შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ჩემი ,,ტირანი " (თავი 15 )


15-06-2018, 00:05
ავტორი teengirllove
ნანახია 2 856

თავი 15

-ჯერ არ წახვიდე რა - მეხვეწება და ხელებს უფრო მაგრად მხვევს , მეც უფრო ვინაბები მის მკლავებში და თავს უფლებას ვაძლევ მოვდუნდე , ცხვირს კისერზე ვუხახუნებ, როგორი ძლიერი და დაკუნთულია,კისერზე ძარღვები ეჭიმება რაზეც მეცინება - რა გაცინებს?
-არაფერი - ვეუბნები და კიდევ უფრო ვეკვრი გულზე ,ცხვირს თმაზე მისვავს ,მკერდის მოძრაობით ვხვდები რამდენად ხარბად ისუნთქვას ჩემს სურნელს და მეღიმება
-ეს სუნი მაბრუებდა მეთელი სამი თვე - თვალდახუჭული მეუბნება,მეცინება ,თან ბედნიერებისგან ვივსები
-იმიტომ დადიოდი ტირ..მკაცრი სახით?
-ხო, ვცდილობდი არ შემტყობოდა - მიცინის და თვალს მიკრავს ,მეც ვუცინი ..ცოტახანს ასე ერთმანეთზე აკრულები ვზივართ ,შემდეგ მისი მარწუხებიდან ვინთავისუფლებ თავს და ფეხზე ვდგები, გაბრაზებული მიყურებს მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ
-უნდა წავიდე - ვიძახი თან საათს ვუყურებ -უკვე ძალიან გვიანია ,მთელი დღეა აქ ვარ
-ხოო,მეგონა მხოლოდ ხუთი წუთის მოსული იყავი -საათს უყურებს ,ჩანთას ვიღებ და შემოსასვლელისკენ ვიღებ გეზს - არ წახვიდე რა ,დარჩი კიდევ ცოტახანს - მეხვეწება ,თან კარებთან იჭიმება ,მეცინება
-არა უნდა წავიდე - ჩემთან ძალიან ახლოს მოდის ,თვალებში მიყურებს ,შემდეგ მზერა ცუჩებზე გადააქვს ,მომენტალურად მკიდებს წელზე ხელს და სხეულზე მიკრავს ,დაბნეული ვუყურებ,ცალი ხელით სახეზე მეფერება რაც მთელ სხეულში სასიამოვნო ჟრუანტელს მგვრის ,ავტომატურად ვხუჭავ თვალებს და მეთელ მის შეხებას შევიგრძნობ
-შეიძლება გაკოცო?- თვალებს ვახელ და გაკვირვებული მივჩერებივარ ,ხო გამიკვირდა ,კოცნაზე ნებართვას ვინ ითხოვს
-მე ...-დამთავრებას არ მაცდის ისე მკოცნის , ბაგეებზე მახებს თავის ტუჩებს , ნაზს და ტკბილს ,ბამბასავით ნაზია , შემდეგ ჩერდება და ბენიერი მიყურებს
-ეგრეც ვიცოდი რომ კის მეტყოდი - იცინის ,მეც მეცინება ,შემდეგ ხელიდან ვუსხლტები და ისევ კარისკენ მივდივარ
-მაინც მიდიხარ? -თავს ვუქნევ,ნაზად ვუღიმი და კარს ვაღებ - ბარბი -მეწევა მისი ხმა ,ნელა ვტრიალდები - მაშია - საწყალი თვალებით მიყურებს ,იმდენად საწყალით რომ მეცინება
-ჭამე მერე
-კეთება არ ვიცი დაგავიწყდა?- თვალებში ჭინკები უთამაშდება , მხრით კედელს ეყრდნობა და მიცინის
-აუ დემეტრე უნდა წავიდე , ნუ მაიმუნობ
-ხო წადი არც გაკავებ, მე ვიქნები აქ მშიერი ..წადი წადი - ისე მეუბნება ვითომც არაფერიო
-მართლა უნდა წავიდე ,დემნა ინერვიულებს - საბრალო თვალებით შევხედე
-ხო მესმის ,წადი - ხელს იქნევს და მიღიმის
-კარგად -ვემშვიდობები და გარეთ გამოვდივარ..

*****დემეტრე*****

წავიდა ,წავიდა და ჩემი კარგი განწყობაც წაიყოლა , მართლა მშიოდა , მაგრამ ვაღიარებ მისი აქ დარჩენა უფრო მინდოდა ..რა გაძლებს ახლა დილამდე , სამზარეულოში შევედი ,პური ავიღე და ჭამა დავიწყე,საჭმლის გაკეთება ვიცოდი, მაგრამ დამეზარა ..
-დემეტრე!!- მომესმა წკრიალა ხმა ,გაკვირვებული შევტრიალდი და კარებში ჩემი წითელთმიანი ანგელოზი დამხვდა ,თვალებგაფართოებული მომჩერებოდა ,ხმამაღლა სუნთაქავდა , მივხვდი მორბოდა

*****ბარბი*****
კარები შევაღე და პირველი რაც გავაკეთე მისი სახელის დაძახება იყო,სამზარეულოში იდგა ,გაფართოებული თვალებით შემოტრიალდა , ისე საყვარლად და საწყლად ჭამდა პურს გამეცინა ,მაშინვე დადო პური დახლზე ,ჩემსკენ წამოვიდა და გულში ჩამიკრა
-დაბრუნდი?-ყურში მიჩურჩულა
-თავს უფლებას ვერ მივცემდი ჩემს გამო შიმშილით მომკვდარიყავი-მეც გავიცინე, უფრო მაგრად მომიჭირა ბეჭებზე მკლავები
-ჩემი კეთილი წითური -ჩაილუღლუღა .
ცოტახანში ბართან ვიჯექით,იდაყვით მაგიდას ვეყრდნობოდი ,თავი კი მტევნებზე ჩამომედო,ბედნიერი ვუყურებდი ტირანს ,რომელიც ჩემს გაკეთებულ ვახშამს მიირთმევდა
-გამრიელია - მითხრა მას მერე რაც ბოლო ლუკმა გადაყლაპა
-რამდენი ჭამა გყვარებია
-ხოო, არ იცოდი ტირანი რომ ბევრს ჭამს?- გამომცდელად შემომხედა , სახეზე შემატყო როგორ დავიბენი და სიცილი აუტყდა -ხო რა გეგონა ვერ ვხვდებოდი?-მორცხვად ჩავხარე თავი,მართლა შემრცხვა -კაი ნუ დაიმორცხვე , რაც არ უნდა შემარქვა მაინც მეყვარები - ბოლო სიტყვა იმხელა სინაზით თქვა ლამის მოვკვდი
-კარგი ახლა წავალ -ფეხზე წამოვდექი მაგრამ მაჯაში მომკიდა ხელი
-გვიანია ,ვეღარ გაგიშვებ
-დემეტრე გეყოფა ,უნდა წავიდე
-მაგრამ ვერ გაგიშვებ ,გვიანია -ფეხზე წამოდგა - მე წაგიყვან,ან შეგიძლია აქ დარჩე
-წამიყვანე - ვუთხარი და ჩანთას მოვკიდე ხელი,ჯუჯღუნით გამომყვა და სახლამდე მიმაცილა , შემდეგ ნაზად მაკოცა და დამემშვიდობა ..

****დემნა ****
-სად იყავი?- მაშინვე ვკითხე რაც კარები შემოაღო
-ტირანთან - ორაზროვნად მიპასუხა და ფეხსაცმელები ისე მიყარა როგორც ჩვეოდა
-კარგი,ასე გვიან?- ვცადე მკაცრად მეთქვა
-ხო, გაგვიგრძელდა - თვალი ამარიდა
-ბარბარე დევდარიანო ,ნუთუ დაგავიწყდა შენი ძმა პროფესიით ვინ არის ?
-რა შუაშია?
-იმ შუაშია რომ ვერაფერს გამომაპარებ -ისევ მკავრად ვუთხარი
-რა გნებავთ ბატონო იურისტო?- ახლა თვითონ დაისერიოზულა სახე და დივანზე მოკალათდა
-ის რომ ჩემი და არაფერს მიმალავდეს -მის წინ ჩამოვჯექი
-აჰ და ძმა რომ მიმალავდეს ეგ შეიძლება ხო?
-კითხვებს აქ მე ვსვავ -საჩვენებელი თითი მკერდთან მივიტანე
-წესით ,უნდა იცოდე ,რომ მეც მაქვს უფლება ხმა ამოვიღო
-მართალია გაქვს ,ხოდა მითხარი ახლა რაც გკითხე იმის პასუხი
-თავად მიხვდი - მორცხვად დახარა თავი
-გიყვარს?- გავბედე მეკითხა ,თან მისი რეაქციის შემეშინდა ,მეგონა აფეთქდებოდა და ისევ ნიკას ახსენებდა მაგრამ შევცდი ,ლოყები აუწითლდა და ჩაეღიმა,შემდეგ თავი დამიქნია -ძალიან?- მეც გამეღიმა ,ისევ თავი დამიქნია - რა არის ,ახლა სულ თავი უნდა აქნიო?
-რა გინდა?- გაბრაზებულმა შემომხედა
-ერთი სიტყვა
-კი,მიყვარს ,მიყვარს ,კმაყოფილი ხარ?
-ეგ ერთი არ იყო -ჩავიდუდღუნე
-ახლა მე მიპასუხე -ჭინკები აუთამაშდა თვალებში -მალე !
-რა გაინტერესებს?
-შეყვარებული ხარ? - პირდაპირ მაჯახა , ცოტა დავიბენი -დემნა მიპასუხე!
-საიდან მოიტანე?
-იქედან
-იქედან საიდან ?
-აუუ ჩემი..იურისტის და ვარ
-მერე რა
-კაი თემიდან ნუ უხვევ ,მიპასუხე!
-კი
-ძალიან კარგი , ვისზე?
-ზე
-რა ზე ?
-ვიღაცა-ზე - გავუღიმე
-ნუ მაბრაზებ !-წარბები შეკრა
-თორემ?
-ბალიშს გესვრი - სიცილით მითხრა და ბალიშს დასწვდა
-ეგ მარიამის ბალიშია -ვუთხარი ორაზროვნად
-უი ხო, მარიამზე გამახსენდა -თავში შემოირტყა ხელი-რა ქნა ნეტავ, შეხვდა?-წამში შევაგებე თვალები
-ვის?
-იმას
-ვინ იმას ?- უკვე ნერვები მეშლებოდა
-რა ქვია კაცო, აი იმას - შუბლი შეჭმუხნა
-გოგას?-მშინვე ვკითხე ,სახე გაებადრა
-ხო აი მაგას
-მოიცა ,მაგას კიდევ ხვდება , ხომ ავუკრძალე! - სკამიდან წამოვდექი
-და რატომ არ უნდა შეხვდეს?!
-არ შეეფერება ეგ ბიჭი -
-რატომ,ძალიან კარგი ბიჭია
-სულაც არა ,სულ ნერვებს უშლიდა ,ძალიან არ მომწონს
-ეგ შენ არ მოგწონს ,მარი რა შუაშია ?
-ხვალ დაველაპარაკები, არ უნდა შეხვდეს !
-შენ რას გიშლის - გაბრაზებული წამოხტა ფეხზე
-როგორ თუ რას მიშლის!
-ხო,აი შენ რაში გადარდებს ვისთან ივლის?!
-ჩემთან ერთად გაიზარდა და იმაში! -წამოვიყვირე
-მერე,ამის გამო რა გაბრაზებს?
-მიყვარს და ის ! - წამოვიძახე ,წამში გაებადრა სახე , ეშმაკური ღიმილით შემომხედა და წარბები ისე აათამაშა როგორც ბავშვობაში სჩვეოდა
-ეჰ ძმაო, იურისტი კი არა კამეჩი ხარ - მითხრა და დივანზე დაეშვა
-რატომ ვითომ ?
-აბა რას უყურებ ,ვერ ეტყვი რომ გიყვარს?
-რას ამბობ, მას არ ვუყვარვარ,არ მინდა მეგობრობაც დავანგრიო
-ეს მამრობითი სქესი მართლა ასეთი მიუხვედრელები ხართ თუ თავს იშტერებთ?-სერიოზული სახით შემომხედა
-რას გულისხმობ?
-თავად მიხვდი - მითხრა და ოთახში შევიდა ..


-------
ესეც ახალი თავი, ვიცი რომ პატარაა მაგრამ ამ გამოცდების გადამკიდე მხოკოდ ეს მოვახერხე ,ისიც იმიტომ დავდე რომ ამდენი ხანი გალოდინეთ და..მოკლედ ხვალ ბოლო გამოცდაღა დამრჩა და მერე შემოგთავაზებთ დიდ თავებს :*



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Kargi gogo xar, gepatieba iseti mizezi gqoniaa, moutmenlad velodebi shemdegss, da carmatebebi gamocdazee

 


№2  offline წევრი ქეთათო4

სასწაული მოთხრო ა❤ მთელი გულით ვრლოდებოდი ამ თავს❤
ძლიან კარგი ხარ შენ

 


№3  offline მოდერი abezara98

კარგი იყო და დემნას კამეჩთან შედარებაზეც გამეცინა laughing აბა, როდემდე უნდა აწვალოს ის გოგო? confused ველი, შემდეგ თავს და ნიკას ისტორიას smile

 


№4  offline წევრი teengirllove

Qeti qimucadze
Kargi gogo xar, gepatieba iseti mizezi gqoniaa, moutmenlad velodebi shemdegss, da carmatebebi gamocdazee

madlobaa , warmatebit chavabare otxive da axla ufro xshirad davdeb

 


№5  offline მოდერი Mathew

არა რა,გაგანია გამოცდების დროს რომ ატვირთე ეს თავი დაგემატებია ცოტა.
მაგრამ მაინც ძალი,ძალიან მაგარიი იყოოო!!!

 


№6  offline წევრი teengirllove

ქეთათო4
სასწაული მოთხრო ა❤ მთელი გულით ვრლოდებოდი ამ თავს❤
ძლიან კარგი ხარ შენ

madloba didi :)

abezara98
კარგი იყო და დემნას კამეჩთან შედარებაზეც გამეცინა laughing აბა, როდემდე უნდა აწვალოს ის გოგო? confused ველი, შემდეგ თავს და ნიკას ისტორიას smile

male davdeb

meocnebe avadmyopi
უი შენ ვინ მყავხარ მაინც რომ ახერხებ დადებას
ახლა აღმოვაჩინბე რომ წინა ორი თავი წანაკითხი არ მქონდა
მაგრამ წინა თავი იყო აღმაფრთოვანებელი
აბა შენ იცი მიყვარხარ heart_eyes heart_eyes

meec

Girl with pretty smile
არა რა,გაგანია გამოცდების დროს რომ ატვირთე ეს თავი დაგემატებია ცოტა.
მაგრამ მაინც ძალი,ძალიან მაგარიი იყოოო!!!

madloba..ra vqna rac movaxerxe esaa

 


№7  offline წევრი CRAZY GIRL 2

მეჩვენება თუ მუზად ერთი თურქული სერიალი გაქვს აღებული?
ნწ, კი არ გაკრიტიკებ პირიქით!❤
ვგიჟდები მე იმ სერიალზე და დიდი ხანი არაა გასული რაც ყურება დავამთავრე. ხოდა მიყვარხარ შენ რომ მსგავსი ემოციები მეორედ განმაცდევინე. ❤
ველი შემდეგ თავს ❤❤❤❤

 


№8  offline წევრი teengirllove

CRAZY GIRL 2
მეჩვენება თუ მუზად ერთი თურქული სერიალი გაქვს აღებული?
ნწ, კი არ გაკრიტიკებ პირიქით!❤
ვგიჟდები მე იმ სერიალზე და დიდი ხანი არაა გასული რაც ყურება დავამთავრე. ხოდა მიყვარხარ შენ რომ მსგავსი ემოციები მეორედ განმაცდევინე. ❤
ველი შემდეგ თავს ❤❤❤❤

xo ravi sheidzleba ,xshirad gadmomaqvs iseti momentebi rac momwons sxvadasxva serialebidan an filmebidan..magram ufro romel serialze idzaxi?

 


№9  offline წევრი khatia khatia

კაია დზაან დზანნნ
heart_eyes heart_eyes
--------------------
we dont need makeup to look beatiful
კიკელა კიკელა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent