შიში პატივისცემა და სიყვარუილი {5}
5. კარში მდგომი თომა დაინახა, თუ არა თორნიკემ ხელი დაუქნია, რომ შესულუყო ტელეფონზე საუბარი არ დაუსრულებია და არც ყურადღება მიუქცევია დანარჩენებისთვის.. ბექას, ანას მობუზულ მხრებზე და ნერვიულობისგან წვალებით დაწითლებულ თითებზე გაეღიმა, ხელი დაკრა მის თხელ მტევნებს და გააშლევინა.. -მოგძვრება რომელიმე.. სიცილით უთხრა და თვალი ჩაუკრა, მიიხუტა მკერდზე და ხმის გაწმენდით მიესალმა მასპინძელს. -გამარჯობა, ბატონო თორნიკე. თორნიკემ თვალი კარის მიმართულებით გაასწორა და მალევე გათიშა ტელეფონი. -გამარჯობა. გაკვირვება მხოლოდ გასვიანმა შეამჩნია მეგობარს, რომელიც წამოდგა და ხელის ჩამორთმევით მიესალმა ბექას, ანას კი თავის დაკვრით.. გაეღიმა გასვიანს და ანასკენ გაიხედა, რომლის უხერხულობამ გული გაუთბო და ბექას ანიშნა სათქმელი მალე ეთქვა: -შენთან საქმე აქვთ. -გისმენთ. სავარძელს დაუბრუნდა და საფერფლეზე დადებული სიგარეტის მოწევა განაგრძო. -თუ შეიძლება მარტო ვისაუბრებთ.. ცრემლი გარეოდა ხმაში გოგონას. -ანნ გინდა გავიდე? მხოლოდ თავი დაუქნია ბექას, თანხმობის ნიშნად. -კარგი. გავალ და იმ ქალბატონს ჭკუას ვასწავლი, იქ რომ გიზის.. მუქარას ჰგავდა ბექას გამოსვლა. -ბექა, იმ ქალბატონს თავი დაანებე და შენსას მიხედე! კარებში გასვლისას, გაბრაზებული ხმით ესაუბრებოდა თომა, ტყუპისცალს რომელმაც გაოცება ვერ დამალა.. -მოიცა! მე ქალი მყავს და არ ვიცი? ვისზე ამბობ ეე?.. -ნუ ის*ებ თავს. ხომ იცი არ ვინც? ყველამ იცის უბრალოდ დრო გინდა, რომ მიხვდე.. -შენც თუ ნიცაზე ''ბაზრობ დაგბრიდავ''! ისე აღშფოთდა ბექა, რომ თომამ გაოცებისგან პირი დააღო.. -აი მაგრა ''გამიტყდა'' შენც თუ იგივეს ამბობ რაა.. -არ ვამბობ. -თომა შენ მაინც ხარ ჭკვიანი და დაკვირვებული ტო! საუბარში გართულებულები მივიდნენ, თომას კაბინეტში და იქ სავარძელში მოთავსებული ხსნიდა, თუ როგორ უყვარს ნიცა ტყუპისცალს.. -იცი ნიცა როგორიაა? -როგორი? -აი მის გარეშე მართლა ვერ ვიცხოვრებ, მას რომ ვუყურებ ვგრძნობ, რომ ცოცხალი ვარ და მისი ენერგია მეც მასაზრდოებს.. აი მას რომ ისეთი ტიპი შეუყვარდეს, რომელიც მასთან ყოფნას ამიკრძალავს, მოვკლავ თუ მეცოდინება, რომ ამით ისიც ცუდად იგრძნობს თავს, არ დავფიქრდები ისე მოვიშორებ. -ან თვითონ მოკლავს! -აი ზუსტად რაა და ამიტომ მიყვარს, მისი სხეულის ყველა დეტალი ვიცი, მაგრამ არა როგორც მამაკაცმა, არამედ როგორც ძმამ! იცი სულ ერთად გვეძინა.. ნიკას რომ მიუწვებოდა ვერაფრით ააგდებდი საწოლიდან.. თურმე შიშები ჰქონია წვიმის დროს გაუაზრებლად ბევრი მოთხოვნილება აქვს, ხშირად უნდა გავლა და როცა ნიკასთან იძინებდა ეს უვლიდა.. შემთხვევით გავიგე, მთვრალი რომ იყო მაშინ მითხრა.. -ანუ მართლა ვერ არის. კომენტარები ხმამარალი ჰქინდა თომას და ღიმილ შეპარული სახით უსმენდა ბექას. -ხო აბა, ნორმალური ჩვენთან ერთად ივლიდა კინგბოქსზეე? -რაა? იმიტომ იყო ის ტიპი გალამაზებული? -არა. ეგ რა არის, წუწუნებდა კარგად ვერ მოვდეო. სიცილი ვეღარ შეიკავა ბექამ. -მოსიარულე ქარიშხალია! -იმან იკითხოს ვისაც შეუყვარდება.. -რატომ? დაინტერესება იმდენად ემოციური გამოუვიდა თომას, რომ ბექამ ყველაფერი კარგად გაიგო, გაეღიმა და საზურგეს მიეყრდნო. -ჩაგივარდა გულში? -არა. -აბა ახლა ჩვენ აქ ანასტასიაზე უნდა ვსაუბრობდეთ, აქ მისი ვიზიტის მიზეზე და რატომღაც ნიცა აბაშიძის ცხოვრებას ვიხილავთ.. ღიმილიანი სახიღ აკვირდებოდა გასვიანს, გიგაური. -ბექა ასეთი ჭკვიანი არ ჩანხარ? სიცილით ჰკითხა გასვიანმა, რომელიც გახარებული იყო ახალი ამბით.. -ასე უფრო მარტივია, ყველაფრის გაგება და როდის აპირებ თქმას? -არ ვაპირებ. -რატომ? -ზედმეტად ლაღია ჩემი ცხოვრებისთვის. სახე დაუსერიოზულდა თომას. -იქნებ გეკითხა და გაგეგო, მის სილაღეს შენნაირი უნდა, თუ უფრო ლაღი?.. -არა. ეს დააბნევს. -თუ უარის გეშინია? ბექა უკვე ერთობოდა, გასვიანის გამხელილი გრძნობით. -საკუთარი თავის მეშინია, ის ძალიან პატარაა და ბავშური. -შვიდი წელია პრობლემა? -არ ვიცი. საზურგეს ჩაფიქრებული მიეყრდნო თომა, ბექას მის სახეზე გაეღიმა. -გასვიანო შარში ხარ! -რატომ? -ნიცა აბაშიძე თვითონ შარია და იმიტომ! -მართალია. -ისე დათასაც მოსწონს და უნდა იმოქმედო! -დათა არ აპირებს თქმას! ბრაზნარევი ხმით თქვა თომამ, თან სავარძელში გასწორდა. -ოჰოო... გაურკვევია ბიჭს! თვალები დააწვრილა ბექამ და დაკვირვება განაგრძო გასვიანის. -თავისთავად მოხდა. -მერე რაა? -მოვრჩეთ რაა და ანაზე მითხარი რისთვის მოვიდა? -როგორ ფიქრობ? -ნამდვილად გადაწყვიტა? თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია ტყუპისცალმა.. ანასტასია დასჯილი ბავშვივით იდგა და შესაფერის სიტყვას ეძებდა,რაზეც იქამდე არ უფიქრია, სანამ ფაქტის წინაშე არ დადგა... დადიანმა სიგარეტის ნარჩენი საფერფლეში ჩადო და გოგონას მიმართა: -ანასტასია დაჯექი. -მითითება დამჯერი ბავშვივით შეასრულა და ნერვულობისაგან აკანკალებული ხელები ფეხებზე დაიწყო. უკანასკნელი ძალა მოიკრიბა და მამაკაცის თვალებს მზერა გაუსწორა, ისედაც დაბნეული უფრო დაიბნა, მისი თვალის ფერი ისევ შეცვლილი ეჩვენა, ფიქრი თორნიკეს ხმამ გაუფანტა.. -რაზე გსურს საუბარი? გისმენ. -მე.... მე თანახმა ვარ... -....... წარბები შეკრა დადიანმა, მოსალოდნელი სიტყვის გაგებას თითქოს მომზადებული ხვდებაო, იცოდა მაგრამ ანასგან მაინც ელოდა ამას, ჩვეული უემოციო სახით. -მე თანახმა ვარ.. დავქორწინდეთ. ხმა ისეთი ჰქონდა, ანას თუ კარგად არ იცნობდი ვერ მიხვდებოდი, როგორ უჭირდა ამის აღიარება, თორნიკესთვის ეს ადვილი მისახვედრი იყო და რადგან მისთვის მნიშვნელოვანი ისევ ეს გოგო და მისი სურვილები იყო. წამოდგა სავარძლიდან და გოგონას გვერდზე დადგმულ სავარძელში მოთავსდა. ოდნავ შეაბრუნა თავისკენ, ანას სავარძელი და მუხლებზე დაყრნობილი უყურებდა მას: -ანასტასია, ყველაფერი გვარდება და ამის აუცილებლობა აღარ იქნება. -ასეც რომ იყოს, მე უფრო მშვიდად ვიქნებ, თუ ჩემი ქორწინებით მათ საფრხისგან დავიცავ.. უკვე ხმა გაუტყდა, თავს მაღლა აღარ სწევდა, სურდა იქედან გასვლა და გაქცევა, მაგრამ ამდენი შიში და უბედურება ყველაფერზე ცუდად აისახებოდა და ერთხელაც ცუდად დასრულდებოდა. -ისინი შენ გიცავენ და ამ საქციელს არასწორად გაიგებენ. -დეტალებზე საუბარი, როგორც ვხვდები არ გიყვარს და ამიტომ ზედმეტ კითხვებს არ დასვამენ ჩემები. გაეღიმა თორნიკეს, რადგან მის ხასიათს სწორად გაუსვა ხაზი გოგონამ, ესიამოვნა რომ ყურადღება მიიქცია ანასი და სურვილი გაუჩნდა, რომ მის წინ მყოფის, მთელი არსება, მთელი გული მხოლოდ თორნიკე დადიანის საკუთრება გამხდარიყო. -თორნიკე, მე არ მინდა შენი გეგმები შეცვალო, ამ მიზეზით. ქორწინებაზე თუ შენ თანახმა არ ხარ, ბოდიშს გიხდი და მადლობელი ვიქნები, თუ დაივიწყებ ამ საუბარს. ძლივს აბამდა სიტყვებს ერთმანეთზე და აზრი რამდენად სწორი იყო ვერ იგებდა ნერვიულობისაგან დაბნეული. ისევ გაიღიმა მამაკაცმა, საუბარს აპირებდა, მაგრამ კარი გაიღო და ოთახში ნატალია და ნიკა შევიდნენ. კამათით: -დედა, არ ვაპირებ იმ გოგოს გაშვებას და ნუ მაიძულებ სახლიდან.. უი სტუმარი გყოლია? გაჩუმდა უმცროსი დადიანი, ანასტასიას ნახვა მხოლოდ ნატალიას გაუკვირდა, მომხდარი ამბები კი იცოდა დეტალებში, მაგრამ ანას ყოფნა თორნიკეს კომპანიაში და მითუმეტეს კაბინეტში, ყველასთვის მოულოდნელი იყო, თუმცა სიხარულით სავსემ შეხედა ორივეს და მედიდური ხმით მიესალმა. -გამარჯობა. ეს ლამაზი გოგონა ვინ არის თორნიკე? -რა ლამაზი გოგო გყოლია აქ თორნიკე. თითქოს პირველად ხედავდა ნატალიაც და ნიკაც, ამას ანაც მიხვდა და არ შეიმჩნია. -გამარჯობა. მორიდებით მიესალმა ანასტასია და იქიდან გაქრობას ნატრობდა, უცებ თორნიკე წამოდგა და აბაშიძეს ხელი გაუწოდა, რომ ამდგარიყო. -გაიცანით, ანასტასია აბაშიძე, თქვენი მომავალი რძალი! თორნიკეს პროფილს გაოცებულმა შეხედა, მან პასუხი არ იცოდა და უკვე წარადგინა როგორც „რძალი“, მუხლები აუკანკალდა და თორნიკეს მოხვეულ ხელს დაეყრდნო.. ნატალიას სახე გაებადრა და ისე შესამჩნევად, რომ თორნიკემაც კი გაიკვირვა, ცუდად ხომ არ არის გაიფიქრა, რადგან როგორც წესი მიზეზი უნდა ეპოვნა, ასე პირდაპირ ქორწინებაზე ხომ სულ უნდა გაგიჟებულიყო და ამას არც ანასთან მოერიდებოდა. -სასიამოვნოა. ხელი გაუწოდა გოგონას, ჯერ კიდევ სიხარულის გამო, გაბადრულმა ნატალიამ ვერ მოითმინა და ისე ჩაიხუტა გოგონას სუსტი სხეული, რომ თითქოს ამ წუთისთვის დიდიხანი ემზადებოდა, ასეც იყო, მაგრამ არცერთმა იცოდა ნიკას გარდა. ანამაც იგივე გაიმეორა, არ შეუმჩნევია არცერთს, რომ ერთმანეთს იცნობდნენ. -ჩემთვისაც, მადლობა. უხერხულად გაიღიმა გოგომ და შემდეგ ნიკას ჩამოართვა ხელი: -მე ნიკოლოზ დადიანი ვარ, ეს კი ნატალია დადიანი ჩვენი „დედამარჩენალი“ შემდეგ ცოტა მიიწია ანასკენ და ჩასჩურჩულა: -გილოცავ, დედამთილის გული მოიგე უკვე, რომ არ შეიმჩნიე ნაცნობობა! ამ ბიჭის საქციელმა, უნებურად გააღიმა აბაშიძე და უფროსი დადიანების ყურადღება მიიქცია, ნატალიამ არ დააყოვნა და დაარიგა უკვე სარძლო: -ნიკა მოეშვი გოგოს ნუ გადარევ და გადაფიქრებინებ უკვე! შვილო, ამას ყურადღება არ მიაქციო, სულ უაზროდ ხუმრობს და ცანცარებს! -ნატა გეყოფა, თუ წავიდე და წავიყვანო ეს ანგელოზი? მოგარიდოთ ორ უჟმურს!.. ანასტასიამ ისევ გაიღიმა და უფრო გულით, რადგან ამ ბიჭის ხასიათით ჯერ კიდევ მაშინ მოიხიბლა, როცა პირველად ნახა, მითუმეტეს მისი საყვარელი ძმის სახელი, ხომ მეტად აყვარებდა მას! -კარგი რაზეც აქ მოვედით გადავდოთ და თქვენზე ვისაუბროთ! ანასტასიამ დაბნეული თვალებით შეხედა თორნიკეს, მანაც მისი მზერის საპასუხოდ გამოაცხადა: -სალაპარაკო არაფერია. -ანასტასიას ოჯახი? ნატალიამ კითხვიანი თვალები მოავლო ორივეს. -დაველაპარაკები! -თორნიკე, დაელაპარაკები და მეტი არაფერი?! -რა გინდა ნატალია? -ის რომ მე უნდა წამოვიდე, შენი ძმები და ის რომ ყველამ უნდა გაიგოს! -ვინ ყველა?.. ხმა დაკარგულმა, იკითხა აბაშიძემ და ნიკაც ჩაერია საუბარში: -ამჯერად ნატალია მართალია! ეს უნდა გახმაურდეს.. თორნიკემ, სწრაფად გამოიცნო ნიკას მინიშნება და მალევე დაეთანხმა: -მაჯერად მართალი ხარ და მხოლოდ ამ ერთხელ! მაგიდასთან მივიდა და თამუნას მანქანის გამოყვანა მოსთხოვა. -ძალიან კარგი შვილო, გაიგოს ყველამ, რომ საუკეთესო ვარ და ყველაფერი საუკეთესო ჩემია! აშკარა იყო, რომ ეს პირადული ინტერესი იყო, რასაც მათი წრის საზოგადოებაში განიხილებოდა. ეს ანასთვის არასასიამოვნო მოსასმენი გახდა, მაგრამ რა იცოდა წინ რა ელოდა, იარაღების ომს გაქცეული გოგონა, სასახლეში ღიმილის ნიღაბს, ამოფარებული ხალხისა და ჟურნალისტების თავდასხმების მოგერიება მოუწევდა.. თორნიკემ, ანას სახლში მიყვანა, თავის თავზე აიღო და სიტუაციის ახსნას აპირებდა გზაში, რადგან მიხვდა ამ ამბის გახმაურებით კმაყოფილი არ დარჩა.. -ანასტასია, აუცილებელია ჟურნალისტები ჩაერიონ, რომ იმათაც გაიგონ და თავი დაგანებონ. -მე არ შემიძლია, ხალხს ვესაუბრო იმაზე, რაც პირადულია. -არ ისაუბრო! -შეიძლება?.. გაიკვირვა გოგონამ და საჭესთან მყოფს გახედა. -შენთვის ყველაფერი! გაეღიმა, ესიამოვნა რომ მას ყველაფრის უფლებას მისცემს, ეს უხეში და უემოციო ადამინი, რომლისაც ჯერ კიდევ ეშინია ხოლმე, შემდეგ ნატალიას სახე წარმოიდგინა, ყველაფერზე უარი, რომ უთხრას და უფრო შესამჩნევად გაეღიმა. -რატომ იცინი? -ნატალია გაბრაზდება. -შენ არ გაგიბრაზდება, მას სურს ყველამ ნახოს, რამდენად ძლიერი და ბედნიერია ქალბატონი დადიანი! -რატომ? გაკვირვებულმა შეხედა თორნიკეს, რომელიც ამდენს ერთდროულად არასოდეს ამბობდა და ახლაც თავი აარიდა სრულ პასუხს: -სახლში მიგიყვანო? -არა, საავადმყოფოში. სახლი ძალიან ცივი და ცარიელია.. ხმა აუკანკალდა გოგონას, დადიანი სიბრაზემ მოიცვა, რადგან ამ მდგომარეობაში მყოფი აბაშიძის ნახვა მისთვის აუტანელი იყო. მანქანა საავადმყოფოს ეზოში გააჩერა და ანას შეხედა: -ტასო, ახლა ყველანი კარგად არიან! თორნიკეს მკაცრი ხმა და პირველად გაგონილი სახელი -“ტასო” საოცარი მოსასმენი იყო ანასთვის, მაგრამ დამძიმებული სულის, გამო გრძნობები უკუ აგდო. -იმედია, ყველაფერი დასრულდება. -შენებს დაველაპარაკები და ჩემთან უნდა გადმოხვიდე საცხოვრებლად. -როდის? -მალე, უკეთ დაგიცავ. -კარგი.. ამოილუღლუღა, გაპარული ხმით და მანქანიდან გადავიდა.. ნატალია დადიანი სიხარულით სავსე, დაიდიოდა ოთახში და სახეზე პერიოდულად გამოწვეული ღიმილი დაურბოდა, დადიოდა და გეგმავდა ყველაფერს, თუ როგორ განევითარებინა მოვლენები და რა უნდა გაეგოთ ჟურნალისტებს, რომლებიც ყველას ოჯახში მიიტანდა ახალ ამბავს, განსაკუთრებით კი ქალბატონ სესილია ჩიჩუას და მის ვაჟს ლევან ჩიჩუას ახარებდა საინფორმაციო საშუალებებით ისევ მის გამარჯვებას, კარზე კაკუნმა ფიქრი შეაწყვეტინა.. -მოდი რატი. -ქალბატონო ნატლია, ყველაფერი რიგზეა როგორც კი მოისურვებთ ყველგან გავრცელდება ახალი ამბავი. -ძალიან კარგი რატი, ჯერ თორნიკეს ველოდები, დაელაპარაკოს დავითს. -მე თქვენს მითითებას დაველოდები. -კარგი მადლობა. ოთახში მარტო დარჩენილმა, საწოლის ტუმბოზე დადებლ, მამაკაცის ფოტოს შეხედა და სევდიანად გაუღიმა.. -ცოტაც და მალე შევხვდებით.. ხმაში ცრემლი შერეოდა ქალს, საწოზე ჩამოჯდა და ფოტო ხელში აიღო: -ალექსანდრე, რომ იცოდე როგორ მენატრები.. -ქალბატონო ნატალია იოანე მოვიდა და გელოდება. -კარგი მოვდივარ. სახეზე ცრემლი შეიშრო და ისევ ისეთი მედიდური იერით დაეშვა კიბეზე და მისაღებში შევიდა: -საღამო მშვიდობის ბავშვებო. -როგორ ხარ დედა? ჩვეული თბილი ხმით მოიკითხა იოანემ დედა და მას მაკამაც მიბაძა, ბავშვებიც მოეხვივნენ და სავარძლებში გადანაწილდნენ. -რა მოხდა ბებო? უმცროსმა ნატალიმ იკითხა, რომელიც გვერდით ეჯდა საყვარელ ბებოს. -ახალი ამბავი მინდოდა ჩემგან გაგეგოთ, მაგრამ ჯერ არავისთან არაფერს ამბობთ! -სახელმწიფო საიდუმლოებაზე აქ არ უნდა ვხვდებოდეთ დედა. გაეღიმა იოანეს და მაკამ იდაყვი კრა, მოუსმინეს თვალებით. ნატალიასაც გაეცინა, რადაგნ ისეთი წარმოუდგენელი იყო მათთვის ახალი ამბავი და ამიტომ პირდაპირ არ უთხრა: -რის თქმასაც ვაპირებ, ბევრად მეტ გაოცებას გამოწვევს, ვიდრე ფიქრობ! -თორნიკეს ცოლი მოჰყავს?... ხუმრობაში აჰყვა იოანე, დედას. -მოჰყავს და რომ იცოდე რა კარგი გოგოა, ვერ წარმოიდგენ! სიცილში გადაეზარდა ღიმილი ქალბატონს, რადგან იოანეს პირი ღია დარჩა, მოულოდნელობისაგან, მაკას კი სხეული დაეჭიმა, იმის მოსმენა რომ ვიღაცა ძალიან მოსწონს ნატალიას ნამდვილად ცუდის ნიშანი იყო, ასე ფიქრობდა მაკა.. -კარგი დედა ვიხუმრეთ, ახლა რაზე დაგვიბარე მითხარი რეპეტიცია მეწყება. -მოიცდის შენი თეატრი! მე არ ვხუმრობ იმის სათქმელად დაგიბარეთ, რომ თორნიკე ქორწინდება. -მართლა ნატა? -დიახ. -მოგწონს? -დიახ. -ძალიან კარგი მიხარია, რომ ერთით მეტი მიზეზი გექნება იმის, რომ ბედნიერი იყო! წამოდგა ხელოვნებაზე შეყვარებული დადიანი და დედას მოხვია ძლიერი ხელები. -გილოცავთ ნატალია. ნაძალადევი ღიმილით წარმოსთქვა ორი სიტყვა მაკამ.. -უნდა გამიხარდეს? არანაკლებ დაბნეულმა ნატალიამ იკითხა: -მეათე კლასელი გოგო, უნდა ხვდებოდეს რა არის ქორწინება. მამამ ცხვირზე ხელი დაკრა უფროს ქალიშვილს. -მაგას ვხვდები, მაგრამ ძიკოს დავკარგავ?.. -აუ ვეღარ იჭორავებთ ბიძა-ძმიშვილი დედაა... დაცინვას განაგრძობდა იოანე დადიანი ქალიშვილის და ძმის, რომელიც არავის ზედმეტად არ ეკონტაქტება. -მამა, არ ვჭორაობთ, მაგრამ იცის რა მინდა ხოლმე და ვიცი რა სურს მას! ღიმილით იმართლებდა თავს პატარა ქალბატონი, რომელიც ნატალია დადიანის ასლი იყო. -ნუ უსმენ მაგას ბები, მაკა არ გაგიხარდა? დაეჭვებით ჰკითხა რძალს ნატალიამ.. -კი როგორ არა, უბრალოდ დავიბენი, მოულოდნელი იყო.. ძლივს მოუყარა თავი სიტყვებს, რაც ნატალიას არ გამოჰპარვია, მაგრამ არ შეუმჩნევია, მხოლოდ ღიმილით უპასუხა და ძიძას პატარა დადიანი გამოართვა, რომელიც სულ რაღაც სამი წლის იყო და ნატალიას მკლავებში თავისებური ენითი ატიტინდა.. საავადმყოფოში შესული ანასტასია, პირდაპირ მამასთან შევიდა პალატაში, სადაც ნიცა ეტლში მჯდომი მამის ხელს ეფერებოდა, დიანა და ნიკა დივანზე ისხდნენ და ანას შესვლაზე ორივე წამოდგა: -როგორ ხარ? ანნ სად იყავი? განერვიულებული ძმა მოეხვია დის ათრთოლებულ სხეულს.. -თორნიკესთან. ნიკამ დას ხელი გაუშვა და თვალებში ჩახედა: -რატომ არ გამაფრთხილე? გოგონამ ნაძალადევად გაიღიმა და ისე დაიწყო საუბარი, უფრო სწორად ოჯახის წევრების დარწმუნება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღო.. -მე მინდა მას ცოლად გავყვე. -ანასტასია აბაშიძე ამას თუ ჩემს გამო აკეთებ გეფიცები მოგცხებ! ნიცამ ეტლი და-ძმასთან მიაგორა და ქვემოდან ახედა. ანასტასია მუხლებზე დადგა და ნიცას ხელები დაიჭირა. მოჩვენებითი სიხარულით უთხრა: -არა ნიცა, თორნიკე ის კაცია, რომლის თვალებზეც გიყვებოდი! -რატომ მგონია, რომ არ უნდა დაგიჯერო? -ანასტასია შვილო, მოდი. დავითმა ხელით თავისკენ იხმო. -როგორ ხარ მამა? -კარგად ვარ და უკეთესად ვიქნები თუ შენი გადაწყვეტილება გულით იქნება მიღებული. -მამა, მე ყველაფერში კარგად გავერკვიე, ამდენი დროც არ უნდა დამეხარჯა.. -ოჰოო, და მითხოვდება აბა? -აბა რატომ მეგონა რომ შენ უფრო ადრე გათხოვდებოდი გოგო? წარბები შეკრა ნიკამ და ნიცას დახედა. -ახლა არ დაიწყოთ ძალიან გთხოვთ.. დიანამ გააჩერა პირდაღებილი ნიცა. დავითთან პალატაში თორნიკეც შევიდა, მას შემდეგ რაც, საბუთები და ანგარიში გაასწორა მიმღებში, რომელიც მათგან დამოუკიდებლად გააკეთა. -გამარჯობა ბატონო დავით. -გამარჯობა შვილო. ოთახში მყოფებს თვალი მოავლო და საუბარი დაიწყო: -პირდაპირ საქმეზე გადავალ, ანასტასიასთან ვიქორწინებ მას შემდეგ რაც თქვენ გაგიშვებთ ექიმი! -შვილო დიდი პატივს გცემ და ვიცი არ იმსახურებ მითითებებს, ამიტომ გთხოვ, რომ გააბედნიერო.. ის ამას იმსახურებს. ხმაში უმწეობისგან და უსუსურობისგან გამოწვეული გრძნობები ახრჩობდა კაცს, რომელსაც თავის დროზე შეეძლო წინააღმდეგობა გაეწია ყველაფრისთვის, მაგრამ საკუთარი შვილისათვის ბოლომდე ვერ იბრძოლა, ასე ფიქრობდა და ამან აიძულა საუბარი შეეწყვიტა... ყველაფერზე თანხმობა გამოუცხადა თორნიკეს და დაჟინებით მოითხოვა, რომ თორნიკე მოლაპარაკებაზე წასულიყო და ახვლედიანების შუამდგომლობით, რეზის გათავისუფლებაზე თანხმობა გამოაცხადა, გარკვეული პირობებით, ის საქართველოდან წავიდოდა, ამ შეთანხმებაზე ლევან ჩიჩუა დათანხმდა, რადგან პოლიცია დადიანების კომპანიაში ჩადებული ტვირთის გამო მის კვალზე იდგა, ამიტომ სხვასთან მითუმეტეს დადიანთან ომი არ აწყობდა, ახვლედიანთან პრობლემები კი მითუმეტეს!.. სავადმყოფოდან გაწერის შესახებ ნიცა აბაშიძეს აცნობეს და სიხარულით წამოხტა საწოლიდან, რომ ნივთები ჩაელაგებინა, თუმცა გული სწყდებოდა თომაზე, რადგან არ მოინახულა, მას არ გაუგია, როგორ უთენებდა ღამეს და ეს იყო მისთვის გულის დასაწყვეტი, აბაზანიდან გამოვიდა მოწესრიგებული პალატაში, რომ სასურველი ადამიანის ფიგურა დაინახა.. გული ისე სწრაფად უცემდა ეგონა სუნთქვა გაუჩერდებოდა, არანაკლებ მდგომარეობაში იყო გასვიანი, უკვირდა ეს პატარა გოგო ასე რატომ აღელვებდა მთელი არსებით, პასუხი იოდა მაგრამ არ უტყდებოდა საკუთარ ფიქრებსაც კი. -გამარჯობა ნიცა, როგორ ხარ? -მადლობა კარგად. ერთმანეთი გადაკოცნეს და თველბიც შინაგანი წინააღმდეგობის მიუხედავად ერთმანეთს შეხვდა, ერთმანეთის სამყაროში ჩაიკარგნენ, მაგრამ წამიაერად.. -მიხარია რომ გაგწერეს, გილოცავ. -დიახ სახლში უკეთ ვიქნები.. ცისფერი და კუპრივით შავი სფეროები მათი სურვილის მიუხედავად ერთმანეთს პოულობდნენ და იქ იგრძნობოდა ბობოქარი ცხსოვრების სრვილი, რომელსაც გასვიანი გაურბოდა.. -ნიცა, მადლობა რომ ჩემს გამო ტყვიას გადაეფარე და მინდა იცოდე, რომ ეს ჩემთვის ბევრს ნიშნავს, ვაფასებ ამას, მაგრამ შენ ეს არ უნდა გექნა! -რააა... ცხოვრებაში პირველად დაიბნა ნიცა, ვერ გაიგო რას გულისხმობდა გასვიანი, ან არ სურდა გაეგო.. -შენ, ეს არავის გამო არ უნდა გააკეთო! მითუმეტეს ჩემთვის.. საუბარი აღარ დაასრულებინა გოგონამ, რადგან ნიცა აბაშიძეში გაიღვიძა იმ გიჟმა, რომელიც ყველაფერს ქარიშხალში ახვევს.. -ბატონო თომა, აქ თუ მადლობის სათქმელად მოხვედით, შეგიძლიათ მიბრძანდეთ, რადგან უკვე მიღებულია! სწრაფი ნაფიჯით მივიდა კარებთან და ფართოდ გააღო. გასვიანმა სიმწრით გაიღიმა და გავიდა, გასვლამდე ნიცამ სიტყვა დააწია: -შემდეგში შანსი თუ მომეცა მე გესვრი! და კარი ისეთი სიმძლავრით მიხურა, რომ თომას ეჭვი შეეპარა, მართლა იყო თუ არა დაჭრილი უმცროსი აბაშიძე.. თორნიკესთან და ოჯახთან საუბრის შემდეგ, ანასტასია მეტად ჩაფიქრებული და განერვიულებული დადიოდა, ცდილობდა გაეგო სად იყო დაკარგული, ამდენი ხნით რეზი და რატომ არ ეხმიანებოდა, მაგრამ ყველაზე მეტად ის აფიქრებდა როგორი იქნებოდა მისი ცხოვრება დადიანების სახლში.. ფიქრებში გართული შევიდა ნიცას პალატაში და გაბრაზებული ქალბატონის ნახვამ აზრები გაუფანტ: -ნიცა რა გჭირს? -მადლობაო გოგო, ასე აღარ მოიქცეო, ეგ იდიოტი, ხეპრე და გაუთლელი! -ნიცა ვისზე ამბობ სახელი მაინც მითხარი. ღიმილი შეეპარა ანასტასიას ნიცას საუბარზე და ქცევაზე. -ვინდა გასვიანმა, მეტს რატომ ველოდი მიკვირს.. -რას ელოდი? ანამ წარები ინტერესით მაღლა აზიდა. -ჯანდაბას! -ვისი? -ჩემი და მისიც! -რატომ? -იმიტომ რომ მე თურმე არ უნდა გადავეფარო მას და არავის, გეგონება ყოველდღე იარაღიან კაცებს ვებრძვი, უხხხხ როგორ მინდა გავბრდღვნა!... -დამშვიდდი! მას უნდა რომ კარგად იყო და აღარ ინერვიულოს შენს ჯანმრთელობაზე.. -ხო აბა მოკვდა ნერვიულობით, ღამეები არ ეძინა.. -დიახაც არ ეძინა! -რას ბოდავ?! ......რაა? რა იცი? -სანამ გონს მოხვიდოდი რეანიმაციის კარს არ მოშორებია, გამაფრთხილა არ მეთქვა. -მერე შენც იმას რატომ დაუჯერე? რატომ არ მითხარი? ოხ ანასტასია ახლა უნდა ამბობდე ამას? გული დამიჭკნა დარდით... ანასტასიამ ხმით გაიცინა ისე მსახიობურად მიიდო გულზე ხელი. მერე დასერიოზულდა და დაწვრილებული თვალებით შეხედა ნიცამ. -გამოდის არ უნდა გავიგო რომ ჩემით ინტერესდება?... -ნიცა არ უნდა ტყუილი იმედი მოგცეს, თან ეს შეიძლება ბავშური გატაცება იყოს და მასაც ეტკინება.. -ნიცა რა ჩაიფიქრე? გაჩუმებული დაიკო ვერ აიტანა ანამ. -რა და მაგის გულს ამოვიღებ და სულ ნაკუწებად ვაქცევ! ვაჩვენებ როგორ უნდა ნიცა აბაშიძის „იგნორი“! -ღმერთო შენ უშველე ჯერ იმას, რომ პრობლემა მოსწონს და მერე ამას, რომ ცუნამს არ დაემსგავსოს. -ცუნამს ელოდოს, გასვიანების მოდგმა! -ვიცი, რომ უნდა ელოდოს. გამხიარულებული ანასტასია, მოეხვია თავის დას და ღრმად ჩაისუნთქა სამკურნალო ნივთიერებებით გაჟღენთილი ჰაერი: -ბედნიერებაა, რომ ჩემი ხარ ნიცუ! -ახლა ცრემლები და სენტიმენტები არ მინდა გეგმა უნდა დავსახო! -რა გეგმა? -როგორ ამოვაგლიჯო მკერდიდან „ქვა“ თომა გასვიანს! -კაგი დამშვიდდი და მერე მოიფიქრე. -შენც დამეხმარები! -რაში? არა. -ანა დამეხმარები მეთქი! -არა. -არ მჭირდება. -მოახერხებ შენ თვითონ. -დიახაც მოვახერხებ და „სიძე კაცი“ დამეხმარება, კაცი „მთა“ კაცი „დევი“ და კაცი „კლდე“! ნიცამ, სიცილი დაიწყო ანასტასიას სახის გამომეტყველებაზე და ნივთების ჩანთა შეკრა.. ლევანს და რეზის ურთიერთობა დაეძაბათ, რადგან რეზის დაწყებული საქმის დასრულების სურვილი კლავდა და უცებ ლევანმა საქმიდან გასვლა მოსთხოვა, რეზიმ უარი განაცხადა. ჩიჩუას დაინტერესება არ განელებია ანასტასიას მიმართ, მას შემდეგ, რაც მისი შვილი ჩამოვიდა.. რადგან რეზისთან გამკლავებაც უჭირდა ლევანს, ამიტომ შოთასთან ბრეგვაძის სახელის გაფუჭებას შეეცადა და გამოუვიდა კიდეც, ამიტომ შოთამ როგორც მოღალატეს, რეზი ბრეგვაზეს ყველა „კონტაქტი დაუბლოკა“.. თუმცა რეზი იმაზე გაიძვერა იყო ვიდრე ამას ლევანი წარმოიდგენდა, უფრო სწორად ეგონა, რომ კონტროლს შეძლებდა მისას. რეზის მოთმინება სულ დაეკარგა, რაც გაიგო, რომ ლევანი ანას და მისი ვაჟის რომა დაქორწინება ჰქონდა გადაწყვეტილი, ამის მიზეზიც გამოიკვლია და იძულებული გახდა, ლევანზე ინფორმაციები რაც ჰქონდა, წლების წინ მომხდარი ამბავი, აფხაზეთის ომში და ქორწილი.. დადიანისთვის მიეყიდა.. მართლა დაუკავშირდადა და ინფორმაციის სანაცვლოდ ფული მოსთხოვა, თორნიკე უნდობლობის მიუხედავად შეხვდა მას, მაგრამ ეს უფრო მუქარისთვის და შეშინებისთვის გააკეთა. ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლევანი თავის დანებებას არ აპირებდა, მოულოდნელი არ იყო, ამას ისედაც ვარაუდობდა.. -მეგონა შიშით, არ მოხვიდოდი! თომამ, ირონიულად უთხრა რეზის. -ყველაფერი ისე არ იწვის, როგორც ჩანს! ჩაიცინა რეზიმაც. -ამით რისი თქმა გინდა? -ვიცი, რომ სისხლში არ იბანთ ხელებს! -რაც იცი, თქვი და დაა*ე აქედან! თავი აარიდა კონკრეტიკას თომამ. -ფული მინდა! -ფულს მიიღებ და აქედან გაა*ვამ! თომამ ყბების მკვეთრი მოძრაობით, უბრძანა ბრეგვაძეს. -ლევანს, ანასი და ნიცას გატაცებაა აქვს გადაწყვეტილი! -რატომ! პირველად ჩაერია საუბარში თორნიკე. -მხოლოდ ბიზნესი არაფერ შუაშია! როგორც ვიცი, დავითს იცნობს და მისი ეშინია, ამიტომ ყველა საფრთხეშია! თან ნიცას თავისუფლების სანაცვლოდ მის შვილზე დააქორწინებს ანას, შემდეგ მოსკოვში გაუშვებს, ქორწინება კი ნატალია დადიანის გამო სურს.. -დავითის რატომ ეშინია? თომამ შეაწყვეტინა საუბარიმ რადგან ეს მიზეზი ისედაც იცოდნენ, თორნიკეს შეხედა იმის ნიშნად, რომ მართალი იყო რასაც ამბობდა ბრეგვაძე, ეს მათი შეხვედრის დროს გაირკა, დადიანის მზერა კი ისეთი იყო, გაიფიქრა კიდეც, რომ რეზის მოკლავდა. -ორივე აფხაზეთის ომში იბრძოდა და იქ რაღაც მოხდა!.... ამ სიტყვებზე სუნთქვა გაუხშირდა დადიანს, გაახსენდა დავითის ნათქამი, რომ იცნობდა მამამისს... -კიდევ რა იცი!? ჩვეული გამყინავი ხმით ჰკითა თორნიკემ. -მხოლოდ ის, რომ ლევანის გამო ჩავარდნენ და მსხვერპლი მის გამო იყო და თუ მართლა ეშინია დავითის მაშინ, აბაშიძეები საფრთხეში არიან ყველა! -ეს ფული აიღე და ისე აორთქლდი, რომ ანასტასიას ახლოს არ გამოჩნდე არასოდეს! თომამ გააფრთხილა და სწრაფად აიძულა წასულიყო, რადგან ატყობდა მეგობარს, რომ მოთმინებას ნელ-ნელა კარგავდა.. იმ ფაქტმა, რომ ლევანს ქორწინება აკვიატებად ექცა, თორნიკე ყოველგავარი ცერემონიების გარეშე მივიდა, აბაშიძეების სახლში. არავისთვის არ ემეტება აბაშიძე და მითუმეტეს ახლა როცა ანასტასია მასთან ცხოვრებაზე თანახმაა.. სახლში მყოფი ავადმყოფები, მოინახულა და გამოაცხადა, რომ ანასტასია სახლში უნდა წაეყვანა, მიზეზი დაწვრილებით ნიკამ უკვე იცოდა და ამიტომ არავის გაუპროტესტებია, ანასტასიამ სცადა უარის თქმა: -მე ჯერ არ ვარ მზად, ასე ვერ წამოვალ.. ხმადაბლა და შეუმჩნევლად უთხრა დადიანს, მან კი ხმა საერთოდ არ გააკონტროლა: -ანასტასია, დღეს მოდიხარ ეს აუცილებელია! ისეთი მკაცრი და ხმამაღალი ხმით თქვა თორნიკემ, რომ შიშის ჟრუანტელით სავსემ ამოილაპარაკა: -საჭირო ნივთებს აბიღებ.. ოთახში შესულმა ცრემლები გამოუშვა და იმწუთას შემოსულ ნიცას ნაძალადევად გაუღიმა: -თუ არ გინდა რატომ მიდიხარ? -მინდა, უბრალოდ ასე უცებ.. ცოტა ვნერვიულობ.. თავი ძლივს მოუყარა სიტყვებს. -ანნნ ვიცი, უთხარი მამას და ყველაფერი ისე დავტოვოთ როგორც არის. -არა ნიც,ა უკვე გადაწყვეტილება მივიღე და ვიცი, რომ არ ვინანებ.. საკუთარ სიტყვებში ნაძალადევად დარწმუნებული ესაუბრებოდა თავის დას. -კარგი მაშინ ადექი ჩავალაგოთ, ის რაც დაგჭირდება! -არ ვიცი რა დამჭირდება.. -აი ეს, ეს და ესენი! თეთრეულის უჯრები გამოუღო და დოინჯით დადგა, ჯერ კიდევ შეზღუდული მოძრაობით პატარა აბაშიძე. -საიდან იცი? -ჩემს ქმარ-შვილს ხომ იცნობ რა გიკვირს?... ენა გამოუყო დას და ჩანთაში ჩაულაგა ნივთები, ანამ ორი ჯინსის შარვალი და ერთი მთლიანი ტანის კაბა აიღო, იმდენივე მაისური და ჩანთა შეკრა. -ამ ქურთუკს წავიღებ დანარჩენი შენ გქონდეს. დას ჩაეხუტა და ოთახიდან გავიდნენ, დიანას მტირალ სახეზე საერთოდ დაიშალა.. მოეხვია და ბევრი კოცნის შემდეგ გამოემშვიდობა, ნიკამ ჩაიხუტა და ჩუმად უჩურჩულა: -ხშირად გინახულებ! -კარგი. მანქანაში ხმა არცერთს არ ამოუღია, ანასტასია ნაწყენი იყო, თან ნერვიულობდა. თორნიკე კი თავს ადანაშაულებდა, რომ სიტუაციით სარგებლობას ჰგავდა მისი საქციელი, მაგრამ ლევანის გეგმები, იმდენად საშიში იყო, რომ ვერ გარისკავდა, მითუმეტეს ანასთან გარისკვა არ აწყობდა. მას უნდა გაფრთხილებოდა და ამიტომ ანასტასიას, ვერ ეტყოდა მიზეზს, რატომ დააჩქარა მოვლენები, მსგავსი ფაქტებისა და ინფორმაციისაგან, უნდა დაეცვა ის, ამისთვის მიჰყადა თავისთან.. ორივეს ფიქრები ტელეფონმა გაფანტა, თორნიკემ მალევე უპასუხა: -გისმენ. -ყველანი აქ ვართ და გელოდებით. ნიკას მხიარული ხმა მოესმა ანასტასიას, გული წამიერად გაუთბა გოგონას. -კარგი. ერეკლე ნატალიასთან მივდივართ. -ახლავე. მანქანა დიდი გალავნის წინ გაჩერდა, მალევე დიდი ჭიშკარი ხმაურით გაიღო, ანასტასიამ გაოცებისაგან, მუქი მწვანე თვალები ფართოდ გაახილა, ჯერ იქვე მდგარ ბიჭებს შეხედა, შემდეგ თორნიკეს. მანქანა ეზოში გაჩერდა თუ არა, უცებ ერთ-ერთმა ბიჭმა მანქანის კარი გაუღო გოგონას, ამაზეც გაოცებულმა შეხედა გვერდით მჯდომს, მან ოდნავი ღიმილით თავი დაუკრა, თანხმობის ნიშნად და თვითონაც გადავიდა მეორე კარიდან. მანქანა სადგომიკენ წაიყვანა მძღოლმა, ანასტასია ჯერ კიდევ ეზოს სილამაზით მონუხსული იდგა და სიბნელეში ლამაზად განათებული ეზოს სიმწვანეს აკვირდებოდა, სადაც ლამაზი ხეები, ყვავილები და გამოყვანილი ბუჩქები იწონებდნენ თავს, თითქოს ამ ლამაზმანმა მისი მწვანე თვალებით შემოგვხედოსო.. -მოგწონს? თორნიკეს ხმამ დააბრუნა დედამიწაზე და მანაც სრულიად გულწრფელი ღიმილით მიანათა მისი აღფრთოვანებული თვალები: -ხუმრობ? საოცრებაა! -ძალიან კარგი. წამოდი გველოდებიან. უხმოდ გაჰყვა მიმავალს და თან ცდილობდა იქაური სილამაზით ისევ დამტკბარიყო. პატარა მანძილის გავლის შემდეგ ხმა მოესმა: -მოვიდნენ დედა მოვიდნენ! პატარა გოგნას ხმამ სახლისკენ მიახედა აბაშიძის ქალი და გაჩერდა.. თორნიკემ გვერდულად გახედა გოგონას, რომელმაც ძლივს გადააგორა ბურთი, რომელიც ყელთან ჰქონდა მიწოლილი. იდგა და უყურებდა დიდი ზომის სახლს, რომელიც სასახლის სახელით თუ მოვიხსენიებ უფრო სწორი იქნება, თეთრი კედლები და გამოყვანილი საყრდენები იმდენად მდიდრულ იერს აძლებდა, რომ უცებ გაიფიქრა და თავის ფიქრებზე გაეღიმა კიდეც: „კონკია სასახლეში“! ნერვიულობას დაბნეულობაც მიემატა და კიბის საფეხურზე ფეხის დადგმისას თავბრუსხვევა იგრძნო, თორნიკემ ხელი წელზე მოხვია და ისე შევიდნენ სასახლეში.. პ.ს. ესეც შემდეგი თავი, ველი შეფასებებს.. ყველას დიდი მადლობა ვინც კითხულობს და კომენტარებს მიწერს, ბოდიში ფეისბუქ მომხმარებლებს, რომ ვერ გპასუხობთ შეფასებებზე, არ ვარ მისი აქტიური მომხმარებელი და იმიტომ, თუმცა ვკითხულობ და მინდა იცოდეთ, რომ ჩემთვის ბევრს ნიშნავს თქვენი აზრი!!!. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.