შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი ბედნიერება(მეთერთმეტე თავი დასასრული)


7-06-2018, 17:34
ავტორი melina
ნანახია 1 897

-აი რას გულისხმობდა როცა მითხრა მწარედ ინანებო,საკუთარ თავს ასე როგორ მოექცა,ღმერთო ჩემო ეს რომ მცოდნოდა,ეს რომ წარმომედგინა...
----------------------------
-ლანა გონს მოეგე არ არის ახლა სასოწარკვეთის დრო,წავიდეთ კლინიკაში ვნახოთ,იქნებ არც ისეა საქმე როგორც აცხადებენ,ხომ იცი გაზვიადება უყვართ ჟურნალისტებს.
-მართალია,ახლა ისე ვჭირდები როგორც არასდროს,მასთან უნდა ვიყო,თქვა და ცრემლები მოიწმინდა.
ერთ საათში კლინიკაში იყვნენ,იქ შეკრებილიყვნენ ბექას მშობლები და ახლობლები,ლილი მაშინვე გადაეხვია და აქვითინდა,თავი ვეღარ შეიკავა,დაღლილი იყო ნანერვიულები,ლილის აწყნარებდა ლანა არადა თვითონაც ისეთ დღეში იყო რომ ცრემლებს ძალით იკავებდა,არ უნდოდა ეტირა,მას ბექას გამოჯანმრთელების რწმენა და იმედი ჰქონდა.ლილი ცოტა რომ დამშვიდდა მოუყვა ბოლო დროინდელი ამბები,ბექას ცვლილებების შესახებ.
-ეს დღეები ვეღარ ვცნობდი ბექას,ვერ გავიგე რა დაემართა,ვეკითხებოდი და არაფერს მეუბნებოდა,სახლში იშვიათად მოდიოდა,მაშინაც მთვრალი სულ ჩუმად იყო,არადა არ უყვარდა დალევა,რაღაც ხდებოდა მის თავს მაგრამ არ მითხრა,შენთვის ხომ არ უთქვამს რამე?
-არა არაფერი,მოკლედ უპასუხა ლანამ,ვერ გაბედა სიმართლის თქმა,ვერ გაბედა გაემხილა რომ ბექა ახლა სიკვდილს სწორედ მის გამო ებრძოდა.იმის გამო რომ ვერ აპატია...
-ნეტავ რა მოხდა ასეთი რომ ვერავის გაუმხილა,ეთქვა იქნებ დავხმარებოდით როგორმე,ახლა კი რა დღეშია დედის იმედი.თქვა და კვლავ ცრემლები გადმოსცვივდა ლილის.
-ექიმები რას ამბობენ,ხომ კარგად იქნებაო?შიშნარევი ხმით იკითხა ლანამ.
-გადაჭრით ვერაფერს ამბობენ,არავინ იცის როდის მოვა გონზე,ან მოვა საერთოდ?მხოლოდ ის იმედი გვაქვს რომ ახალგაზრდაა და ბრძოლის უნარიანი,მეტი შანსი აქვს მალე გამომჯობინდეს.
ლანას თავზარი დაეცა ამ სიტყვების გაგონებაზე,მაინც არ ეგონა ასე რთულად თუ იყო,ან იქნებ იმედს არ კარგავდა და არ უნდოდა რეალობასთან შეგუება...
დღის საათებში ბევრი ხალხი ირეოდა ბექას პალატასთან,საღამოს კი მხოლოდ ლანა,თამუნა,ლილი,სანდრო და დავითი იყვნენ,არავის უშვებდნენ ბექას პალატაში თუმცა წასვლას მაინც არ აპირებდნენ,ლანას მეტი გადაღლა ეტყობოდა,ნერვებს ვეღარ თოკავდა სულ ეტირებოდა ყოველ სიტყვაზე.
-დამშვიდდი ლანა,ბექა მოვა გონს და კარგად იქნება,აი შენ კი ასე თუ ინერვიულე უარესად იქნები,პირიქით მხნედ უნდა იყო.
-ჩემს თავზე ახლა ყველაზე ნაკლებად ვფიქრობ,ნეტავ ბექა მოვიდეს გონზე,ის იყოს კარგად...ყველაზე ცუდი კი ის არის რომ ყველაფერი ჩემი ბრალია.
-კარგი რა ლანა ნუ ამბობ ამას,უარესად ნუ იტანჯავ თავს,შენ არ იცოდი ასე თუ მოხდებოდა,ეს არავის ბრალია.
-ჩემი ბრალია ჩემი,მე რომ ასე არ მოვქცეოდი ასე არ დაემართებოდა ასეთ სასოწარკვეთას არ მიეცემოდა,მისი მშობლების მრცხვენია კიდეც,ჩემ გამო იტანჯებიან.
-დაწყნარდი შენ არაფერ შუაში ხარ,შენ საიდან უნდა გცოდნოდა რომ ასეთი რამ მოხდებოდა,ამას ვინ იფიქრებდა,გეყოფა ნუღარ ტირი.
-ეს რომ წარმომედგინა ხმასაც არ ამოვიღებდი,არც კი შევიმჩნევდი რომ რუსკასთან დავინახე.
რუსკამაც გაიგო ბექას ამბები,გულწრფელად წუხდა მისი ნამოქმედარის შედეგზე,ღმერთს ევედრებოდა ბექა გადაერჩინა,თვითონ იმითაც ბედნიერი იქნებოდა რომ შორიდან მაინც დაინახავდა.ბევრი ფიქრის შემდეგ მაინც გადაწყვიტა ლანას დალაპარაკებოდა და ყველაფერი აეხსნა,ერთ საღამოს როცა საავადმყოფოდან დაბრუნდა ლანა სახლში ჩანთის დადებაც ვერ მოასწრო ზარის ხმა გაისმა,თვითონ გააღო და კართან რუსკა დაინახა.
-როგორ ბედავ აქ მოსვლას ყოველივე იმის შემდეგ რაც შენ გამო მოხდა,მაინც რა თავხედი და უტიფარი ხარ.
-მესმის შენი და მართალიც ხარ რომ ბრაზობ.
-შენ არაფერი გესმის,საერთოდ არაფერი,წარმოდგენაც არ გაქვს მე რას ვგრძნობ ახლა,მე რომ შენი ტყუილი არ დამეჯერებინა ახლა ბექა ამ დღეში არ იქნებოდა,თუმცა რას გიხსნი,ახლავე წადი აქედან.
-ჯერ მომისმინე მერე კი წავალ და აღარასოდეს გამოვჩნდები შენ ცხოვრებაში.
-ნეტავ არც გამოჩენილიყავი,თქვა თამუნამ და სამივენი ოთახში შევიდნენ.
-მე და ბექამ წლების წინ გავიცანით ერთმანეთი,ერთ სასტუმროში ვიყავით,ვისვენებდით,დავინახე თუ არა ძალიან მომეწონა,მას კი არც მაშინ გამოუხატავს ინტერესი ჩემ მიმართ,ხუთი დღე გაგრძელდა ჩვენი ურთიერთობა უფრო სწორად ნაცნობობა,მე პირველივე დღიდან გაგიჟებით ვიყავი შეყვარებული,საოცარი ხასიათი აქვს ბექას,არ შეიძლება არ შეგიყვარდეს.
-მგონი შენ არ უნდა მიხსნიდე ამას,ირონიით გააწყვეტია ლანამ.
-თბილისში დაბრუნების შემდეგ ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა ჩემთან,ნომერიც შეცვალა,მე კი მხოლოდ მისი სახელი და ნომერი ვიცოდი,არც საერთო ნაცნობი გვყავდა რომ როგორმე მომეძებნა,ძალიან გამიჭირდა,ვერაფრით დავივიწყე,უბრალოდ თავს ვაიძულებდი მასზე არ მეფიქრა,იმ დღეს როცა აქ დავინახე თვალებს არ ვუჯერებდი,ჩავთვალე რომ ცხოვრება კიდევ ერთ შანსს მაძლევდა ბედნიერებისთვის,გადავწყვიტე მისთვის მებრძოლა,თქვენი გაცნობა,წყალის ჩამოსვლა,ყველაფერი ჩემი გეგმის ნაწილი იყო,თუმცა ყველაფერი ამაოდ,ბექას ჩემი დანახვაც არ უნდოდა ყოველ ჯერზე მიმეორებდა რომ მხოლოდ შენ უყვარდი,იმ დღესაც უნივის ეზოში ჩვენი ბოლო შეხვედრა იყო,მთხოვდა რომ თავი დამენებებინა და შენთვის რამე სისულელე არ მეთქვა,ის ჩახუტება კოცნაც ყალბი იყო,თქვენ დაგინახეთ და ძალით მოვეხვიე,მერე კი რაც მოხდა თქვენც იცით,თავაუწევლად დაასრულა სათქმელი რუსკამ.
-მოგისმინე,სინდისი დაიმშვიდე,ახლა კი წადი და აღარასოდეს გადამეყარო ცხოვრების გზაზე,უთხრა ლანამ და კარისკენ მიუთითა…
გადიოდნენ წამები,წუთები,საათები ბექას გამომჯობინების მოლოდინში,ექიმები წინა დღეებთან შედარებით იმედიანად იყვნენ განწყობილნი,ელოდნენ ბექას გონზე მოსვლას,უკვე მეექვსე დღე გადიოდა ამშემთხვევიდან,ლანა პალატას არ შორდებოდა,უნდოდა როცა გონს მოვიდოდა მასთან ყოფილიყო,სჯეროდა რომ ბექა გრძნობდა მის სიახლოვეს და ძალა ემატებოდა.ხანდახან პალატაში შესვლის უფლებასაც აძლევდა ექიმი,ლანამ გააანალიზა რაოდენ ძვირფასი იყო მისთვის ბექა,ოღონდ გონს მოსულიყო და ყველაფერს აპატიებდა,დაივიწყებდა...ნატრობდა რომ კიდევ ერთხელ ჩაეხედა იმ სიყვარულით სავსე შავ თვალებში,რომლის ყოველი გამოხედვა ათბობდა და სიცოცხლის სურვილს უმძაფრებდა.
თამუნა ყოველ დღე ლექციების შემდეგ მიდიოდა და ცდილობდა დარდი შეემსუბუქებინა მეგობრისთვის,თუმცა დიდხანს დარჩენას მაინც ვერ ახერხებდა სამსახურის გამო,ლანას დასაწერი სტატიებიც მისი მოსამზადებელი იყო,ეკლესიაში ერთად მიდიოდნენ და უფალს შესთხოვდნენ ბექას გადარჩენას,ერთ დღესაც როცა ეკლესიიდან კლინიკაში დაბრუნდნენ ლილი ატირებული დახვდათ,სიხარულით ტიროდა,ლანას ჩაეხუტა და უთხრა:
-ეს ნანატრი დღეც დადგა,ბექა გონზე მოვიდა,დასრულდა ჩვენი ტანჯვა შვილო.
-მადლობა ღმერთს ამ სასწაულისთვის,შეგიშვეს მასთან?მეც შემიშვებენ?
-კი ცოტა ხნით ვნახე,ლაპარაკი უჭირს,მალე იღლება.მიდი შენც შედი,ყველაზე მეტად შენი ნახვა გაახარებს,ღიმილით უთხრა ლილიმ.
-დაღლას არა უშავს,უარესი უკან დარჩა,თქვა ლანამ და პალატის კარი შეაღო.
ბექას არ ეძინა,თვალს არ აშორებდა მის წინ მდგარ ლანას და ხმას არ იღებდა.დედიდან იცოდა რომ ეს დღეები გვერდიდან არ მოშორებია ლანა მაგრამ დარწმუნებული არ იყო აპატია თუ არა,ისევ ლანა გამოერკვა და დუმილი დაარღვია.
-მადლობა უფალს რომ შენი თავი არ წამართვა,თქვა და ხელი ჩასჭიდა.
-ლანა იმ დღეს რაც დაინახე არასწორად გაიგე...
-ვიცი და აღარ მინდა წარსულზე ლაპარაკი,საკმარისათ დავისაჯე იმის გამო რომ არ დაგიჯერე,შენ რომ რამე მოგსვლოდა ალბათ მეც მოვკვდებოდი.
-მართალი ხარ,მთავარია რომ ახლა ერთად ვართ,და სულ ასე იქნება.ღიმილით თქვა ბექამ.
-კარგი ახლა მე გავალ,შენ დაისვენე,ბევრი ლაპარაკი არ შეიძლება შენთვის ბოთე.
-არ გახვიდე გთხოვ,არაფერს გეტყვი მხოლოდ გიყურებ,ძალიან მომენატრე.შენ სიახლოვეს ყოფნა ჩემთვის საუკეთესო დასვენებაა.
-არ გავალ აქ ვიქნები თუ ასე გირჩევნია,მაშინ მოგიყვები ამბებს რაც შენ გონს მოსვლამდე მოხდა,პირველი ის რომ თამუნას სანდრომ ცოლობა სთხოვა,მალე ნიშნობას აპირებენ,შენ გამომჯობინებას ელოდებიან.
-მართლა ტოო,ანუ გვასწრებენ არა?ჩაილაპარაკა ბექამ დაღლილი ხმით.
-მე რა გითხარი შენ არ ილაპარაკოთქო,მაშინვე გააჩუმა ლანამ.
-სულ დამავიწყდა,ვსიო ხმას არ ვიღებ,ჩაეცინა ბექას.
-კიდევ არც ის იცი რომ ჩემები თბილიში გადმოდიან,მამაჩემს კარგი სამსახური შესთავაზეს და უარი ვერ თქვა,თან მეც მარტო აღარ ვიქნები,ნერვიულობდნენ შორს რომ იყვნენ.
ამ ლაპარაკში იყო ლანა ექიმი რომ შემოვიდა და სთხოვა გასულიყო რათა პაციენტი გაესინჯა,ისიც დასძინა რომ პირველ დღეებში დიდხნიანი ვიზიტები და გადაღლა არ შეიძლებოდა.ბექამ სევდიანი თვალები გააყოლა,არ უნდოდა გაეშვა მაგრამ სხვა რა გზა ჰქონდა.ლანა სახლში წავიდა,მარშუტში იჯდა როცა მობილურზე შოთიკომ დაურეკა,არ უპასუხა და ზარი გაუთიშა,სახლში მისულს თამუნამაც იგივე უთხრა.
-ლანა იცი წეღან შოთიკოს ველაპარაკე.
-რა უნდოდა?მეც მირეკავდა და ვერ ვუპასუხე.
-ისეთი არაფერი,მოგვიკითხა,მუშაობა დაუწყია,სად ზუსტად არ მახსოვს.
-კარგია,მიზანდასახული და ჭკვიანი ბავშვია,წარმატებას მიაღწევს დარწმუნებული ვარ.
-ბექა როგორ არის?ვეღარ გამოვედი ჯერ ლექციებზე ვიყავი მერე სანდრო იყო აქ,ახლახან წავიდა.
-კარგად არის ცოტა ლაპარაკით იღლება მაგრამ მაინც არ აჩერებს ენას.მანამ არ გამომიშვა სანამ ექიმმა არ უთხრა დაისვენეო.სიცილით თქვა ლანამ.
-წარმომიდგენია როგორ მოგენატრათ ერთმანეთთან ლაპარაკი.
-თქვენი ნიშნობის ამბები ვუთხარი,გაეხარდა მაგრამ როგორ გვასწრებენო ბუზღუნებდა.
-არ გასწრებთ თუ გინდათ და გადაწყვეტთ ერთადაც შეგვიძლია ნიშნობა.
-ჯერ ბექა გამოწერონ და მერე დავფიქრდებით,ისე კარგი აზრია.
-შენები როდის ჩამოდიან ლანა?
-არ ვიცი ალბათ ერთ კვირაში,რატო მეკითხები?
-ბინა უნდა ვნახო და გადავიდე...
-შენ რა ამას სერიოზულად ამბობ?
-ხო ასე აჯობებს.
-სისულელეს ნუ ლაპარაკობ,ჩვენ ერთად ლოჯშიც მოვთავსდებით,ისინი აქ დაწვებიან,მერე გაგათხოვებ და ეგ იქნება,აკისკისდა ლანა და არც თამუნა ჩამორჩა.
10 დღიანი მკურნალობის შემდეგ გამოწერეს ბექა საავადმყოფოდან,ლანას მშობლებიც ჩამოვიდნენ თბილისში,ცოტა არ იყოს გაუჭირდათ ახალ გარემოსთან შეგუება მაგრამ კმაყოფილები იყვნენ გურამის სამსახურით.ლექციებზე ისევ ერთად დადიოდნენ,ცდილობდნენ მთელი დღეები ერთად გაეტარებინათ,ასე მისდევდნენ დღეები ერთმანეთს,ნიშნობა 15 აპრილს,სიყვარულის დღეს იზეიმეა ორივე წყვილმა,სანდრო და თამუნა არ ჩქარობდნენ ქორწილის თარიღის დანიშვნას,ლანამ და ბექამ კი პირიქით,ზუსტად ერთ თვეში 15 მაისს გადაწყვიტეს ქორწილი(ბექას დაბ.დგეზე).ერთი თვე კი არც ისე დიდი დროე იყო ისეთი ქორწილისთვის როგორიც მათ წარმოედგინათ,ყველაფერი უნაკლოდ და მაღალ დონეზე ორგანიზებული.მოსაგვარებელი იყო საქორწილო საგზურების საკითხი,ქორწილის შემდეგ ევროპის წამყვან ქვეყნებში აპირებდნენ მოგზაურობას.
ძალიან ლამაზი ქორწილი და ულამაზესი წყვილი,ჯვარი დაიწერეს,უამრავი სტუმარი,წყვილის პირველი ცეკვა და მშობლების ბედნიერი სახე.სტუმრების დაშლის შემდეგ ბედნიერმა წყვილმა გამოიცვალა,ჩემოდნები აიღეს და აეროპორტს მიაშურეს,პირველად პარიზს ეწვეოდნენ,სიყვარულის ქალაქს,ერთ თვეს დაჰყოფდნენ ევროპაში,რამდენიმე ქვეყანას მოინახულებდნენ.
-ბექა ძალიან მიყვარხარ,ჩემი ბედნიერების მანათობელი ვარსკვლავი ხარ,შენით მიხარია ცხოვრება.
-შენ კი ჩემი მზე ხარ ლანა,რომელიც მათბობს და ცხოვრებას მილამაზებს.


-------------
ესეც დასასრული...მადლობა ყველას ვინც წაიკითხა თუნდაც ერთი თავი...მიყვარხართ❤❤❤❤




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent