შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მარადიული მონატრება ხარ მისი ნეკნის (დასასრული)


14-06-2018, 18:48
ავტორი Phoenix..
ნანახია 3 642

სკამზე დაძაბული ვიჯექი და სასოწარკვეთილი სახით ვუყურებდი ჩემ წინ მჯომ ნინის.. მასაც ეშინოდა და ყველას გვეშინოდა მოსალოდნელი კაატასტროფის..მერე ხალხის კივილი გავიგე..
-ფრთას ცეცხლი უკიდია-ქალი ყვიროდა.. შევიხსენი უსაფრთხოების ღვედი და სკამებს მივუახლოვდი ბარბაცით.
-ძალიან გთხოვთ ყველამ დალუქეთ ფანჯრები, ყველას სიმშვიდისთვის ასე სჯობს..-ხმამაღლა ჯერ ქართულად შემდეგ ინგლისურად გამოვაცხადე.. მეც ვეხმარებოდი დალუქვაში, უცებ მკვეთრი მოძრაობბა გააკეთა თვითმფრინავმა და იმ მხარეს დაიწყო ვარდნა რომელ ძრავზეც ცეცხლი იყო გაჩენილი,ამან უარესი პანიკა გამოიწვია.
-ძალიან გთხოვთ სიმშვიდე შეინარჩუნეთ. ჩვენი გამოცდილი პილოტები ყველაფერს გააკეთებენ რომ მშვიდობიანად დავბრუნდეთ საქართველოში.-გამოვაცხადე მკაცრად. ძლივს მივაღწიე ჩემს ადგილამდე. დავჯექი და უსაფრთხოების ღვედი შევიკარი.ინტეფოუნი რეკავდა და ვუპასუხე.
-გამოაცხადე რომ თურქეთის აეროპორში გვიწევს დაჯდომა და მოამზადე ხალხი სწრაფი ევაკუაციისთვის.- დიმიტრის ხმა გავიგე.-როგორ ხარ? ხომ არ გეშინია?
-ცოტა კი.-ტირილის ზღვარზე ვიყავი.
-ნუ გეშინია, ყველაფერ გავაკეთები რომ მშვიდობით ჩაგიყვანო.. დღეს საღამოს წამომყვები რესტორანში, ჩვენს გადარჩენას ავღნიშ...-უცებ გინების ხმა გავიგე და ტელეფონიც გაითიშა.. ამან უფრო შემაშინა ,ბიძგები უფრო გახშირდა.
-რამდენიმე წუთში დავეშვებით თურქეთის აეროპორტში, გთხოვ ორგანიზებულად იმოძრაოთ, გასასვლელებისკენ. ერთი გასასვლელი ხომალდის ბოლოშია ერთი წინ, ამიტომ ნაწილი წინ წამოვა ნაწილი უკან. რომ გამოვაცხადებთ, სწრაფად და ორგანიზებულად დაიძვრებით გასასვლელისკენ.. -რამდენიმე წუთის შემდეგ ვიგრძენი როგორ მძიმედ შეეხო შასი ბილიკს და მძიმედ ამოვისუნთქე..
-აბა გოგოებო მოვემძადოთ გაჩერდება თუ არა სწრაფად ვმოქმედებთ..-ნინის და ნატას ორივეს შევახსენე სამოქმედო გეგმა და დაველოდე როდის გაჩერდებოდაა.შეჩერდა წამის მეასედში შევიხსენი ღვედი ვეცი ხომალდის კარებს გავხსენი, ტრაპი გაიბერა და ხალხს სათითაოდ ვუშვებდით. ბოლო მგზავრი ჩავუშვით და შემდეგ ჩვენ ჩავედით. პოლიციამ თვითმფრინავ მოგვაშორა.
ღმერთო დიმიტრი სადაა, რატომ არ ჩამოდის. თვითმფრინავი ალში იყო გახვეული ის კიდე არ ჩანდა, რამე ხომ არ დაემართა.
-ნინი რატომ არ ჩამოდის გამაგებინე სად არიან ამდენ ხანს- მივარდი ნინის და სასოწარკვეთილი ხმით ვუთხარი..
-ხომ იცი სანამ მთელ ძრავს არ გამორთავენ ვერ ჩამოვლენ.. მაგათი წესია,დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება..
-რამე მომ მოხდეს.-დიდი ხნის დადგგროვებული ცრემლები გადმომცვივდა და იქვე მდგარ მანქანას მივეყრდენი, მთელი ტანი მიკანკალებდა, ხელებს ნერვიულობისგან ვიგრიხავდი..
-ღმერთო დამეხმარე, გადმოვიდეს მშივდობით.-თვალს არ ვაშორებდი თვითმფრინავს და აი ისიც გამოჩნდა, დინჯად ჩამოვიდა თვითმფრინავიდან უკან ლადო მოყვა,ამოვისუნთქე და უფრო ამივარდა ტირილი. მოაღწია ჩემამდე..
-ელე რა გატირებს.-ხელები სახეზე მომხვია და დაღლილი ხმით მკითხა.
-შემეშინდა, ძალიან შემეშინდა შენი დააკარგვის-სლუკუნნი ამივარდა..-აღარ მინდა უშენოდ ერთი წამი მაინც გავატარო, გვეყოს უაზრო სიშორე, ვეღარ გავუძლებ.. გაპატიე გაპატიე ყველაფერი, მინდა დღეიდან ყველაფერი თავიდან დავიწყოთ.-ცრემლები არ მაძლევდა საშუალებას გარკვევით დამენახა მისი სახე, მაგრამ ბუნდოვნად მაინც ვამჩნევდი როგორ უციმციმებდა თვალები..მაკოცა და ვიგრძენი მისი ცრემლები როგორ დამეწვეთა ლოყაზე.
-ვსო ყველაფერი კარგად არის, მე და შენ ბედნიერად ვიცხოვრებთ გპირდები. -მითხრა და გულში ჩამიხუტა.-ნინის გავხედე მიღიმოდა.საბედნიეროდ მსხვერპლი არ იყო ოდნავი დაჯეჯულობები ქონდათ მგზავრებს, სპეც რეისით თბილიში გადმოგვაფრინეს.. დიტო გაბრაზებული შეხვდა დათას..
-ხომ გითხარი თვითმფრინავი გაუმართავიათქო, აუცილებელი იყო ეს მომხდარიყო რომ შეგეცვალა..
-ძალიან დიდ ბოდიშს გიხდით მომხდარის გამო. კომპანია ფულად პრემიებს ჩაგირიცხავთ და ერთკვირიან შვებულებას გაძლევთ.-დამწუხრებულმა გადმოგვხედა ყველას დათამ.-კიდევ ერთხელ დიდი ბოდიში-გვითხრა და საკომფერენციო ოთახი დატოვა.
-იდიოტი.-გამოსცრა დიტომ.-ელე მე წაგიყვან.-მომიბრუნდა და დამტკბარი ხმით მითხრა.
-შენთან წამიყვანე-მოულოდნელობისგან დადუმდა.გავუღიმე და გავყევი მანქანისკენ. მთელი გზა ჩუმად ვისხედით ჩემი ხელი ეჭირა და ეფერებოდა, შიგადაშიგ გადმომხედავდა და მიღიმოდა. მის სახლს მივუახლოვდით.
-შემოდი.-კარები გააღო და შემიპატიჟა-წყლის გადავლება გენდომება, რამეს მოგიძებნი და შედი სააბაზანოში. მე რამეს მოვამზადებ.-შესასვლელში ვიდექი და გარშემო ყველაფერს ვათვალიერებდი. სააბაზანოში შევედი და სარკესთან მისი სუნამოები შევამჩნიე, მივუახლოვდი და ხარბად შევისუნთქე მისი სუნი, განა მეჯერა რომ სახლში ვიყავი. დიდი ხანი არ გავჩერებულვარ საშხაპეში, მალევე გამოვედი და იქვე სავარძელში მისივე მაისურით ჩავესვენე.
-ეხლა ეგრე ჩუმად უნდა იჯდე?-წინ მდგარ მაგიდაზე ჩამოჯდა. ღმერთო როგორ უხდებოდა ეს ფორმა. იცით მთელი ცხოვრება ვოცნებობდი მის ტანზე ფრომა მენახა, და აი ის წინ მიზის, დასვრილი ფორმით და საოცრად ვნებიანი თვალებით მიყურებს.
-არა უბრალოდ ვფიქრობ-მიდი შედი გადაივლე შენც თორე შებოლილი ხარ მთლიანად. -გამეცინა.პერანგის საყელოს ხელი მოკიდა და დასუნა..
-ჰმმ ხოო ცუდი სუნი მაქვს. მალე გამოვალ-წამოდგა და პერანგის ღილები შეხსნა, სააბაზანოში შევიდა. გავშინაურდი სამზარეულოში ჭიქა მოვძებნე და ყავა გავიკეთე,სიმღერა ჩავრთე ლეპტოპში და აივანზე გავედი. ჩამოვჯექი. სკამს მივეყუდე და თვალები დავხუჭე.
-რაზე ფიქრობ-თავზე დამადგა დიტო.
-ჩვენზე.-სიტყვა ვთქვი და ვიგრძენი როგორ დამიარა ტანში ჟრუანტელმა.
-მიყვარხარ.-წამოვდექი ჭიქა იქვე დავდე მივუახლოვდი. შიშველ მკერდზე ხელის ზურგი დავუსვი,თვალები სიამოვნებისგან დაეხუჭა.
-სიცოცხლე ამ წუთისთვის ღირდა..-ჩუმად თქვა, ხელი წელზე მომხვია ამიტაცა და შიგნით შევედით.საწოლზე დამაწვინა ზევიდან მომექცა, მკოცნიდა სახეზე ყელზე. სიამოვნების ბგერები აღმომხვდა,
-მიყვარხარ.-ვუთხარი და ტუჩებში ვაკოცე, დაჯინებით ვკოცნიდი და ვეფერებოდი მთელს ტანზე, ამაზე ბედნიერება არაფერია ეხებოდა იმ სხეულს რომელიც გიყვარს. ზევიდან მოვექეცი და თვალებში ჩავხედე, სახეზე ჩამოყრილი თმები გადამიწია და ყელში მაკოცა, შემდეგ ლავიწზე გადავიდა და ბოლოს მისი ვნებიანი ტუჩები მკერდზე შემახო, წელზე მეფერებოდა. მთელ სხეულზე მეხებოდა მისი ხელები.
სიამოვნებისგან დაღლილი მკერდძე ვეწექი და თვალებ დახუჭული ვუსმენდი მის გულის ცემას.
-არ მესმის შენს გარეშე როგორ ვძლებდი.-მითხრა და თმაზე ფერება დამიწყო.
-ვსო გაჩუმდი არ მინდა მაგაზე ლაპარაკი, დავივიწყოთ ყველაფერი, მიყვარხარ და მინდა დარჩენილი ცხოვრება შენთან გავატარო.
-მიყვარხარ..

დასასრული.

იმედია მოგეწონათ ცემი ისტორია, ცოტახანში ისევ დაგიბრუნდებით და ვეცდები ის შეცდომები გამოვასწორო რასაც ვუშვებდი, მომვალში უფრო დავხვეწავ და იმედია კვლავ ჩემი ისტორიების მკითხველები იქნებით და ისევ გავამართლებ თქვენს მოლოდინს.
ძალიან დიდი მადლობა ჩემო მკითხველებო !



№1 სტუმარი სტუმარი სოფი

ძაან მაგარი იყო.ყოჩაღ.წარმატებები თქვენ.ველი ახალ ისტორიას

 


№2  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

სულ სულ წავიკითხავ შენს ისტორიებს❤
ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია, თითქოს არ მეყო, პატარა იყო, მე უფრო განვრცობა მინდოდა. იმედია ამას მომდევნო ისტორიებში გაითვალისწინებ და უფრო დაიხვეწები კიდეც.
ძალიან ძალიან კარგი გოგო ხარ და ნიჭიერი❤❤

 


№3 სტუმარი სტუმარი lia

sauketesod wer.azrs kargad gadmocem.

unihieresi xae getkoba.

ar gaherde daiwke axali istoria .mudamsheni motxrobebis mkitxveli❤❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent