ყინულის გული *2 თავი*
ჩემს ვენებში. *** -დარწმუნებული ხარ, რომ ირაკლის უყვარხარ?-საკუთარი ხმა განაჩენივით ჩამესმა. გვანაცას მომხიბლავი, თხელი, ბენდიერებისა და სიამაყისაგან ერთიანად აწითლებული სახე ამოუხსნელი ზიზღით შევათვალიერე. თუმცა თავს მალევე შევუძახე, უღირსი საქციელის მომხრე არასოდეს ვყოფილვარ. -ასი პროცენტით, ირაკლი გვანცაზე გიჟდება, გვანცას კი უკვე აღარ მოსწონს და იმედს ტყილად აძლევს.-გვანცას ნაცვლად მიპასუხა ქეთამ. მინდოდა მისთვის დამებღვირა, მაგრამ ნერვები მოვთოკე. ძალიან ცივად გავიღიმე და ვეცადე მაქსიმალურად მშვიდი ვყოფილიყავი. -მაშინ ჯობია საკუთარ გრძნობებში გაერკვე, ირაკლი ამ შემთხვევაში ცოდოა.-დავაბრეხვე და თავი სამასსამოცი გრადუსით შევატრიალე. -კარგი, კარგი. -საახალწლო საჩუქრები უნდა ავარჩიო, მერე გნახავთ.-ჩავიბურტყუნე და გოგოებს დავემშვიდობე. გზაში ამოუხსნელი მიზეზის გამო ტირილი მინდოდა. სახლში მითრეულმა დავიწყე კიდეც. ქვითინი ჩავახშე და ჩამოწითლებული ღაწვები ძლიერად დავისრისე რათა სითხის ყოველგვარი ნაკვალევი გამექრო. სახლიდან შემართებით გავედი, ინდიფერენტულობა დავიბრუნე და წარმოუდგენელი მხიარულებით შევუერთდი დედაჩემის მსვლელობას. -იქნებ ეს?-ღიმილით დამანახა მწვანე მოსართავი. -მასეთი გვაქვს.-გავუცინე და თავზე რაღაც ქუდის მსგავსი ჩამოვიმხე. -მოიხსენი გოგო!-დამიცაცხანა დედამ, მე კი კრიახითა და კიკისით გავხტი გვერდზე და შემთხვევით მინის ვიტრინას დავეჯახე, დისორიენტირებულმა ხელები ავიქნიე და უეცრად გავშეშდი. აწ უკვე მერამდენედ შემახმა სახეზე გულწრფელი ღიმილი. წამით უსიცოცხლო ფიტულს დავემსგავსე როცა... როცა ჩხუტებული ირაკლი და გვანცა დავინახე ჩემს მოპირდაპირე მხარეს. თვალები ამიწყლიანდა, უჩვეულო ემოციებმა ძლიერად დამარტყა გულის ძგიდეზე. ფეხის ფრჩხილებიდან თმის ღერებამდე დამიარა სიძულვილისა და შხამის ისეთმა ძლიერმა მუხტმა, რომ გამიკვირდა რატომ არ დანახშირდა ორივე მათგანი ჩემი მძულვარე მზერის გამო და რატომ არ ვიქეცი ნაცრად თვით მეც. ასეთ ძლიერ წნეხს ჩემს არტერიერბში მჩქეფარე სისხლი ვეღარ უძლებდა. კატასტროფულად პულსირებდა და ასე მეგონა ვენებიც მისკდება მეთქი. საკუთარ გესლში ვიხრჩობოდი, როგორც შხამიანი გველი. ჩემს ტყავში ვეღარ ვისვენებდი, უეცრად გადავიქეცი ქერცლიან, საზარელ არსებად. სხეულს მოვწყდი და შედედებული ჩამოვეკიდე ჰაერში. წაშლილ სახეზე მიხატულ „ბედნიერ“ (რომელშიაც ბედნიერება ერთიანად დანაცრულიყო) გამომეტყველებასა და წინ გაფშეკილ, გაფარჩხულ ხელებს ვხედავდი. უფრო ახლოს, რომ მდგარიყვნენ რომელიმეს ჩემი კლანჭებით უეჭველად დავთხრიდი თვალებს და მოვახრჩობდი! ყოველივე ეს ემოციათა კალეიდოსკოპი სულ ორიოდე წუთით გამოისახა , მალევე ჩამოვუშვი ხელები და ისე მკვეთრად შევტრიალდი, რომ სახსრებმა ჭახვანი გაიღო. არ მადარდება, მზად ვიყავი სათითაო ძვალი ჩამემსხვრია, ოღონდ ამ გულისამრევ სანახაობას მოვცილებოდი. ეჭვიანობა. ამას მხოლოდ ერთი სახელი ერქვა. ეჭვიანობა. *** დროა ჩავახშო თავში მოგუგუნე ქარხანა. ყურებში სისხლის შხუილი. თვალებში გაქმრალი სხივი და გაჩენილი ტბა. მტკივანი, ავად მფეთქავი გული. *** -რა გჭირს შენ, კეკე?-ხმამაღლა ჩამყვირა ირაკლიმ. -არაფერი.-თბილად გაპასუხება ვცადე, თუმცა ისეთი უკმეხი ვიყავი ლამის სიტყვების ფურთხება დამეწყო. -ნუ მატყუებ!-თითი დამიქნია და გამიღმა. რა დიდი სიამოვნებით მოვამტვრევდი თითებს! -არ გატყუებ ! -ნწ. -დამანებე რა თავი.-შევუღრინე კვლავ. -ნერვები ვინ მოგიშალა ასე?-განაგრძობდა სიცილს იგი. -შენ!-მოვუჭერი მოკლედ და ხელი ისე ავიქნიე, თითქოს აბეზარ ბუზს ვიგერიებდი. ამაზე კიდევ ერთხელ გაეცინა და გვანცასთან მასლაათი განაგრძო. საინტერესოა, საიდან მაქვს ამხელა ნებისყოფა?! *** -იქნებ პეტერბურგი?-იჭვანრევად წამოიძახა დიმიტრიმ. მისი სასაიმოვნო, ქარდაკრული სახე და გასხივოსნებული თვალები ერთიანად მოეცვა რაღაც ამოუხსნელ რწმენას და ამ მრწამსით შეპყრობილ ბიჭს ღაწვები წამოსწითლებოდა. -საფრანგეთი მირჩევნია, რუსეთში მეტისმეტად ცივა.-თავი გააქნია კიტიმ. გრძელი, მუქი ფერის, ფუმფულა თმა მეტად ბუნებრივად ეფინა ლავიწის ძვლებზე, კანზე ყვავილების სასიამოვნო სურნელი ასდიოდა. სახეზე კი ხორბლის ყანა უბიბინებდა. მარმარილოსაგან გამოთლილს ჰგავდა თავის ლურჯ, იისფრად მოლივლივე აბრეშუმის კაბაში. -როგორც გენებოთ!-წამოიყვირა დიმიტრიმ და ჰორიზონტს გახედა.-ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა, საუკეთესოთა შორის! -დამშვიდდით დიმიტრი!-და ქეთრინმა თავისი გრძელი, ლამაზად ჩამოსხმული თითები გველივით შემოაჭდო დიმიტრის ხელს.-ზედმეტი აღტყინება უსარგებლოა, ყოველივე ეს რაც მღელვარებას უკავშირდება ახლა არ გამოგვადგება! ბოლოს და ბოლოს ჩვენს ირგვლივ, გემზე ათასი ჯურის ხალხი ირევა, მათი ენა გრძელია, ჭკუა კი მეტად მოკლე! არ მინდა ჩემი კუზინა ვანრვიულოთ, ისედაც მეტიმეტად დიდი რისკია გემზე მოლოგინება!-კიტიმ თავისი უძირო, კატასავით მწვანე, თაფლისფრად დაწინწკლული თვალები(რომელსაც რატომღაც ზღვასავით იისფერი სილაჟვარდე დაჰკრავდა) თამამად მიაპყრო ბიჭს. დიმიტრის სახეზე უნებურად გამოკრთა ღიმილი. -მე პატივს ვცემ თქვენს კუზინას და მისთვის ყოველივე კარგი მემეტება, მომიტევეთ ასეთი თავშეუკავებულობა, მე ისეთი აღფრთოვანებული ვარ! საბოლოოდ, თქვენ მაინც გამიხსენით გული კატერინა!-ბულგარული აქცენტით წარმოსთქვა მისი მრავალი სახლეიდან ერთ-ერთი დიმიტრიმ. ქეთრინმა თვალები განაბა, ავაზასავით გაიმართა წელში და პაწია ჩანთიდან ამოღებული სარჭით დაიმაგრა აზვირთული თმა კეფაზე. დაუდევრად დაფენილი ხვეულები შუბლსა და მაღალ კისერზე ჩამოიშალა. კიტიმ გრძელი, ლილაქვასფერი თავსაბურავი მოირგო და მოშიშვლებული მხრებიც აბრეშუმის ქსოვილმა დაფარა დაიფარა. -უნდა წავიდე დიმიტრი.-ჩურჩულითა და შენობთ თქვა მან.-დედა მელოდება, ინგლისური გემის ამბავიც მაინტერესებს! კიტიმ მიიხედ-მოიხედა, ვერავინ შეამჩნია და საჩქაროდ აკოცა დიმიტრის ლოყაზე, შემდგომ კი ფეხზე წამოხტა და დატოვა იგი გრაციოზული ნაბიჯით, ისე, თითქოს კი არ მიდის მიფრინავსო. ბიჭს ნაკოცნი ადგილი აუდუღდა. -ყინწვისის ფრესკაა ნამდვილად!ხატიდან გადმოფრინდა!-ჩაილაპარაკა ერსითავმა ქართულად და ლაჟვარდოვან სამოსში გამოწყობილს, კესანესფრად ჩამომხობილი გუმბათოვანი ცისა და ზღვის იდუმალი კოცნის ფონზე მონარნარეს ხარბად გააყოლა თვალი. ... -ciao bella!-გაისმა ოთახში. კაიუტა წითელი და თეთრი ნაჭრებით მოერთოთ,(ავი სულებისაგან განსაწმენდად) საიდანღაც მოტანილი უთვალავი ხელოვნური ყვავილი უხვად მოეთავსებინათ მის ყოველ კუთხე-კუნჭულში. -ნადვილად ყველაზე ლამაზი ბავშვია, მათ შორის ვინც კი მინახავს!-გაპუდრულმა გოგონამ აფერისტულად გაუღიმა გაბრიელას. ნელსაცხებლების სურნელში, თეთრ პანტალონებსა და ჭრელ-ჭრელ ყვავილებში თითქმის არ მოჩანდა ჩვილი. გაბრიელას თავისი გოგონა ხელში ეჭირა, ქსოვილში გამოკვართული ბავშვი სასაცილოდ იჭყანებოდა. მისი ქაღალდივით დაკეცილი, ბროწეულისფერი კანი და პომიდორივით მიტყლაპნილი ცხვირი სრულიად აქარწ....ბდა ყოველგვარ წარმოდგენას მშვენიერებაზე. თუმცა, გაბრიელას ქალიშვილი ისე ეკავა, თითქოს მთელი სამყარო მის მკლავებში იყო მოქცეული. მისი თბილი, მუქი ფერის თვალები უჩვეულოდ შევსებულ სახეზე ელავდნენ და ჩვილს წარმოუდგენელი სიყვარულით უმზერდნენ. დაახლოებით ნახევარ საათში, ცრუ კომპლიმენტებისაგან დაღლილი სტუმრები უხმაუროდ გაიკრიფნენ, ოთახში მხოლოდ ელიზაბეტი, გაბრიელა და ეკატერინე დარჩნენ. ალექსანდრი მამაკაცებთან ერთად აღნიშნავდა. გაბრიელას გრძელი, წაბლისფერი თმა ცალ მხარეს ჩამოეშალა, უკრაინული ნაწნავები გასჩეჩოდა, სახეზე აწითლებულიყო. ყოველთვის ტანწვრილასა და მაღალს სხეული და სახე საგრძნობლად შევსებოდა, მორკალული წარბების კუთხეები უჩვეულოდ მოფლაშოდა, მაგრამ აციმციმებული, ვარსკვლავებივით ბრდღვიალა თვალებითა და წინ გაშვერილ მკლავებში გამოკრული შვილით რაღაც მომხიბლავ აურას ასხივებდა. უეცრად ბავშვი დაიმანჭა, გაიწელა და ისეთი განწირული ჭყივილი მორთო, რომ გაოგნებულ გოგოს ლამის ხელიდან გაუვარდა გაჭირვეულებული გოგონა. -რა მოუვიდა, ბიცოლა?-დაიყვირა საწყალობელად. -ალბათ ნაჭრებში ზედმეტად შეახვიეს.-აღნიშნა კიტიმ. გაბრიელას ფრთხილად გამოართვა ხელიდან და ნაზად გახსნა კვანძები, ბავშვმა შვებით ერთხელ კიდევ წამოიწვლა და მერე გაიყურსა. ეკატერინემ ჩვილი ნაზად დაარწია მკლავებში და ჩუმად წაიღიღინა რაღაც ძალიან ნაცნობი, მშობლიური მელოდია, რომლის გამგონე გაბრიელას ცრემლები წასკდა, ელიზაბეტს კი მკაცრ სახეზე ამოუხსნელი სევდა ისე გადაეფინა, როგორც მზიან დღეზე ჩამოფარებული ღრუბლების თალხი. ბავშვი აღარ ფაფხურობდა, გაინაბა და თვალები მილულა. -გაჩუმდი!-დაიყვირა გაბრიელამ, საწოლიდან წამოვარდა და დამძიმებული სხეულით შევარდა მეორე ოთახში. -ყოველთვის ყველაფერს აფუჭებ! ნუთუ ეს ბედნიერი დღე უნდა ჩაგემწარებინა კიტი?-დაიღრინა დედამ და ბავშვი ხელიდან გამოჰგლიჯა. -ეს თქვენ გინდათ წარსულის დავიწყება და უფლებას არ მაძლევთ საკუთარი მოგონებები მაინც შევინარჩუნო ინგლისელო ლედი! დედა! ეს უბრალოდ იავნანა იყო!-სულ სხვა, უჩვეულოდ მჟღერ ენაზე წამოიძახა კატერინამ, ფეხი დააბაკუნა და ოთახიდან გავარდა. ცრემლები ახრჩობდა. კიჩოს მიუახლოვდა და მთელი ხმით დაიღრიალა: *** -არა!-წამოვვარდი ზეზე. ზეწარი ბერძენ-რომაელი ფალავანივით მქონდა შემოხვეული და გაზუნზლულ, ქუჩაში გაგდებულ კატას ვგავდი, ერთიანად სველი ვიყავი. სიზმრებისაგან დაზაფრული წამოვხტი, თითების მტვრევასა და ბოლთის ცემას მოვყევი. არვიცი ჯადო მქონდა გაკეთებული თუ გავრეკე, მაგრამ ვიღაცის დახმარება აუცილებლად მჭირდებოდა. დილით სახლიდან ადრე გავედი. უპეები საავდრო ღრუბელივით მქონდა ჩაშავებული, სახე კი ნისლისფრად გადაფითრებული. დედა უეჭველში მომკლავდა. *** -ეს ძალიან კარგი იქნება! წარმოუდგენლად მაგარია! baby, რა გჭირს?-გამომაფხიზლა ნაილიმ.-ოეე, სკოლაში მეჯლისი გვაქვს, აზრზე ხარ? -კი ნაილი, არ დავყრუებულვარ.-ჩავიბუტბუტე. -მე მუქ ლურჯ კაბას ვიცვამ!-წამოიძახა გვანცამ. -მე ბორდოსფერს.-თვალები დააკვესა ნინამ. -მე არვიცი.-სარკასტულად წავიბუტყუნე. -მოწყენილი მეჩვენები. -ცუდად მეძინა. -გოგოებოო-ჩამოგვიქროლა ცნობილმა იდიოტმა. დავიფრუტუნე და თავი წიგნში ჩავრგე. *** სარკეში ჩემი გამოსახულება შევათვალიერე. ალისფერი, ატლასის კაბა მსუბუქად მეხებოდა ტანზე. დავარდნილი გული, წვრილი ბრეტელებით დაფარული, თითქმის მთლიანად მოშიშვლებული ზურგი და მოძრაობისას აფრიალებული ნაჭრის ქვემოდან მომზირალი ფეხები ისეთ შეგრძნებას მიტოვებდა, რომ პრაქტიკულად შიშვლად ვგრძნობდი თავს. დასწორებული, ბოლობში ძალიან მუსბუქად დახვეული, ყურებზე გადაწეული თმა და მინიმალური სამკაულები სასიამოვნო ფონს უქმნიდა გამუქებულ, კატასავით მოხატულ თვალებს, გატყორცნილ წარბებსა და ღია ფერში გადაწყვეტილ ტუჩებს. ხავერდის ღია ფეხესაცმელს დავხედე და დავიხვნეშე. -კისერს მოვიტეხ.-განვაცხადე. -არაფერიც არ მოგივა კეკე.-გამიჯავრდა ნაილი. კრემისფერი კაბა შეისწორა და გამიღიმა.- წარმოუდგენლად ლამაზუნა ხარ! -სიტყვა „წარმოუდგენელის“ გარდა გაქვს რაიმე რეზერვში?-დავცინე. -წარმოუდგენლად ბევრი!-გაიკრიჭა. გავიარე და ფეხები კვავ გამიშიშვლდა. ოქროს წესი:ზურგი და ფეხები ერთად არ გამოაჩინოთ! არც ლავიწზე გადაჭიმული წვრილი ლენტებია დიდი საქმე. თუმცა ვულგარული ამაში არაფერია, ატლასი მაინც ისე გეხება, რომ თავს საოცრად მსუბუქად წარმოგაჩენინებს. *** -კეკე?!-თვალები უცნაურად ჭყიტა ირაკლიმ. -რა?-გავიოცე. -ძალიან...ჰმ..ისა-ჩაახველა და კისერში წაჭერილი პერანგი უხერხულად გაისწორა.-ძალიან.. ელეგანტურად გამოიყურები!-ძლივს მოაბა თავი.-ძალიან ლამაზი ხარ, თმები ასე გიხდება! -გმადლობ.-ცოტა არ იყოს ენა ჩამივარდა. ბავშვები შევათვალიერე. პატივმოყვარე და ტრაბახა არა ვარ, თუმცა სასიამოვნოდ გამაკვირვა საზოგადოების, განსაკუთრებით მამრობითი სქესის წარმომადგენლების გამომეტყველებამ. კაბაზე უნებურად დავიხედე. ზედმეტი არაფერი არ მიჩანდა, თხელი ნაჭერი მაკომპლექსებდა, მაგრამ სხეულს გამომწვევ იერს არ აძლევდა. გვანცას თვლებით გაწყობილი შიფონის კაბა ეცვა. შეიძლება გარკვეული გარემოებანი მაბრმავებდა, თუმცა მისი კაბა გადატვირთული და ჩვეულებრიივ მეჩვენა. ცუდად არ გამოიყურებოდა, უბრალოდ არც განსკაუთრებულად მომხიბლავი არ იყო. ნაილიმ თვალი ჩამიკრა და როგორც თავად აღნიშნა, „საძიგძიგოდ“ გაიძურწა საცეკვაო მოედანზე. ვალსამდე ნახევარი საათი რჩებოდა. ბუშტებით, ლენტებითა და გირლიანდებით მორთული კიბე ავიარე, ფოიეს გავცდი და ერთ-ერთ საკლასო ოთახში შევძვერი. ჩემი თადაჯერება საპნის ბუშტივით გასკდა. კედელზე მიყუდებული გვანცა ჩურჩულით ესაუბრებოდა ირაკლის. გავლურჯდი, გავწითლდი, ბოლოს საერთოდაც გავმწვანდი. უხერხულობისა და ბრაზისაგან გაურკვევლად ჩავიდუდღუნე რაღაც და გიჟივით გავვარდი ოთახიდან. სამწუხაროდ, ბედმა მიმუხთლა, კარის ჩარჩოს შუბლი ვრეკე, წირთხლს თავი ავარტყი, სიმწრისაგან დავიკივლე და ძირს მოვადინე ზღართანი. -კეკე!-შეშფოთებული ხმა ჩამესმა. -კარგად ვარ!-ზედაც არ შემიხედავს ისე წამოვფრინდი ფეხზე, თუმცა თავბრუ დამეხვა და დაბორიალებული, დიმიტრის ჩავუვარდი მკლავებში. -კი, დაგიჯერე!-გესლიანად ჩაილაპარაკა მან. -ხელი შეგიშალეთ, წავალ.-უხეშად მივახალე ორივეს. -ყინულს ჰომ არ დაიდებდი?-თბილად მირჩია გვანცამ. კი, საკუთარ გულს ამოვიგლეჯ მკერდიდან, რათა ნაჩეჩქვ შუბლზე მივიდო! -არა, გმადლობთ.-გავიკრიჭე და გამოვედი. *** -ნამდვილი ანგელოზია!-დაიჩურჩულა გაბრიელამ. ქალიშვილის პატარა, მუქი ღინღლით დაფარული თავი თბილ მკერდზე დაიდო და წაიღიღინა. -ნამდვილი ანგელოზი ლედი ეკატერინეა!-წამოიძახა უეცრად ვიღაცამ. გაბრიელა შეხტა, შვილი უფრო მაგრად მიიხუტა და ინსტიქტურად მოიხარა მხრებში. კარში სახეგაბრწყინებული ოფიცერი ერისთავი და ალექსანდრი იდგნენ. -თქვენ?-ენა დაება გაბრიელას. -ძვირფასო გაბი, როგორ გიკითხოთ?-ტკბილად დაიჭიკჭიკა დიმიტრიმ, მერე დაიხარა და ქალს ორივე ლოყა დაუკოცნა. -ბავშვს ანა დავარქვით, ბებიის სახელია!-სიყვარულით გაუშტერა თვალი ცოლს ალექსანდრმა. კიტი წამოხურდა, საფეთქლები ასტკივდა და იგრძნო, რომ ოქროსფერმა კაბამ სული შეუხუთა. არშიების სწორებას მოჰყვა, თან რაღაცას ბუტბუტებდა. -აჰ, მაპატიეთ ეს საშინლად საშინელი სტუმრობა.-დიმიტრის საუბარზე ეტყობოდა, გვარიანად შემთვრალიყო.-მე ჩემი ბავშვობის მეგობრის, გაბის მეუღლე გავიცანი და გავიგე მოგილოგინებიათ, მაშინვე აქეთკენ გამოვეშურე! -არაჩვეულებრივია დიმიტრი, ინგლისშიც გვესტუმრეთ!-მიიპატიჟა ალექსანდრმა. -არა, უბრალოდ დავემშვიდობები და პატარას დღეგრძელობას ვუსურვებ.-გაიცინა დიმიტრიმ.-ნახვამდის, მშვიდობით ბრძანდებოდეთ გაბრიელა! სულ კარგად მეყოლეთ, ასე, შემდგომში უკვე დაწვრილშვილებული!-გაბი კვლავ გადაკოცნა და დაამატა.-იქნებ თქვენმა კუზინამ გამაცილოს, სასმელმა სულ ამირია თავგზა! -რათქმაუნდა!-ენა დაება გაბის. შეშფოთებულმა ქეთრინმა დიმიტრის გადაუსწრო და კარში გასხლტა. -შენ, არანორმალური ხარ!-წამოიძახა გემბანზე. -ასი პროცენტით გეთანხმები!-გაიღიმა დიმიტრიმ. მან კიტის ვერცხლისფერ სინათლეში გახვეულ, რძისფერ სახეს შეხედა და კატერინას ღვინოსავით მათრობელა ტუჩებს სიცოცხლეში პირველად დაეწაფა. *** -ფეხები მტკივა, ვჯდები!-შევჩივლე ირაკლის და სკამისკენ გავიწიე. -ერთი ცეკვაც.-დაიწუწუნა. -ქვის კი არა ვარ?!-თვალები გადმოვკარკლე და გადავიკისკისე.-ხორცი მოიმჩვარა. -ადექი, ქონური კალორიები დაწვი. -ეს ქონური კალორიები რა ჯიშის ცხოველია? -კეკე, ძალიან მიშლი ნერვებს! -შენ უფრო ირაკლი!-დავეჯღანე. უეცრად, ოთახში რაღაც საშინლად ძველმოდური, მაგრამ სასიამოვნო მელოდია გაისმა. ირაკლის სხეულს ავეკარი და მზეზე დაგდებული ნაყინივით დავადნი ზედ. ცეკვა, რომელსაც ვასრულებდით საერთოდ არ მეცნობოდა. ცხოვრებაში არასოდეს, არც ერთი წამით არ შემესრულებინა ეს მოძრაობები, მაგრამ ყოველივეს საოცრად ორგანულად ვაკეთებდი. მოხერხებულად ვხტოდი, ხელებს ნარნარი ქნევით ვწევდი მაღლა და ირაკლიც ისე მყვებოდა, თითქოს მთელი ცხოვრება ამ ცეკვის დადგმა-შესრულებაში გვქონდა გატარებული. ფეხი გამიცურდა და ირაკლიმ დამიჭირა. სხვისთვის მხოლოდ ცეკვის ნაწილი იქნებოდა, თუმცა მე შემეშინდა, თითქოს ზღვაში ვვარდებოდი. -ეკატერინე! ხელი დენდარტყმულივით გავუშვი. ყურადღება არ მიმიქცევია აღტაცებული ბრბოს ჩურჩულისათვის, გველნაკბენივით გამოვვარდი გარეთ. გაბრწყინებული დარბაზი უკან მოვიტოვე. ქარი შიშველ, ამოჩრილ ძვლებზე გადაკრულ ხორცზე დამეტაკა, სამართებელივით ბარსად დამისვა ცივი, ყინულოვანი ენა. კაბა მიფრიალებდა, ქარისა და რაღაც მწარე გრძნობისაგან თვალები ერთიანად ცრემლებით ამევსო. ღრმად ჩავისუნთქე და ამოვიქვითინე. ლამის ფილტვები გამისკდა. მკერდის ძვალზე ცეცხლოვანი ლახტი გადამეკრა, თითქოს ნეკნები ჩამემესხვრა და მოტეხილი ძვლები პლევრაში ჩამესო. ანდა გულში ჟანგიანი დანა ჩამცეს. ვხროტინებდი, სასუნთქი გზები დამეხშო. კიბეზე ჩამოვჯექი , ისევ წამოვხტი და საფეხურები ჩავირბინე. -ეკატერინე!-მომესმა ყვირილი.-ეკატერინე, მოიცა! და მისი მკლავები მხრებზე გველივით შემომეჭდო.ცრემლიანი თვალებით შევხედე. მინდოდა უსიტყვოდ გამეგდო ჩემი გულიდან, გონებიდან, სიზმრებიდან. -შენ.. მაკოცა. უბრალოდ მოვიდა, მხრებში ჩამაფრინდა, მკვეთრად შემომატრიალა და მაკოცა. მგონი მეც ვუპასუხე. -შეწყვიტე!-დავუღრიალე, გავტრიალდი და გაქცევას ვაპირებდი, როდესაც მეორედ მწვადვა მკლავში და მეორედ მაკოცა. უფრო უხეშად.უნებურად ტუჩზე ვუკბინე, სილა გავაწანი და ტირილით დავჯექი კიბეზე. -ნამდვილი არანორმალური ხარ! თავი დამანებე, დამეხსენი!-რისხვრეულმა შევკივლე და კაბა მუხლებზე შემოვიფხატე. პიჯაკი აკანკალებულ სხეულზე შომომაცვა. -მგონი მიყვარდები...მგონი.. შემიყვარდი..ეკატერინე. ჩამეხუტა. გამეხებული ვიჯექი. სიტყვას სიტყვაზე ვერ ვაბამდი, პირზე შემაცივდა სათქმელი. განვლო ათასმა წუთმა, ვინ იცის, იქნებ საუკუნეებმაც, სანამ ისევ არ ამოვიდგი ენა. -მე..უნდა ვიფიქრო..-და სანამ კვლავ მეტყოდა რაიმეს, სკოლაში შევბრუნდი და იქიდან პირდაპირ სახლში წავედი უკანა კარით. ათასობით კადრი მეათასედ გატოკდა. ყინულის გადამდნარი წვეთი სადღაც დაეცა. *** ქეთრინი სისხლისფერ კაბაში გამოწყობილი, თმებში ჩაბნეული ნარინჯის ყვავილებითა და მაღლა აწეული, გვირგვინივით ჩახველი ვარცხნილობით ჩაბმულიყო ფერხულში. მესამე კლასის მგზავრებით სავსე ქვედა სართულზე, ეკატერინე კონსტანტინოვას საოცარი, მდიდრული მორთულობა მთლად დაეჩრდილა მის აღმატებულ, ზემდგომ მშვენიერებას და ისეთ უშუალო, თბილ სილამაზეს, როომელსაც სულ ოდნავ აფერმკრთალებდა მრავალსაათიანი ცეკვისაგან გაჩენილი დაღლილობის მცირედი ნაკვალევი მის ნუშისებრ, ზურმუხტისფერ თვალებზე. -კიტი, დაგიძახო კიტი?!-გულუბრყვილოდ წამოიძახა პატარა, ჟღალკულულებიანმა გოგომ. -რათქმაუნდა.-კისკისით უთხრა ქეთრინმა. -იქეთ , იქეთ იქეთ...- გაბმულად კიოდა რვა წლის ბიჭუნა. კიტი ვერ მიხვდა, რა იქეთო, თუმცა მაინც გაქანდა იმ მიმართულებით, რომელზეც ანიშნეს. კი არ მიდიოდა მიფრინავდა. სამრეკლოს ზარივით წკრიალა ხმაზე იცინოდა. ფერხულისაგან ავარდნილი მტვრის ბუღი სახეზე კი არ ეფინებოდა-ტკბილად კოცნიდა, ხმაური ფუტკრების საამურ ზუზუნად ჩაესმოდა. გაქვავდა. მის წინ, გაბრიელა იდგა, დიმიტრის ეხუტებოდა, ტან გაცხარებით ეჩურჩულებოდა რაღაცას. კიტიმ უკან დაიწია, წაფორხლდა და შემთხვევით დაეცა. -ეკატერინე?-გაშრა დიმიტრი. კატერინა ზეზე წამოვარდა, უკან ერთხელაც დაიხია, თავი გააქნია და გაიქცა. მირბოდა, იატაკს. მთელი ტერფებით ეხებოდა. ფეხსაცმელი გემბანზე დაყარა, კიჩოსაკენ მიიწევდა,ცრემლები ქარისაგან შეჰყინვოდა სახეზე. თმა გაეწეწა და ჩამოეშალა, ნარინჯის ყვავილები დაიბნა, კაბა ძირს მოეთრა და ადგილ-ადგილ დაიხა. ხელგაშლილი დაეტაკა ბოძს გადაიხარა და ზღვას შეუკივლა. ვიღაც მხრებში სწვდა და ძლიერად აკოცა -მეზიზღები, მეჯავრები, მეჯავრები...მეჯავრები..-წიოდა ქეთრინი. ცრემლმორეულ, უძირო თვალებში კი სახეწაშლილი დიმიტრი ირეკლებოდა. -მაპატიე კიტი, მაპატიე..-წამოიძახა ფიმიტრიმ. -ვინ ხარ?-შესძახა მან. -მე ..დიმიტრი.. -დიმიტრი წეღან მოკვდა. ცივად გაუშვა ხელი და სასწრაფოდ გაეცალა. გულზე ყინულის სქელი, შეჭრხლული ფენა გადაეკრა. პ.ს ესეც მეორე თავი. მომიტევეთ თუ რაიმე უხეში შეცდომაა. მსგავს დროებში წერა საქმეს მირთულებს. მხოლოდ 14 წლის ვარ და არ მეწყინება თუ რაიმეს შემისწორებთ, ნამდვილად ძალიან მჭიდება თქვენი დახმარება და კომენტარები. გარდა ამისა, ისტორია ცოტა დაიგვიანებს ხოლმე, თუმცა ვეცდები ყოველი თავი საკმაოდ მსუყე და საინტერესო გამოვედეს. უბრალოდ უაღრესად მჭირდება თქვენი მხარდაჭერა. შემდეგი თავი მინიმუმ უთიოდე კომენტარის გარეშე არ დაიდება. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.