გრძნობებთან ჭიდილი {2თავი}
საწოლიდან ნელა წამოდგა,თმაში ხელი შეიცურა და ნელა გაისწორა.სააბაზანოში შეიკეტა და სახეზე ცივი წყალი შესიხა,იქედან გამოსულმა კი საათისკენ გააპრა თვალი. როგორც ჩანს მიას მუხლებზე ჩაეძინა,ახლა კი ირგვლივ ყველაფერი ჩაბნელებულია. -ღამით აღარ დამეძინება-თავისთვის ამოიფრუტუნა და ფეხშიშველი გავიდა ოთახიდან. -მია.-ისევ დაიყვირა -გისმენ პატარა. -დღეს ხო არ მუშაობ? -არა ნუ ღელავ,არც ხვალ. -კარგია,მეც არ წავალ რა უნივერსიტეტში,ახლა არ შემიძლია. -კარგი,ოღონდ მხოლოდ ეს ორი დღე. -ისე მეუბნები თითქოს გაცდენა მიყვარდეს.-შეუბღვირა და კომფორტულად მოთავსდა სავარძელზე. -კარგი ბოდიში. -არა,ანდაც წავალ. -კარგი.-მხრები აიჩეჩა და გაახსენდა მისი ცვალებადი ხასიათი. -მია,ნიკა როდის ჩამოდის? -ხვალ ჩამოდის. -რის გაკეთებას აპირებ?-თვალები მოჭუტა და ისე შეხედა. -მე არაფერს,მისი რომელიღაცა ძმაკაცი უწყობს წვეულებას. -ჩვენც უნდა წავიდეთ?კლუბში იქნება? შენ საიდან იცი?-კითხვები ერთმანეთს მიაყარა და თვალები გაუფართოვდა კლუბის და წვეულების ხსენებაზე.ეზიზღება იქაური გარემო.საშინელი სუნი,დამაყრუებელი სიმღერა და თავში ავარდნილი,მთვრალი ტიპები. -ჩვენც უნდა წავიდეთ,კლუბში არ იქნება და მე ნიკამ მითხრა-ყველა კითხვას თანმიმდევრობით გასცა პასუხი. -დაიცა,აბა სახლში აკეთებენ,სამეგობრო წრეში? მაშინ ჩვენ რა გვინდა? -გოგო მომისმინე!სახლში უკეთებს მისი ძმაკაცი,დიდი სახლი აქვსო,ხოდა დიდი სახლის დიდ ეზოში აწყობს დიდ წვეულებას. -ხოდა მაქ დიდი ხალხიც იქნება,შენ წადი დავრჩები მე და მერე ვნახავ ნიკუშას. -თუ არ წამოხვალ ვერ ნახავ-საყვარლად აუთამაშა თვალები. -რატო…ააა,მომკლავ. -როგორ მომწონს როცა ჩემი უსიტყვოდ გესმის. -შენგან განსხვავებით ჭკვიანი ვარ-ენა გამოუყო მეგობარს და ნასროლი ბალიში აიცილა. -დამპალო ბავშვო-ხელები გადაიჯვარედინა და იქვე ჩაეშვა. -მიაკოო... -რა გინდა? -წვენი. -წადი და დაისხი. -არაა სახლში. -ფული იცი სადაცაა,აწიე ერთი ადგილი და ჩადი მაღაზიაში. -მე რომ ჩავალ შოკოლადიც შემომეყიდება. -შემოგეყიდოს,ოღონდ მომშორდი. -კარგი ხო-ფეხზე წამოდგა და ოთახში შევიდა.უცებ მოწესრიგდა და ფულს ხელი დავლო.სახლიდან როგორც კი გამოვიდ ლუფტთან დადგა და ლოდინი დაიწყო,უცებ მეზობლის კარი გაიღო,იქედან კი ახალი მეზობელი გამოვიდა.ცოტაში შერცხვა,მაგრამ მისი ჭკუით არაფერი შეიმჩნია.ბიჭმა რა თქმა უნდა იცნო და სახეზე ირონიული ღიმილი აიკრო,რაღაცის თქნა დააპირა როცა ტელეფონი აწკრიალდა,უცებ ამოიღო და უპასუხა. -გისმენ მაქსიმე-ამ სახელის ხსენებისას ტანში საშინლად გასცრა და ამ ორ დღეში მოწოლილი ყველა გრძნობა გაახსენდა. ნელა შებრუნდა მეზიბლისკენ,მაგრამ ვერ მიხვდა რატომ გააკეთა ეს.ბიჭს არც კი იცნობდა აქამდე,მაგრამ სახელი რომელიც ახსენა მასში ათას გრძნობას და წარსულის ტკივილს აღვიძებდა. ყურადღება აღარ მიაქცია და ღია ლიფტის კარებში შეაბიჯა,ბიჭიც მას მიჰყვა,თან საუბარს არ წყვეტდა.ყველა სიტყვას უსმენდა და ცდილობდა რამე ისეთი ეპოვა რომელიც დაარწმუნებდა რომ ეს ის მაქსიმე არ იყო რომელზეც ფიქრობდა,მაგრამ ვერაფერი ნახა ჩასაჭიდი. როგორც კი ლიფტის კარები გაიღო პირველი გახტა და სადარბაზოდან გავიდა,მაგრამ წამში ადგილზე შეხტა და გაშრა,როცა მის წინ,მანქანაზე აყუდებული მაქსიმე დადვანი იდგა. ამოიცნო ბიჭში ის ნაკვთები რომელიც ადრე ქონდა,გაიაზრა რომ არ ცდებოდა და ამან კიდევ უარესად მიაყენა ტკივილი.ბიჭის ირონიულ მზერას წააწყდა და თავი გააქნია,ფიქრები გაფანტა და ადგილიდან ძლივს დაიძრა.ნელა მიდიოდა და ბიჭების საუბრიდან რამდენიმე წინადადების გაგებაც მოასწრო. -იცნობ იმ გოგოს? -ისაა-ნაცნობმა ბარიტონმა მხოლოდ ეს უთხრა და მიხვდა რომ იმ საშინელების შესახებ უფრო მეტმა იცოდა ვიდრე წარმოედგინა. - ამის დედაც…-ნაბიჯს აუჩქარა და სუპერმაკეტში გაორმაგებული გულისცემით შეხტა.სექციებში გზა გაიკვლია და წვენს ხელი დაავლო,შემდეგ რამდენიმე შოკოლადიც აიღო და სალაროსთან მდებარე რიგში ჩადგა,რომელიც წინ ძალიან ნელი სვლით მიიწევდა. ერთ პარკს მთელი ძალით უჭერდა ხელს და იმას ნატრობდა,რომ ის ორი იქ არ ენახა.შვებით ამოისუნთქა და სადარბაზოში შევიდა,სახლის კარები შეაღო და სამზარეულოში შევიდა.წვენიც და შოკოლადიც მაცივარში შედო,ოთახში შევიდა და გამოიცვალა,იქედან გამოსულს კი მია შოკოლადით ხელში დახვდა და თავი უკმაყოფილოდ გააქნია. -ჩემთვის იყო მაგ შოკოლადი -დაუბღვირა და მეორეს დაავლო ხელი. -მეც კარგად ვჭამ.-ენა გამოუყო, ისევ გემრიელად ჩაკბიჩა ტკბილეული და ენა ტუჩებზე გადაისვა. -დამპალო-ეს უთხრა და თვითონაც იგივე გაიმეორა. -რატომ ხარ გაფითრებული?-მისი მოსვლისთანავე შეამჩნია ეს,მაგრამ მხოლოდ ახლა წამოიწყო მასზე საუბარი. -მაქსიმე ვნახე-მხოლოდ ეს უთხრა რამაც მიაც გააფითრა. -შეიძლება აგერია? -არა,ზუსტად ის იყო,თან საუბარი მოვისმინე-ყველაფერი დეტალებში მოუყვა და დაწყნარებული უარესად ანერვიულდა. -ჯანდაბა,ასე მალე არ უნდა მოხდარიყო ყველაფერი. -მაგრამ მოხდა,იმედია აღარ ვნახავ. -გინდა ფილმს ვუყუროთ?-უცებ გადაიტანა თემა. -კაი,გულს გადავაყოლებ-ლეპტოპი მოიმარჯვეს და სახლი ჩააბნელეს.ინტერესით უყურებდნენ ფილმს და ყველა მომენტს ინტერესით აკვირდებოდნენ.გულჩვილია-თქო ხომ ვთქვი,დასასრულს როგორც კი მიუახლოვდა ცრემლები არ შორდებოდა,მთელი სახე დანამული ქონდა.რამდენჯერ უტირია ფილმის ყურების დროს,მაგრამ როცა ვინმე ამას ხედავს ცრემლებს იმშრალებს,თითქოს არც უტირია და ხალისს ხედავდეს მასში.მია გამონაკლისია,მხოლოდ მასთან ტირის ფილმის ყურების დროს.ბავშვობაში მოუვიდა მსგავსი შემთხვევა.დედის მონაყოლიდან ახსოვს,ფილმს უყურებდა როცა დედა მისაღებში შევიდა.ტირილის პირას იყო,ცრემლები გადმოცვივდებოდა რომ არა ის…როგორც კი დედის სხეულს მოჰკრა თვალი მლაშე სითხე მოიშორა,დაუბღვირა და ისევ ტელევიზორს მიუბრუნდა. ჯიუტი იყო,თან ზედმეტიად,მაგრამ ზოგ მომენტში ესეც ადგებოდა. -გეხვეწები რა,ცუდად ხარ,წადი და დაწექი-მიას ხმამ გამოაფხიზლა,უხმოდ დაუქნია თავი და ოთახისკენ აიღო გეზი.გამოიცვალა და კომფორტულად მოთავსდა საწოლზე,შემდეგ ტელეფონს დაწვდა,სატენზე შეაერთა და სიმღერები ჩართო.ესეც მისი უჩვეულო,მაგრამ სასიამოვნო ჩვევაა,უყვარს სიმღერა.ბავშვობიდან ასეთი იყო,და ვერც ეს ჩვევა მოიშორა. დილით როცა გაიხვიძა უსიამოვნოდ შეიშმუშნა,გაახსენდა რომ უნივერსიტეტში იყო წასასვლელი შემდეგ კი წვეულებაზე.ხმამაღლა ამოიოხრა და საწოლიდან წამოდგა.იქვე საკიდზე გადაკიდებულ ტანსაცმელს დაავლო ხელი და სააბაზანოში შევიდა,მოწესრიგდა,იქედან გამოსული კი მიას ძებნას შეუდგა.მთელ სახლში გაყვიროდა მის სახელს,მაგრამ პასუს არავინ სცემდა,ბოლოს დანებდა და სამზარეულოში შევიდა.მაშინ მიხვდა რაში იყო საქმე,როცა მაცივრის კარებზე პატარა ფურცელი ნახა მიმაგრებული. <<დიტომ დამირეკა,რაღაც წვეულებას აწყობს და იქ ვჭირდები,იმედია ნიკუშას წვეულებაზე წასვლას მოვასწრებ,სახლში დამხვდი იცოდე! >> ზოგჯერ ისეთ სისულელეს წერდა გაოგნებული იყო,მაგრამ იმას მაინც უთითებდა სად იყო და ეს აწყნარებდა.არაფერი უჭამია,არ უყვარს დილით ჭამა.მხოლოდ მაცივრიდან პატარა წყლის ბოთლი გამოიღო და სამზარეულო დატოვა. შემდეგ კონსპექტებს და ჩანთას დაავლო ხელი და სახლიც დატოვა. ნელა მიუყვებოდა ქუჩას და ცდილობდა ყველაფერზე ეფიქრა გარდა გუშინდელისა.ნაწილობრივ გამოსდიოდა კიდეც,მაგამ ზოგჯერ მღერას დაიწყებდა,თან ისეთი საშინელი და ძველი სიმღერა მოაგონდებოდა ნახევარი გზა მეორე მე-ს ეჩხუბებოდა.შემდეგ იმასაც გაიფიქრებდა-ახლა ვინმეს ჩემი ფიქრების წაკითხვა რომ შეეძლოს გიჟი ვეგონები-ო და ბოლოს მართლაც დაფიქრდებოდა ამ საკითხზე,შეუძლია თუ არა ვინმეს აზრების კითხვა. ასე კამათში და სულელურ აზრებში გართულმა დაფარა სახლიდან უნივერსიტეტამდე მანძილი და ჩუმად შევიდა შენობაში. გუშინდელისგან განსხავებით ლექციას უსმენდა და დასმულ კითხვებსაც სცემდა პასუხს. ნელა მიუახლოვდა უფროსის სახლს და კიდევ ერთხელ მოავლო მზერა უკვე კარგად ნაცნობ დიდ სახლს და ეზოს.ტუჩის კუთხე ჩატეხა და ფრთხილად დააკაკუნა კარებზე. -მია,მოდი დიტო გელოდება.-მოსამსახურემ გაუღიმა. -მადლობა ნაზი-ზრდილობიანად გაუღიმა და მისაღებისკენ აიღო გეზი.მხოლოდ მისი ქუსლიანების კაკუნი არღვევდა სიჩუმეს. ნელა მიახლოვდა მისაღებს და ნელი ნაბიჯებით შევიდა ოთახში. -მია-ზურგით მჯდარი დიტო ფრთხილი მოძრაობით შემობრუნდა და გოგონას მუქი ლურჯი თვალები შეანათა,რომელიც მიას აწ უკვე ხუთი თვეა რაც სიგიჟემდე უყვარს,მაგრამ მალავს. -თქვენ ჩემი ნახვა გინდოდათ?! -კი,ასეა-თავი დაუქნია და ტუჩის კუთხე ჩატეხა გოგონას დაბნეულობაზე. -რა ხდება? -დღეს წვეულებას ვაწყობ და შენ აქ,ჩემთან ერთად უნდა იყო. -დღეს მე…მე უნდა… -მია თქვი!-მკაცრად განუცხადა. -ჩემი ბიძაშვილი ჩამოდის და მისთვის მოწყობილ წვეულებაზე უნდა წავიდე-თვალები დახუჭა და სიტყვები ერთმანეთს მიაყარა.მასთან ყოფნის დროს თამამი მია სადღაც ქრებოდა და ამაშუკელის მსგავსად,მორცხვ გოგოდ იქცეოდა. -აჰა,სამწუხაროდ აქ მოგიწევს ყოფნა. -კი მაგრამ… -მია-ისევ მკაცრად დაიგრგმინა მისმა ხმამ. -კარგი ხო,დავრეკავ მაშინ. -კარგი.-ოთახიდან გავიდა და ამაშუკელთან დარეკა.რამდენიმე ზარის შემდეგ უპასუხა. -ხო მია. -მომისმინე,ნიკას წვეულებაზე ვერ მოვდივარ,მაგრამ რამეს მოვახერხებ და ნიკას ვეტყვი მისამართი მოგცეს. -მია არა! -ამაშუკელო მომისმინე,მისამართს მოგცემენ,ადგები და წვეულებაზე წახვალ.იცოდე ახლა ყველაფერს და'ვ' იკიდებ და მაქ რომ მოვალ გაგჩეჩავ. -მია,ძალიან კარგად იცი შენ ჩემი ამბავი. -ჩემი ნათქვამი დაივიწყე და ერთხელ ეგ სიმორცხვე გადააგდე. -არ შემიძლია! -მოინდომე და შეძლებ!-მხოლოდ ეს უთხრა და ტელეფონი გაუთიშა, ჯიბეში ჩაიცურა და ისევ მისაღებში შევიდა. -ფორმა ზევითაა ოთახში,ნაზი გაჩვენებს. -კარგი-თავი დაუქნია და ნაზისთან ერთად აუყვა კიბეებს.ოთახში შევიდა და იქვე დადებული ყუთი ხელში მოიქცია,როცა გახსნა მის გაოცებას საზღვარი არ ქონდა.არ ყოფილა იქ მიმტანის ფორმა,სხვა იყო. -ბატონო დიტო,ეს…-სიტყვის დამთავრება არ აცადა. -ჩემთან ერთად უნდა იყო საღამოს. -რატომ? -წვეულებაზე მიმტანი ვერ იქნები. -რა შემიშლის ხელს? -საღამოს გაიგებ,ახლა კი მოემზადე. ნაზი საჭირო ნივთები მიეცი. -დიახ ბატობო დიტო.-ქალიც მის ნებას დაყვა და ისევ იმავე ოთახში ავიდნენ. სწრაფად დატოვა უნივერსიტეტი და სირბილით გადავიდა გზაზე.ტაქსს ხელი დაუქნია და შიგნით ჩაჯდა.მისამართი უკარნახა და ნერვიულად აათამაშა თითები.არ უნდოდა წასვლა,მაგრამ სხვა რა გზა ქონდა?! რამდენიმე წუთში ტელეფონზე შეტყობინება მოუვიდა,უცხო ნომერი იყო,მაგრამ მიხვდა რაც ხდებოდა და ეკრანი გამორთო.სახლს როგორც კი მიუახლოვდა მძღოლს ფული გაუწოდა და სადარბაზოში შევიდა. ნელა გააღო სახლის კარები და ფეხსაცმელი გაიხადა.ოთახში შევარდა და პირსახოცს დაავლო ხელი.წყალი გადაივლო და ცოტახანი სააბაზანოშიც ინებივრა.პირსახოცშემოხვეული გამოვიდა იქედან,ფენი ჩართო და თმები გაიშრო.უცებ ტელეფონის ეკრანი განათდა,მიასგან იყო შეტყობინება. << ის შავი კაბა ჩაიცვი მე რომ მიყვარს ;) >> არც ახლა ანებებდა მია თავს,გაეცინა მის ამ საქციელზე და რა თქმა უნდა მის რჩევას მიენდო.მოწესრიგდა და სახლიც დატოვა. ისევ ტაქსი გააჩერა და მისამართი უკარნახა.უჭირდა ამის გაკეთება,მაგრამ თავს ძალა დაატანა.არა უშავს,ნიკას მაინც ვიცნობო ფიქრობდა და ამით იმშვიდებდა თავს. -გოგონა,მოვედით-მძღოლმა გამოიყვანა ფიქრებიდან.ფული გაუწოდა და მანქანაიდან გადმოვიდა.ნელა ააყოლა შავ დიდ ჭიშკარს თვალი და მიხვდა,რომ “მაღალ საზოგადოებაში“ მოხვდა.იქვე მყოფმა დაცვამ შიგნით შეუშვა. ირგვლივ ყველაფერს მოავლო თვალი და მძიმედ გადაყლაპა ნერწყვი.რამდენიმე წყვილი თვალი მისკენ იყო მომართული და ეს უარესად აბნევდა.მათი მზერა შეძლების და გვარად დააიგნორა და ნელი ნაბიჯებით დაიწყო სვლა.უცებ კი ნაცნობ სილუეტს მოჰკრა თვალი და დაიჩურჩულა. -მია? ნელა შებრუნდა და გაკვირვებული უმზერდა მის წინ მყოფ ამაშუკელს.ვერ იჯერებდა რომ მის წინ მდგომი ის გოგონა იყო რომელსაც ამდენი წელია იცნობს. -არა?! -აქ რას აკეთებ?-გაკვირვებული უმზერდა მიას. -ერთი წუთით.თუ შენ ახლა ნიკუშასთვის მოწყობილ წვეულებაზე ხარ,მე კი ჩემი უფროსის მიერ მოწყობილ წვეულებაზე ანუ? -ანუ დიტო და ნიკუშა ძმაკაცები არია. -შანსი არაა-იუარა და მეგობარს ხელი ჩაავლო.ნელა იკვლევდა ხალხში გზას,წამში კი დიტოს აესვეტა წინ. -ბატონო დიტო. -მია,ბატონოს გარეშე. -დიტო. -გისმენ. -ნიკუშა თქვენი ძმაკაცია? -კი-თავი ნეკა დაუქნია,თითქოს აქაც არაფერიო. -მერე ამას ახლა რატომ მეუბნებით? -არ გიკითხავს. -ჯანდაბა-ნელა მოშორდა და სულ დაავიწყდა გვერდით მდგომი დაქალი. -უი ხო,გაიცანით ეს ჩემი დაქალ… -სასიამოვნოა,მე დიტო-წინადადება ისე გააწყვეტია სახელის თქმაც არ დააცადა.-ზრდილობის პიკი-ჩაიდუდღუნა და ახლა ორივე გაეცალა მას. ვერცერთი ერთობოდა,იქვე კუთხეში იდგნენ და ნიკუშას ელოდნენ,რომელიც იგვიანებდა. ამაშუკელი ვიღაცის მწველ მზერას აიგნორებდა,ამდენ ხალხში ვერ შენიშნა მზერის პატრონი და ცოტათი შეეშინდა კიდეც,მაგრამ გასაკვირი არაა,რადგან ის ჩვეულებრივზე ლამაზად გამოიყურება. მია კი მოღუშული იდგა,დრო და დრო დიტოს თუ გახედავდა,მაგრამ წამში აშორებდა მზერას.ის კი,ხვდებოდა,ხვდებოდა რა თვითონაც იგივეს იმეორებდა და სახიდან ღიმილი არ შორდებოდა. ასე გავიდა ნახევარი საათიც და როგორც იქნა ნიკუშა გამოჩნდა.ყველა მასთან მიცვიბდა,მია და ამაშუკელი კი ისევ კუთხეში იდგნენ.ბოლოები მივიდნენ ბიჭთან და მთელი ძალით მოხვიეს ხელები. -როგორ მომენატრე ნიკუშა-მიამ ნელა წამოწია მისი მკერდიდან თავი და ერთი თავით მაღალ ბიძაშვილს ლოყაზე ტუჩები მიაწება. -მეც ჩემო პატარა,მეც ძალიან მომენატრე. -სხვათაშორის მეც აქ ვარ-ბიძაშვილები ერთმანეთს დააშორა და თვითონ მოხვია ბიჭს ხელები. -ჩემი ფსიქოლოგი,რამდენად გალამაზებულხარ გოგო. -ლამაზი არ ვიყავი? -არა მაგ არ მითქვამს,ცუდად ნუ იღებ. -ვიცი ნიკოლოზ-ოდნავ წამოიწია და ახლა თვითონ მიაწება ბიჭს ტუჩები.-აბა,გართობა დავიწყოთ-წელზე შეუცურა ორივეს ხელი და ნელა წაიეია წინ. შეასრულა ამაშიკელმა პირობა და სიმორცხვე მოიშორა,მაგრამ მაინც ქონდა კომპლექსები.დალევიდანაც იკავებდა თავს და მხოლოდ კოკტეილს წრუპავდა,ყველაფერი კარგად ახსოვს ბოლო ჭიქის დალევამდე.შემდეგ კი,თითქოს მეხსიერება წაუშალეს. დილით ტელეფინის ზარმა დაურღვია სიმყუდროვე.არც კი შეუხედავს ვინ ურეკავდა,ტელეფონი ყურთან მიიტანა და ჩუმად დაიჩურჩულა. -გისმენთ. -ანა სად ხარ?-მიას განერვიულებული ხმა როცა გაიგო გამოფხიზლდა და მხოლოდ მაშინ იგრძნო წელზე მოხვეული მძიმე ხელი. ვიცი,გუშინ უნდა დამედო ეს თავი,მაგრამ თვალი საშინლად მტკიოდა.თუმცა დღეს ტკივილი დავაიგნორე და დაგიბრუნდით,ამიტომ სადმე შეცდომა რომ აღმოაჩინოთ არ მიწყინოთ რა ^^ და კიდევ,ძალიან დიდი მადლობა ასეთი დადებითი ემოციებისთვის,ყველაფერი მხოლოდ თქვენთვის ^^ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.