შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ყინულის გული *1 თავი *


8-06-2018, 18:40
ავტორი blue witch
ნანახია 1 399

და მაინც...გული..გული ყველაზე მნიშვნელოვანი ორგანოა.
ჩვენს ვენებში გული გზავნის სისხლს.
ჩვენს ფილტვებშიც გულიდან მიდის ნახშიროჟანგით მდიდარი ალისფერი სითხე.
ჩვენს აორტაშიც გული ტყორცნის სისხლს, სისხლს რომელიც თითოეულ უჯრედთან აღწევს.
და..მაინც,
ჩვენს გულს უყვარდება.
ჩვენს გულს.
გული ხედავს,
გული გრძნობს.
გულს სურს.
***
-კეკე!-ჩამესმა დედაჩემის შეშფოთებული ხმა.
გაფითრებულ მაჯებზე დაბურცულ, ლილაქვასფერ ძარღვებს შევყურებდი. ღრმად ვსუნთქავდი. ძალას ვიკრებდი.
-აქ ვარ!-შეძლებისდაგვარად ხმამაღლა ვუპასუხე.
-კეკე, რა გჭირს?-დედამ ოთახში თავი შემოყო და როგორც კი ჩემი მოკუნტულლი სხეული შემაჩნია, მაშინვე მომიახლოვდა.
-არაფერი, კარგად ვარ.-გავუღიმე.
-ფერი არ გადევს, გინდა მამას დავუძახო?-მაინც ნერვიულობდა.
-არ მინდა, დავლებას ვწერ. -ვიუარე.
-თუ დაგჭირდი დამიძახე. -გადვიდა.-ვიტამინების დალევა არ დაგავიწყდეს!-კარს იქიდან დამიყვირა.
-არ დამავიწყდება.
ხვნეშით გავაგრძელე თემაზე მუშაობა. საატესტაო გამოცდები მიახლოვდებოდაა, ამიტომ თავს არ ვზოგავდი, თუმცა უფრო და უფრო მიჭირდა.
ტვინი მიდუღდება ამდენი ფიქრისაგან.
დეპრესია ამ შემთხვევაში სრულებით ნორმალურია, უმადობაც და ჭარბი ნერვიულობაც გამოცდების თანმდევი პროცესია, მაგრამ არა ავადმყოფი გოგონასათვის. ოჯახში ყველას ეგონა, რომ გული კვლავ მაწუხებდა, მე კი ძალა აღარ მქონდა ერთი და იგივე მეათასედ დამემტკიცებინა.
ერთი წლის წინ გულის ოპერაცია გავიკეთე. ექვსი წლიდან ვიდექი რიგში და საბოლოოდ, დონორი გამოჩნდა.
ჩემი მშობლების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მეც ბენდიერი ვიყავი, ყოველივე ეს ჩემთვის ახალ სიცოცხლეს ნიშნავდა. თუმცა ახალი გული არ მინდოდა. სისულელეა ამაზე ფიქრი მაშინ, როდესაც ღმერთი ცხოვრების შანსს გაძლევს მაგრამ მე ჩემი გული მერჩია ყველაფერს. ბიოლოგიური და მეცნიერული თვალსაზრიზით, გული ადამიანისათვის საკმაოდ სერიოზული ორგანოა. რელიგიურად მას მეტი დატვირთვა აქვს. ამ შემთხვევაში კი ვთვლიდი, რომ თუ სხვა ადამიანის გულს გადავინერგავდი საკუთარ პიროვნულობას დავკარგავდი. იდიოტივით ვიქცეოდი, საყვარელი ადამიანებისათვის ადგილი ყველა გულში მოიძებნება. რა მნიშვნელობა აქვს მკერდში ვისი ნაწილი გიძგერს? ადექი და ახალი გულით შეიყვარე!
კიდევ იყო სხვა პრობლემაც.
ჩემი სიცოცხლე სხვის სიკვდილზე გადიოდა.
ის გული სრულიად ჯანმრთელი იყო, უბრალოდ მის მფლობელს აღარაფერში სჭირდებოდა.
მე სიკვდილის პირას ვიყავი და მხოლოდ სხვისი სიკვდილი თუ გადამარჩენდა.
ბედის ირონიაა, გულს ვერავინ ვერ დამითმობდა თუ თავად არ გარდაიცვლებოდა.
სხვისი გულით ცხოვრება დავიწყე, თუმცა მართლა შევიცვალე. შეიძლება ეს ფსიქოლოგიური ფაქტორია, მე ხომ საკუთარ თავს ათასჯერ გავუმეორე ეს.
ალბათ ასეცაა, მაგრამ მე სრულიად გამოვიცვალე, ისეთი გავხდი, როგორიც ადრე არ ვყოფილვარ.
ყოველდღე ვთამაშობდი ძველ კეკეს, მეშინია, მეშინოდა საკუთარმა ოჯახმა არ შემამჩნიოს რა დამემართა-მეთქი. არც ჩემს თავს ვუტყდებოდი, რომ სხვანაირი ვარ.
მერჩივნა თავისათვის სიცრუე დამეჯერებინა.
ფიზიკურად ჯანმრთელი ვიყავი, ფსიქიკურად კი საოცრად არამდგრადი.
ჩემი გული ნამდვილ ყინულის ზოდად, თოვლის უდაბნოდ გადაიქცა.
უფრო სწორად კი, სხვისი გული, რომელიც ჩემს მკერდში ააძგერეს.
***
-გაბელია, გთხოვთ?!-მასწავლებლის ხმაა.
-ვენური სისხლი.-უხალისოდ ვუპასუხე დასმულ შეკითხვას.
-ყოჩაღ! მესამე პარაგრაფი წაიკითხეთ და სისხლის მიმოქცევაზე თემა დამიწერეთ.
ზარის წკრიალისთანავე წამოვხტით ადგილიდან. არაჩვეულბრივი კლასი მყავდა, სწორედ ამიტომ, დამრიგებელთან მანჭვა-გრეხის შემდეგ, კლასის საათიდან განთავისუფლებულნი მივიჩქაროდით სანაყინეში.
-გაბელია, შენებურად არ დაიწყო იქ წუწუნი!-დამცინოდა გაბრიჩიძე.
-სახელი მაქვს მე!-ვებურტყუნები.
-კეკეე!-იწელება ნაილი.
მუჯლუგუნს ვურტყამდი. პროცესია ფეხით მივჩაქჩაქებდით, ჩემი ჩანთა, როგორც ყოველთვის მძიმეა, მიუხედავად იმისა, რომ მეთორმეტე კლასელებს ზედმეტად ბერვი წიგნი აღარ დაგაქვს. ბიჭებს ღიმილით შევაჩეჩე ზურგჩანთა და სიცილით დავფარეთ გზის მონაკვეთი, რომელიც უჩვეულოდ მოკლე გვეჩვენებოდა.
-ვფიქრობ მათემატიკის ჩაბარებას შევძლებ, ცოტა კიდევ უნდა ვიწვალო და...-უეცრად სიტყვა გამიიწყდა და გზის მეორე მხარეს გადარეულივით მივაშტერდი.
გული უცნაურად მითბებოდა, ასეთი რამ დიდი ხანია აღარ მიგრძვნია. ჩემი გული კი მზესავით ხურდებოდა, ხურდებოდა, ხურდებოდა...ლამის ფილტვები, ნეკნები და მკერდის ძვალი გადამიდნო.
მერე კი წარმოუდგენლად თავზარდაცემული გავხტი უკან, მთელმა სხეულმა განგაშის სიგნალი ჩართო, შემთხვევით ბორდიურს წამოვედე და ძირს დავეცი.
-კეკე!-ჩემი კლასელების ყაყანი ჩამესმოდა.-რა მოგივიდა?
-თავი დავარტყი.-ენას ძლივს ვაბრუნებდი პირში.- ისეთი არაფერია, გზა გავაგრძელოთ.- მსუბუქი ტონი დავიბრუნე.
ფეხზე ავდექი და შიშით გავაპარე თვალი. ქუჩა დაცარიელებულა.
-რა მოგივიდა, ვის უყურებდი?-ნაილი გაავებული კრაზანასავით მესხმოდა თავს.
-თვალი გამიშტერდა და ფეხი წამოვკარი, რა იყო?-გავუჯავრდი.
ქალის ტანდაბალი სილუეტი მახსენდება. სწორედ მის ფერმკრთალ სახეზე მოელვარე შავმა თვალებმა გამითბო გული, ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს შიგნით გამდნარი მზის სხივები ჩამეღვარა.
ქალს გრძელი, წითური კულულები ჰქონდა. გვერდით კი ყომრალი ღრუბელივით პირქუში კაცი ედგა,რომელმაც ლამის სისხლი გამიყინა ძარღვებში.
თავი გავაქნიე და უცნაური ზმანებიდან მომენტალურად გამოვერკვიე. ბავშვების ჟრიამულში უწინდელზე მეტადაც კი ჩავერთე.
ნაილი ისევ ეჭვისთვალით მიმზერდა, ჩემი ასეთი გამოცოცხლებაც მის წისქვილზე ასხამდა წყალს. ჯერ კიდევ დაზაფრულს, ღიმილი სახეზე კლოუნის მიხატული ნიღაბივით მქონდა მორგებული.
სანაყინეში დავსხედით და ტკბილეულის თანხლებით დავიწყეთ თამაში. ჩვენს ჭკუაზე, რომ ვიყოთ, ამ სიცივეში ნაყინი რად გვინდა? ბოლოს უკვე „გადაცვეთილ“ „ სიმართლე თუ მოქმედებაზე“ გავჩერდით. კითხვები იმდენად სასაცილოა, რომ ცოტაც და სული გამძვრებოდა. ხარხარისგან ორად მოკაკული ვიწმენდდი ცრემლებს.
-კეკე, დაიხრჩე, დამშვიდი baby!-დამცინოდა ნაილი.
-მოკეტე საყვარელო!-დავუღრინე.
რაღაც განსხვავებული ისევ ვიგრძენი,სახე წამში გამიხურდა. უცნობის მზერამ ღაწვები ამიწვა. ყაყაჩოსფერი ალმური მომედოა. დღეს, სასწაულების დღეა. როგორც წესი, ნოემბრის მზეში გალურჯებული დავდივარ ხოლმე.
***
პირდაპირ ვიყურებოდი. მაგიდასთან ხუთიოდე ბიჭი ისხდა. ის, ვინც მე მაშტერდება თვალებგაფართოებული და გაოცებულია, თითქოს მოჩვენებას ხედავსო.
სანამ თავად პირდაღებული მომჩერებია, ჩემს მზერასაც ამჩნევს და ალმაცერად იღიმის.
ძველი კეკე ალბათ დარცხვენით დახრიდა თავს, მე კი ურცხვად, შეუდრეკად ვუყურებ. ყინულივით შეუვალი ვჩანვარ. ჩემი რეაქციით გაბრუებული ისევ შეშფოთებით მიყურებს. ღიმილი სახეზე აცივდება.
თავს მოღუშული ვაბრუნებ და ვცდილობ კვლავ ბავშვებს დავუგდო ყური.
-კეკე, შენი ჯერია!-მაფხიზლებს გაბრიჩიძე.
-მოქმედება.-დაუფიქრებლად ვპასუხობ.
-წეღან, რომ ეკურკურებოდი იმ ბიჭს ნომერი გამოართვი.-დამცინის ის. ზუსტად იცის, რომ ამას არ გავაკეთებ, კეკე მსგავს რამეზე უარს იტყვის.
კი, კეკე უარს იტყვის.
მე არა.
-კიბატონო.-თავს ვუქნევ. მომდევნო რამდენიმე წამის განმავლობაში, ბავშვები ისე იყურებიან თითქოს მოლაპარაკე ჟირაფმა ჩამოგვიქროლა ფერარით.
ფეხზე ამაყად ვდგები და მაგიდისაკენ თავდაჯერებული მივიწევ. ასე მგონია ჩემს სხეულში არ ვიმყოფები და გარედან ვაკვირდები თუ როგორ ვუახლოვდები ბიჭებს. სხეულიდან გამოსული კეკე გაოგნებული კივის და გულწასული ვარდება.
-გამარჯობა!-საყოველთაო სალამს ვაძლევ ყველას.
-სალამი!-ერთხმად მპასუხობენ ისინიც.
-ეი, შენ!-თითს ვიშვერ ჩემი უცნობისაკენ. „ჩემი“?! მოიცა, სერიოზულად?!
-ჰო.-„რაღაც უკმეხი მეჩვენები ბიჭი!“, ალტერ ეგოს ვაიგნორებ.
-შენი ნომერი მინდა!-ომახიანად ვუცხადებ.
ასეთი სითამამე ელექტროშოკივით მოქმედებს გულწასულ კეკეზე, წამიერად ხტება და შექმნილი სიტუაციიდან კვალვ გონების დაკარგვით იხსნის თავს.
საბედნიეროდ, ყველა ხვდება ნომრის გამორთმევის აზრს, ფხუკუნებენ და მეგობრულად მიღიმიან. კბილებს მეც ვკრეჭ.
-ერთი პირობით!-იცინის ისიც.-შენი ნომერიც უნდა მომცე.
-არა!-კატეგორიულად ვუჭრი.
-მაშინ, სახელს მეტყვი.-პირობებს კი მიყენებს, თუმცა ხელსახოცზე უკვე ჯღაბნის რიცხვებს.
-კეკე. მადლობა.-ფურცელს ვართმევ და გამარჯვებული სახით ვბრუნდები მაგიდასთან.
***
-რატომ არ წაიკითხეთ პარაგრაფი?-გვეჩხუბება მასწავლებელი.-დავალებაც თუ არ გაქვთ ტყავს გაგაძრობთ!
რვეულებს მაგიდაზე ვუხვავებთ და უჩვეულო ზუზუნში კარზე კაკუნსაც იწყებენ.
-ალბათ ახალი მოსწავლეა.-ბუზღუნებს მასწავლებელი.-მობრძანდით!
-გამარჯობა!-გვესალმება ბიჭი.
-გაიცანით, ირაკლი ზეიკიძე!
თავს ვწევ და ჯანდაბა!
ვის გაუგია ასეთი დამთხვევები? რამე ბანალურ სერიალში მიღებენ და არ ვიცი?!
ირაკლი ზეიკიძე ის ბიჭია, ვისი ნომერიც იქვე მაგიდაზე დავაგდე და ზუსტად ვიცი, თვითონვე ჩაიცურა ჯიბეში, ან სულაც ნაგავში მოისროლა.
ირაკლი ზეიკიძე .
***
-ქეთღინ?!-მაღალი, ქერათმიანი ბიჭი ღიმილით უახლოვდებოდაა გოგონას. გოგოს სახე არ უჩანდა, მსუბუქი ქარი ბეჭებზე დაყრილ მსხვილ კულულებს უჩეჩავდა, კეფის ზემოთ რთული წნული ლამაზი,ხელოვნური კესანეს ფორმის სარჭებით ჩაემაგრებინა. მოწმენდილი ცისფერი კაბა იდეალურად ეხამებოდა ჩანჩქერივით დაშვებულ მსხვილ ლოკნებს, მაქმანებიან თათმანებსა და ღიღილოსფერ მსუბუქ სამკაულებს. მარგალიტისა და ცირკონების ასხმა გველივით შემოჰხვეოდა მზემოუკიდებელ, სპილოსძვლისფერ, მარმარილოსავით გლუვ კისერსა და ლავიწის უფსკრულებს. მათი ხვეულები ჰარმონიულად უერთდებოდაა მუქი წაბლისფერი დალალების ზღვას. სამწუხაროდ, რამდენიმე კავი ზედ ღაწვებზე დაჰფენოდა ახალგაზრდა დიაცს, მაგრამ მისი ჩამოშვებული მხრები ოკეანესავით უძირო ფიქრებზე მეტყველებდნენ.
გოგონა ბურუსიდან უცებ გამოერკვა, ბრიზმა ხუჭუჭი თმა აუწეწა და ჩამავალი მზის ფონზე ბროწეულის ყვავილისფრად ალანძული სახე გამოუჩინა. ქერა ბიჭს შეხედა და სევდიანად გაუღიმა. თვალების ნაცვლად თითქოს ზურმუხტები უკიაფებდნენ, ალუბლისფერი ბაგეები, რომ გახსნა წვრილი, კოხტა კბილები გამოაჩინა, გატყორცნილი, გრძელი გიშრისფერი წარბები კიდევ უფრო ამუქებდა ლავანდისფერი ქუთუთოების ჩრდილს, ნუშისებრ, მოგრძო თვალებს კი გიშრისავე წამწამთა ჯარი ფარავდა.
-ჟორჟ?!-მხიარულად შესძახა მან, თუმცა ხმაში მელანქოლიური ნოტები გაერია.-განა გემბანზე რა გესაქმებათ?
-ტკვენ, ზალიან ცუდი ყოფაქცევღა ქეთღინ! maman ზალიან წუხილი ტკვენი კცევის გამო მადმუაზელ ქეთღინ! maman წკენა ტკვენზე, ტკვენ დატოვეტ კაიუტა, ჩღემი papa აგღეტვე წკენა ტკვენზე და ტკვენი maman უფღო!-ძალიან დამტვრეული ინგლისურით აცნობა ჟორჟმა.
-მუსიე, იქნებ სჯობს ფრანგულად გავაგრძელოთ საუბარი?-დაიჟღურტულა ქეთრინმა.
-mersi, mademoiselle.- შვებით ამოისუნთქა ჟორმა. წამოწითლებულ სახეზე შვება გამოესახა და ქეთრინს სუფთა ფრანგულით აცნობა.-დედათქვენი ნერვიულობს თქვენი ქცევის გამო, თქვენ ისე გაქრით ქეთღინ! მამაჩემი კი სწუხს, რომ საუბარი არ დაასრულეთ, მას მიუხედავად თქვენი სქესისა, ძალიან მოეწონა თქვენი შეხედუელებები ზღვით მოგზაურობის, გემთმშენებლობის შესახებ. იქნებ დაბრუნდეთ, სახიფათოა ქალისათვის ბინდბუნზე ხეტიალი, გემბანი მესამე კლასის მგზავრებითაა სავსე.
-დიახ, მე თქვენი წეღანდელი სიტყვებიდან მომეჩვენა, რომ დედა აღაშფოთა ჩემმა ცუდმა მანერებმა ჟორჟ! ახლა გასაგებია ყველაფერი. მადლობელი ვარ, რომ ზრუნავთ ჩემზე, თუმცა განა მესამე კლასის მგზავრები ხალხი არ არის?!-გულუბრყვილოდ იკითხა ქეთრინმა, სიმადვილეში კი გული მგზნებარების ცეცხლმა აუვსო.
-რათქმაუნდა მადმუაზელ ქეთღინ, თუმცა ბევრი ავაზაკია მათში, იფრთხილეთ.
ქეთრინმა სწრაფი, ქალისათვის მეტად მკვირცხლი ნაბიჯით დატოვა ჟორჟი და კაიუტისაკენ გასწია. აწითლებული ბიჭი ლამის სირბილით დაეწია, თან გზად ინგლისურად ესაუბრებოდა გოგონას, რომელაც ბიჭის ესოდენ უხეში გამოთქმები ყურს მეტად სჭრიდა.
***
მაღალი საზოგადოება ღიმილით ცვლიდა ცინცხალ ჭორებს ერთმანეთში, სიგარების კვამლში გახვეული, ბრენდისგან შემთვრალი მამაკაცები საქმიანად ზუზუნებდნენ, სინამდვილეში კი ისინიც ისეთივე ზღვარგადასული მოქეიფენი იყვნენ, როგორც ისინი, ვინც ქვემოთ საოცარ ფერხულში ჩაბმულიყვნენ. ქალები შამპანურს მეტისმეტი თავშეკავებით წრუპავდნენ, ფრანგულ ხვეულებსა და ყარყუმის ბეწვს ერთნაირი სიამაყით ატარებდნენ. გემი რუსეთიდან გამოვიდა, შესაბამიდან მგზავრების უმეტესობაც პეტერბურგელი იყო. სლავური დიალექტები და ალაგ-ალაგ გაჟღერებული ფრანგების ჭიკჭიკი დამახინჯებულ ინგლისურს გვაძლევდა. სტუმრები ჯერ კიდევ დიდებულ ბალზე საუბრობდნენ, სწორედ რუსული ბალების მსგავსად იმართებოდა ფართო დარბაზში მიღებები, რომლებსაც უკვე ბოლო არ უჩანდა.
-პეტროცკების სადილს ვერცერთი ვერ სჯობია, დიდებული საღამო იყო!-აღნიშნავდა ჩასკვნილი, აპრეხილ ცხვირიანი ქერა გოგონა, რომელიც ბამბის ქულასავით თეთრი იყო და ოქროსფერ, წითელი არშიებით გაწყობილ კაბაში საახალწლო მოსართავს ჰგავდა. ფერუმარილი კი შაქრის ნამქერივით ეფინა სავსე ლოყებზე.
-არც არკადიევნას გაუმართავს ცუდი ბალი, მარტოხელაა, მაგრამ სასიამვნოდ გაგვაოცა ყველა თავისი მხიარულებით, ახლაგაზრდული სულისკვეთებით გვიმანსპინძლა და თავადაც მთელი საღამო ცეკვავდა მაზურკას!-შავგვრემანი, წითელი ატლასივით გლუვკანიანი და ტანმაღალი გოგო, მღელვარე შავი თმით, მსუბუქი სხეულითა და შავად მოელვრე ეშხიანი თვალებით, უჩვეულო ხალისით იხსენებდა არკადიევნას აფორაჯებულ, პირმრგვალ, ლამაზ სახესა და სიმაღლისათვის შეუფერებელი გრძელი, ჩამოსხმული ფეხების მოქნილ მოძრაობას.
სადაც არ უნდა გაგეხედა, ყველა პეტროცკებსა და არკადიევნაზე საუბრობდა.
კუთხეში მსუბუქი ნაბიჯით სცემდა ბოლთას ქეთრინი, ან ლედი კატერინა, როგორც,მას რუსები ეძახდნენ. ფრანგების ქეთღინი, რუსების კატერინა და ინგლისელების კიტი თავის სამშობლოზე ფიქრობდა. ღიმილით იხსენებდა იმ მიწა-წყალს რომელიც აქ მყოფთაგან რომელიმეს ქვეყნიერებას ეკუთვნოდა.
მისი წარმოშობა ზუსტად არავინ იცოდა. ლედი ეკატერინე კონსტანტინოვას სახელს ყველა თავისებურ ინტერპრეტაციას სძენდა. თან ახლდნენ დედამისი ელიზაბეტი და კუზინა გაბრიელა თავის მეუღლე ალექსანდრთან ერთად.
უეცრად დარბაზში ჩუმი ოვაციების თანხლებით მეტად ახალგაზრდა და თავქარიანი დიმიტრი ერისთავი შემოვიდა. წარმოშობით ქართველ ოფიცერს მთელი ცხოვრება გემზე გაეტარებინა. კუპრივით შავი მოგრძო თმა და სუფთად გაპარსული სახე ჰქონდა. თეთრი სმოკინგი მეტად შვენოდა მის ახალგაზრდულ ტანსა და თავდაჯერებულ მიხვრა-მოხვრას.
მან აღტაცებით შეავლო თვალი ქეთრინის ფერმკრთალ, ლამაზ სახეს. იგი რუსი ლამაზმანებივით თოვლის გუნდას არ ჰგავდა, სამაგიეროდ უჩვეულოდ გაცრეცილი, სპილოსძვლისფერი კანი ჰქონდა.
გემბანის დატოვებისას ქეთრინს სამოსი გადაესხვაფერებინა. თეთრი მაქმანით გაწყობილი კაბისათვის რამდენიმე თასმაზე ცისფერი ლენტები შეებნია და არაჩვეულებრივად შეხამებული მოვერცხლისფერო მოსასხამი მოეგდო მხრებზე. თმაში კი მარგალიტები გაებნია.
-მოგესალმებით ქეთრინ, ვხედავ მორთულობა შეგიცვლიათ!-მხიარულად დასჭექა დიმიტრის ხმამ.
-სალამი ჩემგანაც, ვხედავ, თქვენც გამოგიცვლიათ ტყავი!-გესლიანად შეესიტყვა ქეთრინი.
-ტყავი? განა ნამზეური უკვე დამეტყო?-გაიოცა დიმიტრიმ.
-რათქმაუნდა ტყავი, თქვენ ჰომ დღეს ახალი გოგონასთვის აპირებთ თავბრუს დახვევას?-კიდევ ერთხელ შეუღრინა ქეთრინმა.
-აჰ, გასაგებია ქეთრინ, ნუთუ კვლავ მიბრაზდებით გაბრიელას გამო, მე არ ვიცოდი თუ ის რაიმე სერიოზულს ელოდა!
-მართლა?!-ბრაზით დაისისინა კიტიმ.- ჩვენ წლებია ვიცნობთ ერთმანეთს, თქვენ თავბრუ დაახვიეთ გაბრიელას დიმიტრი, ამას არასოდეს გაპატიებთ იგი!
-მაგრამ მისი ტკბილი სიტყვები მხიბლავდა მე, როგორც ახალგაზრდა მამაკაცს და თავადც ისეთივე სიტკბოთი ვპასუხობდი, განა საწყენია თუ კი ახლა მისდამი ყველა ინტერესი გამიქრა, თანაც დაოჯახებულია გაბრიელა, დროა დავივიწყოთ წარსული.
-წარსული ქმნის აწმყოს, აწმყო კი -მომავალს!
-ნუთუ თქვენი კუზინა არაა დამნაშავე? ის ხომ ქარაფშუტულად იქცეოდა ყოველთვის და წლების განმავლობაში გული მრავალჯერ მიჩვენა.
მოგონებებმა ქეთრინის გულს გეენას ალივით ჯოჯოხეთური ცეცხლი დაახვია. გაახსენდა გაბრიელას გადაკრული სიტყვები და ვულგარული სითამამე, თუმცა დიმიტრის კი მაინც ვერ აპატია საპასუხო ტრფიალი.
-თავი დამანებეთ, დამეხსენით!-გაბეზრებით შეუყვირა მან ბიჭს.
-მაგრამ...
-კიტი, მოდით აქ პეტროცკებს თქვენთვის თავისი დიადემა უჩვენებიათ, მოგვიყევით როგორია ის!-აღფრთოვანებით დაიყვირა იმ ქერა გოგომ, წეღან, რომ შავგვრემანს უზიარებდა „დიდებული ბალის“ შთაბეჭდილებებს.
-კიტი, ახლა უკვე ასე მოგმართავენ, -ცინიკურად თქვა დიმიტრიმ-გადაეცით ელიზაბეტს მოკითხვა, თქვენ კუზინას კი ჯანმრთელობა და ბედნიერება უსურვეთ ჩვილისათვის, ვგონებ მალე მოილოგინებს.
-გაბრიელას შვილი ნამდვილად ბედნიერი და ჯანმრთელი იქნება, არ იღელვოთ!
-ის ხომ ჯერ თხუთმეტ გახაფხულსაც არ შესწრებია, ნუთუ ნაადრევი არ არის მისი ორსულობა?-გაიკვირვა დიმიტრიმ, თანაც იმედი ჰქონდა საუბარი ოდნავ მაინც გაგვიგრძელდებაო, არადა სასაუბრო თემად გაბრიელას შერჩევა მთლად გონივრულ გადაწყვეტილებას არ წარმოადგენდა. მითუმეტეს კი იმ ადამინის გაკილვა, ვისაც კატერინა ძუ ვეფხვივით გააფთრებით დაიცავდა.(მართალია გაბრიელას მანკიერებანი კიტის მშვენივრად მოეხსენებოდა, თუმცა ერისთავის გასალანძღად საუკეთესო საშუალებას გაბრიელას ამაბვი წარმოადგენდა.)
-თქვენ დარდს არ მიეცეთ, თხუთმეტი გაზაფხული გათხოვებიდან ორ სავსე მთვარეში შეუსრულდა, თავის მეჩვიდმეტე გაზაფხულს კი წამოჩიტებული შვილით შეხვდება!-მკვახედ განუცხადა ბიჭს.
-აჰ, გასაგებია!
-კატერინა, კატერინა!-რუსულ ქაქანს მოჰკრა ყური ქეთრინმა.
-დამეხსენით!-დაუცაცხანა გოგომ.
-შენ მწადიხარ მეგობარო, რა ტკბილი ყოფილა მრავალი წელი, მითხარი, რით გამოვისყიდო ეს დანაშაული?-დაუფიქრებლად წამოროშა ერისთავმა. ენაზე იკბინა, თუმცა სიტყვებს უკან ვეღარ წაიღებდა.
ეკატერინეს ფერი წაუვიდა, თვალთ დაუბნელდა. ვინ იცის, რამდენჯერ უოცნებია ეს სიტყვები დიმიტრისაგან მოესმინა. რამდენი მზიანი დღე გაუტარებია ბაღში, ცისფერყდიანი წიგნით ხელში, ბიძაშვილისა და ერისთავის ცქერაში გართულს კანი მზისგან გადაჰხრუკვია. სასთუმალზე რამდენი მარგალითის კურცხალი გაუბნევია და მეორე დილით ისევ ღიმილით შეჰგებებია მოტფრიალე წყვილის ცალებს. ახლა კი, როცა ყოველივე იმედი დანაცრულიყო, ფენიქსის ბარტყს წამოეყო თავი ნაცრიდან.
-თავი დამანებე დიმიტრი, დამეხსენი, ეშმაკივით ნუ ჩაგივლია ჩემთვის, დაივიწყე შენობით თუ ვსაუბრობდით ოდესმე, თანაც უფროსი ვარ შენზე, მეცი პატივი!-რისხვით შეკრა ქეთრინმა წარბები, რევერანსი გააკეთა, თუმცა თვალებში შეუფერებელი სითამამე და სიჯიუტე გაუკრთა.
დიმიტრიმ მის მზერაში საპირისპირო ქვეტექსტი ამოიკითხა.
კიტი დაყენებული მიმიკით შეუერთდა ლიდიასა და ნადიას.
-კატენკა!-მიესალმა ახალგაზრდა, მწვანეთვალება და მომხიბლავი ნიკოლაი.-მე თქვენ მშვენიერი ლექსი გიძღვენით.
-სიამოვნებით მოვისმენ, ოღონდ მერე, ოთახში გამომიგზავნეთ თუ შეიძლება, აქ ზედმეტად ბევრი ხალხია სტრიქონების გასააზრებლად.
დიმიტრიმ უკმაყოფილოდ შეათამაშა მხრები და ჩვეული მომხიბვლავობით გაერია გოგონათა რიგებში.
***
საღამოს დასასრულს, გემბანზე მოსეირნე კიტი ბრიზმა შეაწუხა და მკვეთრად შეტრიალებული, შემთხვევით წამოედო ამოჩრილ ლურსმანს, თავი ვეღარ შეიკავა, ძლიერად გადაიზნიქა, სანამ გადავარდებოდა მსუბუქად შეჰკივლა და ზღვასთან მიახლოება იგრძნო.
გულმა ძლიერად დაარტყა მკერდში.
***
-დიმიტრი!-ხმამაღლა დავიხავლე საწოლში წამომჯდარმა, საბანში ერთიანად გამოკვართულმა და გაოფლიანებულმა. მკლავებზე ჯერ კიდევ ვგრძნობდი ძლიერად ჩაჭერილ ხელის მტევნებს და მხრების უცნაურ ტკივილს.
დილით, ჩანთის მოკიდებისას გალურჯებულ მკლავებზე დამჩნეული სისხლჩაქცევები შევამჩნიე.
უფრო სწორად ძლიერი თითების ნაკვალევი.
***
ერთი თვე გავიდა.
უცნაური სიზმრები არ წყდებოდა, თუმცა დიალოგები და სიუჟეტები იოლად მავიწყდებოდა, თითქოს ფსკერზე, ჭუჭყიან წყალში ჩაძირულ ეკრანს შევცქეროდი.
უსასრულო წვეულებების, მასკარადების, ბალების მორევში კვლავ ორი სახე იკვეთებოდა. ისინი განუწყვეტლივ კამათობდნენ.
ირაკლი დამიუხლოვდა და მეგობრებად გავხდით.
-მათემატიკა გვაქვს!-დაბიზღუნა ირაკლიმ.-წამო!-და ძლიერად ჩამაფრინდა ხელში. გულისგამგმირავად დავიწივლე.
-რა იყო?-გაოგნდა ბიჭი.
-არაფერი ისეთი.-და მკლავი დაივზილე. უეცრად, მღელვარე ზღვის მომწვანო ტალღები დამიდგა თვალწინ.
გული შემეკუმშა.
ირაკლიმ რაღაც გაუგებრად შემომხედა. თითქოს იგივე სურათი დიდი ხნის წინ მასაც ენახა.
ირაკლი თითქოს სულში მიმზერდა.
ჩემს ახალ გულს უსმენდა.
პ.ს ესეც პირველი თავი. კიდევ ერთი ახალი ისტორიით ვბრუნდები. მომენატრეთ! (პ.ს.ს უკვე დასრულებულია და არ შეწყდება, თუმცა დიდი თავები იქნება და ოდნავ დაიგვიანებს. :დ)



№1 სტუმარი ვაუუუუ ითს მე

რაკაიაკიდიგააგრძელერამალე

ზიზოოოოოოოოოოოო ♡♡♡♡
ძალიან ძალიან მაგარი იყო ♡ არა მართლა, ძალიან კარგადაა დაწერილი, უკეთ და უკეთ წერ ♡
ცოტაცოტაცოტა ვერ მივხვდი რა ხდება რა კავშირია ამ ორ წყვილს შორის მაგრამ ინტრიგაც კარგია :დ
არ ვიცი აბა, ეს კიტის გული ჩაუსვეს და ირაკლის დიმიტრის თუუ... "лოგიკა" ნუ იტყვი!
მოკლედ ეს მგონი საუკეთესოა შენ ნაწარმოებებში და (გ)ვყვარობ(თ) ♡
ველი გაგრძელებას არ დააგვიანო რაა ♡♡♡

პ.ს. რა ნიკი დამიწწრა ახლა :დდდ ჩემი ტელეფონი ძალიან უბერავს :დდ

 


№2  offline წევრი blue witch

ვაუუუუ ითს მე
რაკაიაკიდიგააგრძელერამალე

ზიზოოოოოოოოოოოო ♡♡♡♡
ძალიან ძალიან მაგარი იყო ♡ არა მართლა, ძალიან კარგადაა დაწერილი, უკეთ და უკეთ წერ ♡
ცოტაცოტაცოტა ვერ მივხვდი რა ხდება რა კავშირია ამ ორ წყვილს შორის მაგრამ ინტრიგაც კარგია :დ
არ ვიცი აბა, ეს კიტის გული ჩაუსვეს და ირაკლის დიმიტრის თუუ... "лოგიკა" ნუ იტყვი!
მოკლედ ეს მგონი საუკეთესოა შენ ნაწარმოებებში და (გ)ვყვარობ(თ) ♡
ველი გაგრძელებას არ დააგვიანო რაა ♡♡♡

პ.ს. რა ნიკი დამიწწრა ახლა :დდდ ჩემი ტელეფონი ძალიან უბერავს :დდ

შენ არიცი როგორ უყვარხარ ზიზოს. ახალი თავი მოძიგძიგებს. მართლაა ძალიან ძაალიან მიყვარხარ, არავის შეუძლია იყოს შენნაირად თბილი, სხვები მიდიან და მოდიან შენ სულ რჩები. მოკლედ, ერთს გეტყვი, ლედი ქეთღინი კეკემდე ძაალიან ადრე ცხოვრობდა და მართალია არ გასპოილერებ, ბათ ესენი უფრო პაწაწოები მყვანან. კავშირს თანდათან გაიგებ. სამწუხაროდ როგორც ეს ორი თავი მოვაკუნკულაკე მასე უცებ ვერ იქნება დანარჩენები, მააგრამ არ დავაგვიანებს საუკუნოდ. <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent