წამის მეასედი (თავი 6)
************ ელენა ************ ადრე გამეღვიძა...როგორც ყოველთვის. აივანზე გავედი და გრილი ჰაერი ჩავისუნთქე,რომელსაც თან ზღვის სუნი მოჰონდა, დილით შედარებით გრილოდა, ამიტომაც სპორტულ შორტებსა და თეთრ მაისურზე თხელი ჟაკეტი მოვიცვი, თმები ავიწიე და ნომრიდან გავედი, მხოლოდ მიმღებში იყო რამდენიმე ადამიანი და დაცვა კარებთან, ჯერ ალბათ არავის ეღვიძა, ლიზა და ნინო ბიცოლა არ გამიფრთხილებია, მათ გაღვიძებამდე დავბრუნდებოდი. დილით ერთობლივი საუზმე იგეგმებოდა, მე კი კიდევ რამდენიმე საათი მქონდა მანამდე,ყურსასმენები მოვირგე და სირბილი დავიწყე, სირბილი საუკეთესო განტვირთვის საშუალება იყო ჩემთვის, რამდენიმე კილომეტრის გარბენის შემდეგ წყალი ვიყიდე და იქვე ჩამოვჯექი, ყურსასმენები მოვიხსენი და გარემოს მოვავლე თვალი. იქვე ნოე იდგა ველოსიპედით, მიყურებდა, მასაც სპორტულად ეცვა და თვალს არ მაშორებდა. -გამარჯობა.-მივესალმე ღიმილით. -კარგი ხმა გაქვს.-მითხრა უეცრად. -მმ...მადლობა...-თავიდან ვერ მივხვდი რატომ მითხრა,მაგრამ შემდეგ გავიაზრე.-ისევ ვმღეროდი ხო?...-ჩვევად მქონდა ალბათ რომ როდესაც რამეს ვუსმენდი მეც უნდა ავყოლოდი.- ამ დილაადრიან აქ რას აკეთებ? -ველოსიპედით ვსეირნობდი და დაგინახე, შენს სტიქიაში იყავი და აღარ შეგაწუხე...ისე მართლა კარგად მღერი. -კარგი რაა...-ხელი ჩავიქნიე.-ლიზა მეუბნება ხოლმე ნუ მღერი ხალხს აფრთხობო. -გინდა ერთად გავაგრძელოთ ვარჯიში? -კი...-ხელი ავწიე და საათს დავხედე.-არა!-წამოვიყვირე უეცრად.- საუზმეზე მაგვიანდება...შენც გაგვიანდება. -ნუ ნერვიულობ.-გაეცინა.-მანამდე კიდევ ერთი საათია. -არა,უნდა მოვემზადო,თორემ ნინო ტყავს გამაძრობს.- სწრაფად წამოვდექი.-უნდა გავიქცე. -ნინო...შენი ბიცოლა? -კი.-სასწრაფოდ დავუქნიე თავი.-ზედემეტად მკაცრია.-თავი გავაქინე და სირბილით გავემართე სასტუმროსაკენ. -ელ!-დამიძახა ნოემ და მეც წამში შემოვტრიალდი.-დღეს საღამოს არ გამოგიშვებს ჩემთან ერთად?-მომიახლოვდა. -სად?-გამიკვირდა. -კლუბში მივდივართ მე და ტარიელი. -ალბათ გამომიშვებს...თუ ლიზასაც წამოვიყვან. -ძალიან კარგი, ათისთვის მზად იყავი. -ასე გვიან? -თუ გინდა უფრო ადრე წავიდეთ. -არა.-თავი გავაქნიე.-რამეს მოვიფიქრებ და ნინოს დავიყოლიებ. -კარგი.-ლოყაზე მაკოცა, შემდეგ იმავე ადილას თითით მომეფერა და მეორე მხარეს წავიდა. -კარგი...-შემოვბრუნდი და ნელი ნაბიჯებით გავემართე, თან მეღიმებოდა და ის ადგილი მეწვოდა სადაც ნოე შემეხო. „ შეწყვიტე ელენე!" შევუძახე ჩემს თავს და ისევ სირბილით გავემართე სასტუმროსაკენ. ჩემი ნომრისაკენ მიმავალს ნინო ბიცოლა შემხვდა „ბედი არ გინდა?!". -ელენა...-შეჩერდა და შემათვალიერა.-რას გავხარ?!წადი გამოიცვალე და სასაუზმოდ ჩამოდი. -მე...ვვარჯიშობდი.-ამოვილუღლუღე და ლიზას ოთახისკენ გავწიე.-დავიღალე რაა...არ შემიძლია ერთი თვე...ვერ გავძლებ.- კარი შევაღე თუ არა ლიზას საწოლზე დავწექი. -არ მკითხო...-თავი გააქნია და წამოდგა.-მიდი მოემზადე. ლიზასგან განსხვავებით სულაც არ მჭირდებოდა ორი საათი მომზადებისთვის, შხაპი მივიღე,ჩავიცვი და მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, თხუთმეტ წუთში უკვე მზად ვიჯექი ლიზას ოთახში, რომელიც ისევ კაბას არჩევდა. -ის ყვითელი ჩაიცვი.-თავით გრძელ ყვითელ კაბაზე ვანიშნე. -კარგი.-დამეთანხმა და ჩაცმა დაიწყო. -ნოეს შევხვდი დილას.-დავიწყე მე. -სად შეხვდი?-გამომხედა ლიზამ. -დავრბოდი და ისიც ველოსიპედით სეირნობდა. -მერე... -დღეს საღამოს კლუბში დაგვპატიჟა.-ვუთხარი სხვათაშორისად. -რაა?-ჩემსკენ გამოექანა ლიზა.-და ახლა მეუბნები? -აბა როდის მეთქვა ლიზა?-წარბის აწევით გადავხედე. -აუუ რა მაგარია! -რა არის მაგარი?-თავი გავაქნიე.-ნინო... -უი ხოო....-წამში დასერიოზულდა.- გაგვიშვებს? -საუზმის შემდეგ ვთხოვოთ. -აუუ რა ჩავიცვა?-ისევ კარადას მიუბრუნდა. -დაგახრჩობ!-წამოვიყვირე მობეზრებულმა. -კაი ხოო...კიდევ ვინ იქნება? -რა ვიცი...ტარიელიო. -აუუ ნოე კარგი ბიჭი ჩანს.-თქვა და გვერდით მომიჯდა. -კი...კარგი ბიჭია. -ვერ მივხვდი რატომ დაიწყო ამზე საუბარი. -ელ,რაღაც უნდა გკითხო ...ოღონდ არ გაბრაზდე... -ლიზა მკითხე და ვნახოთ გავბრაზდები თუ არა.-ისევ საწოლზე გავწექი. -ნოე მოგწონს? -რა?!-ისე წამოვხტი ფეხზე ლამის წავიქეცი.-საიდან მოიტანე? -არაფერი...უბრალოდ იმ საღამოს რომ იცეკვეთ, შემდეგ გახვედით მე ვიფიქრე...ხომ იცი დედას უნდა რომ...-თავს ვერ უყრიდა სათქმელს. -არა!-გავაწყვეტინე.-არ მომწონს. -კარგია...იმიტომ რომ,ხომ ხვდები თუ მე და ის...არ მინდა შენ...-ისევ დაიბნა. -ლიზა შეწყვიტე!-გავაწყვეტინე მე.-ხომ გითხარი არაფერია. -კარგი,რადგან ასეა მაშინ ჩავიდეთ. ხელი მომკიდა და ერთად ჩავედით ბაღში, სადაც უკვე შეკრებილიყო ხალხი და რამდენიმე ადამიანსღა ელოდნენ. -ელ,შეხედე აი იქ.-ლიზამ ხელზე დამქაჩა.-შენი საყვარელი დიზაინერი, გუშინ რომ გეუბნებოდი ჩამოსვლას აპირებს-თქო.- ლიზა ლამაზ ქალზე მანიშნებდა,რომელიც კარგად მეცნობოდა რადგან წინა დღეს გავიცანი წვეულებაზე, ის ქალი იყო ასე რომ მომაწონა თავი, ქალი ლამაზი თვალებით,ახლა მივხვდი რატომ მეცნობოდა ასე. -ღმერთო!ლიზ გუშინ გავიცანი. -რაა?-გაუკვირდა ლიზას.-სად შეხვდი? -წვეულებაზე,ცოტა ვილაპარაკეთ. -მართლაა?!რა მაგარია!კარგი ადამიანია? -ძალიან.-თავი დავუქნიე.-წამოდი მივესალმოთ. წითური ქალისაკენ გავემართეთ. -დილა მშვიდობის.-მივესალმე მე. -გამარჯობა.-გაგვიღიმა ქალმა.-ელენა არაა? -დიახ...გუშინ გავიცანით ერთმანეთი.-ახლა ლიზაზე ვანიშნე.-ეს ლიზაა ჩემი ბიძაშვილი. -სასიამოვნოა.-თქვა ლიზამ და ქალს ხელი ჩამოართვა.- მინდა გითხრათ რომ ვგიჟდები თქვენს კაბებზე. -ოჰ,ძალიან დიდი მადლობა.-გაგვიღიმა და ხელი ჩაიქნია.-და გთხოვთ,თქვენობით ნუ მომართავთ. -კარგი.-გავუცინე მე. -ახლა უნდა წავიდე,იმედია კიდევ შევხვდებით ერთმანეთს.-ქალი დაგვემშვიდობა და წავიდა. -ძალიან მომეწონა.-მითხრა ლიზამ.-თან შეამჩნიე რა ლამაზი თავლები აქვს?რაღაც განსხვავებული... -კი.-დავეთანხმე მე.-ძალიან... -დილა მშვიდობის ყველას!-თქვა მაგიდის თავში მდგომმა უფროსმა ამირეჯიბმა.-გთხოვთ დაბრძანდით და გემრიელად მიირთვით. მშვიდად ვისაუზმეთ,შხირად გამირბოდა თვალი მამის გვერდით მჯდომ ნოაზე და ისიც ღიმილით შემომხედავდა ხოლმე. საუზმის შემდეგ ოთახებში წავედით მოსასვენებლად, მე და ლიზამ კი ბიცოლას ოთახს მივაშურეთ. -რა ხდება გოგოებო?-გვკითხა და საწოლზე ჩამოჯდა. -ბიცოლა,დღეს მე და ლიზა ნოემ კლუბში დაგვპატიჟა, შეიძლება წავიდეთ?-ვკითხე აჟიტირებულმა,მაგრამ ნინო რის ნინო იქნებოდა თუ წამში არ გააფუჭებდა განწყობას. -არა.-მაშინვე გვითხრა ცივი უარი და ბევრი ცდის მიუხედავდად აღარ გადაიფიქრა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.