შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ბედნიერების გემო


12-06-2018, 16:40
ავტორი iasamani
ნანახია 1 425

დეკემბერია და მისი შესაბამისი ამინდიც. თოვს...ისე ლამაზად ცვივა ქათქათა, უმანკო და დიდი ფიფქები,თითქოს სურს ერთ ღამეში გადაათეთროს და სიწმინდის საბანი მზრუნველი მშობელივით გადააფაროს ნაცრისფერ ქალაქს.ნაცრისფერი ხომ ჭიდილია თეთრსა და შავფერს შორის,ბოროტისა და კეთილის წონასწორობა.... ქუჩებშიც უჩვეულო სიწყნარეა,ალბათ იმიტომ რომ უკვე ღამეა.ვისთვის დამღლელი დღის დასასრული და ვისთვის დასაწყისი.ზოგისთვის ბედნიერი და ზოგისთვის უიღბლო კიდევ ერთი 24 საათი.
ქუჩებში ლამაზი ნათურები გამოუუფენიათ და ერთმანეთის ჯიბრით უფრო მეტად ანათებენ. ხან ჩაქრებიან,თითქოს ისვენებენო,შემდეგ კი გაორმაგებული ძალით ნათდებიან.სახლებიც კი სხვანაირია,გეგონება ბავშვებივით უცოდველები არიან და მათი ოთხი კედელი არ იტევდეს ათას სიბინძურეს,მაგრამ თოვლის საბანი ხომ ყველაფერს უმანკოს ხდის.ზოგი სახლიდან მხიარული შეძახილები მოისმოდა,ვიღაცას ნაადრევად დაუდგა,ალბათ,ახალი წელი.ხუთ სართულიანი წითელი აგურის კორპუსის პირველი სართულიდან კი ჩხუბის ხმა მელოდიურად ერწყმოდა მანქანების გულის გამაწვრილებელ სიგნალს,ბოლო აკორდი კი რკინის კარების გაჯახუნება იყო.ამავე კორპუსის მესამე სართულის დათოვლილი ფანჯრიდან ფრესკასავით იხატებოდა დედის გულზე მიხუტებული ჩვილი.ქუჩის კუთხეში,მაღაზიის მინის კარებზე წარწერა „ღიაა“-ს ანათებდნენ მოცეკვავე ნათურები,რომლის გვერდითაც ლოყებღაჟღაჟა თოვლის პაპა ბედნიერი ღიმილით აცილებდა გამვლელს.საიდანღაც ღამის სუსხს ერთვოდა დამწვარი ნამცხვრის სუნი,რომელიც ალბათ ღუმელში დაავიწყდა ბებოს სერიალის გადამკიდე... ერთი შეხედვით ჩვეულებრივ ღამეს თოვლი ხდიდა უჩვეულოს,რიმლის ფონზეც შუქნიშანიც სხვანაირად აფორაჯებულიყო.
დათოვლილ ქუჩებს ლამპიონების მკრთალი შუქი ანათებდა,ზოგი მათგანი ქვრებოდა და ინთებოდა,თითქოს დაღლილი მოხუცივით თვალს ატყუებდნენ. .. ციდან კი ფიფქები ისევ ისე ლამაზად ცვიოდა და ალაგ-ალაგ გაშვებულ ფეიერვერკების ფონზე ფერადდებოდა...აი ასეთ ლამაზ საღამოს,დათოვლილ ქუჩას ჩაფიქრებული მიუყვებოდა წითელ ქურთუკიანი გოგონა,რომელსაც დაუდევრად მოეხვია თბილი შარფი და დიდ ბურთიანი ქუდიც ჩამოეფხატებინა გაშლილ თმაზე.ალბათ დიდი ხანი სეირნობდა თოვლში,რაზეც დათოვლილი მხრები და სასაცილოდ გაწითლებული ცხვირი მეტყველებდა,მაგრამ მისი ბედნიერი სახე სულაც არ იყო შეწუხებული ამით.ზოგჯერ ჩერდებოდა და ფეხებს აბაკუნებდა თოვლიან ასფალტზე,ალბათ გაყინული ფეხების გათბობას ცდილობდა...
ქურთუკის ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო და საათის ნახვა დააპირა,თუმცა სინათლემ საცოდავად გაიბრძოლა ეკრანზე და ჩაქრა.- ჯანდაბა-ჩაილაპარაკა მომხდარით აშკარად უკმაყოფილო გოგონამ და გზაზე მომავალი ახალგაზრდა გააჩერა- უკაცრავად,ხომ ვერ მეტყვით...-და რატომღაც დაავიწყდა რის კითხვას აპირებდა და ბიჭის უძირო მწვანე თვალებში ჩაიძირა თოვლისგან მთლად გადათეთრებული...
-გინდოდათ რამე?-იკითხა მამაკაცმა და მისმა თბილმა ბარიტონმა თითქოს გაათბო სუსხით გაჟღენთილი ჰაერი
-მე....არა არაფერი...-ჩაილაპარაკა დაბნეულმა გოგომ და სწრაფი ნაბიჯით ავტობუსის გაჩერებისკენ წავიდა.გრძნობდა ბეჭებზე ბიჭის მზერას,თუმცა რაღაც ძალა აიძულებდა უკან არ მიეხედა. ახლა კი იდგა გაჩერებასთან და არც სიცივე აწუხებდა,აღარც დაღლას გრძნობდა,უბრალოდ მის თვალებში იხატებოდნენ სილუეტები და მალევე ქრებოდნენ.ფიქრებისგან მანქანის მუხრუჭების ხმამ გამოაფხიზლა და ინსტიქტურად იმ ადგილისკენ გაიხედა,საიდანაც ეს ხმა მოდიოდა...დაინახა სპორტული მანქანის უკანა სალონი როგორ გამოაღო მწვანეთვალებამ და ჩანთა ისროლა სალონში,მერე კი სიცილით წინ დაჯდა და მუსიკის ხმამაც გააყრუა ქუჩა,რასაც მანქანის ადგილიდან მოწყვეტა მოჰყვა...
თავისი საქციელი ვერ აეხსნა გოგოს და ყველაფერს უაზრო ემოციებს აწერდა...ავტობუსიც გაჩერდა და თითქმის ცარიელ ავტობუსში ფანჯარასთან დაიკავა ადგილი მას შემდეგ,რაც ბილეთი აიღო.გაყინული შუბლი ცივ ფანჯარას მიადო,რომელზეც ცელქი ფიფქები მხიარულად სრიალებდნენ და გადაეშვა მოგონებების მორევში....
-„დედამიწა ხომ ბრუნავს?
-ბრუნავს...
-კარგია რომ ბრუნავს ხო?
-ჰო....
-თუ ბრუნავს,ხომ მოვა ისევ იმ ადგილას საიდანაც ბრუნვა დაიწყო?
-მოვა,მაგრამ შეიძლება იქ აღარ დახვდე...
-დავხვდები....ან გავეკიდები...
-რომ ვერ დაეწიო?
-დავეწევი...დიდი ვიქნები და დავეწევი...
-თუ დაეწიე მერე?
-რა მერე?
-მერე რა იქნება?
-ეგ არ ვიცი...
-არც მე ვიცი...
-ე.ი. მიდიხარ?..
-მივდივარ...
-დაბრუნდები?...
-......
-დამივიწყებ?
-არასოდეს....
-არც მე....“
ფიქრებში გართული ავტობუსის მძღოლმა გამოაფხიზლა,რომელიც მომღიმარი ეუბნებოდა რომ ბოლო გაჩერება იყო.მანაც დაბნეულმა გაიღიმა და ფეხით გაუყვა სახლამდე გზას.სახეზე ცივი ნიავი ესიამოვნა,თითქოს გამოფხიზლდა კიდევაც და თავი ისე გააქნია,თითქოს იმ ფიქრებისგან სურდა გათავისუფლება,რომლებმაც ბურუსში გაახვიეს.კორპუსს რომ მიუახლოვდა ერთ-ერთ ფანჯარას თვალი გაუშტერა,საიდანაც სინათლე გამოდიოდა.სწრაფად აირბინა კიბეები და მეოთხე სართულის ერთ-ერთ კარს გასაღები მოარგო და შესვლისთანავე დაიყვირა
- დეეეეეეე.....მოვედიიი....ტელეფონი დამიჯდა და მაგიტომ ვერ დაგირეკე...
-ხატია,ნორმალური ხარ?! რომელი საათია?! სად იყავი აქამდე?!რა აღარ ვიფიქრე...-კარებშივე გამოეგება შუახნის სანდომიანი ქალი,რომლის მწვანე თვალები მზრუნველობით ციმციმებდნენ...
-ტელეფონი დამიჯდა და ვერ მივხვდი დრო როგორ გამეპარა...- თან ლაპარაკობდა და თან ქურთუკს იხდიდა-მე და ნენე სეირნობას შევყევით,მერე მამამისმა დაურეკა სტუმრები გვყავსო და წასვლა მოუწია,მე ცოტახნით მარტო ვსეირნობდი და ვერც კი მივხვდი დრო როგორ გავიდა-ჩამოარაკრაკა სკოლის მოსწავლესავით და ფეხსაცმელის გახდაც დაასრულა,თბილ ჩუსტებში შეაცურა გაყინული ფეხები და დედას ჩაეხუტა
-სულ გაყინულხარ...-თქვა ქალმა და მზრუნველობით დაუკოცნა გაყინული სახე-მეორედ ასე აღარ მოიქცე თორე პოლიციაში დავრეკავ და ძებნას გამოვაცხადებ-რაზეც ხატიამ გულიანად გაიცინა
-კარგი რა დე,მტრები მე არ მყავს რომ მომკლან,ქურდი თუ გაძარცვას დამიპირებს და ჩემ ტელეფონს შეხედავს შეიძლება თავისი მაჩუქოს,მოტაცებით მე არავინ მომიტაცებს,თუ მე არ შევუსახლდი ვინმეს ჩემი მთხოვნელი კაციშვილი არაა და რა განერვიულებს?-თან ლაპარაკობდა და თან სამზარეულოსკენ მხიარულად მიფლასტუნებდა
-ღმერთო შენს დაჭკვიანებას მოვესწრებოდე და რაღა მომკლავს...-საცოდავად გაასავსავა ხელები ქალმა
-კარგი რა დე,ამ ქვეყანას თუ ღიმილით არ შეხედე გადაგსანსლავ ცხოვრება და მაგის თავი მაქ?! არა,კი ვარ ჩასაყლაპი გოგო,მაგრამ...-თან ენას არ აჩერებდა და თან ჩაიდანს დგამდა გაზქურაზე ...
-არაფერი გეშველება...-ხელი ჩაიქნია ქალმა და მაგიდაზე ორცხობილით სავსე თეფში შემოდო.ამასობაში ჩაიც ადუღდა და დიდი ფინჯნის ავსება დაიწყო პიტნის საოცარი არომატის მქონე სითხემ
-დე,შენ არ დალევ?-იკითხა და მაგიდასთან ჩამოსკუპდა და ფეხები სკამს შემოახვია
-დაჯექი უკვე და რაღას მთავაზობ?!-მოჩვენებითი სიბრაზით ჩაილაპარაკა ქალმა და თვითონაც მიუჯდა ქალიშვილს ფინჯნით ხელში
-ცოტა რომ დაგეწვა არ ვიმჩნევთ, ხო?-ღიმილით ჩაილაპარაკა ხატიამ და ორ ლუკმაში გადაყლაპა ძირ დამწვარი ორცხობილა
-შენზე ნერვიულობაში კიდე კარგად გამოვაცხე
-ოჰ...ეხლა ესეც მე დამაბრალე-თქვა და მეორე ორცხობილაც წინას გზას გაუყენა
-რავიცი,კი ჭამ დამშეული მგელივით და....
-ეს იმიტო შენ რომ არ მეჩხუბო-თქვა და 32 კბილით გაეკრიჭა დედას
-კაცმა რო გკითხოს სერიოზული ხარ და...
-აბა,დედაჩემო,სხვებმაც რო გაიგონ რა ოფოფები მყავს თავში ან სახლში დამამწნილებენ ან გლდანის ფსიქიატრიულშ მიკრავენ თავს,ისე შენ რომელი უფრო გაწყობს?-მოჭუტილი თვალებით მიაჩერდა ქალს და წარბები აუთამაშა...-ასე ლაზღანდარობით ირთობდნენ თავს დედა-შვილი.პატარა ოთახში კი ოჯახურ იდილიას ქმნიდა მათი სიყვარულით გამთბარი საუბარი,რომელსაც პიტნის არომატი და ოდნავ დამწვარი ორცხობილის სუნი ერთვოდა...
როცა ჩაის დალევას მორჩნენ ფინჯნები დარეცხა ხატიამ და აბაზანაში შეიკეტა...ცხელმა წყალმა თითოეული გაყინული უჯრედი გაუთბო და სხეული მოუდუნდა...თვალები დახუჭა თუ არა ისევ ის ჭაობისფერი თვალები წარმოუდგა თვალწინ და შეშინებულმა სწრაფად გაახილა თვალები და ისეთი შთაბეჭდილება ჰქონდა თითქოს ახლაც უყურებდნენ მწვანე ირისები...-რა სისულელეა... რამდენს ექნება ისეთი თვალები...ხატია აზრზე მოდიი!!!-თავისთავს ელაპარაკებოდა გოგო და უსიამოვნო ფიქრების გაფანტვას ცდილობდა
-გოგოოოო....შენ თავს ელაპარაკებიი?? -შეშინებულმა მიუკაკუნა დედამ კარზე
-არა ჩვენ მეზობელ მურთაზის-მხიარულად დაუბრუნა პასუხი და დარდის დამალვა სიცილით გადაწყვიტა
-ღმერთო მაღალო,სულ გაგიჟდა ჩემი შვილი-დანანებით ჩაილაპარა შეშინებულმა ქალმა და აბაზანას მოშორდა.-ხატიას სახეზე წყლის წვეთები იკვლევდნენ გზას თუ ცრემლები ძნელი დასადგენი არ იყო...მალე მორჩა შხაპის მიღებას,თმა გაიშრო და კოსად შეიკრა,თბილ პიჟამებში გამოეწყო და დედას მიუწვა გვერდით,რომელსაც უკვე საწოლში დაწოლა მოესწრო
-ჩემი ულამაზესი და ყველაზე თბილი დედიკოოო ვინ არისოოო?!-მხიარულად ეკითხებოდა და ხმაში ეშმაკუნები უხტოდნენ გოგოს
-ნუ მეპირფერები გაბრაზებული ვარ შენზე
-მაპატიე დე...ასე წინდაუხედავად აღარ მოვიქცევი გპირდები-სითბოთი სავსე სიტყვებს ჩახუტებაც მოაყოდა და დედის პატიებაც მიიღოო შუბლზე კოცნის სახით.
-ხომ იცი შენს მეტი არავინ მყავს და ასე აღარ მანერვიულო-ელაპარაკებოდა და გოგოს მხრებზე ეფერებოდა
-ვიცი დე...მეორედ ასე აღარ განერვიულებ გპირდები-გამტყდარი ხმით ჩაილაპარაკა და დედას უფრო აეკრო,თითქოს ეშინოდა ვინმეს არ წაერთმია...
-თუ არ გამჭყლიტავ მადლობელი დაგრჩები-მოჩვენებითი შეშფოთებით ჩაილაპარაკა ქალმა და თვითონაც მიეხუტა მის ერთადერთ იმედს...
-მიყვარხარ დეე...-საოცარი სითბოთი გაიჟღერეს ბგერებმა პატარა ოთახში და მის თითოეულ კუთხეს მოედვნენ,ყველა არსებული ნაპრალი ამოავსეს და სიყვარულის ფერით გააფერადეს ბნელი კედლები,ფანჯრის მინებზე გადაინაცვლეს ანცმა ბგერებმა და ოთახიდან გასვლითვის დაიწყეს ბრძოლა,რომ გარეთ გაქცეულიყვნენ და სხვებისთვისაც გაეთბოთ გაყინული გული...
-მეც მიყვარხარ ჩემო ჭინკა-მხიარულად თქვა ქალმა
-მე უფრო მიყვარხარ-გაეკრიჭა ქალიშვილი
-მე უფრო ადრე მიყვარდი-გამარჯვებული ღიმილით დახედა შვილს ქალმა
-ნუ მეკამათები დედაჩემო...-გაბუსხულმა თავი გულზე დაადო და უფრო ძლიერად შემოხვია ხელები ქალის ყოფისგან დასუსტებულ სხეულს...
-მაინც და მაინც ჩემზე ნუ მოახდენ შენი ძალის დემონსტრირებას-აშკარად შეწუხებულმა და მუდარა გარეულმა ბგერებმა დედის ბაგით პოვეს სარბიელი...-ხატიამაც ხელი მოადუნა,წამოიწია და წარბების თამაშით განუცხადა
-ხომ ვარ „ქალი შვარცნეგერი“?!
-ღმერთო,რა სულელი მყევხარ...-გაეცინა ქალს იმ სითბოთი,როგორითაც მხოლოდ დედები იცინიან შვილის სისულელეებზე...
-დავიძინოთ დედაჩემო,გეყოს ცელქობა-თვალები მილულა და ისე თქვა
-მე მეუბნებიი??????!!!!-აშკარად შეურაცხყოფილად იგრძნო ქალმა თავი,საპასუხოდ კი მხოლოდ ხვრინვის იმიტაცია გააკეთა ხატიამ და ვითომც არაფერიო ისეთი გამომეტყველება აიკრა სახეზე-სულელი...-უკვე დამშვიდებულმა ხმამ გაიჟღერა
-მეც მიყვარხარ
-ვიღაცას ეძინა უკვე-ხმით დატუქსა შვილი,რასაც ფშვინვის ხმაც მოჰყვა-თავი ღიმილით გააქნია და თვითონაც დახუჭა თვალები...
პატარა ოთახში სიმშვიდემ დაისადგურა...სიბნელეს პატარა მაგიდის სანათი ებრძოდა..ფარდების ნაქარგებიდან ქუჩის განათების სუსტი სხივები ძვრებოდნენ და ათასნაირ ფიგურებს ხატავდნენ კედელზე...ფიფქები კი გულმოდგინედ ცდილობდნენ მინის ბარიერის გადალახვას და ოთახში შეღწევას... ქუჩა ცარიელი იყო,თუმცა მაინც ისმოდა თოვლის შარიშურის ხმა,რომელსაც უბნის ლოთის არეული ნაბიჯები იწვევდა...ვინიცის რა სევდას იტევდა მისი დაავადებული გული,მუდამ ცრემლიანი თვალები და სასმლისგან შესიებული სახე....ერთ დროს ხომ ისიც ჩვეულებრივი ადამიანი იყო, ისე ლაპარაკობდა პოლიტიკაზე როგორც სხვები,ისიც ჭამდა იმას რასაც სხვები,იცვამდა მოწესრიგებულად და იცინოდა...ჰო იცინოდა გულით და არა ტუჩებით ცდილობდა ახლანდელივით გაღიმებას...როგორი საშინელი სანახავი იყო ამ დროს,როცა თვალები საოცარ სევდას იტევდა,ტუჩები კი მოღალატესავით ცდილობდნენ გაღიმებას...ვინ იცის რა იარებს უყუჩებდა ალკოჰოლი...რა დარდს ავიწყებდა...რეალობიდან რომელ სამყაროში მიჰყავდა გალოთებული კაცის გონება....ვინ იცის...დაფლეთილი ტანსაცმელი კი მაინც ყიდდნენ პატრონის ფიზიკურ მდგომარეობას,როცა შარვლის ნაგლეჯებიდან სიცივისგან გალურჯებული სხეული მოუჩანდა...დახეული ფეხსაცმლიდაან კი მორცხვად იყურებოდნენ დამზრალი თითები...დათოვლილ ქუჩას მიუყვებოდა უბნის ლოთი ცარიელი ჯიბეებით,დარდით სავსე გულით,სევდიანი თვალებით და გაყინული სხეულით და ალბათ სულითაც.....და მაინც რა ტკივილს უყუჩებდა ალკოჰოლი ასე გულმოდგინედ რომ ეტანებოდა ....ვინ იცის ...
სამის ნახევარი იქნებოდა როცა ხატია ფრთხილად წამოდგა საწოლიდან და მძინარე დედას დააკვირდა,რომელსაც ღრმად ეძინა...სამზარეულოში გავიდა და წყალი დალია...ვერაფრის დიდებით დაიძინა და მისაღები ოთხასის ფანჯარასთან სავარძელში მოკალათდა,თბილი პლედი მოიხვია სხეულზე და ეზოში მოფარფატე ფიფქებს დააკვირდა, რომელთაც უკვე მოესწროთ მანქანების გადათეთრება.,,თოვლის ფიფქებთან ერთად გზა გაიკვლიეს მოგონებებმაც და ფანჯრის რაფაზე ცელქი ბავშვებივით დაიწყეს ხტუნვა...გოგოს სახეს კი ქუჩის თეთრი განათება ეფერებოდა სახეზე...მისი თეთრი სახე უფრო მეტად თეთრი ჩანდა...სწორი ოდნავ გაბუშტული ცხვირი,ღვინისფერი ტუჩები და შოკოლადის ფერი თვალები იხატებოდა მის სახეზე,ის თვალები,რომლებიც ხშირი წამწამებიდან სევდა ჩამდგარნი მიშტერებოდნენ ერთ წერტილს...წაბლისფერი გრძელი თმაც ჩამოშლოდა და ზურგზე ეპოვათ ბინა... ახსენდებოდა ბავშვობა და ბედნიერი დღეები,როცა მამასთან ერთად ათას ოინს აწყობდა დედის გასაბრაზებლად...ფიქრებით ისევ სოფლის პატარა ეზოში დარბოდა,ისევ აწვალებდა მეზობლის ქათმებს და ისევ ისე შეშინებილი მირბოდა სახლისკენ,როცა მამალი საკბენად გაეკიდებოდა,აქაოდა როგორ მიჩაგრავს ქათმებსო...შიშისაგან ისევ ებლანდებოდა ფეხები და ახლა უკვე გადაყვლეფილი მუხლები ატირებდა...მაგრამ ყოველთვის როცა შველა ჭირდებოდა მამა აუცილებლად ჩნდებოდა და მფარავი ანგელოზივით იცავდა...მკბენარა მამალსაც გააგდებდა,მზერით დატუქსავდა და ხელში აყვანილი გოგოს დამშვიდებას უკვე მოფერებით ცდილობდა...თმაზე მონოტონურად უსვამდა ხელს და ისიც, ტირილით დაღლილი, სიმშვიდეს მამის ძლიერ მხარზე თავის დადებით პოულობდა...ახსენდებოდა მამის შემწვარი კარტოფილი,რომელსაც სულ სხვა გემო ჰქონდა,ბედნიერების გემო...ახსენდებოდა პატარა სახლი,სადაც ხელმოკლეობის მიუხედავად მაინც ბედნიერება და სიყვარული ცხოვრობდა პატარა ოჯახთან ერთად...ხშირად სხვისი გამონაცვალი ტანსაცმლით დადიოდა,თუმცა არც ერთხელ გასჩენია უკმაყოფილება...იცოდა როგორ წვალობდა დედა,რომელიც მეზობელი სოფლის სკოლაში ასწავლიდა და მთელ გზას ფეხით გადიოდა...ესმოდა მამის,რომელსაც გული აწუხებდა და მძიმე სამუშაოს მაინც არ ერიდებოდა...ესმოდა მშობლების და ისიც ბავშვური ტიტინით ცდილობდა მათი ტკივილის გაყუჩებას...დიდი ხნის ნანატრ გოგოს ისე ზრდიდნენ,როგორც მოქანდაკე ძერწავს საკუთარ ქმნილებას,რომელსაც ეშინია პატარა შეცდომით მთლიანი ქანდაკება არ დაამახინჯოს...ბავშვობიდანვე ასწავლიდნენ ადამიანის სიყვარულს და ისიც ცდილობდა მშბლების იმედის გამართლებას,თუმა ცელქობაში სულაც არ უშლიდა ხელს მშობლების მკაცრი მზერა და საყვედურები...პატარა პუდელთან ერთად მთელ სოფელს ახმაურებდა...თანატოლი გოგოები სულ მუდამ დასცინოდნენ,რახან მათსავით პრინცესასავით ჩაცმული არ დადიოდა,თუმცა ხატიას სულაც არ აწუხებდა მათი საქციელი,მათზე უარესად იბზუებდა ცხვირს როცა გვერდით ჩაუვლიდა და გაწეწილი თმით მირბოდა ბიჭებისკენ,რომლებიც მოედანზე უკვე შეკრებილიყვნენ ფეხბურთის სათამაშოდ...სახლში დაბრუნებული კი დარცხვენილი დადგებოდა მშბლების წინ,ხელებს ზურგსუკან დაიწყობდა და თითებს ერთმანეთში ხლართავდა,ფეხით კი იატაკზე ფიგურების ხატვას იწყებდა...როცა მშობლები გულს იჯერებდნენ დატუქსვით,ერთს ეშმაკურად ამოხედავდა გაბრაძებულ მშობლებს და მამის გულს მაშინვე იგებდა,დედის შემორიგებას კი ის და მამა ერთად ცდილობდნენ...საღამოს დედა როცა გულმოდგინედ ცდილობდა მისი ტანიდან მთელი დღის ჭუჭყის მოცილებას,მამა ზღაპრებს არჩევდა ძილის წინ წასაკითხად...დაძინებამდე გაწეწილი თმის დავარცხნას ორივე მშობელი ცდილობდა,ხატიას „ნიანგის ცრემლებს“ კი არავინ იმჩნევდა...მთელი დღის თამაშით დაღლილის მამის გულზე მიხუტებულს ეძინებოდა ზღაპრის დასრულებამდე... ახსენდებოდა მეზობელი ბიჭი,რომელიც ზაფხულობით ჩამოდიოდა ბებიასთან და სულ მუდამ აკომპლექსებდა მზერით,ხანაც ფეხბურთს არ ათამაშებდა,აქაოდა გოგოს საქმე არააოო...ერთხელაც მდინარეზე საბანაოდ წასულები იყვნენ ბავშვები,ხატიას კი ქვაზე ფეხი აუსრიალდა და რომ არა მეზობელი ბიჭი დახრჩობა არ ასცდებოდა...მაშინ შენიშნა პირველად ბიჭის მწვანე თვალები,როცა შეშინებულმა ჩახუტებით და ტირილით გული იჯერა.ხატიაზე ხუთი წლით დიდი იყო და ყოველთვის ცდილობდა დიდივით მოქცეულიყო...იმ ზაფხულს მწვანე თვალება სულ მარტო დარჩა,მშობლები ავტოკატასტროფაში დაეღუპნენ...იმ ამბის შემდეგ მისი თვალები უფრო გამუქდნენ,გაღრმავდნენ და დარდს მისცეს ბინა...თორმეტი წლის ბიჭის გაზრდა ბებიამ დაიწყო და ისიც ხატიას სკოლაში შეიყვანეს...ამის შემდეგ ერთად დადიოდნენ სკოლაში და ერთად თამაშობდნენ,უფრო სწორად ხატია ცდილობდა თამაშში აყოლიებას,ისიც ხან ცელქობდა,ხანაც წიგნებში ეძებდა შვებას და მშობლების დაკარგვით გამოწვეული ტკივილის დაამებას...განსაკუთრებულად ერთ ადგილას უყვარდათ ყოფნა,სოფლის ბოლოში ტირიფის ხე იდგა გზისგან მოშორებით...უზარმაზარი ტოტები მიწას ეხებოდნენ და ერთგვარ თაღს ქმნიდნენ,რომლის ქვეშაც უყვარდათ თამაში პუდელთან ერთად... ნოემბერი იყო,როცა სახლში დასისხლიანებული პუდელი მივიდა და საცოდავი წკმუტუნი დაიწყო...ამ დროს ხატია გაკვეთილებს უჯდა ბიჭთან ერთად ამაოდ ცდილობდა გამრავლების ტაბულის სწავლას...ძაღლის ხმის გაგონებისას კი ორივე ეზოში გაცვივდნენ და დაკბენილ პუდელს თვალი გაუშტერეს...ხატიამ იმწამსვე ტირი დაიწყო და დაკბენილ ადგილებზე მოფერებით ცდილობდა ტკივილის გაყუჩებას,ბიჭი კი მაშინვე ქუჩაში გაიქცა და ნახევარი საათი არ გამოჩენილა,მერე კი პერანგ შემოხეული და ჩალურჯებული თვალით დაადგა ისევ თავზე უკვე ტირილისგან დაღლილ გოგოს...იმ ღამეს მთელი ოჯახი ცდილობდა პუდელის გადარჩენას,თუმცა არც ბიჭის ბებიის მალამომ უშველა...გამთენიისას საცოდავად გაიბრძოლა უკანასკნელად და სამუდამოდ დახუჭა ლამზი თვალები...მაშინ ხატიამ პირველად განიცადა სიკვდილის მწარე გემო... იმ ტირიფის ქვეშ დაასაფლავეს სადაც ასე უყვარდათ ყოფნა...ბევრი იტირეს...ის ბიჭიც ატირეს, რომელმაც თავის ძაღლს სასიკვდილოდ დააკბენინა ხატიას პირველი მეგობარი...ყოველ დღე მიდიოდნენ მეგობრის საფლავზე და ტიროდნენ...უანგაროდ უყვარდათ და უანგაროდ ტკიოდათ მისი არყოფნა...ყოველ ღამე მშობლებს ეხუტებოდა გულამომჯდარი გოგონა და მათი სიყვარულით ცდილობდა ძაღლის დაკარგვით დაცარიელებული ადგილის შევსებას....ახალი წლის შემდეგ კი მწვანე თვალებაც წაიყვანეს...მამის ძმამ მეურვეობა იკისრა და თბილისში დააბრუნეს ისევ,ბებიის უარის მიუხედავად...მაშინ მეორედ დაკარგა მეგობარი ხატიამ...თუმცა ერთმანეთს პირობა მისცეს ტირიფის ხესთან, რომ არ დაივიწყებდნენ არცერთ წუთს ერთად გატარებულს... მას სემდეგ დღეები ისეთი მხიარული აღარ იყო,თუმცა მშობლების ისყვარულთ განებივრებული მაინც მშვიდად და ბედნიერად გრძნობდა თავს...ისევ ისე დადიოდა სკოლაში,უნდოდა ექიმი გამხდარიყო და მამის დაავადებული გული მოერჩინა,რომელიც ხშირად ახსენებდა თავს....დედა ისევ მეზობელ სკოლაში ასწავლიდა და ცდილობდა ცხოვრების უკუღმართობისთვის წინააღმდეგობის გაწევას...თუმცა მისი ძლიერი ხასიათი ერთ დღეში დაირღვა,როცა მისი მეუღლის დაავადებულმა გულმა ბოლოჯერ გაიბრძოლა...17 წლის ხატიას ხელებში დაასრულა მისმა მოსიყვარულე მამამ სიცოცხლე...უკვე მეორედ მიართვა ლანგრით მის პატარა სხეულს სიკვდილის სიმწარე...მაშინ პირველად იგრძნო გაუსაძლისი ტკივილი...დაკარგა ადამიანი,რომელიც მისი მფარველი ანგელოზი იყო...უყურებდა დედას,რომელიც ამ ამბისგან დაბეჩავებული და წელში მოხრილი იყო მძიმე ტვირთისგან....დიდი დრო დასჭირდათ სანამ ამ ტკივილით ცხოვრებას ისწავლიდნენ,უფრო სწორად არსებობას,რადგან ცხოვრება მაშინ დამთავრდა როცა საჭმელს უკვე აღარ ჰქონდა ბედნიერების გემო...აბიტურიენტობას მამის მონატრება უფრო მძიმე ტვირთად დააწვა,თუმცა მაინც ჩაირიცხა ას პროცენტიანი გრანტით სასურველ უნივერსიტეტში,მაგრამ ის რომ მამას ვერ უშველა გულს მოწამლული ეკალივით ესობოდა....სექტემბერში ბებიისგან დატოვებულ თბილისის სახლში გადმოვიდნენ და დაიწყეს ახალი ცხოვრება...დედამისმაც სკოლში დაიწყო მუშაობა,თან ბავშვებს ამეცადეინებდა სახლში და ცდილობდა ყველანაირი პირობა შეექმნა რომ ქალიშვილისთვის არაფერი მოეკლო...ახლა კი უკვე 19 წლის ხატია,მეორე კურსზე სწავლობდა მედიცინას და დედის გამხიარულებას ატასი ხერხით ცდილობდა...ფიქრებში გართული ვერც კი მიხვდა როგორ გაიკვლიეს ცრემლებმა მის ლოყებზე გზა...სწრაფად შეიმშრალა თვალები და საათს გახედა,რომელიც დილის ხუთს აჩვენებდა...გარეთაც აღარ თოვდა...ღრმად ჩაისუნთქა და მეორე დღისთვის ნიღაბი გააპრიალა,რომელიც დღეს წარულის ფიქრებმა შელახეს...ხატების კუთხესტან მივიდა და ლოცვის ბუტბუტი დაიწყო,სანთელი აანთო, მამის მიმღიმარ სურთს აკოცა და ისევ თავის ადგილას დააბრუნა...გაყინული შეწვა საწოლში და ფიქრებისგან დაღლილს თავი ძილმა წაართვა...
დილით „ჟიზნ ვარამ“ სიმღერა და ხატიას საწოლიდან წამოხტომა ერთი იყო...
-რა ხდებააა??? ომი დაიწყოო ?? ტერაქტიაა??? მიწისძვრააა???
-ბურდულოოოო უარესიიიიიიი-გაისმა ტელეფონშ წკრიალა ხმაა
-რა ხდება ნენეე?? -ოდნავ გამოფხიზლებულმა ხატიამ თვალები მოფშვნიტა
-დღეს ბოლო ლექცია გვაქვს დათოსთან და ხომ იცი როგორ ჭედავს გაცდენებზე?!
-ჯანდაბაა...სულ დამავიწყდაა...
-ხოდა 30 წუთი გაქ მოსამზადებლად და სადგურზე შეგხვდებიი...
-აუუ ხომ არ მოასვენებენ კაცს რააა....ტფუიიი ბედკრულო ცხოვრებავ...-დანანებით გადააქნია თავი და სწრაფად წამოხტა საწოლიდან
-წამზომი ჩაირთო ბედოვლათოო-საბოლოოდ გაისმა გოგონას წკრიალა ხმა და ზარიც დასრულდა
-დეეეეეე.....
-რა იყოო,რა გაყვირებს ამ დილაუთენია??-ოთახში შემოვარდა შეშინებული ქალი
-უნივერსიტეტში მივდივარ და ყავა გამიკეთე ძმურად-შრეკის კატის თვალებით დაუწყო დედას ყურება
-მერე ნორმალური ხარ გოგოოო? ამხელაზე რო არ გეყვირა ისე არ გაგიკეთებდი??-გულზე ხელი მიიდო შეშინებულმა
-ქალბატონო თამარ,მაკვირვებთ ეს პედაგოგი ქალი...აქამდე როდის იყო ნორმალურად ვიქცეოდიი??!!!-დემონსტრაციულად მიიდო ტუჩთან საჩვენებელი თითი
-მასხარა ხარ ამხელა გოგო-თავის ქნევით დატოვა ოთახი...
სწრაფად გადაიცვა ტანსაცმელი,მოწესრიგდა და ორი ყლუპი ყავის დალევაც მოასწრო..კარში ქალბატონმა თამარმა მიაძახა რომ მერე თავის დასთან უნდა გასულიყო და სარეცხს მანქანაში დატოვებდა და რომ მოვიდოდა ხატია დაფენდა...
სადგურზე უამრავი ხალხი ირეოდა...ყველა სადღაც ჩქარობდა...საქმიანი სახეებით ერთმანეთს ასწრებდნენ და აქა-იქ უკმაყოფილო შეძახილებიც გაისმოდა...კედელთან ყურსასმენებიანი გოგო იდგა და მუსიკას მხიარულად აყოლებდა თავს...წაბლისფერი ხუჭუჭა თმა მხრებადმე ჰქონდა და შავ ქურთუკზე უწესრიგოდ მოეხვია თეთრი შარფი...შავ თვალებს აქა-იქ მხიარულად დააცოცებდა და ხალხს აკვირდებოდა...უცებ იგრძნო ვიღაცის მწველი მზერა და გვერდზე გაიხედა...ვიღაც ბიჭი თვალს არ აშორებდა და ერთ ფეხს ათამაშებდა...ყურსასმენები მოიხსნა და ჯიბეში ჩაიტენა...ტელეფონს დაუწყო წვალება და აშკარად შეწუხებული ამოწმებდა საატს ყოველ წუთს..
-ვინმეს ელოდებით?-იკითხა ხრინწიანი ხმით გვერდით მდგომმა
-არაა...მეტროს სურნელით ვტკბები-ვითომც არაფერიო ისე გადაუგდო პასუხი გოგომ და ისევ საათს დახედა
-მომწონს მხიარული გოგოებიი-ჩაისისინა ბიჭმა და ტუჩის კუთხეში ღიმილი შეუხტა
-რა დამთხვევაა მეეც-32 კბილით გაეკრიჭა გოგო და მხარზე ხელიც იგრძნო,რომელმაც საბურთალოს ხაზზე წაათრია
-ცოტაც და შენი დაქალის უსიცოცხლო,ნაცემ და და დასახიჩრებულ სხეულს მტკვარი გამორიყავდა
-ნუ სულელობ გოგო...გული გამისკდა რო მითხარი ვიღაც თვალებით მჭამსოო,ავტობუსის მძღოლს ვუთხარი თუ სწრაფად არ ივლით დაქალს მომიკლავენ თქო და ისე გულთან ახლოს მიიტანა მთელი გზა თავი რალის პირველობაზე მეგონა... სიცილით ჩაირბინეს კიბეები და ხალხით სავსე ვაგონში შეხტნენ...
....

-რისი სუნი გცემს?-იკითხა ნენემ და უნივერსიტეტის ეზოში ხელები დემონსტრაციულად გაშალა
-თავისუფლების-გაკრეჭილმა ხატიამ ღრმად ჩაისუნთქა,თითქოს უნდოდა მთლიანად შეეგრძნო თავისუფლების სურნელი
-ახლა რას ვაპირებთ?
-ჩემთან მივდივართ,ქალბატონმა თამარმა დილით ბლინები გამოაცხო,მაგრამ ჭამა ვერ მოვასწარი
-მომხიბლავი იდეაა....და ქლიავის ჯემი?
- საშობაო ფილმები+ქლიავის ჯემი+ბლინები+და ცხელი შოკოლადი...
-მმმმ..-ტუჩები გაილოკა ნენემ-მაგრამ ჯობია ბლინებით და ქლიავის ჯემით დავიწყოთ,ძალიან მშია
-გაუმარჯოს თავისუფლებას...-ჯარისკაცებივიტ ერთხმად თქვეს და სიცილით გაუყვნენ მეტროსკენ გზას...
ბროწეულის წვენი აიყოლეს თან და ბლინებით რომ იჯერეს გული,ცხელ შოკოლადთან ერთად მდივანზე მოკალათდნენ,პლედში გაეხვივნენ და ლეპტოპში ჩართეს ფილმი „როგორ მოიპარა გრინჩმა შობა“...სრულ განცხრომაში მყოფნი ტელეფონის ზარმა გამოაფხიზლა,ხატიამ ტელეფონს უპასუხა
-ხო დეე...კი სახლში ვართ მე და ნენე...სარეცხიი?!-ამ სიტყვების გაგონებისას სწრაფად წამოხტა და განწირული თვალები შეანათა დაქალს-კიი ჩამოვიღე დედა,რა დამავიწყებდაა...-ორივე დაქალი ერთმანეთს ასწრებდა სარეცხის ჩამოხსნას-დე ჯერ არ ამოხვიდეე....რატო არამოხვიდე დააა-ნენე რატო არ ამოვიდეს?
-ვაშლიი
-რა ვაშლი?
უთხარი ვაშლი ამოიტანოს
--დეე ვაშლი ამოიტანე მაღაზიიდან....გვააქვს?!მაშინ სტაფილოო...კარგი დე ვთიშავ
უუფ..ვიცოდი სტაფილოს სიყვარული რო გამომადგებოდა ოდესმე-გამარჯვებული ღიმილი აიკრა სახეზე და ტელეფონს სული შეუბერა ჯეიმს ბონდივით
მალე ქალბატონი თამარიც მოვიდა და ხატიაც კარებში შეეგება
-ჩემი ტკბილი დედიკოო მოვიდააა...ჩემი ულამაზესიიი...
-რა დააშავე ხატია?-მოჭუტული თვალებით ჰკითხა ქალმა
-დეიდა თამარ,როგორ ბრძანდებით?
-ჩემო გოგო,შენ როგორ ხარ?-თბილად მოიკითხა ქალმა
-თავისუფლებით ვტკბებით-გაეკრიჭა ნენე და ორივემ მშვიდად ამოისუნთქა,როცა ქალბატონმა თამარმა ტახტზე ტანსაცმელი ვერ შენიშნა,რომლის დასამალადაც პლედი გადაეფარებინათ...



№1  offline მოდერი abezara98

კარგი იყო, ველი გაგრძელებას blush

 


№2  offline წევრი iasamani

abezara98
კარგი იყო, ველი გაგრძელებას blush

ვაიმეეე kissing_heart kissing_heart მადლობა დიდი heart_eyes

 


№3 სტუმარი Mako

Momecona,imedia dadebas ar daagvianed

 


№4  offline წევრი iasamani

Mako
Momecona,imedia dadebas ar daagvianed

ძალიან გამახარე❤❤❤ვეცდები ყველანაირად❤

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargad cer, garkvevitt, kitxvebi ar gagichndeba rom raime areulia, yochag, imedia didxans ar gvalodinebbb

 


№6  offline წევრი iasamani

Qeti qimucadze
Zalian kargad cer, garkvevitt, kitxvebi ar gagichndeba rom raime areulia, yochag, imedia didxans ar gvalodinebbb

უღრმესი მადლობა❤ეს თავი ადრე დავწერე და ვერ ვბედავდი ატვირთვას????ახლა ვეცდები მალე დავწერო მომდევნო თავი❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent