შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წამომყევ ქალავ(თავი მესამე)


6-06-2018, 23:06
ავტორი ჟიზელი
ნანახია 1 208

თავი 3
მამლის ყივილმა რობინ ჰუდის კეთილი განზრახვით გატყორცნილი ისარივით გასერა ნაძვნარში ჩამდგარი გარიჟრაჟი. მზის პირველმა სხივებმა შეარხია მიძინებული წიწვები, შოშიების ჟღურტულზე რომ მინაბულიყვნენ მთელი ღამით. სიცოცხლის ხელახალმა აფეთქებამ თითქოს უსულო,ძირს დაცემულ გირჩებსაც კი დააწყებინა მიწაზე უგზოუკვლო,ბუნებასთან შერწყმული,ხალასი ბოდიალი.
უცბად დაათენდა გორაკებზე ხშირ-ხშირად ამოღეღილ ტყე-ღრეს.

თაფლისფერთმიანი მკვეთრად შეირხა.
რაღაცამ რამდენჯერმე უსიამოვნოდ წაუღიტინა ფრიალა წამწამებს შორის დაკოსებულ სწორ, მამაკაცურ ცხვირზე და მოგრძო, წვრილი თვალის ჭრილიდან გარემოს ზანტად შეანათა სითბოგამჯდარი ქარვისფერი თვალები.
გუგები ზემოდან ჩამდგარ ჩრდილზე ფოკუზირდა.
გაკვირვებისაგან სახის მარჯვენა ნაწილი მაგრად მოჭმუხნა და ჯერ კიდევ თვალებზე ბინდგადაკრულმა, თავზე წამომდგარ ფაფახიანს დაკვირვებით მიაჩერა გამჭოლი მზერა.
ხმელი და კარგა სიმაღლეზე აწოწილი ბიჭი ლაყე გამომეტყველებით თავზე წამოსდგომოდა და გვირილის ფურცლებს სახესთან უფრიალებდა პეტრეს.
- შენ ვინღა ხარ? _ ალმაცერად შემყურე ბიჭმა ღრმად,მთელი მონდომებით ჩაახველა. დარწმუნებით იტყოდა,რომ მთელი ღამე ისეთი გაგუდული ძილით ეძინა, ხმის იოგებიც კი მოდულებულიყვნენ უნებართვოდ.
- ოთახის მეზობელი. კრწანისას მეძახიან, _ გაეკრიჭა ფაფახიანი და მისალმების ნიშნად გვირილიანი ხელი ჰაერში შემართა, მერე კი,ვითომ ხუმრობითო, ყვავილის ღერო ხელზე მწარედ წაუწკლაპუნა ახალგაღვიძებულს.
- და მერე კრწანისა? ახლა ყოველ დილით ასე უნდა მაღვიძო? _ გაეცინა აზრზე მოსულ პეტრეს და აწოწილის კუპრივით შავი ფაფახი კიდევ ერთხელ უცნაური გამომეტყველებით შეათვალიერა.
რეაქცია არ ჰქონია მეზობლის მრუდე საქციელზე.
კრწანისა გაირინდა.
სულ სხვა მოქმედებას ელოდა თაფლისფერთმიანისგან და ცოტა არ იყოს, იმედგაცრუებულიც კი დარჩა თავდაპირველად.
წინა დღით,მისი სახელის გასწვრივ პეტრე ტატიშვილი რომ ამოიკითხა სამმართველოს შენობაზე გაკრული სიიდან, ასე უთხრეს, დიდი თავგასული და ჩხუბისთავი ბიჭია ეგ პეტრე და შენი ხასიათი რომ ვიცით, ნამდვილად არ მოგეწონებაო.
ესეც ადგა და გადაწყვიტა, თუ ასეთი ქარაფშუტა ვინმეა, თავიდანვე ვაიძულებო წასვლას ჩემი ოთახიდან.
კრწანისა ერთი წუთით კიდევ არ განძრეულა და მერე გულწრფელობის დროც დაუდგა.
- შენზე მითხრეს, ცუდი ტიპიაო!
- მე კიდევ შენზე გავიგე,სოლომონი დიდი აბეზარი ვინემეაო! _ ცალყბად გაეპასუხა პეტრე და საწოლიდან კარგა ხსნის წამომდგარმა,შავი ბერეტი მოირგო დაბალ სიგრძეზე შეჭრილ, დათაფლულ თმის ღერებზე,_მაგრამ ეგ იმას არ ნიშნავს,რომ აბეზარი ხარ,არა?
- აბეზარი ნაღდად არა ვარ და სოლომონსაც არავინ მეძახის ! _ წამოენთო ბიჭი.
- აი,მე კი ცუდი ტიპი არა ვარ ნამდვილად! აბა ვიმეგობროთ,ხმელა?
- კრწანისა მქვია მე! _ ფაფახიანს ღიმილმა გადაურბინა სახეზე,თუმცა მაინც მკაცრად გაეპასუხა მისივე თანატოლს.
- მე ხმელას დაგიძახებ!
- ხარაშო, შენ ჩემთვის მაშინ ბერეტა ხარ ! გაწყობს?
- მაწყობს, _ შესცინა ისევ პეტრემ, _ ეგ გვირილები რად გინდა ხმელა?
- აა,ესენი? _ სასაცილოდ ახროტინა ბიჭი. ხელში ჩაბღუჯული გვირილები პეტრესაკენ გაიშვირა და ცალი ხელით კეფას დაუწყო ფხანა მასხარა გამომეტყველებით, _ წეღან ვიღაც შავთმიანი გოგო მოვარდა,სად არისო გიკითხა.
- მერე? _ სახე აეწვა პეტრეს. რატომღაც მიხვდა ვისზეც იყო საუბარი.
- მერე ის ,რომ ისეთი ანჩხლი სახით გამეჭიმა წინ, მოვატყუე გარეთაა გასული,აზრზე არა ვარ სად გაშპა ამ დილაადრიან მეთქი. შემეშინდა არ მოეკალი, _ ირონია გამჯდარი დანანებით გააკანტურა თავი კრწანისამ, _ ხოდა, მერე გვირილები მომაჩეჩა და ასე მითხრა,გადაეცი , უზრდელი რომაა,მაგას ყვავილებით ვერ გამოისყიდისო!
- მოიცა,მოიცა,მოიცა...
- კარგი, ვიცდი !
- მაინც და მაინც მაგ მახინჯის კოტეჯთან უნდა დამედო ეს უბედური ყვავილები?! _ კარის სახელურს ცალი ხელით ჩამოეყრდნო გარეთ გასასვლელად გამზადებული ბერეტა.
- რადგან აწ უკვე შენი მეგობარი ხმელა ვარ, აბა დაფქვი,რა მოხდა?_თავისუფლად მოირგო ახალი როლი ფაფახიანმა.
გამოფხიზლებულმა შავბერეტიანმა ცნობისმოყვარე მეზობლის სურვილი უპრობლემოდ დააკმაყოფილა და მოყოლის პროცესში ისიც კი შენიშნა,რომ თვალებდამრგვალებული ხმელას ფაფახი ერთი დიდი ხუჭუჭა,დაუვარცხნელი და ერთმანეთში გადაკვანძული თმის გროვა იყო ამ გამხდარი,მაღალი ბიჭის თავზე დაზვინული და მიუხედავად იმისა,რომ ვიღაც უვიც გოგოს ეგონა, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა წუხანდელი უხეშობისთვის და მეტიც,ბოდიშიც კი მოუხდია თურმე, მაინც გაეცინა ხმელაზე.
- სულ რაღაც ნახევარი საათია გიცნობ ჩემო მეგობარო და ნაკლი უკვე გიპოვნე! _ დარწმუნებით გადაულაპარაკა კრწანისამ თაფლისფერთმიანს, სამმართველოს შენობისაკენ მიმავალ ბილიკს რომ დაადგნენ ორივე.
- ასეთი რა შემეშალა? _ გულწრფელად დაინტერესდა პეტრე.
- რა და მახინჯიო,რომ მიაძახე იმ გოგოს, თვალებში ვერ იყურები აშკარად. აბა შემომხედე შაში-ბეშივით თუ გაგირბის ეგ თვალები , შევამოწმო უნდა!_თავისაკენ დაქაჩა კრწანისამ,_ ელამი შენ არა ხარ. მაშინ გემოვნება არა გაქვს და ეგაა. რა დაუწუნე იმ გოგოს?
- მახინჯია და ხომ არ მოვიტყუებდი!
- მახინჯი რანაირადაა ბიჭო? _ განზე გადგა ფაფახიანი.ერთი კიდევ შეათვალიერა ბერეტა,_ ნახე რა თვალ-წარბი აქვს?! პატარა ცხვირი, დიდი ტუჩები და ჭკვიანი გამომეტყველება. იფფ, გოგოა ! მერე და რა თმა აქვს, წელამდე. დავიჯერო,მართლა ვერ შეამჩნიე?!
- მსუქანია! _არ დანებდა პეტრე.
- მსუქანი კი არა,ხორციანია!
- მერე ხორციანი იგივე მსუქანია!
- არა ძმაო, შენ თუ გემოვნება გქონდეს! _ ხელი ჩაიქნია დანანებით, _აბა გამხდარი და გაჩხიკული ჩემი თავიც მეყოფა მე.
- თუ ასე მოგწონს, მოვიტაცოთ ხმელა,_ ჩაეღიმა პეტრეს.
- მე ჩემთვის კი არ მომწონს, თქვენ გხედავთ ცოლ-ქმრად. მე მეჯვარე ვიქნები. აი,ნახე თუ არა.
- არავის შეყვარებას ვაპირებ!_დარწმუნებით ჩაიდუდღუნა ბიჭმა,_წამო ახლა დღის განრიგს გაგვაცნობენ ხელმძღვანელები და ვისაუზმოთ მერე. კუჭი მიხმება.

****

ორ წყებად განლაგებულ, მსუბუქი საკვებით დახუნძლულ გრძელ მაგიდებთან შემომსხდარიყვნენ სტუდენტები. ყურისწამღები გნიასი მარჯვენა ხელის აწევითა და სიჩუმისაკენ მოწოდებით დაახშო უმალ საჯარო განცხადებისათვის შემართულმა მთავარმა ხელმძღვანელმა. შუახნის ქალს თავზე წითელი ქსოვილის სქელი ზოლი წაეკრა,აშკარა იყო ამავე ფერის ღაჟღაჟა ტუჩსაცხისთვის საზეიმოდ შეეხამებინა.
- ჩემო ლამაზო, ნიჭიერო სტუდენტებო, _ ქალის საქებარი სიტყვები და კეკლუცი ხმის ტემბრი გულიდან წამოსულს ჰგავდა,რაც უთუოდ მიუთითებდა მის სათნო ხასიათსა და სიკეთეზე,_ ვალდებული ვარ მოგახსენოთ ბანაკის ერთადერთი და უმიშვნელოვანესი მიზანი. ჩემო კარგებო, ერთადერთი,რაც გევალებათ ისაა,რომ ბოლომდე დაისვენოთ ყოველდღიური ცხოვრებისაგან, დამეგობრდეთ, დახელოვნდეთ და გაიწაფოთ თქვენ-თქვენს საქმეში. ამიტომ, ვინაიდან ზოგად წესებს ყველა შესანიშნავად იცნობთ,რაც გასაუბრებისას დანამდვილებით დავადგინეთ, ახლა მხოლოდ იმას გეტყვით,რომ სულ სამი ვალდებულება გაქვთ. არ დაარღვიოთ აღნიშნული ზოგად წესები, დაესწროთ ხელმძღვანელთა გაკვეთილებს და თვის ბოლოს საზეიმო კონცერტზე წარგვიდგინოთ თქვენი ნამუშევარი,რაც სერთიფიკატების აღების საწინდარი იქნება. დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში, მოგვაკითხეთ სამმართველოს შენობაში. ახლა კი,ტკბილად და გემრიელად მიირთვით!

- წინა დღეს ცუდი შთაბეჭდილება დატოვა,ახლა კი როგორი მატრაკვეცა და საყვარელია,ჰა? _ ჩაიხითხითა გოგონამ და ჩვეულად წაჰკრა მუჯლუგუნი გვერდით მჯდომს. პეტრემ მაშინვე გამოარჩია ნაცნობი ხმა და მთლიანი ტანით შებრუნდა ზურგით მჯდარი გამხდარი სილუეტისაკენ.
- ხატია, შენც დაბრუნდი უკან?
- პეტრე, შე სიმპატიურო,_ მხიარულად შესძახა გამილაღდიშვილმა,_ დავბრუნდი, აბა რას ვიზამდი?
- სიმპატიურიო,რა ბედის ირონიაა. მე მახინჯი,ეს ლამაზი! _ დიალოგს შეერია წყენით გაჟღენთილი მესამე ხმაც. ღიმილიშემხმარმა შავბერეტიანმა მზერა მეორე გოგონაზე გადაიტანა და წყაროზე შემდგარი დოქივით, იმ წამსვე აღივსო კმაყოფილებით. ისედაც სურვილი კლავდა,რომ ეს აბეზარი არსება თავის ადგილზე მოესვა და შანსი აღარც გაუშვია. არ უყვარდა გოგოები,რომლებიც ემოციებს ვერ იკავებდნენ და წამდაუწუმ შეუფერებელ რეპლიკებს ისროდნენ ხოლმე,მითუმეტეს უცნობების მიმართულებით.
- შენ რა გქვია? _ შავბერეტიანის მომთხოვნმა და მკაცრმა ხმამ ხმელას თმები უფრო მეტად შეაყენა ყალყზე.
- ირინა,_ უდარდელად უპასუხა შავთმიანმა.
- ირინა! გავიგე, შენი სიქაჯით ჩემი მეგობარი ხმელა დაგიშინებია ამ დილით. ყავილები სულ შემთხვევით დავდე შენს კართან. ოცნების კოშკებს ნუ ააგებ! შენნაირი მახინჯი,ახტაჯანა გოგოსთვის ბოდიშის მოხდა თავშიც კი არ მომსვლია, _ მთელი სერიოზულობით დააკვესა ქარვისფერები და მოზღვავებული აგრესიით, წარბშეუხრელად მიაშტერდა ხმაგაკმენდილ შავთმიანს.
ირინა შეკრთა.
მჟავე გემომ გასწიწკნა გულ-მუცელში და ყელში გაეხლართა მძიმე ხინჯად.
ცათამბრჯენივით ჩამოიშალა მისი თავდაჯერებულობა.
მოუნდა საერთოდ გამქრალიყო იქიდან და გულიანად ებღავლა.
აბა ,როგორი,როცა ვიღაც უცხო ბიჭი გამუდმებით მახინჯად მოგიხსენიებს?
შავბერეტიანს აუტანელად ესიამოვნა გოგოს წამში შეცვლილი გამომეტყველება და უზარმაზარი სურვილი გაუჩნდა,რომ მწყობრიდან გამოეყვანა,კივილით გაექცია იმ ადგილიდან. თავადაც ვერ აეხანა რას ერჩოდა ამ შავგვრემანს ან რატომ უწოდებდა მახინჯს,მაგრამ მოსწონდა მისი მიზეზით უკვე მეორედ ამღვრეული სახის ყურება. ხელმეორედ აფოფვრასა და მკვახე გამოპასუხებას ელოდა, უფრო დიდი სეირი რომ მოეწო ამ წჯთის წინ მედიდურად მონზირალი ალქაჯისთვის,მაგრამ სანაცვლოდ, ენაჩავარდნილი ირინა მშვიდად ადგა და უხმოდ დატოვა ხის მორებებით აგებული სასადილო. ფეხდაფეხ აედევნა გამძვინვარებული ხატიაც.
- კარგი ბიჭო, რა გეტაკა? დაინახე,რომ ტირის!_გაუწყრა კრწანისა.
- თავად დაიწყო! _ წაეპასუხა პეტრე ახლად შეძენილ მეგობარს, თუმცა აშკარა იყო,რომ ძველებური რიხით ვეღარ იმართლა თავი.



№1  offline წევრი ჟიზელი

წინასწარ ბოდიშს ვიხდი ბეჭდური შეცდომებისთვის,როგორც ყოველთვის ბოლო წერტილი როგორცვე დავსვი ავტვირთე. რომ გადვახედო,ცხრაჯერ ჩავარედაქტირებ და მეცოდება :დ
იმედია მკითხულობს ვინმე ^^

 


№2  offline წევრი ჟიზელი

mirandaa31
დაქალის ქორწილში იმედია კარგი დრო ატარე და ახლა უფრო ხშირად დადებ ხოლნე ახალ თავებს )) რათქმაუნდა ვკითხულობ და გელოდებოდი. ოჰ პეტრე პეტრე მალე მოგარჯულებენ შენ ალბათ :დ ძალიან კარგად წერ! და ველოდები ახალ თავს ❤️

ნამდვილად :დ 3 დღეში დავათვალიერე მთელი დასავლეთი და მეოთხე დღე მეძინა მთლიანად,ისე გავწყდი და დავიღალე :დდ
მიხარია,რომ კითხულობ.ესე იგი, მთლად ნაგავზე გასასროლიც არაა ,რასაც ვწერ :დ

 


№3  offline წევრი ჟიზელი

mirandaa31
ჟიზელ, შენ იმაზე კარგად წერ ვიდრე გგონია, მოგვეცი მკითხველს შეფასების ნება, მართლა კარგი ხარ, ძალიან თან და არ გინდა თვითკრიტიკა ❤️ სხვა არ ვიცი, მაგრამ მე ვკითხულობ და იმედია დაამთავრებ ბოლომდე ამ ისტორიას. "ნაღდი" მკითხველი ვარ :დდ მეტი რა გითხრა :დ ❤️

ზოგადად თვითკრიტიკის გარეშე მე მეე არ ვარ ხოლმე და არ მიაქციო ყურადღება :დ
დიდი მადლობა,წარმოდგენაც არ გაქვს,როგორ მახარებ ^^

 


№4 სტუმარი მარტინენკო

ჟიზელ, ძალიან ძალიან ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. მე თუ მკითხავ,არავის ნაწერს არ გავს ეს ისტორია. როგორ მომწონს სახელი ირინა, ტვინი რომ მეჭყლიტა ვერ მოვიფიქრებდი ქალი პერსონაჟისთვის . სახელი პეტრეც სხვანაირად დამანახე. ფაფახა-კრწანისა-ხმელა დღეიდან ჩემი საყვარელი პერსონაჟია :)))) იდიოტი ტიპები მომწონს.
კომენტარები წავიკითხე და ანალოგიურად,მეც ვკითხულობ,რომ იცოდე.

 


№5  offline წევრი ჟიზელი

მარტინენკო
ჟიზელ, ძალიან ძალიან ძალიან მომწონს შენი წერის სტილი. მე თუ მკითხავ,არავის ნაწერს არ გავს ეს ისტორია. როგორ მომწონს სახელი ირინა, ტვინი რომ მეჭყლიტა ვერ მოვიფიქრებდი ქალი პერსონაჟისთვის . სახელი პეტრეც სხვანაირად დამანახე. ფაფახა-კრწანისა-ხმელა დღეიდან ჩემი საყვარელი პერსონაჟია :)))) იდიოტი ტიპები მომწონს.
კომენტარები წავიკითხე და ანალოგიურად,მეც ვკითხულობ,რომ იცოდე.

უზომოდ მიხარია. მართლა არ ველოდი ასეთ კომენტარებს. მადლობა, რომ კითხულობ. უფრო დიდი შემართებით გავაგრძელებ წერას

 


№6  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

მშვენიერია.
ისე, ისტორიაზე შენი ნახატი რომ დაგედო ფოტოდ სჯობდა.

ნიჭიერი ხარ <3

 


№7  offline წევრი ჟიზელი

ტერიკო74
მშვენიერია.
ისე, ისტორიაზე შენი ნახატი რომ დაგედო ფოტოდ სჯობდა.

ნიჭიერი ხარ <3

ტერიკო , მადლობა. ^^ თუ მოვიცლი დავხატავ ჩემს პერსონაჟებს. თუმცა პეტრე კონკრეტულმა ადამიანმა "შთამაგონა" ^^

 


№8  offline წევრი აბიგაილი

მომწონს. გააგრძელე.

 


№9  offline წევრი ჟიზელი

აბიგაილი
მომწონს. გააგრძელე.

აუცილებლაად ^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent