შემთხვევითი სამსახური თავი 1
მუდამ ვცდილობდი ცხოვრებისათვის ფეხი ამეწყო. თურმე, ეს თავად ცხოვრებამ უნდა აგიწყოს., თორემ საკუთარი ძალებით, ვერას გახდები ბედის ბორბალთან. ტრიალებს და ტრიალებს. ისევ და ისევ. ყველა ცოცხალ არსებას, რომ ამოაცალო სასიცოცხლო ენერგია, მაინც არ გეყოფა ძალა ამ ბედუკუღმართი ბორბლის, 1 მილიმეტრით შემოსაბრუმებლადაც კი. ...და დაუნდობლად უკრავს სამარადისო სიცოცხლის სიმფონია. ჩვენ? ჩვენ ვინღა ვართ? არც არავინ! თავად ცხოვრება გვიდგესნ წესებს, კანონებს, დოგმებს და ჩვენ როგორც უსულო არსებანი, მარიონეტემა ერთადერთი, რაც შეგვიძლია ის არის, რომ უსიცოცხლოდ, უენერგიოდ ავაყოლოთ ხელ-ფეხი ცხოვრების ძაფებს. გზაჯვარედინზე არჩევანსაც თავად აკეთებს და ცვენ, როგორც მორჩილი ბუნებისა თავდაღუნული მივყვებით შიშველი ფეხებით ეკლიან გზას. ...და ვინ იცის რამდენჯერ გადაგლეჯილ მუხლებს, დაკოჟრილ ფეხებს, ნაწამებ სხეულს და ცეცხლში რკინასავით ნაწრთობ სულს სიკვდილამდე მივათრევთ, რომ ერთი მუჭა სიკეთის ფასად ტალახში ამოგანგლული სული ვიხსნათ და ჩვენი წილი "30 ვერცხლი" გამოვისყიდოთ. იტყვით "სიგიჟეა-ო". "ბედს თავად ვმართავთ-ო" მაგრამ იცით რა არის ბედის ირონია? ის, რომ ერთადერთი რაც შეგიძლიათ გადაწყვიტოთ ის არის: ლიმნიანი ჩაი გინდათ თუ პიტნიანი. შაქრიან ყავას მიირთმევთ თუ უშაქროდ. მაგრამ თქვენი ყოველი ცხოვრებისეული ნაბიჯი უკვე განსაზღვრეს, დაგაჩოქეს, გადაგიარეს, აგაყენეს, გაგაძლიერეს თანაც ისე რომ თქვენ ამაზე წარმოდგენაც კი არ გაქვთ. დასკვნა ერთია. ცხოვრება ალოგიკურია. რატომ? იმიტომ რომ, არანაირ ლოგიკაში არ მოდიოდა ჩემი ცხოვრების ასე თავდაყირა დაყენება. გაინტერესებთ? გიამბობთ. ოღონდ თქვენ ბატიბუტი მოიმარაგეთ და სანაგვეზე მოისროლეთ უსარგებლო ფიქრები იმის შესახებ, რომ სამყაროს მბრძანებელი ხართ! ... მამამ რომ მიგვატოვა ტკივილი ვერ ვიგრძენი. პირიქით, ბედნიერი ვიყავი რომ აღარ იცხოვრებდა ჩვენთან "კაცი" რომლის მოსვლასაც თან ახლდა ყვირილი, გინება, უწმაწური სიტყვების კორიანტელი და დედაჩემის დაფინგალებული თვალი. ჩემი და მაშინ ჯერ კიდევ საბავშვო ეტლში იწვა და ბედნიერი ბედავდა ბუშტებს საკუთარი დორბლით, ვერც კი იაზრებდა რომ სწორედ ამ დღიდან დაიწყო ჩვენმა "ოჯახმა" ნგრევა. ვერც მე ვიაზრებდი რომ ყველაფრის მიუხედავად სიყვარული ავადმყოფობაა. დედა ყოველღამ მისტიროდა "საყვარელ" ქმარს. დროდადრო ჩვენს მიმართ სიყვარული სიძულვილმა ჩაანაცვლა. გამუდმებით ყვიროდა რომ მამის თვალები რომელიც ჩემში 100%-იანი მსგავსებით ასახულიყო გამუდმებით ახსენებდა ტკივილს. მე ჯერ კიდევ ცხრა წლის ბავშვი ვერ ვიაზრებდი რატომ აღიზიანებდა დედას ჩემი მზერა და რატომ მიყვიროდა გამუდმებით რომ თვალები დამეხარა. სასმელს მიჰყო ხელი და კვირაში სამი დღე მის დაქალებთან ერთად უკანასკნელ კაპიკებს "ჩამოსასხმელ" არაყში ხარჯავდა. მე მაინც ბედნიერი ვიყავი. იმიტომ რომ, დედა მყავდა. ცამეტი წლის ვიყავი როდესაც დილით გაღვიძებულმა დედა სახლში ვერ ვიპოვე. არც მეორე დღეს გამოჩნდა . არც მესამე. მანაც მიგვატოვა. როგორც გავიგე მდიდარ კაცს გაყოლია. საფრანგეთში. ... მთელი ძალით ვხვევდი ხელებს ჩემს ოთხი წლის დას ცრემლებს ჩუმად ვყლაპავდი. თავშესაფარი. ეს ერთი სიტყვა მიტრიალებდა თავში. არ მინდოდა რამდენიმე ათეულ ბავშვთან ერთად მეცხოვრა უცხო გარემოში. ბევრი იბრძოლა "დედაჩემის" ბიძაშვილმა. საბოლოოდ მეურვეობა მიიღო და როდესაც ფუმფულა ხელებში მე და ჩემი პატარა დაიკო ჩაგვმალა იმ დღის შემდეგ მისი ფართო მკერდი ჩემი ცრემლების ბუდე გახდა. ნატამ უარი თქვა საკუთარ პირადზე. ქმარზე და ოჯახზე. მოგვიანებით გავიგე რომ უშვილო იყო და ისევე შევავსეთ ჩვენ მისი ცხოვრება როგორც მან ჩვენი. მე ისევ ვიყავი შვილი. ოღონდ არა ლიას. არამედ ნატას. ... -კატერინა ადექი უკვე 10 საათია -ბუზღუნებს ნატა და თან ფარდებს წევს რომ მზის სხივებმა ოთახში შემოაღწიოს. -აუუუ ნატტტ ჩამოაფარე და მაცადე ძილი ადამაინი არ ხარ? ვეუბნები ნამძინარევი ხმით და გვერდს ვიცვლი. -კატერინა ყენია თავად მითხარი გუშინ რომ ადრე უნდა ამდგარიყავი რადგან სამსახური უნდა მოგეძებნა. მეუბნება ნატა მკაცრად და თან საბანს მაძრობს მეც მახსენდება წინა დღის გეგმა და დაფეთებული ვხტები ლოგინიდან . -მორჩა ზარმაცობა კატერინა დღეიდან საქმიანი გოგო ხარ უკვე 20 წლის ხარ სამსახური გინდა ვქლოშინებ და თან ბუქნებს ვაკეთებ. ყველაზე უცნაური გამოფხიზლების ხერხი მაქვს. არც შხაპი არც ყავა არც წყალი ბუქნები. დიახ ეს მე ვარ თავად კატერინა. ნატა დოინჯშემოყრილი უყურებს ჩემს დილის რიტუალს და სიცილით გადის ოთახიდან. სწავლაზე არასოდეს ვგიჟდებოდი. უფროსწორად საყვარელი საგნების გარდა არაფერს ვსწავლობდი. ისტორია და ქიმია მიყვარდა ყოველთვის ამიტომაც ამ საგნების გარდა არაფერი მისწავლია. უნივერსიტეტში სწავლაც არასოდეს მინდოდა რადგან მინდოდა კონდიტერი გავმხდარიყავი თუმცა კერძო კოლეჯისთვის საკმარისი თანხა ჯერჯერობით ვერ მოვაგროვე. კომპანიები თავიდანვე გამოვრიცხავ რადგან შესაბამისი განათლება არ მაქვს. ბარი, კლუბი და რესტორანი რომ ვუხსენო ნატას შუა ზალაში დადგამს ჩემს კუბოს მისივე სიტყვებით. მიმტანობაც გამოვრიცხე. წერის, ხატვის და სიმღერის ნიჭი მე არ მაქვს. მაინც რა ჯანდაბის ვარსკვლავზე დავიბადე მე უბედური? მოკლედ ყველაფერი რომ შევაჯამოთ ახალგაზრდა, სანდომიანი და პერსპექტიული დამლაგებელი ვარ. აი უკეთესს ვერც ინატრებს ადამიანი. მაინც გავემზადე და სამსახურის საძებნელად ქუჩაში გამოვედი. მას შემდეგ რაც ავეჯის, წიგნის, პარფიუმერიის მაღაზიები შემოვიარე და სხვადასხვა მიზეზით გამომისტუმრეს ქანცგაწყვეტილი მივაბიჯებდი ტროტუარზე და თავბედს ვიწყევლიდი. შემდეგ თავს ვიმჩნევდი იმით რომ ბედი საუკეთესო სამსახურს მომზადება და ამიტომაც მაწვალებდა ასე ძალიან პოზიტივი უპირველეს ყოვლისა ხალხო. თავდაღუნული მივაბიჯებდი და ვფიქრობდი რომელ ნომერ მარშუტკაში გავყოლოდი პირდაპირ სახლამდე რომ მივეყვანე. ამ ფიქრებში გართულს ყველაზე მეგობრული ცხოველის ყველაზე არამეგობრული ღრენა შემომესმა . წამში გავიხსენე ყველა ლოცვა რაც კი ნატამ მასწავლა და დავიფიცებ იმ წუთში ჩემზე მორწმუნე ადამიანი არ მოიძებნებოდა. შავი ლაბრადორი ავად მიბრიალებდა თვალებს და კბილებს ავად აკრაჭუნებდა. საბოლოოდ ლოცვით ვერას რომ ვერ გავხდი გემრიელად შევუკურთხე და ისეთი სისწრაფით გავიქეცი ეჭვი მაქვს მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი პირდაღებულები დარჩებოდნენ. პირველივე ჭიშკარს ვეცი და ცხრაკლიტულში გამოკეტილი პრინცესასავით შეგულიანებულმა ენის გამოყოფა დავუწყე ჭიშკრის იქეთ დარჩენილ ლაბრადორს. -რაო გეგონა მაჯობებდი შე ცალტვინა ეშმაკო? ვერ მოგართვი კატალინა გაგაცურა გაიგე? ხოდა ეგრე ბიჭო -ისე დაცინვით ველაპარაკებოდი ძაღლს თითქოს რამესგაიგებდა. -როგორ იქნა! მომესმა ზურგსუკან დამცინავი ხმა. გაოგნებული მოვტრიალდი და ჩემგან ოცდაათნაბიჯში კარებში გაჩხერილ სილუეტს შევხედე. სასწრაფოდ შეტრიალდა უკან და გარეთ გასაღებით გამოვარდა. -რამდენი წლის ხარ? გაბრაზებული დამაჩერდა ორი თავით მაღალი სხეული. -მე..მე.20 ის -არაპუნქტუალურთან ერთად ღლაპიც ყოფილხარ ჩაიდუდღუნა და სანამ აფეთქებას მოვასწრებდი დაიხარა და თითქმის ჩემს სახესთან დაისისინა. -ჯერ ერთი სამი საათის დაგვიანებით არ უნდა მიხვიდე სამსახურზე მოსალაპარაკებლად და ახლა რომ არ მეჩქარებოდეს სიამოვნებით მიგაბრზანებდი აქედან. მეორეც ლიკო დილით ბურღულს და ბანანს მიირთმევს . მესამეც ძიძის ვაკანსიისთვის ზედმეტად პატარა ხომ არ ხარ საქალბატონე ნაილი? მოკლედ ექვსზე დავბრუნდები და დავილაპარაკოთ ახლა საქმეს მიხედე. სასწრაფოდ მიაყარა და მანქანაში ჩაჯდა. ამას ხო არ ძმარავს. ნაილი ბებიაშენია იდიოტო მერე რა გასაუბრება რა სამსახური? მოიცა სამსახური? არიისსს! და ძიძაო? ოღონდ ეგ არა ! მაშ ასე ჯოჯოხეთისკენ გზა ოფიციალურად გაგეხსნა კატერინა ყენია პირადი ჯალათი გეყოლება პატარა მონსტრის სახით. ფოტოზე პასუხისმგებელი არ ვარ :D არ ვიცი რა იტვირთება :D ბეჭდური შეცდომები თუ შეგხვდეთ ბოდიში :D მიყვარხართ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.