შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარი ბედნიერება(მეათე თავი)


5-06-2018, 17:10
ავტორი melina
ნანახია 1 598

-აი თურმე რა საქმე ჰქონია,ამის თქმაღა მოახერხა მათ შემხედვარე ლანამ,სწრაფი ნაბიჯით გაეცალა იქაურობაას,ლამის გარბოდა.
-დამელოდე ლანა,მოიცადე მისდევდა თამუნა.
-----------------------
ბექამ გვიანღა შეამჩნია ლანა,დაედევნა მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა,ლანა სირბილით მივიდა გაჩერებაზე და პირველივე მარშუტში ავიდა,ისე რომ არც იცოდა სად მიდიოდა,მთავარი იყო იქაურობას გაცლოდა,ნანახის გარდა ვეღარაფერზე ფიქრობდა,თვალწინ სულ ჩახუტებული რუსკა და ბექა ედგა,მერე ქეთას სიტყვებიც გაახსენდა“ბექას არ უყვარხარ,მისთვის გასართობი ხარ სანამ ვინმე სხვას იპოვის“თვალებიდან სიმწრის ცრემლები გადმოსცვივდა.მე სულელს კი მეგონა ქეთას ჩემი შურდა...არ წყდებოდა ზარები მისტელეფონზე,თამუნა და ბექა განუწყვეტლივ ურეკავდნენ,რომ აღარ მოასვენეს მობილური გამორთო,მთელი დღე დაეხეტებოდა ქუჩებში უმისამართოდ,ვერავის და ვერაფერს ამჩნევდა,რამდენჯერმე გამვლელებსაც კი დაეჯახა,სულ იმას ეკითხებოდა საკუთარ თავს ასე რატომ მოექცა ბექა,თუ აღარ ვუყვარდი ეთქვა და შევეცდებოდი გამეგო,ასე მაინც აღარ მეტკინებოდა გული,ბოლოს სიარულით რომ დაიღალა და სიცივითაც გაიყინა სახლს მიადგა,კარი გააღო და თამუნა და ბექა დახვდა.
-ლანა სად იყავი აქამდე,გეძებეთ და ვერსად გიპივეთ,მობილურიც ამორთული გქონდა...
-მერე და ვინ გითხრა ჩემზე ინერვიულეო?შენს გარეშეც მივხედავ ჩემს თავს,ახლა კი შენ აქ აღარაფერი გესაქმება,უკეთესია წახვიდე.თქვა და დივანზე წამოწვა ტირილით თვალებდასიებული და გადაღლილი.ბექაც მას ჩამოუჯდა.
-მაგას ნუ მეუბნები ლანა,ხომ იცი მე შენ მიყვარხარ...
-არაფერი ვიცი,მხოლოდ იმის მჯერა რაც ჩემი თვალით დავინახე დღეს,და ის რაც ვნახე საპირისპიროს ამტკიცებს.
-არაფერსაც არ ამტკიცებს,საშუალება მომეცი ყველაფერი აგიხსნა,გთხოვ.
-არაფერია ასახსნელი,უბრალოდ ვერ გამიგია როგორ შეგეძლოთ ასე მოქცევა,სულელს კი თქვენი მჯეროდა,ორივენი მძულხართ....თქვა და ცრემლების დასამალად კედლისკენ შებრუნდა.
-არ გატყუებ რუსკასთან ბოლო შეხვედრა იყო,ვუთხარი რომ ვერ შევიყვარებდი და ყველანაირი ურთიერთობა უნდა გაგვეწყვითა.
-აი აღიარებ კიდეც რომ ხვდებოდი,ნამდვილად დიდი მსახიობები დაკარგა საქართველომ თქვენი სახით,თუმცა ჯერ არ არის გვიანი...ყველაფერი წინ გაქვთ...
-გთხოვ ლანა ახლა ეგ ირონია ზედმეტია,ვიცი რომ გული გტკივა,მეც ცუდად ვარ რომ ასე გამოვიდა.
-მეც გთხოვ წადი,ცუდად ვარ,თავი მისკდება,აღარაფრის მოსმენა მინდა,დღეისთვის საკმარისია...ისედაც ბევრი რამ ვნახე და მოვისმინე.
-კარგი მაგრამ მობილური აღარ ამორთო,ხვალ შეგეხმიანები,ახლა დაიძინე.
ბექა წავიდა მიხვდა რომ ახლა ლაპარაკს აზრი არ ქონდა.თამუნამ აღარ იცოდა როგორ დაემშვიდებინა მეგობარი,სიტყვებს ვერ პოულობდა,რაც ნახეს დაუჯერებელი იყო,მთელი ღამე ლაპარაკში გაათარეს გამთენიას ჩაეძინათ.უნივში წასვლას არ აპირებდნენ და ალბათ კიდევ იძინებდნენ ზარს რომ არ გაეღვიძებია,ბექა იყო,ლანამ მაშინვე ამორთო მობილური.მერე თამუნასთან დარეკა და მისგან გაიგო ლანას ამბები,ასე გრძელდებოდა 1 კვირა,ლანა არც უნივერსიტეტში ელაპარაკებოდა და მითუმეტეს არც მობილურზე,ბექამ აღარ იცოდა რა ექნა,არცერთმა ხერხმა არ გაჭრა,ნერვიულობაც დაეტყო ადამიანს აღარ გავდა.ერთადერთი რაც აქამდე არ ეცადა სახლში მისვლა იყო და ესეც მოიქცა მიაკითხა რათა ამ გზით მაინც დაერწმუნებინა მის სიმართლეში,თამუნამ საქმე მოიმიზეზა და გარეთ გავიდა,უკეთ რომ ელაპარაკათ მარტოებს.
-რატომ მოხვედი?
-მობილურზე არ მპასუხობ,სხვა გზა არ დამიტოვე...
-მეგონა მიხვდი რომ შენი ნახვა კი არა ხმის გაგონებაც არ მინდა.
-გინდა თუ არა უნდა ვილაპარაკოთ,ზრდასრული ხალხი ვართ და ბავშვებივით ვერ გავებუტებით ერთმანეთს,უნდა გავარკვიოთ ყველაფერი,შენ არასწორად გაიგე ის რაც დაინახე...მეცოდებოდა,იტანჯებოდა და მაგიტომ შევხვდი რომ მეთქვა არაფრის იმედი ჰქონოდა.
-აღარ მაინტერესებს,ჩემიდან ხომ აიღე ნებართვა,შეგიძლია ყოველ დღე შეხვდე და ანუგეშო ტანჯული...
-ლანა გეყოს მართლა რა არის ამდენი ირონია,ცოტა დაფიქრდი მაინც რას ამბობ,მისი ნახვა რომ მინდოდეს ახლა აქ არ ვიქნებოდი და პატიებას არ გთხოვდი.
-ჰოდა თავს ნუ დაიღლი,შენს პატიებას არ ვაპირებ,რომც გაპატიო ნდობას ვეღარ დავიბრუნებთ,როცა გენდე მაშინაც ხომ სულელი ვიყავი....
-გეყოფა ლანა გეყოფა,ჯერ ისევ გაბრაზებული ხარ და ამიტომ არც კი იცი რას ამბობ.
-მშვენივრად ვიცი რასაც ვამბობ,აღარ მინდა შენი ნახვა,წადი ჩემი ცხოვრებიდან,ასე უკეთესია,შევეცდები დაგივიწყო,თითქოს არც არასდროს ყოფილხარ ჩემს ცხოვრებაში.
-ძალიანაც რომ მთხოვო ვერ წავალ,უშენოდ არ შემიძლია გაიგე არ შეგეშვები.თან გინდა თუ არა მაინც მოგიწევს ჩემი ნახვა,დაგავიწყდა?კურსელები ვართ.
-მახსოვს და მალე ყველაფერს გამოვასწორებ,სხვა უნივერსიტეტში გადავიტან საბუთებს,ყველა ძაფს გავწყვეტ ჩვენს შორის.
-ასე ნუ მექცევი,უშენოდ ვერ ვიცოცხლებ შენ თავად ხარ ჩემი სიცოცხლე...
-არავინ არავის გამო არ კვდება,არც შენ მოკვდები მალე შეეგუები ამ სიტუაციას,ახლა კი უმჯობესია წახვიდე,სათქმელი აღარაფერია.
-მე მართლა ყველაფერი ვცადე რომ შენთვის თვალები ამეხილა,მაგრამ შენ მაინც არ ცვლი მცდარ გადაწყვეტილებას,რომელსაც მერე ინანებ,ინანებ თუმცა შეიძლება გვიან იყოს შენი სინანული.
-არაფერს ვინანებ იმის გარდა რომ ოდესღაც შენი მჯეროდა,ახლა კი მშვიდობით,თქვა და კარი გამოაღო,ბექა იდგა გაოგნებული და ვერ ხვდებოდა როგორ შეიძლება ასე შეიცვალოს ადამიანი,თითქოს სპეციალურად ეუბნება ისეთ სიტყვებს რომ გული ატკინოს...ერთი რამ კი აშკარა იყო ეს დასასრულია,ბედნიერების დასასრული...
ამ დღის შემდეგ აღარ დაურეკავს ბექას ლანასათვის,მისმა ცხოვრებამ აზრი დაკარგა,სახლშიც იშვიათად მიდიოდა,მხოლოდ მაშინ როცა დაბანა და გამოცვლა დასჭირდებოდა,არც ლექციებს ესწრებოდა,მთელ დღეებს ბარებში ატარებდა,სვავდა მერე გიჟივით დაჰქროდა მანქანით ქალაქის ქუჩებში,თითქოს ხიფათს ეძებსო,შედეგმაც არ დააყოვნა...
დილით 10 საათი იქნებოდათინამ რომ დაურეკა ლანას.
-ხო დე გისმენ,როგორ ხარ?
-კარგად შვილო შენ როგორ ხარ?საავადმყოფოში ხარ ალბათ ხო?
-სახლში ვარ,საავადმყოფოში რატომ უნდა ვიყო?
-როგორ შენ არაფერი გაგიგია?
-ამიხსენი რაზე ლაპარაკობ ვერაფერი გავიგე დე.
-მთელი ქვეყანა მაგაზე ლაპარაკობს,ჩართე ტელევიზორი თავად ნახე შვილო,ოღონდ თავი ხელში აიყვანე და არ ინერვიულო ყველაფერი კარგად იქნება.
-ნუ მაშინებ დე რა მოხდა ასეთი?კითხა და თან საინფორმაციო გადაცემას დაუწყო ძებნა კომპიუტერში.
-ახლაც მაგას აცხადებენ ლანა,ბექა ავარიაში მოყვა,ცუდად არის.
-რას ამბობ დედა,ძამოიძახა ლანამ და ტელეფონი ხელიდან გაუვარდა,მხოლოდ საინფორმაციოს სიტყვები ჩაესმოდა ყურში“ავტო ავარიის შედეგად უგონო მდგომარეობაშია და საავადმყოფოში იქნა გადაყვანილი 22 წლის ბექა ბურჯანაძე“ლანა შოკში იყო ნორმალურად ვეღარ აზროვნებდა,თავის თავს ესაუბრებოდა ტკივილით შეძრული:
-აი რას გულისხმობდა როცა მითხრა მწარედ ინანებო,საკუთარ თავს ასე როგორ მოექცა,ღმერთო ჩემო ეს რომ მცოდნოდა,ეს რომ წარმომედგინა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent