შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ათასი ფენის ქვეშ (3)


6-06-2018, 15:58
ავტორი nonamesonly
ნანახია 1 055

მარტივია აკონტროლო სიტუაცია სიფხიზლეში,როცა ყველაფერი შენ ხელთაა და სხეული გემორჩილება,მაგრამ სიზმრების სამყაროში ჯერ კიდევ ვხედავ იმ მომენტს, პანიკური შიშის და ზიზღის შეგრძნებას.სხეული რომ ერთიანად გაქვს დაჭიმული და ცდილობ გაანალიზო როგორ აპირებ ცხოვრების გაგრძელებას,იქ ჯერ კიდევ ვიმალები,იატაკის სიცივეს ვეხიზნები და თვალებს ვხუჭავ რომ ვერაფერი დავინახო,იქნებ წამიერად მაინც მოვახერხო დავიწყება,საკუთარ ქვეცნობიერში ჩამალვა...რატომაა ეს შიში ასეთი დიდი,თიტქოს სილუეტს ხაზავს და ჩემ წინ მთელი თავისი განზომილებით დგება,რომ დამანახოს როგორი უსური ვარ,როგორი ბინძური.სიზმრებში ჯერ კიდევ სიბნელეში შეყუჟული,ემბრიონის ფორმა მიღებული ჩემი სხეული ამჯერადაც სხვისად წარმომიდგენია...და ეს ხმაური,კარზე მომდგარი მისი სიბნელე,რომელიც მუშტებს უბრახუნებს კარს და ცდილობს შემოამტვრიოს,ამას გავექეცი,რეალობაში გავექეცი,მაგრამ სიზმრებში.ამ არეულობაში ისმის ჩემი სახელი, ნაცნობი თბილი ტონით წარმოთქმული, ვიცი ამ ხმას უნდა მივყვე სინათლისკენ მაგრამ ეს სიბნელე თავის მკლავებს ძალიან მჭიდროდ მხვევს,უნდა გავიღვიძო,უნდა გამოვფხიზლდე.“ეს სიზმარია,სიზმარია“ ვიმეორებ სასოწარკვეთილებით და ვხუჭავ თვალებს.ჩემს საწოლზე ჩამომჯდარ თეთრ პერანგში გახვეულ სიკეთის მასას ვეხვევი და მისი ჩურჩული მესმის.
-ეს სიზმარი იყო,ყველაფერი კარგადაა...ჩშშშშ...-და მის სითბოს ვგრძნობ მხრებზე,სხეულში სიმშვიდის დინებას ვგრძნობ და ჩემი სული წყნარდება.თვალს ვუსწორებ კარის ზღრურბლზე გაჭედილ აჩეჩილ თმიან თეას და მის შეშინებულ სახეს ვუღიმი.მერე თბილ სხეულს ვშორდები და დამაჯერებლად ვამბობ კარგად ვართქო.
-გინდა წყალი მოგიტანო ? ... - ვუარობ და თვალს ვაპარებ ფანჯრისკენ.გათენებულა და მადლობელიც კი ვარ,რომ დაძინება აღარ მომიწევს.
-ავდგები და ვისაუზმებ.
-კარგი,ჩაიდანის ხმაა,წავალ გაზქურიდან გადმოვდგამ...-გიორგი შეშინებული მაკვირდება და ვცდილობ როგორმე დავარწმუნო,რომ უკვე ყველაფერი კარგად მაქვს.არ ვიცი გამომდის თუარა მაგრამ კმაყოფილი ვარ,რადგან ოთახიდან გადის.
ცხელი წყალი გონზე მომიყვანს და საშუალებას მომცემს ოდნავ მაინც დავმშვიდდე. დღევანდელი დღე თავისუფალი მაქვს და კარგი იქნება თუ უბრალოდ მოვეშვები,ისედაც ბევრს ვმართებ თავს.ჯინსის დაცრეცილ ქვედაბოლოს ვირგებ და მწვანეზოლიან მაისურში ვეწყობი,თმიდან ჯერ კიდევ მცვივა წყლის წვეთები,ისე გავდივარ სამზარეულოში.ვცდილობ დაძაბულობა გავმუხტო და ყველაფერი ჩვეულ რიტმს დავუბრუნო.შიშველ ფეხისგულებს ვაწებებ სამზარეულოს იატაკს, ფინჯანში ყავას და შაქრის ნატეხს ცხელ წყალს ვამატებ და ჭიქის სითბოს ვეწებები თითებით.
-დღეს სახლში ხარ ? ...-მეკითხება თეა და მიღიმის.
-კი,არ ვმუშაობ.
-წამოხვალ გვანცასთან ?
-რა ხდება გვანცასთან ? ... - გაკვირვებული ვსვამ კითხვას და ფეხებს სკამის კიდეზე ვაწყობ.
-არაფერი, ალექსანდრე ჩამოვიდა და თავის ამერიკულ ამბებს მოყვება...-თვალებში ნაპერკლები უხტის და ცდილობს დამალოს,მე კიდევ მეღიმება,გიორგი ოთახში არაა და რას ცდილობს,მე დამიმალოს ?!
მაშინვე ვაპირებდი პასუხის დაბრუნებას მაგრამ კარზე კაკუნი გავიგე და ყურები დავცქვიტე ნაცნობი ხმის გაგებაზე, გიორგის ეუბნებოდა გუშინ მანქანის გასაღები ხომ არ დამრჩა თქვენთანო.
-არ ვიცი.შემოდი,გოგოები სამზარეულოში არიან,მოვძებნი და მოგიტან.
მისი ნაბიჯების ხმა მესმის და ცხადად ვამხელ ჩემ სხეულს ერთიანად რომ იძაბება.ფეხებს იატაკზე ვაბრუნებ და თავს ფანჯრისკენ ვაბრუნებ.ის კი მოდის და პირდაპირ ჩემ წინ თავსდება.თეა ღიმილით ეკითხება საუზმეზე დაგვწევიო.
-მხოლოდ ყავას დავლევ თუ არ შეწუხდები...-ოხ ეს მომხიბვლელი ღიმილი,ნეტა თუ ჰგონია რომ ამით დამალავს რა უცნაურიცაა.ვგრძნობ როგორ მაშტერდება დამცინავი მზერით...-აბა რა მოიფიქრე ? ...-არ ვიცრუებ,ამაზე არც კი დავფიქრებულვარ.მეტიც,თავიდან ისე ამომივარდა რომ სანამ არ მკითხვა ვერც კი გავიხსენე.
-არ ვიცი, არამგონია საკმარისი გამოცდილება მქონდეს...თან.
-რაზე ამბობთ ? .. - მხიარულად გვეკითხება გიორგი,გასაღებს წინ უდებს და თავის ადგილზე ჯდება.
-გუშინ გავიგე რომ ნენე იურიდიულზე სწავლობს და შევთავაზე მამაჩემთან მუშაობის დაწყება,თანაშემწეს ეძებს...-ყურადღებას არ ვაქცევ გიორგის გახარებულ რეპლიკას და ვაპირებ კიდევ ერთხელ დავაფიქსირო ჩემი უარი,იმისდა მიუხედავად რომ ამჯერად თეასაც რომელმაც ყავა მოუცუცნცულა მოპირდაპირე აივნის ბიჭს აღტაცებული გამომეტყველება აქვს,რომ ისევ მისი საუბარი მაწყვეტინებს.
-მოდი უარს ნუ მეტყვი.ახლა მე თემურთან მივდივარ და წამოდი,დაგელაპარაკება,აგიხსნის ტანაშემწის მოვალეობებს და მერე თვითონ გადაწყვიტე გამოცდილება გაქვს თუ არა...-რომ ვიუარო უნდა ავხსნა რატომ ვამბობ უარს მშვენიერ შემოთავაზებაზე.ბოლოსდაბოლოს ვიღაც შანსს მაძლევს ღამით დავიძინო და საკუთარი პროფესიით გამოვიმუშავო ფული,რომელიც ძალიან მჭირდება...და ვთანხმდები.
კლასიკურ შავ შარვალს ვირგებ,უბრალო თეთრ პერანგს და ბალეტკებს,თმას ვისწორებ და ჩანთის ჯიბეებში კულონს ვეძებ,ნერვებმოშლილი ვისვრი ჩანთას ოთახის კუთხეში და თვალებს ვხუჭავ,საწოლის კიდეზე ვჯდები,სახეს ხელისგულებში ვიქცევ და ვცდილობ სუნთქვა დავარეგულირო.“ყველაფერი კარგადაა,ეს ათჯერ უნდა გავიმეორო,ყველას ვაჯერებ რომ კარგად ვარ,საკუთარ თავსაც დავაჯერებ,ვაიძულებ დაიჯეროს.კარგადაა ! „ . შეგულიანებული ვდგები,ჩანთავ ვიღებ,ტელეფონს უკანა ჯიბეში ვდებ და მისაღებში გავდივარ.
-მზად ვარ.
-კარგია,წავიდეთ ... -მიღიმის სანდრო და ფეხზე დგება.თეას შეკითხვაზე,რას ვიზამ საღამოს,ვპასუხობ რომ ალბათ გვანცასთან წასვლას ვერ მოვახერხებ და აბაშიშვილის მიერ გამოღებულ კარში გავდივარ.უხერხულობის ზენიტია ლიფტში მასთან ერთად გატარებული დრო.თავად არაფერი ეტყობა,ეს მე ვარ დაპანიკებული.კორპუსის მანქანების სადგომისკენ მივიდვართ და მანქანაში მის გვერდით ვთავსდები.ის კი ხმას მხოლოდ მაშინ იღებს როცა გზაში ვართ და შუქნიშნის წითელ ფერზე ჩერდება.
-თემური კარგი კაცია,მოგეწონება,ოღონდ არ ინერვიულო და ისე არ ელაპარაკო როგორც მე...-იცინის და ჩემკენ იხედება.
-არამგონია ამიყვანოს,ასე რომ სანერვიულო არაფერი მაქვს.
-სულ ასეთი ნეგატიური ხარ , თუ ჩემთან ცდილობ შენი პესიმისტობის დემონსტრირებას?
-პესიმიზმისგან შორს ვარ,რეალისტი უფრო მეთქმის...-მშვიდად ვეუბნები და მანქანის ფანჯარას ვწევ. ისეთი დროა ალბათ საცობში გავიჭედებით.
-მარტო ცხოვრობ ? ... -ენას ვკბენ,როგორ წამოვროშე ასეთი სისულელე.
-ახლა შეამჩნიე ? ... -იცინის ის.
-მაპატიე,ჩემი საქმე არაა,წამომცდა.
-არა კარგია , ძლივს ალაპარაკდი.მარტო ვცხოვრობ...-ჩუმდება და ჩემკენ იხედება , ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს ელოდება კიდევ როდის ვკითხავ რამეს. სულ ტყუილად,ხმასაც აღარ ამოვიღებ...-ეგ ბინა მამას დაბადების დღის საჩუქარია, ისეთი აუტანელი ვარ რომ მომიშორა ... - იცინის და ვერ ვხდები რა აცინებს.ან როდის მერე გახდა ასეთი გახსნილი,გულწრფელი,თავის ოჯახზე რომ მელაპარაკება.
-არ მიკვირს...-ვსისინებ და იმედს ვიქონიებ რომ გაჩუმდება.
-მოვედით...-მანქანას აჩერებს მაღალსართულიანი კორპუსის წინ და მე წამებში ვავლებ თვალს გარემოს.
-მოიცა შენ რა სახლში მომიყვანე ? ... - გაკვირვებული ვჩურჩულებ ლიფტში და ხელსაყრელ მომენტს ველი გასაქცევად.
-დღეს შაბათია არ მუშაობს,მე კი არ მინდა ორშაბათამდე მოვიცადოთ და მერე გვიანი აღმოჩნდეს.
-ამას რატომ აკეთებ ? არა სერიოზულად, რის მიღწევას ცდილობ ? ... -გაბრაზებული ვსისინებ და საკუთარი უხეშობის სიმძიმეს ვერც ვაანალიზებ.ხმას არ იღებს,მკლავში წამავლო ხელი და ლიფტიდან გამათრია,მერე ცისფრად შეღებილი კარი შეაღო და მხიარულად დაიძახა დილამშვიდობისაო.
ოთახში იმდენი ადამიანი აღმოჩნდა რომ ვიგრძენი როგორ დავპატარავდი და მოვიკუნტე,სადღაც,რომელიღაც კუთხეში ჩავრჩი.მაგიდასთან შემომსხდარი ხალხის ჯერ გახარებული სახის და მერე გაკვირვების დანახვიასა კიდევ ერთხელ ვიგრძენი ამ გადაწყვეტილების აბსურდულობა.
-თემურ საუკეთესო თანაშემწე გიშოვე , მთავარია თავი მოაწონო და ჩათვალე რომ შენი საქმეები სანდო ხელშია...-მაგიდისკენ მიბიძგებს და გვერდით მიჯდება.რათქმაუნდა ვხვდები თემური რომელიცაა,მაგიდის თავში მჯდარი შუახნის მამაკაცი,რომლის ღიმილიც საკმაოდ ნაცნობია უკვე ჩემთვის.ამ დიდ მაგიდასთან ექვსი ადამიანი ზის,ერთი თემურია როგორც უკვე გამაცნეს,მეორე რუსუდანი აღმოჩნდა,სანდროს დედა,რომელმაც სიამოვნებით მომიდუღა ყავა და ზუსტად მასთან და ანაკოსთან ერთად დავრჩი მას შემდეგ რაც გავიგე როგორ თხოვა თემურმა სანდროს და სამ თანამოინახეს კაბინეტში გასვლა.ეს სამი როგორც მივხვდი სანდროს მეგობრები უნდა ყოფილიყვნენ.მე კიდევ ამ უხერხულ სიტუაციაში დავრჩი,სრულიად უცხო ხალხთან,თავზე წამოვადექი და საუზმობაც კი არ ვაცადე.
-თქვენ ... ? ...- მეკიტხება ჩემ წინ მჯდარი რუსუდანი.
-სანდროს მეზობელი ვარ.
-თემურთან სამსახურის დაწყება გინდათ ?
-სიმართლე გითხრათ სანდრომ შემომთავაზა,როცა გაიგო რომ იურიდიულზე ვსწავლობდი.თვითონაც გაკვირვებული ვარ...-მგონი ზედმეტად გულხადილად ავბურტყუნი და გასაჩუმებლად ყავა მოვსვი,რომ გავიგე იმ საყვარელი გოგოს ხმა,აქამდე რომ დედამისს და მე ჩუმად გვისმენდა.
-მამასთან არ მოიწყენ...-მხიარულად წამოიტიტინა და გამიღიმა.
დაახლოებით ათი წუთი უხერხული სიჩუმის მსხვერპლი ვიყავი და ერთი სული მქონდა როდის გავაღწევდი ამ სახლის კედლებიდან,რომ სანდრო და თემური იმ სამ უცხო ბიჭთან ერთად დაბრუნდნენ,როგორც კი მაგიდას მოუსხდნენ მაშინვე კეთილად გადმომხედა და მითხრა.
-საბუთებთან გექნება შეხება , ხელისმოსაწერად გექნება გასამზადებელი, შეხვედრების დაგეგმვა მოგიწევს და დღის განრიგის ყოველ დილით ჩემთან ერთად განხილვა.ხანდახან მივლინებებშიც გამომყვები და რაც მთავარია ჩემი მოვალეობების შეთავსება როცა მე ქვეყანაში არ ვიქნები...სანდრო რეკომენდაციას გიწევს და ვენდობი,შენ კარგად დაფიქრდი თუ გაართმევ თავს,დრო ორშაბათამდე გაქვს,პასუხს დაველოდები.ხელფასი თავიდან 1300 ლარი გექნება,მივლინებების მიხედვით დანამატები, რაღაც დროის გასვლის მერე თუ დარჩენას გადაწყვეტ მომატებაზეც შეიძლება საუბარი...-ამხელა მონოლოგის მერე კი მე ერთადერთი რაც შემიძლია გაღიმებაა და ფეხზე წამოდგომააა.
-დიდი მადლობა ყავისთვის და შაბათს მიღებისთვის.პასუხს აუცილებლად გაგაგებინებთ,ახლა კი მაპატიეთ,დაგტოვებთ...-თავაზიანად ვუღიმი რუსუდანს და თემურს და სანდროს მივყვები,რომელიც როგორც მივხვდი ჩემ გაცილებას აპირებს.კართან მისულს კი თემურის ხმა მესმის.
-ნენე,როგორც კი დადებითი პასუხით დამირეკავთ ჩემი ყოფილი თანაშემწე იმეილზე გამოგიგზავნით მნიშვნელოვან ინფრომაციებს და მინიშნებებს.
კარს ვცდები და სანდროს ვაკვირდები,რომელიც როგორც ჩანს ჩემთან ერთად მოდის.
-არაფერი უკითხავს, მარტო მოვალეობები ამიხსნა...-გაკვირვებული და დაფიქრებული ვებურტყუნები ჩემ თავს.
-ეს იმიტომ რომ მე გამომკითხა ყველაფერი...-ტავმომწონედ მეუბნება და თვალს მიკრავს...და როგორც კი კიდევ ერთხელ ვუმეორებ კითხვას,რატომ აკეთებს ამას, გბრაზებული მიბრუნებს პასუხს...-უბრალოდ მინდა დაგეხმარო,შეიძლება ეს შენთვის უცხოა,მაგრამ არსებობენ ადამიანები რომლებსაც უნდათ სხვებს დაეხმარონ , როცა ხედავენ რომ საქმე კარგ ადამიანებთან აქვთ.
ვდუმდები და მანქანაში ვთავსდები.ძრავას რთავს და კორპუსს შორდება, უნებურად მეღიმება და როცა მის გაკვირვებულ სახეს ვაწყდები,ჩუმად ვეკითხები „ მე კარგი ადამიანი ვარ ?“ , მასაც ეღიმება და თავს მიქნევს.ეს ჩემზე აშკარად მოქმედებს,თან იმ დოზით რომ ვთანხმდები შაბათი დღე ბლინის ტორტით გავიტკბილო.ყველაფერი კარგად მიდის,წამიერად დამავიწყდა კიდეც ჩემი უხეში ბუნება , ვისმენ მისგან რა უთხრა თემურს ჩემზე და რომ თემურს კარგი შთაბეჭდლება შეუქმნა ჩემზე,მარწმუნებს რომ უნდა დავფიქრდე და სწორი გადაწყვეტილება მივიღო. ვერც კი ვათვიცნობიერებ როგორ გადის დრო.ღიმილს ვაკრავ კაფის კუთხეებს და ხანდახან ვაშტერდები მაგიდასთან მსხდარ სილუეტებს,მანამ ვაკვირდები სანამ ნაცნობს არ წავაწყდები და მუცელში წამიერ წყვეტას არ ვგრძნობ,ძალიან დიდ სიმძიმეს მარცხენა მხარეს და სახეზე მოწოლილი სისხლის მხურვალებას.არ მეჩვენება იქ ზის , მასთან ერთად და იღიმის,ზუსტად იმ ღიმილით რომელიც ასე მეზიზღება. რამდენი ხანი ველოდი ამ მომენტს,რამდენჯერ წარმოვიდგინე მასთან პირისპირ შეხვედრის სცენა,მაგრამ არცერთხელ ასეთი მტკივნეული არ გამომსვლია.ასეთი უსური არცერთ მათგანში არ ვყოფილვარ და ვხვდები რომ ეს ჯერ კიდევ შოკია,პანიკური შეტევის დასაწყისი.სადღაც ექოსავით ისმის სანდროს შეკითხვა ხომ კარგად ვარ და თვალებს ვხუჭავ,ჩემი სიზმარი მახსენდება,აი ის შეგრძნება,მხოლოს მას თუ შევუსაბამებ ამ წამის სიმძიმეს.ისევ ერთად არიან, ისევ ისეთი სიყვარულით უყურებს,როგორც ქორწილში, ნეტავ დაავიწყდა ? დიდი ალბათობაა ამბავი სანაგვეზე მოესროლა, მე და მან ხომ ტაბუ დავადეთ ამას. უეცრად თავს მაღლა წევს და მზერას მისწორებს , ვხედავ მის სახეზე სიხარულს როგორ ცვლის გაკვირვება და მერე სიცივე , ვხედავ გაღიმებული სახის ნაკვთები როგორ უცივდება.ვეღარ შემაშინებ,ვეღარ ! შეგიძლია დამიძახო ცარიელი ფურცელი ამოღამებული თვალებით,შეგიძლია არასდროს მოხვიდე,შეგიძლია ეგ ლამაზი სულელი გოგოც შეირთო, ვისკის სმით ამოივსო ცხოვრება,ცხოვრება რომელშიც შენ ჩემი ადგილი კაკუნა სულელს დაუთმე და ყოველ ღამით მასთან იზიარებ სარეცლის ჭუჭყს...შეგიძლია დამცინავადაც კი მომმართო, მეძახო უგულო ,უთვალებო,უსულო ჩონჩხი...შეგიძლია სახლში დაბრუნებულმა გულშიც ჩაიკრა და ჩაეკონო, მისი წელი ისევე მაგრად ჩაიხუტო როგორ მაგრადაც ჩემს კისერს უჭერდი როცა მიხრჩობას მიპირებდი,შეგიძლია შემომხედო და გაიხსენო მაშინ როგორ გინდოდა მოგეკალი,როგორ გინდოდა ჩამოვმსხვრეულიყავი და მეღიარებინა რომ არარაობა ვარ…შეგიძლია ყოველღამით მძინარეს უყურო და თავი დაიმშვიდო რომ ახლა მეც ღრმად ვსუნთქავ რომ შენსავით გულის კუნჭულებში შემოვმალო ჩვენი ისტორია,შეგიძლია ქურდულად გაიპარო თქვენი სარეცლიდან და უკანასკნელი ნაძირალასავით ქუჩის სიბინძურეს შეხიზნულმა გაიხსენო ის რაც დამმართე...ხო შენ შეგიძლია იამაყო რომ შეძელი...შეგიძლია თვალიც ამარიდო და ღვარძლიანად გადაუჩურჩულო შენს მეგობრებს...მაგრამ ძვირფასო მე ვეღარაფერი გამაჩერებს,მე ხომ საუკეთესო ვარ...შეგიძლია ნაჭრებით დაფარო შენი სათამაშოს ცოლ-ქმრობის უუნარობა მაგრამ ძვირფასო შენ ვერ დამამარცხებ,აქ აღარაფერია რაც შემაჩერებს...სულელი გოგო გყავდეს ჩემო კარგო...მე კი თავს ცისკენ მივმართავ როცა დაგინახავ და გვერდსაც აგივლი,გული არ გამიჩერდება,პირიქით ჩვეულად განაგრძობს ფეთქვას და იცი რა ?! აქ აღარაფერია რაც შემაჩერებს,რადგან ბედნიერიც კი ვიქნები რომ შენს დანახვაზე მხოლოდ ესღა გამახსენდება,მხოლოდ ის რომ ვეღარაფერი შემაჩერებს.
-სანდრო ვთანხმდები სამსახურს.ყველაფერს მოვაგვარებ და ორშაბათიდან დავიწყებ...-ვუღიმი და საკუთარი თავით ამაყი ვერ ვაანალიზებ როგორ იხედება ის ზუსტად იმ მიმართულებით რა მიმართულებითაც მე ვიყურებოდი სანამ საკუთარ სხეულში ჩავიკეტე გადაწყვეტილების მისაღებად და ეჭვით მაკვირდება.წამით ვფიქრობ ,რომ ყველაფერს მიხვდა,მაგრამ შეუძლებელია იმას მიმხვდარიყო რაც რეალურად მოხდა.
ერთხელ უკვე დავეცი,მეორედ აღარ მივცემ უფლებას ხელი მკრას.ამ ჭაობიდან ამოვალ და ბოლოსდაბოლოს ფეხზე მყარად დგომას მივეჩვევი.



№1  offline წევრი lena lena

უსაშინლესად
უნამუსოდ მაგარი თავი იყო <3

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

ძალიან მაგრად წერ, ერთ ვიღაცას მაგონებ შენი წერის სტილით. უნიჭიერესი ადამიანი ხარ და მიხარია რომ კიდევ ერთი შევმატე ჩემს ნიჭიერებს შენი სახით. იმედი მაქვს დიდი, რომ არ შეწყვეტ წერას

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian magrad cer, chamoyalibebuli da mizanmimartuli msoflmxedveloba gaqvs, arvici am gogos radaemartaaa, ras ganicdis ase mzafrad, magram vimedovneb, nelnela gamochndebaaaa, carnatebebiii, cera arasodes shecyvitoo

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent