შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ველური ორქიდეა (24 თავი)


8-06-2018, 12:44
ავტორი Keke27
ნანახია 2 742

ველური ორქიდეა (24 თავი)

-24-
საფიქრალი გამიჩნდა, რა უნდოდა კლარას ჩემგან.
საღამოსთვის გამოვეწყვე და ლოდინის რეჟიმი ჩავრთე. გიგის ველოდი. ნერვიულობისგან ლამის თითები დავიმტვრიე. სახლში ადგილს ვერ ვპოულობდი. მოსვენება დავკარგე. ჩემი ძმა დაინტერესდა, თუ სად მივდიოდი. ვიცრუე, ვუთხარი ახალი სამსახურის ვაკანსია გამომიჩნდა და გასაუბრება მაქვსთქო. იმიტომაც ვღელავთქო. დაეჭვდა, ასეთ დროსო?
როგორც იქნა დამირეკა გიგიმ, დაბლა გელოდებიო. კიბეებზე ჩასვლისას სხეული ისე დამეჭიმა დაძაბულობისგან, რომ ნაბიჯების გადადგმა მიჭირდა.
_რა ლამაზი ხარ, - კომპლიმენტი მომაგება მაშინვე, აბაშიძემ ღიმილით და ლოყაზე მაკოცა.
_ მადლობა. - შევიფერე, რა თქმა უნდა. მანქანის კარი გამიღო. უსაფრთხოების ღვედი ვერ შევკარი, ისე მიკანკალებდა ხელები. მას ეს არ გამოპარვია.
_ ასე ძალიან ნუ ნერვიულობ, კარგი რა, დარო. - მითხრა და თვითონ შეკრა. - მართალია, დედაჩემი მკაცრი ქალია, მაგრამ არც ისეთი მონსტრია როგორადაც შენ აღიქვამ. - დასძინა ღიმილითვე.
_ რატომ უნდა ჩემი ნახვა?
_ არ ვიცი, არ უთქვამს, უბრალოდ მითხრა, რომ აუცილებლად უნდა შენთან საუბარი.
_ მე რატომ არ დამირეკა?
_ ალბათ ნომერი აღარ აქვს.
_ რატომ გადაწყვიტა, რომ შენ გეცოდინებოდა ჩემი ნომერი? - ვერ ვისვენებდი და არ ვასვენებდი გიგისაც.
_ დარო, ღრმად ჩაისუნთქე, ჩემს თავს გაფიცებ. ნუ ნერვიულობ ასე, ძალიან გთხოვ.
_ კითხვაზე არ გიოასუხია, შენ რატომ მოგმართა ჩემთან დასაკონტაქტებლად?
_ რომ მივალთ შენ ჰკითხე ეგ, კარგი? - გაეცინა აბაშიძეს.
_ ნუ ხარ საზიზღარი რაა.. რა დროს ხუმრობაა, ლამის მოვკვდე, ისე ვარ. - ხელები გამეყინა.
_ როგორ შეუშინებიხარ სადედამთილოს. - გადაიხარხარა მთელი ხმით. სახე "დავნაღმე" და ისე გავხედე. ის კი სიცილს უმატებდა.
როცა სამსახურში მივდიოდი, მეჩვენებოდა, რომ გიგის სახლამდე გზა დაუსრულებელი იყო. ახლა კი, თითქოს წამებში იქ აღმოვჩნდით.
მანქანიდან გადმოვედი. თენგიზი გახარებული სახით მომეგება. მოვნატრებივარ თურმე. მეც მომნატრებია თენგო ძია. მამაშვილურად ჩამიკრა გულში. სახლში შევედით. მისაღებ ოთახში სანამ შევიდოდით, სადაც კლარა უნდა დაგვხვედროდა, გიგიმ ხელი ჩამკიდა, მისკენ მიმიზიდა და თვალის კუთხეში მზრუნველად მაკოცა.
_ რას აკეთებ, დაგვინახავს კლარა. - შევიცხადე დაბალ ხმაზე და თვალები ნერვიანივით დავქაჩე. მას კი, თბილი და უდარდელი ღიმილი დასთამაშებდა სახეზე.
_ კლარა ბუხრის წინ, სავარძელში მოკალათებულიყო ჟურნალით ხელში.
მისალმება გადავწყვიტე, მაგრამ სანამ ხმას ამოვიღებდი, თვითონ დამასწრო, თან ისე, რომ თავიც არ აუწევია მაღლა. თითქოს ძალიან საინტერესო რამეს კითხულობდა იქ.
_ დარო, გამარჯობა. გიგი, დაგვტოვე. - ისეთი მივეთრი და ცივი ხმა გაისმა მისგან, ახლა მუხლებიც ამიკანკალდა. აბაშიძეს "მიშველე" მზერით შევხედე. მაგრამ მან ვითომ ვერ წაიკითხა ჩემს თვალებში შველას რომ ვითხოვდი მისგან.
_ როგორც იტყვით, ქალბატონო კლარა. - ხმა ზედმეტად მხიარული ჰქონდა. ხელი გამიშვა და ოთახიდან გავიდა. ახლაღა იკადრა კლარამ თავის აწევა. ჟურნალი გვერდზე გადადო, თვალი მომავლო და მის წინ მდგომი სავარძელისკენ მიჩვენა დაჯექიო. მის ნებას დავყევი. მთელი ძალით ვცდილობდი აღელვება დამეფარა. აჩქარებული გული ჩამეწყნარებინა, რომელიც ისეთ ხმაურს გამოცემდა, მეგონა კლარასაც ესმოდა.
_ დარო, - დაიწყო მან დინჯად და შეუვალი ხმით ლაპარაკი. - ვიცი, რომ გაკვირვებული ხარ, შენი აქ მოწვევით...
_ დიახ, მართალი ხართ. - ჩავეჭერი მაშინვე. ოდნავ, ძალიან უმნიშვნელოდ გაეღიმა. მაგრამ მაინც გაეღიმა და ცოტა მოვეშვი. ოჰ, რა ემოციური და განცდებით სავსე ყოფილა ეს, შეყვარებულის დედასთან შეხვედრა და საუბარი. ვისაც გამოცდილი გაქვთ მიხვდებით რასაც ვგულისხმობ და ვისაც არა, მხნეობას გისურვებთ.
_ ბოლოს ცუდად დავშორდით ჩვენ, განაგრძო მან, - ნაწყენი წახვედი აქედან, მე გაწყენინე...
_ ეგ არაფერია, უკვე აღარც მახსოვდა. - ისევ ჩავეჭერი და გულიც მომეცა, დაძაბულობა მომეხსნა ამ თემას რომ შეეხო და არა ჩემი და გიგის ურთიერთობას.
_ მინდა ბოდიში მოგიხადო, არ ვიყავი მართალი, ცუდად მოგექეცი. - მეთქი რაა? ყბა ჩამომვარდა მოსმენილისგან, ეს რა გაიგონა ჩემმა ყურებმათქო. - გიგიმ მითხრა, რომ ახალ სამსახურს ეძებ, თუ ჩემს ბოდიშს მიიღებ, მინდა, რომ აქ დაბრუნდე და განაგრძო მუშაობა. შენი საქმე კარგად გამოგდიოდა და ახალი ადამიანის სახლში მოყვანისგან თავს ვიკავებ. ყველას ვერ ვენდობი. - "შენი საქმე კარგად გამოგდიოდაო"? ბრაზი მომეძალა, ანუ თვლის, რომ ჩემი საქმე დამლაგებლობაა? მეთქი, ახლა ამან დამამცირა თუ შემაქო, მისი ჭკუით? გავჩუმდი, არაფერი ვთქვი. ტუჩებს დავუწყე წვალება კბილებით. - ვიცი, რომ შენ და ჩემი შვილი მეგობრობთ. გიცნობს და გენდობა. მეც გიცნობ და გენდობი. თუ დაბრუნდები, ძალიან გაგვახარებ, მეც და გიგისაც.
_ არ ვიცი, სიმართლე გითხრათ. მაშინ ამ სამუშაოს იმიტომ დავთანხმდი, რომ დედას სამსახური არ ჰქონდა და მინდოდა დავხმარებოდი, ოჯახზე პასუხისმგებლობა მე ავიღე აქ მუშაობით, მაგრამ სწავლაზე ხელს მიშლიდა ნაწილობრივ, რადგან კარგად ვერ ვასწრებდი მეცადინეობას. ახლა დედა მუშაობს და მთხოვა, რომ სწავლისთვის მიმეხედა, მეტი დრო დამეთმო.
_ გასაგებია, მესმის, მაგრამ ყოველ დღე არ მოგიწევს აქ მოსვლა, კვირაში სამი დღეც საკმარისი იქნება.
_ სამი დღე.. - გავიდიფქრე ხმამაღლა.
_ დიახ, სამი დღე, მაგრამ როცა წვეულება მექნება, მაშინ მეტი საათები დამჭირდები. წვეულება კი, ზოგჯერ თვეში ერთხელ მაქვს, ხან კიდე, ორ თვეში ერთხელ. - კლარა ძალიან მონდომებული ჩანდა და მიკვირდა. ჯერ ეს ერთი, მისგან ბოდიშს არ მოველოდი. ყველაფერს წარმოვიდგენდი ბოდიშის გარდა. არა, აქ გიგის ხელი ურევია უეჭველითქო, დავასკვენი.
_ მოვიფიქრებ, ქალბატონო კლარა და შეგეხმიანებით. დედას უნდა ვკითხო რჩევა. - ვუთხარი და წამოვდექი. თვალი ბუხრის თავზე უსწორმასწოროდ დადებული სურათისკენ გამექცა. ის ფოტო არასწორ ადგილას იდო. მისი ადგილი იქ არ იყო. გაუაზრებლად ხელი მოვკიდე და რამდენიმე სანდიმეტრით გავაჩოჩე, თავის ადგილს დავუბრუნე.
_ აი, ხომ ხედავ, ამას გეუბნებოდი მეც. - ახლა უკვე შესამჩნევად მიღიმოდა მისი უდიდებულესობის დედა დედოფალი. გავწითლდი. შემრცხვა. რატომ ხელები არ დამატყდათქო გავიფიქრე.
_ ახლა წავალ, შეგეხმიანებით ამ დღეებში. - დავუბარე მას და თავი დავუკარი.
_ კარგი, დარო. შენს ზარს დაველოდები.

ოთახიდან გამოვედი.

გიგი სამზარეულოში იყო. თამროც იქ დამხვდა. მანაც თბილი დახვედრა მომიწყო, გადამეხვია.
_ დარო, რაც შენ წახვედი, თითქოს ეს სახლი დაყრუვდა. ისედაც მდუმარე იყო და კიდევ უფრო დადუმდა. - მზარეულს სულ დაავიწყდა სახლის პატრონი იქვე რომ იყო და ისმენდა მის ნათქვამს. აბაშიძეს გაეცინა. ქალი ახლა მოეგო გონს.
_ უი, მომიკვდეს თავი, მაპატიეთ, ბატონო გიგი. - შეიცხადა დარცხვენილმა.
_ არ მეგონა ჩემი სახლი მდუმარე თუ იყო. - დაფიქრებით თქვა სიცილს რომ მორჩა. -ანუ მარტო მე არ ვყოფნი აქაურობას გამოსაცოცხლებად ხო? - ეშმაკური მზერა მომაპყრო მე.
_ არა, მე ეგ მიგულისხმია, უბრალოდ ის ავღნიშნე რომ, დაროს აქ სხვანარი აურა შემოჰქონდა. - დამნაშავესავით თქვა მზარეულმა.
_ მართალი ხარ, თამრო. მეც მაგ აზრზე ვარ, - ხმამაღლა განაცხადა მისმა უდიდებულესობამ და ფეხზე წამოდგა. - დარო, ამ სახლს უხდება რაღაცნაირად. - "რაღაცნაირად" ეს სიტყვა ისე წარმოსთქვა, ჩვენი ურთიერთობის გაგრძელება იგულისხმა. მიმახვედრა ეს. თვალი ჩამიკრა.
_ ბატონო გიგი, თუ არ შეწუხდებით, იქნებ სახლში დამაბრუნოთ. შინ მელოდებიან, თან გვიანია უკვე. - მივმართე მას თვალების ბრიალით.
_ თუ გინდა აქ დარჩი. - ასე პირდაპირ გამომიცხადა. თამროს თვალები გაუფართოვდა. არანაკლებ დღეში ვიყავი მეც.
_ რა კეთილშობილური საქციელია თქვენი მხრიდან. - სიბრაზე ყალბი ღიმილით გადავფარე.
_ დარჩი, დარჩი, ნუ გერიდება. - პირდაპირ ცეცხლზე ნავთს მისხამდა.
_ არა, რას ბრძანებთ.. - მზარეული გაკვირვებული ხან მე მიყურებს, ხან აბაშიძეს.
_ ნუ ხარ შენ ასეთი მორცხვი. - არ წყვეტდა ჩემს ნერვებზე თამაშს ეს ბიჭი, თან კმაყოფილება აღბეჭვდოდა სახეზე, რადგან ერთი შეხედვითან მემჩნეოდა, რომ ნერვები წკიპზე მქონდა.- ჩემი ოთახის გვერდით გაგიმზადებ ოთახს...
_ გიგიიი!!.. - მოთმინება ამომეწურა და ისეთი მრისხანე ხმით დავჭექე მისი სახელი, რომ თამრო უხმოდ შეხტა ადგილზე. აბაშიძე კი ლამის გაიგუდა სიცილისგან. მზარეულის რეაქციაზე მივხვდი, რომ ზედმეტი მომივიდა. ისევ ყალბი ღიმილი მოვიმარჯვე. - ჰაჰაჰაჰა, ბატონო გიგი.. უკაცრავად...
_ კარგი, წამოდი წაგიყვან სახლში, თორემ აშკარად არ გაქვს ნერვები მწყობრში. - უარესად მომედო სიბრაზის ალი მისი ნათქვამით. თამროს სწრაფად დავემშვიდბე და გარეთ გამოვედი. აბაშიძეს დავედევნე.
_ აი, კახეთიდან მოყოლებული გპირდები, სამაგიეროს გადაგიხდითქო და შეგისრულებ კიდეც, ძალიან ბევრი დაგროვდა უკვე. - დავემუქრე მას მანქანაში რომ ჩავჯექი.
_ არაფერი გამოგივა, ხომ იცი არა? ჩემს წინაშე უძლური ხარ. შანსები ნულია. - განმიცხადა მშვიდად და მეტად თავდაჯერებულმა თავის ნათქვამში.
_ მაგასც ვნახავთ!
_ დარო, ერთ კითხვას გკითხავ კარგი?
_ რა გინდა? - ვკითხე უკმეხად.
_ მე რომ ხვალ მოვკვდე, შენ როგორ იქნები? - ისეთი ხმით მკითხა ეს უცებ მივატრიალე თავი მისკენ. გული მომეწურა წამში ჩემში შემოჭრილი ტკივილისგან. ტკივილი გულს თოკივით შემოეხვა და დაიგორგლა. სუნთქვა გამიჭირდა. აღარ ფეთქავდა.
თუმცა...
_ რა უნდა ვქნა? გავაგრძელებ ცხოვრებას.. ხომ გაგიგია? შეყვარებული ვის არ ჰყოლია, მაგრამ საფლავში ვინ ჩაჰყოლია?! - მივუგე ძალზედ ცივად და დამაჯერებლად.
აშარად სხვა პასუხს მოელოდა ჩემგან, გიგი, თვალები ისეთი გაუხდა და იმედგაცრუების ღიმილმა გაუპო ბაგე.
_ მოგიყვან მე, შენ ჭკუაზე და განახებ როგორ უნდა ცხოვრების გაგრძელება ჩემს გარეშე. - მუქარის ტონით გაჟღენთილი იყო ეს ნათქვამი.
_ მაინც რას მიპირებ? - ვკითხე ირონიულად. ამ შეკითხვას, არ სჯობდა მეთქვა, გაგეხუმრეო? მეთქვა შენი გაბრაზება მინდოდა და იმიტომ გითხარითქო. მეთქვა, იმ ტკივილზე რაც მისმა შეკითხვამ მომაყენა. მაგრამ არა!

ბუკოვსკი ამბობს " კაცი თვითონ რომ მოიწყობ ჯოჯოხეთს, ტყუილია, ისეთს სხვა ვერ გიზამს". ჰოდა ეგრე დამემართა მეც....


იმ საღამოს სახლში მიმიყვანა. მანქანიდან არ გადმოსულა. არც საკოცნელად გამოიწია, რომ დამმშვიდობებოდა. არც მე მივეძალე.
უაზრო სიამაყე.

მეორე დღეს არ შემეხმიანა. საღამომდე ველოდე, მერე მე გადავწყვიტე მიმეწერა, მაგრამ ტექსტი ვერ დავალაგე. ვიცოდი, რომ ნაწყენი იყო ჩემზე. ვფიქრობდი, მივწერო, რომ ვეხუმრე და პატიება ვთხოვოთქო. მაგრამ არა, არ გაიწია გულმა მასთან ბოდიშის მოსახდელად და იმის სათქმელად, რომ ძალიან მიყვარდა. ამიტომ თავს ძალა არ დავატანე. იყოს ისე ყველაფერი, როგორც თვითონ ჩაიფიქრათქო, გავიფიქრე. არადა უნდა ვაღიარო, უკვე საშინლად მენატრებოდა.
თუმცა ჩემს უაზრო სიამაყეს არ თუ ვერ გადავაბიჯე ამის სათქმელად მაინც.
ტელეფონს ყოველ წუთს ვამომეწმებდი ხომ არ მომწერათქო. სოციალური ქსელის ჩატიც არ მრჩებოდა შეუმოწმებელი. დავაკვირდი, მე რომ იქ ვიყავი, ეგ ორი წუთის შემდეგ offline-ზე იყო. ანუ გამირბოდა.
მიმეწერა, უბრალოდ ერთი სიტყვა, "მომენატრე".
ნწ, არა, სიამაყე ანგრევს იმ ურთიერთობას, სადაც ორ ადამიანს ერთმანეთი უყვართ. სადაც სიყვარულია, იქ სიამაყეს რა ესაქმება?! თავისით არ ჩნდება, ჩვენ ვაძლევთ უფლებას, რომ დაიბადოს. თითქოსდა ნიადაგის გაღვივებას ელის, რომ ფესვები გაიდგას და აღმოცენდეს.

საშინელება იყო მის გარეშე ეს საათები. მაგრამ გრძნობებს არ ვაძლევდი უფლებას, რომ ვემართე.

მესამე დღემ შუადღემდე რომ მიატანა, ჩვენი, არა, უფრო ჩემი ჯინიანობით გადაღლილმმა, ვიკადრე და ლიკასთან დავიწუწუნე. გავკიცხე ჩემი თავი.
_ გინდა გავიგო როგორ არის? - მკითხა მან.
_ კი, მინდა, მაგრამ ისე მოახერხე, თითქოს მე არც ვარსებობ. არ მინდა მის ყურამდე მივიდეს, რომ მის საქციელზე ვნერვიულობ.
_ ეგ ხო, თავისთავად. დაგირეკავ მალე.

მანამდე იმას გეტყვით, რომ დედასთან განვიხილე კლარას შემოთავაზება. თუ სწავლაში ხელი არ შეგეშლება და თუ სურვილი გაქვს, მაშინ იმუშავეო. ამ ამბების ფონზე, მინდოდა კიდეც იმ სახლში მუშაობა. რადან გიგისთან ახლოს მომიწევდა ყოფნა.

ლიკამ დამირეკა და გულზე შემომეყარა ისეთი ამბავი მითხრა.
_ნიკოს ველაპარაკე. შენ არ მიხსენებიხარ, ვითომ მოვიკითხე და სასხვათაშორისოდ ვკითხე ამ საღამოს რას აპირებ, ჩვენთან ხომ არ გამოხვიდოდით, შენ და გიგითქო. ამ საღამოს დაკავებული ვართ, კლუბში შეხვედრა გვაქვსო.... დარო, კლუბში ვისთან აქვთ შეხვედრა? - მკითხა რამდენიმე წამიანი პაუზის შემდეგ.
_ რომელ კლუბში, ხომ არ უთქვამს? - სისხლი გამეყინა.
_ მგონი "კაზანოვა"-ში.
_ მგონი, თუ ზუსტად?
_ დარო, რა გინდა? შეეშვი რა.
_ ესე იგი, "კაზანოვა" არა? - "კაზანოვა"-ს კი არა საკუთარი სახლის გზას დაგავიწყებ, ისეთი უნდა დაგმართო, აბაშიძე-თქო, გავიფიქრე გამწარებულმა.
_ დარო, რა ჩაიფიქრე?
_ არაფერი ისეთი.. - ავარიდე პასუხის გაცემას თავი. - ისა, კი მაგრამ, ნიკომ არ იეჭვა არაფერი ნეტავ? ან რატომ ჩაგაბარა შენ მათი გეგმები? მით უმეტეს, რომ კლუბში მიდიან. ორივენი... გიგიც... გიგიც მიდის თურმე... - ეჭვებმა მომიცვა.
_ გოგო, ნიკო ვერ მიხვდა ჩემს ჩანაფიქრს. ხომ იცი როგორი კუდიანი ვარ?
_ არა, რაღაცაშია საქმე. არამგონია ნიკო იმდენად სულელი იყოს, რომ ძმაკაცის შეყვარებულის დაქალს უთხრას, მე და შენი დაქალის შეყვარებული კლუბში მივდივართ გასართობად ამაღამო. - ჩავხლართე ყველაფერი მოკლედ.
_ დარო, შემთხვევით, ერკიულ პუაროსთან რაიმე ხომ არ გაკავშირებს? - მკითხა სიცილით ლიკამ.
_ კი, როგორ არა, აგატა კრისტი ჩემი დიდი ბებია იყო. - მივუგე სიცილით მე.

ლიკას დავემშვიდობე.მაღაზიაში ჩავედი. სადარბაზოში ჩემი ძმა შემომეფეთა. მანქანის გასაღებს ათამაშებდა ხელში. მეთქი საიდან? ძმაკაცს გამოვართვი, ხვალ ლიზი ექიმთან უნდა წავიყვანოო მითხრა. თბილად და სიყვარულით გავუღიმე მას და გზა განვაგრძე.
ეზოში ბავშვები თამაშობდნენ. თოვლის გუნდებს ერთმანეთს ესროდნენ.
დავინახე ერთ-ერთი მეზობლის ბავშვს, წყლის პისტოლეტი ჰქონდა (ვერ მივხვდი, თოვლში რატომ თამაშობდა წყლის პისტოლეტით). თან ისეთი, რომ ნამდვილს ჰგავდა, თუ შავად შევღებავდი.
და საღამოსთვის გეგმაც გაჩნდა...
თავში მაშინვე გამიელვა მავნებლურმა აზრმა და ბოროტი სიცილით ჩავიქირქილე.
- თემო, ერთი დღით მათხოვე რა, შენი პისტოლეტი, გთხოვ. - ვთხოვე თემოს მთელი გულით.
- გათხოვებ, ოღონდ დამიბრუნე. ძია ბაქარმა გამომიჰზავნა გერმანიიდან და არ მინდა დამეკარგოს. - დიდი სერიოზულობით განმიცხადა პატარა მეზობელმა (აჰა, ახლა გასაგებია, რატომაც...) .
- არა არ დაგიკარგავ, ოღონდ ერთი თხოვნაც უნდა შემისრულო..
- რა თხოვნა?
- შავად შევღებავ რა შენს პისტოლეტს და შენც მოგეწონება, შენს მეგობრებს ნამდვილი ეგონებათ. - ანთებული თვალებით მივაჩერდი ნარინჯისფერი იარაღის პატრონს.
- დარო, რა მაგარია. - ჩემსავით აენთო თვალები თემოსაც.
რომ მოსაღამოვდა ჩემი გეგმის სისრულეში მოყვანას შევუდექი. ჩემს ძმას მანქანა ვთხოვე, ლამაზად ჩავიცვი და იმ კლუბის ახლოს გავჩერდი სადაც აბაშიძე უნდა მისულიყო. დიდხანს ლოდინი არც დამჭირვებია. ვხედავ მოდის ბატონი გიგი, ორ ლამაზმანთან და ნიკოსთან ერთად. მეტად ლაღი მომეჩვენა, რის გამოც სიბრაზემ სახე წამომიწითლა. მანქანიდან სწრაფად გადავედი, შავად შეღებილი წყლით დატენილი პოსტოლეტი დავუმიზნე და მისკენ გავემართე.
- აბაშიძე! - შევძახე რაც შემეძლო მკაცრი და მჭეხარე ხმით. - ყველაფრისთვის პასუხი უნდა აგო!
ყველა ადგილზე გაშეშდა. გიგის მიწის ფერი დაედო სახეზე.
- დარო რას აკეთებ? - მკითხა გაპარული ხმით....


скачать dle 11.3
სიახლეზე კომენტარის დამატების შემთხვევაში თქვენ მიიღებთ 6 ქულას.




№1  offline მოდერი abezara98

ერთი ამოსუნთქვით ჩავიკითხე და არ მინდოდა დამთავრებულიყო blush ძალიან კარგია, მოუთმენლად ველოდები გაგრძელებას heart_eyes

 



№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

smile smile smile ვგიჟდები დაროზე, მაგრამ საინტერესოა გიგის რეაქცია რომ გაიგებს თოფი წყლისაა smile
--------------------
ლანა

 



№3  offline წევრი დარინა

ვგიჟდები ამ წყვილზე ისეთი გიჟები არიან, რომ უტყვი ერთმანეთისთვის არიან გაჩენილებიო, დარო ცოტა ამაყია რომ აწვალებს ჩემს გიგის სულ ცოტაზე მეშლება ნერვებიიი.

 



№4 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime ramdeni vicineeeee, male dade ra gtxovvvv

 



№5  offline წევრი სიბილა

მოვლენებიიიიი დაააჩქარე ძალიან საინტერესოა

 



№6 სტუმარი ნასწა

მოვკვდი ინტერესიით????❤️

 



№7  offline აქტიური მკითხველი lalita

ვაიმეე დარო რა გიჟია .უმაგრესი გოგო ხარ შენ.

 



№8 სტუმარი სტუმარი ნინა

აუუუ აქ გაწყვეტა შეილებოდაა?:დდდდდდ კაიირაა კეკეე

 



№9  offline წევრი ლაიზა

დაიღალოს ეს გოგო ამდენი სიამაყით და დანებდეს ბოლოს და ბოლოს :D :D :D

 



№10 სტუმარი ტატუკა20

ვაიმეე დარო რა ქალიააა?!:))))))რა ცუდ ადგილას გაწყვიტეეე :(((( რა მოითმენს ეხლაა.ძალიან მომწონს ეს ისტორია კეკე მართლა საუკეთესოა.

 



№11 სტუმარი სტუმარი keke

ვაიმე რამდენი ვიცინე :D რა მაგარი იყოოო :D მიყვარს ეს წყვილი ^_^ შემდეგიი თავიც მალე დაგვიდეე :):)

 



№12 სტუმარი სტუმარი ანანო

ეს რა გიჟია გავგუჟდი????????????ასეთი გადარეული მეორე თუ იყოს ვინმე❤️❤️

 



№13 სტუმარი Marta

რა მაგარია:))). რა სასაცილო სანახავი იქნება აბაშიძე. :))

 



№14  offline წევრი jenniferi

ვაიმეეე ცუდათ ვარ laughing laughing მალე დადეეე შემდეგი
ვკვდები ინტერესიით

 



№15 სტუმარი Tamo

აუუ მერამდენედ გადავიკითხოო მალე დადეთ რა გაგრძელება ვკვდები ინტერესით ყოველდღე ვამოწმებ საიტს

 



№16  offline წევრი gvancacuna

dges dadeb?

 



№17  offline წევრი NniNna

ამოვწყდიით..ისევ ისე უნდა დატოვოო?//

 



№18 სტუმარი Mari

Shevcdi ro isev daviwye kitxva.unda momecada rodis dadebdit srulad.calian upasuxismgeblod ikcevit.

 



№19 სტუმარი სტუმარი friza

აუუუ დადე რა მალე შემდეგი თავი ნუ დაგვტანჯეეეეეეეეეე

 



№20 სტუმარი მერო

ეხლა რამდენი ხნით დაიკარგები ?1წლით.;საუკუნე მოუნდი ამ მოთხრობას კარგიიი რააააააააააააააააააა უჰჰჰჰჰჰჰ

 



№21 სტუმარი სტუმარი მაიკო

მეგობრებო კეკე წერს ბოლო თავს და ერთიანად დადებს, ასე რომ ღირს ლოდინად დამიჯერეთ :)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent