შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გოგონა იასამნისფერი თმებით (თავი მეხუთე)


8-06-2018, 16:38
ავტორი მელი
ნანახია 1 329

ნიკას ნომერზე დავრეკე.
- გისმენთ გაისმა პასუხი ეგრევე.
- ნიკა, გიორგი ვარ ემეს საქმრო ჩამოდი უბანში ვარ. ბოლო ჩემი ფრაზა მეუცნაურა. საქმრო, საქმრო ჩამესმოდა ყურში, თუმცა რა მოხდა მერე ჩამძახა ჩემმა მეორე მემ თუ ემესთან ერთად გადახვალ საცხოვრებად იგივე არ გამოდის? უბრალოდ შტამპი და უაზრო ცერემონია ეკლება ამ ყველაფერს.
- ჰაჰ, რა? კარგი ბრატ მოვდივარ. გამომაფხიზლა ნიკას ხმამ. სულ რაღაც 5 წუთი დასჭირდა ჩამოსასვლელად. აზრებს ვალაგებდი არ მინდოდა ეს ყველაფერი ჩხუბში და აყალმაყალში გადამეზარდა.
- გამარჯობა ბრატ, რამ შეგაწუხა ამ შუაღამისას.
- მგონი ხვდები ნიკა ჩემი მოსვლის მიზეზს.
- აუ იმ ს..რს რომ თვალი დავულურჯე იმედია მაგაზე არ დამიძაბავ ბრატ.
- ბიჭო ეს ბლატაობები და მაგარი ტიპობები ამერიკაში ისწავლე თუ აქედან გაგყვა? ახლა კარგად მისმინე, ემეზე მსგავს რეპლიკებს და საერთოდ ინტრიგების ხლართვას შეეეშვი. ისიც ვიცი, რომ ჩვენს ურთიერთობაზე ქალივით და ლაქიასავით შენ მიურბენინე კარლოს ენა, ხოდა ვატყობ რაღაცას გამომტყუებ სავარაუდოდ თავპირის დანგრევას. ჯერ კიდევ ვცდილობ რომ მაქსიმალურად მოვერიდო ამ უკიდურესობას.
- რა იყო მაშინებ?
- არა! მე გაფრთხილებ და დანარჩენი შენ იცი როგორც ასე გაუფრთხილელად მოვედი და შეგხვდი ასე მოვალ პირდაპირ და გაგილამაზებ თავპირს.
- მისმინე შენც ხომ იცი, რომ ემე შენი სტილის გოგო არ არის. ბაზარი არაა ლოგინში მაგარია და მაგრად ითვისებს ძმაო, მაგრამ.... ეს თქვა და პირდაპირ მუშტი ცხივრში დავარტყი. წაბარბაცდა და კედელს მიეყრდნო. თავზე ხელი მოვკიდე ძლიერად და ვუთხარი:
- ემეს და საერთოდ ყველა მის გარშემომყოფს არ გაეკარო თორემ მოგამტვრევ ფეხებს და არ ვხუმრობ იცოდე ახლა კი მხოლოდ ამას დავჯერდები.ემესთან მინდოდა დარეკვა ვიცი ინერვიულებდა, მაგრამ არ ვიცოდი ეს ყველაფერი როგორ მეთქვა. მაგრამ ხომ გაიგებდა მაინც. რამდენიმე წუთიანი ყოყმანის შემდეგ დავურეკე და მოვუყევი მომხდარი. კარგად გიქნია რომ ცემეო.საოცარი გოგოა მართლა, ასეთი მამაცი, თავისუფალი და ნამდვილი ჯერ არავინ შემხვედრია. ადამიანი არ თამაშობს პირდაპირ ამბობს იმას რასაც ფიქრობს და ვხვდები ბევრს არ მოსწონს ამ თვისების გამო, მაგრამ სწორედ ამიტომ არის ასეთი საოცარი ჩემთვის, რომ ის ბუნებრივია, ის ნიღბების გარეშეა. მას მხოლოდ ერთი სახე აქვს და ის ემეა. სახლში ავედი ჩემთან, დავითიც ამოსულიყო. გამიხარდა რაღაცნაირად მისი დანახვა.
- ბიჭო რა ქენი ეს, ნიკუშა რატო ცემე ეე? შემომეგება ეგრევე.
- აა დაგირეკა უკვე პატარა გოგომ?
- კაი რა შეჩ... რა გჭირს ბიჭო რას გადაირიე იმ გოგოზე, ვნახე ფოტოზე არაფერი გოგო ეგ არაა ცარიელი იმიჯია რა.
- დავით შენ ამას სერიოზულად მეუბნები?
- ბიჭო რა გადაგრია ამ გოგომ ასეთი მართლა.
- კარგი რა დავით, არ იცი საერთოდ მასზე არაფერი და მოდიხარ და მეუბნები ფოტო ვნახეო. მხოლოდ ვიზუალით აფასებ ადამიანს? ან რა ჭირს ემეს დასაწუნი? რახან სურათები დამუშავებული არ აქვს და ის უდევს რაც არის? რახან თიკასავით ფეხებს არ იგრძელებს და ტუჩებს არ იდიდებს? ან იცი რა პიროვნებაა საერთოდ? ძალიან აღელვებული ვიყავი ჩემ თავს მართლა ვერ ვცნობდი.
- გიო მისმინე მე არ მეგონა ასე სერიოზულად თუ იყო ამბავი თორე. პროსტა მეგონა მორიგი გასართობი და თავგადასავალი იყო რა.
- ხოდა გაარკვიე და მერე გამოიტანე დასკვნა.
- გინდა ლუდი დავლიოთ? და თან მომიყვები მაგ გოგოზე უკეთ.
- ემე დავით მას ემე ქვია.
- ხო ემე, ეს მისი ნამდვილი სახელია თუ გამოგონილი.
- არა მისი ნამდვილი სახელია.
- Intresting, და ბიჭო რა ხდება ანუ ერთად ხართ?
- ხო, აბა ერთად რომ არ ვიყოთ იმ ს...რს ცხვირს რატო გავუტეხავდი.
- ხო ეგეც მართალია, და თიკასთან ვსო ყველაფერი მორჩა?
- ხო რა იყო მორჩა ან რა იყო რო მოსარჩენი, ერთი ბარბია, ცარიელი ემოციებისგან.
- მე ბიჭო თავიდანვე მიკვირდა მაგასთან რო გაიჩითე, მართლა ისეთი გოგოა რა მარტო საწოლის თემა რა.
- ბიჭო ეგ ფრაზები შენ და ნიკამ ერთმანეთს ასწავლეთ? ძალიან გამაღიზიანა ამ ფრაზის მოსმენამ აწ უკვე დავითისგან.
- კაი რა გიუშ რა გჭირს ბიჭო, relax.
- დავით მისმინე, ყოველთვის გეუბნებოდი და ახლაც გეტყვი. ოდესღაც აი ეს შენი დამოკიდებულება ქალებისადმი ცუდად დაგიბრუნდება და მე ხელს არ გავაქანებ იცოდე შენითვე ამოხვალ მაგ წუმპედან.
- აუ, აუ ნუ მაშინებ თუ ძმა ხარ, შენ იცი ნებისმიერი ქალი გამეგება ფეხქვეშ. არ უარყო ახლა.
- ხო ძმაო აქამდე ეგრე არის, მაგრამ სამუდამოდ არაფერი გრძელდება. მოგემატება წლები შენი სხეული და სახე აღარ იქნება ისეთი მომხიბვლელი როგორც ადრე და ქალების რაოდენობაც იკლებს და ბოლოს ის დარჩება შენთან ვისაც მართლა უყვარხარ.
- ვახ, ვახ რა უმუშავია ემეს. ბრავო, ემე respect.
- ემე რა შუაშია აქ ეს ჩემი ხედვა იყო ემემდეც.
- კაი გიუშ და როდის გამაცნობ? გინდა ერთი კაი ფართი მოვაწყოთ.
- არ ვიცი დავით, დედა და მისი ახალი მეგობარი როდის ბრუნდებიან?
- 3 დღეში, მაგარი დასვენება მოიწყვეს ძმაო. მაგარი კაცია ის ნუგზარა დედას ძალიან დიდი პატივს სცემს.
- მთავარია დედა კარგად არის და დეპრესიიდან გამოვიდა.
- თუ არა შენთან მოვა სეანსზე. ახარხარდა დავითი.
- ბიჭო და ისა გიუშ, ემესთან უკვე მოხდა მოსახდენი?
- ბიჭო რა გჭირს შენ, წადი ვინმეს დაურეკე თორემ ძალიან აჟიტირებული ხარ. ვუთხარი სიცილით. ვიცი რომ დავითი სულ ეგრე ბინძურად ხუმრობდა და აღარც მწყინდა უკვე. მერე ლუდთან ერთად ჩვენ საყვარელ ფილმს ჩავუჯექით და იქვე დივანზე ჩაგვეძინა.
დილით რომ გამეღვიძა გვერდი მტკიოდა. დავითი წასულიყო. ასე იცის სულ გაპარვა. ტელეფონს დავხედე 10 საათი იყო დღეს არც ლექცია მქონდა და არც სემინარი, შემეძლო დღე საინტერესოდ გამეტარებინა. უცბად მომინდა რომ ემეს ხმა გამეგონა, ამიტომ დავურეკე.
- ჰო, გიი, მომესმა ნამძინარევი ხმა.
- აჰჰ ვიღაცას ძინავს ისევ?
- აუ გიი, გუშინ ძალიან გვიან დავიძინეთ და ვერ წავედი ვერც უნიში გათიშული ვარ. თან დღეს ოთოს გამოფენა აქვს და მე კიდე ვწევარ.
- გინდა მოგიყვანო აზრზე? სანამ მე შენთან ჩამოვალ იძინე კიდევ.
- ეე რას აპირებ?
- მოვალ რა და ენერგიებს მოგაწვდი.
- აუ გიი, უკვე კაი ხასიათზე და ენერგიულად ვარ. მითხრა მხიარული ხმით.
- და ოთოს გამოფენა რომელზეა?
- 3-დან.
- ხოდა ახლა მე მოვდივარ შენთან ადიოს. სასწრაფოდ წამოვვარდი ტახტიდან. აბაზანაში შევვარდი. თან გონებაში გამოფნაზე ჩასაცმელ ტანისამოსს ვარჩევდი. ამ დროს დავითს დავურეკე და გამოფენაზე დავპატიჟე, თან ემეს გაიცნობთქო. სიამოვნებით დამთანხმდა.

.........................
-აუ ოთ ავდგეთ რა, თან გიოც მალე მოვა და თან ტანსაცმელიც არ მაქვს არჩეული.
- გოგო რად გინდა შენ ტანსაცმელი წამოდი ასე ტიტლიკანა.
- კაი ოთ რა მე მართლა მინდა შენი დახმარება.
-კაი მიდი გამოაღე შენი კარადა და დავიწყოთ. წამოვხტი ფეხზე და გამოვაღე გიჟივით კარადა. არადა გუშინ ისე გვიან დავწექით, მაგრამ გიორგის ზარმა სულ შეცვალა ყველაფერი.
- ემ აი ეგ შავი კაბა ნახე?
- აუ კაი რა ოთ, კაბა არ მინდა ვერ ვიქნები თავისუფლად.
- აბა რა გინდა?
- აგერ ეს შავი შორტი, ჩემი boots, ეს კლეჩატის გრძელი მოსაცმელი და ეს ტოპი.
- აჰ შენ უკვე შერჩეული გქონია და ჩემგან რაღა გინდა ანუ.
- თანხმობა, თუ მოგწონს.
- მიდი ჩაიცვი ერთი. მალევე ჩავიცვი. ოთომ სათვალეები და იასამნისფერი პომადა დაამატა და მეუბნება:
- სიგიჟის კლასი ხარ. საოცრება ხარ.
- ოო ოთო არ უნდა ახლა ეს პათეტიკა.
- რა იყო თაყვანი გცე? თუ როგორ გაგაგებინო ჩემი სერიოზული ტონი?
- აუ მართლა ოთ? როგორ გამახარეე შენ თუ მოგწონს ანუ უკვე გიორგისაც მოეწონება.
- აქვს კი უფლება რომ არ მოეწონოს? მკითხა სიცილით.
- ნწუ, არანაირი მორალური უფლება არ აქვს დავეთანხმე მეც.
- ჰოდა, ემე ახლა შეხტი აბაზანაში წინ დიდი ამბები გველის.

ამ ფაცაფუცში კი გახდა 1 საათი გიორგი არ ჩანდა. ბოლოს დავურეკე მითხრა, რომ ახლა მანქანას საბურავი მართლა დაეშვა თან ორივეო და სანამ გამოცვლიდა და მერე იბანავებდა დრო ჭირდებოდა.მითხრა, რომ გამოფენაზე დააგვიანდებოდა, ძალიან შეწუხებული იყო.
- კარგი არა უშავს გიი. მისამართს მოგწერ და მოდი იქ პირდაპირ.
- კარგი ემ როგორც კი მოვრჩები წამოვალ. მომენატრე. ეს რომ მითხრა რაღაც სასიამოვნო ჩხვლეტა ვიგრძენი გულში და ეს ნეტარება ფეხის თითებამდე ყველა ნაწილს მოედო. ამ ერთმა სიტყვამ ისეთი რეაქცია გამოიწვია ჩემში მეგონა ნეტარებისგან გული წამივიდოდა, მაგრამ მოვედი აზრზე და პირდაპირ დავუბრუნე პასუხი:
- მეც გიი და თან ძალიან. ისეთი ხმა მქონდა, გამიკვირდა. ნუთუ ეს მე ვიყავი. ერთმანეთს დავემშვიდობეთ. სულ რაღაც 3 საათში ვნახავდი. გული ხტოდა ბედნიერებისგან. ამ დროს დედაც მოვიდა სამსახურიდან ადრე. სალონში გაევლო თმები მოეწესრიგებინა და მაკიაჟიც არ დავიწყებია. დედას იშვიათად ვხედავ მაკიაჟით, ამიტომ მე და ოთომ პირები დავაღეთ. დედა მოვიდა და ორივეს გადაგვეხვია.
- მადამ გალოგრე, მუსიე აბაშიძე ყბები აკონტროლეთ.
- ნატ რა ლამაზი ხარ? რამე ხო არ დაგველია არ დააკლო ოთომ.
- რატომაც არა მუსიე. რას შემომთავაზებთ?
- წითელი მშრალი ღვინო?
- ოჰოო, გეყოთ ახლა გამიმართეს აქ მასკარადი, შემოვიდა ხატია წუწუნით.
- კაი, რა ხატ გეცლია ცოტა ხანი. დავიწუწუნე მე.
- ხალხნო 2 საათი დაიწყო და ჩვენ კიდევ აქ ვართ. ვაიმე ორი საათიო და დავიწყეთ სირბილი იქეთ აქეთ. სიას გადავხედეთ. ვაიმე მე მაკიაჟი იძახის ოთო. მოკლედ 3 ნახევრისთვის გავეტიეთ სახლიდან მე და ოთო ბაიკით და დედა და ხატია ტაქსით. ოთო ნერვიულობდა, ბევრი რამ ელოდა დღეს. ყველაზე მეტად მაინც თავისი ოჯახის გამო ნერვიულობდა. ვიცი, რომ დედა განსაკუთრებით უყვარდა და განიცდიდა იმ ფაქტს, რომ საკუთარმა უსაყვარლესმა დედამ ეს ვერ გაიგო და რადგან მას მამაკაცები მოსწონდა ამის გამო გარიყა. განა რას აშავებს ოთო. მეც არ მესმოდედა და არც დედას მისი მშობლების ერთადერთი შვილი რატომ უნდა გარიყო იმის გამო, რომ მას ასეთი ორიენტაცია აქვს. ცადა რამდენჯერმე დედამ ოთოს მშობლებთან დალაპარაკება, მაგრამ მიხვდა რომ აზრი არ ჰქონდა და მოეშვა ბოლოს ამ საქმეს. მივედით დარბაზში. ყველაფერი ლამაზად იყო მორთული სადად და გემოვნებიანად როგორც ოთოს შეჰფერის. შესვლისთანავე დავინახე ჩემი ფოტოები. ერთი ფოტო შავ-თეთრი იყო, სადაც თავი გვერდით მქონდა შეტრიალებული და თმები მიფარავდა სახეს, მხოლოდ ჩემი ლავიწები ჩანდა და ქვემოთ ფოტოს ეწერა ჩემი იდუმალი მუზა. ო. აბაშიძე. მეორე ფოტო უფრო თამამი იყო და აქაც ჩემი სახე არ ჩანდა. მკერდი მიჩანდა მთლიანად და თვალებზე ხელები მქონდა აფარებული. სიმართლე გითხრათ არ მეგონა ასეთი კარგი ფოტოები თუ გამოვიდოდა. კარგ ფოტოგრაფს რა არ შეუძლია. ჩემი თავი ამ ფოტოებში ძალიან მომეწონა და ისიც მაინტერესებდა გიორგი თუ ამომიცნობდა მე. ეს არ იყო ადვილი საქმე. ამ დროს მომესმა დაბალ ხმაზე სასიამოვნო მუსიკის ჰანგები და შევნიშნე ხალხმა როგორ დაიწყო შემოსვლა. მე ოთოსთან მივედი რომელიც სტუმრებს მადლობას უხდიდა მობრძანებისთვის და ხელით ანიშნებდა სასმელზე. ამ დროს ოთოსთან ალექსი მოვიდა. ის ოთოს დამხმარეა და ფოტოების გაყიდვებს აგვარებს.
- ოთო ვიღაც ტიპს, იმ 2 სურათის ყიდვა უნდა შენი მუზის. ალექსმაც არ იცოდა, რომ მე ვიყავი იმ ფოტოზე.ოთო წყალს სვამდა და კინაღამ დაიხრჩო.
- რა ალექს? ვინ არი ან შენ რა უთხარი.
- რა უნდა მეთქვა? ვუთხარი ფასი არ ვიცი რადგან მისი მუზაა შესაბამისად ძვირი თქო და მოვედი, რომ გავარკვიო. ოთო ჩაფიქრდა.
- მოდი ასე მოვიქცეთ, შენ უთხარი რომ მხოლოდ ერთ სურათს ვყიდი და მისი ფასი 10.000$.
- კარგი. მე ამ სიტუაციას გაშტერებული ვუყურებდი, არ მჯეროდა რომ ფოტო, რომელზეც მე ვიყავი ასე ძვირად გაყიდულიყო და ვიღაცის კედელზე ჩამოვკიდებულიყავი. რამდენიმე წუთში ალექსიც დაბრუნდა.
- ოთ გადავიხდიო თქვა, მაგრამ მეორე ფოტოც უნდა და თვითონ მითხრა თუ ფასზეა პრობლემა დავამტებო. ოთოს ცივმა ოფლმა დაასხა.
- ვაიმე რა ვქნა, ემე გოგო რა ვუთხრა, ემ მიშველე რამდენად გავყიდო? არადა ასე სწრაფად რომ ვთანხმდები ნორმალურია?
- ოთ რავი, მეტი შესთავაზე, ფული გჭირდება ახლა შენ და თან მუზაა და რომ რამე კიდე გადაუღებ. ვუთხარი ეშაკური ღიმილით.
- ალქეს მოკლედ 25.000 უთხარი თუ გადაიხდის ხომ კარგი თუ არადა ფოტო დარჩება ჩემთან. ოთო ისეთი ამაყი ამბობდა ამას, მივედი ახლოს და ჩავეხუტე.
- კარგი მალე დავბრუნდები თქვა ალექსმა.
- ოთ გთხოვ ნუ ნერვიულობ პირიქით ნახე რა მაგარია.
- ხო ემ, მაგრამ ცოტა დავიბენი ვინაა ასე რომ გადაირია შენ სურათებზე. ნიკა ხომ არ არის? კი გოგო ეგ იქნება, ახლავე მოაბრუნე ალქესი აღარაფერს ვყიდი.
- მოიცა ოთ, რა ნიკა, სად აქვს ნიკას ამდენი ფული. ამ გაწამაწიაში ვიყავით ალექსიც რომ დაბრუნდა კლიენტმა თანხმობა განაცხადაო და ჩეკი გამოწერაო და 35.000$ ჩეკი აგვიფრიალა წინ.
- მოიცა ალექს ვინ ტიპია, რანაირად გამოიყურება. ჩაეკითხა ოთო.
- რავიცი ვიღაც ძალიან სიმპატიურია. აზრზე არ ვარ.
- შეგიძლია მაჩვენო?
- კი როგორ არა წამოდი. აი ოთოც უნდა გასულიყო, რომ ამ დროს მისი მშობლები შემოვიდნენ დარბაზში. ოთომ გადმომჩურჩულა, ანუ დღეს ვიბრიდები რა, საღამო 1 საათია რაც დაიწყო და ამდენი შოკი მე ვერ გავუძლებ. ამ დროს ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა გიო იყო.
- ემ მოვედი და ვერ გპოულობ.
- აი აქეთ ხელი დავუქნიე. დამინახა და ჩემსკენ წამოვიდა. დავინახე მის გვერდით მასსავით მაღალი და სასიამოვნო გარეგნობის ბიჭი.
- გაიცანი ემე ეს ჩემი ძმა დავითია.
- გამარჯობა ლეგენდარულო ემე. მომესალმა დავითი
- გამარჯობა, და ლეგენდარული რატომ?
- ლეგენდები დადის შენზე. მითხრა ხუმრობით.
- ასე მალე?
- კარგი მოვრჩეთ ახლა და ფოტოები დავათვალიეროთ, თქვა გიომ. მერე წელზე ხელი ჩუმად მომხვია და ყურში მიჩურჩულა. როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები. რაღაც ეგზოტიკურ ხილს მაგონებ.
- ისე კომპლიმენტებიც კი განსხვავებული გაქვს ვეუბნები მე. ამ დროს დედა და ხატია მოვიდნენ გიოს გადაეხვივნენ და დავითიც გაიცნეს, რომელიც დაჟინებით მაკვირდებოდა. აი ასე მოურიდებლად და თამამად. მისგან ცუდი ემოცია წამოვიდა, რატომღაც ნეგატიური, რომელმაც დამძაბა.
- გიო ნახეთ უკვე ოთოს ნამუშევრები?
- არა ახლა მოვედი და ჯერ არ მინახავს ემე გამომყვები?
- ჰო რა თქმა უნდა. მე და გიო წავედით დავითი დედასთან და ხატიასთან ერთად დარჩა.
- რა ნიჭიერი ყოფილა ეს ოთო. მითხრა გიომ აღტაცებულმა.
- ჰო, კარგად ხატავს და ფოტოგრაფიაც კარგად გამოსდის.
- ეე ეს რა მაგარი ფოტოა? თქვა ჩემს შავ თეთრ ფოტოზე.
- მოგწონს?
- კი რაღაცნაირია, არ ვიცი სიტყვები არ მაქვს მის აღსაღწერად.
- სხვათაშორის ორივე გაიყიდა უკვე.
- ჰო? ოთო ნახე რა აღარ ხუმრობს. მაგარია მართლა. გიორგის აღტაცებულ სახეს ვხედავდი და სითამამე და თავდაჯერებულობა მემატებოდა.
- გი იცი ამ ფოტოზე... და სიტყვა გამიწყდა იმიტომ, რომ დავითი მოვიდა ჩვენთან.
- რა შვებით სასტავ? არ გინდათ მერე სადმე დავლიოთ? ხო ისე როგორც გავიგე ემე შენი მეგობარია ეს მხატვარ-ფოტოგრაფი არა?
- ჩემი მეგობარი რბილად ნათქვამია ოთო ყველაფერია ჩემი ვთქვი მთელი სერიოზულობით.
- ჰო ნუ მოკლედ, კაი ტიპაჟია ძალიან და ერთი თხოვნა მექნება შენთან. გიორგი გაკვირვებული უყურებდა.
- გისმენ, ვუთხარი ინეტერესით.
- მოკლედ აი ეს მისი მუზა გამირკვიე ვინ არის, რადგან მგონი შემიყვარდა უკვე და გიორგის წყევლამ გამოიღო შედეგი. პირი გამიშრა, სახეზე ავხურდი და არ ვიცოდი რა მეპასუხა. ჯანდაბა ვფიქრობ გულში ახლა რა უნდა ვქნა.
- დავით რა ცუდად ღადაობ ეე. უთხრა გიომ.
- რა ვღადაობ შეჩ... 35.000$ გადავიხადე ფოტოებში და იმის უფლებაც მაქვს მგონი, რომ ვიცოდე ვინ არის.
- რა? შენ რა ამბებში ხარ დავით, არ მჯერა.
- არ გჯერა და ნუ გჯერა, დამეხმარები ემე? გთხოვ რა, მხოლოდ მითხარი სახელი ამ გოგონასი და მერე მე ვიცი შენი პატივისცემა. ენა ჩავარდნილი ვიდექი და ბოლოს ეს მოვიფიქრე.
- არ ვიცი ვინ არის, მგონი მისი ნახევარდა არის, რომელიც ახლა იტალიაშია.
- ხო? რა ქვია? მითხარი მისი ინსტა ან რამე. აუ რამ მათქმევინა, რატომ არ ვთქვი თავიდანვე რომ მე ვარ. ვაიმე რა მინდოდა. გული ამოვარდნაზე მაქვს. ამ დროს ვხედავ ჩემსკენ მომავალ ოთოს, რომელიც მგონია მხსნელად მევლინება.
- ემ სად დამეკარგე ჩემო შთაგონების წყაროვ. ოღონდ ეს არაა ვთქვი გულში.
- გამარჯობა გიო, თქვენი სახელი მიუბრუნდა დავითს.
- დავითი, გიორგის ძმა.
- ძალიან კარგი, აბა როგორ მოგწონთ საღამო?
- მშვენიერია. უპასუხეს ერთხმად ძმებმა.
- ოთო შენთან ერთი კითხვა მექნება შენი ნახევარდის მისამართი მჭირდება.
- ვისი? ვინ ჩემი ნახევრდა? აი ახლა მართლა სად წავსულიყავი აღარ ვიცოდი. რას ვიტყუებოდი რა მინდოდა. ტირილს ცოტა მაკლდა.
- აი ეს ვინ არის ამ ფოტოზე, რომელიც მე ვიყიდე.
- რააა შენ იყიდე? ახლა ოთომ გადმოქაჩა თვალები. ვაიმე შენ გეძებდი მეთქი ვინ იყიდა თქო. ანუ ასე მოგეწონა?
- ხოდა მე ვარ და მითხარი ვინ არის ეს გოგო.
- გიო შენ მაინც ვერ იცანი? ჩემი მუზა? თუ ეგრე კარგად არ შეგისწავლია?
- რა? მოიცა, მოიცა ეს ემეა?
- ხო ეს ჩემი ემეა, თქვა ოთომ და ხელი მომხვია. გიორგი დაბნეული მიყურებდა დავითი კი წამშივე გაუჩინარდა.
- მოიცა დავით, გაეკიდა გიორგი. გთხოვ მოიცადე რა გჭირს.
- რა რა მჭირს ბიჭო, რამდენი ვინმე მომეწონება ან შენ გყავს გაჟიმული, ან უპირებ ან რავიცი. გოგო მომეწონა ისე რომ მისი ფოტოებიც კი ვიყიდე და ჩემი ძმის შეყვარებული იჩითება, ხვდები ბიჭო რა უიღბლო ტიპი ვარ? ხვდები? გთხოვ ცოტა ხნით შემეშვი და მიხედე შენ ემეს თუ რავიცი ოთოს ემეს, როგორმე გაიყავით ეგ გოგო და თუ ადგილი დარჩება მეც მიწილადეთ.
- გიო რა ხდება გთხოვ მოდი წვიმას იწყებს. მივედი შეწუხებული.
- გთხოვ ემე წადი, გთხოვ მარტო დამტოვე. გთხოვ...........

აი მეგობრებო მეხუთე თავიც, გთხოვთ მხოლოდ მოწონებით ან არ მოწონებით ნუ შემოიფარგლებით, მითხარით რას ფიქრობთ. დიდი მადლობა რომ კითხულობთ ჩემს მოთხრობას.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent