შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცისარტყელა ( ნაწილი 5)


7-06-2018, 00:48
ავტორი judi N
ნანახია 1 496

ძალა მოვიკრიბე და მისკენ გავიხედე,ანერვიულებული იყო და ჩემს დანახვაზე თვალები აუწყლიანდა...
-ვაკო რა ხდება?
-წამომყვები?
-სად?
-მინდა დედაჩემი გაგაცნო .
თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე.. აფორიაქებული იყო, ვგრძნობდი რაღაც შიგნიდან ძალიან სტკენდა და ვერ უძლებდა. მის დანახვაზე სული მტკიოდა.. გზა ძალიან გაგრძელდა , უკვე ბინდდებოდა და მეც მეტად ვფორიაქდებოდი
- ვაკო მალე მივალთ? პირველმა დავარღვიე სიჩუმე
- მალე მივალთ
ისევ ჩვენ შორის გაიჩხირა სიჩუმის უზარმაზარი კედელი.
სადღაც 20 წუთში მანქანა გააჩერა, ღვედი მოიხსნა, სიდენიას თავი მიადო და გადმომხედა.. ასე მიყურებდა რამდენიმე წამი.
- ახლა ფეხით უნდა განვაგრძოთ გზა.
მოსაღამოვდა და კარგად ვერ ვხედავდი სად ვიყავით .. მანქანიდან რომ გადავედი შევშინდი..
- სასაფლაოზე რა გვინდა?
- უკვე ორი წელია აქ დაიდო ბინდა დედაჩემმა.
ხმა ვერ ამოვიღე ისე გავყევი.. მისი ხელი ვიგრძენი ჩემს ხელზე.. თითები ჩემს თითებს შორის. ისეთი ძლიერი იყო და ისე მეიმედებოდა, რომ ქვეყნის დასალიერში გავყვებოდი. ცოტახანს ვიარეთ .. რა არის მაინც ჩვენი ცხოვრება? ერთ დღეს ვსუნთქავთ,ვლაპარაკობთ, ვიცინით ან ვტირით, მაგრამ უცებ დრო ინებებს და შეწყდები, დაუსრულებელ ისტორიად იქცევი. თავიდან იტირებენ, შენს საფლავზე ივლიან , შემდეგ თაობებს შენი სახელლი მიავიწყდება და ხავსი მოედება მიტოვებულ საფლავს.. ქვა დაიბზარება და სხეულთან ერთად შენზე მოგონებაც გაქრება.. იმედად უბრალო გამვლელი გრჩება, რომელიც სულ სხვა საფლავზე მიდის , მაგრამ ინტერესის გამო შენს ქვასაც მიაპყრობს არაფრისმთქმელ მზერას, შენს სახელს ამოიკითხავს , წლებსაც და გაივლის ისე თითქოს არც არასდროს ყოფილა იქ..
- მოვედით.
ფიქრები მიმომიფანტა ვაკომ.
- ეს დედაჩემია , მარიამი.
ლამაზი ქალი იყო.. ზემოთხსენებული გამვლელივით გამექცა თვალი სააახელისკენ - მარიამ მაისურაძე, შემდეგ წლებისკენ 1975-2016 .
- გამარჯობა .
ჩემდაუნებურად მივესალმე ქვას , მიწის მიღმა დარჩენილ მოგონებას.
- იცი დედას პირველად ვაცნობ გოგონას..
ცრემლები აწვებოდა თვალებს , მაგრამ ცდილობდა თავი შეეკავებინა და ჩემთვის არ ეჩვენებინა..
- სიკვდილისთვის ზედმეტად ახალგაზრდა იყო.
განა სიკვდილს ასაკი აქვს?!
- სიმსივნე ჰქონდა. ვინმეს ზედმეტად რომ რამე ეთქვა მისთვის მოვკლავდი. რამე რომ ეკადრებინათ მოვკლავდი. ცუდად რომ შეეხედათ მოვკლავდი, მაგრამ ამას ვერაფერი მოვუხერხე. დაავადებისგან ვერ დავიცავი , ვერ ვაჯობე. თვალებიდან დიდიხანს მომწყვდეულმა ცრემლმა გამოაღწია, ჰაერს დახამებულმა იპოვა ადგილი მის ბაგეებზე.
არვიცოდი რა მეთქვა, რით მენუგეშებინა, განა ამდროს შესაძლებელი იყო რამით დამეწყნარებინა?! მხოლოდ ჩახუტება მოვახერხე.. ისე მიკრავდა გულში, თითქოს ეშინოდა არ გავმქრალიყავი..
საფლავის ქვიდან მშვენიერი ქალი გვიყურებდა, მხოლოდ გვიყურებდა.
ცოტახნით დავრჩით , ვაკო დამშვიდდა..
- იცი მე ბაბუა მყავს დაღუპული.. ალბათ მშობლის დაკარგვა ბევრად მწარეა, მაგრამ მე მისი გაზრდილი ვიყავი.. ჩემთვის მამაც იყო და დედაც. მისი რიდიც მქონდა და თან ვიცოდი, რომ ვერასდროს მიბრაზდენოდა. ყველასთან მკაცრი იყო, მისი ეშინოდათ , მაგრამ ვერასდროს ვხედავდი ამ მხარეს.. ისიც სიმსივნით დაიღუპა. ვერც მე ვაჯობე, მაგრამ ჩვენ რა შეგვეძლო, როოცა ექიმებმაც ვერაფერი მოახერხეს. სიკვდილი ასეთია, მოვა და არაფერს შეგეკითხება ისე მოკალათდება შენს ცხოვრებაში. შენში ჩასახლდება სანამ მთლიანად არ გშთანთქავს.
- საოცარი გოგო ხარ ნინია.. ღრმა და ბევრის მომცველი.. საუკუნოდ შემიძლია შენს შავ , ბრიალა თვალებში ჩაკარგვა. მოჯაჭვული ვარ შენზე. მეშინია გესმის?! ძალიან მეშინია ყველაფრის რაც შენ გიკავშირდება. მეშინია იმ გრძნობის, რომელიც ჩემში დაიარება და შიგნიდან ფეთქავს. მეშინია იმ სიყვარულის , რომელსაც ვერ ვაჯობე , ვერ მოვერია.. ამანაც დამამარცხა. უკვე მეორედ დავმარცხდი და მეშინია, რომ მესამედ შენთან დავმარცხდები.
- მეც მეშინია ვაკო, იმ დღიდან მეშინია, როცა ჩემს ცხოვრებაში შემოიჭერი. როცა შენში ჩავიკარგე და ვეღარადრით გამოვაღწიე. ეს სიყვარული ჩემშიც სისხლთან ერთად დაიარება.
ხელი მომკიდა და მანქანისკენ წავედით. უკვე დაღამებულიყო, გზა ცარიელი და ბნელი, მაგრამ ჩვენი ფიქრები იყო საშინლად ჭრელი და არეული. აღარცერთ ამოგვიღია ხმა , მხოლოდ რამდენჯერმე შევხედეთ ერთმანეთს.. ჩემი კორპუსი ვიცანი. გადმოვედი, ვაკოც გადმომყვა . თვალებში მიყურებდა , შემდეგ შუბლზე ვიგრძენი მისი ტუჩები. ჟრუანტელმა დამიარა ტანში და სულელი ბავშვივით ცრემლები გადმომცვივდა, თითქოს მიისი ხელი გამოვიწვიე ჩემი ბაგებისკენ, ნაზად მომისვა მისი ძლიერე თითები და ცრემლები გააძევა.
- უნდა ავიდე.
- ნახვამდის ნინია.
- სასიამოვნო იყო მარიამის გაცნობა.. გავუღიმე და სადარბაზოში ავირბინე.. იქ იდგა სანამ შუქი არ ჩაქრა და ჩემს ოთახში არ აინთო. შემდეგ მანქანაში ჩაჯდა და სიბნელეში გაუჩინარდა.
საწოლზე დავვარდი ემოციებით სავსე. ათასი ფიქრით თავში და სისხლთან ერთად მოძრავი გრძნობით , რომელიც მთლიანად მიპყრობდა .
მობილურმა დარეკა
- ვაკო ?
- ნინია, ხვალ მე მოგაკითხავ და უნივერსიტეტში წაგიყვან.
- კარგი.
- ძილინებისა
- ძილინებისა..
ცოტახანს ვფიქრობდი ყველაფერზე.. გული გამალებით მიცემდა დღის გახსენებისას .. შემდეგ ძალა გამომელია და ჩამეძინა მეორე დღის იმედით, რომელიც აუცილებლად უნდა დამდგარიყო... სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვების ნიშნად..

---------------------------------
ბოდიშით რომ ცოტა დამაგვიანდა, ძალიან გთხოვთ გამიზიარეთ თქვენი აზრი, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩემთვის <3



№1 სტუმარი სტუმარი ქეთი

როგორ მომწონს იცი ეს ისტორია? ამ თავში სხვა მხრიდან დაგვანახე ვაკო და შემეცოდა თან მომეწონა. ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ ძალიან მინდა ამ ორს გამოუვიდეთ

 


№2  offline წევრი judi N

სტუმარი ქეთი
როგორ მომწონს იცი ეს ისტორია? ამ თავში სხვა მხრიდან დაგვანახე ვაკო და შემეცოდა თან მომეწონა. ძნელია საყვარელი ადამიანის დაკარგვა, მაგრამ ძალიან მინდა ამ ორს გამოუვიდეთ

Dzalian mixaria, rom mogwons da kitxulob ????????????????

ჰაიკო
კარგია, ასე განაგრძე.

Gmadlob <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent