შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შავი ანგელოზი 24


6-06-2018, 19:11
ავტორი black angel555
ნანახია 2 204

..ნია და თაკო....
რატისგან წამოსული პირდაპირ სახლში მივედი,წყალი გადავივლე და ფეისზე შევძვერი,არაფერი სიახლე არ იყო თაკომ მომწერა გადმოგივლიო და მეც მივწერე ოკ გელოდები თქო....
სამზარეულოში გავედი კარტოფილი შევწვი და ყავა დავადგი.კარებზე ზარიც გაისმა ალბათ თაკოა თქო ვიფიქრე ჩემთვის და კარების გასაღებად წავედი.
-ნიიიი აუ როგორ მომენატრეეე-შემოვარდა ქარიშხალი სახელად თაკო.
-მეც გადარეულო როგორ ხარ?
-აუუუ იმენა ძაან მაგრად....გოგოოოო აკომ პაემანზე დამპატიჟა იციიი?რომ დამირეკა გავრეკე სიხარულისგან...არც ველოდი რომ ვახსოვდი...
-მოიცა,მოიცა დაწყნარდი და მიყოლებით მითხარი აკო?რატის ძმაკაცი?
-ხო გოგოო ეგ....საღამოთი გამოგივლიო აზრზე არ ვარ რა ჩავიცვა მიშველე რაააა...
-წამო წამო სამზარეულოში ყავა დავლიოთ და შენც დაწყნარდი-ვეუბნევი ღიმილით-ავარჩევთ რამეს ჩემი სამსახურის გადამკიდე ხომ იცი ბლომად მაქ ტანსაცმელი გააჩნია სად გპატიჟებს არ გითხრა?
-აუ არა გოგო,აზრზე არ ვარ სად მპატიჟებს..
-მიწერე არ გინდა?
-კი ეგ კაი მითხარი,მოიცცა ეხლავე.....სანამ თაკო აკოს წერს მე ყავას ვასხავ....
-გოგო რაღაც ღამის კლუბი მომწერა მაგარი სუტვაცია არისო...მისი ძმაკაცი უკრავს თურმე...აუ მე მეგონა რამე რომანტიკულ ადგილზე დამპატიჟებდა რა-ბრიცავს თაკო ტუჩს.
-აუ ნუ უბერავ რა....გყავდა რომანტიკოსი რომეო მაგრამ არაფერი დაგადგათ საშველი-ვეუბნევი ნიშნის მოგებით.დალიე ყავა და წამო მოემზადე....
-გოგო იცის შენთან რომ ვარ და შენც დაგპატიჟა ,თან ცეკვები იმართება ქუჩური და ხომ გევასება გიჟოოო....გუკა იქნებაო კიდევი მაგათი სასტავის წევრი როა რავიცი აი ეგ ტიპი.
-კაი მაშინ წამო გავემზადოთ-ვეუბნევი სიცილით-მეც არ მაწყენს განმუხტვა.
-რატისთან რას შვები?
-აუ რავი გოგო ვიჩხუბეთ და დავჭერი-ვეუბნევი მოწყენილად.
-რა ქენი გოგო?...ვაიმეეეე....გიჟი რომ იყავი ვიცოდი მაგრამ ასეთი არა-ყვირის თაკო.
-აუ კაი რა გაყვირებს გამეხვრიტა ყურის ბარაბანი....დიახაც მხარზეა გაკაწრული ღირსი იყო ვიღაც გოგოს რას ეტმასნებოდა....წამო რა ჩავიცვათ.
-ვაიმე შენ გამაგიჟებ ფსიქიატრიულში ხარ წასაყვანი რა....თავში ირტყავს თაკო ხელს და მომყვება....
გარდირობს ვაღებ თაკოსთვის როგორც სადა გოგონასთვის წითელ მოკლე კაბას ვიღებ მაღლა წინ სულ დახურულია,მკერდის დაბლა სქელი სალტე ქამარი აქვს დაბლა კი გაშვებულია თავისუფლად,უკან ზურგი მოშიშვლებულია მაგრამ ძააბ თხელი გიპიურით არის დაფარული ჩაიცვა და ძალიან მოუხდა,თავის ქერა თმას ისწორებს და გაშლილად ტოვებს,თვალებზე ლაინერს ისმევს მხოლოდ,ტუჩებზე ღია შვინდიფერ პომადას,ფეხზე კაბის შესაბამის ფეხსაცმელს ქუსლზე და ოპა მზადა.
მე რაც შემეხება არავითარი კაბა მითუმეტეს თუ ცეკვებია....შავ ტყავის შარვალს ვიცმევ ტანზე მომდგარს,შავ ევრილ პლეჩოან მაიკას,გარედან ტყავის ჟილეტს,ფეხზე. ქუსლიან შავ ზაფხულის შუზებს,თმას კოსად ვიკრავ,მაკიაჟს არ ვიკეთებ მხოლოდ მუქ წითელ პომადას ვისმევ და მზად ვარ....თაკოსაც სმს მოსდის აკოსგან კორპუსთან ვარო....და ორივენი ჩავდივართ......თაკოს დანახვაზე აკოს პირი ღია რჩება გაშტერებული უყურებს.
-აკო ყბა ნუ ჩამოგივარდა-ვეუბნევი სიცილით- ჩემ დაქალს გაუფრთხილდი თორე საქმე ჩემთან გექნება....პრივეტები გუკა როგორ ხარ?-ახლა გუკას ვუტრიალდები
-ჩემი სალამი მსოფლიოში ულამაზეს ქალბატონს-მეუბნევა გუკა.
ყველანი მანქანაში ვჯდებით და მივდივართ.
-ნია რატიმ მომწერა ცოტა გვიან შემოგიერთდებითო-იძახის აკო.
-კაი აკო-ვეუბნევი ღიმილით.

....რატი და გაგა...
გაგასთან ვარ კაბინეტში და ვმუშაობთ...უცბად ჩემი. მობილური რეკავს.
-ნიკო რეკავს გაგა გერმანიიდან-ვეუბნევი და თან გაგას რეაქციას ვაკვირდები....ნიკოს ვპასუხობ თან მობილურს სპიკერზე ვრთავ
-ხო ძმა გისმენ
-როგორ ხარ რატ?მისმინე ეხლა დასრულდა ელენეს ოპერაცია 24საათია გადამწყვეტი,ჯერ არ ვიცით რა იქნება,ექიმა თქვა ოპერაციას გართულება არ მოყოლიაო.
-მართლა ნიკო?მიხარია დედაჩემი როგორა ?
-ეხლა ელენესთან არის შესული ძალიან ნერვიულობს...
-ჩვენც ძმა...მიუხედავად იმისა რომ გაგა არაფერს იმჩნევს კვდება ნერვიულობით-გაგას სახეზე მეცინება.
-აუ ეგ ხო სუფთა გამო....ეხლა ეგეც უნდა იყოს აქ მის გვერდით.
-მესმის და თუ არ მოკეტავ რომ ჩამოხვალ გაგიერთიანებ თავპირს-ეუბნევა გაგა გაბრაზებული.
-გააჯ..... რა -ეუბნევა ნიკო
-კაი ნიკო თუ რამე სიახლე იქნება დამირეკე ეგრევე რა-ვეუბნევი და ვთიშავ მობილურს.
-რატი ნიკო მართალია ეხლა მის გვერდით უნდა ვიყო,მაგრამ ვერ ვივიწყებ რომ ამდენი ტყუილი ითქვა-მეუბნევა გაგა.
-მესმის გაგა,მე ვერაფერს დაგაძალებ მხოლოდ ერთს გეტყვი არ ყოფილა არცერთი წუთი ჩემ დას შენზე რომ არ ეფიქროს მასაც სიცოცხლეზე მეტად უყვარდი და ეყვარები,ისიც შენსავით იტანჯებოდა ცალკე შენი დაკარგვით ცალკე თავის მდგომარეობით
-ვიცი რატი ვიცი ერთი ჩემი მე მეუბნევა დავიკიდო ყველაფერი და ეხლავე გავფრინდე გერმანიაში,მეორე მე კი მეწინაღმდეგება...აღარ ვიცი რა ვქნა-იძახის გაგა და ხელებში დებს თავს-ძალიან მიჭირს ძმა უიმისოდ ჰაერივით მჭირდება.
-ხოდა თუ ასეა ეხლა როგორც ძმაკაცი ისე გეუბნევი დაიკიდე ყველაფერი და წადი მასთან დრო გიჩვენებს ყველაფერს.
-მართალი ხარ-მეუბნევა და ხელს მარტყავს მაინცდამაინც ნატყვიარ მკლავზე.
-აუჩ ჩემი-ვიძახი მე
-რა მოგივიდა?
-მკლავში დამჭრეს წწუხელ და მეტკინა ცოტა
-ბიჭო დაჭრილი ხარ და ეხლა მეუბნევი?...შენ სულ გამოყ.....ვინ დაგჭრა დე....მოვ....
-გაჩუმდი ბიჭო ნიამ მესროლა-ვეუბნევი მე სიცილით.
გაგა ჯერ გაშტერებული მიყურებს,მერე სიცილი უტყდება მერე კი მეკითხება:
-მოიცა რაღაც ვერ გავიგე?ნიამ რატომ გესროლა?
-აუ ბიჭო მაგან სულ გადამრია ასეთი ქალი ცხოვრებაში პირველად ვნახე ნამდვილი ალქაჯია გუშინ კლუბში ვიყავით,ადრე ერთ ნაშასთან მქონდა ურთიერთობა ქეთუშასთან მეცა და მაკოცა,ნიამ დაინახა და გაბრაზებული გავარდა,მე გავეკიდე ასახსნელად მან კი საპასუხოდ აჰა რა ქნა-ვეუბნევი მე.
-ვაიმე გამოვშტერდი რა გინდა უჩვენებია კლასი-მეუბნევა თან იცინის
-მოკეტე რა,ხო მართლა აკო და გუკა კლუბში არიან დავითან არ გინდა წავიდეთ ნია და მისი დაქალიც იქ არის შენც ცოტა გადააყოლებ გულს.
-კაი წავიდეთ-მეუბნევა გაგა და მანქანის გასაღებს იღებს-საჭესთან შენ ჯდები.

-
-

....ნია,თაკო, და ბიჭები.....
კლუბში შესულებს მაგარი სიტვაცია დაგვხდა,მიყვარს ასეთი ადგილები სადაც მართლა მყუდრო გარემოა და არც საბოზეთია.ძირითადათ სულ ახალგაზრდობა შეკრებილი.ბართან მივედით და სასმელი შევუკვეთეთ როგორც ყოველთვის მე ტეკილა ვუთხარი რატომღაც ამ სასმელს ჭკუა მეკეტება და მაგრადაც მამხიარულებს.თაკომ რაღაც კოკტეილი შეუკვეთა ბიჭებმა არაყი.....ლაპარაკში ვიყავით გართული უცბად ჩემი და თაკოს თინეიჯერობის ძმაკაცი დავინახე,თაკომ ეგრევე ყვირილი ატეხა
-ნიკა....ნიკაა....აეეე აქეთთთ
მანაც შეგვამჩნია და მოგვიახლოვდა.
-ვა გოგოებო როგორ ხართ?მოგვესალმა ორივეს
-კარგად ნიკა შენ როგორ ხარ როგორ გამიხარდს შენი ნახვა-ვუთხარი მართლა გულით და გადავკოცნე თაკომაც ანალოგიურად
-ბიჭებო გაიცანით ეს ნიკა ჩვენი კლასელი ,ასევე ნიას მეწყვილე იყო ხოლმე ცეკვაში,ესენი აკო და ნიკო არიან ჩვენი მეგობრები-აცნობს თაკო მათ.
-სასიამოვნოა-ეუბნევიან მოკლედ.
-აქ რას აკეთებ ?მიკვირს ასეთ წყნარ კლუბში რომ ხარ-ეკითხება თაკო
-შეჯიბრია სადგაც 10წუთში ცეკვებში-გვეუბნევა ნიკა-ნია კი წავიდა მაგრამ ჯგუფი არ დაშლილა.
-აუ მართლა რა მაგარია,რამდენი ხანია თქვენი ცეკვებისთვის აღარ მიყურებია,ჰიპ-ჰოპი ისევ?-ეკითხება ისევ თაკო
-კი...ნია ერთი წინადადება მაქ შენთან არ გინდა იცეკო?ძველი დრო გავიხსენოთ-მეკითხება ნიკა
-აუ ნიკა არ ვიცი წლებია აღარ მიცეკვია პროფესიონალის დონეზე,რამდენად გამომივა არ ვიცი-ვეუბნევი დაბნეული.
-გამოგივა მიდი რა ნია იცეკვე მაშინაც კლუბში არ გახსოვს რა კლასი უჩვენე-მეუბნევა თაკო
-მიდი მიდი-მაგულიანებენ ბიჭებიც.
-კაი ჯანდაბას თქვენი თავი...ოღონდ თუ წააგეთ ნიკა ხმა არ გავიგო თქვენი-ვეუბნევი სიცილით.
-წამო დავცხოთ ოღონდ ფეხზე გამოიცვალე ამხელა ქუსლებზე ვერ იცეკვებ-მეუბნევა ნიკა და მივდივართ.

....რატი,გაგა,თაკო და ბიჭები....
კლუბში შევდივართ,ბიჭებს და თაკის ბართან ვხედავ აი ნიას კი ვერსად და ვბრაზდები ცოტა.
-სალამი ყველას,თაკო როგორ ხარ?
-მაგრად რატი შენ როგორ ხარ.
-ძმა იმენა მაგარ დროს მოხვედით,სიუპრიზი გელის წინ-მეუბნევა აკო თვალის ჩაკვრით.
ამდროს კლუბში ხალხი ორად იყოფა და ვხედავ საცეკვაო დარბაზს სადაც მოცეკვავეები არიან შეკრებილები ორ ჯგუფად და იწყებენ ცეკვას....ჩემ ყურადღებას ერთერთი იპყრობს,შავებშია ჩაცმული და კეპი ახურია საოცრად ცეკვავს და საოცარ სვლებს აკეთებს,ყველა აღფრთოვანებულია...
თაკო და ბიჭები აღფრთოვანებული ბალეშიკობენ ვერ მოვდივარ აზრზე რა ხდება....უცბად შავებში ჩაცმული წინ გამოდის ჩვენკე იყურება კეპს იხდის და გარკვევით ვხედავ ნიას სახეს რომლის თვალებში ცეცხლი ანთია გამარჯვების ჟინის,მეც მხედავს თითონ მიცინის და საოცრად ცეკვავს ეს გოგო ყოველწუთას ჩემში აღფრთოვანებას იწვევს კიდევ რამდენი სიგიჟე ინახება მასში ღმერთმა იცის,მისი მეწყვილე უცბად ისე იტმასნავს ტანზე სულ არ მსიამოვნებს და ვბრაზდები.
-ჰიპ-ჰოპსაც თუ ცეკვავდა ნია თაკო არ ვიცოდი?ვკითხულობ თაკოს მიმართულრბით
-აუ იცი რა მაგრად ცეკვავდდა თავის დროზე რატი,მერე მამა დაეღუპა და მიანება თავი,რადგან ერთერთ ტურნიტიდან ბრუნდებოდნენ და მამამისი ძარცვისას მის თვალწინ მოკლეს....ამის მერე მე ესეთი ნია ეხლა რასაც ხედავ აღარ მინახია-ყვება თაკო.
-იმენა რა მაგრად ცეკვავს ტო-იძახიან ბიჭები.
მეც აღფრთოვანებული ვუყურებ და ვამაყობ ჩემი გოგოთი ეს ჩემი ველური შავი ანგელოზია.

....ნია,რატი და დანარჩენები....
ცეკვას ვასრულებ და ვხედავ რატის სიამაყით სავსე თვალებს,ღმერთო როგორ მიყვარს ეს ბიჭი....სანამ შედეგს გამოაცხადებენ მე ბართან მივდივარ და ვესალნები.
-ვაუუუ შესანიშნავი იყავი-მეუბნევიან გაგა,აკო და გუკა.
-საყვარელო ასე მეგონა ძველ დროში დავბრუნდით-მეხუტება თაკო.
მ ე რატის ვუყურებ და ისიც არ აყოვნებს მკლავში ხელს მტაცებს,მიხუტებს და მკოცნის....
-შენ ჩემი გოგო ხარ მხოლოდ,ყველამ უნდა გაიგოს და ასე დორბლებ მომდგარი არ უნდა გიყურებდნენ-ამბობს მკაცრი ტონით.
-ვიღაც ეჭვიანობს ?-ვეკითხები მე და ვეხუტები.
-კი და საბაბიც მაქ შენ მხოლოდ ჩემი ხარ გასაგებია.
ამ დროს თაკოს ყვირილი მესმის
-რა ხდება გოგო?-ვეკითხები მე
-აკომ შემომთავაზა მისი შეყვარებყმული ვიყოოო-კივის ბოლო ხმაზე,აკოს კი მის ბავშურ ქცევახე ეცინება.
-მერე რა გაკივლებს გოგო,გამაგიჟებ შენ-უნდა დაგვაყროო-ვეუბნევი მე და ჩემ სიტყვებზე ყველა იცინის.გაბუსხულ თაკოს აკო იხუტებს და შუბლზე კოცნის თბილად.
-გაგა შენ რა გადაწყვიტე არ ურიგდები ელენეს?ატრაკებ ძმა უკვე-ეუბნევა გუკა.
-კი გადავწყვიტე ხვალ პირველივე რეისით ჩემ ელესთან გავფრინდე-ამბობს გაგა და იცინის.
-ვაუუუუ მაგარია-ვყვირი მეეე ბოლო ხმაზე დროა ბედნიერების ამდენი ტანჯვის მერე როგორც იქნაააა......



№1 სტუმარი ეკა

მაგარიააააააა.....როგორც იქნა რიგდებიანნნნნ

 


№2  offline წევრი black angel555

კი მემგონი მალე :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent