ისევ თბილისი და ისევ თბილისელები (3)
დემეტრე ტყუპების დაბადებამდე მეგობრობდა ნიკუშა არჩვაძესთან. ბავშვობიდან მოყოლებული ძმებივით იზრდებოდნენ. ორ წელიწადში ტყუპების დაბადებამ მათი ცხოვრება ძირფესვიანად შეცვალა. მიუხედავად პატარა ასაკისა, უკვე გრძნობდნენ მათზე დაკისრებულ პასუხისმგებლობას და 2 წლის ასაკში გოგოების მფარველი ანგელოზები გახდნენ. ერთ წელიწადში გაჩნდა ანუკი არჩვაძეც და ისიც მათი დაცვის ობიექტად იქცა. მიუხედავად დიდი სიყვარულისა და მცირე ასაკისა, დემეტრე თავიდანვე გრძნობდა, რომ ის ანუკის ისე არ უყურებდა, როგორც ნიკუშა - ტყუპებს. უვლიდა, მფარველობდა, იცავდა, მაგრამ საერთოდ სხვა დამოკიდებულება გააჩნდა პატარა არჩვაძისადმი. ანუკი როცა წამოიზარდა და თაყვანისმცემლები ყელში ამოუვიდა, გააცნობიერა, რომ არც თვითონ აღიქვამდა დემეტრეს ძმად. უფრო სხვა ემოციები უჩნდებოდა მის დანახვაზე და შეხებაზე, უბრალოდ სახელს ვერ არქმევდა იმ განცდებს. საბოლოოდ ჩამოყალიბდა და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყურებამდე იყო შეყვარებული დემეტრე ამაშუკელზე. ----------------------------------- -დიდხანს მზეზე არ იყოთ, დაიწვებით - აფრთხილებდა კეკე და საბოლოოდ უმოწმებდა ჩემოდნებს, რომ რამე არ დარჩენოდათ. -კაი რა დე, მივხედავ მე - ზუზუნებდა დემეტრე -შენ ვის უნდა მიხედო, აქეთ მისახედი ხარ - ენა გამოუყო ნატამ და რეზის გადაეხვია- ჭკვიანად მოვიქცევით, როგორც დაგპირდით -ეჭვიც არ მეპარება- თავზე აკოცა შვილს, ჯერ ერთს მერე მეორეს. -აბა ჰეთ, ჭკვიანად იყავით - დაემშვიდობა დემეტრე მშობლებს და ტყუპების ჩემოდნები გადაიკიდა -რა გავაფუჭოთ? - დაკეტა კარი კეკემ და მეუღლეს მიუბრუნდა. -მეოთხეზე ხომ არ გვეფიქრა? -ან საშაურმე ხომ არ გაგვეხსნა? - გადაიკისკისა აბულაძემ და ქმარს კისერზე ჩამოეკიდა. ----------------------------------- -ეს ალექსანდრე რაღატო მოდის? - აბუზღუნდა ლიზა ლიფტის ლოდინისას -აუ დაიწყო ამან - გადაატრიალა თვალები დემეტრემ - ისე რო იცოდე 5 საათი მაგის ატანა მოგიწევს -აუ ეგეც ჩვენთან ჯდება? სხვაგან ადგილი ვერ ნახა? -ნიკუშამ ბექას და უჩას გავუვლიო და რა ვქნათ აბა , ადგილი აღარ აქვს -ფეხით გამოგვეკიდოს- მხრები აიჩეჩა გულუბრყვილოდ -აუ კაი რა ლიზა, რას გიშავებს - აწუწუნდა ნატა და დის სახის დანახვაზე სიცილი აუტყდა- ხო კარგი კარგი, ვიხუმრე - აწია ხელები დანებების ნიშნად და სადარბაზოდან გავიდა. -აიტანე ეხლა როგორმე ჩემი ხათრით - თვალი ჩაუკრა უფროსმა ამაშუკელმა დას და ხელი გადახვია. -ვაა „კრასავიცაა“- შეეგება ვეკო უფროს ტყუპს -გამარჯობა ალექსანდრე- გამოსცრა უკმაყოფილოდ და კბილები სიმწრით დააკრაჭუნა, როცა ნატა მძღოლის გვერდით მოკალათებული დაინახა. „მე შენ გიჩვენებ სეირს“ ანიშნა ჟესტიკულაციით და ამაყად დაიკავა უკანა ადგილი. -ამდენი რა მოაქვთ- გაიკვირვა ვეკომ და დემეტრეს ჩემოდნების ჩალაგებაში დაეხმარა. -მაგაზე არაფერი უთხრა, თორე მე ვეღარ გიშველი - გააფრთხილა ამაშუკელმა ძმაკაცი და საბარგული დახურა. -კაი რა, ნუ ზიხარ ჩუმად - შეუტია ნატამ უფროს დას და სარკიდან გახედა -მეძინება - ამოილაპარაკა სამი წუთით ადრე დაბადებულმა და თავი ფანჯარას მიაყუდა -გეტკინება ეგრე თავი - ვითომც არაფერიო აღნიშნა ვეკომ და მისკენ მომართულ წყვილ თვალს გაუღიმა -არაუშავს, გადავიტან როგორმე - მიუგო უკმეხად და თვალები დახუჭა. მალევე ჩაეძინა. ვეკომ ნაზად გადმოაწვინა თავისკენ და თავი მხარზე დაადებინა. ლიზამ ავტომატურად შემოხვია ხელები წელზე და შეძლებისდაგვარად მოკალათდა. შეუმჩნევლად აკოცა შუბლზე ალექსანდრემ და ღიმილით გახედა გზას. მალულად უცქერდა „წყვილს“ ნატა და ჩუმად იღიმოდა თავისთვის. -გააღვიძე, მოვედით - გამოხედა დემეტრემ ძმაკაცს და მანქანა ჩააქრო -ცოდოა, ეძინოს ჯერ -მთელი ღამე რო არ გაეღვიძოს, აქ უნდა იყო? - გაეცინა უფროს ამაშუკელს -რატომაც არა- უდარდელად უპასუხა ვეკუამ - არ მაწუხებს, ნუ ღელავ- თვალი ჩაუკრა და-ძმას და მანქანიდან მზერით გააცილა. უფრო ახლოს მიიზიდა უფროსი ტყუპი თავისკენ და ხელები მჭიდროდ შემოხვია. დაახლოებით 40 წუთში გამოფხიზლდა ლიზა და მასზე აკრულ სხეულს შეშინებული მოშორდა. შიში და გაოცება გაბრაზებამ შეცვალა , როცა წინ მომღიმარი ალექსანდრე აღიქვა მისმა ტვინმა -ისინი სად არიან ? -მოვედით და გადასულები არიან უკვე -და შენ მომვლელად დაგტოვეს? -ვერ გადავიდოდი, გეძინა -მერე ჩემი ძილი შენ რას გიშლიდა? -ხომ არ დაგავიწყდა რა პოზაში გაიღვიძე? - ირონიულად მიმართა მამაკაცმა ძილისგან თვალებდასიებულ გოგონას და მხარფი მოიზილა -ამას ჯობდა გაგეღვიძებინე - უკმაყოფილოდ ამოილაპარაკა ამაშუკელმა და მანქანიდან გადავიდა -უმადური- ლიზას გასაგონად ჩაილაპარაკა ვეკომ და ისიც მის გზას გაჰყვა. -ვა სად იყავით ამდენი ხანი ეე - მიეგება ბექა ახალშემოსულებს და სათითაოდ გადაკოცნა -ქორწილის ამბებს ვაგვარებდით - გაუცინა ალექსანდრემ და დაბღვერილ გოგოს თვალი ჩაუკრა -რატო აღიზიანებ? დაანებე რა თავი - ჩაერთო უჩა და ტელევიზორის პულტი აათამაშა -არ გავიდეთ ზღვაზე? - ჩამოირბინა ნატამ და დის მზერის დანახვისთანავე გააცნობიერა, რომ გამოჩენა სისულელე იყო და ადგილზე მიეყინა. -აუ ცოლის და - დაიძახა სასხვათაშორისოდ ვეკუამ -ჰო- ინსტიქტურად გამოეპასუხა უმცროსი ტყუპი და ენაზე იკბინა, როცა კმაყოფილი სახით მომზირალი ალექსანდრე და სიმწრისგან გაწითლებული ლიზა დაინახა. -აჰა ესეც მე ვარ? - მიუბრუნდა ვეკო სამი წუთით ადრე დაბადებულს- ოჯახშიც მიღებული ვარ -მე ვარ სამაგიეროდ წინააღმდეგი- ესწერვა შუათანა ამაშუკელი და დას მკვლელი მზერით გახედა. -ისა, მე ავალ - სიცილის შეკავებას უშედეგოდ ცდილობდა ნატა და სირბილით აიარა კიბეები. ზღვაზე არავინ გასულა. ლიზამ სურვილი არ მაქვსო, ალექსანდრემ ლიზა თუ რჩება მეც დავრჩები, "ცოლს" ესე ხო არ მივატოვებო. დემეტრემ და ნიკუშამ დაღლილები ვართ საჭესთან ჯდომისგანო. ანუკიმ დემეტრეს გამო თქვა უარი მაგრამ მიზეზად მანაც დაღლილობა დაასახელა. ბექამ და უჩამ უთხრეს ნატას წამო ჩვენთან ერთადო, ნაგრამ იფიქრა გოგოების დაკერვაში ხელს არ შევუშლიო და ისიც დარჩა. მოსაღამოვდა. ლიზა ოთახიდან არ ჩამოდიოდა. ნატა ზემოთ არ ადიოდა, იმიტომ , რომ იცოდა ჩხუბს ვერ აცდებოდა და ამის გამო საჭმელებს აკეთებდა. დემეტრეს და ნიკუშას ისევ ეძინათ. ბიჭები ზღვიდან ჯერ არ დაბრუნებულიყვნენ. ანუკი წიგნს კითხულობდა. მხოლოდ ვეკუა იჯდა მისაღებში ვისკით ხელში და სიგარეტის ფონზე ფიქრებს ეძლეოდა. მერე კარის ხმა მოესმა და კიბეზე ჩამომავალი დემეტრე დალანდა. -უკვე დათვერი?- გაეცინა უფროს ამაშუკელს და სამზარეულოსკენ წავიდა -სალაპარაკო მაქვს - სიჩუმეში მკვეთრად გაისმა ალექსანდრეს ხმა. დემეტრემ შეღებულ კარს ხელი გაუშვა და მოტრიალდა. -დაახლოებით ვხვდები რაზეც უნდა მელაპარაკო - „გაუმარტივა“ საქმე დაძაბულ ვეკუას და მის წინა სავარძელში ჩაჯდა. -ხო რა, რაც მალე გეტყვი მით უკეთესი იქნება. ეს ღადაობა სერიოზულობაში გადაიზარდა და მე მგონი ყველა ამჩენვს, რომ ლიზას მიმართ გულგრილი არ ვარ. -დარწმუნებული ხარ რომ გიყვარს?- გამომცდელად მიაჩერდა ძმაკაცს -დარწმუნებული რომ არ ვიყო შენ გეტყოდი?! აუ იმენა მაგარი დან*რეული მაქვს რა. - ნერვიულად გადაისვა თმაზე ხელი და უფროს ამაშუკელს თვალებში შეხედა - მიყვარს ხო -მჯერა, მაგრამ იცოდე.. -ვიცი - შეაწყვეტინა ალექსანდრემ - მე კი არა შენც რომ აწყენინო, არც შენ მოგერიდები და მე ვინ ჩემი ფეხები ვარ -ტყუპებს გეფიცები, დავივიწყებ ჩვენს ძმაკაცობას და ჩემი ხელით მიგახრჩობ, ერთხელ მაინც თუ ვნახე ლიზა შენ გამო ატირებული -შენი დახრჩობა აღარ იქნება საჭირო, ეგეთი რაღაც თუ მოხდა, იქვე დამთავრდება ჩემი სიცოცხლე -კაი კაი, აღარ გვინდა ეს სენტიმენტები, დავლიოთ? -დავლიოთ ნატა სულგანაბული უსმენდა სამზარეულოს ღია კარიდან ბიჭების დიალოგს და სიხარულისგან ცეკვავდა. გრძნობდა, რომ ლიზას უკარება ხასიათისა და საქციელის მიუხედავად, არც თვითონ იყო გულგრილი, მიუხედავად იმისა, რომ უფროსი ტყუპი ჯერ ამას ვერ აღიქვამდა. ბედნიერმა რამდენიმე ბრუნი გააკეთა და შეუმჩნევლად აიპარა ზედა ოთახში. ჩაძნებულ დას გვერდით მიუწვა და ღიმილიანი სახით თვითონაც სიზმრებში გადაეშვა. დილას ადრე გაეღვიძა ყველას და ზღვისკენ აიღეს გეზი. მარტო ალექსანდრე იყო ნაბახუსევზე და მოგვიანებით გამოვალო, შემოუთვალა. შესაბამისად ვერც უფროსი ტყუპისთვის მოახერხა ნერვების მოშლა და მშვიდად გავიდნენ სანაპიროზე. ამაშუკელები ეგრევე წყალში შეხტნენ. სიღრმეში გავიდნენ თუ არა ტყუპები დემეტრეს ჩამოეკიდნენ და დაძირვას ეცადნენ, მაგრამ სულ ტყუილად. ერთი ერთ ხელში დაიჭირა, მეორე მეორეში და რომ არ შესცოდებოდა, ყვინთაობასაც ვერ გადაურჩებოდნენ. ბევრი ფართხალის მერე, როგორც იქნა გაუშვა ძმამ ორივეს ხელი და ნაპირისკენ გამოცურეს. -ანუკი, შენ რატომ არ ცურავ - წყლიდან ამოსვლისთანავე ჰკითხა ნატამ და „შეზლონგზე“ წამოწვა -რავი, რა ვაკეთო მარტომ - მხრები აიჩეჩა და წიგნი გადაფურცლა -მარტო რატომ , დემეტრეც იქაა - უდარდელად აუწყა , ვითომც არაფერიო და შეუმჩნევლად გაუღიმა ლიზას. -იყოს მეზარება, მერე ჩავალ- უარესად შეიყუჟა ქოლგის ქვეშ და შემიძლია დაზუსტებით გითხრათ, რომ მაგის მერე რაც წაიკითხა, არცერთი სიტყვა აღარ გაუგია. -აუ ცივი ყავა მინდა ნაყინით - აწუწუნდა უფროსი ტყუპი -ეხლა ვფიქრობდი ზუსტად მაგაზე - გამოეხმაურა სამი წუთით გვიან დაბადებული და ეგრევე წამოჯდა- წავალ და მოვიტან, კიდე ვინმეს ხო არ გინდათ? იკითხა და უარის მერე თამამად გაუყვა კაფის გზას. შიგნით შესვლისას მხოლოდ სამი ადამიანი დაუხვდა, რამაც გააკვირვა, მაგრამ დიდი ყურადღება არ მიუქცევია და ბარს მიუახლოვდა. ქერათმიანმა და ცისფერთვალება ბარმენმა, რომელიც ინგლისურად ელაპარაკებოდა ვიღაცას, მალევე გათიშა ტელეფონი და გოგონას მიუბრუნდა. ნატამ რატომღაც ჩათვალა, რომ უცხოელი იყო და ინგლისურ ენაზე მისცა შეკვეთა. მანაც მორჩილად დაუქნია თავი და საქმის გაკეთებას შეუდგა. -აუ ხოდა გეუბნები, მაგას ფულები უნდა დავახიოთ რა, ტიპი იმენა მაგარი კრისაა და უნდა ვაჩვენოთ, როგორ უნდა ჩვენი გადაგდება - ღვარძლიანად ლაპარაკობდა ერთ-ერთი. -მოკეტე , ეგ აქ გასარჩევი არაა - მშვიდად უთხრა მეორემ და თავით გოგონასკენ მიანიშნა. -უცხოელია ეგ, ვაფშე არაფერი ესმის- მხრები აიჩეჩა პირველმა და განაგრძო - იმენა თუ არ დააბრუნა, საიქიოს გავისტუმრებ. -მაინც სიფრთხილეა საჭირო - ისევ გაუმეორა მეორემ ისე რომ გოგონასთვის თვალი არ მოუშორებია. ნატა ზურგით იჯდა და ყველაფერი ესმოდა, მაგრამ არაფერს იმჩნევდა და მაქსიმალურად ცდილობდა ნერვიულობა არ დასტყობოდა. -აუ იმენა სუფთა ინგლისელია, ბრიტანული აქცენტი აქვს და ტყუილად ნუ ხარ შიშებში რა, გითხარი წეღან გავიგე-თქო - აგრძელებდა ისევ თავისას პირველი -ერთი წუთით - შეაწყვეტინა „სიფრთხილეს თავის არ სტკივამ“ და ფეხზე წამოდგა. ნატას მიუახლოვდა და ქართულად მიესალმა. ამაშუკელი შემოტრიალდა დაბნეულმა ინგლისურად ჰკითხა -უკაცრავად, მე მითხარით რამე? - მამაკაცმა ისევ მშვიდად მჯდარს გახედა, რომელიც თვალებით ანიშნებდა, ხომ გეუბნებოდიო. -საიდან ხართ? - მანაც ინგლისურად გაუგრძელა ლაპარაკი და უნებართვოდ ჩამოუჯდა გვერდით. -ლონდონიდან -აქ პირველად ხართ? -არა, მეორედ- ჩართო ტყუილების გუდა და აღარ გაჩერდა - პირველად სამი წლის წინ ჩამოვედი, ძალიან მომეწონა აქაურობა და წელსაც აქ გადავწყვიტე დასვენება - ღიმილით, ევროპული სიმშვიდით ელაპარაკებოდა და მაქსიმალურად ცდილობდა აღელვება დაემალა. -მშვენიერია- მიუგდო უკმეხად და თითქმის დარწმუნებული , რომ მისი მეგობარი არ შემცდარა, თავის ადგილს დაუბრუნდა. ნატამ შვებით ამოისუნთქა, სასწრაფოდ დაავლო მისთვის დამზადებულ ყავას ხელი და ისე, რომ გადახდა დაავიწყდა, კაფიდან გავიდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.