ჩემი ,,ტირანი " (თავი 14)
თავი 14 -მერე რა ქენი? -წამოვედი -ასე უბრლოდ? -ხო მარი ,ასე უბრალოდ..წამოვედი და ორი დღით დასვენება ვითხოვე ,ხვალ დრო ამოიწურება და ისევ უნდა მივიდე -მაგრამ რატომ,შენ ხომ მოგწონს ის -არ ვიცი რატომ,თვითონაც არ ვიცი,ეს იმდენად მოულოდნელი იყო,იმდენად რომ..დავიბენი- ღონემიხდილი დავეშვი საწოლზე,თავი ხელებში ჩავრგე.. -მამაჩემმა ეს როგორ გააკეთა ,ახლაც არ მჯერა -არ ვიცი,მართლა არ ვიცი -ამდენი საშინელების შემდეგ,კიდევ იგივეს იმეორებს ,რატომ სიამოვნებს ამ ადამიანს ჩემი ცხოვრების დანგრევა? -დამშვიდდი -ვერ დავმშვიდდები,ვერა სანამ არ დაველაპარაკები -არ გირჩევ,ახლა გაღიზიანებული ხარ -ძალიან დავიღალე -იქნებ სჯობს სადმე წახვიდე ცოტახნით -ეს პრობლემებისგან გაქცევა გამოდის ,მეკი არ ვარ ამდენად სუსტი -ხო,მართალი ხარ -უნდა წავიდე -ღრმად ამოვისუნთქე და ფეხზე წამოვდექი -სად მიდიხარ? -გურამ დევდარიანთან -დარწმუნებული ხარ? -ისე როგორც არასდროს-ღიმილით ვეუბნები და ჩანთას ვიღებ-უი ხო,დემნა დღეს თავის ძმაკაცთან რჩება -რომელთან? -გიოსთან -კარგია..-გამიღიმა,მერე ცოტახნით ჩაფიქრდა -ბარბი რაღაც უნდა გითხრა -საღამოს ,ახლა უნდა წავიდე -კარგი ************ -ბალბალე-სიხარულით მეუბნება გიორგი და კისერზე მახტება -ჩემო საყვარელო,როგორ მომენატრე -იტყუები,სენ მე აგალ მნახულობ უკვე დიდი ხანია -მაპატიე ჩემო პატარა,გპირდები დღეიდან ხშირად გნახავ-ვეუბნები და ფუმფულა ლოყებზე ვკოცნი,ისე ჰგავს მამას , მასავით ცისფერი თვალები აქვს,დედამისს მხოლოდ შავი თმებით ჰგავს ,ისიც მკოცნის -ბარბარე რა პატივია , მიხარია რომ მოხვედი -ყალბი ღიმილით გვიახლოვდება მაია, მკოცნის და გიორგის ძიძას ატანს -გურამთან მაქვს საქმე -ისევ რამე დააშავა?-ეგრევე მეკითხება, მის პასუხზე წარბებს გაკვივებისგან ვწევ, მას ყოველთვის მამა მიაჩნდა მართალი -როგორც ყოველთვის -ის არ იცვლება ..მიხარია შენი ამბავი -რა ამბავი? -ქორწილი ,იმედი მაქვს დამპატიჟებ -არანაირი ქორწილი არ იქნება მაია, ეს ტყუილია -აბა გურამმა.. -მან მოიტყუა -არ ვაცადე დამთავრება , გაოცებისგან თვალები უფართოვდება -გასაგებია..ის თავის კაბინეტშია ,შეგიძლია შეხვიდე -გმადლობ რომ ნება დამრთე-ირონიით ვუთხარი -შენ ისევ ვერ მიტან -შენ და მამა დედას ღალატობდით , როგორ შემიძლია მომწონდე -მესმის,კარგი წავალ გიორგის მივხედავ-ეღიმება და მიდის ,იმაზე უხასიათო მეჩვენა ვიდრე ადრე ,ალბათ რაღაც მოხდა .. კაბინეტისაკენ მივდივარ ,დაუკაკუნებლად ვაღებ კარებს , გურამი ისევ სავარძელშია გადაწოლილი -რა ჯანდაბას აკეთებ?-მაშინვე შეტევაზე გადავედი-რის მიღწევას ცდილობ -არ მითხრა რომ არ გინდა იმ კაცზე დაქორწინება -მაგას რა აზრი აქვს შენთვი,როდის ფიქრობდი იმაზე მე რა მინდოდა ! -მე ყოველთვის ისე ვიქცეოდი როგორც შენთვის სჯობდა! -და რას ეძახი ამას ,როდის გაგიკეთებია ის რაც უკთესი იყო,შენს გამო ყოველთვის მე რატომ უნდა ვიყო უბდური?! -შენ თვითონ იუბედურებ თავს შვილო -სისულელეა, შენ გამაუბედურე მე , შენ დამინგრიე ცხოვრება ჯერ კიდევ თვრამეტი წლის ასაკში!! -მაშინ ძალიან დიდი შეცდომა დაუშვი, პატარა იყავი ოჯახისთვის -მაგრამ მე ის მიყვარდა მამა! -არ გიყვარდა , გაიზრდებოდი,შვილი გეყოლებოდა და მიხვდებოდი რომ დაიღალე , რომ შენც გინდა სტუდენტობა ,გართობა შენი თანატოლების მსგავსად ,მაგრამ ბავშვი გეჭირებოდა ხელში -ეს გაქვს გასამართლებელ მიზეზად,ამით იმშვიდებ ხოლმე თავს როცა სინდისი გაწუხებს , როცა გახსენდება ,რომ შვილიშვილი მოკალი,მე შვილი წამართვი ,ქმარი წამართვი ,ოჯახი წამართვი ,მითხარი ეს გამშვიდებს?! -ავღელდი,წარსულის გახსენებამ უარესად გამომიყვანა წყობიდან -არა-იმ წუთას იმაზე გულწრფელი მომეჩვენა ვიდრე არასდროს-არ მამაშვიდებს , ყოველ დღე ვნანობ, მაგრამ მჯერა რომ სოწად მოვიქეცი,მე მამა ვარ და არც ერთი მამა მისცემს ქალიშვილს უფლებას ცხოვრება დაინგრიოს -მართალია არ მისცემს , მაგრამ შენ თავად უნგრევ შენს შვილებს ცხოვრებას -ასე არაა -ასეა , შენ მამა არ ხარ ,შენ ადამიანი ხარ რომელიც მხოლოდ ფულზე და საკუთარ თავზე ფიქრობს ,შენ შვილები არ გიყვარს!-მივაძახე ,ჟურნალი მაგიდაზე დავაგდე და გარეთ გამოვვარდი , კარებში მაიამ გამაჩერა -ეს წაიღე , გუშინ გადააგდო -ხელში ჩვენი საოჯახო პორტრეტი უჭირავს -გმადლობ-ვართმევ და გარეთ გამოვდივარ.. უკვე გვიანია ,პირდაპირ სახლში მივდივარ ,კარგიც არის ამაღამ მარტო თუ ვიქნები ,კარებს ვაღებ ,ოთახში შევდივარ და ფეხსაცმელებს იქვე ვიძრობ, ვიცვლი,დივანზე ვეშვები, წიგნს ვიღებ ,წაკითხვას ვცდილობ მაგრამ გულს ვერ ვუდე..სურათს ვაკვირდები, იმდენად ბედნიერები ვართ,ახლაღა ვამჩნევ დედაჩემის სახეზე ყალბ ღიმილს, აქამდე ეს არასოდეს შემიმჩნევია,ყოველთვის მეგონა ,რომ ბედნიერი ოჯახი მყავდა , მაგრამ ვცდებოდი, თავს სავარძლის საზურგეს ვადებ, ოთხად ვიკუნტები და ფიქრებში მივდივარ : ,, -რა მოხდა ?- ძალამიხდილი ვეკითხები ჩემს თავთან მდგარ ექთანს -დამშვიდდით, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა,ყველაფერი რიგზეა -რა,რა ოპერაციამ, სრულიად ჯანმრთელი ვიყავი- ანერვიულებული ვცდილობ საწოლზე წამოჯდომას,მაგრამ შეერთებული წვეთოვანის გამო ვერ ვახერხებ -დიახ ვიცი რომ სრულიად ჯანმრთელი იყავით -მაშინ რა ხდება ,რა ოპერაცია გამიკეთეთ - მუცელში დიდ ტკივილს ვგრძნობ ,იმდენად დიდს რომ ვკივი-რა ჯანდაბა მჭირს ,რა გამიკეთეთ!! -დამშვიდდით,ექიმს დავუძახებ ახლავე -იძახის და პალატიდან გარბის,ცოტა ხანში თეთრხალათიანი ექიმი შემორბის და წვეთოვანში ნემსით რაღაცას უშვებს -რას მიკეთებთ! -ვყვირივარ განწირული -რას მიკეთებთ, მე ორსულად ვარ, ორსულად ,ძალიან მტკივა,რატომ მტკივა !! -გოგონა თქვენ ორსულად აღარ ხართ -რაა ,რას ბოდიალობ ,მე ორსულად ვარ!! -თქვენ აბორტი გაგიკეთდათ - მინდა ვიყვირო,ყველაფერი დავლეწო ,მაგრამ წამალი მოქმედებს და მეძინება" თვალებს ვახელ და ობლად ჩამოვარდნილ ცრემლს ცერა თითით ვიწმენდ ,ხელს მუცელზე ვიდებ , ახლა ალბათ ჩემი პატარა ორი წლის იქნებოდა , ლამაზი ცისფერი თვალები ექნებოდა და მამამისივით შავი თმა.. ************* სწრაფად მივაბიჯებ ოფისის ფოიეში, მხოლოდ ჩემი ფეხსაცმელების ხმა მესმის ,დემეტრესთან მოსალოდნელი შეხვედრით გამოწვეული ნერვიულობა იმდენად მეტყობა ანაც კი ამჩნევს , არ მინდა უფროსის ნახვა ,ამიტომ კაბინეტში ჩანთას ვდებ და ანასთან შევდივარ.. -რა გჭირს,რაღაც ძალიან ღელავ -სულაც არა,უბრალოდ გეჩვენება -ისე ,არ უნდა გეთქვა ერთად თუ იყავით შენ და დემეტრე?-ცოტახნის დუმილის შემდეგ მეკითხება -არ ვართ ერთად, პრესამ შეცდომით დაწერა ყველაფერი -აა,მე მეგონა..კაი არაუშავს -ხელს იქნევს და სავარძლის საზურგეს ეყრდნობა-ბატონი ილია რამდენიმე დღეა არ გამოჩენილა -ხო, მივლინებაშია წასული -საად? -გერმანიაში -არ ვიცოდი, მეც არ გამიკვირდა რატომ არის ოფისსში მოწყენილობათქო -ხო, ილია ძალიან პოზიტიური ადამიანია -თქვენ ძალიან ახლოს ხართ ხომ ერთმანეთთან ? -კი, ვმეგობრობთ -მხოლოდ მეგობრობთ? -რა თქმა უნდა , სხვა რა უნდა იყოს -არა მე მეგონა ერთმანეთი მოგწონდათ-უხერხულად იშმუშნება ,თან ჩემს გამომეტყველებას აკვირდება ,სიცილი მივარდება -არა რა სისულელეა , მე და ილია? -ისევ ვიცინი- დამშვიდდი მხოლოდ მეგობრები ვართ - მეჩვენება თითქოს შუბლი ეხსნება , ეღიმება ,შემდეგ სიცილში მყვება -ხო,რავიცი-თვალებმოჭუტული ვუყურებ -შენ რა ილია მოგწონს? - სახეზე აშრება ღიმილი,ახველებს და მერე ეღიმება ,მის გამომეტყველებაზე ვხვდები მართალი ვარ- აქამდე რატომ არ მითხარი? -მეგონა შენ მოგწონდა - მხრებს იჩეჩს -ოხ ანუშკი, ანუშკიი, რა სულელუკა ხარ- ვიცინი ,კიდევ ბევრს ვსაუბრობთ ,შემდეგ ვკადრულობ კაბინეტში დაბრუნებას .. შესვლა და დემეტრეს მზერასთან გადაყრა ერთია , თვალს ვარიდებ და კომპიუტერში ვცდილობ საქმის გამონახვას , მანიშნებს შემოდიო ,მეც ფეხს ვითრევ შემდეგ კი უხმოდ შევდივარ -გნებავთ რამე? -კი - ისე მეუბნება არც წევს თავს -რა? -შენთან საუბარი -ახლა არა -რატომ? -სამუშაო საათებია- -მაშინ სამუშაო საათების შემდეგ - კბილებიდან სცრის -სახლში უნდა წავიდე ,დემნას უნდა მივხედო -დავიჯერო ხუთი წუთი არ გაქვს?- უტეხად ვუყურებ თვალებში , თვითონაც მიყურებს ,შემდეგ თვალს მარიდებს -კარგი გადი- მეუბნება და მეც მაშინვე ვასრულებ მის მოთხოვნას ... **** -გიყვარს?- -არ ვიცი -გინდა მასთან საუბარი? -არ ვიცი -სხვა ქალთან ,რომ დაინახო რას იზამ? -არ ვიცი -აბა რა იცი ბარბარე?-გაღიზიანებული მეკითხება -მეშინია -რისი? -ისევ გულის გატეხვის -დემეტრე ეგეთი არ ჩანს -არც ნიკა ჩანდა -უნდა სცადო -ვიცი -მერე რა გიშლის ხელს ? -შიში -შენ მშიშარა არასოდეს ყოფილხარ -ახლა გავხდი -უნდა დაამარცხო შიში -ვიცი,მაგრამ არ გამომდის ***** ერთი კვირა ისე გადის ტირანთან მხოლოდ საქმიან თემაზე ვსაუბრობ, მას რა თქმა უნდა სურს ჩემთან საუბარი მაგრამ თავს ვარიდებ ,ამაზე კი ძალიან ბრაზდება..ხვალ შაბათია ,წესით უნდა ვისვენებდე ,თუმცა პროექტი მაქვს მასთან ერთან განსახილველი, მასთან უნდა მივიდე სახლში, ვგრძნობ ყველაფერს იზამს იმ თემაზე მელაპარაკოს, ამისთვის მზად ვარ ..არა არ ვარ, ძალიან ვღელავ .. ****** კიბეებზე ავდივარ, კარებზე ვაკაკუნებ ,მაგრამ არავინ მიღებს ,სახელურს ვაწვები, ღიაა ,შიგნით შევდივარ -ბატონო დემეტრე ! -ვყვირივარ, ხმას არავინ იღებს - დემეტრეე!!-კიბეებზე ნაბიჯების ხმა ისმის ,უფრო ქუსლების ,ნუთუ ქალი ჰყავს სახლში,ვგრძნობ როგორ იმატებს პულსაცია ,ისევ ის ქალი, მართა თუ მარტა , ალბათ ისევ ისაა ,მაგრამ ვცდები, ახალგაზრდა შავგვრემანი ქალია ,ძალიან ლამაზია უნდა ვაღიარო, ეს კიდევ უფრო მძაბავს , თვალს მიკრავს და გვერდს მივლის ,ქურთუკს იღებს და მიდის.. ხუთი წუთი გაშტერებული ვდგავარ კარებთან, გული მტკივა ,წესით არ უნდა მტკიოდეს ,ცრემლები მაწვება,ვტრიალდები რომ წავიდე -ბარბი - დემეტრეს ხმა მაჩერებს ,შეტრიალებას ვერ ვბედავ ,არ მინდა აცრემლებული დამინახოს-რატომ მიდიხარ? -.... -ბარბი, შემომხედე - ვგრძნობ როგორ მიახლოვდება, მხრებში ხელს მკიდებს და მისკენ მაბრუნებს , თვალები დაბლა მაქვს დახრილი,არ მინდა ავხედო,ვიცი მის მზერას ვერ გავუძლებ.. ხელს მკიდებს და თავს მაწევინებს - რა გჭირს ,შენ რა ტირი? - ვხედავ ,როგორ ეღიმება -არა - ძლივს ვიღებ ხმას -კი,აცრემლებული გაქვს თვალები ,მითხარი რა გატირებს ! -არ ვტირი !-უხეშად ვეუბნები ,თან მის ხელს ვიცილებ -რა სულელი მყავხარ - იძახის და ცდილობს გულში ჩამიკრას ,მაგრამ ვიშორებ - შენ რა ეჭვიანობ? -სულაც არა -კი ეჭვიანობ -ეღიმება -არა! -კი -არა! -კი! -ააარაააა!! -არ გიყვარვარ? -კი -მოულოდნელად ვიძახი და სახეზე ღიმილი ეხატება -მეც -გეტყობა -რა? -როცა ვინმე უყვართ სხვა ქალებთან არ ერთობიან -რას ამბობ?-სახე უსერიოზულდება -იმ ქალს ...ისე ის მარტინი სად არის, უკვე მოგბეზრდა?-ვცდილობ გაღიზიანება არ დამეტყოს ,დემეტრეს ეცინება რაც უფრო მაღიზიანებს -ჩემი ეჭვიანი -ლოყებს მიწელავს , წარბშეკრული ვუყურებ - რა გაქვს საეჭვიანო, პატარა სულელუკა ..ეს ლამაზი გოგონა -აჰ ესეიგი ლამაზი ხო? -რა არ იყო ლამაზი? -კი- ჩავიბურტყუნე -ხოდა მაცადე -იცინის-ეს ლამაზი გოგონა ჩემი დეიდაშვილია,წუხელ ჩემთან დარჩა ,მოსკოვში ცხოვრობს და ჩამოვიდა ერთი კვირით -დეიდაშვილი? -ხო ,დეიდაშვილი..მართა ,ნუ შენ როგორც ეძახი ქალბატონი მარტინი -იცინის-დიდი ხანია აღარაა ჩემს ცხოვრებაში -მარტო დარჩი?-ეშმაკური ღიმილით ვეკითხები -არა ,შენ მყავხარ- მეუბნება და გულში მიხუტებს -ჩემი ეჭვიანი ეკალი .. პატარა თავი გამოვიდა ,ვიცი როგორ ელით და ვიცი საშინელი ადამიანი ვარ ასე პატარას რომ ვდებ, არ ვიცი ეს თავი მოგეწონებათ თუ არა ,ვიცი ალბათ ბევრი შენიშვნაც გექნებათ,დაწერეთ კომენტარებში რომ გავითვალისწინო,რადგან ეს ძალიან მეხმარება შემდეგი თავებისთვის... ხო მართლა ,შემდეგ თავს ალბათ კიდევ ერთი კვირა ვერ დავდებ ,გამოცდები მეწყება ორშაბათს და იმიტომ,თან ვევრიც აღარ დარჩა დასრულებამდე .. გაკოცეთ ბევრი ,ბევრი და მიყვარხართ ძალიან.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.