შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ თბილისი და ისევ თბილისელები ( 1 )


8-06-2018, 23:23
ავტორი NatatuKa
ნანახია 2 039

ისევ თბილისი.
ისევ თბილისელები.
ისევ ცნობილი სამეგობრო.
ისევ ზედმეტი ხალხი.
ისევ დაძაბული ურთიერთობები.
ისევ სიყვარულის ისტორია.

საიდან დავიწყო არც ვიცი. ალბათ სულ თავიდან აჯობებს.
შეიძლება გახსოვდეთ კიდეც ცნობილი ამაშუკელების ოჯახი. თუ არ გახსოვთ მე გაგახსენებთ. აი, ხო ყოველთვის არსებობდა თბილისში პიროვნება, რომელზეც აბსოლუტურად ყველა ლაპარაკობდა?! ეგეთი ერთ ოჯახს ორი ჰყავდა, თანაც ტყუპები: ნატა და ლიზა, ლიზა და ნატა.
ამაშუკელები.
ნატა ამაშუკელი და ლიზა ამაშუკელი და პირიქით.
ტყუპები იყვნენ არაიდენტურად იდენტურები და იდენტურად არაიდენტურები. გარეგნულად არ გავდნენ, მაგრამ ხასიათი?! ერთი ერთში.
დავიჯერო მართლა ვერ იხსენებთ?
ჰმმ.. კარგით გაგახსენებთ.
რეზი ამაშუკელი გახსოვთ? მათი მამა რომ იყო. მაღალი, სიმპათიური, მთელ უბანს რომ უყვარდა აი ეგ.
ხო ხო, კეკე რომ მოიყვანა ცოლად მაგაზე გეუბნები. კარგი შენ გაიხსენე, მაგრამ აი ის რო მიყურებს ჯერ კიდევ გაურკვევლობაში მყოფი მაგას როგორ გავახსენო?
ხო ხო, შენზე ვამბობ. მაინც ვერ გაიხსენე, არა?!
როგორც ჩანს, უფრო თავიდან მომიწევს მოყოლა. არაუშავს, არ მეზარება.
მაშ ასე.
რეზი ამაშუკელი, მთელი უბნის სიამაყე. დიდიან-პატარიანად ყველას რომ ჭკუა ეკეტებოდა. ყველაზე დაღვინებული, საქმიანი, განათლებული და გულუხვი რომ იყო. აი რაც არ უნდა დაგჭირვებოდა, სულ გვერდში რომ გედგა და ამავდროულად იუმორის გრძნობა რომ ჰქონდა, რაღაც არაამქვეყნიური.
მოკლედ ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, არც მეტი, არც ნაკლები, მთელი თბილისისთვის სასურველი სასიძო და საქმრო იყო.
თან მაშინ რა დრო იყო, შენ ეგ უფრო არ გემახსოვრება. შეიძლება გადმოცემით იცი, მაგრამ ხსომებით, არა მგონია.
გარიგებები და მაჭანკლობები, მაჭანკლობები და გარიგებები.
თან ყველა მაჭანკალი რომ თავის ქალიშვილს ან ვინმე ახლო ნათესავს ურიგებდა?!
„გოსპაძი“ რა ხალხია !
თქვენ გგონიათ ამას ეგუებოდა თვითონ?! არავითარ შემთხვევაში. მაგრამ ვინმესთვის გული დაეწყვიტა და ღიმილით არ მოესმინა ვიღაც გოგოს ქება და დიდება?! შანსი არ იყო.
ასეთი იყო, არავის „უტეხავდა“ და ამიტომაც უყვარდა ყველას.
მერე ერთი ჩვეულებრივზე ჩვეულებრივი გოგო შეუყვარდა. როგორც უკვე გითხარით კეკე. „გაგიკვირდებათ“ და ცოლ-ქმარი არიან დღემდე.
ვინ თქვა სიყვარული არ არსებობსო?!
ან როგორც მოვა ისევე წავაო?!
გამახსენეთ მერე ყურები უნდა დავაჭრა.
ამ წყვილისთვის, რომ შეგეხედათ ან თუნდაც რაიმე გსმენოდათ, შანსი არ იყო, რომ სიყვარულის არ გეწამათ.
ამათი სიყვარულის ისტორია მოგიყვეთ?
ცოტა პატარა გადახვევას თუ გავაკეთებ მეეჭვება ვინმემ მიწყინოს.



მოკლედ, წეღან მგონი დამავიწყდა იმის თქმა, რომ ქუჩაშიც იდგა ჩვენი რეზი?
ჰო , ნუ გაგიკვირდებათ, მაშინ ეგ პერიოდი იყო.
ქუჩაში რომ არ მდგარიყავი?! „ზნაჩიტ“ დედიკოს ბიჭი იყავი და „სკრიპკაზე“ უკრავდი რა.
რეზი კი არ იყო „დედიკოს“ ბიჭი.
„რაზბორკებზეც“ დადიოდა და წამალსაც იკეთებდა. სიგარეტს ხო ეწეოდა და ეწეოდა.
ხო ნუ, მოდაში იყო და...
ადრინდელი ქუჩის ბიჭები დღევანდელებს კი არ გავდნენ. განათლებული „ნაროდი“ იყო. არც დედაზე იგინებოდნენ და არც 24 საათი არ იყვნენ უბანში გამოფენილები. სწავლობდნენ და ბევრსაც კითხულობდნენ.
სხვა „სასტავები“ არ ვიცი, მაგრამ რეზის სამეგობრო გოგოს ძალიან დიდ პატივს სცემდა. შუაღამით თუ ვინმეს დაინახავდნენ მარტო მოსიარულეს, სახლამდე აცილებდნენ.
ვინმე ზედმეტს გაუბედავდა და ეგრევე თავ-ყბას უერთიანებდნენ.
ხო ნუ, წამალს თუ არ ჩავთვლით იდეალური ქუჩის ბიჭები იყვნენ.
კეკე როგორ გაიცნო?
გაუპატიურებას გადაარჩინა.
მასწავლებლიდან გვიან სახლში მოსიარულეს ვიღაც აკიდებია. რეზი შემთხვევით გადაწყდომია და მიხვდებოდით ალბათ რაც მოხდა.
ხელიდან გამოგლიჯა „მსხვერპლი“ და მერე...
მერე სისხლიც დაიღვარა..
არ მოუკლავს, მაგრამ ისეთ მდგომარეობამდე მიიყვინა, ცხოვრებაში არაფრის თავი რომ აღარ ექნებოდა.
რა თქმა უნდა, სახლამდე მიაცილა.
აბულაძემ ლოყაზე აკოცა და სწრაფად შევარდა სადარბაზოში.
რეზის? რომ იტყვიან რეტი დაესხა. გაბრუებული იდგა და ნახევარი საათის მერეც ჯერ კიდევ აზრზე მოუსვლელად უყურებდა მთელ კორპუსში ერთადერთ განათებულ ფანჯარას.
მერე ხო ხვდებით.
ბირჟა კეკე აბულაძის სახლთან გადმოიტანა და მარტო აღარსად გაუშვია. მფარველობდა ცხადად თუ ფარულად.
კეკესაც შეუყვარდა.
მოდი და ნუ შეგიყვარდებოდა ესეთი ბიჭი.
აი ის თბილისისთვის ერთადერთი ბიჭი, რომლის ერთადერთიც მხოლოდ კეკე იყო.
მერე... როგორც ხდება ხოლმე.
არა, არც მოუტაცებია და არც გაპარულან.
სახლში აადგა და ბატონ დემნა აბულაძეს ქალიშილის ხელი სთხოვა.
ოჯახი შექმნა და კეკეს გულისთვის?!
წამალიც გადააგდო და ქუჩაც მიატოვა.
ჯვრისწერაზე ძმაკაცმა ჰკითხა:
-ეგეთი რა გაგიკეთა მაგ გოგომ ყველაფერზე რომ ხელი აიღე და ოჯახის კაცი გახდი?
რეზიმ კი ის უპასუხა, რასაც კეკე დღემდე სიამაყით და ბედნიერებით იხსენებს.
-მაგას ვერასდროს გაიგებ რადგან, ის ერთადერთი დედამიწაზე მყოფი ანგელოზი უკვე ჩემია. თუმცა შეგიყვარდება შენც ვინმე და მიხვდები, რას ნიშნავს იყო ყველაზე ბედნიერი კაცი რეზი ამაშუკელის შემდეგ.
მერე იყო დემეტრე ამაშუკელი.
მერე იყვნენ ნატა და ლიზა, ლიზა და ნატა ამაშუკელები.
და ისევ და ისევ, ა მ ა შ უ კ ე ლ ე ბ ი.



თუ კიდე ვერ გაიხსენე ესეიგი არ გაგიგია ამ ოჯახის შესახებ, თორემ აუცილებლად გაგახსენდებოდა.
ეგ არაფერი, მარტო შენ არ იქნები ეგეთი, ეჭვი მაქვს.
-კეკე ყავა გაგვიკეთე რა- გამოვიდა ოთახიდან ჯერ ერთი მერე მეორე.
-დღეს მიდიხართ უნივერსიტეტში?
-კი სამი ლექცია გვაქვს.
-როდის მოხვალთ?
-საღამოსთვის ალბათ - მხრები აიჩეჩა ლიზამ
-დამირეკეთ და შეიძლება გამოგიაროთ- გამოვიდა აბაზანიდან ბატონი რეზი.
-ვა მაა, როგორ ხარ - კისერზე ჩამოეკიდა ჯერ ერთი მერე მეორე.
-ჩემი ანგელოზები- შუბლზე აკოცა სათითაოდ ჯერ ერთს, მერე მეორეს
-აუ მა, ფული დაგვიტოვე რა
-რამდენი
-როგორც ყოველთვის
-თუ გადიხართ უკვე, გაგიყვანთ ბარემ- თაროზე 50 ლარიანი დააგდო და გოგოებს გამოხედა
-არა ჯერ წყალიც არ გადაგვივლია
-არც ყავა დაგვილევია
-არც ტანსაცმელი აგვირჩევია
-არც ...
-კარგი კარგი, წავედი მე - გაუცინა ოჯახის უფროსმა თავის სამ ანგელოზს და სახლი დატოვა
-ჯერ მე შევდივარ - წამოხტა ნატა
-ოფფ კიი აბა - არ დაუთმო ლიზამ და უკვე მომარჯვებული პირსახოცით დაფარა მანძილი სამზარეულოდან სააბაზანომდე
-აუ კეკე, შეიძლება ყოველთვის მასწრებდეს? - დაიწუწუნა ნატამ და ბარის სკამზე ჩამოჯდა.
-თქვენ კიდე შეიძლება ყოველდღე მაგაზე ჩხუბობდეთ? - გააჩუმა კეკემ და ფინჯანში წყალი ჩაასხა.
-სანამ გაცივდება ავარჩევ რამეს. - წამოდგა უკმაყოფილოდ და გარდერობისკენ დაიძრა.
ნუ, რა თქმა უნდა, ვერაფერი აარჩია და ლიზას გარდერობს გადაწვდა. ბოლოს რომ გააცნობიერა, აქაურობაც ოკუპირებული ჰქონდა თავიდან ბოლომდე, კეკეს ოთახში შეიძურწა და რამდენიმე „ვეშოლკა“ თავისთან გაიტანა. ლოგინზე დააწყო და არჩევას შეუდგა.
როგორც იქნა, გამოაღწია ლიზამ აბაზანიდან და ახლა ის ჩავარდა ზუსტად იმ სიტუაციაში, რაშიც წეღან თავისი ტყუპისცალი იყო და საბოლოოდ მანაც მშობლების ოთახში გადაინაცვლა. კეკეს ჯინსზე რეზის მაიკა გადაიცვა და კმაყოფილმა დატოვა იქაურობა.
უკვე ჩაცმულ-დახურული გოგოების დანახვაზე კეკემ უკმაყოფილოდ შეჭმუხნა წარბები.
-რა იყოთ, თქვენი არაფერი გაქვთ?
-არა!- სინქრონში წამოიძახეს დებმა და ერთდროულად დაიწყეს სიცილი.
-წადით მერე მაღაზიებში და იყიდეთ რამე.
-აი ხვალ არ გვაქვს ლექციები და რეზისაც გამოვართმევთ საკრედიტო ბარათს ბარემ - სწრაფად დალიეს გაციებული ყავა და სახლი დატოვეს.
-დღეს რომ გვაქვს ხო რას ამბობ, უცებ არ შევიდეთ - გაეცინა ნატას და ლიზას გახედა- ჰა ეხლა საით
-გააჩნია რომელი გინდა, ბრაუნი თუ ბელგიური ვაფლი
-ჰმმ..- თვალები მოჭუტა სამი წუთით გვიან დაბადებულმა- იყოს ბელგიური ვაფლი
-იყოს ბელგიური ვაფლი - დაეთანხმა უფროსი დაიკო და ტაქსის ხელი დაუქნიეს.
დანიშნულების ადგილამდე მივიდნენ და ცოტა ხანში ერთ-ერთის მობილური ამღერდა
-ჰო დემეტრე- უპასუხა უფროს ძმას და ყურსასმენის ცალი მხარე ტყუპს გადააწოდა.
-სად ხართ?
-სად ვიქნებით
-უნივერსიტეტში რომ არ ხართ მაგიტო გეკითხებით
-რუსთაველზე, ჩაის სახლში
-მთაწმინდაზე ამოხვალთ ნიკუშას სახლში?
-ვერა
-რომ გამოგიაროთ? - გაეცინა უფროს ამაშუკელს
-მაშინ კი - დაკმაყოფილდნენ შეთავაზებით ტყუპები და ერთმანეთს თვალი ჩაუკრეს.
-კარგით აეროპორტიდან მოვდივარ ეხლა და მალე მანდ ვიქნები
-ვინ ჩამოვიდა?- იკითხა ინტერესით ნატამ და უკვე გათიშულ მობილურს უკმაყოფილოდ დახედა.- რა იცის ხოლმე ესე გათიშვები რაა - აბუზღუნდა, მაგრამ შეკვეთის დანახვისთანავე დაავიწყდა წყენა და წამში გამოუკეთდა ხასიათი.


უი ამათ სამეგობროზე არ მომიყოლია ხომ?!
ეგ არ მეპატიება.
წესით თქვენც უნდა გახსოვდეთ, მაგრამ არაუშავს. როგორღაც შევეგუები იმ ფაქტს, რომ მათ შესახებ არაფერი იცით და არც არასდროს გაგიგიათ.
არა, მაინც მიკვირს როგორ მოახერხეთ.
ხო სად ვიყავი?
აი ხო გაგიგიათ ნაღები საზოგადოება.
ნუ ვინაიდან ნაღები არ მიყვარს იყოს ხაჭო. მართალია არც ამაზე ვგიჟდები მაგრამ უკეთესად ჟღერს.
აი ხო გაგიგიათ ხაჭო საზოგადოება. ზუსტად მაგ საზოგადოების შვილები იყვნენ „სასტავის“ დანარჩენი წევრებიც.
ხაჭო საზოგადოება თუ არა, ამაშუკელების ოჯახი თუ არა და მათი სამეგობრო თუ არა, „ტრუსიკის“ მეგობრობა ხომ მაინც გაგიგიათ.
ხოდა ზუსტად ასეთი მეგობრობა აკავშირებდათ სამ გოგოს და ოთხ ბიჭს. 7 კაციდან სამი ამაშუკელი იყო. ორიც არჩვაძე: ანუკი და ნიკუშა. და მათ რიგებში იწერებოდნენ უჩა ღლონტიც და ბექა გიგაურიც.
სწორედ ეს სასტავი იკრიბებოდა ხოლმე ხან ვის და ხან ვის სახლში. უფრო ხშირად კი არჩვაძეების ბინა ჰქონდათ „გაგდებული“. მარტო მცხოვრები და-ძმა თითქმის ყოველ მეორე დღეს მასპინძლობდა სამეგობროს და შესაბამისად ძალიან ბევრი მოგონებაც აკავშირდებდათ 20 წლის მანძილზე.
ეხლაც ამ სახლში მიდიოდნენ.
ვიცი რომ სწორი ფორმა „ახლაა“, მაგრამ ამ შემთხვევაშიც ჩემს ინტერესს გავითვალისწინებ და თქვენის ნებართვით „ეხლას“ გამოვიყენებ ხოლმე.
გმადლობთ.
აჰა ისევ გამებნა აზრი.
ხო სად ვიყავი?
აჰა სანამ გავიხსენე დემეტრემ მოაკითხა უკვე ტყუპებს.
-ვინ ჩამოვიდა?- მანქანაში ჩაჯდომისთანავე იკითხა ნატამ
-გამარჯობა გოგოებო, მე კარგად ვარ, თქვენ?
-მე კი, ეს ვერ სუნთქავს - ხელით ანიშნა ლიზაზე და ღვედი გადაიჭირა.
-რა იყო, ისევ ბოლომდე ჭამა ის ვაფლი? - გაეცინა დემეტრეს და მანქანა დაძრა.
-5იანში გაარტყი- თვალი ჩაუკრა უმცროსმა დამ და ფანჯარაში გაიხედა
-ვინ გაძალებდა გოგო? - სიცილით გახედა სარკიდან დემეტრემ უფროს დაიკოს, რომელიც ძლივს სუნთქავდა და გამობერილ მუცელზე იჭერდა ხელებს
-ოო მინდოდა და ვჭამე - გაიბუსხა ამაშუკელი
-ვინ ჩამოვიდა-მეთქი? - ისევ მოუთმენლად იკითხა ნატამ და დემეტრეს შეხედა
-ალექსანდრე ვეკუა გახსოვს?
-არა , უნდა მახსოვდეს?!- გაუკვირდა უმცროს ტყუპს და წარბი მაღლა აწია.
-პატარები იყავით როცა ამერიკაში წავიდა და იმის მერე იქ ცხოვრობდა.
-რამდენისაა? - დაინტერესდა ლიზა
-ორი წლითაა თქვენზე დიდი
-ანუ შენხელა? 22ის? - დააკონკრეტა ნატამ
-ყოველთვის ძლიერი იყავი მათემატიკაში - გაეცინა დემეტრეს და მანქანა ჭიშკართან გააჩერა.



სახლში შესულებს თითქმის იგივე სიტუაცია დახვდათ, რაც ყოველთვის. ეს „თითქმის“ კი ერთით ზედმეტ წევრში გამოიხატებოდა.
-რამხელები გაზრდილან - თავისთვის, მაგრამ ყველას გასაგონად ჩაილაპარაკა ახალმა წევრმა და გოგოები მეორედ აათვალიერა. - შენ ნატა და შენ ლიზა ხო?- გადახედა სათითაოდ ჯერ ერთს და მერე მეორეს.
-ეგრე კარგად საიდან გახსოვართ? - გაიკვირვა ლიზამ და ახლა თვითონ შეათვალიერა ყურადღებით ძველი „ნაცნობი“
-მე ყველაფერი კარგად მახსოვს, „კრასავიცა“ - ცხვირზე ხელი მოუჭირა უფროს დას და თვალი ჩაუკრა
-არ მიყვარს ზედმეტად რომ მეხებიან- ჩაიდუდღუნა და ხელი სწრაფად გააშვებინა.
-ლას მელაპალაკები - ენა მოიჩლიქა ალექსანდრემ - ხოდა ვერც ვერავინ შეგეხება, დამიჯერე - კიდევ ჩაუკრა თვალი და ლიზას უკმაყოფილოდ ატრიალებულ თვალებზე ნატას ფხუკუნი აუტყდა.
-რატომ არ გვახსოვხარ?- ახლა უმცროსმა დამ ჰკითხა და სავარძელში მოკალათდა
-პატარები იყავით - მხრები აიჩეჩა ვეკუამ
-ოხ, შენ ხო მყავდი ბაყბაყდევი - უცბად გაუშინაურდა ნატა და ფეხები ზემოთ აკეცა.
-ნუ ფაქტია, მე მახსოვხართ, თქვენ არა.
-ზოგადად უინტერესო ხალხის დამახსოვრებით არ ვართ დაკავებულები - წაკბინა ლიზამ და სამზარეულოსკენ აიღო გეზი
-სამაგიეროდ ლამაზი გოგოების დამახსოვრება ჩემი ჰობია- მიაძახა უკვე ოთახიდან გასულს და მიუხედავად იმისა, რომ უფროსმა ტყუპისცალმა მშვენივრად გაიგო, ყურადღება მაინც არ მიუქცევია და სამზარეულოში ანუკის გვერდით მოკალათდა.
-სულ ესეთი უჟმურია? - მიუბრუნდა ალექსანდრე ნატას
-ურთიერთობის დასაწყისში კი, მაგრამ თუ გაშინაურდა ძაან ჯიგარია - აუხსნა სიტუაცია ამაშუკელმა და ისიც გოგოების კლანს შეუერთდა.
-აუ ძაან სიმპათიურია- დაიწყო ანუკიმ და ყავა დაასხა ჭიქებში.
-აუ ბეილისი გაქვს? - ისევ ერთხმად იკითხეს დებმა და ისევ ერთდროულად აუტყდათ ხარხარი
-აუ კაი რა ლიზა, კაიიი რაა - აწუწუნდა ნატა და მაგიდაზე დადგმული ბეილისი ყავაში ჩაისხა სიცილით.
-აი ხო სულ ესე ერთდროულად ჩითავთ ხოლმე რაღაცებს, მაგრამ მაინც სულ მიკვირს - გაეცინა ანუკისაც და სკამზე მოკალათდა- ხოდა გეუბნებით მაგარი ბიჭია-თქო
-მერე თუ ეგრე მოგწონს, გყავდეს შენ - დაუთმო ლიზამ ორივეს მაგივრად და ყავა მოსვა.
-არა იყოს - დაბნეულმა ჩაილაპარაკა არჩვაძემ
-კაი შენთვის თუ არ გინდა, მაინც რომლისთვის იმეტებ ? - გაუცინა ნატამ და თავის დას თვალი ჩაუკრა. ისიც მიხვდა მზერას და სიცილის შესაკავებლად, კიდევ ერთი ყლუპი დალია.
-რავი ეგ თქვენ გაარკვიეთ, მაგრამ გეუბნებით არ არის ეგ ბიჭი ხელიდან გასაშვები-მეთქი - გაგვაფრთხილა ანუკიმ და შემოსულ ნიკუშას გახედა
-მერე გაგვჭორეთ, ეხლა ყავა მოგვიდუღეთ რა - გაუცინა თავის დას და ისევ დატოვა ჩვენი კუთვნილი ტერიტორია.
ანუკი გავიდა თუ არა დებმა ისევ ერთმანეთს გადახედეს
-ხომ გეუბნებოდი - გაეცინა ლიზას
-არა, მაინც სადამდე დაგვიმალავს იმ ფაქტს, რომ დემეტრე მოსწონს, არ მესმის - ჯაშუშურად ალაპარაკდა ნატა
-თან ვის უმალავს. ჩვენ? - ისევ გაეცინა სამი წუთით ადრე დაბადებულს
-რომელი ავი მულები ჩვენ გვნახა - გადაიკისკისა ნატამ და იმ წუთას შემოსულ ანუკის გახედა
-რაზე იცინით?- იკითხა ინტერესით და თავის სკამზე ჩამოჯდა
-სიცილს გვიშლი, დაო? - უცებ ვერ მოფიქრებული მიზეზის გამო, თავდაცვა/თავდასხმის რეჟიმზე გადავიდა ნატა
-მითხარით, მეც გავიცინებ
-აუ ნუ ლაპარაკობ ჩვენი მათემატიკის მასწავლებელივით და გავიდეთ იქით, სირცხვილია- წამოდგა უმცროსი ტყუპი და ამ ქმედებით თემა დახურულად გამოაცხადა.



№1 სტუმარი სტუმარი სალი

მალე დადე რა შემდეგი ❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი ninucaa

აი რაღაც სასწაულია.
გეფიცები ამ საიტზე დიდი ხანია ეგეთი ისტორია აღარ დადებულა. შესანიშნავი წერის სტილი გაქვს და შესანიშნავი დასაწყისი იყო, იმედია ესევე გააგრძელებ და მალმალე დადებ ახალახალ თავებს.
უკვე ვგიჟდები ამ ისტორიაზე, მთავარია იმედები არ გაგვიცრუო

 


№3  offline წევრი NatatuKa

მიყვარს ესეთი შეფასებები <3 უღრმესი მადლობა <3

 


№4  offline წევრი Somebody

მოდიხარ და მოგაქვს ეს კარგობები რა heart_eyes
--------------------
“ნუ ადარებ საკუთარ ცხოვრებას სხვისას. შენ წარმოდგენა არ გაქვს, რისი გადატანა უწევს მას სინამდვილეში..”

- დალაი ლამა -

 


№5  offline წევრი NatatuKa

ვუაიმეე <3

Somebody
მოდიხარ და მოგაქვს ეს კარგობები რა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent