მომავალი ბედნიერება {სრულად}
*1* მე ვარ ანამარია ლუტიძე. 20 წლის, საშვალო სიმაღლის, თაფლისფერი თვალებითა და შავი თმით. მყავს და ლიზი ლუტიძე, 23 წლის, რომელიც ჩემი ტყუპი დასავითაა, რადგან ძალიან ვგავარ, მასაც ჩემსავით თაფლისფერი თვალები აქვს, საშვალო სიმაღლის და ოდნავ გამხდარი გოგოა. მყავს დედა "ნათია", რომელიც ძალიან მოსიყვარულე და თბილია, ალბათ სიტყვები არ მეყოფა რომ ვთქვა, თუ ის რამოდენა ადგილს იკავებს ჩემს გულში. ასევე მამა "დათა", რომელიც ძალიან საუკეთესო და მისაბაძი პიროვნებაა ჩემთვის. აი ეს არის სულ მოკლე ინფორმაცია, თუ რაც უნდა იცოდეთ ჩემს შესახებ. *19-დეკემბერი* დღეს ჩემი საყვარელი მამიკოს დათას დაბადების დღეა. გავახილე თვალები თუ არა იმწამს გამახსენდა, საათს დავხედე და ჩაცმას შევუდექი. ვფიქრობდი რა სიუპრიზი გამეკეთებინა, რა მეჩუქებინა, რაიმე ისეთი გრანდიოზული არა, უბრალო ისეთი რაც ჩემგან სამახსოვროდ ექნება. როდესაც დავამთავრე მოწესრიგება, კარებზე ლიზი აკაკუნებდა, უეცრად კარები შემოგლიჯა და ყვირილი დაიწყო, -დღეს დათას დაბადების დღეა, მოიფიქრე რავაჩუქოთ?, რაიმე კარგი, ორიგინალური.... ისეთი რაც გაეხარდება... ამის მოსმენაზე კი თვალები გადავატრიალე და ლიზის მივუბრუნდი: -ლიზი აჯობებს ცოტა შესვენება გააკეთო და ფილტვებს ჰაერი მიაწოდო. ლიზი მართალია ჩემზე უფროსი იყო, მაგრამ ამევე დროულად ჩემზე მხიარულიც. - კარგი რა, დროზე გაემზადე და საყიდლებზე წავიდეთ, საჩუქარი ვუყიდოთ დათას. -კარგი.."კუნა" , 5 წუთიც და წავიდეთ. ამ სიტყვის თქმაზე კი ლიზი გამწარდა, ვერ იტანდა რომ კუნას ვეძახდი, რანდგან ბავშვობაში ჩემზე დაბალი იყო, სულ ვეტოლებოდი სიმაღლეში, საერთოდ არ ეტყობოდა ჩემზე უფროსი თუ იყო. ამიტომ კუნას ვეძახდი, ამ სახელის გაგონებაზე კი ლიზიმ, საწოლიდან ბალიშები აიღო და მესროდა. მე კი ბოლოხმაზე ვკიოდი, მაგრამ ტყუილად. როდესაც სიცილსა და ერთმანეთის წვალებას მოვრჩით, დედასთან მივედით. ნათია სამზარეულოში ფუსფუსებდა,მე და ლიზი ჩუმად მივეპარეთ და ორივემ ლოყაზე ვაკოცეთ. -ნათი, ჩვენ საყიდლებზე მივდივართ. -ჰოო. მამას საჩუქარი უნდა ვუყიდოთ, ჩამეჭრა სიტყვაში ლიზი. - კარგით, დათა სამსახურშია, საღამოს რომ მოვა, ყველა ერთად დავხვდეთ და სიუპრიზი გავუკეთოდ. თქვა ნათიამ და ფუსფუსი განაგრძო სამზარეულოში...სულ დამავიწყდა, დათა პოლიციაში მუშაობს, თავისი საქმის პროფესიონალია, ყველა საქმეს დიდი სიყვარულითა და გულისყურით ეკიდება... მე და ლიზიმ კარები გავიხურეთ და საყიდლებზე წავედით. ჩემს დას თავისი მანქანა ყავს, ამიტომ ფეხით წასვლა არ მოგვიწია. როდესაც მივედით სავაჭრო ცენტრში, ბევრი ისეთი ნივთები ვნახეთ, რომელიც მამას ძალიან მოეწონებოდა. საბოლოოდ კი არჩევანი ალბომზე გავაკეთეთ და არა მარტო ალბომზე, არამედ სურათზე, რომელზედაც მთელი ოჯახი ვართ გამოსახული. დავაბეჭდინე და ლამაზ ჩარჩოში ჩავასმევინეთ. სახლში როდესაც მივედით ყველაფერი მზად დავხვდა. ნათია დაღლილი იყო. -ჩვენ მოგეხმარებით, უეცრად წამოიყვირა ლიზიმ და მაგიდაზე თეფშების დაწყობას შეუდგა. ამ საქმეში მეც ჩავერთე და თან დედას ვუყვებოდით, ჩვენ არჩეულ საჩუქარზე. -უკვე მოვრჩით ყველაფერს!. ვამბობ და სავარძელში ვესვენები. -მალე დათაც მოვა, ამბობს ნათია და უეცრად კარების ხმა ისმის, დათა მოვიდაა.. მე და ლზი უეცრად ჩავეხუტეთ დათას. - მაა, გილოცავთ, მრავალს დაესწარი, ჩვენთან ერთად, ვთქვით ორივემ ერთდროულადლად და ორივემ ჩავეხუტეთ. -მეც გილოცავ, ჩემო სიხარულო, ამბობს ნათია და დათას ეხუტება, მე კი უეცრად ლიზი მიძახის: -ანამარია... ანამარი..ანა..მარი..!!გოგო დაყრუვდი??!, ლიზი უკვე ნაკვერჩხლებს ყრიდა თვალებიდან, მე კი დედას და მამას ყურებაშ გართული, ჩემთვის მომღიმარი სახით ვიდექი და მათ ვუყირებდი, სანამ ლიზის ყვირილი არ ჩამესმა. -ანამარია. წამოდი საჩუქარი მივცეთ დათას. მეც უეცრად მოვწყდი ადგილს და ოთახიდან ალბომი და სურათი მოვიტანე. -მამა, ეს ჩვენგან..! ვეუბნები დათას და თან ვუწვდი ალბომს, რომელშიდაც ჩვენი ოჯახის სურათებია ჩაკრული. ბოლოს კი დიდ სურათს იღებს, რომელზედაც ჩვენ ვართ. მამამ უეცრად მეც და ლიზიც მიგვუხუტა და გულში მაგრად ჩაგვიკრა. -ჩემო ლამაზებო, ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი საჩუქარია, რადფან მასზე ჩემი სიმდიდრე და სიამაყე, ოჯახია გამოსახული. ნათიას კი თვალებზე ცრემლი ადგება, მოულოდნელად იწმენდს და გვეუბნება: -ცოტაც და სუფრას მივუსხდეთ. მამამ თავზე გვაკოცა და სავარძელზე დაჯდა. ცოტახანში ნათიამაც დაამთავრა საქმე და ერთად მივუსხედით სუფრას. ძალიან მიხაროდა, როდესაც ყველანი ერთად, ესე მშვიდათ როდესაც ვიყავით, ჩვენთვის მყუდროდ, ბედნიერები, ესეთი შეკრება კი მხოლოდ მნიშვნელოვან დღესბში თუ გვექნებოდა, რადგან დათას სამსახურის გამო ხშირად ვერ ახერხებდა მოსვლას და ჩვენს მინახულებას. თავისი პროფესიონალობის გამო, ძალიან ბევრ საქმეზე გზავნიან. დრო ესე გავიდა, რაღაცეებს ვყვებოდით, თან ვიცინოდით. მაგრამ უეცრად შუქი ჩაქრა, აქეთ -იქით დავიწყე ყურება, დათა მაგიდიდან ადგა და ცდილობდა გაერკვია რა მოხდა. როდესაც უცებ კარის შემომტვრევის ხმა გავიგონეთ, რასაც იარაღის ხმა მოჰყვა. დედამ კი უეცრად შიშისაგან შეჰკივლა და ჩვენ გადაგვეფარა, ხოლო ჩვენ კი შეშინებულები, ვიდექით გვეშინოდა ხმის ამოღების, დედას ვეხუტებოდით. მამამ წინ წაიწია, ეცადა მათთან შებრძოლებას, მაგრამ ამაოდ. ძალიან ბევრნი იყვნენ სიბნელეში ვერც ვარჩევდით რამდენი იყო. უეცრად ერთ-ერთმა ნიღბიანმა დათა შეაჩერა და იარაღი დაუმიზნა. ნენელ-ნელა კიდევ ემატებოდა ხალხი, როგორც კარგად მივკარი თვალი დავინახე რომ, ოთხი ოთახებში იყვნენ შესული. რაღაცას ეძებდნენ ისე რომ მთელი სახლი გადაატრიალეს, ხოლო ხოლო დარჩენი ხუთი კი ჩვენ წინ იდგნენ და იარაღს გვიმიზნებდნე. მამა კი ყვირო და და თან ჩვენ გვეფარებოდა.. - ვინ ხართ?! რაგინდათ?! -ჰა! დათა რაიყო, ხომარ შეგეშინდა? ან რამეში ხელი ხომარ შეგიშალეთ?!. -გეყოს!. რაგინდა თქვი! ოღონდ ოჯახის წევრებს არაფერი დაუშაო და ყველაფერს მოგცემ. -მაგაზე მანამ გეფიქრ, სანამ "მეტრეველის" საქმეს მოკიდებდი ხელს და მის დასჯას დააპირებდი!ახლა კი შენს თავს დააბრალე დათიკო. დაა უეცრად იარაღის ცმა გაისმა, რასაც მეორე მოჰყვა და დედა და მამა ძირს მოწყვეტით დაეცნენ. იმწამს გულიდან ორივეს სისხლი წასკდათ და შეწყვიტეს სუნთქვა. მე და ლიზი მივარდით და ორივეს ვეხუტებოდით, ვტიროდით. ნიღბიანი კაცები გაიქცნენ. მეზობლებმა გაიგეს მოვიდნენ.. გვაწყნარებდნენ მაგრამ ამაოდ.. სასწრაფო გამოიძახეს რასაც პოლიციაც მოჰყვა. დაკითხვა..! ალბათ გაგიკვირდება, ესე იოლად როგორ საუბრობსო მაგრამ, ვინიცოდა ჩემსა და ლიზის გულში ამ ორ პიროვნებას რამხელა ადგილი ეჭირათ. ვერ წარმოვიდგენდი ამ ორი პიროვნების გარეშე ცხოვრებას, მათი სახეების გარეშე ცხოვრების გატარებას...ერთი ბედნიერი ოჯახი, ერთ წამში განადგურდა... *2* მხოლოდ მე და ლიზი დავრჩით ერთად. ერთმანეთის იმედათ. ამჟამინდელ მდგომარეობას ვეგუებოდით. მასშემდეგ ერთი წელი გავიდა. ჩვენთვის ძალიან რთული იყო, ამ ამბის გადატანა, მაგრამ გვერდში მიდგა პიროვნება, რომელიც სულ მამხიარულებდა, ცდილობდა კარგ ხასიათზე მოვეყვანე, ჩემთან რჩებოდა, ჩემზე ზრუნავდა, ეს იყო ნენე..გოგონა ზღვისფერი თვალებით, ცოტა პუტკუნაც კი, საშვალო სიმაღლის და ძალიან საყვარელი. ამ დროის მანძილზე ნენე მეხმარებოდა, რომ ის ტკივილი დამევიწყებინა და წარსულს მისცემოდა, რაც ერთი წლის უკან მოხდა. -ლიზი ადექი!! უკვე 12 საათია სამსახურში გაგვიანდება. ვუძახი ლიზის და ბალიშს ვესვრი. ლიზი სულ რაღაც 6 თვეა მუშაობს, კლინიკაში ექთნად, ნუ რათქმაუნდა მას თავისი პროფესია ძალიან უყვარს. მე კი დავდივარ უნივერსიტეტში, ხოლო თავისუფალ დღეეებში კი ნენესთან ერთად ვატარებ დროს. -ანამარიაა, მე მივდივარ, თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე. -კარგი ლიზ, ისე ცოდნისთვის დღეს ნენე მოდის ჩვენთან. -აჰამ, კარგი წავედი. -კარგად. ვუთხარი და კარები გაიხურა. ცოტახანში ჩემთვის ყავა გავიკეთე, სავარძელზე წამოვწექი და ფილმის ყურებას შევუდექი. იქვე ტელეფონს ვსწვდი და ნენეს მივწერე. -ნენე! რაშვები? არ მოდიხარ? -კი, ანამარიკო, გზაში ვარ და 2 წამში მანდ ვარ. და აი უეცრად ზარმაც დარეკა და ნენე შემოდის. სიხარულით ბოლოხმაზე ვყვირი და ნენეს ვეხუტები. -ვაიმე, იცი როგორ მომენატრე?, ვეუბნები და თან ვიცინი. -გოგო რა მოგენატრეგუშინ არ მნახე? -ჰო კარგი! გეხუმრე. -ანამარია, ხვალ რაიმე გეგმები ხომ არ გაქვს?. -არა და რახდება? -დაგავიწყდა? მეკითხება გაკვირვებული. -რა დამავიწყდა ნენე?, ისეთი სახით ვუყურებ ვითომდა არაფერი მახსოვს. -ჰმჰ! ხვალ ჩემი დაბადების დღეა, მეუბნება გულდაწყვეტილი. -ოჰ, რაიყო ნენე მართლა კიარ დამვიწყებია ვიხუმრე, ვუთხარი და მაგრად ჩავეხუტე, ისე რომ კინაღამ გავსრისე. -აუ კარგია, და უნდა აღნიშნო?. -კი,აბა! კლასელები მომენატრნენ, ესე მაინც თუ ვნახავ. -აჰამ, ანუ წინ დიდი წვეულება გველოდება, და რის ჩაცმას აპირებ?, ვკითხრ ინტერესით. -რავი, გუშინ ვიყიდე კაბა და წამოვიღე. -ჰო, დღეს ხო დარჩები ჩემთან?, ვთხოვე ნენეს. -კი, დარჩენას რომ ვაპირებდი მაგიტომ წამოვიღე კაბა, ვერ მიხვდი?. -ჰო კაი, ნუ მიყვირიხარ. ვეუბნები და თან ვუცინი. -ლიზიც ჰო წამოვა წვეულებაზე? -ჰო რავი! რატომაც არა. -და ნენე რაღაც უნდა გკითხო. -რა? მიდი მკითხე. -რა და შენი ამხანაგი.... -ჰო, გისმენ თქვი ანამარია! -ალექსანდრე მეტრეველიც იქნება? მოვა?, ვეკითხები და ვიბუზები როგორც დასჯილი ბავშვი. რადგან ალექსანდრე მეტრეველი ნენეს ამხანაგი იყო. 21წლისაა, მაღალი, გრძელი სწორი თმით და მწვანე თვალებით. ალექსანდრე მომწონდა, მაგრამ ეს მხოლოდ ნენემ იცოდა, უეცრად მიბრუნდება ნენე და მეუბნება. -კი მოვა! მაგრამ ანამარია, შენ ხო გაგაფრთხილე რომ მაგ ბიჭზე ნუ იფიქრებთქო, ძაან გასული ტიპია, თანაც მის მამაზე ამბობენ, რომ მაფიოზთა დაჯგუფების წევრია. -აუ არადა ჰო იცი რომ ძალიან მომწონს?! -კი, მაგრამ ეგეთიც არგინდა, ჩემი მეგობარი რომ ხარ მაგიტომ გირჩევ, ხოიცი?. -ჰო კაი, თვითონაც არ იკლავს თან მოწონებაზე, რას ფიქრობს ჩემზე ეგეც არვიცი. -ხო! კარგი რაც არის ის არის.. მეუბნება ნენე და ლოყაზე მჩქმიტავს. ამ დროს კარები ლიზიმ შემოაღო. -ვაა, ნენეც აქ ყოფილა, როგორ ხარ?. -რავი, ნორმალურად, შენ რასშვევი?. -მე ვმუშაობ და როცა თავისუფალი დრო მრჩება ვცდილობა რომ დავისვენო. ამბობს ლიზი და სავარძელში ესვენება. -ლიზ, გინდა ყავას გაგიკეთებ? ვეკითხები და თან ვუღიმი. -არა! არა! არმინდა, მეთვითონ გავიკეთებ. მეუბნება შეშინებული. -კარგი რა, ერთხელ შემეშალა და დიდი ამბავი ახლა, სმაგიეროდ მეორეზე უკეთესი იქნება. ენას ვუგდებ ლიზის და თან ვკისკისებ. ნენე კი გაოცებული გვაკვირდება, მერე პირს ხურავს და ამბობს. -ანამარია! საწამლავი ჩაუყარე? ამ სიტყვები გაგონებაზე კი სულმოუთქმენლად ვიცინივარ, ლიზი კი კისკისით ეუბნება. -ნენე! წინა გაკეთებაზე რომ გააკეთა ყავა, შაქრის მაგივრად მარილი ჩაყარა. აი რა ტვინის უნდა იყო, რომ შაქარი და მარილი ერთმანეთისგან ვერ გაარჩიო რა. ლიზი ბუზღუნებს და თან თავის ოთახში მიდის. ნენე კი გაკვირვებული სახით მეკითხება. -ანამარია, შეგეშალა თუ ზაკაზად გაუკეთე?. -არა რა შემეშალა, არ დავკვირვებივარ რას ვყრიდი. ვეუბნები მოჭყანული სახით და მის გვერდით ვჯდები. -ჰმ. ნენე რაღაც უნდა მეკითხა. -რა აბა. -შენსა და მიშოს შორის რამე ურთიერთობა ხომარაა?. ნელ-ნელა ვეუბნები და ვცდილობ სიტყვები შევაპარო. -ანამარია! მეორეჯერ მიშო აღარ ახსენო, ეგ ადრე გვიყვარდა ერთმანეთი, გვიყვარდა რა ისი არვიცი მას ვუყვარდი თუ არა, ვერასდროს მიგებდა, ჩემი არ ესმოდა თუ არ უნდოდა რომ გაეგო, არვიცი რა. ეს არ მაკმარა და ისიც დაამატა საძმაკაცოსთან, რომ ნენე არასდროს არ მყვარებია და სულ ფეხებზე მეკიდაო. ბოლოს ჩამწყდარი ხმით ამბობს ნენე და ლოყაზე ცრემლი უგორდება. -კარგი ნენე. ბოდიში არამინდოდა. ვეუბნები და ვეხუტები. -არაუშავს, მისგამო რაც ვიტირე ეგეც მეყოს, ვფიცავ აწი მიშოს გამო ერთ წვეთ ცრემლსაც არ დავღვრი. -ჰმ. კარგი კარგი ხვალ შენი დაბადების დღეა და გამხიარულდი. ამ დროს კი ლიზი ჩამოდის და ნენე ეკითხება.. -ლიზ, ხვალ ჩემი დაბადების დღეა და წვეულებას ვაწყობ, ხომ წამოხვალ? -აბა რა მაგას დავაკლდები, მაგრამ რა ჩავიცვა მირჩიეთ, ამარჩევინეთ კაბა. -ოჰოჰ. მოიცათ ჯერ მშია, უნდა ვჭამო ჯერ.. და თქვენ არ გშიათ? -არა. მეუბნება ორივე ერთდროულად და სამზარეულოში გავდივარ. ტოსტი გავიმზადე და როდესაც ჭამას მოვრჩი, გოგონებთან გავედი. უკვე 12 საათი იყო. -ნენე შენ ჩემთან იძინებ იცოდე! -ჰო კარგი. -კარგი, მე წავედი დავიძინე, ხვალ სამსახურში მივდივარ. ამბობს ლიზი და ოთახში შედის. მეც და ნენეც ვდგებით და ოთახში შევდივართ. ბალიშზე დავდე თუარა თავი, დავიწყე ფიქრი ნათიაზე, დათაზე, რაიქნებოდა რომ ახლა ისინი ცოცხლები ყოფილიყვნენ, რომ არ მოეკლათ, ან თუნდაც რატომ, რისთვის მიკლეს, ნუთუ ჯერ კიდევ ვერ გამოიძიეს და ვერ გაიგეს მკვლელის ვინაობა. ვფიქრობ ჩემთვის, თვალები მიცრემლიანდება და თან თავს ვიმშვიდებ რომ როგორმე ნაირად დავიძინო. დილას მზის სხივებმა თვალი მომჭრა, უეცრად ავდექი, ოთახიდან გავედი და ბუშტებით ხელში და პირში საწრიპინოთი დავბრუნდი, მძინარე ნენეს კი თავზე დავახტი. -გილოცავ.. სიხარულო...ვეუბნები და მაგრად ვეხუტები. -ვაა ვაა! მადლობა, ეს როდისღა მოასწარი?. მეკითხება გაკვირვებული. -შენ ნუ ჯავრობ მაგას, აბა რა გეგონა, ესე წყნარად შევხვდებოდი, შენს დაბადების დღეს? -ჰო კარგი, კარგი, ჯობს ახლავე დავიწყოთ მომზადება, თორე მერე ჩვენი თავის ამბავი რო ვიცი, შუა წვეულებაზე მოგვიწევს მისვლა. ამბობს და 32-ვე კბილს ყრის ისე იცინის. -ჰმ, ჯერ ჯერ მოვემზადოთ და მერე წავიდეთ სალონში. -ჰო კარგი. როდესაც დავამთავრეთ მომზადება ოთახიდან გავედით, ლიზი უკვე სამსახურში იყო წასული, მაგრამ წერილი დაუტოვებია ნენესთვის. -ცოტა ადრე მომიწია წასვლა, გეძინა და არ გაგაღვიძე... ასერომ გილოცავ დაბადების დღეს, მრავალს დაესწარი ჩემო ლამაზო. წერს და ბოლოს წერილზე თავის ლურსმნულ ხელმოწერას ტოვებს, ლურსმნული ეს იმიტომ რომ საშინელი კალიგრაფია აქვს. ნენეს ეცინება წერილზე...საჭმელს ვჭამთ და მალევე მივდივართ სალონში. წინასწარ ავიღეთ თადარიგი და ჩავეწერეთ. ორივე დავსხედით სკამზე და თმების გაკეთებას შუვუდექით. ნენემ თმები მაღლა ააწევინა და წინ ორი კულულა ჩამოაყრევინა. ხოლო მე კი თმები, რომელიც ბეჭებს ქვემოთ მსწვდებოდა მთლიანად დავისწორე. მალევე მაკიაჟის გაკეთებასაც შევუდექით, უკვე 3 საათი სრულდებოდა. მაკიაჟი ორივემ სადა გავიკეთეთ, რადგან გადაზედმეტებული არაფერი არ მიგვწონდა. მალე მოვრჩით ყველაფერს და სალონიდან წამოვედით. სახლში როდესაც მივედი კაბა და მაღალ ქუსლიანი ფეხსაცმელი გადმოვაწყვე. ნენემაც მოამზადა თავისი სამოსი. მალევე ლიზიც მოვიდა. უკვე 6 საათი იწყებოდა. ნენე დადის აქეთ-იქით და თან ამბობს. -ექვსზე იქ უნდა ვიყოთ, დროზე დროზე გავემზადოთ. სიცილსიცილით ამბობს და ერთი ოთახიდან მეორეში დარბის. მე ჩაცმას შევუდექი. კაბა ფრთხილად ჩავიცვი რათა თმები არ ამპუწვოდა. ფეხსაცმელიც ჩავიცვი და სარკეში დავიწყე ყურება, თაფლისფერი თვალები, შავი თმები, შავი კაბა რომელიც წინ სამკუთხედათ ჩაჭრილი გულით იყო. იგივე უკან, მაგრამ თმები ფარავდა. კაბა გრძელი იყო, მაგრამ გვერძე ჩახსნილი, მასზე შავი მაღალქუსლიანები. ჩემს თავს ვაცქერდები, ესე სარკეში და თან სიცილით ვამბობ: -არა არა, მემგონი ძაან სიმახინჯერც არავარ, ვიცინი და ვიჭყანები. -რა ცუდი გოგოო! შესანიშნავად ხარ! ძალიან ლამაზად, მაგ კაბას ძაან უხდები, მეუბნება უეცრად ნენე, რომელიც ისე ჩუმად შემოიპარა ოთახში, ვერც კი შევამჩნიე. -ჰმჰ! ჩემი იუვილარიც უმშვენიერესია. ვეუბნები და თბილად ვუღიმი. ნენეს ვარდისფერი კაბა ეცვა, ზედა და ქვედა სამოსი კი ერთმანეთისგან დანცალკავებული იყო. კაბა კი მუხლამდე ჰქონდა, რასაც უფრო სილამაზეს ჰმატებდა ვარდისფერი მაღალქუსლიანები. ერთ მთლიანობაში კი ბარბივით იყო. -კაი, გავედით. -ჰო, ჯერ ლიზიმ რა ჩაიცვა მაინტერესებს. -აუ ხო მეც. ვეუბნები და ოთახიდა გავდივართ. მე და ნენე ერთმანეთს ხელს ვკიდებთ, რომ არ წავიქცეთ, ეს იმიტომ რომ ჩვენს წინ ლიზი იდგა, ისე მშვენივრად გამოიყურებოდა, კულულა თმებით, მოკლე ვერცხლისფერი კაბით, ეს დეტალები ერთად კი სრულს სილამაზეს წარმოქმნიდა. ნენემ კი ყვირილი დაიწყო. -ანამარია და ლიზი! მე დღეს იუბილარი რომ ვარ არც კი დამეტობა, ისეთი ლამაზები ხართ. -კარგი რა, ჩემო ლამაზო, შენზე უკეთესად არავინ იქნება იქ, ხო იცი რომ ყველაზე ლამაზი გვყავხარ. ენას ვუგდებ და ვუცინი. -ოჰ, ანამარია რა, შენ რა ხარ ვინც არიცის რა! -ჰო ეგ ვინაა ვინიცის. ამატებს ლიზი და იჭყანება. -კარგით, კარგით გვაგვიანდება. ვამბობ და სახლიდან გავდივართ. ლიზის მანქანაში ვსხდებით. ლიზი საჭესთან, ნენე კი წინ დაჯდა, ხოლო მე კი უკან. რაღაც უხასიათოდ ვიყავი, ვიცოდი რომ იქ ალექსანდრეც იქნებოდა და საშინლად ვიძაბებოდი, გადმოცემის თანახმად, როგორც ნენემ მითხრა, ვიცოდი რომ მას ჩემი ამხანაგი მოსწონდა, სესილი.. ჩემზე მაღალი გოგოა, ზღვისფერი თბვალებით, ამიტომ არანაირი იმედის ნაპერწკალიც კი არ მრჩებოდა რომ ოდნავ რაიმეს მაინც გრძნობდა ჩემს მიმართ. და აი უკვე მივედით ამბობს ნენე და ლიზი. მანქანას აჩერებს და ორივენი გადმოდიან. გარეთ კი ნენეს ამხანაგები იყვნენ, როგორც კი ნენე დაინახეს ყველამ ჩაეხუტა, მიულოცეს. მე კი მანქანიდან არც კი გადმოვსულვარ, კარებს ვაღებ და თან ჩანთა გადმომაქ. კარები დავხურე და ჩანთაში დავიწყე ქექვა.. და უეცრად მახსენდება ტელეფონი. ვააა ტელეფონი სად წავიღეე. ოჰ ანამარია რა სულელი ხარ, სახლში დატოვეე. ვლანძღავ საკუთარ თავს და ბუტბუტით მივდივარ, თან ვუფიქრდები, და მახსენდება რომ ჩანთაში ჩავდე, მაგრამ სად წავიდა რატო ვერ ვპოულობ. უეცრად კი წინ ვიღაცას ვეჯახები, ჩანთა ხელიდან გამივადა. ძირს დავიხარე ასაღებად და რას ვხედავ, ჩემს წინ ალექსანდრე დგას. ის ისეთი სიმპატიური და ლამაზია, მე კი მას გაშტერებული ვაკვირდები და უეცრად უეცრად ფიქრებიდან გამოვდივარ და ბოდიშს ვუხდი. -ალექსანდრე, ბოდიში, არც კი დამინახიხარ. -აჰ, ანამარია, არაუშავს, ეხებდი რაიმეს? -ჰო, იცი რა..,იცი.. ტელეფონი. ის ახლოს მოდის ჩემთან, სულ რაღაც მანძილო რჩება ჩვენს შორის. მაგრამ არა ანამარია, არ შეცდე აჩვენე რომ არხარ ესეთი ემოციური. -ჰო, რა ტელეფონი? -ტელეფონი დავკარგე. -ნომერი მითხარი და დაგიტრკავ. მეუბნება გაღიმებული. მე კი ხელებით ვატრიალებ ჩანთას და -აი ვიპოვეე.. ვყვირი და თან ვიცინი. -ანამარია, ნომერი დამიტოვე რაიცი იქნებ კიდევ დაგერკარგოს ტელეფონი, მეუბნება და გვერძე ლოყას ტეხავს. მე კი მასზე ფიქრში არც შემიმჩნევია რა ვთქვი. -და ნომერი რომ არ მაქვს?! ვამბობ და უეცრად მივხვდი რა სისულელეც წამოვროშე და დავაპირე საკუთარი თავი მომეკლა, მაგრამ აჯობებდა ხუმრობის სტილში გადამეტანა. -აბა ტელეფონს რისთვის იყენებ? -თავდაცვია მიზნით, რომ ვინმე გამაბრაზებს, თავზე გადავალეწავ.. ვეუბნები და წინ ვუქნევ ტელეფონს, შემდეგ კი ჩემს მოქმედებაზე მეცინება, ამ ყველაფერზე კი ალექსანდრე მიყურებს და მაცდურად იღიმის. -ანამარია, რა თავმდაბალი ხარ! მეუბნება ახლოს იწევა და ლოყაზე სველ კოცნას მიტოვებს. აი ანამარია ესღა გაკლდა რაა, მაგრამ ჰო გინდოდა არაა , არა რა რასიფიქრებდა სულელიაო. მე კი მზერა ცოტახანში მასზე გადავიტანე, ის კი მიყურებდა და ეღიმებოდა, რადგან პომიდორიცით წითელი ვიყავი.. და აი უეცრად მეორე ლოყაზეც მაკოცა და წავიდაა.. აიმეე.. ეს ბიჭი შემშლის ვფქრობ და ლამისაა გული წამივიდეს.. -ანამარია სად დაიკარგე?! მეკითხება ნენე მე კი ვცდილობ გონს მოვიდე და ამქვეყნიურ არსებას დავემსგავსო. -არსად, უბრალოდ მეეე ტელეფონი ვერვნახე დაა. -აჰამ! და იპოვე? -კი კი. ვეუბნები და ვცდილობ გავიღიმო. -კარგი აბა, წამო შიგნით შევიდეთ. მეუბნება და მივდივართ. ყველა თავისთვის ერთობოდა, მე კი ლიზისთან მივედი. -ანამარია არ გინდა დალიე სასმელი. -კი, ახლა ისეთ ხასიათზე ვარ, რომ არ დავლიო ცუდად გავხდები. სახეს ვმანჭავ და ძლიერ ალკოჰოლს ვსვამ. ნახევარი საათი ჩვენთვის ვიყავით მე და ლიზი, შემდეგ ლიზიც მოვიდა და ჩვენთან ერთად განაგრძო დალევა. უეცრად სუფთა ჰაერზე მომინდა გასვლა. ჩვენი წვეულება, მეორე სართულზე იყო გამართული. კარები გავაღე და გარეთ გავედი. ყველაფერს ზემოდან გადავჰყურებდი, უეცრად ჰაერი ღრმად ჩავისუნთე და ადგილზე მივიყინე. ალექსანდრე რომელმაც რამდენიმე წუთის უკან მაკოცა... ეხლა კი სხვას დგას და კოცნის. უეცრად სიკვდილი ვინდომე. დიდი ტვირთი ვიგრძენი სულში და ტირილი დავიწყე.... ესეც ჩემი მომდევნო თავი..შეცდომებისთვის წინასწარ ბოდიში... *3* ალექსი....ეს პიროვნება ჩემში ორ გრძნობას აღვიძებდა, სითბოს და სიცივეს.... მისი ხმის გაგონებაც კი დენის დარტყმა იყო ჩემთვის.. მაგრამ ჩვენი საუბარი ბოლოს მაინც ცივად და უხეშად მთავრდებოდა.... არცმე არვიცი რას ვგრძნობ, მძულს, მიყვარს, მომწონს, ან თუნდაც უბრალო გატაცებაა.. ჩუმად ჩემთვის მივუყვები გზას სახლისკენ. თან ალექსანდრეზე ფიქრში გართულს ცოტაც და სახლსაც გავცდებოდი. "ოხ! ანამარია, შეეშვი ამ ვიღაც ალექსანდრეზე ფიქრს, ის ოდნავადაც კი არ გაქცევს ყურადღებას." ვუჩიჩინებ ჩემს თავს. კარებს ვაღებ და სახლში ლიზი მხვდება. ახლა ყველაზე მეტად მასთან ჩახუტება მინდოდა და ყველაფრის მოყოლა. რაც დედა და მამა გარდაიცვალა, ლიზი ჩემთვის ყველაფერი გახდა. -ანამარია, რაშვები?. მეკითხება ლიზი და თბილად მიღიმის. -ისეთ არაფერს. ლიზის ცალყბად გავუღიმე და მასთან მივედი. ჩავეხუტე და ვაკოცე. მართალია ჩემთან ერთად იყო, მაგრამ მაინც მაკლად მასთან საუბარი. მე ხომ მხოლოდ ოჯახის წევრებიდან ლიზი დამრჩა. -ანამარია, ნენესთან იყავი? -ხო! იქ ალექსი იყო. -ვა ვა, მერე. -რა მერე ლიზ, შენც იცი რომ ჩვენ შორის არაფერი ხდება. -კარგი ჩემ გოგო, დაივიწყე ეგ ალექსი, ახალი ამბავი უნდა გითხრა.. -რაა?. -სამსახურში შვებულება ავიღე. -ააა,. დასვენება მოგინდა ხო?. -ანამარიაა, ძალიან გადატვირთული დღეები გვქონდა, მეც და შენც. და მემგონი აჯობებს დასასვენებლად წავიდეთ. -თუ რათქმაუნდა ნენეც წამოვა. -ნენე აუცილებლად. მეუბნება ლიზი და თბილად მიღიმის. დასვენება ახლა მართლაც რომ ძალიან მჭირდებოდა. მაგრამ მანამ კითხვაც კი არ გამიჩნდა სად უნდა წავსულიყავით. -ლიზ, სად ვაპირებთ წასვლაას? -ნელი, ბებოსთან.... რაჭაში... -ძალიან გამახარე, თან რამდენი ხანია ნელი ბებო არ გვინახია. ეს ამბავი მართლაც ძალიან გამეხარდა. ნელი ბებო, დათას დედაა. ბოლოს ნათიას და დათას გასვენებაში ვნახე. თუმცა მათ ამბავს ყოველთვის ვკითხულობდი და ვურეკავდი. -და წასვლას როდის ვაპირებთ? -ხვალ. -ხვააალ? ასე მალეე? მომზადებაც ხო გვინდა არა? ვეკითხევი გაკვირვეული სახით ლიზის. -ჰოდა შენც რას აკრთებ, ადექი და შეუდექი მომზადებას.. -მანამ ნენეს დავურეკავ, გავიგებ თუ წამოვა. -ჩემს ოთახში გავალ, მეც მოვემზადები. როგორც კი ლიზი თავის ოთახში შევიდა, იმ წამსვე ტელეფონს დავწვდი და ნენეს დავურეკე. -ნენე, რაშვები? -რავი ვჭამ, შენ? -კარგი ამბავი მაქვს, დასასვენებლად მივდივართ. -ვა კარგია. -შენ ხო წამოხვალ? -აააა, მეეც?? -ხო! ნენე შენც. ვყვირი ბილოხმაზე რადგან ნენეს ყვირილი დამეფარა. -აუ კი კი წამოვალ, ძალიან გამახარე რა. -და ჯერ არ გაინტერესებს სად მივდივართ? -რავი, ისე გამიხარდა ეგ აღარც კი გამხსენებია. ამბობს და სულელივით იცინის. - ნენე თან ხვალ მივდივართ. -ასე მალე?. -კი და დაიწყე მომზადება. ვეუბნები და ტელეფონს ვთიშავ. მეც ჩემს ოთახში შევედი და დავიწყე ტანსაცმელების ჩალაგება. კაბები, შარვლები, ფეხსაცმელები, ყველაფერი ჩავაწყვე ჩემოდანში. მაგრამ მერე გამახსენდა რომ, საღამოს სიცივე იქნებოდა და ამიტომ რამოდენიმე პლედიც ჩავდე. ასევე წიგნებიც ჩავალაგე, რადგან კითხვა ძალიან მიყვარს, თავისუფალ დროს ყოველთვის ვკითხულობ, რადგან მასზე გადამაქვს მთელი ყურადღება და უაზროდაც არ მეკარგება დრო. უკვე საღამო იყო. სანამ დავიძინებდი, ტელეფონზე ნენეს ველაპარაკე.. მალევე გავუთიშე და დავიძინე.. დილით ადრე ავდექი, ხელ-პირი დავიბანე და ჩაცმას შევუდექი. ნენესაც დავურეკე და გავაფრთხილე რომ მალე გავუარდით. როცა ოთახიდან გამოვედი, ლიზი კარებთან იდგა და ჩემოდანი გაჰქონდა, მეც უკან გავყევი, კარები ჩავკეტე და მანქანისკენ გავემართე. ჩემოდნები საბარგულში ჩავდევით და ნენესკენ ავიღეთ გეზი. იმას ვერ ვიტყვი რომ ლიზი, შესანიშნავი მძღოლი იყო, მაგრამ ასეთუისე სხვებს არ ჩამოუვარდებიდა ტარებაში. როდესაც ნენეს სახლთან მივედით, გარეთ თამრიკო და ნენე დაგვხვდა. მანქანიდან გადმოვედი და ნენეს დედას მივესალმე. -თამრიკო დეიდა, როგორ ხართ? -კარგად ჩემო ლამაზო, შენ როგორ ხარ?. მეუბნება და თან თავზე მისვამს ხელს. -მეც ძალიან კარგად. -ნენე შვილო, ჭკვიანად, ლიზი იცოდე ამათ შენ განარებ. ამბობს თამრიკო და საყვარლად გვიღიმის. -ნუ ღელავთ, ჩემს ხელში არიან. ეუბნება ლიზი და ენას გვიგდებს. ნენე ლიზის გვერდით დაიკავა ადგილი, ხოლო მე კი უკან, რადგან წინ დაჯდომა არ მიყვარდა. უკან ჩემთვის უფრო კომფორტულად ვიყავი. მგზავრობას დიდი ხანი მოვუნდით, მე კი ყურსასმენები მქინდა თან და მუსიკებს ვუსმენდი. ლიზი და ნენე კი საუბრობდნენ. უკვე 2 საათია ვმგზავრობთ. -აი მივედით. ამბობს ლიზი და მანქანას აჩერებს. მანქანიდან გადმოვდივარ და ჭიშკარს ვუღებ. -ნელი ბებოო.. დავიყვირე, უეცრად ნელი სახლიდან გამოვარდა და როგორც კი დაგვინახა, სამივეს ჩაგვეხუტა. ნენეს მანამდეც იცნობდა. ნელიმ იმწამსვე სახლში შეგვიყვანა. სახლს რაც შეეხება, ძალიან მყუდრო იყო. ორსართულიანი სახლი იყო, რომელსაც შიგნით ჰქონდა კიბეები, გარეთ კი ულამაზესი აივანი ამშვენებდა. სახლი მთლიანად თეთრი ფერის იყო, ირვგლივ კი ხეები ამშვენებდა, რაც ერთ მთლიანობაში ულამაზესი სანახავი იყო. მანქანიდან ჩემოდნები ამოვალაგეთ და ოთახები დავინაწილეთ. სახლი დიდი იყო და ამიტომ ოთახების უკმარისობა არ გამოწვეულა. თითოეული ოთახი შესანიშნავად იყო მოწყობილი, ასერომ სახლის ინტერიერს ვერაფერსაც რომ ვერ დაუწუნებდი. ტანსაცმე გამივიცვალე და ბებისთა ჩავედი ქვემოთ. მაგრად მივეხვი და შემდეგ მის კალთაში ჩავდე თავი. მასთან ყიფნა დედას და მამას მახსენებდა, თითქოსდა მათთან ახლოს ვიყავი, ამიტომ ბებოსთან ყოფნა სულ მსიამოვნებდა. -კარგი ბებო, მე სუფრას გავშლი, ამდენი ნამგზავრები მოშიებულები იქნებით. მეუბნება ნელი და შუბლზე მკოცნის. -კარგი, მე ლიზის და ნენეს დავუძახებ. მაგრამ დაძახება აღარ დამჭირდა რადგან მალევე ქვემოთ გაჩნდნენ. ყველანი მივუჯექით სუფრას, ძალიან მიხაროდა, ერთად რომ ვიყავით, ალბათ დათას და ნათიას რომ ვენახეთ ესე, ძალიან გაუხარდებოდათ. ჭამა მალევე დავამთავრეთ, უეცრად კი გარეთ ვიღაც იძახოდა, ნელიმ მალევე გაიხედა და ქალს სახლში შემოუძღვა. -გაიცანით ბებო ეს ჩემი მეზობელია, ლამარა..ესენი კი ჩემი შვილიშვილები არიან. ჩვენ კი თბილად გავუღიმეთ, მივესალმეთ და ზემოთ ავდედით. ჩვენს ოთახებში შევედით და დასვენებას შევუდექით. ჩემი წამოღებული წიგნი ავიღე და კითხვას შევუდექი. ეს ნაწარმოები ჩემში ძალიან ბევრ გრძნობას ქმნიდა, თუთოეული თავის წაკითხვის დროს რაღაც აღუღწერელ ემოციას აღვიძებდა ჩემში. ეს წიგნი " ომერტა" იყო. რომელიც საუკეთესო მწერლის, საუკეთესო ნაწარმოები იყო. მარიო პიუზო რომელსაც ბადალი არ ყავს, დეტექტიური ჟანრის ნაწარმოების წერაში, ნუ რათქმაუნდა ეს ჩემთვის იყო ასე. სულ რაღაც ერთი საათი იყო გასული, რაც წიგნს ვკითხულობდი, უეცრად კი გვერდზე დაგვდე და საწოლიდან ავდექი. აივანზე დავაპირე გასვლა სადაც ნენე და ლიზი დამხვდა. ისინი იცინოდნე ისე რომ ერთმანეთს ამშვიდებდნენ რომ, ცუდად არ გამხდარიყვნენ. მეც მათ გვერდით დავჯექი აივანზე და გაკვირბებული ვეკითხები. -რაზე იცინიხართ გოგონებო? -თქვენ ბავშვობის ამბებს მიყვება ლიზი. ძლივს ამოაბლუყლუყა ნენემ. -ააა მომჭერი უკვე თავი? ვეუბნები და ლიზის ვეჭყანები. უეცრად კი ნენეს ტელეფონი აწკრიალდა. ხელი დაავლო და ტელეფონზე ალექსი წაიკითხა. ამ სახელის გაგინებაზე, გული უნაურად შემეკუმშა და უემოციოდ დავიყე აქეთ-იქით თვალების ცეცება. -ჰო ალექს გისმენ.. ეუბნება ნენე. -ნენე, რაშვები აბა? -რავი არაფერს, დასასვენებლად ვარ, ანამარიასთან და ლიზისთან ერთად. ეს ბილო სახელები კი ხმამაღლა წარმოთქვა. -და შენ? ეკითხება ინტერესით ნენე. -მეც დასასვენებლად ვარ. -აჰამ კარგია. -და სად ისვენებთ? ეკითხება ალექსი, მე კი მის თუთოეულ სიტყვას გულისყურით ვუსმენ. -რაჭაში, შენ ალექს? -ნენე მე რა გვარის ვარ? -მეტრეველი და რაიყო რატო მეკითხები? -ჰო და.. სადაური წარმომავლობის არის მეტრეველი? ნენე კი გაკვირვებული უსნეს, შემდეგ კი გაღიმებული პასუხობს. -აი თურმე რას მეკითხებოდი... შენც რაჭაში ხარ არა??. -ხო რაჭაში ვარ.. ამბობს და ტელეფონს თიშავს... *4* ყველანაირმა გრძნობამ ერთიანად დამიარა ჟრუანტელივით. ნაწილობრივ მიხაროდა და ნაწილობრივ არა. ეს იმიტომ რომ მეთვითონაც არ ვიცოდი, მსურდა თუ არა ალექსის ნახვა. როგორც კი ნენემ დაასრულა საუბარი ალექსთან დაწვრილებით ყველაფერი გამოვკითხე. ნენე კი მეუბნება: -ალექსმა, საღამოს სასეირნოდ წავიდეთო. ამთავრებს და მოჭუტული თვალებით მიყურებს. -ჰო რაიყო რა, არსადაც არ მოვდივარ. ვუთხარი და ქვემოთ ჩავედი ბებოსთან. ნელი ბოსტანში იყო, საქმიანობდა. მე კი ეზოში გავედი და ვფიქრობდი წავსულიყავი თუ არა. თუმცა ესეც იყოს დიდი წვეულება ან რაიმე, ან რატომაც არ უნდა წავიდე დასამალი რა მაქვს. თავი ვინ ჰგონი ალექს??! მასზე მეტი ჯიუტი და ნაგლი ვინც არის მალე მაგასაც ვაჩვენებ. თავისთავადი ფიქრებიდან კი ლიზის გამოვყავარ. -ანამარია, ნელი სად არის? -ბოსტანშია, ლიზ. -ჰმ! და საღამოს არ წამოხვალ? თითქოსდა თავისი ჭკუით შემოპარებას ცდილობდა. -კი! რატომაც არა! ვინ თქვა არ მოვდივარო!. ვეუბნები ლიზის და ენას ვუყოფ. როდესაც ნელი, ბოსტნიდან გამოვიდოდა, ვიფიქრეთ დაღლილი იქნებოდა, ამიტომ გოგოებმა საჭმელი გავამზადეთ და სუფრა გავაწყვეთ. როდესაც ნელიმ დაამთავრა საქმე, სახლში შემოვიდა და გაწყობილი სუფრა რომ დაინახა ძალიან გაუხარდა. -ბებო, ეს თქვენ გააკეთეთ?. -კი ნელი, ვიფიქრეთ დაღლილი იქნებოდი და ცოტას დავასვენებთ მეთქი. ეუბნება ნენე და თბილად უღიმის. -ძალიან გამახარეთ ბებო, მაგრამ რატომ შეწუხდით, მე გავაკეთებდი, თქვენ დაიღლებოდით, აქ ხომ დასასვენებლად ჩამოდით და არა სამუშაოდ. -არა რა შეწუხებაა ბებო!. ვეუბნები ნელის და ვეხუტები. ყველამ სუფრას მივუჯექით. ძალიან მომწონდა ჩემს საყვარელ ხალხთან ერთად დროის გატარება, მშობლების სითბოს და სიყვარულს ალბათ ეს ანაცვლებდა. მაგრამ რაც არ უნდა იყოს დედას და მამას ამქვეყნად ვერავინ ჩაანაცვლებს. მალევე ჭამასაც მოვრჩით. უკვე საღამო იყო. მე ლიზი და ნენე გარეთ აივანზე გავედით. -სად არის ალექსი, რატო არ მწერს?. წუწუნებს ნენე. -და რატომ უნდა მოგწეროს? ვეკითხები ინტერესით. -სასეირნოდ გასვლას რო დავაპირებ მოგწერო!. -ხოდა ალბათ არ მიდის ან წასულია უკვე. ვეუბნები და ჩემთვის ვიღიმი, რადგან მეგონა რომ არ წავიდოდით, მაგრამ სიხარულიც არ დამაცადეს. -აი მომწერა, აქვე ახლოს პატარა ბაღი ყოფილა და იქ მოდითო. ამბობს ნენე და სიხარულისგან იკრიჭება. ყველამ მომზადება დავიწყეთ. მე მოკლე შორტი, თეთრი ზედა და თეთრი კეტები ჩავიცვი, პლედი ავიღე და ქვემოთ ჩავედი გოგონებთან. -კარგი წავედით. ამბობს ლიზი და ნელის ემშვიდობება. -ბებო, თბილად იყავით, არ გაცივდეთ. ამბობს ნელი და გვაცილებს. მე პლედი მოვიხვიე და ისე წავედი. როდესაც გზაში მივდიოდი, გული საშინლად მიცემდა, ვიცოდი რომ იქ ალექსი იქნებოდა და არა მარტო ალექსი, ასევე მისი სამეგბრო. -პრივეტ ალექს, ამბობს ნენე. -გამარჯობა ბიჭებო, დაამატა ლიზიმ. მე კი ერთ ადგილს გაშტერებული ვუყურებ, და მათკენ არც კი ვიხედები. -პრივეტ ანამარია. მეუბნება ალექსი და მის მწვანე თვალებს მანათებს. მე კი ლამისაა და დავდნე ისეთი საყვარელია, მაგრამ არა არაფერსაც არ შევმჩნევ, დაე ეგონოს რომ არაფერსაც არ ნიშნავს ჩემთვის. -პრივეტ ალექსანდრე! ვეუბნები და ვცდილობ ყველანაირი რეაქცია ერთ ღიმილში მოვაქციო. -გოგონებო გაიცანით, ეს ჩემი მეგობრები გეგა და ლუკაა. ამბობს ალექსი და არე-მარეს გაჰყურებს. -სასიამოვნოა. ვეუბნებით და მათკენ ვიხედებით. -აბა რაღაც იდეა მაქვს! აბობს ლუკაა. -რა ? ეკითხება ალექსი. -მოდით, ხის ნაფლეთები შევაგროვოთ და კოცონი დავანთოთ. -მემგონი კარგი იდეაა. ვამბობ და ლუკას ვუღიმი. -კარგით აბა შევუდგეთ მაშინ. ამბობს გეგა და ფიჭვების მოსაძებნად მიდიან ახლო-მახლოში. ხუთი წუთიც და ყველანი კოცონის წინ ვიყავით. ყველამ კოცონის ირგვლივ მოვკალათდით და თამაშის დაწყება გადავწყვიტეთ. ნუ რათქმაუნდა ეს იდეა ნენემ მოგვაწოდა. -სიმართლე თუ მოქმედება, გინდათ? -ჰო! აბა ესე უაზროდ რამდენ ხანს უნდა ვიყოთ!. ამბობს ლიზი და ნენე იწყებს. -აბა ალექს, სიმართლე თუ მოქმედება?. -სიმართლე! ამბობს და ლოყა ეტეხება. სიგარეტის კოლოფს იღებს, ერთ ღერს აძვრენს და უკიდებს. -მმმ.... გიყვარს ვინმე? ეკოთხება ნენე და პასუხს ელოდება. ალექსმა გაიღიმა და სიგარეტის კვამლი გააბოლა. -არაა.... ეხლა კი ჩემი ჯერია. ამბობს და მე მიყურებს. ეს ბიჭი ერთ დღესაც ჭკუას დამაკარგვინებს, ვფირობ ჩემთვის და ველოდები მას. -ანამარია! ამბობს და ვშეშდები ადგილზე. -ბიჭისთვის გაქვს ნაკოცნი? ასრულებს კითხვას და ტაში ცხელმა ლავამ გამიარა. მეგონა უკვე მკვდარი ვიყავი, მაგრამ მისმა ცინიკურმა ღიმილმა, გამბედაობა მომცა რომ სიტყვა ამომელუღლუღა. ამავე დროულად კი ჩემს თავს შევპირდი რომ სინაზის რაიმე წყაროსაც კი არ გამოვიჩენდი მასთან.ამიტომ სიცილი დავიწყე და უფრო გამბედავად ვთქვი. -არა, არასდროს, არასოდეს.., მივაყარე ერთად. რაზეც მან ძალიან საყვარლად გამიღიმა. მაგრამ მე ვეცადე რომ მის მიმართ სიძულვილი გამომეჩინა. ლიზი და ნენე და არა მარტო ესენი არამედ გეგა და ლუკაც თავისთვის ჩუმათ იცინოდნენ. -ვაიმე ჩემი მობილური! ამბობს უეცრად ლიზი და ადგილიდან მოწყდა. -რა მიბილური? ვეკითხები გაკვირვებული. -მობილურს ვერ ვპოულობ, მგონი დავკარგე. -კარგი ყველამ სხვადასხვა ადგილში ნახეთ. ამბობს ალექსი და ძებნას უდგება. -იქნება სახლისკენ გზაში დაგივარდა? ამბიბს გეგა და გზას გაჰყურებს. -არვიცი რანაირად დავკარგე. პასუხობს ლიზი და ნენესთან ერთად ეძებს. ლუკა და გეგა კი სხვა მხარეს წავიდნენ. მე კი ალექს უკან მივყვებოდი. დიდხანს ვეძებეთ, მაგრამ უეცრად რაღაც ნივთზე ფეხი ამიცდა, რაზეც თავი ვეღარ შევიკავე, ხელი ალექს გავკარი და მასთან ერთად ძირს აღმივჩნდი. მე არაფერი მტკენია, რადგან ალექსმა ხელები მომხვია, მიმიხუტა და თვითონ ზურგით დაეცა. ლამისაა და იქვე შევწუხდი. სახეები ერთმანეთზე გვქონდა მიწებებული, რაზეც მთელ სხეულში მახურებდა. ვერ ვაანალიზებდი რა ხდებოდა. სანამ ალექსმა არ გამომიყვანა ფიქრებიდან. -პატარავ, ჰო არაფერი იტკინე? მეუბნება და სიტყვა პატარაზე, ერთიანად ვწითლდები, სიტყვებს ვეღარ ვაბამ თავს და ბლუკუნს ვიწყებ. -მე...მე აა.. არააფერი. ვბლუკუნებ და მის თვალებს ვუყურებ, ის კი წამითაც არ მაცილებს თვალს. შემდეგ კი ჩემს სიტყვებზე ეცინება და მეუბნება. -ცოტა ხანს ესე ვიყოთ პატარა. ამბობს და გაუკვერვლად ვიწყებ ფართხალს რომ მის მკლავებიდან დავძვრე. ძალიან შემრცხვა ამ დგომარეობის. სიტყვა პატარაზე კი ჩემთვის ვიღიმოდი, რაც მის თვალს არ გამორჩენია. უეცრად კი ნენემ მომწერა. -სახლისკენ გზაზე დამვარდნია ვნახე. ამ სიტყვების წაკითხვაზე კი სიცილს ვიწყებ და ალექსი მეკითხება. -რა ხდება? -ნენემ ტელეფონი იპოვა.... კარგი, მე წავედი. ვეუბნები ალექს და ვემშვიდობები. -კარგი წამოდი მე გაგაცილებ. ამბობს და უკან მომყვება. მთელი გზა ჩუმად ვიყავით, არცერთ ხმა არ ამოგვიღია. როდესაც მივედი სახლთან დამშვიდობებას ვაპირებდი როცა, უეცრად ხელით დამიჭირა. მისკენ მიმაბრუნა და მაკოცა.... *5* მაკოცა...მაკოცა და მეგონა რომ, ჩემს ირგვლივ დრო გაჩერდა... ეს ის გრძნობა იყო, რომელიც არასდროს გამომიცდია, მითუმეტეს საყვარელი ადამიანისაგან. მას კოცნაში მეც ავყევი. ვერ ვიაზრებდი რას ვაკეთებდი იმდენად გაფანტული მქონდა გონება. ვფიქრობდი მხოლოდ ალექსზე. ახლანდელ მდგომარეობას კი საერთოდ არ ვიაზრებდი. უეცრად კი ჩვენი ტუჩები ერთმანეთს მოსწყდა. მე კი გაშტერებული ვუყურებდი ალექს. მის სურნელში დაკარგულს რა ხდებოდა ვერ გამეგო. ალექსმა კი ამ ემოციაზე გვერდზე ლოყა ჩატეხა და ისევ ახლოს მოიწა. -პატარა, სულ აწითლდი. -ჰოო... მე... ვბლუყლუყებ ჩემთვის, და უფრო ვწითლდები. ჩემს თავს კი ვაჯერებ, "არა ანამარია! არაა! შენ არხარ ასეთი სუსტი!" -ჰო რაიყო?. მეუბნება და ლოყაზე მკოცნის... ჩემი ემოციების კვალობაზე კი სიცილს იწყებს. -ანამარია, ასე ძალიან გიყვარვარ?. -აა.. რასამბობ.. არა!. ვეუბნები და ჩემთვის ვფიქრობ,”ანამარია, მას ვინ გონიხარ, რამხელა ამბიცია აქვს საკუთარ თავზე.. იდიოტი..”. -მიდი პატარა, შედი სახლში. მეუბნება და სახლში მივდივარ, ისე რომ უკანაც კი არ ვიხედები. კარებს ვაღებ ქვემოთ ლიზი და ნენე არის. მაგარამ მათკენაც კი არ გავიხედე, ზემოთ ავედი და ჩემს ოთახში შევედი. "არა ანამარია არა! თავიდან ამოიგდე ეს ალექსი". ვუჩიჩინებ ჩემს თავს მაგარამ სულ ტყუილად. ამავდროულად ჩემი "პირველი კოცნა" რომელიც ალექსმა მაჩუქა საუკეთესო იყო. ესეთი გრძნობა ჯერ არასოდეს გამომეცადა. არაა რა რეებს ვბოდავ სულ გამოვშტერდი. ჯობია წიგნი მაინც წავიკითხო, მაგრამ ვინ გაცდის. ლიზი და ნენე ოთახში შემომივარდნენ. -აბა ახლა მოყევი, რამოხდაა. ამთავრებს ლიზი და ნენე იწყებს. -ვიცი შენი ხასიათი, რაღაც არხარ კარგ ხასიათზე.. და მოყევი დროზე... დამიკივლა ბოლო ხმაზე. რაზეც იძულებული გავხვდი მომეყოლა ჩემი პირველი კოცნის შესახებ. ბოლოს კი გაოცებულები მიყურებენ. მაგარმ ნენე თავდაჯერებული ამბობს: -არა რა ვიცოდი, თქვენს შორის რაღაც რომ ხდებოდა რა. -არაფერიც. მე ვფიქრობ რომ მისთვის იმ გოგონების კატეგორიაში შევდივარ, ვისაც იყენებს გასართობად. -ხო და, მაშინ შეეშვით ერთმანეთს. ამბობს ლიზი და კმაყოფილი სახით მიყურებს. -კარგი რა ლიზი! ეგეთი იოლიც არაა... -რა არააა? ანამარია?? გიყვარს? ლამისაა და თვალები გადმოუცვივდეს ლიზის. -არააა, უბრალოდ... -ხო რაა? ამატებს ნენეც. -მომწონს! დანაყრდით? -მოწონს გოგოს. ამბობს ლიზი და ნენე და ბოლომდრ ხარხარებენ. ისევ მათი გაყრა მომიწია ოთახიდან სხვა გზა არიყო. ცოტა ხანში შხაპი მივიღე. ვცდილობდი თავიდან ამომეგდო ფიქრები, ამიტომ ერთადერთი საუკეთესო გამოსავალი, წიგნი იყო. წიგნი ავიღე, საქოლთან მდებარე მდივანზე დავჯექი, ჩემთვის კომფორტულ პოზაში და წიგნის წაკითხვას შევუდექი. ისე გავიდა 3 საათი არც კი შემიმჩნევია. თვალებს ხელით ვისრისავ, წიგნს გვერდზე ვდებ და ოთახიდან გავდივარ. ქვემოთ სრული სიწყნარე იყო. ნენე ლიზი და ნელი ბებო. ოთახში ჩამი-ჩუმიც კი არ ისმოდა. ლიზი მეტად გაოცებული სახით იჯდა ჩაფიქრებული. მე კი გაუნძრევლად ვდგავარ. მაგრამ ჩემს ფიქრებიდან გამოსვლა და საქმეზე კონცენტრირებას ვახდენ. კიბეებს მალევე ჩავდივარ და ნელის გვერდით ვჯდები. -აბა მეტყვით რა ხდება?!. ვეუბნები და ველოდები პასუხს. -იცი ანამარია, პოლიციდან დარეკეს. ამბობს ნენე და ტანში გაუტკვეველმა ტალღამ დამიარა. მეც კიდევ აღარ დავაყოვნე და მათ ვკითხე: -რაო რახდება? ამოიღეთ ხმა!. -რა დაა... მამას და დედას მკვლელის ვინაობა გაარკვიეს. ამბობს და თვალებიდაც ცრემლი უგირდება ლიზის. -რაა? ვინ არის? წამიერად გავშეშდი. დიდხანს ველოდი ამ მომენტს და დადგა კიდევაც. -ივა მეტრეველი. ამბობს ნელი. მე კი ერთიანად დამიარა ჟრუანტელმა. არვიცი ეს უნდა გამხარებოდა, თუ უნდა მწყენოდა.ვცდილობდი საკუთარ აზრებში გავრკვეულიყავი. ამიტომ ზემოთ ასვლა გადავწყვიტე. ოთახში შევედი, მდივანზე დავჯექი და წამიერად გონება გავთიშე. ვფიქრობდი ივა მეტრეველი ვინ ინდა ყოფილიყო. "აიი მივხვდი" წამოვიკივლე სიხარულისგან უცებ. ის ხომ ალექსის მამა ან ბაბუა იქნება. ვამთავრებდა და გაუაზრებელ ნათქვამს ვუფიქრდები. კი მაგრამ ალექსის ოჯახის გარდა სხვა ხომ იქნება მეტრეველი. ვცდილობ დავაჯერო ჩემს თავს. მაგრამ არ გამომდის, ამ მოულოდნელ ამბავს თავიდან ვერ ვიგდებ, მაინც და მაინც მეტრეველი, მაინც და მაინც ალექსის ოჯახი, ყველაფერს მასთან რატომ მივყავარ. ვფიქრობ და ტირილი მეწყება. ჩემს მდგომარეობაზე. ოთახიდან გასვლა დავაპირე რადგან ნენეს ეცოდინებოდა ყველაფერი, ან უკვე გაიგო, მიხვდა და მიმალავს. კარების სახელურს უეცრად ვსწვდი და ოთახიდან გამოვვარდი. ქვემოთ ჩავდიოდი როდესაც ლიზის ოთახიდან საუბრის ხმა გავიგონე. -ნენე შენ წარმოგიდგენია, როდესაც ანამარია გაიგებს ვინ მოკლა დედა და მამა, რა რეაქცია ექნება. ამბობს აზლუქუნებული ლიზი. -და თანაც ამავე დროს, მკვლელის შვილი ვინც არის. ამთავრებს ნენე და ცრემლებს ვერ იკავებს. მე კი მათ კარებთან ვდგავარ რომელიც ოდნავ ღიადაა. ამის გაგონებაზე, ათასმა აზრმა გამირბინა თავში. ფეხებს ვეღარ ვგრძნობდი. თვალებში დამიბნელდა, დავხუჭე და უგონოდ დავეცი იატაკზე... როდესაც თვალები გავახილე, ჩემს წინ ალექსი იდგა... *6* როდესაც თვალები გავახილე, მხოლოდ ალექს ვუყურებდი. თვალებს ვისრისავდი, მეგონა რომ რაღაც მელანდებოდა, მაგრამ ალექსი აშკარად ჩემს წინ იდგა. თან იმ ამბავს ვიხსენებ რომლის გამოც ახლა ასეთ მდგომარეობაში ვარ. მინდოდა ალექსი იქვე მომეკლა.. ჩემი მშობლების სიკვდილში ხომ მისი ოჯახის ხელი ურევია. -აქ რას აკეთებ? გაეთრიე!. ძლივს მოვაბი თავი სიტყვებს, რადგან ცრემლები მახრჩობდა. -ანამარია მომისმინე. -გთხოვ! გეხვერწები! ლიზის დაუძახე! ვეუბნები და ბოლო ხმაზე ვიწყებ ტირილს. თავს ვერ ვიკავებ. ამ მდგომარეობაში გვერდით მხოლოდ ლიზი თუ დამიდგებოდა. ჩემი სიტყვების დამთავრებისას, ალექსი გავიდა და ლიზის დაუძახა. -ანამარია, როგორ ხარ?. შემოდის ლიზი ოთახში და მეხვევა. -ლიზი მისმინე. ვამთავრებ და ვცდილობ არ ვიტირო. -გისმენ ჩემო გოგო. -რაც მე გავიგე სიმართლეა ხო? -ჰო ივა მეტრეველმა მოკლა დედა და მამა. ამბობს და ხელს ხელზე მაგრად მკიდებს. -ივა ალექსის მამაა?! ვეკითხები და ცრემლები უმისამართოდ იკვლევენ გზას. -იცი ანამარია... კი ივა ალექსის მამაა!. "ვიცოდი, ვიცოდი, ასე რომ იქნებოდა" ვფიქრობ ჩემთვის და ლიზის ვუბრუნდები. -მალე წავალ აქედან? -დღეს გაგწერენ, მანამდე ექიმი გაგსინჯავს. მეუბნება და ოთახიდან გადის. მალევე გამომწერა ექიმმაც, როდესაც პალატიდან გამოვედი ალექსი აღარ დამხვდა, "როგოც ჩანს ჩემმა სიტყვებმა გული ატკინა. მაგრამ მას ან მის ოჯახს ნეტავ გული აქვთ? მათმა ოჯახი წამართვეს. საყვარელი ადამიანები დამაკარგვინეს. ნეტა ალექსი რას ფიქრობს. მასაც ძალიან კარგად ეცოდინებოდა ყველაფერი. ეცოდინებოდა მამამისმა რომ მოკლა ჩემი მშობლები. მაგრამ მერე რა?? მკვლელის შვილი რა იქნება?.." ვფიქრობ და სახლისაკენ გზას გავყურებ. ნელი ძალიან ნერვიულიბდა ჩემზე, როგორც კი მივედი იმწამსვე ოთახში, ამიყვანა და საჭმელი ძალით მაჭამა. რის შემდეგაც მალევე ჩამეძინა. უეცრად კი ტელეფონზე შეტყობინების ხმამ გამაღვიძა. -"ანამარია, მე არაფერი არ ვიცოდი". ვკითხულობ და ვხვდები რომ ეს შეტყობინება ალექსმა გამოაგზავნა. "ნეტა ნერვიულობს მაინც?, ან რაში ვადარდებ. ან რაში აინტერესებს რას ვფიქრობ, საერთოდ დანახვაც არ მინდა". მაგრამ ამ ყველაფერს გულის გადასაშლელად ვამბობ, თორე ახლა გვერდით ყველაზე მეტად მინდა რომ ალექსი მყავდეს, მაგრამ მას არც კი ვაინტერესებ. ამიტომ ტელეფონს გვერდზე ვდებ და ტირილს ვიწყებ. რაცარუნდა კარგ ხასიათზე ვიყო, როდესაც ნათია და დათა მახსენდება თავს ვეღარ ვიკავებ და მთელი დღეები ვტირი. მაგრამ ტირილი უბრალოდ მეხმარება, რომ დარდი და ემოცია შევიმსუბუქო. ამ მდგომარეობიდან კი არც წიგნის კითხვა და არც სხვა რაიმე ხერხი არ გმომიყვანს. და აი კიდევ ერთი შეტყობინება. მალევე დავწვდი ტელეფონს რადგან მართლაც მინდოდა რომ ეს შეტყობინება ალექსისგან ყოფილიყო. -"შენს სახლთან ვარ, გარეთ გამოდი". წაკითხვის თანავე, ავდექი ფეხზე ჩავიცვი და გარეთ გავედი. გული ლამისაა და ამომვარდნოდა რადგან ვიცოდი რომ ალექს ვნახავდი. მაგრამ მისთვის რა უნდა მეთქვა, იქნებ მართლაც არიცოდა არაფერი. ყველანაირად ვაჯერებ თავს კარგისკენ. ვცდილობ რომ მასზე ცუდი არ ვიფიქრო. გარეთ გავედი სახლს ცოტა ოდენი მანძილით გამოვედი და აქეთ-იქით დავიწყე, თვალების ცეცება. უეცრად კი ვიღაც მკლავში მწვდა და მისკენ მიმიბრუნა. რათქმაუნდა ეს ალექსი იყო. მისი დანახვისთანავე ტანში ჟრუანტელმა დამიარა, მაგრამ რც კი შევიმჩნიე, რადგან არ მინდოდა გაეგო თუ როგორ მოქმედებდა ჩემზე. -ანამარია, აქ სალაპარაკოდ დაგაიბარე და იმედია მომისმენ, რადგან შენ ყველაფერი არ იცი. ამბობს და ლოყაზე ხელს მისმევს. -და დარჩა კიდე რაიმე გასაგები? ვეუბნები ცივად, მაგრამ ისიცი არ მინდოდა რომ ამით ჩემზე გაბრაზებულიყო და წყენოდა. -ივა მეტრეველი, ჩემი ნამდვილი მამა არ არის, მან მიშვილა, მაგრამ მისგან მას შემდეგ წამოვედი, რაც გავიგე მის საქმიანობებზე, გაიგე?. ამთავრებს და ჩემს პასუხს ელოდება. -და ეგ რას ცვლის? ვეუბნები უტეხად და ცივად. -ანამარია, ჩემთან ეგეთი საუბარი არ გამოგადგება. -ეგ შენი აზრები, შენთვისვე შეინახე. ვეუბნები და მის ხელებს ვიშორებ. რაზეც ალექსმა მისკენ მიმიბრუნა და უეცრად მაკოცა. არვიცი ასეთი გრძობა რაცარუნდა იყოს არაფრის მიმართ არ მიჩნდება გარდა ალექსისა. ის მე ძალიან მჭირდებოდა. თავი ვეღარ მოვყოკე და კოცნაში ავყევი. ხელები კისერზე შემოვხვიე, რაზეც ალექს გაეცინა და უფრო მეტან მიმიკრა სხეულზე. მინდოდა დრო გაჩერებულიყო მაგრამ, უეცრად მოწყდა ჩვენი ბაგეები ერთმანეთს. მე კი სიხარულის და ტკივილის გრძობით გაჟღენთილს რა გამეკეთებინა ვერ ვხვდებოდი, სანამ ტირილი არ დვიწყე. რაზეც თავი ვეღარ შევიკავე და ალექსი ძალიან მაგრად ჩავეხუტე. ახლა ყველაზე მეტად ეს მჭირდებოდა. მანაც მომხვია ხელები და მისკენ მიმიწება. -ნუ ტირი პატარავ. მეუბნება და ცრემლებს ვიწმენდ. მე კი ისევ მასზე ვარ მიწებებული და ხელსაც კი არ ვუშვებ. -ალექს, არ წახვიდე, გთხოვ. ვამბობ და ვხვდები რომ ალექსი იცინის ჩემს სიტყვებზე, რაზეც არ მყოვნებს და მეუბნება. -კი პატარავ, სულ შენთან ვიქნები. მეუბნება და კისერში სველ კოცნას მიტოვებს. რაზეც უეცრად ჟრუანტელმა გამიარა. სწორედ ამით მიხვდა ალექსი თუ რაოდენ დიდი ადგილი ეჭირამას ჩემში. *7* მასთან ერთად ჩახუტებული, იმდენი ხანი ვიყავი ვერც კი შევამჩნიე, როგორ გავიდა დრო. უეცრად მოვწყდი ალექსის მკლავებს, ლოყაზე ნაზად ვაკოცე და სახლისკენ წავედი. სახლში შვედი, კიბეებს ავუყევი და ოთახში შევიკეტე. ფანჯარასთან მივედი და ალექსი დავლანდე, უკვე მიდიოდა. საწოლთან ახლოს სავარძელში ჩავესვენე და ფიქრს შევუდექი. ნათიას და დათას სიკვდილის შემდეგ რამდენი რამ შეიცვალა ჩემს ცხოვრებაში. საერთოდ ისიც მიკვირს რომ მშობლების მკვლელის შვილთან რაიმე უეთიერთობაც მაქვს. მაგრამ არა ალექსი ხო ივას ნამდვილი, შვილი არ არის, თანაც მისი ხელი არაფერში ურევია. " ანამარია ეცადე რომ შეიგნო, ალექსი არაფერ შუშია". თავს ვაგონებ ამ სიტყვებს და შემდეგ ჩემთვის მეცინება. ამ სიცილის მიზეზი ალექსია. მალევე ტელეფონს ხელი მოვკიდე, ჩვენი შეტყობინების ნახვა მინდოდა, როდესაც ახალი შეტყობინება დაემატა ჩატს. "ანამარია გძინავს?." მეკითხება ალექსი რაზეც მე არ დავაყოვნე და დროულად მივწერე. " ჯერ არა." შინაგანად კი რაღაც მაწუხებდა, ეს ალექსის მიმართ უნდობლობა იყო. ალბად მას გონია რომ ჯერაც არ ვენდობი. ამიტომ ვერ მოვისვენე და კიდევ გავუგზავნე შეტყობინება. " ალექს ბოდიშს გიხდი, დღეს ასე არ უნდა მელაპარაკა, ალბად ძალიან გაწყენინე." გავუგზავნე და მის პასუხს დაველოდე. "მაგისთვის დაისჯები პატარავ". მომწერა და ადგილზე გავქვავდი. მთლიანად გავწითლდი, კიდევ კარგი ახლა ალექსი არ მიყურებს. ამ შეტყობინების მერე აღარაფერი არ მიმიწერია. ტელეფონი გვერდზე გადავდე და დავიძინე. დილით ნენემ გამაღვიძა. -ანამარია 12 საათია, ადექი!! საჭმელი მიირთვი. მითხრა და კარები გაიხურა. მე კი თვალების სრესვა დავიწყე. ტანსაცმელი ავიღე, ჩავიცვი და ქვეთმით ჩავედი. ნელი, ნენე და ლიზი უკვე სუფრას იყვნენ მიმჯდარი. მეც მათთან მივედი და მადიანად შევუდექი ჭამას. -ბებო, იპოვეს ივა თუ ვიღაც ჯანდაბა?!. ამბობს ნელი, რაზეც მომენტალურად ყველას სახე გვებადრება. დაღუპულ მშობლებზე საუბარი ნამდვილად არ მინდოდა ახლა. -არა, ჯერ კიდევ ეძებენ. ეუბნება ლიზი და ჭამას განაგრძობს. მე კი დიდი ბურთი მეჩხირა ყელში, ტირილი მომინდა, მაგრამ არა აქ. სუფრიდან ავდექი და გარეთ აივანზე გავედი. იქ ჩემთვის მარტო ვიყავი. აქ ყოფნა მიყვარდა, წინ ხომ ულამაზესი ბუნება იშლება. მალევე კი ცრემლებაც გაიკვლია გზა. უეცრად მობილურის ხმა გაისმა, რაზეც უცებ დავსწვდი ტელეფონს და ვუპასუხე. ალექსი იყო. მისი ხმის გაგონება ყველაზე მეტად მინდოდა ახლა. -პატარავ, რაშვები? -არაფერს, უბრალოდ გარეთ ვარ, ვისვენებ. -და ეგეთი ხმა რატომ გაქვს? ტირი? -არა ალექს, მემგონი გავცივდი. -კარგი ანამარია, თავს მიხედე. -კარგი! -ხო სულ დანავიწყდა რისთვის დავრეკე. -ჰო გისმენ! -როცა მოგწერ, გარეთ გამო, რაღაც თემაზე უნდა გესაუბრო. -კაი. გათიშა და უკნიდან ლიზი და ნენე მომეპარა. -აბა რაშვები, ესე შენთვის მარტო?. ამბობს ნენე და გვერდით მიჯდება. -ახლახანს ველაპარაკე ალექს. -ვა ალექსი, ეს უკვე სხვა თემაა.. ამატებს ლიზი. -მართლაც რომ! აბა ჯერ არ აპირებ თქმას რომ გიყვარს?. აჰყვა ნენეც. -რაა! საიდან მოიტანე! მსგავსი არაფერი!. ისე მოვიკატუნე თავი თითქოსდა საერთოდ არ მაქვს ურთიერთობა ალექსთან. მათგან თავის დაღწევა ერთ-ერთი საუკეთესო იდეა იყო. ამიტომ მეც აღარ დავაყოვნე და ისინი მარტო დავტოვე. ოთახში შევედი და წიგნის კითხვა დავიწყე. "წიგნი" ეს ისეთი რამაა, რაზეც ადამიანი უარს ვერ იტყვის ვერასდროს, მის წაკითხვაზე. სულ რაღაც ორისაათი ვკითხულობდი, იმდენად ჩამითრია წიგნმა, არც მიფიქრია რამდენი დრო იყო გასული. ტელეფონი ავიღე ხელში და მოსული შეტყობინება გავხსენი. -ანამარია შენს სახლთან ვარ გამოდი! ვანხე სულ რაღაც ორი წუთის უკან გამოგზავნილი შეტყობინება იყო. ფეხზე ჩავიცვი და გარეთ შეუმჩნევლად გავედი. ეზოდან გამოვედი და აქეთ-იქით დავიწყე თვალების ცეცება, მაგრამ ირგვლივ არავინ ჩანდა. ტელეფონი ამოვიღე ჯიბიდან და ალექს მივწერე. "ალექს სად ხარ?" . მივწერე და დაველოდე მის შეტყობინებას.. "ბაღში ვარ, აქ მოდი". "კარგი". მივწერე და ბაღისაკენ გავუყევი გზას, კიდევ კარგი გზა ვიცოდი, ეს ის ბაღია სადაც ჩვენ პიკნიკი მივაწყვეთ და კოცონი დავანთეთ. რათქმაუნდა აქ პირველად მაკოცა ალექსმა... ამ ფიქრებში გართულმა საცაა და მივედი. ახლოს ალექსი დავლანდე. მარტო იყო. -ალექს. დავიძახე და ჩემსკენ გამობრუნდა. მეც მეტი აღარ გავაჭიანურე და სირბილით მივვარდი და ჩავეხუტე. მისი ჩახუტება, ამ მომენტში ჰაერივით მჭირდებოდა. მისი სასიამოვნო სურნელი, ყველაფერი მონატრებული მქონდა. მანაც მომხვია ხელები, კისერში მაკოცა და თმებზე დამიწყო ფერება. -მომენატრე პატარავ. მეუბნება და ეს ბგერები ჩემს ყურში განმეორებას იწყებს. ჰმჰ უკვე მისი ხმაც მომნატრებია. -მეც მომენატრე ალექს. ვეუბნები და ლოყაზე ვკოცნი. უეცრად კი თავს მაღლა მაწევინებს და თვალებში მაშტერდება. მისი ცხელი სუნთქვა კი სახეში მეფრქვევა, რაც მთლიანად მირევს გონებას. -ანამარია, შენთან სალაპარკო მაქვს! -ჰო გისმენ. ვეუბენი და ძალებს ვიკრებ. ვხვდები ან ძაან ცუდ რაიმეს მეტყვის ან კარგს, ამიტომ წინასწარ ვემზადები. -ანამარია ჩვენი ურთიერთობა.. შევაწყვეტინე რადგან მასთან ჩახუტება მომინდა. მაგრად მოვეხვიე და დახარბებული დავეძგერე მის სურნელს. " მიხვდი ანამარია მიხვდი, მას ალბად უყვარხარ.. მე კი არც დავაცადე თქმა" ვფიქრობ ჩემთვის და მკლავებიდან ვეხსნები. -ანამარია! ჩვენს შორის არაფერი გამოვა! ჯობია ჩვენ-ჩვენს გზაზე წავიდეთ!. უეცრად ადგილზე მივეყინე. ღიმილი სევდამ ჩაანაცვლა. გული საშინლად მეტკინა. მთელმა გრძნობებმა ერთად მოიყარა თავი, რაც ცრემლების სახით წამოვიდა. ალექსი კი წავიდა და მარტო დამტოვა. *8* გული საშინლად მეტკინა. რამოდენიმე წუთი გაშეშებული ვიდექი. ვტიროდი გაუჩერებლად. "ანამარია, ძალიან შეცდი, რატომ ენდე, გულთან ასე ახლოს რატომ მიუშვი". ვუჩიჩინებ თავს და ტირილ-ტირილით მივდიდივარ სახლში. კარები გავაღე და სახლში შევედი. ნენე იმწამსვე მოვარდა ჩემთან. -ჩემო ლამაზო, რა გჭირს? -ნენე, წამოდი ოთახში დაგელაპარაკები. ვუთხარი და ოთახისაკე წავედი, კარები გავაღე და საწოლზე დავესვენე. -ანამარია მეტყვი რახდება? -ალექსი... -რა ალექსი? -ჩევენი ურთიერთობა არ გამოვაო... ვეუბნები და პატარა ბავშვივით ზლუქუნს ვიწყებ. ნენე კი მიხუტებს და მამშვიდებს. -არვიცი ანამარია რა გითხრა! ნამდვილად არ მეგონა ალექსი ასე თუ მოიქცეოდა. -კი მაგრამ რატომ? რატომ მოიქცა ესე?. -იქნებ რაიმე მიზეზი ჰქონდა?. ამბობს ნენე და ცრემლებს ვიწმენდ. მის ნათქვამს ვიაზრებ და მალევე ვხვდები, რომ ეს სრული აბსურდია. -ნენე მიზეზი არ არის აქ შუაში! უბრალოდ მოვბეზრდი, ერთფეროვნება მობეზრდა ჩემში. მისგან უფრო მეტ სითბოს ვითხოვდი, რისი მოცემაც მას არ შეეძლო, ამიტომ წავიდა მიზეზ გარეშე. -ანამარია, თვალები სულ ამოგიწითლდა, ნუ ტირი. -ნენე ალექსთან მინდა. -ხო გაიგე რაც გითხრა, კიდევ მასთან გინდაა? -კი მაგრამ მე ის შემიყვარდა...! მის გარეშე არ შემიძლია. ვამბობ ტირილით და ნელ-ნელა ვაანალიზებ ჩემს ნათქვამს. მინდოდა თავი მომეკლა, იმ სიტყვის თქმისთვის რომელიც მე ვთქვი. მაგრამ ეს სრული სიმართლე იყო, მე მართლა მიყვარს ალექსი. მთელი გულით. მაგრამ მას ალბათ არანაირი გრძნობა არ გააჩნია ჩემს მიმართ. * ლუკა P.O.V. * -აჰა ალექს მოხვედი?ვეკითხები ალექს. -კი. -რა იყო შე*ემა რა გჭირს?. -ანამარიას დავშორდი. -ეე ბიჭო რატო? ეგ გოგო ხო გევასებოდა მაგრად?. -იმ ნაბი*ვარმა ივამ გაიგო ყველაფერი. -მერე რა? -რა და გაიგო ვინც იყვნენ ანამარიას მშობლები. ამისგამო დამირეკა და მითხარა, იმ გოგოს ახლოსაც არ გეკარო თორე, რასაც დავუშავებ შენს თავს დააბრალეო. ამბობს ალექსი და გაბრზებული მუშტს მთელი ძალით ურტყამს მაგიდას. -და ახლა რა უნდა ქნა ? -ანამარიას საფრთხეში ვერ ჩავაგდებ!! და მანამ რაღაც უნდა მოვიფიქრო. -რა? -დღეს საღამოს ივა დამირეკავს. -და ახლა რაღა უნდა? -შეხვედრა უნდა ჩემთან, ხოდა მეც ეგ მინდა, იქვე რო მივაკლა ადგილზე. -ხოდა ჩევენც აქ ვართ. მეგობრები ტყვუილად კიარ გყავს. ყველას ვეტყვი და წამოვლენ. -ანამარიას რომ რამე დაუშაოს! ჩემი ხელით მოვკლავ მაგ ნაბი*ვარს. -ე ბიჭო მოიცა.. შენც რო შეეშვა მაგ გოგო რა მოხდება?. -რა შევეშვა შენ ში* ხოარ გაქ? ეგ გოგო ჩემია გაიგე!. -მოიცა ბიჭო შეგიყვარდა? -დაახლოებით. მეუბნება მხარზე ხელს მარტყამს და ოთახიდან გადის. "აბა ლუკა, რისთვის ხარ ალექსის მეგობარი, გაჭირვებაში თუ არ დაეხმარე?" შევსძახე ჩემს თავს. ტელეფონი ხელში მოვიმარჯვე და ალექს შეტყობინება გავუგზავნე. "-რომელ საათზე მიდიხარ ივას სანახავად?." "-ალბად საღამოს შვიდი საათისთვის." როგორც კი გამოაგზავნა შეტყობინება, იმწამსვე სამეგობროს დავურეკე. "-გეგა რაღაც საქმე გვაქვს მოსაგვარებელი და საღამოს გეცლება?, და სხვებსაც რო დაურეკო რაა." “-კი ბრატ მომწერე და გამოვალ.” "ესეც ასე, ეს საქმე მოგვარდეს... მერე ანამარიას და ალექსაც მოვუხერხებ რამეს...თუ რათქმაუნდა ლიზი და ნენე დამეხმარება ამაში." * ალექსი P.O.V * -უკვე საღამოა და იმ ნაბი*ვარს არ დაურეკია. ვეუბნები გეგას და სიგარეტს ვუკიდებ. -ბიჭო მამაშენია და შეიძლება სუფთად გამოსვლა საქმიდან. -მამა და მაგის დედას შე***ი. რომელი მამა?? მთელი ბავშვობა რო გამიმწარა მაგ სირ*ა. -კაი ბიჭო რაგჭირს, ეხლა რის გამოღა ეჩხუბე? -ანამარიას გამო...დაშორდი თორე მაგ გოგოს რაც მოუვა შენს თავს დააბრალეო... -და ეგ გოგო მოგწონს თუ რა პონტში? -ხო ეგრე რა... ვეუბნები გეგას და ტელეფონზე ვიღაც რეკავს. ივაა ვამბობ ხმამაღლა და სიგარეტის ღერს საფერფლეში ვდებ. "-აბა რაშვები შვილო?" "-ეგ მეორეჯერ აღარ დამიძახო და პირდაპირ საქმეზე გადადი!" "-ადგილს მოგწერ და იქ მოდი, ზედმეტი აყალ-მაყალის გარეშე." ამბობს და ტელეფონს თიშავს. -აბა წავედით ივამ დარეკა. -კაი დავურეკავ ბიჭებსაც. ყველანი მანქანაში ჩავსხედით და დანიშნულების ადგილზე მივედით. დიდი დანგრეული შენობა იყო. კიბეებს ავუყევით და მეორე სართულზე ავედით, საიდანაც ლაპარაკის ხმა ისმოდა. -ივა. გავსძახე ბოლო ხმაზე და მისკენ წავედი. სამი მცველი ახლდა. -აჰ შვილო აქ ხარ? -პირდაპირ საქმეზე გადადი, აქ ანამარიაზე სასაუბროდ მოვედი და არა შენთან სალაპარაკოდ. -მაგ გოგოზე არაფერია სალაპარაკო, ჩვენ გავუყენებთ გზას. მთავარია შენ წამოხვიდე ჩემთან ერთად. -ანამარიას ხელი არ დააეკაროს შე ნაბი*ვარო თორე მოგკლავ. ამბობს ალექსი და მთელი ძალით ურტყამს ივას. დანარჩენი კი მცველებს დაერივნენ. ივას ერთ-ერთმა მცველმა ალექსი გააკავა, რის შედეგადაც ძლიერი მუშტი მოხვდა სახეში. გეგა კი ალექსისკენ წავიდა და მცველი მოაცილა. უეცრად კი ივა გვედზე გავიდა და იარაღით ხელში დაბრუნდა. ალექსისაკენ გაიშვირა და იარაღის ხმამ ერთიანადა მოსწყვიტა სამყაროს. *9* ალექსი მთლიანად სისხლში იყო დაფარული. ტყვია მუცელში მოხვდა რითაც საშინელი ტკივილის შედეგად გონება დაეკარგა. გეგამ უეცრად დრო იხელთა, ალექსი მანქანამდე მიიყვანა და შიგნით ჩააჯინა. მალევე კი სხვებიც ჩასხდნენ მანქანაში და სავადმყოფოსკენ აიღეს გეზი. როდესაც ალექსი მიიყვანეს, იმწამსვე საოპერაციოში შეიყვანას, გადაუდრბელი ოპერაცია ესაჭიროებოდა. * * * მთელი დღე ოთახიდან არ გავსულვარ. არავისთან საუბარი არ მინდოდა. მხოლოდ ალექსი,, ალექსთან მინდოდა ყოფნა. "ანამარია ჯობია მასზე აღარ იფიქრო, ის აღარ მოვა შენთან და მის გამო სულ ესეთ მდგომარეობაში ხო არ იქნები." ვუჩიჩინებ თავს და აივანზე გავდივარ. ირგვლივ მთელ ბუნებას გადავყურებ, სულ მიყვარდა აქ ყოფნა როდესაც ცუდ ხასიათზე ვიყავი, რადგან აქ გულს ვაყოლებდი და ფუჭი ფიქრებისგან თავს ვითავისუფლებდი. უეცრად კი ნენემ შემოგლიჯა ოთახის კარები და აივანზე გამოვიდა. -ანამარია , ალექსი.. ამბობს ნენე და სიტყვების ერთმანეთზე დაწყობას ცდილობს. -რა ალექსი ნენე?. -ალექს ესროლეს. სიტყვა დაასრულა და ადგილს მივეყინე. ტანში ჟრუანტელმა დამიარა. დიდი ბურთი მომაწყვა ყელში და გაუაზრებლად დავიწყე ზლუქუნი. -რა მოუვიდა? -არაფერი ვიცი, ახლა სავადმყოფოშია. -კარგი წავიდეთ, სწრაფად. ვეუბნები ნენეს და ჩქარი ნაბიჯებით ოთახიდან გავდივართ. ლიზიმ მანქანა გამოიყვანა, ნენე და მე კი უკან დავჯექით. მთელი გზა ალექსზე ვფიქრობდი, "რომ რამე მოუვიდეს, უიმისოდ არ შემიძლია. მაგრამ მას ხომ ჩემთან ურთიერთობა არ უნდა." თუმცა ანამარია ამის დროა ახლა??. მთავარია ალექსი იყოს კარგად. როგორც კი მივედი, სწრაფადვე ჩამოვედით მე და ნენე, ხოლო ლიზი კი მანქანაში დარჩა. პალატასთან ლუკა დავლანდეთ და მასთან მივედით. -როგორაა ალექსი? მივვარდი იმწამსვე ლუკას. -საოპერაციოში ყავთ შეყვანილი. მე კი იქვე სკამზე ჩამოვჯექი და ტირილი დავიწყე. მიზეზი კი ალექსის ახლანდელი მდგომარეობა იყო. მეტირებოდა ალექსზე და მის ნათქვამ სიტყვებზე, რომელმაც გული ასე დამწყვიტა. ჩემთვის ჩუმად ვქვითინებდი. ისიც კარგად ვიცოდი, რომ ცხოვრებაში მის გარდა არავინ დამრჩენოდა, ახლა კი მასაც აღარ სურს ჩემთან ყოფნა. აქ ტყუილი დროს დახარჯვაა. მისთვის მაინც არაფერს ვნიშნავ. -ანამარია! გთხოვ ნუ ტირი!. მეუბნება ნენე და გვერდით მიჯდება. -როგორ არ ვიტირო ალექსი ესეთ მდგომარეობაშიადა.. -მალე კარგად იქნება დაწყნარდი. მეუბნება და თმაზე ხელს მისვებს. უეცრად კი ექიმი საოპერაციოდან გამოდის. ყველანი ფეხზე წამოვდექით და ექიმს მივვარდით. -ალექსი როგორაა? რასშვება?. კითხა ლუკამ. -კარგადა, მალე პალატაში გადმოვიყვანთ, სანამ არ გამოჯანმრთელდება მანამ აქ დარჩება. დაამთავრა თუარა საუბარი, გულზე მომეშვა, თვალებში გამინათდა და უეცრად ტანში ერთიანად გამაჟრჟოლა. დიდხანს ჩემთვის მარტო ვიდექი, გაშეშებული, მალევე კი თავლებიდან ბედნიერების ცრემლები გადმომცვივდა, უეცრად შევიმშრალე და გვერდზე მდგომ ნენესთან მივედი. -ნენე რაღაც უნდა გთხოვო. -ხო ანამარია გისმენ. -მე წავალ მანქანაში დაგელოდები, ალექსი გონს რომ მოვა, მე რომ აქ ვიყავი არ უთხრათ, გთხოვთ. -რატომ? შენ არ ნახავ ალექს?. -რომ გაიგებს აქ რომ ვიყავი, დიდად არც კი გაუხარდება. -რა აზრიაქ, რაცარუნდა გითხრა მაინც არ დარჩები. -ხო კარგი! მანქანაში დაგელოდები. -კარგი!. -მომწერე მერე. მივაძახე ნენეს და მანქანისაკენ წავედი. მანქანაში კი მარტო ლიზი იჯდა და ტელეფონს ჩაჰყურებდა. -ანამარია რაშვება ალექსი? როგორა?. -კარგადაა, პალატაში გადმოიყვანეს. ვუპასუხე მოკლედ და სავარძელს თავი მივადე. -ნენე სადაა? -იქ დარჩა. ალექს ნახავს და მოვა. -და შენ რატო წამოდი?. -რაიმე აზრი ჰქონდა ჩემს იქ ყოფნას?! -ჰმ! არანაირი. მიპასუხა და წინ მიბრუნდა. ჩემთვის ჩუმად ტირილი დავიწყე. სულ ალექსი და ალექსი, უკვე ყელში ამოვიდა. "მე რომ რაიმე მომსვლოდა, დარწმუნებულივარ პანაშვიდზეც არ მოვიდოდა." ვფიქრობ ჩემთვის და ტელეფონს დავჰყურებ, რომელზეც ნენეს შეტყობინებაა მოსული. "-გონს მოვიდა, მალე კი სანახავად შევალთ." -ვახ! უკვე გონს მოსულა... სიანტერესო კი ის არის, ვინ დაჭრა! რა თქმა უნდა ალბად ვინმეს ეჩხუბა, მისგან ხო გასაკვირი არ არის. -ოო ეგ მეც მაინტერესებს, და იქ არ თქვეს რა მოუვიდა?. -არა, სიმართლე გითხრა არც მიკითხია. ის ვიცი მხოლოდ რომ, დედამის არ გაუგია. ვუპასუხე და უეცრად დავამატე. -მე გარეთ გავალ ჰაერზე. მანქანიდან გამოვედი და გარეთ გავედი. ქუჩაში გავისეირნე და აქეთ-იქით დავიწყე სიარული. ერთ ადგილზე ვერ ვრჩერდებოდი. ალექსის ნახვა მთელი გულით მინდოდა. " ანამარია, წადი ნახე და დაისვენე." შევსძახე ჩემს თავს და პალატისაკენ ავიღე გეზი. გული ლამისაა და ამომვარდნოდა, სახეზე კი არაამქვეყნიური ფერი მქონდა. პალატასთან არავინ იდგა. სახელურს ხელი მოვკიდე, ჰაერი ღრმად ჩავისუნთქე და ოთახის კარები გავაღე. ყველანი პალატაში იყვნენ. მათ დანახვაზე კი ერთიანად ავწითლდი, აქ არცერთს არ მოველოდი. უეცრად კი ნენე ჩემსკენ მოტრიალდა და სიცილით მითხრა. -ანამარია, შენ არ თქვი არ ვნახავო?. ამბობს და ბოლო ხმაზე იწყებს სიცილს. -კარგი, ჯობია ჩვენ წავიდეთ. ამბობს გეგა და ყველანი ოთახიდან გადიან. მე კი უკვე პომიდორს ვგავდი, არ ვიცოდი რა გამეკეთებინა. უხერხულად ვიყავი. სხვა გზა არ იყო, ალექსთან მივედი და ვკითხე. -როგორ ხარ?. დავასრულე სიტყვის თქმა თუ არა, უეცრად ხელში მწვდა და ლოყაზე მაკოცა, რაზეც ტანში ერთიანად დამაყარა ეკლებმა და უხერხულად შევიშმუშნე. შემდეგ კისერში მწვდა და სველი კოცნა დამიტოვა. ეს ვეღარ მოვითმინე, ჩემი ხელი გამოვგლიჯე და ბოლო ხმაზე ვუყვირე. -რასაკეთებ? -მომენატრე პატარავ. -საერთოდ შენ თუ ხვდები რა გინდა?. -კი, დაახლოებით. - რა? -შენთან ერთად ყოფნა. -უკვე ყელში ამოდი. რატომ მიკეთებ ამას? ჩემს გრძნობებზე თამაში ძალიან მოგწონს? შენ არ მითხარი შენთან ურთიერთობა არ მინდაო?, და რა გინდა იცი საერთოდ?! ვყვირი ბოლო ხმაზე და ცრემლებს უმისამართოდ ვყრი. ჩემთვის ვქვითინებ, ალექსი კი გაჩუმებულა და წარბებ შეკრული მიყურებს. -ანამარია, ცუდად ვარ, მერე დაგელაპარაკები, ახლა კი წადი. -ჰმჰ! რას ველოდი, ჩვენი საუბარი ხომ ბოლოში "წადით" მთავრდება. ვუთხარი დამცინავად და ოთახის კარები მთელი სიმწარით გავიხურე. *10* "ეს რა გამიკეთა, ამას ვიმსახურებდი ალექსისგან?. უკვე მერამდენედ მივდივარ მისგან, მაგრამ ბოლოს ისევ მე, ისევ მე გავრბივარ შესარიგებლად, მიუხრდავად იმისა რომ, თვითონ მეუბნება ურთიერთობაზე უარს და ხაზს უსვმს ჩვენს ერთდ ყოფნას. არაა!! ეს უკვე მეტისმეტია, ვფიცავ მის სახელსაც კი აღარ ვახსენებ!!." გამაგრდი ანამარია შევსძახე ჩემს თავს და ჩქარი ნაბიჯებით გამოვედი საავადმყოფოდან. სანამ მანქანასთან მივიდოდი, ცრემლები მოვიწმინდე, არმინდოდა ენახათ რომ, ისევ მის გამო ვტიროდი, არ მინდოდა რომ მათ თვალში უსუსური არსება ვყოფილიყავი, რომელიც მიჯაჭვულია სხვაზე და არაფრის გაკეთება არ შეუძლია დამოუკიდებლად. მანქანასთან მივედი, შიგნით ჩავჯექი და კარები მთელი ძალით მოვიქნიე, ალბად მთელი ემოცია ამ კარებში ჩავაქსოვე. ნენე გაკვირვებული მიყურებს და მეუბნება. -ანამარია ხომ ხარ კარგად?. -მშვენივრად, ჯერ ასე კარგად თავი არ მიგვრძვნია. -აჰაა, ანუ შენ და ალექსი შერიგდით. დაამთავრა თუარა ნენემ სიტყვები, თავს შევსძახე, "ანამარია გამაგრდი, არ იტირო." -მე და ის უკვე აღარ ვარსებობთ. ვუთხარი მოკლედ. ნუ რათქმაუნდა მათი გაოცება ჩემს თვალს არ გამოჰპარვია, მაგრამ ეს პირველად არ მომხდარა, ალბად თვითონაც შეეჩვიეს ამ გარემოებას. ცოტა ხანში იკვე სხლში ვიყავით. ნენე ჩემთან დარჩა. ლიზი კი მისვლის თანავე საძინებელში შევიდა, ხვალ მორიგე იყო და ძაან დამღლელი დღე ელოდა წინ. მე და ნენე კი წყნარად ვისხედით, უეცრად კი ტელევიზორს მივვარდი და კინოს არჩევა დავიწყე. * 3 დღის შემდეგ. * უკვე სამი დღე ისე გავიდა, არაფერი გამიგია ალექსზე. თუმცა მე ის არ ვიყავი, გამწარებულ გულზე რომ ამბობდა, ალექსის სახელსაც აღარ ვახსენებო. ალბად უკვე ალექსი, ქუჩაში დაეხეტება მორიგი ხიფათისათვის. ანამარია კი ამ დროს ვის ახსოვს. ლიზი თავის კოლეგებთან ერთად ისვენებს. ნენე კი გუშინს მერე არ გამოჩენილა. ყველას დავავიწყდი. "ანამარია ადექი საწოლიდან და შენი თავი გაამხიარულე." შევსძახე ჩემს თავს და ჩაცმას შევუდექი. საწოლი გადავალაგე და ოთახიდან გავედი. მალე სამზარეულოში შევუდექი ფუსფუს, როდესაც აქ ვიყავი დედა მახსენდებოდა, მასაც ძალიან უყვარდა სხვადასხვა საჭმლის მომზადება. მაცივარი გამოვაღე და უეცრად თვალები გამინათდა. ხინკალი იყო, ალბად ლიზი სანამ წავიდოდა მე დამიტოვა. ხინკალი ძალიან მიყვარდა, ძალიან არა უზომოდ. მის გასაკეთებლად, ყველაფერი მოვამზადე და მოსახარშად ჩავყარე. ცოტახანიც დაველოდე და ლანგარზე დავაწყვე. ალბად ძალიან ბევრის ჭამა გამომივიდა. სამზარეულოდან გავედი და მდივანზე წამოვწექი, ტელევიზორი ჩავრთე, საინტერესო არაფერი იყო. ცოტახანი ვიყურე და შემდეგ მალევე ჩამეძინა. გონება გათიშულს მეძინა, ისეთი შეგრძენა მქონდა თითქოს და ამქვეყანაზე არ ვიყავი. საათს დავხედე უკვე ექსი იყო დაწყებული. " ანამარია რა გაძინებს ამდენს". ვბუტბუტებ ჩემთვის და ტელეფონს ვიღებ. არავის მონაწერი არარის. ტელეფონის დადებას ვაპირებდი, როდესაც უეცრად ნენემ დარეკა. -ანამარია, რვა საათზე სტარტზე იყავი. ხმამაღლა ყვირის ტელეფონში. -ნენე რახდება?. -მეგობრები მოდიან ჩემთან სახლში. -არა მე არ მოვალ. -ალექსი არ იქნებ გოგო. -ჰო რა პრობლემაა, რვაზე მანდ ვარ. ვუთხარი და ტელეფონი გავუთიშე. მომზადება დავიწყე, ჩემი გავის ამბავი რომ ვიცი ორი საათი არ მეყოფა. ერთი საათი მარტო აქეთ-იქით ბოდიალს მოვუნდი. ტანსაცმელი საქოლზე დამეწყო, ავიღე და ჩავიცვი. შავი ზედა, რომელიც მთლიანად სადა იყო, არანაირი ნახატებით, შავი ტყავის კაბა, რომლიც მხულამდე არც კი მწვდებოდა, და იმას ვერ ვიტყვი რომ ზედმეტად მაგრამ მოკლე კაბა იყო. თეთრი კეტები და შავი ჩანთა გადავიკიდე. თმები კი მაღლა აწეული მქონდა. სახლის კარები ჩავკეტე და ნენეს სახლისკენ წავედი. გზაში კი ნენემ დამირეკა. -ანამარია სად ხარ ამდენ ხანს?. -ახლა გამოვედი, ხუთ წუთში მანდ ვარ. ვუთხარი და მობილური ჩანთაში ჩავდე. მალევე მივედი. კარებზე დავაკაკუნე და ნენეს დაველოდე. უეცრად კი ნენე შემომეგება, მონატებულმა მაგრად ჩამეხუტა და ოთახისაკენ წამიყვანა საიდანაც ბავშვების ხმა გამოდიოდა. როგორც ჩანს ყველანი მოსულან. თან ნენეს ვესაუბრებოდი, როდესაც ბავშვები დავინახე მივესალმე. -გამარჯობა.. ვთქვი და ყველამ მომესალმა. და უეცრდ ერთ პიროვნებას ვაკვირდები, რომელსაც აქ არც კი ველოდი. ეს ალექსი იყო. უეცრად მწარე მზერით ნენეს გავხედე, მივხვდი ეს ნენეს იდეა იქნებოდა. მაგრამ ჩაუვარდა ეს ნომერი. რადგან ალექს თან ვიღაც გოგო ახლდა. ნენემ სკამისაკენ მიმითიდა და დავჯექი. გვერდით კი ნენე მომიჯდა. -ეს თუ შენი იდეაა, მოგკლავ. -ანამარია არ ველოდებოდი, არვიცოდი თუ მოვიდოდა. ამბობს და ნენეს ერთ-ერთი მეგობარი გოგო გვაწყვეტინებს. -ნენე ეს ანამარიაა?. -ჰო, სულ დამავიწყდა თქვენი ერთმანეთზე გაცნობა. -აჰა, სასიამოვნოა, მე ლიკა ვარ ნენეს ამხანაგი. -სასიამოვნოა. ვეუბნები და თავში ერთი კითხვა მებადება. -ეს გოგო ვინ არის?, რაღაც არ მეცნო!. -ვინ ალექსის გვერდით რომ ზის?. მეკითხება ლიკა. -ხო აი ეგ. -აა თქვენ ერთამანეთს არ იცნობთ ხო?. ამბობს ხმამაღლა ნენე. -თეკლა ეს ჩემი დაქალია ანამარია. ეუბენა იმ გოგოს ნენე და ჩემზე უთითებს. -ანამარია ეს კი თეკლაა, ალექსის შეყვარებული!. ამბობს და ადგილს ვეყინები. წარმოუდგენელი რამ ჩამესმა ყურებში. უეცრად ალექსმა ჩემსკენ გამოიხედა. ალბათ ჩემს ემოციებს აკვირდებოდა, თუმცა მე რაღაში ვაინტერესებ. ყველანაირად ვეცადე არ მეტირა. ამ მომენტში კი ყველაზე კარგი ბოლო ხმაზე დაღრიალება და ტირილი იქნებოდა. ყველანი ერთმანეთში საუბრობდა. ბოლოს კი სადღეგრძელო ალექსმა თქვა. სიყვარულის სადღეგრძელო. იწყებს თქმას და უეცრად ვამბობ. -კარგად ბავშვებო, მე უნდა დაგტოვოთ. ვამბობ და გაქცევას ვაპირებ. რადგან ამ ყველაფრის ატანა ჩემთვის უკვე საშინელება იყო. ვდგები ჩანთას ვიკიდებ და სანამ სახლიდან გავალ მანამ ნენე სამზარეულოსკენ მიმათრევ. -ანამარია სად მიდიხარ? -სახლში და შენც ძალიან კარგად ხვდები რატომაც. -კიმაგრამ, დარჩი ცოტა ხანს. -არა კარგად იყავი. მერე დაგირეკავ. ვეუბნები და კარებს ვხურავ. კიბეებზე ჩავდივარ როდესაც, მახსენედება რომ ტელეფონი სამზეულოში დამრჩა. ოჰ ანამარია რაა, ვბუტბუტება და ისევ უკან ვბრუნდები. კარებს ვაღებ და ჩუმად შევდივარ სახლში, არ მინდოდა ვინმეს გაეგო. სამზარეულოსკენ ჩუმად გავდივარ. უეცრად კი რაღაც ხმა მომესმა ნენეს ხმა იყო. კარები ნელა შევაღე შეუმჩნევლად ისე რომ საუბარი მე გამეგო. და რას ხედავს ჩემი თვალები ნენე, ალექსი და თეკლა, ერთმანეთს ელაპარაკება. -ანამარია სად წავიდა?. კითხულობს ალექსი. -სახლში. -რატო?. ეკითხება თეკლა. -რა რატო! იცი რანაირად იყო თქვენ რომ ეგრე დაგინახათ?. თან მითუმეტეს მან არიცის რომ მოვატყუეთ. -აუ სულ ყველაფერი ჩაშალეთ რა. ყვირის ალექსი. ამყველაფერის გაგონებაზე კი ბოღმა მომაწვა. მინდოდა სუყველანი იქნვე დამენაკუწებინა. ვეღარ მოვითმინე და ითახში შევედი. -ხალხო თქვენ რას აკეთებთ?, სულ გადაირიეთ?, ალექს შენ რას აკეთებ ჩემს გრძნობებზე ასე ძალინ მოგწონს თამაში?. ვყვირი გამწარებული და ახლა კი ნენეს ვუყვირი. -ნენე შენზე კი აღარაფერს ვამბობ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმეთ ხო?. -ანამარია რატო მობრუნდი?. მეკითხება ნენე. -ტელეფონი დამრჩა, ამ მომენტში კი თქვენი სახეების დანახვა არ მინდა იდიოტებო. ვამბობ და კარებს მთელი სიმწარით ვაჯახუნებ. უკან კი ნაბიჯების ხმა მესმოდა. ვიღაც მომყვებოდა. მე კი ჩქარი ნავიჯებით მივაბიჯებ კიბებზე, უკვე პირველ სართულზე ჩამოვედი, გარეთ უნდა გავსულიყავი როდესაც მკლავში ვიღაც მწვდა, ეს ვიღაც ალექსი იყო. მთელი ძალით ხელებში მწვადა მაგრად მომიჭირა და მისკენ მიმიბრუნა. -რას აკეთებ?, შენთან სალაპარაკო აღარაფერი დამრჩა გაიგე?!. -ანამარია მომისმინე, ჯერ შენ კიდევ ყველაფერი არიცი. -კარგი გისმენ, ძალიან მაინტერესებს რა უნდა მითხრა ისეთი რაც ჩემთვის არ გითქვი, მიდი გელოდები.. ვეუბნები გამწარებული და თვალებში დაჟინებით ვაჩერდები. -ანამრია იმ დღედ სავადმყოფოში ივას გამო ვიწექი. იმდ დღეს როდესაც მე გითხარი, რომ შენთან ურთიერთობა აღარ მინდოდა, ესეც ივას გამო გითხარი. -და ივა რა შუაშია ამ ყველაფერთან?. -მომისმინე და მოგიყვები!.. ამბობს მკაცრი ტონით და დაწვრილებით მოყოლად იწყებს. როდესაც ყველაფერი დაამთავრა არაამქვენიური ფერი მქონდა. არვიცოდი რა გამეკეთებინა. გაშეშებული ვიდექი ადგილზე. ალექსი კი თვალებში მიყურებდა და ჩემს პასუხს ელოდებოდა. -ანამარია, იმედია ყველაფერი გაიგე და იმედია მაპატიებ. -იცი ალექს მე არ ვიცოდი. ვამბობბ და თან ალექსი მაჩუმებს. -კიდევ რაღაც მაქვს შენთვის სათმელი პატარავ!. -ახლა კიდევ უნდა მითხრა წადიო?. ვეკითხები დამცინავად. -მიყვარხარ ანამარია. ამაბობს და ჩემს გამომეტყველებას აკვირდება. მე კი ამ სიტყვას რამდენი ხანი ველოდი. გაშტერებული ვუყურებდი ალექს, სახე კი მთლიანად ამწითლებოდა. უეცრად ალექს ვითხარი. -მეც მიყვარხარ. დავამთავრე, ჩავეხუტე და მის კისერში ჩავყავი თავი. რადგან მისი თავლების მზერა ვეღარ ავიტანე. მან კი კისეში ნაზად მაკოცა და მაგრად ჩამიხუტა. -პატარავ, ანუ მე რა გამოვდივარ შენი?. -მომავალი ბედნიერება. ვეუბნები და ღიმილით ვკოცნი მას. მადლობა❤️❤️აბა შეაფასეთ❤️❤️ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.