უჩინარი მე (თავი პირველი)
ყოველთვის ვფიქრობდი თუ რატომ ვერ მამჩნევდნენ ან მიმახსოვრებდნენ ადამიანები. თავიდან ძალიან განვიცდიდი ამ ყველაფერს, მაგრამ შემდეგ მივეცი უფლება ამ განცდას ჩემში ეცხოვრა. სახლშიც კი მშობლები თითქოს ვერ მამჩნევდნენ, რახან ყველაზე უფროსი მე ვიყავი ნაკლები ყურადღება მექცეოდა. განა გამიზნულად აკეთებდნენ აი არ ვიცი, როგორღაც ყველგან და ყველასგან შეუმჩევლად ცხოვრებას ვახერხებდი. ასე იყო სკოლაშიც, უნივერსიტეტშიც. ერთადერთი მეგობარი მყავს და ისიც ჩემი თავია. სწავლის პარალელურად ერთ საკონდიტროში ვმუშაობ შაბათ-კვირაობით და ჯიბის ფულს ვიმუშავებ. ჩემს ოჯახს რაც შეეხება, მე საშუალო ფენის ოჯახიდან ვარ, სახლში ვცხოვრობთ დედა, მამა, ბებია და ჩემი და-ძმა. ყველას ოჯახში თავისი საქმე აქვს და არავის არ სცალია ჩემთვის. საკონდიტროში მუშაობას დილის 7-დან ვიწყებ 14.00 - მდე ვმუშაობ. ყოველი შაბათ კვირა ასეთია ერთნაირი და არაფრით გამორჩეული. დღესაც ასე გამოვიძურწე სახლიდან, რომ ვინმე არ შემეწუხებინა და მივუყვებოდი ქუჩას მარტო. საკონდიტრო ჩემი ბინიდან 5 წუთის სავალზეა, ამიტომ არც ვჩქარობ. პირველი რასაც ვაკეთებ ცხელი ჩაია, რომელსაც სამსახურში მივირთმევ. მაღაზია გავაღე და ველოდები პირველ კლიენტს, რომელიც გამომელაპარაკება. ისე დილაობით ძალიან ცოტა ადამიანი შემოდის, არავის სურს შაბათის დილის გაფუჭება. ამ დროს დავინახე მაღაზიისკენ მომავალი მოხუცი ბაბუ, რომელიც გათოშილი ხელების გათბობას ცდილობს. - დილამშვიდობის, მივესალმე ხალისიანად. - დილამშვიდობის. - რას ინებებთ? - ჩაი და ერთი ფუნთუშა. - ახლავე და ჩაის აქ დალევთ თუ თან წაიღებთ? - არა აქ დავლევ.თბილა. - დიახ, როგორც ინებებთ. ჩაის მომზადებას შევუდექი ბაბუ კი სკამზე მოკალათდა მაგიდასთან. - რამდენი უნდა გადავიხადო? - 2,50 - მე მხოლოდ 1 ლარი მაქვს. - არაფერია, მე გეპატიჟებით. ვუთხარი ღიმილით. ისე მეცოდებოდა საერთოდ 1 თეთრიც, რომ არ ჰქონოდა როგორ გავუშვებდი მშიერს. - დიდი მადლობა, იცი ბევრი თქვენს ადგილას გარეთ გამისვრიდა თან სათანადოთაც არ გამოვიყურები. - ეგ არაფერი. ჩაი და ფუნთუშა მივაწოდე მადიანად შეექცეოდა და თითქოს ყოველ ლუკმაზე მადლობას მიხდიდა თვალებით. ბოლოს წამოდგა და მითხრა: - თქვენი სახელი? - ჰანე და თქვენ? ვკითხე დაუფიქრებლად. - მე ჩათვალეთ დღეიდან თქვენი მეგობარი ვარ, მაგრამ უნდა დამპირდეთ, რომ ჩვენ მართლა დიდი მეგობრები გავხდებით. სამსახურის მერე დაგელოდები და რაღაცას მოგიყვები, შენ უნდა გააგრძელო ის ყველაფერი. - უკაცრავად? - სამსახურის მერე გარეთ დაგელოდები. ჩავთვალე, რომ ვიღაც გიჟი იყო, თუმცა ამ უცნაურ შემთხვევაზე მთელი მუშაობის პერიოდი ვფიქრობდი. მუშაობას, რომ მოვრჩი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს ბაბუ ისევ დამხვდებოდა, მაგრამ ვაი რომ შევცდი. აწ უკვე ბაბუ აღარ იყო ისე ჩაცმული, არც ფეხით მოსულიყო. მანქანით მელოდებოდა, ფანჯარა ჩამოსწია და ხელით მანიშნა დაჯექიო. ვერ აღვწერ, როგორმა შიშმა ამიტანა, მაგრამ ეს ჯიუტი ცნობისმოყვარეობა არ მაძლევდა წასვლის საშუალებას. ბოლოს ჩემი ერთი მე მეუბნება წადი ჰანე გაჰყევი, როდემდე უნდა იყოს შენი ცხოვრება ასეთი მოსაწყენი, წადი ნუ გეშინია. მეორე მე სიფრთხილისკენ მომიწოდებს, თუმცა ბოლოს მაინც პირველმა გაიმარჯვა. მე მანქანის კარები გამოვაღე და ჩავჯექი, ისე რომ მისკენ არც გამიხედავს. - ვიცოდი, რომ შენ მამაცი იყავი. თქვა ბაბუმ. ხმა არ გამიცია. სადღაც 15-20 წუთი ვიარეთ მანქანით. ბოლოს ჩემთვის უცნობ ადგილზე აღმოვჩნდი. მანქანა გაჩერდა, ბაბუმ ღვედი მოიხსნა და ჩემსკენ მოტრიალდა. - ჰანე მოვედით, აქ შეგვიძლია უსაფრთხოდ ვისაუბროთ. მე ხმას ვერ ვიღებდი, ვერ ვხდებოდი რა ხდებოდა ჩემს თავს, ან ეს ბაბუ ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან. - ჰანე, შენი ჩვენ აგირჩიეთ და მალე ეს შენი არც ისე საინტერესო ცხოვრება იმდენად იდეალური გახდება, რომ ... - უკაცრავად რას ამბობთ ან ვინ ხართ? არ დავაცადე წინადადების დასრულება. - მე შენ დიდი ხანია გაკვირდები, მე ადამიანი უჩინარი ვარ და წლებია ასე ვცხოვრობ. ბევრ კარგ და ზოგჯერ ცუდ საქმეებსაც ჩავდივარ. ცუდს მათთან ვინ ღირსია. ცუდი რა უფრო ბოროტად ვხუმრობ. მოკლედ საქართველოში მხოლოდ ორნი ვართ მე და ჩემი შვილიშვილი და აუცილებლად გვჭირდება მესამე ძალა, რადგან მე უკვე ვბერდები და ბევრი აღარ შემიძლია. ახლა რატომ გიყვები შენ ამ ყველაფერს? დიდი ხანია უკვე ვეძებ ადამიანს, რომელიც შემოგვიერთდება და სანამ ჩვენ გუნდში ავიყვანთ გარკვეული გამოცდების ჩაბარება უწევთ მათ. შენ ყველა გამოცდა ჩააბარე, თუმცა აზრზეც ვერ მოხვედი რა ხდებოდა. მოკლედ შენ შეგიძლია ჩვენსავით უჩინარი იყო და ჩაერთო ჩვენ საქმეებში. ჩვენ ვეხმარებით ადამიანებს, ჩვენ მათ ვაბედნიერებთ, ვახარებთ და ვინც იმსახურებს ვსჯით.ჩვენ გვაქვს ჩვენი კანონები და კიდევ, ჩვენ აქ მხოლოდ ორნი ვართ ახლა, თუმცა ევროპის სხვადასხვა ქალაქებშიც არიან ჩვენები მიმოფანტულები და ვცდილობთ დახმარების ხელი გავუწოდოთ ყველას. - მოიცა ვერაფერი გავიგე რა უჩინარი? რა გამოცდები? პირი ღია მქონდა და ვერაფერს ვერ ვხვდებოდი. - აი ნახე? და ამოიღო ქუდი, ჩვეულებრივი, ნაქსოვი, მუქი ლურჯი. აი მიყურე? დაიხურა ქუდი თავზე და ვაი საოცრებავ, ბაბუ გაქრა. კივილი დავიწყე, ამ დროს კი მოიხსნა ქუდი და ისევ ხილული გახდა. - თქვენ, თქვენ გაქრით... ვბუტბუტებდი მე. - ჰო გავქრი და ეს შენც შეგიძლია. - რა? მე? რას ამბობთ? ვერ ვუჯერებდი ვერც თვალებს და ვერც ყურებს. - მოდი ცოტა ხანი დაფიქრდი რაც გითხარი, მე დანიელსაც გაგაცნობ და უმეტესად თქვენ ივლით საქმეებზე. იქ წახვალ ხოლმე სადაც გინდა, როცა გინდა და ის გექნება რაც დაგჭირდება. სიმართლე გითხრათ მეგონა, რომ მეძინა და რამდენჯერმე სახეში გავირტყი თუ ვგრძნობ თქო. ეჰ არა ვფიქრობ გულში მგონი საბოლოოდ გავაფრინე. - არა არ გააფრინე ჰანე, ეს მდგომარეობა სრულიად ნორმალურია. - რა? ეს მე ხმამაღლა ვთქვი? - არა, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია წაკითხვა ფიქრების. ეს კაცი გიჟია გავიფიქრე გულში და მწარედაც ვინანე, მას მგონი ესმის. - ჰო მესმის, მაგრამ არა უშავს. ახლა მე შენ სანამ ამ ქუდს გადმოგცემ, პირობა უნდა მომცე, რომ ყველაფერი ეს საუბარი აქ დარჩება. - ჰო რა თქმა უნდა. ან ვინ მყავს რომ მოვუყვე, ან ვინ დამიჯერებს ამ სიგიჟეს ვთქვი გულში. - ხო არც არავინ დაიჯერებს ეგეც მართალია. გამომეპასუხა ბაბუ. - ყველა ჩემი ფიქრი იკითხება? - კი ყველა და ისიც, რომ დანიელი გაინტერესებთ, აი ისიც და მიმითითა ბიჭზე, რომელიც მოდიოდა და მოაპობდა ყველაფერს. მისი მზერა იყო რაღაც არაამქვეყნიური. და უცბად მაშინ ჩემი შინაგანი ხმა ჩამძახის, საშინლად სიმპატიურია გოგო და შენ მასთან ერთად მოგიწევს დავალებების შესრულება და ამ დროს ჩემი ფიქრებივე ვინანე, რადგან ბაბუმ და დანიელმა ეშმაკურად ჩაიღიმეს. მეგობრები როგორ მოგწონთ? ღირს გაგრძელება? ეს ჟანრი ვისაც მოგწონთ მათი აზრი კიდევ უფრო საინტერესოა. მადლობა )))) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.