვალები.
-უბედნიერესი ვიქნები, თუ ყოველ დილით კოცნით გამაღვიძებ, -უთხრა და მანაც აკოცა, მერე მოფერება დაუწყო.
-არ მინდოდა გამეღვიძებინე, უბრალოდ ძალიან მინდოდა მეკოცნა.
-ძალინ, ძალიან. უზომოდ მიყვარხარ ნინი.. უთხრა გიორგიმ. -ჯერ კიდევ არ მჯერა რომ ჩემი ცოლი ხარ.
-დაიჯერე,-გაიცინა მან და მარჯვენა ხელი დაანახა. გიორგიმაც დახედა თავის ხელს .
-არ მეგონა ამას ოდესმე კიდევ თუ გავიკეთებდი,-თქვა მან
-ალბათ ჩემები მომკლავენ ამას რომ გაიგებენ. ყოველშემთხვევაში ძალიან გაბრაზდებიან.
-ახლა მე შენ გვერდით ვარ და არავის მივცემ უფლებას რომ რამე ზედმეტი გითხრან. შენ ჩემი ხარ, ჩემი, მარტო ჩემი, უთხრა და აკოცა.....
**************************************
რამდენიმე დღეში საქორწინო მოგზაურობიდან დაბრუნდნენ. დევდარიანის თბილისურ სახლში აპირებდნენ დარჩენას.დროებით მაინც.
გიორგიმ მანქანა ეზოში გააჩერა და გადასვლას აპირებდა, მაგრამ ნინიკომ შეაჩერა.
-რა მოხდა ძვირფასო?
-გიო, მეშინია და მცხვენია..არ ვიცი ქეთა როგორ მიიღებს ამ ამბავს ან ჩემები....
-ნურაფრის გეშინია, ყველაფერი კარგად იქნება. რისი გცხვენია? დამშვიდდი და წამოდი, ქეთა გველოდება. ცოლს შუბლზე აკოცა და მანქანიდან გადასვლაში მიეხმარა. მერე ხელი მოხვია და ასე წავიდნენ სახლისკენ.
-სახლში სინათლე ანთია მაგრამ სიჩუმეა, არადა ჩემმა დამ იცის რომ დღეს უნდა ჩამოვსულიყავით.
-იქნება დაავიწყდა, ხომ იცი მთელი საქმე მას დააწვა რაც შენ წამოხვედი.
ამ საუბარში სახლშიც შევიდნენ და უცებ შეცბნენ. სახლი სტუმრებით იყო სავსე და მათ ელოდნენ.
-ბიძია მოვიდა, -იყვირა ელენემ და მათკენ მათკენ გაიქცა. გიორგიმ ხელში აიყვანა და გულში ჩაიკრა დისშვილი. მერე ელენემ ნინიკოსთან გადაინაცვლა და მას მოეხვია,
-მომენატრე ნინი სად იყავი ხომ აღარ წახვალ? დაიწყო ტიტინი ბავშვმა
-არა პატარა აღარ წავალ და სულ შენთან ვიქნები,-უპასუხა მან
-აბა ელენე ახლა ჩემი დროა, მოდით მოგილოცოთ, -ქეთა სტუმრებს გამოეყო და ძმას და რძალს მოეხვია.
-გილოცავთ, ბედნიერებას გისურვებთ,ახლა უჯკვე რძალო მე მინდა რომ ამ წუთას ჩვენი საგვარეულო ბეჭედი გადმოგცე. ეს ბეჭედი ჩვენ დიდ ბებიას ეკუთვნოდა, მერე დედაჩემს, ახლა ის შენია, შენ კი შენს შთამომავლობას გადასცემ, -ქეთამ ნინიკოს ბეჭედი გაუკეთა. მან მორიდებით დაუქნია თავი მადლობის ნიშნად. მერე ხალხს მოავლო თვალი და უცებ შორეულ კუთხეში მამას მოჰკრა თვალი, რომელიც სერიოზული და მკაცრი სახით უყურებდა.
-მამა, -ფერი გადაუვიდა სახეზე და შეტორტმანდა. გიორგიმ მაგრად მოჰკიდა ხელი რომ არ წაქცეულიყო. გოგი მისკენ დაიძრა. ნინიკო მამის სიტყვებს გულისფანცქალით ელოდა. გოგი შვილის წინ გაჩერდა, რამდენიმე წამს ჩუმად იდგა, მერე კი ჰკითხა: -შენს მეუღლეს არ გამაცნობ?
-კი მამა,-დაიწყო მან -ეს გიორგია ჩემნი მეუღლე, ეს კი მამაჩემი გოგი დოლიძე.
-ძალიან მიხარია ჩემი ნინიკოს ოჯახის წევრების გაცნობა. გიორგიმ სიმამრს ხელი ჩამოართვა.
-ნინიკო ჩემი სიამაყეა, ჩემი ერთადერთი შვილი. ისე გავზარდე ცივ ნიავს არ მიმიკარებია, ძალიან არ მინდოდა ასე ჩუმად გათხოვილიყო. მაგრამ რადგან მან ასე ისურვა და თქვენ აგირჩიათ დარწმუნებული ვარ ჩემი შვილი არ შეცდებოდა. ახლა მას შენ გაბარებ. შენ უნდა იზრუნო მასზე და არაფერი გაუჭირვო. მე ხელს არ შეგიშლით, ბედნიერებას გისურვებთ, ღმერთმა დაგლოცოთ. -გოგის სახე ღიმილმა გაუპო და სიძეს მამა-შვილურად მოეხვია. ნინიკოც მიხვდა რომ მამის გაბრაზება მოჩვენებითი იყო და მამას კისერზე ჩამოეკიდა.
-მამიკო, მამა ძალიან მიყვარხარ, ძალიან,-სიხარულით თქვა მან. მერე ოთახში მიმოიხედა და მამას ჰკითხა: -დედა სად არის?
-დედა შეუძლოდ იყო და ვერ წამოვიდა, სამაგიეროდ ნახე აქ ვინ არის.
ნინიკომ მისკენ მიმავალი თეკლა დაინახა და სიხარულისგან კიდევ ერთხელ შეჰყვირა. ისინი ერთმანეთს მოეხვივნენ. თეკლამ მეგობარს გაბედნიერება მიულოცა. მერე ქეთამ მშობლებს წარუდგინა ნინიკო, რომლებსაც ძალიან მოეწონათ რძალი. რამდენიმე ახლო მეგობარიც დაეპატიჟებინა და ოფისის თნამშრომლებიც. ირაკლიმ დრო იხელთა და გიორგის ჩასჩურჩულა:
-ძალიან მიკვირს ეს პატარა გოგო როგორ გამოიჭირე და როგორ დაითანხმე?
-სიყვარულის ბრალია,-შენც რომ შეგიყვარდება შენც ასე მოიქცევი დამიჯერე, -გაეცინა მას -ახლა დამაცადე და მერე მოგიყვები, წავალ ნინიკოს ხალხს გავაცნობ, ხედავ ყველა ელოდება მის გაცნობას. გიორგი თეკლას ბოდიში მოუხადა, ცოლს ხელი ჩაჰკიდა და ხმამაღლა გამოაცხადა: -უპირველეს ყოვლისა ყველას მადლობას მოგიხდით რომ მობრძანდით და ჩემი ბედნიერება გიხარიათ. ვიცი ყველა თქვენგანი ელოდება ჩემი მეუღლის გაცნობას. ეს არის ის ქალი ვისაც მთელი ცხოვრება ველოდი და ვისთვისაც ღირდა ლოდინი. ამ ჭიქით მინდა ჩვენ და ჩვენს ახალშექმნილ ოჯახს გაუმარჯოს.
-გაგიმარჯოთ,-თქვეს ყველამ ერთხმად და სასმელი შესვეს.
***********************************************

სტუმრებმა ნელ-ნელა წასვლა დაიწყეს. ნინიკომ დრო იხელთა და მამასთან და თეკლასთნ ერთად აუზთან განმარტოვდა და ყველაფერი აუხსნა.
-მამა დედა როგორ არის? ვიცი რომ ამას არასოდეს მაპატიებს, მაგრამ მე ამის მიზეზი მქონდა.
-დედაშენს დრო სჭირდება და აუცილებლად გაპატიებს. შენ ის ამიხსენი ქორწილიდან რატომ გაიქეცი?
-ამის თქმა ძალიან მიჭირს მამა. მაგრამ გეტყვი. ალბათ გიორგი გახსოვს ქორწილიდან.
-აი თურმე საიდან მეცნობოდა. ის ხომ დათოს მეგობარია?
-იყო მამა. არა მგონია დათომ ამის მერე მასთან მეგობრობა მოინდომოს, მაგრამ თვითონაც არ არის წმინდა. ქორწილი იმიტომ ჩაიშალა რომ ჯვრისწერამდე ერთი საათით ადრე ანონიმური კონვერტი მივიღე, სადაც დათო ჩემს ბავშვობის მეგობართან ერთად მღალატობს და განა ამის შემდეგ შევძლებდი მას ცოლად გავყოლოდი?
-ეს..ეს ხომ შუძლებელია, -გოგის თავზარი დასცა ამ ამბავმა. -არაკაცი ამას არ შევარჩენ.
-დამშვიდდი მამა, მას მე გავცემ ამაზე პასუხს. მერე აეროპორტში გიორგის შვხვდი. უკან ბრუნდებოდა. ბევრი დავლიე, ცუდად გავხდი და მარტო არ დამტოვა,სახლში წამიყვანა, ქეთამ მიპატრონა. დროთა განმავლობაში თავი შემაყვარეს. ისე მივლიდნენ და მიფრთხილდებოდნენ როგორც საკუთარი ოჯახის წევრს.
-ერთია რომ გირთხილდებოდნენ და გივლიდნენ, მაგრან დარწმუნებული ხარ რომ ნამდვილად გიყვარს?-ჰკითხა გოგიმ
ნინიკო დააბნია ამ კითხვამ და ჩაფიქრდა:-არ ვიცი მამა ეს თუ სიყვარულია, ალბათ მიყვარს
-ალბათ? ასე არ შეიძლება.-უთხრა თეკლამ
ნინიკოს რაღაც უნდა ეთქვა, მაგრამ გიორგი დაინახა მისკენ მომავალი და გაჩუმდა.
-ბოდიშს მოგიხდით, მაგრამ ნინიკოს მოგტაცებთ ცოტა ხნით,
-რა მოხდა გიო
-ელენე შენს გარეშე არ იძინებს. ამბობს ნინიკომ დამაძინოსო.
-ახლავე წამოვალ, მამა ელენეს დავაძინებ და მალევე მოვალ. მერე გავაგრძელოთ.
-არ იჩქარო შვილო, ხვალ ვისაუბროთ, ახალა მიხედე შენს საქმეს,
-კარგი მამა, ძილი ნებისა, ნინიკო ორივეს დაემშვიდობა და გიორგისთან ერთად ოთახში შევიდა.
-სტუმრებს დავემშვიდობები და მეც მალე მოვალ,-
-კარგი. იმედია ელენე მალე დაიძინებს, -გაიღიმა ცოლმა და კიბეს აუყვა. ელენე ჭირვეულობდა და ქეთას ნინიკოს მოყვანას სთხოვდა, რომ დაინახა მაშინვე მისკენ გაიქცა და უთხრა:-ხომ დამაძინებ ნინიკო? ზღაპარს ხომ მომიყვები?
-აუცილებლად, აბა წამოდი საწოლში,- მან გოგონა საწოლში ჩააწვინა და თვითონაც გვერდით მიუწვა.
-მე წავალ სტუმრებს მივხედავ, შენებსაც დავაბინევებ, დროებით ნინიკო
-კარგად ქეთა, შენ კი პატარა ქალბატონო დროა რომ დაიძინო,დახუჭე თვალები,-უთხრა ნინიკომ და ზღაპრის მოყოლა დაიწყო, ელენეს მალე დაეძინა, მან საბანი შეუსწორა და ცოტა ხანს მის გვერდით დარჩა, სანამ ბავშვი ღრმა ძილში წავიდოდა.....გიორგი უყურებდა ორივეს და გული სიხარულით ევსებოდა. ნინიკომ დაჟინებული მზერა იგრძნო და გაიხედა.
-დიდი ხანია აქ ხარ?-ჰკითხა მან და საწოლიდან ფრთხილად ადგა. -წამოდი არ გაეღვიძოს. ნინიკომ სინათლე ჩააქრო და კარი ფრთხილად გამოხურა
-იცი რომ გიყურებდი, ისეთი საყვარელი იყავი. ძალიან ლამაზი დედა იქნები. ნეტავ მალე გვეყოლება შვილი? ძალიან მინდა შენ ჩემი შვილების დედა გახდე.
-ამაზე ჯერ ადრეა საუბარი, -მოკლედ უპასუხა ნინიკომ.-ძალიან დავიღალე დავიძინოთ რაა,-სთხოვა მან ქმარს
****************


რამდენიმე დღეში გოგი და თეკლა ქალაქში დაბრუნდნენ. ნინიკომ სამსახურში სიარული განაახლა. საღამოობით გიორგი გაუვლიდა და ხან სახლში მიდიოდნენ სავახშმოდ, ხან რომელიმე რესტორანში შეივლიდნენ, ნინიკოს მოუსვენარი ბუნება ვერ ისვენებდა და რამდენჯერმე დისკოტეკაზეც კი შეიარეს გასართობათ, გიორგის ძალიან არ მოსწონდა ხმაურიანი ადგილები, მაგრამ უარს ვერ ეუბნებოდა ცოლს. მის მომღიმარ სახეს რომ შეხედავდა ყველაფერი ავიწყდებოდა და უკანმოუხედავად მიყვებოდა.
ამასობაში შემოდგომაც მოვიდა.....
ქეთა ვახშმის მომზადებას უკვე ამთავრებდა, როცა შემოსასვლელი კარი გახმაურდა.
-მოვედი, -მოისმა ნინიკოს ხმა. ახლავე გამოვიცვლი და მოგეხმარები.
-არ იჩქარო ნინი. ყველაფერი მზად მაქვს. -უპასუხა ქეთამ
ნინიკომ ნაჩქარევად გაიხადა პიჯაკი, ფეხსაცმელი გამოიცვალა და სამზარეულოში გავიდა. ჯერ სკამზე მჯდარ ელენეს აკოცა, რომელიც ყურადღებით უყურებდა დედის საქმიანობას, მერე კი იკითხა: -ქეთა აქ რაღაც არასასიამოვნო სუნი დგას?
-არა, არაფრის სუნი არ არის, უბრალოდ ნამცხვრის სუნია.
-კარგი არაუშავს, დღეს ისედაც დამაგვიანდა, ბევრი საქმე მქონდა სამსახურში.-ნინიკომ თეფშები გამოალაგა და მაგიდაზე დააწყო. -აგვიანებენ მოსვლას
-ჰო, ეტყობა თვითმფრინავმა დააგვიანა ცუდი ამინდია დღეს, -თქვა ქეთამ და ღუმელიდან ნამცხვარი გამოიღო. იქვე მაგიდაზე დადო.
-ალბათ, სამი დღეა გიო წავიდა და უკვე ძალიან მენატრება, -თქვა ნინიკომ. უცებ წაბორძიკდა, მაგიდას ხელი მოჰკიდა რომ არ წაქცეულიყო და სკამზე ჩამოჯდა. სახეზე ფერიც დაკარგა. ქეთას შეეშინდა.
-ნინი რა გჭირს? დალიე,- წყალი მიაწოდა მან, მაგრამ ნინიკომ პირზე ხელი აიფარა, ადგილს მოსწყდა და სააბაზანოსკენ გაიქცა, ქეთა უკან გაეკიდა და ორივემ ქარიშხალივით ჩაუქროლა გაოგნებულ გიორგის და ირაკლის, რომლებიც იმ წუთას შემოვიდნენ სახლში.
-ნინი ცუდად გახდა და დედიკო მის დასამშვიდებლად წავიდა,-უპასუხა ელენემ
გიორგი ქარიშხალივით მოწყდა ადგილს და კიბეები აირბინა. ირაკლი ელენესთან დარჩა. რომ შევიდა სააბაზანოში ქეთას ნინიკოს შუბლი ეჭირა და ცივი წყლით სახეს უზელავდა.
-ნიი, რა გჭირს საყვარელო?- მივარდა მაშინვე და მის წინ ჩაიმუხლა. -ხმა გამეცი.
-მოხვედი საყვარელო, არ ვიცი არაფერი, ცუდად ვარ, გული მერევა, ქეთა რა მჭირს?
-არაფერი ისეთი,-გაეცინა მას. -მალე შვილი გეყოლებათ. ორსულად ხარ. - ნინიკომ და გიორგიმ ერთმანეთს გაოგნებულებმა შეხედეს.
- წამოდი, წამოწექი და მალე გადაგივლის.- დაბნეულმა გიორგიმ ცოლი ხელში აიყვანა და საწოლზე დააწვინა. მერე თვითონაც გვერდით მიუჯდა და ბედნიერმა უთხრა; -შვილი ნინი, ჩვენ მშობლები გავხდებით, რა ბედნიერი ვარ. -ის ცოლს მოეხვია, მაგრამ ნინიმ მოიშორა: -რატომ გაქვს ასეთი საშინელი სუნი პიჯაკზე?
-კი, მაგრამ რა სუნი?-გაოცდა გიორგი და პიჯაკი გაიხადა. ქეთას გაეცინა.
- თავიდან მეც ასე ვიყავი, უფრო უარესად, მაგრამ მალე გადაგივლის. კარგით, თქვენ აქ დარჩით დაისვენეთ, მე და ირაკლი ვივახშმებთ. გიორგი წამოდი ამოუტანე საჭმელი. ის წამოდგა, მაგრამ ნინიკომ შეაჩერა: -არა, გიო არ მინდა, არ დამტოვო ჩემთან იყავი გთხოვ.
-კარგი შენთან ვიქნები,-გიორგი ცოლს მოეხვია.-ქეთა თქვენ ივახშმეთ, მე ნინისთან დავრჩები......
ირაკლიმ ქეთა მარტო რომ დაინახა ძალიან გაუკვირდა, მაგრამ სანამ რამეს ჰკითხავდა მან დაასწრო თქმა: -ჩემი ძმა მალე მამა გახდება
-რა მაგარიაა,რამდენი ხანია ასეთი კარგი ამბავი არ გამიგია,
-ნინი სუსტადაა და გიორგი მასთან დარჩა, მოდი ჩვენ ვივახშმოთ.
-მე რომ ნინიკოსთან მინდა?-გაჯიუტდა ბავშვი
-ნინიკოს სძინავს, ავად არის. წამოდი ირაკლისთან ერთად ვივახშმოთ არ გინდა?
-კარგი, მაგრამ მერე მეთამაშები ხომ?-ჰკითხა ელენემ ირაკლის
-ვითამაშოთ, შენ უარს როგორ გეტყვი,-გაეცინა მას და ბავშვთან სათამაშოდ მოემზადა....
ბედნიერი წყვილი კი საძინებელში ერთმანეთს ეხუტებოდნენ და ჯერ კიდევ იმის დაჯერებას ცდილობდნენ რომ მშობლები გახდებოდნენ



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ისე კარგად ვითარდება მოვლენები, ისეთი ბედნიერები არიან ნინი და გიორგი რომ გული მიგრძნობს რაღაც ცუდი მოხდება მალე. იმედია საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდება :) <3

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

ძალიამ კარგია, ნინიკო მართლაც იმსახურებს ბედნიერებას რაც შეეხება მოვლენებს ძალიან კარგად ვითარდება ველოდები ახალ თავს წარმატებები

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Albat gios coli gamochndeba, xeli areqnebat mocerili da ravi, iseti kargi, pozitiuri istoriaaa, modi iyqvi originaluri da am notaze daasruleeee, zLian momcons, yvela ertad cavikitxe, meore istoriaze ubralod vgijdwbi

 


№4  offline წევრი katiusha

Modi yvelaferi saidumlod davyovot da movlenebis ganvitarebas davelodot :-D es iseti istoriaa sul ar minda rom davdzabo,arc maqvs magaze gatvlili ubralod erti siyvarulis istoriaa:-D nu cota sheidzleba daidzabos :-D

 


№5 სტუმარი სტუმარი სოფი

5 თავი ვერ ვნახე...როგორ ვიპოვოოო????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent