შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უკიდეგანოდ!


9-06-2018, 18:11
ავტორი ქეთათო4
ნანახია 1 384

გრძნობები კვლავ შენკენ მექაჩებიან ჰარი!
ის გრძნობები მთელს სხეულში, რომ გამჯდარი მაქვს და შენკენ მეძალება.
გუშინ აქ წვიმდა, სასიამუვნოდ მისველებდა კანს. იმ კანს შენ, რომ გიყვარდა!
მე ფანჯრის რაფაზე შემომჯდარი ვიყურებოდი ჰარი და გგრძნობდი წვიმის წვეთებში.
მენატრები ჰარი"
მისი ახალი წიგნის წერა დაიწყო და ისევ და ისევ სიყვარულზე.
იცოდა მხოლოდ ერთი ეგზემპლარი იქნებოდა ისიც მხოლოდ მისთვის სადმე მტვრიან თაროზე შემოდებდა და ალბათ არც აღარასდროს გადაშლიდა. თუმცა მოსწონდა წერა. თითოეულ სტრიქონს გრძნობდა და ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს აძლევდა!
ახალ დიდ სახლში მარტო იყო. ერთი ოთახი ჰქონდა დაკავებული მხოლოდ ფინჯანი ეჭირა ხელში და ცივ ამინდში ცხელ შოკოლადს სვამდა.
ეძინებოდა.. თვალები ეხუჭებოდა თუმცა არცერთი წამით არ დაუდია ფინჯანი.
კარზე ზარის ხმა გაისმა. შეცბა მაგრამ იცოდა ვინც იქნებოდა.
წამოიზლაზნა და კარისკენ წავიდა. გააღო თუ არა ნანა აქოთქოთდა.
-სად ხარ ანა ამდენხანს? იმდენი ვინერვიულე ბებოს გოგო!
-კარგად ვარ ბეე
-მომენატრე
-მეც ბეე მაგრამ ხომ იცით უნივერსიტეტის გადამკიდე ვეღარც კი დავდივარ თქვენთან?
-არაუშავს ბებოს ლამაზო მთავარია შენ იყო კარგად მედა ბაბუ კარგად ვართ მასაც ძალიან ენატრები. იმდღეს ტელევიზიით გნახა და ისე ამაყობს მთელმა სამეზობლომ იცის!
-ბაბუ მენატრება უკიდეგანოდ ბეე!
-ხოდა ჩამოდი რამოდენიმე დღე სვანეთში!
-ამ შაბათ კვირას ჩამოვალ. დარჩი და აქედან ერთად წავიდეთ.
-კარგი აზრია, თან სახლსაც დაგალაგებინებ შვილო.
-ტიპიური ბებო დაბრუნდა!
ჩაიცინა ანამ და იქვე ჩამოჯდა. არ ეძინებოდა ანდა რას დაიძინებდა ხვალ პრეზენტაცია ჰქონდა.
საყვარელი მწერლის შესახებ აკეთებდა.
ილია აირჩია იმიტომ, რომ გიჟდებოდა ამ ადამიანზე.
დილა ისევ ნანას ქოთქოთით დაიწყო
-ანა ადექი ბებო გაგვიანდება
-ხოო ბეე მოვდივარ
საწოლიდან წამოიზლაზნა და სააბაზანოს მიაშურა.
-ცხელი წყალი ჩემი არსობისა!
ასე ამბობდა ხოლმე და დაახლოებით 2 საათი სააბაზანოდან თავსაც კი არ ყოფდა. ეზიზღებოდა ის დღე როცა ადრე უნდა გამოსულიყო რადგან ეჩქარებოდა.
ანა ვიბლიანი 20 წლის სიფრიფანა გოგონაა.
"სვანეთის თვალიო" ასე ეძახდა ტარიელი, რომელიც სვანეთში იმ დროისთვის უხუცესად ითვლებოდა.
ანა ტრადიციების გოგონა აარასდროს ყოფილა მხოლოდ ეს არ მოსწონდათ მასში თუმცა თვითონ მაინც აგრძელებდა ბრძოლას.
როცა უთხრეს, რომ არ უნდა ესწავლა და იქ დარჩენილიყო გაგიჟდა.
მერე კი მშვიდად უთხრა "აქედან მივდივარო" და სვანეთი დატოვა.
თბილისში მამის დატოვებულ სახლში ცხოვრობს.
სწავლობს მიხეილ ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ისტორიის ფაკულტეტზე.
ახლახანს ერთერთ არქეოლოფიურ გათხრებზე იყოჩაღა და კიდევ ერთი ახალი ფაქტი აღმოაჩინა იმის შესახებ, რომ "საქართველო უძველესი ღვინის ქვეყანაა"
აბაზანიდან გამოვიდა მზესუმზირისყვავილიანი ზედა და შავი შარვალი ჩაიცვა, ფეხზე ყვითელი კედები და თმები დაიწნა შემდეგ კი მისაღებში გავიდა.
-ბეე მივდივარ
-არაფერი გიჭამია შვილო
-ბებო მაგვაინდება! თბილად და უმტკივნეულოდ აუხსნა ნანას და კარი გაიხურა.
გარეთ სასიამუვნო სიო უბერავდა.
მუსიკა უყვარდა ამიტომ ყურსასმენების გარეშე არასდროს დადიოდა გარეთ.
so cold ჩართო და ავტობუსში ავიდა.
ბევრი ხალხი არ იყო.
30 წუთში იქ იყო პირველად ცხოვრებაში.
ავტობუსიდან ჩამოვიდა თუ არა უნივერსიტეტის კიბეებს აუყვა.
შენობაში შევიდა და აუდიტორიას მიაშურა, კარი შეაღო და მის ადგილას დაჯდა.
ლექცია 15 წუთში დაიწყო ჩვეულებრივად ზაზა ხალხელაური საუბრობდა, როცა კარი გაიღო და უცნობმა ობიექტმა შემოაბიჯა. ანას არ გაუხედავს მანამ სანამ ბატონმა ზაზამ ლექცია არ შეწყვიტა და ყმაწვილს საყვედურით სავსე მზერა სტყორცნა.
-ანდრეა ასე არ შეიძლება! წყენით გაჟღენთვოდა ხმა
-მაპატიეთ! ბოხი ბარიტონი ამოუშვა და ანას გვერდით დაჯდა ისე, რომ არც უკითხავს.
-უკაცრავად დაკავებულია! აუდიტორიაში ანას წკრიალა ხმა გაისმა.
ანდრეამ ვითომ ვერ გაიგო.
-მე მითხარით რამე?
-კი თქვენ დაკავებულია!
-მართალი ხართ ეს ადგილი დაკავებულია რადგან მე ვზივარ! გაუღიმა და მზერა მის მაოსურზე გადაიტანა
-ბავშვი! ჩაილაპარაკა ცინიზმით სავსედ და ტელეფო ს ჩააშტერდა.
ვერ ისვენებდა უცხოს გვერდით წესით აქ ნია უნდა მჯდარიყო მაგრამ ისიც არ მოსულა.
-ახლა კი ანა ვიბლიანი გააკეთებს პრეზენტაციას.
მისი გვარის გაგონებამ მოიყვანა გონს და ფეხზე წამოდგა. დახვეწილი სიარულის მანერა ჰქონდა ისეთი, ნებისმიერ ინტელიგენტ ქალს, რომ შეშურდება.
აუდიტორიას გადაავლო თვალი და პრეზენტაციას შეუდგა
-ილია კახეთის სოფელ ყვარელში დაიბადა, თავადის ოჯახში.
დედა მარიამ ბებურიშვილი ძალიან მალე გარდაეცვალა თუმცა მას არაჩვეულებრივი მამიდა და მამა ჰყავდა გვერდით!
20 წლის ილია არჩწვნის წინაშე დადგა თუ სად უნდა მიეღო განათლება და ერთიანი გადაწყვეტილებით პეტერბურგში გაემგზავრა.
მერე იყო 1861 წლის რუსეთის რევოლუცია და ახალი იდეებით სავსე ილიას საქართველოში დაბრუნება.
კიდევ ბევრი ილაპარაკა ილიაზე, რადგან გაჩერება უბრალოდ რთულია, როცა საუბრობ ერის სულიერ მამაზე.
-მადლობა ანას ახლა კი შენიშვნების დროა..
ერთადერთი ვინც ხელი ასწია ანდრეა იყო.
-გისმენთ
-ანანომ აღნიშნა სოფელი ყვარელი, როგორც ვიცი ის ქალაქია
ანას გაეღიმა.
-პირველ რიგში ანანომ არა ანა მქვია იმედია დაიმახსოვრებთ მეორე ილიას ბიოგრაფია უკეთ, რომ წაგეკითხათ 7-ე,8-ე,9-ე და 10-ე კლასში გაიგებდით, რომ ილიას დროს ყვარელის ქალაქად გამოცხადება მინიმუმ სიშტერეა!
მადლობა ყურადღებისთვის!
ჩანთა აიღო და აუდიტორია დატოვა.
---
"ჰარი ისევ წვიმს, ჩემს სულში წვიმს ჰარი.
მე ისევ ის უსუსური გოგო ვარ შენ, რომ დატოვე. მე მენატრები და ეს მონატრება მთლიან ახეულში ატანს.
ჰარი მე შენ მეზიზღები და უფრო მიყვარდები. მე შენ მომკალი ჰარი"
წერა დაასრულა და საწოლს მიაშურა.



№1  offline წევრი Maryust

Rodis dadeb shemdegss???

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent