ბრმაა,ძვირფასო,სიყვარული(თავი 1)
კლასელის დაბადების დღიდან მოდიოდა.გვიანი იყო.ტაქსი ძლივს გააჩერა და მაშინვე ჩახტა.სახლის მისამართი უკარნახა და საზურგეს მიეყრდნო.საშინლად ეძინებოდა.იმდენი იცეკვა კუნთები სტკიოდა.თვალები მინაბა და ჩუმად ღიღინი დაიწყო.თავისთვი.კინაღამ ჩაეძინა.მძღოლის,ბოხმა,უსიამოვნო, ხმამ შეაწვყვეტინა "სინღერა".თავი წამოსწია და კაცს გადახედა.მძღოლმაც არ დააყოვნა მოვედითო უთხრა.გოგონამ ფული მიაჩეჩა და მანქანიდან გადაკუსკუსდა.სადარბაზოსკენ წავდა და ჩანთაში ტელეფონის ძებნა დაიწყო.ჩაბნელებულ სადარბაზოში შეაიჯა და ლიფტის ღილაკს დააწვა.ტელეფონი ამოიღო და შეამოწმა -რამდენჯერ გაგაფრთხილე ღამეს ნუ დაბორიალებ-თქო გაიგონა გოგონამ მისთვის ასე ნაცნობი და საყვარელი ხმა.ღიმით შეტრიალდა ყმაწვილისკენ და მისი სახის ძებნა დაიწყო.ვერც იპოვა ისეთი სიბნელე იყო -ჰო,რა იყო ცოტა შემაგვიანდა გაღიმევული იდგა გოგონა და ერთი სული ქონდა როდის მოეხვეოდა -ცოტა?ერთ საათშიგათენდება გოგო! თითქმის დაიყვირა ბიჭმა და ამასობაში ლიფტის კარიც გაიღო.უკვე კარგად ხედავდა ნენე ბიჭის გახეთქილ ტუჩსა და წარბს.გაბრაზდა.საშნლად გაბრაზდა ბიჭზ და უკან აედევნა ლიფტში შესულს.ღილაკს გაბრაზებულმა დააჭირა თითი და ჯიქურ გაუსწორა მზერა ორი თავით მაღალს.წარბები უსიამოვნოდ შეჭმუხნა და ლიფტიდან პირელი გავიდა.ჩანთიდან გასაღები ამოიღო და სახლში შევიდა.ჩანთა და ფეხსაცმელები იქვე მიყარა და მისაღებისკენ დაიძრა.ჩუმად მიყვებოდა ბიჭი უკან.აკვირდებოდა თავის ნენეს.მაცივართან მივიდა ლუდის ქილა გადმოიღო და ერთი ამოსუნთქვით გამოცალა -ნენე მალე გამოდი! გასძახა გოგონას და დივანზე მოწყვეტით დაეცა.მალევე გამოვიდა მია ოთახდან.ორი ზომით დიდი სპორტული შარვალი და მაისური ეცვა.ხელში სამედიცინო ყუთი ეჭირა.ანდრიას წინ მაგიდაზე დაჯდა და ბიჭის ჭრილობებს ფრთხილად შეახო გაყინული თითები -ასე როდემდე უნდა იყო ანდრია?ასე როგორ შეიძლება?! ამოიკნავლა გოგონამ და ბამბაზე სპირტი დაასხა,შემდეგ კი სახიდან სისხლის ფრთხილად გაწმენდა დაიწყო -რატო გსიამოვნებს საკუთარი თავის დამახინჯბა?წამოდი რა იქიდან! უკვე ხელების კანკალი ეწყებოდა ნენეს.ცრელმებს ვეღარ იკავებდა -არ იტირო!არ გაბედო! ბრძანებას უფრო გავდა ბიჭის ნათქვმი ვიდრე დამშვიდებას -ჩემზე სულ არ ფიქრობ?სულ არ გეცოდები? უფრო უმატა გოგონამ ტირილს და ანდრიას მკერდს მუშტები დაუშინა -წადი და შენმა კატომ მოგიაროს!მან გიწმინდოს სისხლები სახიდან! გაბრაზებული წამოხტა ფეხზე და გასვლას აპირებდა ნაკანმა მაჯაზ ძლიერად რომ მოუჭირა თითები და მისკენ მიატრიალა -წავალ,გინდა?! გამომცდელად შეხედა გოგონას და უფრო მეტად მიიზიდა მისკენ.დაიბნა გოგონა.აბნევდა ანდრიას სიახლოვე.ამოიკრუტუნა და ბიჭის მკედზე მიაბჯინა შუბლი.მალევე იგრძნო თავზე ანდრიას ტუჩების შეხება.გააჟრჟოლა.სასიამოვნოდ დაბურძგლა მთელ სხეულზე.ცრემლები შეიმარალა და ბიჭს მოშორდა -დაჯექი ასე ვერ გწვდები ხმადაბლა უთხრა და ისევ აიღო ბამაბა და სპირტი.ჭრილობების გასუფთავებას რომ მორჩა პირსახოცი და გაბრიელის შარვაი მიაჩეჩე ბიჭს და სააბაზანოში შეუშვა.თვითინ კი ოთახი მიალაგა და ბიჭისთვის საწოლის გამზადება დაწყო.ამასობაში ანდრიამაც გადაივლო წყალი და კარების ჩარჩოზე ატუზული უყურებდა ნენეს.გოგონა რომ შეტრიალდა მოულოდნელობისაგან შეხტა და გულზე ხელი მიიბჯინა -შემაშინე სიცილნარევი ხმით უთხრა და მისკენ დაიძრა. -შეგიძლია დაწვე ყველაფერი მზადაა. გაუღიმა და ოთახიდან გასვლა დააპირა წინ ნაკანი რო აესვეტა -მადლობა ნენე ყველაფრისთვის! დაიხარა და მის საყვარელ ადგილას, ყბაზე მიაკრო ტუჩები ნენეს.თვალები მიენაბა გოგონას.ფეხზე ძლივს იდგა ამდენ ემოციას ვეღარ გაუძლებდა.ტუჩზე მწარედ იკბინა სიამოვნებისგან რომ არ წამოეკვნესა.გონს რო მოვიდა ანდრეა უკვე საწოლთან იდგა და ნენეს მიშტერებოდა -ძილინებისა ჩაიბუტბუტა გოგონამ და ოთახი სწრაფად დატოვა.წყალი გადაივლო და საწოლში შეიყუჟა.საკმაოდ ციოდა.ოდნავ როგორც კი გათბა ეგრევე ჩაეძინა.დილით ანდრიას მკერდზე იყო აკრული და ტუჩებს საყვარლად აცმაცუნებდა.ბიჭიც გაღიმებული უყურებდა და თმაზე ფრთხილად ეფერებოდა.ნენემ გამოფხიზლება როგორც კი დაიწყო ხელი მოაშორა და ღიმილიც გაიქრო სახიდან -რა გინდა შენ აქ? წარბები აწკიპა გოგომამ და საწოლზე წამოჯდა.მოკლე პენუარი ძლივს უფარავდა გრძელ,გამხდარ ფეხებს და მადისამღძვრელ მკერდს.ნაკანმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და საწოლიდან სწრაფად ადგა -მშია. თქვა და ოთახს გაეცალა.ნენემ მხრები აიჩეჩა და სააბაზანოსკენ გაეშურა.მოწესრიგდა და სამზარეულოში გავიდა.საჭმელი სწრაფად გაამზადა და მაგიდას აწყობდა გაბრიელი რო დაადგა თავზე.გაბრიელი და ნენე დეიდაშვილები არიან.ნენეს მშობლების გარდაცვლების შემდეგ გაბრიელმა აიღო მასზე მეურვეობა.ანდრია გაბრიელის ბავშვობის მეგობარი იყო.ფაქტიურად ნენე მის თვალწინ გაიზარდა. თვალების ფახუნით ახედა გოგონამ დეიდაშვილს.ისიც წარბაწეული უყურებდა -რა უნდა ამას აქ? ჯერ ნენეს შეხედა მერე ანდრიას -რა იყო შე ჩემა შენთან მოვედი მაგრამ სახში არ დამხვდი მობეზრებულმა აიქნია ხელი და ფეხზე წამოდგა -მაჭამეთ ტო მშიაა ამოიზმუვლა გაბრიელმა და მაგიდას მიუჯდა.იმდენი ჭამა ლამის გასკდა ძლივს გაგორდა მისაღებში. -სად იყავი გუშინ? ნენემ სამზარეულო როგორც კი მიალაგა მისაღებში გავიდა ბიჭებთან. -გითხრა რა პოზაში ვი***ავე? ცალყბად გაუღიმა და მაგიდაზე ფეხები ააწყო -ფუ რა იდიოტი ხარ სახე დამანჭა ნენემ და დეიდაშვილს თავში წამოარტყა ხელი.მანაც უცებ მოკიდა მაჯაში ხელი და კალთაში ჩაისვა -ხელებს რატო არ აჩერებ ქალბატონო? ლოყები დაუკოცნა დეიდაშვილს და ძლიერად ჩაეხუტა.ისიც კისკისებდა და ხელებს უმისამართოდ აქნევდა.შემთხვევით ანდრიეს რო მოხვდა.უცებ შეწყვიტა სიცილი და ნაკანს გახედა.წარბებ შეკრული რომ უყურებდა.ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაღიმებოდა ისეთი საყვარელი იყო შეშინებული ნენე. -წავედი მე გაბრიელ და გნახა რა საღამოს თავისი ნივთები აიღო და სახლი დატოვა ანდრიამ. მოიწყინა ნენემ.არ იცოდა რა გაეკეთებინა.გაბრიელის ოთახში გაფრატუნდა და ბიჭს მიუწვა გვერდით.გამწარებული წერდა ვიღაცას და იღიმოდა საერთოდ არ შეუმჩნევია ნენე. -გაბრი წავიდეთ რა სადმე კნუტის თვალებით ახედა და მხარზე აეკრო -ანდრია და კატო არიან ბარში და წავიდეთ თუ გინდა ზევიდან დააწვა გოგონას და ლოყაზე უკბინა -მეტკინაააა დაიყვირა ნენემ და მანაც უკბინა დეიდაშვილს.გაბრიელის ჭყავილმა გაჰკვეთა ოთახი.ნენე სიცილს ვერ იკავებდა.ბოლო ხმაზე ხარხარებდა.გამყრელიძე კი ლოყას იზელდა -მეტკინა შე ალქაჯო! -არაუშავს გაგივლის ისევ კისკისებდა და ცრემლებს იწმენდდა.გაბრიელმა ფეხზე წამოაგდო და კარებისკენ უბიძგა -მიდი მოემზადე და გავიდეთ -მუშუს აჭამე რა სანამ ჩავიცვამ მიაძახა და ოთახში შევიდა.გაბრიელმა კნუტს აჭამა და ნენეს შეაკითხა ოთახში.მანაც გაუღიმა და ბიჭთან ერთად დატოვა სახლი.ბარში ანდრია და მისი შეყვარებული კატო დახვდათ.ერთმანეთზე გადაფსკვნილები ისხდნენ და ურთმანეთს უღიმოდნენ.ნენემ თვალები აატრიალა და თავისი საყვარელი მანგოს წვენი მოსვა რომელიც გამყრელიძემ მიუტანა.ცოტახანს ასე იჯდა გოგონა.ბოლოს მოსწყინდა და გაბრიელთან ერთად ცეკვა დაიწყო.თვალს ანდრიასკენ აპარებდა კატოს გამალებით რომ უყვებოდა რაღაცას და ერთად იცინოდნენ.დეიდაშვილის მხარზე დადო თავი და თაველბი დახუჭა.გაბრიელი თმაზე ეფერებოდა ნენეს -ნენე გამყრელიძემ თავი ააწევინა გოგონას და თვალებში ჩააშტერდა -რაიყო გოგონამ გაუღიმა და ლოყების გაწელვა დაუწყო -გინდა რაჭაში წავიდეთ ერთი კვირით ან მეტით -რავიცი შენ თუ გინდა წავიდეთ წარბები საყვარლად შეჭმუხნა გოგონამ -ეე მე შენ გეკითხები ციცქნა ცხვირზე თითი დაკრა გოგონას -ჰო კაი წავიდეთ მხრები აიჩეჩა გოგონამ -მიყვარხარ ბაჭია ლოყაზე ხმაურით აკოცა გაბრიელმა და მაგიდისკენ წაიყვანა. გადაწყვიტეს რაჭაში წასვლა.ანდრია და კატოც მიდიოდნენ.ნენემ დიდხანს იწუწუნა მაგრამ გაბრომ მაინც დითანხმა. მთელი გზა მშვიდად ეძინა გოგონას.რაჭაში მისვლისას სახლი მიალაგეს და ოთახებში განაწილდნენ.გაბრიელს მეგობარი გოგო ახლდა და მასთან ერთად შევიდა ოთახში.უკვე გვიანი იყო ნენე ვერ იძინებდა.საწოლზე იყო წამოგორებული და კნუტს ეფერებოდა ანდრეამ რო შეაღო კარები.გოგონას მიუწვა გვერდით და მუშუს გადაუსვა ხელი თბილ ბეწვზე -რატო შემოხვედი? არც გაუხედავს მისკენ ისე კითხა -მომინდა და შემოვედი გოგონასკენ გადატრიალდა და ჯიქურ მიაშტერდა მის უნაკლო პროფილს -მინდოდა და შოვედი თავისთვის ჩაიფრუტუნა აბაშიძემ -ნენე მესმის! -ხოდა გესმოდეს ზურგი აქცია გოგონამ და მუშუ უფრო ძლიერად ჩაიხუტა -გამებუტე? ანდრიას გაეღიმა და გოგონას ზურგზე აეკრო.ხელი მუცელზე მოხვია და თავი მხარზე დაადო.გააკანკალა ნენეს.სუნთქვაც კი გაუჭირდა წამიერად -შენს კატოსთან წადი! ეცადა მკაცრად ეთქვა მაგრამ ხმა გაებზარა გოგონას.ცოტაც და იტირებდა.ნაკანმა მისკენ მიატრიალა და გავარვარებული ტუჩები ლოყაზე მიაწეპა.კარგა ხანს არ მოშორებია მერე ისევ ნენემ გაწია თავი.ვეღარ უძლებდა მთელი სახე ეწვოდა -ანდრია რას მერჩი უფ ამოიკნავლა გოგოგონამ და თვალები მლაშე სითხით აევსო -ნენე არ გაბედო ტირილი!ვერ ვიტან უაზროდ როცა ტირი! ხმა ჩახლეჩოდა ანდრიას. -რას მტანჯავ?გსიამოვნებს? წამოიყვირა ნენემ და ფართხალი დაიწყო ბიჭის მარწუხებიდან გასათავიზუფლებლად. -მოისვენე! უფრე ძლიერად აიკრა გოგონა -გამიშვი უნდა გამოვიცვალო ხელზე უჩქმიტა და მუშუ საწოლზე გადასვა.ანდრიამ ხელები გაუშავ და მაიკა გადაიძრო.საწოლში შეწვა და ნენეს დაუწყო ლოდინი.ისიც მალე გამოვიდა სააბაზანოდან წითელი,მოხდენილი პენუარით.სწრაფად გადასწია საბანი და საწოლში შეწვა.ანდრიამაც არ დააყოვნა სწრაფად მოხვია ხელები გაყინულ მხრებზე და მისკენ მისწია -კატოსთან რატო არ ხარ? -კატოს შოკოკადის სურნელი არ ააქსვ! ცხვირის წვერი ყელზე გაუხახუნა და გაეღიმა ნენეს დაბურძგლულ სხეულზე -დაიძინე. შუბლზე აკოცა გოგონას და თვლები დახუჭა. დილით მარტოს გაეღვიძა ნენეს.ანდრია მის გვერდით არ იწვა.ეწყინა.ფეხზე წამოდგა და მოწესრიგდა.კიბეებზე ეესმოდა კატოს სიცილი და მისი მოკვლის სურვილი ახრჩობდა.გაბრიელს ლოყაზე აკოცა და სამზარეულოში შევიდა.ჩაი მოიდღა და ეზოში,ჰამაკში ჩაჯდა.მშვიდად იჯდა სანამ ანკა და კატო არ გამოვიდნენ ბიჭებთან ერთად -ტყეში ვაპირებთ გასეირნებას შენც ხო წამოხვალ? უშნოდ გაწელა სიტყვები კატომ და ნენემ ისეთი სახით ახედა ანდრიამ ფხუკუნი დაიწყო. -წამოვა აბა რას იზამს გაბრიელმა ჭიქა გამოართვა და წამოაყენა.ტყეში მისეირნებდნენ.ნენე დაიღალა და ცივ ქვაზე ჩამოჯდა.იფიქრა მერე დავეწევიო.დრო ისე გაეპარა ვერც კი მიხვდა როგორ ჩამორჩა დეიდაშვილ.თვალებს დამფრთხალი აცეცებდა და არ იცოდა სად წასულიყო.ტირილის დაწყებას აპირებდა ანდრია რომ მიუახლოვდა -რატო გაჩედი?!იცი როგორ ვინერვიულე მოვტრიალი და რო ვერ დაიგახე. ხელები მოხვია და ჩაიხუტა -სულ გაყინულხარ თავისი მოსაცმელი გაიხადა და გოგონას მიაწოდა.მანაც გამოართვა და სწრაფად ჩაიცვა.მაშინვე იგრძნო ანდრიას გამაბრუებელი სურნელი -გაბრიელი სად არის? ხმა ჩახლეჩვოდა.ყელიც საშინლად ეწვოდა -ალბათ უკვე სახლში იქნებან.წამოდი,მალე დაღამდება ხელის გული ზურგზე მიადო და წინ უბიძგა.გზაზე ხმა არცერთს არ ამოუღია.სახლში როგრც კი შევიდნენ კატო კისერზე ჩამოეკიდა ანდრიას და მთელი სახე დაუკოცნა -ანდრუშა წამოდი ოთახში ავიდეთ.რამდენი ხანია გელოდები გაუღიმა ბიჭს და კიბეებისკენ წავიდა.ნაკანიც მას მიყვა.ნენემ გაბრიელი ნახა,კარგად გამოლანძღა ყურადღებას რო არ აქცევდა და ოთახში შევიდა.ცხელი აბაზანა მიიღო და თავის პენუარზე ანდრია მოსაცმელი მოიცვა.მუშუ ხელში აიყვანა და კიბეები ღიღინით ჩაირბინა.სამზარეულოში შევიდა და შუქი აანთო.მაგიდაზე მიყრდნობილი ანდრია რომ დაინახა ისე შეეშინა წამოიკივლა.ეგონა ყველას ეძინა -ჯანდაბა როგორ შემაშინე ღრმად სუნთქავდა და გაყინულ წვივებს ერთმანეთზე ახახუნებდა. -რატო არ გძინავს შენ? წარბებშეკრული უყურებდა ნაკანი გალურჯებულ გოგონას -მუშუს უნდა ვაჭამო კნუტზე მიუთითა და მაცივრიდან კატისთვის საჭმელი გადმოიღო. -მომეცი მე ვაჭმევ შენ ადი დაიძინე გაყინული ხარ.გაცივდები! -არ მინდა მე თვოთონ ვაჭმევ მაგიდაზე დასკუპდა და ფისოც გვერდით დაისვა.ქილა გაუხსნა და საჭმელი წინ დუდო.მანაც სწრაფად დაიწყო ჭამა -რატო ხარ ჯიუტი?! ანდრია გოგონას წინ დადგა და თავისი გრძელი,თლილი თითები მიას ბარძაყზე დადო.ოდნავ მოუჭირა და მისკენ მიქაჩა.ნენემ ბიჭს ახედა და სახე მოეღუშა უემოციო გამომეტყვლებით რომ დასცქეროდა.თავი დახარა და ანდრიას ხელი მოიშორა.თავი ისე დაიჭირა ვითომაც არაფერიო -კატო მომყავს ცოლად ისე უეცრად უთხრა ,ნენე კინაღამ მაგიდიდან გადმოვარდა.უცებ ახედა მომღიმარ ბიჭს და გული საშინლად ეტკინა.მუშუ ხელში აიყვანა და სწრაფად ჩამოხტა მაგიდიდან -კიდე კაი მეშველება და აღარ მომადგები შუაღამისას ნაცემ-ნაბეგვი სწრაფად აუარა გვერდი და ოთახში შეიკეტა.დილამდე ტიროდა.გამთენიისას ჩაეძინა.მერე გაბრიელმა მიუკაკუნა კარებზე სასეირნოდ გავდივართ და გამოდოი.ნენემ გასძახა შეუძლოდ ვარ თქვენ წადითო.კი გაიგიჟა გაბრიელმა თავი სად წავიდე ცუდად თუ ხარო მაგრამ ნენემ დაარწმუნა რომ სერიოზული არაფერი სჭირდა.ცოტახანს იწრიალა საწოლში.შემდეგ ადგა და დაბლა ჩავიდა.ცოდა წაიხემსა და ჰამაკში გაწვა კნუტთან ერთად.ისე ჩაეძინა ვერც კი მიხვდა.ნაცნობი სურნელი რომ იგრძნო და ძლიერი მკავები მოეხვია,თვალები ჭყიტა და წააწყდა კიდევაც ანდრიას კარამელისფერ სფეროებს -დამსვი! ფართხალი დაიწყო და კინაღამ გაუვაედა ნაკანს.თვალები რომ დაუბრიალა გოგნას,ნენე მაშინვე გაჩედა.ბიჭმა ოთახში შიყვანა,საწოლზე დასავა და ოთახი ხმისამოუღებლად დატოვა. ისევ ადგა ნენე და ჩავიდა ქვვით.ყველნი იქ იყვნენ.რაღაც ფილმს უყურებდნენ და ახლად მოხალულ ბატიბუტს მიირთმევდნენ.ნენე ანდრიას და გაბრიელის შუაში ჩაჯდა.დეიდაშვილს ბურბუშელის ჯამი ააცალა და თვითონ დაიდო მუცელზე.მუჭით იტენიდა პირში ბატიბუტს და ფილმზე იცინოდა.ანდრიასაც ეღიმებოდა მისი შემხდვარე. მაგიდაზე დადებული ნენეს ტელეფონი რომ ამღერდა ნაკანმა მაშინვე გახედა ნენეს.ისიც უცებ წამოიწია,ტელეფონს ხელი დასტაცა და სამზარეულოში შევარდ.მისი ერთ-ერთი თაყვანისმეცემელი ურეკავდა.მაგიდაზე იყო დამჯდარი და ფეხებს ორი წლის ბავშვივით აქანავებდა თან გულიანად კისკისებდა.ანდიამ ვერ მოითმინა და სამზარეულოში რასაც ქვია შევარდა.ნენეს რომ შეხედა ეჭვიანობისგან სახეზე წამოწითლდა და მუშტები ძლიერად შეკრა.მაცივართან მივიდა ვითომ ლუდი უნდოდა.ისე წელავდა ამ პროცეს აბაშიძემაც კი გახედა მაცივრის კართან გახევებულ ბიჭს და ნიშნისმოგებით გაუღიმა.მაგიდიდან ჩამოხტა და ოთახში ავიდა.საწოლზე გაწვა და ისე გააგრძელა ლაპარაკი.ანდრია უკვე ჭკუიდან გადადიოდა.კიბეები სწრაფად აირბინა და ნენეს ოთახში შეუვარდა.ტელეფონი ააცალა და სწრაფად გათიშა -რა უნოდა ამას? წარბებშეკრული დაჰყურებდა საწოლზე გაშოტილ გოგონას -რავიცი,მომიკითხა სად ხარო,გნახავო.მეც ვუთხარი რაჭაში ვარ მოდი თქო მხრები აიჩეჩა ნენემ და საწოლზე წამოჯდა.ხარხარი კინაღამ დაიწყო ანდრიას აწითლებული სახე უკეთ რომ დაინახა -არსადაც არ მოვა! -ოფ კაი ერთი.შენ ვინ გეკითხება? ფეხზე წამოიმართა და ნაკანს წინ აესვეტა -მე გაგაფრთხილე დაიხარა,შუბლზე აკოცა და ოთახი ისე დატოვა ვითომაც არაფერიო.საშინლად გაბრაზდა ნენე და მართლაც მისწერა გიორგის რაჭაში ამოდიო.ისიც სიხარულით დასთანხმდა.გიორგი ჭკადუა მამამისის ახლო მეგობრის ვაჟი იყო.დიდად არ ეხატებოდა გაბრიელს გულზე მაგრამ უწევდა ატანა რა ექნა.გოგონამ კიბეები ჩაირბინა და დეიდაშვის ახარა ხვალ გიორგი ამოვაო და აბა შენ იცი ჭკვიანადო. დილით გიორგი დაადგათ თავზე.ანდრია ისეთ ხასიათზე იყო კატო კინაღამ გააკრა კედელზე. ამინდი შესანიშნავი იყო ამიტომ გადაწყვოტეს მდინარეზე წასუიყვნენ. ნენემ ცურვა არ იცოდა ამიტომ პირსახოცი ნაპირზე დააგო და ზედ გაწვა.მზეს ეფიცხებოდა და სხეულს ირუჯავდა.იგრძნო გვერდით ვიღაც რომ მიუწვა.სათვალე ჩამოსწია და მომღიმარ გიორგის თავადაც გაუღიმა -შენ რატო არ ჩადიხარ? -ცურვა არ ვიცი უხერხულად ჩაეღიმა და როგორც კი წააწყდა ანდრიას გააფთრებულ თვალებს გიორგისკენ უფრო ახლოს მიიწია.რაღაცაზე იცინოდნენ ანდრია რო დაადგათ თავზე და გოგონა წამოაყენა -წამოდი ცირვას გასწავლი მაჯაში ჩაკიდა ხელი და მდინარისკენ წაათრია -გამიშვი ხელი შე ცხოველო მაჯაზე ჩქმეტდა და ცდილობდა თავი დაეხსნა -გამიშვი მეთქი არ მინდა წყალში -გიორგი ჭკადუა ხო კარგად გინდა ნენესკენ შეტრიალდა და ისე დაუყვირა გოგონა შეხტა -რა გაღრიალებს ბიჭო ნორმალური თუ ხარ?სულ გადაირიე შენ მანაც დაუვირა და ხელი გამოგლიჯა -წადი და შენს კაწენკას ასწავე ცურვა შემობრუნდა და ნაბიჯიც არ ჰქონდა გადადგმული წლზე ხელი რომ მოხვია ანდრიამ და მასთან ერთად ჩახტა წყალში.ძლივს მოასწრო ნენემ ხელების მოხვევა.ისე ეკვროდა,ანდრიას რომც ნდომოდა ვერ მოიშორებდა -შენ...შენ...მზიზღები როგორც კი ამოყვინთეს ბუტბუტი დაიწყო აბაშიძემ და კიდევ უფრო მიეკრო ბიჭს.ფეხები წელზე შემოხვია და მხრებში ძლიერად ჩააფრინდა.ანდრიამ მხარზე მიწეპილი თმა გადაუწია და ტუჩები გაყინულ კანზე მიაკრო.სხეული დაუბუსუსდა გოგონას და ცახცახი დაიწყო. -ანდრია მცივა ამიყვანე ამოიკნავლა ხმა წათმეულმა.ბიჭმაც სწრაფად ასვა ნაპირზე და თავისი პისახოცი მოახვია.ხელებე მოხვია და გულზე მიიკრა.კიდევ დიდხანს იდგებოდნენ ასე კატო რო არ გამომხტარიყო საიდანღაც და ანდრია არ წაერთმია.მჭიდროდ მოიხვია ბიჭის პირსახოცი მხრებზე და ქვაზე ჩამოჯდ.ისევ მთელი სხეულით კანკალებდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.