შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

"ერთხელ აეროპორტში" თავი 5


6-06-2018, 18:39
ავტორი lena lena
ნანახია 1 691

ხუთი თვე გავიდა რაც მე და კახი ერთად ვართ.
არანაირი ჩხუბი
კონფლიქტი
გაუგებრობა
გაბუტვა და ა.შ.
ყველაფერი იდეალურად მიდის. კახიმ მისი მშობლები გამაცნო. როგორც აღმოჩნდა 3 წლის გაშორებულები არიან, თუმცა მახვილ თვალს არ გამოეპარება, რომ ეს ორი ადამიანი ისე იზიდავს ერთმანეთს, როგორც ცეცხლი და წყალი. კიდევ ერთი სიახლე ის არის, რომ რამოდენიმე კვირის წინ ბაჩომ და ელემ ოფიციალურად აღიარეს ერთმანეთის მიმართ ლტოლვა, რომელსაც მათ გარდა მგონი ყველა ამჩნევდა. აი რომეო კი ჯერაც იმის მცდელობაში იყო, რომ მონაზონი "ჯულიეტასთვის," ამბორი მოეპარა. არც ის იყო საეჭვო რომ მალე რომეოს გმირის როლის თამაში მობეზრდებოდა და სრული სისავსით შეაცნობიებდა ნიცას ფრაზის მნიშვნელობას:" ან ნებითა შენითა, ან ძალითა ჩემითა."
რაც შეეხება ყველაზე პოზიტიურ და საყვარელ ლუკას ბედნიერი აცხადებდა , რომ "გულის დაავადება" მას ვერაფერს დააკლებდა და ყველა მდედრს თვალების ჟუჟუნით უმასპინძლდებოდა.
...
-სამ დღეში კახის დაბადების დღეა -მიჩურჩულა ლუკამ და ჩვეული სახით მოსვა წვენი.
რაო?
სამ დღეშიო და მე არაფერი ვიცი?
კახაბერ დარბინიანო საკუბოვე ზომების ასაღებად მოემზადე.
-ვიცეკვოთ
წამოვიყვირე უცებ და ლუკას ხელი დავავლე.
-რა გეტაკა? ღიმილით მკითხა ლუკამ და წელზე ხელები შემომხვია.
-ლუკა რა მოიგონე ახლა. რა სამი დღე? რა დაბადების დღე?
შევუბღვირე და ბრუნი გავაკეთე.
-კახი არასდროს აღნიშნავს დაბადების დღეს მაგრამ მე როგორც მომავალმა მაზლმა ვიზრუნე რომ გემრიელი კერძები გამიკეთო მომავალში. გაკრეჭილმა მითხრა ლუკამ და სიმღერის დასრულებისთანავე მაგიდისკენ მიბიძგა.
ესეიგი არ აღნიშნავს!
არაუშავს მე ავღნიშნავ.
მაინც ვერ დაუძვრები სიურპრიზს ბატონო კახი გავიფიქრე გულში.
...
-რამე მაგარი იდეა მინდა ამოვიბურდღუნე ფიქრით გადაღლილმა და საწოლზე დავეხეთქე.
-კლუბი წამოიყვირა ელემ.
-რესტორანი დაამატა ნიცამ.
-ტვინიკოსებოო ორივეზე ვიფიქრე მაგრამ არ მინდა ეს ბანალური და ჩვეული ამბები.
რამე განსხვავებული მინდა.
ევრიკააა ვკივივარ მთელი ხმით.
-რა ჯანდაბა გაკივლებს გოგო ?
ჭუჭყუნებს ელე.
-იდეა გოგოებო იდეა მომივიდა.
სადმე კერძო სახლი უნდა ვნახო ლამაზი ბაღით.
ყველაფერს ჩვენ გავაკეთებთ. -ხომ დამეხმარებით?
ვეუბნები გოგოებს და საწყალო თვალებით ვუყურებ.
-უკაცრავად მაგრამ როგორ ვიპოვოთ ზუსტად ისეთი სახლი როგორიც შენ გინდა? თან სამ დღეში? ამბობს ნიცა და ინტერესით მიყურებს. მის ნათქვამზე ვიღუშები და ვიწყებ ყველა ახლო მეგობრის თუ უბრალოდ ნაცნობის გახსენებას რომელიც ჩემს დახმარებას შეძლებს .
-ერთი წამით -ყვირის ელე და ტელეფონს გაცხარებული სწვდება.
რაღაცას გაურკვევლად საუბრობს და ვხვდები რომ ვიღაცას სახლზე "კერავს".
ბოლოს იცნობს მადლობას უხდის და გაბადრული მახარებს.
-ლენაჩაკა შენ უნდა თქვა დაქალი მყავსო. ჰა ხო ვარ ჯიგარი. სახლი გითრიე წყნეთში ბაღით, ერთი კვირით და უფასოდ.
-გენიოსი ხარრ ვკივივარ და მთელი ძალით ვახტები სხეულზე.
...
-ლენ დღეს ექვსზე გამოგივლი და გავისეირნოთ ხო?
მეუბნება კახი და თვალებში მიყურებს.
უეცრად მახსენდება რომ სულ ორი დღე დამრჩა სახლის მოსამზადებლად და წამში ვაცხობ ტყუილს.
-ცოტა თავი მტკივა და დღეს დავისვენებ ხო?
თვალებისფახუნით ვუყურებ და სუსტად ვიღიმი.
-კარგად ხარ? მეკითხება შეშფოთებული და სახეზე მაკვირდება.
-კი კი შენ წადი მე დავისვენებ ვეუბნები და სახლიდან "ვაგდებ".
როგორც კი გადის მაშინვე ჩანთას ვკიდებ ხელს და ტაქსში ვჯდები. გზიდან გოგოებს ვწერ და ვეუბნები რომ წყნეთში ამოვიდნენ, სახლის დათვალიერება რომ შევძლოთ.
ელე მართალი აღმოჩნდა. ხის ერთსართულიანი სახლი სიმწვანეში იყო ჩაფლული. მოკირწყლული ბილიკს პირდაპირ სახლის კართან მიყავდით. ეზოს მარჯვენა მხარეს ხის საქანელა იყო მარცხნივ კი პატარა მაგიდა და სარწეველა სკამი.
სახლის შიგნით ინტერიერიც ძალიან სადად და ლამაზად იყო გადაწყვეტილი. მტვრისგან გასუფთავებულმა სახლმა კი ჩვეული მყუდროებაც დაიბრუნა.
-საღოლ ლენაჩკა მე ბაჩის გულისთვის წელს ვერ მოვიწყვეტდი -წუწუნებს და დაღლილი ესვენაბა სავარძელზე.
ვის ატყუებს ახლა ეს?
კახისთვის აკეთებს და ბაჩოსთვის ხომ მითუმეტეს გააკეთებდა.
-აბა რა შენ ალბათ კახი უფრო გიყვარს -ვეუბნები დამცინავად და ისიც ენისგამოყოფით მპასუხობს.
-მოკლედ ხვალ შევივლი საკონდიტროში და ყველაფერს შევუკვეთავ ამბობს ნიცა.
-სასმელები ჩემზე იყოს -ამბობს ელე.
-მე გასაწყობებს ვიყიდი სახლის მოსართავად. ვამბობ და ფეხზე ვდგები. თქვენ რომ არ მყავდეთ რა ვამბობ და გოგოებს ვეხუტები.
-გადი მოშორდი შე აფირისტკა ხარხარებს ელე.
...
სახლში გვიან დავბრუნდი და მაშინვე კახის დავურეკე.
-სად იყავი? ამბობს როგორც კი მპასუხობს. მისი კითხვა მაბნებს და დაბნეული ვპასუხობ.
-მე ... მე სახლში კახი.
რამოდენიმე წამი ხმას არ მცემს.
-შენთან ვიყავი და არ იყავი. მეუბნება დაბოხებული ხმით.
ოოო ლენა. ცუდ დღეში ხარ.
-ამმ. მე ხო... გოგოებმა დამირეკეს ვბობ ჩემი მოფიქრებით აღფრთოვანებული.
-ხო გოგოებმა. ჩემთან წამოსასვლელად ცუდად იყავი და მერე კარგად გახდი? მეუბნება ცინიზმშერეული ხმით. დაიძინე თავისტკივილმა გაგიაროს. მეუბნება სწრაფად და მითიშავს.
აი როგორი უხეშია რა ვბურტყუნებ უკმაყოფილო. არაუშავს როცა სიურპრიზს ნახავს გადაუვლის თავს ვიიმედებ და მაშინვე ვიძინებ
...
-რა გჭირთ თქვენ-გვეკითხება გაოგნებული ლუკა როცა აფიქსირებს რომ მე და კახი თითქმის საერთოდ არ ვეკონტაქტებით ერთმანეთს.
-არაფერი ვპასუხობთ ორივე ერთად.
რა იდიოტია რა. ხომ არ ვეტყვი დაბადების დღის სიურპრიზს გიკეთებ და მაგიტომაც ვერ გნახულობ ხშირადთქო. ვაიმე სიურპრიზი მახსენდება და ფეხზე დამდუღრულივით ვხტები.
-უნდა წავიდე ვამბობ და ჩანთას ხელს ვავლებ. ბავშვებს ვემშვიდობები და გამოვდივარ.
-ლენა ! მაჩერებს კახის ხმა.
-რა ხდება? ვეკითხები ინტერესით.
-არის რამე რაც უნდა ვიცოდე? მეუბნება გამომცდელად.
-ამმ არა არაფერი -ვეუბნები და ვუღიმი რომ ნერვიულობა ვერ შემატყოს.
რამოდენიმე წამი დაეჭვებული მიყურებს მერე ჩემს მავლებს და ტაქსისკენ მივყავარ .
-დაჯექი ერთად წავიდეთ სადაც მიდიხარ მეუბნება და ტაქსისკენ მიბიძგებს.
განგაშია ჩემს გონებაში და გამალებული ვფიქრობ რა მოვიმიზეზო.
-ნწ არა მე სახლში წავალ შენ შებრუნდა ვეუბნები სწრაფად მოწყვეტით ვკოცნი და მანამ ვჯდები ტაქსში სანამ გააზრებას მოასწრებს. მძღოლს წყნეთის მისამართს ვკარნახობ და გასაკეთებელი საქმეების ნუსხას ვადგენ გონებაში.
...
-ჩვენ უკვე სახლში ვართ გელოდებით.
მეუბნება ელე. მეც სასწრაფოდ გავრბივარ სახლიდან.
ხუთ საათში უნდა მოვასწრო შეკვეთილი საჭმელის გამოტანა. წყნეთში ასვლა და სახლის მორთვა. საბედნიეროდ სასმელები უკვე მიიტანა ელემ.
დატვირთული გადავრბივარ ტაქსიდან და სახლში შევრბივარ. ელეს და ნუცას საქმის ნახევარი გაუკეთებიათ სანამ მე ტორტზე და საჭმელზე დავრბოდი.
ოხ ლუკა ჯანდაბა შენ ორი დღით ადრე რომ გეთქვა მოკვდებოდი?
გასავათებულები ვდევართ ერთამანეთზე მე ელე და ნიცა.
თუმცა კმაყოფილები ყველაფერი იდეალურად გამოიყურება ჩვენს გარდა.
ტელეფონის ხმა ისმის რომელიღაც კუთხიდან.
-ლენა სად ხარ? თითქმის ყვირილით მეუბნება კახი.
გონებაში ვითვლი და ახლა არანაირად არ მაწყობს მისი აქ მოსვლა ჯერ უნდა გამოვიპრანჭოთ გოგოები. მინიმუმ ერთი საათი მოგიწევთ მოცდა ჩემო კახი.
-სახლში კახი. ვპასუხობ და გაბმული ზუმერის ხმა მესმის.
მე ბაჩოს ვეტყვი. ამბობს ელე. მე რომეოს ამბობს ჯულიეტა.
ლუკას მ ვეტყვი და ლუკა წამოიყვანს კახის ვამბობ გახარებული და ფეხზე ვდგებით რომ მოვემზადოთ.
უეცრად კარი ისეთი სისწრაფით იღება ელე ადგილზე შეშდება.
კარებში ისეთი კახი დგას როგორიც არასდროს მენახა.
ვუყურებ და ვხვდები რომ ახლა მას ჩვეულებრივად შეუძლია ადამიანის მოკვლა.
-ესააა გოგო სახლი? ღრიალებს და ბეჭებში მაფრინდება. მის უკან გაოცებული ლუკა ბაჩო და რომეო დგას გაოცებული სახეებით. როგორც ჩანს სახლის მორთულობით ადვილად მიხვდნენ ჩვენს ჩანაფიქრს რომელიც კახის არ შეუმჩნევია.
-აქ დაეთრეოდი მთელი ეს დრო? თავი გტკიოდა არა? სახლში მიდიოდი. ესაა შენი სახლი ?
იმხელა ხმაზე ყვირის სიტყვებს ძლივს ვარჩევ.
მეტკინა.
უნდობლობა მეტკინა ძალიან.
მეგონა უყურადღებობა წყინდა.
თურმე რას ფიქრობდა.
სულელი ხარ ლენა!
-შე უნამუსო ღრიალებს და კედელს ძლიერად მანარცხებს.
არც თვითონ დააკლდა.
ლუკამ ისეთი ძალით გაარტყა სახეში რომ წაბარბაცდა.
-შენ სულ გამოსირდი ხო?
არანაკლებ ღრიალებს კახის საყელოში ჩადენილი ლუკა.
შეხედე ამას ყვირის და კახის უკან ატრიალებს სადაც დიდი ასოებით წერია.
-happy birthday honey
კახი ჯერ წარწერას უყურებს. მერე მე. მერე ისევ წარწერას და არეული ნაბიჯებით მოდის ჩემსკენ.
-ლენ.. იწყებს საუბარს თუმცა არ ვაცდი.
-გილოცავ კახი. მრავალს დაესწარი. წვეულება მოწყობილია. სასიამოვნო გართობას გისურვებთ ვახლი ცივად და სახლს ვტოვებ.
ვერც ლუკას მუდარა მაჩერებს და ვერც კახის ღრიალი.



№1  offline წევრი მელი

ეუჰ და მომენტზე დამთავრდა ((((((((((((

 


№2  offline წევრი lena lena

მელი
ეუჰ და მომენტზე დამთავრდა ((((((((((((

:D ხვალ დავდებ ბოლო თავს

 


№3  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

აიი სიურპრიზიი :დდროგორ გამწარდა ჯერ კახი და მერე ლენა :დდ ისე კაცები გვიან ხვდებიან ყველაფერს, აი ფაქტი:დდ

 


№4  offline წევრი lena lena

ჰალუცინოგერი
კარგია. მსუბუქი და ამავე დროს სიღრმისეული ❤

მადლობა ჩემო კარგო <3

Chikochiko
აიი სიურპრიზიი :დდროგორ გამწარდა ჯერ კახი და მერე ლენა :დდ ისე კაცები გვიან ხვდებიან ყველაფერს, აი ფაქტი:დდ

აწი იწყება კახის წამება :D
Chikochiko
აიი სიურპრიზიი :დდროგორ გამწარდა ჯერ კახი და მერე ლენა :დდ ისე კაცები გვიან ხვდებიან ყველაფერს, აი ფაქტი:დდ

 


№5  offline წევრი lena lena

mirandaa31
ეს რა იყო.. კახის ზედმეტი მოუვიდა. აბა ვნახოთ შემდეგ თავში რა მოხდება. რით შემოირიგებს ძაან მაინტერესებს <3

mirandaa31
ეს რა იყო.. კახის ზედმეტი მოუვიდა. აბა ვნახოთ შემდეგ თავში რა მოხდება. რით შემოირიგებს ძაან მაინტერესებს <3

ვნახოთ ვნახოტ <3
მადლობა რომ კითხულობ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent