ბედთან თამაში (თავი 1)
ცხოვრება უცნაურია ზოგს ბედი ანებივრებს ზოგს არა....ასეთი არის ჩემი ცხოვრებაც დღეს მე ბრალდებულის სკამზე ვზივარ,რატო?...მეც არ ვიცი ალბათ ამასაც ბედის უკუღმართობას დავარქმევ,დღეს ჩემი ცხოვრება ბეწვზე კიდია,წინ რა მელის არ ვიცი პატიმრობა თუ თავისუფლება?ესეც ერთგვარი ბედთან თამაშია.....ყველაფერს მოდი თავიდან დავიწყებ დავბრუნდეთ წარსულში 4წლის წინ...... მე ნინა დალაქიშვილი ვარ 28წლის,გარეგნობით საშუალო სიმაღლის,წონით 68-70კგ....ხორბლისფერი კანით,მუქი შავი თვალწარბით,წითელი ტუჩებით,ნუ ტიპიური ქართველი ჩვეულებრივი გოგონა.....გავიზარდე ჩვეულებრივ ოჯახში,დედისერთა ვარ და ყველა მანებივრებდა,ყოველთვის იმას ვაკეთებდი რაც მინდოდა,სხვისი აზრი დიდად არასდროს მადარდებდა,მუდამ ბედთან თამაში ვიყავი და ყოველთვის მიმართლებდა....ყველაფერი კი 4 წლის წინ დაიწყო...... -ნინაააა გაიღვიძე სამსახურში გაგვიანდება გასაუბრებაზე-მესმის დედაჩემის ხმა. -აუუუ კაი რა დეეეე რა დროს სამსახურიააა მეძინებააა-ვიღრინები ვერ ვიტან როცა ვინმე მაღვიძებს. -შვილო შენ თვითონ მთხოვე გაგეღვიძებინე ახლა აწიე ეგ შენი უკანალი და წაბრძანდი გასაუბრებაზე გეყო ლოგინში წოლა-მეუბნევა ახლა უკვე ჩემ ოთახში მყოფი. -ხო კაი ხო-ვეუბნევი და ვდგები ლოგინიდან. აბახანას ვიღებ,ყავას ვსვავ და ტანსაცმელს ვარჩევ რა ჩავიცვა.შავ მუხლს ოდნავ აცდენილ ბოლოკაბას ვიცმევ,ზევით ლურჯ საროჩკას,გარედან შავ ტყავს ჯერ კიდევ სიცივეა გარეთ რადგან თებერვლის თვეა,და ამ დრის ისევ ცივა,ფეხზე შავ ქუსლიან შუზს ვიცმევ,შავ გრძელ თმას კოსად ვიკრავ,სახეზე სადა მაკიაჟს ვიკეთებ და ვსიოო მზად ვარ....უცბად მობილურის ხმა მესმის და სმს მომდის,ვხსნი და ნიკა ჩემი ბოიფრენდი-წარმატებებს მისურვებს სამსახურის დაწყებაში-მეც მოკლე პასუხით ვიფარგლები,რატომღაც ერთმანეთის მიმართ გავცივდით ერთი წელი ვხვდები მაგრამ იმას ვეღარ ვგრძნობ რასაც ადრე,ჩემი დაქალის ბიძაშვილია ერთ წრეში ერთ სასტავში ვტრიალებდით პლიუს კურსელია და დაიბადა გრძნობები,ეხლა მიკვირს ნეტა სად გაქრა ან როდიდან,ალბათ იმ წუთიდან როცა დავინახე ჩემ გამოყენებას როგორ ცდილობდა......მობილურს ჩანთაში ვაგდებ და სამსახურში მივდივარ გასაუბრებაზე.....მარშუტკაში ავდივარ და აღმაშენებელზე მივდივარ ერთერთ სარეკლამო კომპანიაში ვარ დაბარებული ვებ დიზაინერად,მიუხედავად იმისა რომ მე საბანკო მაქ დამთავრებული პროფესიით ძალიან გამიჭირდა ჩემი პროფესით სამსახურის შოვნა,ამიტომ კურსი გავიარე ვებ დიზაინერის და თავად სასწავლებელმა გამიწია რეკომენდაცია ერთერთ სარეკლამო კომპანიაში..... მარშუტკის მძღოლს კომპანიასთამ ვაჩერებინებ და საშინლად აფორიაქებული შევდივარ ოფისში,ბევრ გოგონას ვხედავ მოსაცდელში რომლებიც ჩემსავით სამსახურის აყვანის მოლოდინით არიან აქ მოსულები და ელოდებიან პასუხს.მეც იქვე ვჯდები და ველოდები როდის დამიძახებენ ანუ როდის მოვა ჩემი რიგი..... ზუსატად 20წუთში ჩემი რიგი მოდის და საშინლად აღელვებული შევდივარ კაბინეტში.მაგიდასთან ასე 45წლამდე მჯდარი ქალბატონი მხვდება მეტად სანდომიანი და სასიამოვნო გარეგნობის. -გამარჯობათ ქალბატონო მაია-ვესალმები თავაზიანად. -გამარჯობათ ნინა ხო-თითონაც თავაზიანი ღიმილით მიბრუნებს პასუხს-დაბრძანდი ნინა რამდენიმე კითხვას დაგისვამთ კაი? მე თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ და იქვე ვჯდები. -ნია რამდენი წლის ხართ?რატომ გინდათ მუშაობის დაწყება და ამ სფეროში გამოცდილება თუ გაქვთ? -23 წლის ვარ ქქალბატონო მაია,სამსახურის დაწყება იმიტომ მინდა,რომ ფინანსურად 16 წლიდამ მიჩვეული ვარ რომ საკუთარ თავზე ვარ დამოკიდებული,არასდროს მითხოვია მშობლებისთვის დახმარება,19წლის ვიყავი მამა რომ გარდამეცვალა,ძალიან დიდი წვალება გამოვიარე მინდა საკუთარი თავის რეალიზება მოვახდინო ბოლომდე და მინდა ცხოვრებაში რამეს მივახწიო,ამის ამბიცია მაქ ქალბატონო,ბევრგან მიმუშავია მაგრამ ამ სფეროში ნამდვილად არა მხოლოდ 4 ღვიანი სტაჟირება მაქ გავლილი ერთერთ ფირმაში რომლიდანაც დახასიათება ჩემ სივს დავურთე და გადმოგიგზავნეთ. -საკმაოდ დამაკმაყოფილებელი პასუხია ნინა,გადავხედავ თქვენ სივს თუ შეიძლება გარეთ დამელოდეთ მალე შეგატყობინებთ თქვენც და სხვებსაც აგიყვანეთ თუ არა,თუ შეიძლება გარეთ დამელოდეთ. -კაით და მადლობა რომ დაინტერესდით ჩემი სივით-ვეუბნევი და კაბინეტს ვტოვებ,იქვე ვჯდები და ველოდები პასუხს..... მეგობრებო ღირს გავაგრძელო?ველი კომენტარებს....... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.