შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი სამსახური თავი 3


14-06-2018, 21:39
ავტორი lena lena
ნანახია 1 807

ფეხის წვამ გამაღვიძა. ალბათ მალამო მომცილდა და წვამაც იმიტომ იმატა. გაბრუებული წამოვჯექი და გაწითლებულ ფეხს დავხედე. ბარბაცით გავედი სამზარეულოში სადაც ნატო ფუსფუსებდა და თვალებაცრემლებულმა მალამოს წასმა ვთხოვე.
-ერთი კარგად უნდა მიგეტყიპა ის უზრდელი
ქოთქოთებდა ნატო და მალამოს ნაზად მაზელდა წითლად აღუებულ ბარძაყზე.
-დედა არ ასწავლის რამეს? ან მისი აყლაყოზავრი მამა?
ბურდღუნებდა გაბრაზებული.
-ვაიმე ნატო ეს აყლაყოზავრი რაღა ჯანდაბაა
მაშინვე ხარხარი დავიწყე სულ დამავიწყდა მტკივანი ფეხი.
-ოჰ გაგვიარა ფეხმა და ავჭიკჭიკდით მერცხალო?
თავზე წამომადგა ნატო დოინჯებით.
-რაიყო გოგო მიკროფონი გადაყლაპე? რამხელა ხმაზე ღრიალებ?
თვალებისფშვნეტით გამოვიდა ლილია და საუზმის მოლოდინში მაგიდასთან დაიკავა ადგილი.
-ჭამე და მერე სკოლაში წაგიყვან. თანაც სამსახურის საქმეებზეც გასასვლელი ვარ.
უცებ დავაწყვე დღის გეგმა.
-აუ ისე რა მაგარი გიჩალიჩა იმ ბავშვმა
ჩაიცინა ლილიამ.
-ვაიჰ ქუჩური ტერმინები ავაგდეთ დაიკ?
გავუცინე და ლოყები გავუწელე.
-მე არ მშია. შხაპს მივიღებ და მერე სკოლაში წავაბრძანებ ამ ქალბატონს.
ვუთხარი ნატოს და ლოყები გემრიელად დავუკოცნე.

...
ბევრი წვალების შემდეგ ერთ ერთ მაღაზიაში კონსულტანტის ვაკანსიას მივაგენი.
მართალია გაწეული შრომის პროპორციული არ არის ხელფასი თუმცა უკიდურეს შემთხვევაში დაფიქრებად ღირს.
გზაჯვარედინზე გადავედი და გეზი ბაღისაკენ ავიღე.
თავიდანვე მიყვარდა ეს ადგილი.
ძირითადად ბავშვებს ასეირნებენ ნაგავიც ნაკლები რაოდენობითაა.
ფანტანის გვერდით ჩრდილში მდგარი ხის სკამი ამოვიღე მიზანში.
-ძიიიძაა
გავიგე ნაცნობი ხმა და წამში ვიგრძენი პატარა ხელების შემოჭდობა წელზე.
-მომენატრე კატუსია დამიკივლა დაშაქრული ხმით.
ჩემს წელზე მოკრულ ტკიპას დავხედე და ყბა კინაღამ ჩამომივარდა მასში ლიკო რომ ამოვიცანი. არც იმის მიხვედრა გამჭირვებია მხიარული ტონის მიუხედავად თვალები სიბრაზისგან რომ უელავდა.
-ამყევი თორე ამ შოკოლადის ნაყინს შენს თეთრ პერანგს შევაზილავ
დამემუქრა და ჩვენსკენ სწრაფი ნაბიჯებით მომავალ ქერა გრძელფეხებას ღიმილით მიუტრიალდა.
-თეო ნახე ჩემი ძიძა. შენ აღარ ხარ საჭირო შეგიძლია წახვიდე. უთხრა ყურებამდე გაკრეჭილმა.
ქალმა კითხვისნიშნით სავსე ულამაზესი ზღვისფერები შემომანათა. იმდენად დიდი იყო მსგავსება ქერა ლამაზმანსა და ლიკოს შორის რომ ადვილად მიხვდებოდით ვინ იყო.
-გამარჯობა ქალბატონო. მე ლიკოს ძიძა ვარ კატერინა. თქვენ ალბათ დედამისი ბევრი რამ მსმენია თქვენზე.
ჩავურაკრაკე უცებ და მარჯვენა ხელი გავუწოდე.
ცხვირი გაგეზრდება კატერინა. ამდენი ტყუილი არასოდეს მითქვამს მითუმეტეს ერთად.
-ლიკო? ასე მხოლოდ მოსე ეძახის. გაიწელა ქერა.
-მოსე? ვიკითხე გაშტერებულმა.
-ხო მოსე კატუსია მამაჩემი მოსე სიმწრის ღიმილით განმიმარტა ლიკომ და წელზე ისე მწრაედ მიჩქმიტა კენჭგავლილივით დავიკლაკნე.
ერთ დღეს კლანჭებს დავაჭრი ამ ქერა პანტერას.
ლიკომ ჩემს ხელს ხელი ჩაავლო და რასაც ქვია წამაპორწიალა.
-ნახვამდის ჩავიბურტყუნე ჩემთვის.
-დედიკოს არ დაემშვიდობები ლიკუნა?
ხელოვნური ღიმილით მიმართა ქერამ.
-რათქმაუნდა თეონა ასევე ირონიულად უპასუხა ლიკომ და ადგილიდან მოწყდა.
მარცხენა ხელი მოხვია ქერას კისერს და მარჯვენა ხელით ქერას ყვითელ კაბას მუცლიდან მკერდამდე შეაზილა ნაყინი.
-უიჰ დაგსვრე დედიკო
ჩაიცინა ლიკომ და ჩქარი ნაბიჯებით წავიდა.
...
-თეონას დედას რატომ არ ეძახი? ვკითხე გაკვირვებულმა
-შენ მეტი საქმე რატომ არ გაქვს? მიპასუხა ცივად
ცხვირაბზუებული მოაბიჯებდა ჩემს გვერდით და ქვეყანა მისი ეგონა.
ახლა რა ვუყო ამ მოუშორებელ ჭირს.
ღმერთო ჩემო ეს რა თავის ტკივილი ავიკიდე .
-სად მიგიყვანო? ვკითხე მობეზრებულმა.
-ექვსამდე მამიკოს არ სცალია. მუშაობს. მე სახლში მომბეზრდა.
შეგიძლია ამ დროს განმავლობაში ჩემი კაპრიზები ასრულო და ოდნავ მაინც მომაწონო თავი.
ისე მელაპარაკებოდა თითქოს მიხსნიდა რომ ორჯერ ორი ოთხია.
-აბა მაგის დარდით არ მძინავს მთელი ღამე ლიკოს მოვწონვარ თუ არათქო.
ჩავიცინე ირონიულად. მის წინ ჩავიცუცქე და საჩვენებელი თითი ცხვირთან მივუტანე.
-მომისმინე ქალბატონო. მე შენი ძიძა არ ვარ. ასე რომ ახლა სამადლოდ ხარ ჩემთან. შეგიძლია შენი ირონია შენთვის შეინახო მშვიდობით მივიდეთ ექვს საათამდე და მამაშენს შენი თავი ჩავაბარო ან განაგრძო ჩემთან მაგ ტონით საუბარი და მე შუა ქალაქში მიაგატოვებ.
არა ვის ვატყუებ? სულ რომ სული გამაფრთხობიოს მაინც ვერ დავტოვებ მაგრამ იქნებ მუქარამ მოაჭკვიანოს.
თბალებდაქაჩული, გაოგნებული სახით მიყურებდა რამდენიმე წამით მერე ისევ სიცივემ გადაურბინა სახეზე.
-ჯერ ერთი უკვე გაგაფრთხილე რომ მუქარა ჩემზე არ მოქმედებს და საერთოდ აღარ მინდა შენთან დროის გატარება სახლში წამიყვანე გასაღები მაქვს.
რაღაცის სათქმელად დავაღე პირი მაგრამ წამში მომაკეტია.
-ახლა არ დაიწყო ქუჩაში დაგტოვებ და მსგავსი სისულელეები მართალია მეც ქერა ვარ თუმცა იმდენს კი ვხვდები რომ 5 წლის ბავშვს ქუჩაში არ დამტოვებ.
...
-სერიოზულად 5 წლის ხარ? მე დავარღვიე დუმილი. უბრალოდ ისე აზროვნებ როგორც დიდი.
-მომიწია
მითხრა ნაღვლიანად და აცრემლებული თვალები რომ არ დამენახა თავი გაატრიალა.
-დედა გყავს? მკითხა და ცხელი შოკოლადი მოსვა.
-კი ვუპასუხე ღიმილით.
-უყვარხარ? სახეში ინტერესით შემომაჩერდა.
თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად.
-მიხარია. თქვა და ოთახიდან გავარდა.
უნდა დავდევნებოდი მაგრამ ბოხმა ბარიტონმა ადგილზე მიმაყინა.
-შენ აქ რას აკეთებ?
მოსეს ხმაზე ლიკო ოთახიდან გამოვარდა და მამამისს შემოეხვია.
-შენ თეოსთან არ უნდა იყო? კითხვა საკუთარ მკლავებში მოქცეულ ქალიშვილს.
-იმან მიშველა კისკისით გამოიშვირა თითი ჩემსკენ.
-შენს ოთახში გადი უთხრადა ძირს დასვა.
მოსე ჯერ დაკვირვებით მიცქდრა მერე მზერა სივრცეს გაუსწორა.
-უნდა გელაპარაკო
მითხრა და სამზარეულოსკენ წავიდა
-მოკლედ ლიკოს ძიძა უნდა იყო
მახარა როგორც კი დავჯექი.
-არ მინდა
ვიუარე და ფეხზე წამოვდექი.
მაჯებში თითები ჩამავლო და უკან დამაბრუნა
-ჯერ მომისმინე მითხრა მკაცრად
ლიკო რთული ბავშვია რთული ხასიათით. მას შენ მოსწონხარ და კარგად გექცევა
ამას ორპირი ქარი უქრის თავში ხო?
-კარგად მექცევა? ვკითხე ირონიულად.
-კი დანარჩენ 13 ზე უკეთ მიპასუხა სერიოზულად.
-ხელი გამარტყა ფეხი კინაღამ მომტეხა სპილო მესროლა და ბოლოს დამწვა და ამბობ რომ კარგად მექცევა?
-დარჩი და აღარ ვიზამ.
სამზარეულოს კართან ატუზულიყო ლიკო.
-დარჩები? მკითხა და წამწამები ააფახუნა.
ყოველთვის რაციონალურად მოაზროვნე ადამიანი ვიყავი. ჩემი ენა ტვინს არასოდეს უსწრებდა მაგრამ კბილის დაჭერაც ვერ მოვასწარი ისე დამცდა
-დავრჩები.


ყველააზე ცუდიი ვარ ვიცი :D
უბრალოდ ორჯერ ავტვირთე და ჩემმა იდიოტმა ტელემ ორჯერვე აურია რაღაც ისიც კი არ ვიცი ამჯერად მაინც თუ აიტვირთება
სავარაუდოდ კიდე რაღაცას აურევს და თუ ასეა აქედანვე ვუხდი გოგას ბოდიშს :D



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ramagariaaaa, au male dade raaaaa, momcons kiaraaaaaa, ukve shemiyvarda es istoriaaaa

 


№2 სტუმარი სტუმარი eka

ძალიან საინტერესო ისტორიაბი გაქვთ და კარგად წერთ>3

 


№3  offline წევრი lena lena

Qeti qimucadze
Ramagariaaaa, au male dade raaaaa, momcons kiaraaaaaa, ukve shemiyvarda es istoriaaaa

მადლობა ჩემო გოგო <3
ვეცდები არ გალოფინო

სტუმარი eka
ძალიან საინტერესო ისტორიაბი გაქვთ და კარგად წერთ>3

მადლობა ჩემო კარგო თბილი სიტყვებისთვის <3

 


№4 სტუმარი A

Dzalian momewona kargi iyo magram agat daagviano ra.... Warmatebebi...

 


№5  offline წევრი lena lena

A
Dzalian momewona kargi iyo magram agat daagviano ra.... Warmatebebi...

მადლობა <3 ვეცდები ყველანაირად

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent