ბაბუაწვერა, ანუ გაფანტული არსებობა (11)
თუ გიყვარს, გაშვებაც უნდა შეგეძლოს. არიან ადამიანები, რომლებიც მიდიან და ჩვენს სულში სამუდამოდ რჩებიან მაინც. და არიან ისინიც, რომლებიც რჩებიან და ისე გვტოვებენ, უხმაუროდ, როგორც არავინ... 888 პატარა, კოხტა შენობაა, ფერადი აგურებით ნაშენები. სასიამოვნო დიზაინით და სადა გაფორმებებით. შევდივართ თუ არა, ყავის მკაფიო სუნი მცემს და ეტლს ორივე ხელით მაგრად ვაფრინდები და მერე თვალებს ვხუჭავ. _ დერეფანი ცარიელია _ ჩემს ყურთან ჩურჩულებს დათა. სიცილი გვიტყდება და თვალებს ვახელ, ცალი ხელით კი ბორბალზე დათას ხელს ვეჭიდები წონასწორობის შესანარჩუნებლად. დათა გიჟურად მიაგორებს ეტლს და ხმადაბლა ხითხითებს, მე კი მეცინება და ვერ ვჩერდები მაშინაც, როცა დათა ორივე ბორბალს აჩერებს და ჩემს გვერდით, იატაკზე ფეხებმოკეცილი ჯდება. როგორც იქნა, ვჩუმდებით და თავს ხელებში ვრგავ, ახლიდან რომ არ დავიწყო სიცილი. _ გამარჯობა _ ნაცნობი ხმა მესმის და ვცბები. არ მინდა, ის იყოს, ვისზეც ვფიქრობ, მაგრამ მაინც ვწევ თავს და ლიზას თვალებში ვუყურებ. _ გამარჯობა _ ვუღიმი და მისკენ ეტლით ვტრიალდები. შეცვლილია, საერთოდ არ გავს იმ ლიზის, რომელსაც მე ვიცნობდი და ერთადერთ მეგობრად ვთვლიდი. სულ სხვანაირად აცვია, მე კი სხვანაირი მახსოვდა. ყურადღებას არ მივაქცევდი ამას, მაგრამ ვიცი მისი დამოკიდებულება ტანსაცმელზე, ფერზე, სტილზე... ქუსლებზე შემდგარა, მაკიაჟი გაუკეთებია და ხელში ტელეფონი უჭირავს. მოხრილ მაჯას ვაკვირდები და უფრო ფართოდ მეღიმება. _ არ მეგონა, აქ თუ გნახავდი _ მეუბნება ის, მერე კვლავ შეცვლილი ღიმილით მაგებებს ღიმილს და წამით თვალებს რამდენჯერმე ახამხამებს. _ ხო, არა? _ ხო. შეიძლება ვილაპარაკოთ? _ ახლა გასაუბრებაზე ვარ მოსული, დაახლოებით... მმმ... 40 წუთში მეცლება ალბათ _ დათას გადავხედე, წამოდგა და კედელს მიყრდნობილი უყურებს ლიზას. _ ერთ საათში შემხვდები, კაფეში? _ მეკითხება და ტუჩს იკვნეტს. _ არ ვიცი, რომელ კაფეში? _ მოპირდაპირედ, ელჯიბიში. _ ეგ რამე ახალი კაფეა? _ რა საზიზღარი სახელი აქვს, ღმერთო ჩემო. _ ხო, ლანას ძმამ გახსნა, მათემ _ მპასუხობს ის და მიღიმის კვლავ. არ ვცდილობ, მის მზერაში ტკივილი, სევდა, სინანული ამოვიცნო. არ მინდა, უბრალოდ არ მინდა და ვინაიდან სურვილი არ მაქვს, ამჯერად საქციელებით მოუწევს ამის დამტკიცება. _ კარგია, მე წავედი მაშინ და თორმეტზე შევხვდებით _ ვეუბნები დაველოდები, როდის შებრუნდება. მიყურებს, საშინლად მეტყველი თვალებით და მე კედელს ვუყურებ დაძაბული. მეზიზღება. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე უნდა მელაპარაკოს, მაგრამ თუ პატიებას მთხოვს, იქიდან მაშინვე წამოვალ. როგორც იქნა, მტოვებს და დათას ვეუბნები, რომ წავიდეთ. უსიტყვოდ კიდებს ეტლის ბორბლებს ხელს და მიმაგორებს. _ დათა, ადამიანი ადამიანისთვის დღეა. “ სიცხეა, ზაფხულია და ხელით კისერს ვინიავებ, რადგან ვიწვი. _ ნანო, მომაწრუპინე რაა _ მთხოვს ნიკა და შეზლონგიდან ოდნავ იწევა. _ არა, ჩემია _ კისკისით ვაქნევ თავს და თავს უკან ვაგდებ, თვალებს კი ვხუჭავ. ლიზა ჯერ კიდევ აუზშია და ვეჭვობ, საღამომდე იქ დარჩება. _ შენც ჩემი ხარ, მაგრამ ხანდახან ხომ სხვებისაც არა? ხოდა, მომაწრუპინე _ სიცილით მეუბნება. მე თვალებს მაინც არ ვახელ. _ არა _ უარის ნიშნად თავს ვაქნევ და ფეხებს ვათამაშებ. _ ხოდა, დამეწიე აბა _ სიცილს არ წყვეტს ნიკუშა და მაშინვე ვდგები შეზლონგიდან და ნიკას წუწუნით მივსდევ, რომელაც ჩემი ცივი ყავა უჭირავს ხელში და ტუჩებით საწრუპს ათამაშებს. აუზის ფსკერზე ჩერდება და ეშმაკურად მიღიმის. _ არც გაბედო, მოგკლავ იცოდე _ მაშინვე ვტორმუზდები და უკან რამდენიმე ნაბიჯით ვიხევ. _ ეს შენი ყავა _ წრუპავს, თვალებს ხუჭავს და ტუჩებს ილოკავს. მერე ყავას პატარა მაგიდაზე დებს _ შენ, გცხელოდა ხო? _ არა, რა სისულეა _ წარბებს ვკრავ და საჩვენებელ თითს ვუქნევ. _ ცხელოდა, ცხელოდა _ ყვირის ლიზა. _ შენ ჩაყვინთე სადაც იყავი იქ, ახალო მთვარევ _ ვუყვირი გაბრაზებული და მერე ვხვდები, რომ აზრი აღარ აქვს. ნიკუშა ორივე ხელს წელზე მხვევს და აუზში ვვარდებით. კბილებს კბილებზე ვაჭერ, რომ არ ვიყვირო და არ ვიტირო. _ არ გაცივდები, ხომ? _ გვიანღა ხვდება ჩემი აუზში არ ჩასვლის მიზეზს ნიკა. არაფერს ვპასუხობ და თვალებს ვახამხამებ. _ არც იტირებ რა _ ამბობს და მაშინვე ტირილი მიტყდება. ეცინება და პირზე ხელს იფარებს. _ დამცინე ახლა, ყოჩაღ, ტაში _ ვეუბნები, ტირილს ვწყვეტ და ზურგს ვაქცევ. აუზიდან ამოვდივარ და ზურგზე პირსახოცს ვიხვევ. _ კაი, რატო ბრაზდები _ უკან მომყვება ნიკუშა და მეღიმება. _ ბუტია _ ყვირის ლიზა აუზიდან. თვალებს ვატრიალებ და პირსახოცს ძის ვაგდებ. _ ჩაყვინთე მეთქი _ ვუყვირი მეც. _ ანუ, აღარ მელაპარაკები? _ არ წყვეტს ნიკა. ნაბიჯებს ვუჩქარებ და ჩემს შეზლონგზე მისგან ზურგით ვჯდები. _ კარგი, როგორც გინდა _ უკან ბრუნდება და აუზში ჩადის. ტელეფონს ვიღებ და ფეისბუქზე შევდივარ. რამდენიმე შეტყობინებაა, თუმცა არაფერი სერიოზული და მაშინვე ვრთავ ტელეფონს. ყურსასმენებს ვიკეთებ, sex postol-ს ვრთავ და უკმაყოფილოდ გადავდივარ aerosmith-ზე. უკეთესია. გასარუჯ ზეთს ვისხამ ფეხებზე, მუცელზე, ხელებზე და მერე ფრთხილად ვანაწილებ. დაწოლილი და თვალებდახუჭული ვგრძნობ ნიკას შემოდგომისფერი თმების სურნელს. მეღიმება და ტუჩს ვიკვნეტ. _ ადამიანი ადამიანისთვის დღეა _ ყურსასმენს მაძრობს ნიკუშა და ლოყაზე მკოცნის. _ კაი, რას ამბობ _ ვეუბნები მე და ყურსასმენს ვიბრუნებ. _ გამოიცვალე, გაცივდები მართლა _ შეწუხებული ჯდება ჩემს გვერდით და მერე ისევ ეშმაკურად მიღიმის. _ წავიდეთ მაშინ, მომეწყინა ძაან. ლიზა იყოს აქ, წყალს ვერ შეელევა _ მეცინება და ტანსაცმელს ვიღებ. თავს მიქნევს, მე კი გამოსაცვლელად ავდივარ ოთახში და ლიზას შორტებიდან ერთ-ერთს ვირჩევ. ქვემოთ დაბრუნებულს ნიკა ფეხზე მდგარი მხვდება, აქეთ-იქით დადის და ხელს თმაში იცურებს. _ რა მიხდა, ნიკუშა? _ სუნთქვა მეკვრის და ხელებზე ვეჯაჯგურები. _ მამაშენი მოკლეს _ მპასუხობს პირდაპირ, სანამ გააზრებას მოვახერხებდე ორივე ხელს მხვევს მხრებზე და მთელი ძალით მიხუტებს. მერე ვკივი, ზურგზე ხელებს ვუჭერ და ცხელი ცრემლები მთელს სახეს მისველებენ. “ დათა კაბინეტის კარს აღებს და შევყავარ. მაგიდასთან მჯდარი კაცი თბილი ღიმილით მიღიმის და ჩემს დანახვაზე ფეხზე დგება. _ გუშინ ვნახე შენი ნათარგმნი. უჰ, ქულ _ ხელისგულებს ერთმანეთს რამდენჯერმე არტყამს და ბოლოს ატყუპებს. _ მადლობა, სენქს _ ვუღიმი მეც. _ აბა, მომიყევი ახლა შენზე ყველაფერი... _ მმ, მაინც? _ ვიბნევი, პირველად ვარ ასეთ სივრცეში ასეთი მიზნით. _ ბატონო თაზო, მე ყველაფერი მოგიყევით და მეტი მართლა რა საჭიროა _ მეხმარება დათა. _ ნუ, მაშინ, რაღაც ფურცლებზე მოგიწევს ხელის მოწერა და სამუშაო დღეების შეთანხმება. უფრო სწორედ, დროის. ყველა წიგნი განსაზღვრული ვადის ფარგლებში უნდა თარგმნო _ მეუბნება და მაგიდას უჯდება. _ გასაგებია... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.