წამის მეასედი (თავი 12)
კარი გაიღო, ოთახში ნინო ბიცოლა შემოვიდა და ლიზას კითხვებს გადამარჩინა. -გოგოებო...ახლაი ამბავი მაქვს.-თქვა გაღიმებულმა.-დემე ჩამოდის. -------------- -რა...რატომ ჩამოდის?-გაუკვირდა ლიზას. -რა კითხვებია ლიზა?!-ხმა გაიმკაცრა ნინომ.-ნებართვა სჭირდება? -არა მე უბრალოდ გამიკვირდა...-ჩაილუღლუღა დარცხვენილმა. -როდის ჩამოდის?-ვიკითხე მე. -ხვალ საღამოს აეროპორტში უნდა დავხვდეთ...ამირეჯიბებმა რომ გაიგეს აქ მოიპატიჟეს. -და,ჩვენ ახლა ვიგებთ?! -თქვენთვის რამე მნიშვნელობა აქვს როდის გაიგებდით? -დიდი ხნით რჩება? -ალბათ ორი-სამი კვირით...ამირეჯიბზე რა ხდება?-ნინო სავარჯელზე ჩამოჯდა. -დედა...-დაიწყო თავჩაღუნულმა ლიზამ.-ნოე კარგი ადამიანია, ვიცი რომ გვიჭირს მაგრამ იქნებ სხვა რამე მოგვეფიქრებინა... -ლიზა მისმინე....მერამდენედ გიხსნი,რომ სხვა გამოსავალი არაა...მევალეები ფულს ითხოვენ. -კი მაგრამ... -არავითარი მაგრამ!-გაცეცხლებული წამოდგა ფეხზე.-მაგ ბიჭს თავს შეაყვარებ და ცოლად გაჰყვები. დაუვირა ლიზას ,შემდეგ კი სრაფად დატოვა ოთახი, ლიზამ ისევ ტირილი დაიწყო და უღონოდ ჩამოესვენა საწოლზე. -რა ვქნა ელე...დავიღალე, არ მინდა გათხოვება,არ მინდა ნოეს ცოლობა...-ტიროდა მოთქმით. მე კი ჯერ კიდევ თავზარდაცემული ვუსმენდი და არ ვიცოდი რა გამეკეთებინა,ამიტომაც თავზე ვაკოცე და ჩემს ოთახში წავედი,ლიზას ახლა მარტოობა სჭირდებოდა. მეორე დღეს ჩემდა გასაკვირად შუა დღეს გამეღვიძა, სწრაფად მოვწესრიგდი, ჩავიცვი და ქვევით ჩავედი, ჰამაკში ერთმანეთის გვერდით მჯდომი ტარიელისა და ლიზასაკენ წავედი, რომლებიც შოკოლადის ნაყინს მიირთმევდნენ და ხმას არ იღებდნენ. -რა ხდება? -არაფერი.-მხრები აიჩეჩა ლიზამ და ნაყინის ჭამა გააგრძელა. -შენ როგორ ხარ?-ახლა ტარიელს მივუბრუნდი. -ნორმალურად.-მისთვის შეუფერებლად, ლაკონურუდ, მიპასუხა. -ნოე სადაა? -ვინმეს ეჩხუბება ალბათ.-ისევ ტარიელმა გამცა პასუხი.- დილიდან დამცოფა და წავიდა. -რა?-გამიკვირდა მე. -ჰო,რაღაც ვერ იყო ხასიათზე, დილით მკიხა ელენა სად არისო, ვუპასუხე სძინავს-თქო და ერთი დამიბღვირა და წავიდა.-თქვა ლიზამ. -სად წავიდა?-არ ვეშვებოდი მე.-კარგი, დავურეკავ.-ვთქვი ჩემთვის და სასტუმროში შევბრუნდი. ახლა მივხვდი რაც ხდებოდა, ლიზა ალბათ ისევ ნინოზე დარდობდა, ტარიელი კი ნოესთან კამათზე, გამეცინა მათი პრობლემების მოგვარების ხერხზე და ნოეს დავურეკე. -ხო ელ.-დაღლილი ხმა ჰქონდა და მძიმედ სუნთქავდა. -სად ხარ? -ვვარჯიშობდი...რადგან გაიღვიძე სასტუმროს კაფეში ხომ არ გვესადილა?...უკვე შუადღეა-გაეცინა მას. -კი,ძალიან მშია.-მეც გამეცინა და ახლა მივხვდი რომ მართლაც საშინლად მინდოდა რამე გემრიელი. -გამოვიცვლი და ოც წუთში შევხვდეთ. -კარგი.-ვუთხარი და ტელეფონი გავთიშე. ზუსტად ოც წუთში ნოე, თხელი ჭაობისფერი მაისურითა და შავი შარვლით ჩემს წინ იჯდა, თმაზეჯერ კიდევ უბზინავდა წყლის წვეთები და მოთმინებით ელოდა, ჩემს შეკვეთას, მეც აღარ ვალოდინე, სადილი და წვენი შევუკვეთე და მიმტანს მენიუ გავუწოდე. -გუშინდელისთვის ბოდიში მინდოდა მომეხადა, უბრალოდ თოკა ძალიან გაბრაზებული იყო და ვერ მოვახერხე... -ნუ ღელავ.-გამაწყვეტინა, რადგან მიხვდა როგორ მცხვენოდა ამაზე ლაპარაკი.-უბრალოდ თავიდან შევშინდი. -ტაროელს რაზე ეჩხუბე?-ვკითხე რათა თემა შემწცვალა. -დილიას ცოტა გაღიზიანებული ვიყავი, მას კი ხომ იცნობ...- მეგობრის ძასიათის გახსენებაზე ჩაეღიმა.-ყველაფერი გულზე ხვდება. -დღეს ჩემი ძმა ჩამოდის. -ვიცი,მშობლებმა მითხრეს...საიდან ჩამოდის? -ამერიკაშია სასწავლებლად, მაგრამ მოულოდნელად ჩამოსვლა გადაწყვიტა...ისე მენატრება, ერთი სული მაქვს როდის ჩამოვა. -გეტყობა როგორ გიყვარს ძმა...თვალები გაგიბრწყინდა.-თქვა ღიმილით ნოემ და მიმტანმაც იმ წამს მოიტანა ჩვენი შეკვეთა. -ძალიან.-დავეთანხმე გაბადრული.-ოთხი თვეა არ მინახავს და ვეღარ ვითმენ. -ყოველთვის მინდოდა და ან ძმა მყოლოდა.-თქვა ღიმილით. -უფროს ძმაზე უკეთესი არაფერია.-დავეთანხმე მე. -შენც ამერიკაში აპირებ სწავლის გაგრძელებას?-მკითხა რამდენიმე წუთის შემდეგ. -არა...სკოლა ამ წელს დავამთავრე და ვაპირებ აქ გავაგრძელო სწავლა, ჯერ-ჯერობით, შემდეგ კი ვნახოთ შეიძლება წავიდე საზღვარგარეთ, მაგრამ ჯერ ნამდვილად არა. -სპეციალობა აირჩიე? -კი...ჟურნალისტობა მინდა...შენ? -მე ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეი დავამთავრე, ახლა მამაჩემის კომპანიას ვუძღვები და თან მაგისტრატურას ვამთავრებ. -არ გიჭირს? -რა? -ეთდროულად სწავლა და მუშაობა?თან მითუმეტეს დირექტორობა. -თავიდან ცოტა მიჭირდა,ბოლოს მივეჩვიე. ამ დროს ჩემმა ტელეფონმა დარეკა, ბოდიში მოვიხადე და ვუპასუხე. -ჯაყელო, გადაიკიდე მხარზე შენი ბიჯაშვილი და დაეშვით სანაპიროზე.-ტელეფონში თაზის ხმა გაისმა. -ნომერი შეგეშალა.-ვთქვი სიცილით.-მერამდენედ გითხრა მარტო გვარებით ნუ აწერ-თქო,მაწერე რა სახელებიც. -უი,უი უჟმურ ჯაყელთან მოვხვდი.- დაიწყო ქოთქოთი. -კაი ვეტყვი ლიზას და რა გითხრა მხარზე გადაკიდებისა, მაგრამ ისე წამოვალთ თუ გინდა. -ბიჭებიც წამოიყვანეთ...გკოცნი...-თავისი როლი წარმატებით დააგვირგვინა და გამითიშა. -არ არის ეს ნორმალური.-თავი გავაქნიე და ნოეს მივუბრუნდი.- სანაპიროზე გავდივარ არ წამოხვალთ? -არ მინდა ხელი შეგიშალოთ...-ნელა შეიცურა ხელი თმაში. -რა ხელი შეგვიშალოთ!-წამოვიძახე მე.-ლიზა და ტაირელი წამოვიყვანოთ და წავიდეთ. -კარგი. მე ლიზას დავურეკე,ნოემ ტაერიელს და ათ წუთში მივედით სანაპიროზე, სადაც ჩვენს გიჟებს უკვე მოესწროთ შეზლონგების ქირაობა და ახლა სანაპიროს ¼-ს იკავებდნენ. მე და ლიზამ საცურაო კოსტუმის ზემოდან გადაცმული კაბები გავიხადეთ და შეზლონგებზე პირსახოცები დავაფინეთ, ვგრძნობდი ორი წყვილი თვალის დაჟინებულ მზერას და ამით შეწუხებულმა,ჯერ რატის გავხედე დაბღვერილმა, ხოლო შემდეგ ნოეს და მივხვდი რომ ეგ არ უნდა გამეკეთებინა...ნოემ იმ წამს გაიხადა მაისური და საცურაო შორტებითღა დარჩა, ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე და ნიტას გავხედე,რომელმაც სწორედ იმ წამს მოაშორა მზერა ბიჭს და იგივე სახით გამომხედა. -ეს ბიჭი სავარჯიშო დარბაზიდან არ გამოდის თუ რა არის?- გადმომიჩურჩულა თამარმა. -კითხეთ ვინმემ.-ხელით დაინიავა თეკლამ.-შეყვარებული თუ ყავს? -ეჰ ეგ საქმე არ გამოვა ჩემო თეკლუკ.-ვთქვი მე. -რატო?-დაინტერესდა ნიტა. -არ მკითხო.-თავი გააქნია ლიზამ.-მერე მოგიყვებით. -ნოე ბიჭებთან ერთად ჩამოჯდა თავის შეზლონგზე, მის მოპირდაპირედ კი თაზი დაჯდა,რასაც გოგოების უკმაყოფილო კომენტარბი მოჰყვა, ასე რომ აღარაფერი გვქონდა გასართობი. -აუ წამო რაა ზვაში შევიდეთ.-ჩვენკენ წამოვიდა ტარიელი. -აჰა,ანუ მარტო არ არის ხოლმე იმ სავარჯიშო დარბაზში.- თქვა თელკლამ და ჩემი იდაყვიც მიიღო ფერდში.-აჰ.-წამოიყვირა და მკვლელის თვალებით გამომხედა. -ჩავიდეთ. ყველა ზღავში შევიდა, მხოლოდ მე და თორნიკეღა დავრჩით ნაპირზე. -თოკააა კიდე მიბრზდები?-ვკითხე და ტუჩები დავბუშტე. -ელე...-მომიახლოვდა და მაგრად მომხვია ხელები.- ხო იცი რომ შენზე დიდ ხანს ვერ ვბრაზდები, პროსტა ჩემ თავზე მეშლება ნერვები...აქამდე რატო არ გავარკვიე... -რატის კიდე ელაპარაკე? -არა.-თქვა და მისკენ გაიხედა.-დატკბეს ბოლო დღეებით ჩვენთან. -აუ კარგი რა თოკა... -შენ ჩუ,ისიც გეყოფა რაც ხლართე, ახლა მე ვიცი. გავჩუმდი და ხმა აღარ ამომიღია, თოკაც წყალში შევიდა და ახლა მისი ადგილი ნოემ დაიკავა. -კარგი წყალია, არ შემოხვალ?...ისე დავინახე,რომ აუზშიც არ ჩასულხარ...წყლის ხომ არ გეშინია? -არა.-თავი გავაქნიე მე.-არ მიყვარს აუზები, ზღვა მირჩევნია წამო შევიდეთ. წყალში შესვლას ვაპირებდი როდესაც უკნიდან ნაცნობი ხმა მომესმა და ბედნიერებისგან ადგილზე გავიყინე. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.