შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი ვარსკვლავი ცაზე (1თავი)


6-06-2018, 21:06
ავტორი მარიამი მ.ბ
ნანახია 1 767

დროის ცვლილება,ეს ის ერთადერთი რამაა, რასაც ვერასოდეს ვერც დააბრუნებ,ვერც წინ გადაახვევ   ან დააჩქარებ.მაგრამ არსებობს მომგონებები.ზოგიერთი ცუდი, ზოგიერთიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად კარგი-ეს ისაა რაც ღიმილს გგვრის,გაბედნიერებს,ტანში ჟრუანტელი გივლის და ცხოვრებას საუკეთესოს ხდის.ცხოვრება სიურპრიზებით ანებივრებს ადამიანებს,რამაც შეიძლება ბედნიერი გაგხადოს,შეიძლება გაგაუბედუროს ან ორივე ერთად შეათავსოს შენს ცხოვრებაში.მაგრამ ხდება ისეც რომ უბედურებას ბედნიერება ცვლის.მაგრამ სულ როდი აქრობს,უბრალოდ აფერმკრთალებს და ჭრილობას გიყუჩებს.წარსულის ფრაგმენტები ადამიანის ცნობიერების განუყოფელი ნაწილია და ამას ვერ წაშლი.უბრალოდ უნდა ეცადო ბოლოს,ფიქრის ბოლოს ის ფრაგმენტი მოიტოვო რომელმაც ფეხზე დადგომა,წინ წასვლა და ბედნიერებისაკენ სიარული გასწავლა.
   და მეც ახლა ჩემს წინ აღმართულ კედელს ვუყურებ.იგი სავსეა ფოტოებით-მოგონებებით.ვხედავ ადამიანებს,რომლებიც ცხოვრებას აზრს ძენენ.ასეთი ადამიანები ცოტა მაგრამ შეუდარებელნი არიან.შუაში  მთავარი ადგილი დიდ ფოტოს უკავია.ფოტოზე გოგონას და ბიჭს ვხედავ,იცინიან,ბედნიერები არიან.მეღიმება.ეს ის ღიმილია წეღან რომ ვახსენე,ბედნიერი მოგონებით გამოწვეული.ამ ღიმილისთვის ღირს ცხოვრება,ყოველი დაბრკოლების გადალახვა და ცხოვრების გაგრძელება მხოლოდ ამ ღიმილად ღირს.ღიმილად,რომელიც ახალი ნაბიჯის ძალას გაძლევს.
   მაშასადამე დიდი სიამოვნებით ვაკეთებ შეუძლებელს თქვენთვის და დროს ვაბრუნებ უკან,რათა განახოთ ყველაფერი ის, რაც ბედნიერებას თუ უბედურებას იწვევს ამქვეყნად.ესაა ჩემი ისტორია,ჩემი როგორც ერთი ჩვოვლებრივი  გოგონას,სახელად თათიას ისტორია.ჩემთვის ეს ამბავი ანუ ცხოვრებისეული ეპიზოდები იყოფა დროდ მანამ და მის შემდეგ.ამის მიზეზს კი თანდათან მიხვდებით როცა ჩემს სამყაროში შემოხვალთ.არვიცი რამდენად მოგეწონებათ,ან რამდენად დაგაინტერესებთ იგი,საერთოდაც ისურვებთ თუ არა ჩემთვის ბოლომდე მოსმენას,თუმცა ეს თქვენთვის მოთხრობილი ცხოვრების ამბავია.
(დრო მანამდე)
   ვიღვიძებ.თვალებს ვახელ და რამოდენიმე წამის შემდეგ ფუნჯებს,ფანქრებს და ფურცლებს ვხედავ.თვალებს ვხუჭავ,ხატვის შემდეგ ისევ მაგიდაზე ჩამეძინა.თავს ვწევ,ზურგი საშინლად მეტკინა.ვსწორდები და ნახატს ვუყურებ.თითქმის მორჩა მაგრამ რაღაც სულყოფილი არაა.სურათზე ღამის მუქი ცაა,რომელსაც ვარსკვლავები ამკობენ.რამოდენიმე ხანია ამ ნახატზე ვმუშაობ თუმცა მისი დასრულება ეგრედწოდებულ მუზაზეა დამოკიდებული ამიტომ არავინ იცის,მათ შორის არცმე როდის და რა ნახატს ვხატავ.ოთახის დიდ ფანჯრებთან მივდივარ და გარეთ ვიხედები.სიმშვიდეა,ამინდიც მშვენიერია.თებერვლის ჩვოვლებრივი დღეა...
  საათს ვუყურებ და ვხვდები რომ უნდა ვიჩქარო,თორემ მაგვიანდება.თმაში ჩამაგრებულ ფუნჯს ვიძრობ და სწრაფად ვემზადები.სადად და კომფორტულად ვიცვამ,ასე მეტად მობილიზებული და კონტცენტრირებული ვარ,იმის მიმართ რასაც ვაკეთებ. კარზე ბრახუნია.დიახ ბრახუნი და არა კაკუნი.
სწრაფად მივრბივარ.
-მოვდივაარ!გეყოფა!
კარს ვაღებ და კოპებ შეკრული ვუყურებ ერეს.
    ერე.ბევრს არ ვილაპარაკებ მასზე,რადგან დროთა განმავლობაში თვითონ მიხვდებით ვინაა ჩემთვის.მოკლედ მოგიყვებით ჩემს ისტორიას.15 წლის ვიყავი,როცა ჩემი ცხოვრება თავზე ჩამომექცა.აქ დაიწყო ჩემი ტრაგედია.იმ დროს როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდა მათი გვერდში დგომა მე მშობლები დავკარგე.ავარიამ იმსხვერპლა ორივე.მხოლოდ ეს ვიცი ამაზე,სხვა არაფერი.არც და, არც ძმა.მხოლოდ ბებია და ერე დამრჩნენ.მამას მშობლები ადრე გარდაეცვალა ამიტომ მხოლოდ ბებია,დედის დედა მედგა გვერდით როცა დედა მჭირდებოდა.დღემდე ასეა,რაც უნივერსიტეტში ვსწავლობ მას შემდეგ ვცხოვრობ მარტო მშობლების სახლში.მე მოვისურვე ასე,დამოუკიდებლობა ყოველთვის მიზიდავდა.ერეკლე ნაწილობრივ მამას გაზრდილია.მამას ბავშვობის მეგობარი დაეღუპა,რომელსაც  ერე დარჩა.მამაჩემი მას მამობას უწევდა მთელი ცხოვრება.დედა ავადმყოფობით გარდაეცვალა რამოდენიმე წლის წინად.იგი ჩემზე 5 წლით დიდია.ჩვენი ურთიერთობა პატარაობიდან დღემდე ნუგეშია ჩემთვის. მამამ ბოლო სიტყვები ერეს უთხრა,ჩემი თავი ჩააბარა და ის დღემდე საუკეთესო ძმაა ჩემთვის.როცა ეს მოხდა ერემ დასიებული თვალებით მითხრა ,,თათუ დედა მამა აღარ გყავს.მე მეორე მამაც დავკარგე! მაგრამ პირობას გაძლევ ერთი წუთითაც არ დაგტოვებ მარტო!“ცდილობდა არ შემემჩნია,რომ ტიროდა მაგრამ მერე ერთად ვტიროდით დღეები კვირეები თვეები.გავიზარდეთ მაგრამ ახლაც ერთნაირად გვტკივა ორივეს.
რა ვიქნებოდი მის გარეშე? არვიცი არც მინდა ვიცოდე.ჩემი ცხოვრების ყველა მოვლენაში მონაწილეობს და მგულშემატკივრობს.ეს ცოტა რამ, დანარჩენს მერე გაიგებთ...
-ასე თუ გააგრძელე ამ კარს დიდი დღე არ დარჩენია ერე..
  ცალი ხელით კარსაა მიყრდნობილი,მუქი თმა შუბლზე აქვს გადაწეული,ყავისფერი თვალები უციმციმებს და იცინის.
-გაგიმარჯოს თათუუ.არაუშავს ახალს ვიყიდით.
ოთახში შევდივარ.ბრაახ.რაღაც გატყდა!
-ამჯერად რა იმსხვერპლე?!
-ჭიქა.უკვე ვალაგებ ჰო!
-ერე ტელეფონი მანდაა?ვერ ვპოულობ.
-ნეტა როდის პოულობ.კი აქაა ავიღე.წამო მალე ახლა დაგაგვიანდა!
ფეხზე ვიცვამ პალტოს და ჩანთას ვიღებ და გავდივართ.ქვემოთ ჩავდივართ.სადარბაზოდან გამოვდივარ თუარა ოდნავ ცივი ჰაერი გარს მევლება,ეს მსიამოვნებს რატომღაც.მზის სუსტი სხივები აქა იქ ანათებს გზას,როგორც თებერვალს შეეფერება.
-ოჰ !ერეს სპორტული მაქანა მწყობრშია,შვილივით მოვლილი.-ვეუბნები სიცილით და ვჯდები.ერეკლე რბოლელია,სწრაფად სიაურლზე გიჟდება.აი ამაში კი მართლა ერთნაირები ვართ.ტარება მან მასწავლა,უფროსწორად ფრენა.მაგრამ სიბრთხილის გამო ეშინია ხშირად ჩემი დაჯდომა.მანქანას ყოველთვის კარგად უბრთხილდება.
-ჰო ერთი ამას ვუვლი და მეორე შენ!-გადაიხარხარა ხმამაღლა.
-ჰო აბა სახლში ყველაფერს მიმტვრევ და...მე ჰო მაინც უნდა მომიარო
-კაი რაა..რავქნა მოუხერხებლობაში ვერავინ მჯობნის ჰო იცი.
-კარგი ჰო.სად მიდიხარ შენ?
-რავიცი,ვნახოთ.
შემომხედა და თვალი ჩამიკრა.
-გასაგებიაა!იმედია მშვიდობით დამთავრდება ეს დღე.
ჩავიცინე მეც.რაღაცის გასაკვევად,ან გასარჩევად მიდის.
-როგორც ყოველთვის!
-ანუ დღესაც ვინმეს დამუშავებას აპირებ ჰო?!ერეკლე კარგი რა..
-არა არა!-გამაწყვეტინა წარბშეკრულმა-დაწყნარდი არაფერია პანიკებში ნუ ჩავარდები!
-ტელეფონი არ გამორთო!
-გპირდები!-ხელები აწია ერემ.მივეჩვიე საჭეს ასე რომ ატარებს.
უნივერსიტეტში მივედით.
-წავედი მე და ჭკვიანად!
-კაი შენც.
ვიგრძენი გოგონების მზერა.ჩემზე არა,ერეზე და მანქანაზე.ეს სულ ასეა მაგრამ მაინც მაღიზიანებს ხოლმე ესეთი უაზრო მზერის მიბყრობა.აქვე გავიხსენებ სკოლაში ამის გამო ერთი გოგო თმით რომ ვითრიე.ერეს საერთოდ არ აინტერესებს ასეთი გოგონები.ვერც ამჩნევს ან არ იმჩნევს.იშვიათად ან არასდროს მოწონებია ბოლომდე გოგო.
  ხელოვნებათ მცოდნეობაზე ვსწავლობ.მხატვარ -დიზაინერი გამოვალ. წელს ბოლო წელია სწავლის.უნივერსიტეტში ბევრს ვიცნობ,მაგრამ მეგობრობით ცოტასთან ვმეგობრობ.ტელეფონი რეკავს
-ჰო გისმენ.
-სად ხარ?მიხვედი ჰო უკვე.
-კიი და შენ სად ხარ ამდენხანს?!
-დაიცადე,არ შეხვიდე!აი მოვდივარ,უკვე ეზოში ვარ!აჰა!შენს უკან ვარ.
ტელეფონს ვთიშავ და უკან ვტრიალდები.ლიზა ჩემთან მორბის. მოდი ლიზას ასე აღვწერ,ის ყოველთვის,ყველგან და ყველანაირ სიტუაციაში გვერდით მიდგას,გარდა დილისა,როცა უნივერსიტეტში მოვდივართ.დილას გაღვიძება ლიზასთვის ბევრად უფრო საშინელებაა ვიდრე ადამიანის გაკვეთა ან რამე მსგავსი სისასტიკე.ესეც შეძენილი და,რომელიც პირველ კლასში ვიპოვე და არ ვკარგავ.არც და ვერც,რადგან ჩემზე მოკერებულია როგორც იტყვიან. ქოშინით ჩერდება ჩემს წინ და ხელს მუცელზე იდებს.
-დავიღალე!
-კარგი ერთი!კიდევ გძინავს და აბა რა იქნება?მძინარემ არ უნდა იარო ქალაქში ლიზაჩკა.
-აუ კაი რაა. ისედაც დედაჩემმა კარამდე მდია,სულ როგორ იგვიანებო!
-აბა რაარის ქალი 20 წელია მაღვიძარის როლშია.შევედით ეხლა დაგვიანდა.
აქ კი ჩვენი გზები იყოფა.მე ზევით მივდივარ,ის ქვევით.ლიზა ბიზნესზე სწავლობს.კარგი ფინანსისტი დადგება.უცხო ენის ლექცია პირველია.აუდიტორიაში შევდივარ,ბავშვებს ვესალმები და თავისუფალ ადგილს ვიკავებ.უკნიდან სტვენა მესმის.ჰოჰ ეს კი თორნიკეა,მაღალი სიმპათიური ლამაზ ღიმილიანი ბიჭი და უახლოესი მეგობარი.
-თათუს სალმები!
თორნიკე გვერდით მიჯდება.
-სალამი.ადრე მოხვედი?!ვაუ..
-გამოსწორების პირას ვარ ჰო
-აარა მაგას ვერ დავიჯერებ!
-ერე სადაა?
-სადმე!
-აჰა!ჩემს გარეშე სადმე!
-ალბათ არაა სერიოზული თორემ ჰოიცი არ წავიდოდა შენს გარეშე.
-კარგიი კარგი..ამ საღამოს რასშვებით?
- წვეულებაზე ამბობ?
-ჰოო.მოდიხართ იცოდე!
-კი მოვდივართ,ლიზა გაგიჟდება როარ წამოვიდე!
-რასქვია არ უნდა წამოხვიდე?!მაინც წაგიყვან და ამიტომ...
-ჰოდა მოვდივარ მეთქი!
-კარგია ცოტას გავერთობით მაინც სულ სწავლა კარგი კიარაა თათუშ.-გაიცინა და გადმომხედა.
- წვეულებები ჰო შენი სისუსტეა მისტერ გოგონების ბუსუსო.
თორნიკე სიცილით დამეთანხმა.
-თათუუ და შენსკენ რა ხდება?
გამეღიმა.
-რამე რომ ხდებოდეს დავიჯერო ვერ მიხვდებოდი?
-რათქმაუნდა აბა მასეთ თებზე ლაპარაკს ვერ იტან და სხვა რა გზაა მე უნდა მივხვდე...
სიცილით მხარზე ხელი დავადე
-თოკუშ რამე რომ იქნება პირველს შენ გეტყვი კაი?
-ჰო აბა!ლიზას მე დავასწრებ..და ერეს..აუ ერე..
-რა?
თოკომ ცალი თვალით გადმომხედა
-ძაან ჭედავს მასეთებზე შენს მხრივ.ხო გახსოვს ბავშვობიდან რამდენი ყავს დალურჯებული
-ჰო მაგრამ მე არცერთი მყვარებია..ანუ იმის თქმა მინდა, რომ ჩემს წინააღმდეგ არ წასულა.
-აუ ჰო ისე რა უცნაური გოგო ხარ თათუ
-აჰ რატო?
-არავინ არასოდეს არ გყვარებია.მოწონებითაც არ მახსოვს ძალიან მოგწონებოდეს ვინმე!
-რასვიზამთ თოკო წინასწარ არავინ არაფერი იცის ალბათ მოვა მაგის დროც..
ლექცია დაიწყო.
უცებ ფიქრმა წამიღო.ლექციის საზღვრებს გავცდი და ჩემს ცხოვრებაზე დავფიქრდი.მხოლოდ ეს,ეს ყველაფერია ჩემი ცხოვრება აქამდე.მხოლოდ ცოტა ადამიანით შემდგარი გარემო,რომელშიც ვცხოვრობ.უამრავი ნაცნობი,ბევრი მეგობარი მაგრამ თითებზე ჩამოსათვლელი ადამიანები რომლებიც ჩემს ცხოვრებაში მონაწილეობენ.გვერდზე ვიხედები.ეს მომღიმარი ბიჭი,სულ რომ იცინის მე ბავშვობიდან მოყოლებული მახსოვს,როგორც ლიკა და ერე.ისინი ვინც სულ ჩემს გარშემო ტრიალებენ და საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდებიან ხოლმე.სულ ესაა.და მე არასოდეს,არასოდეს ცხოვრების სხვა მხარეზე არ მიფიქრია.ამაზე უფრო გასაოცებელად კი ის მეჩვენება რატომ მაინც და მაინც ახლა?ამ ერთ ჩვოვლებრივ დღეს დავფიქრდი ამაზე?და მაინც ყველაფერს თავისი ახსნა და მიზეზი გააჩნია ამ სამყაროში ალბათ...
  უკვე საღამოა.დროა მოვემზადო ამიტომ ამის გაკეთებას შხაპის მიღებით ვიწყებ.დიდხანს არ ვანდომებ ამ პროცესებს რადგან მაკიაჟს თითქმის არ ვიყენებ.უბრალოდ მირჩევნია არ გარდავისახო,ეს ყოველთვის სულელურად მიმაჩნდა,რადგან ხალხში გასული შენი თავი რადიკალურად არ უნდა განსხვავდებოდეს საღამოს დასაძინებლად მიმავალი შენი თავისაგან.ეს ძალიან უხერხულია!
  როცა ვთვლი რომ მზად ვარ სარკეში ვეხედები.ხელში პატარა ვარსკვლავიან ოქროს თმის სამაგრს ვიღებ .მეღიმება.ეს დედის სახსოვარია.მან მაჩუქა,ვარსკვლავების ყურების სიყვარული დედისგან გამომყვა.ყოველთვის ამბობდა რომ ადამიანი ცაში უნდა ეძებდეს ბედნიერებას,ის ვარსკვლავებშია. ამიტომ ყოველთვის თან მაქვს.თმაში ვიმაგრებ.ოდნავ დახვეული და სანახევროდ შეკრული,ღია წაბლისფერი თმა მხრებზე მეფინება.მუქი ნაცრისფერი კაბა ზომიერი დეკოლტით იწყება.აქა-იქ ბზინავს.მოხდენილად ეშბება და მუხლს ქვევით შეხსნილი მაქმანით კოჭს წვდება.ფეხზე ოდნავ მაღალი ფეხსაცმელი მაცვია.ეს ჩემთვის ყველაზე დიდი დაბრკოლებაა-ქუსლიანი ფეხსაცმელი.
ოდნავ ვტრიალდები,რომ ზურგი დავინახო.მაქმანიან დაშვებულ და ამოღებულ ზურგს წელთან ნაცრისფერი მბზინავი ბაბთა აბოლოვებს.
კარზე ბრახუნია.
-მოდიი-ვყვირი ხმამაღლა.
ლიზა ოთახში პაკა-პუკით შემოდის .ულამაზესია!ღია ვარდისფერი გრძელი კაბით და აწეული ულამაზესი ქერა თმით და მოკაშკაშე თვალებით. როცა მხედავს სახე უფრო უბრწყინდება.
-თათუ!აუ რა ლამაზიხარ!ბრწყინავ გოგო.
-კარგიახლა არ გამაწითლო.
სიცილით ორივე სარკეში ვიხედებით.
უცებ თოკო კარს აღებს.
-რა ქენით..-და უცებ იღიმის-ოო ანგელოზები მიმყავს წვეულებაზე!
...
მანქანიდან გადმოვდივართ.უამრავი ხალხია.ეზო სტუდენტებითაა სავსე.ხალხში გზას მივიკვლევთ და ნაცნობებს გზადაგზა ვკრებთ.ლამაზი ადგილია.ირგვლივ ყველგან ყვავილები და ნათურებია.
მუსიკა მაღალ ხმაზე ისმის.
წვეულება ჩვეულ რიტმში მიმდინარეობს,როგორც წესია.
არასოდეს მხიბლავდა ეს გარემოება დიდად.
-წამოდი ვიცეკვოთ თათ!
თორნიკე ხელს მავლებს და ცენტრისკენ მივყავარ.უარს აზრი არ აქვს-ამიტომ ვნებდები .მეგობრების წრის შუაგულში შევდივართ და ყველა ვცეკვავთ.ასე მგონია აქ მათგარდა არც არავინაა,ეს სულ ასე იყო სადაც ჩვენ ვიყავით და ვერთობოდით სხვებს ვეღარ ვამჩნევდით.კარგი გრძნობაა როცა კარგი სამეგობრო გყავს და მათ შეუძლიათ შენი ხასიათის გამოსწორება ყველაფრის ფასად.კარგად მახსოვს ერთხელ სკოლაში უგუნებოდ ვიყავი და თოკომ და ლიზამ,მხოლოდ იმიტომ რომ გამეცინა შუა დერეფანში სასაცილოდ იცეკვეს.გამეცინა.და ამით ისინიც ბედნიერები იყვნენ.ეს გარემოება ერთგვარი სიმდიდრეა,რომელიც თუ გაქვს მადლობელი უნდა იყო ყოველთვის .ვარ კიდეც. სხვა რომ არაფერი მე ამით ვარ იღბლიანი.ხალხით რომელიც ახლა ჩემს გარშემო იცინის და ცეკვავს.
წრიდან გამოვდივარ და გარეთ გასვლას ცდილობ.ეს გზა ხალხითაა სავსე.ვიღაც გზის გაკვლევას ცდილობს და ხელს მკრავს.ფეხი მიბრუნდება,თვალდახუჭული ვემზადები დაცემისათვის მაგრამ ვიღაც მიჭერს.ხალხმრავლობისაგან ისეა გადაჭედილი აქაურობა,რომ მხოლოდ ამ ადამიანის ტანს და თეთრ პიჯაკს ვხედავ,რომელზეც ფაქტიურად მიკრული ვარ.უცნაურია მაშინ,იმ სიტუაციაშიც მისმა სუნამომ ჩემი ყურადღება მიიქცია.რაღაც განსხვავებული და მრავალფეროვან სურნელში გავეხვიე იმ წამს.მას გარეთ გამოვყავარ და  შენობის გვერდით სკამზე მსვამს.აქ სინათლე თითქმის არაა.ახლაკი ვახერხებას შევხედო.ამ სიბნელეში მისი გამოკვეთილი ნაკვთები ადვილად დავინახე.შორიდან მოღწეული სინათლე მისი თვალების ოდნავ დანახვის საშვალებას მაძლევს.ასე მგონია ანათებენ. მოლურჯო ფერის უნდა იყოს.თითქოს კიდევ არის მასში ფერები.გონს მოვდივარ და ვაყტობ რომ ჩემი ხელი უჭირავს.ხელს ვიღებ და სწრაფად ვეუბნები:
-დიდი მადლობა..
ჩემს წინ იმუხლება და ფეხზე ხელს მადებს.
-გტკივა?-ასეთი ხმა არასდროს გამიგია.ოდნავ ჩახლეჩილი,ბოხი და ამავდროულად თბილი.
-არა..არცისე.
ქვემოდან ნელა ამომხედა ოდნავ მოჭუტული თვალებით.ღმერთო ეს რა მზერაა..
-ცუდად იტყუები..
ოდნავ გავიღიმე და ზემოთ ავიხედე.ულამაზესი იყო ცა.ვარსკვლავებით მოჭედილი
-ლამაზია არა?განსაკუთრებით ის-მანიშნა ერთ ვარსკვლავზე რომელიც ყველაზე მეტად ანათებდა-თუმცა ერთი დედამიწაზეც ყოფილა...
-მგონი ჯობია წავიდე...-წამოდგომა ვცადე მაგრამ ფეხი საშინლად მეტკინა.
-მარტო ვერ წახვალ-ფეხზე წამოდგა-დაგეხმარები
-არა წავალ არაფერია..-რატომღაც გაჯიუტება გადავწყვიტე მაგრამ მეორე ცდაზე დაცემას კვლავ მან გადამარჩინა და ხელში ამიტაცა.
-ჯიუტი ყოფილხარ მაგარმ ჩემზე მეტად არა!-ცალყბად ჩაიღიმს და გზა გააგრძელა.


გამარჯობა ჩემო სიყვარულებოოო.დიდი ხანია არაფერი დამიდია ამ გვერდზე და დავბრუნდი.დავბრუმდი იმიტომ რომ მომენატრა თქვენი ემოციები და თბილი სიტყვები...მე და ჩემი ახალი ისტორია გელით..



№1 სტუმარი სტუმარი გიგი

ძალიან მომწონს ყოჩაღ????

 


№2  offline წევრი მარიამი მ.ბ

სტუმარი გიგი
ძალიან მომწონს ყოჩაღ????

მადლობა ????

 


№3 სტუმარი იაკოოო

ძალიან კარგიააა ველიიი შემდეგსს

ვაუ!გელლიიი

????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????

 


№4 სტუმარი სტუმარი სალი

ძალიან მოეწონა გთხოვ დადე შემდეგი თავებიც სულმოუთმენლად ველიი რახანია

ძალიან მომეწონა შემდეგიც დადე გთხოვ

 


№5  offline წევრი მარიამი მ.ბ

[quote=სტუმარი სალი]ძალიან მოეწონა გთხოვ დადე შემდეგი თავებიც სულმოუთმენლად ველიი რახანია

ძალიან მომეწონა შემდეგიც დადე გთხოვ[/quote
აუცილებლად ძალიან მალე დაიდება

 


№6 სტუმარი სტუმარი ნინი

რახანიაველი შემდეგს გთხოვ მალე დადე

 


№7  offline წევრი მარიამი მ.ბ

სტუმარი ნინი
რახანიაველი შემდეგს გთხოვ მალე დადე

დღეს დაიდება აუცილებლად ????????????????????????????????

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent