ორი მოწმე (ნაწილი 2---7)
კიდევ ორი გარდაცვლილის შემდეგ დაჩი 2 ღამე სახლში აღარ გამოჩენილა, ის და დემნა განყოფილებაში გადაცხოვრდნენ, ლილია ისევ მუშაობდა და ხატავდა, ხანდახან ნატალი და ლიზა შემოუვლიდნენ და ჭორაობით ირთობდნენ თავს. სალხში დაბრუნებული დაჩი იმდენად დაღლილი იყო უგონოდ ეძინა 4 საათი, საქმესთან დაკავშირებით გოგოს არაფერს უყვებოდა, ისიც არ ეკითებოდა, უკვე რამდენიმე დღე იყო გასული რაც დაუდასტურეს ნინა მისი ბიოლოგიური და რომ იყო, თუმცა სანახავად არ წასულა, ვისაც არ სჭირდებოდა, ძალით ვერ შეაყვარებდა თავს. მომდევნო საღამოს კი ისევ ჩვეული შემადგენლობით დაიძრნენ ლალის სანახავად. დაჩის ბართან დაჯდომიდან ერთ საათში მივიდა, რაღაც მომწვანო ფერის კოქტეილი შეუკვეთა და დაჩის გადმოხედა. -უკეთ გამოიყურები. -უკეთ? -ხო იმ დღეს ისე გადამიხტი მანქანიდან ლამის ვიფიქრე ძალით ჩავსვითქო. -ხო, მაპატიე, არ მინდოდა პირველ პაემანზე გულის რევისთვის გეყურებინა, ამიტომ გაცლა ვამჯობინე. -აჰა ანუ პაემანი გვქონდა? -და შენ სხვა რა იფიქრე? -შეყვარებული გყავს თუ ცუდად მახსოვს? -შეყვარებული, რომელსაც შენი ხელფასის მეტი არაფერი უნდა? ითვლება? -ვიღაცისთვის კი, ვიღაცისთვის არა_თვალი ჩაუკრა ლალიმ და სასმელი მოსვა.-რატომ არ შორდები? -კარგი საყვარელია_დაჩიმაც მოსვა ვისკი და ყურში ლილიას ჩაფრუტუნებულ ჰმს ყურადღება არ მიაქცია. -იქნებ უკეთესები არსებობენ? -ისევ ჩემი სტატისტიკის შეცვლას ცდილობ? ჩაეცინა ბიჭს. -ვნახოთ რა გამოგვივა_მოკვნეტილი ტუჩით თვალი ჩაუკრა ლალიმ და ფეხზე წამოდგა-ახლავე დავბრუნდები და წავიდეთ -კარგი_თავი დაუქნია და თვალი გააყოლა სამზარეულოში როგორ შევიდა. -დემნა გესმის? -კი დაჩი რა ხდება?_ლილიამ დაასწრო შეპასუხება -გამახსენე ერთი სახლში შეგახსენო რა გქვია ქალბატონო შენ_მხიარულად ჩაილაპარაკა დაჩიმ-დემნა სადგომზე სანამ მანქანაში ჩავუჯდები დამირეკე და მითხარი, რომ ან ჩემი და ან დედაჩემი ნებისმიერი ვინმე ცუდადაა და გჭირდები. -გასაგებია დაჩი_ჩაილაპარაკა მობილმომარჯვებულმა და იმ წამს გამოჩენილ ქალს გახედეს. -წავედით? -წავედით. მართლაც დაურეკა სადგომზე დემნამ და ესეც ვითომ ანერვიულებული თავისი მანქანისკენ გაიქცა, სახლში მისწრებულ ლილიას ჩაეხუტა და თავი მკერდზე დაადო. -ისე ვარ დაღლილი და გამოფიტული ჩემი გოგოები თუ მიშველიან_ლილიას მკერდზე ეფინებოდა დაჩის ცხელი სუნთქვა და თავს ძლივს იკავებდა. ბოლოს დაჩის ხელი გააშევბინა და წინ და უკან მოყვა ნერვიულად სიარულს. -ლილია ხომ კარგად ხარ?_მისი საქციელით გაოცებულმა ამოხედა ბიჭმა, ასეთი ლილია ჯერ ნანახი არ ყავდა. -არა დაჩი, მე არ ვიცი, ეს, არც კი ვიცი როგორ გითხრა_თითების მტვრევით დადიოდა წინ და უკან ნერვიულად და დაჩისაც უარესად აგიჟებდა. -მოდი დავქორწინდეთ_წამიერად შემობრუნდა და წინ აესვეტა ბიჭს. -ვერ გავიგე? -მე, მე არ ვიცი მეშინია დაჩი_ისევ სიარულს მოყვა ოთახში_ ვიცი, რომ ლალისთან თამაშობ, ვიცი შენთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ვეჭვიანობ, ასე ასე არ ვიცი არ შემიძლია, შენ ხომ ეს სულ გინდოდა, ხოდა თუ ამ ერთი სიტყვით გაგაბედნიერებ დავქორწინდეთ_ცრემლიანი თვალებით ამოხედა. -მოიცა შენ რა ტირი?_უფრო გაოცებულმა გადმოხედა ბიჭმა. -არა, არ ვიცი, ხო ვტირი, რას იტყვი? -არა ლილია. -რაა? რას ნიშნავს არა? ორი წელია მეხვეწები, დაგთანხმდი და ახლა ამ ბობ უარს? -მე ორი წელია ჩვენი სიყვარულის დაგვირგვინებას გთხოვ და არა ეჭვიანობის, შენ გინდა თითზე ბეჭედი იმიტო წამოვიცვა, რომ სხვამ დაინახოს ცოლიანი რომ ვარ და უფრო მშვიდად იყო არ მიღალატებს ან სხვებიც აღარ შეხედავენო, მე კი მინდა იმიტომ მეკეთოს, რომ ამაყად ვატარო და ყველას შევახსენო რა ბედნიერი ვარ ცოლი რომ მყავს, რომ მენდობა და სახლში ბედნიერი ღიმილით მელოდება, მინდა მას რომ დავხედავდე სიყვარულით მახსენდებოდე და არა ბარში შესულს სხვა ქალს რომ ვკერავ დავიხედო და უი ცოლი მყავს არ შეიძლებათქო. კიდევ ერთხელ გთხოვ ლილია - გაიზარდე! _მისაღებში დატოვა ატირებული გოგო და დასაძინებლად წავიდა. რაც ბოლო თვეში იჩხუბეს, მემგონი ამდენი მთელი სამი წლის მანძილზე არ უჩხუბიათ, თუმცა რა გასაკვირია ერთადერთი ნათესავი იპოვა და მანაც უარი თქვა მასზე. ახლა უკვე სინდისმა შეაწუხა დაჩი, იქნებ ასე მკაცრად არუნდა ეპასუხა? კიდევ 15 წუთი იწრიალა და ისიც ლილიასთან გავიდა. გული მოეწურა, როცა შეხედა როგორ მოკუჭულად იწვა ლილია დივანზე და რამდენიმე ცრემლი ჯერ კიდევ არ ქონდა შემშრალი. მთელი ძალით მიიხუტა სხეული ბიჭმა და ოთახისკენ წაიყვანა. ლოგინში ჩაწვენამდე ლილია ოდნავ მოფხიზლდა და კისერში დაიჩურჩულა -მიყვარხარ დაჩი -სიცოცხლეზე მეტად_ბიჭმაც დაუბრუნა და მთელი სხეულით მიიხუტა ტკბილად ჩასაძინებლად. რამდენიმე დღის განმავლობაში ყოველდღე ხვდებოდა ლალის, საკმაოდ დაახლოვდნენ, მათ ურთიერთობაში უკვე მრავლად იყო სასიამოვნო საუბრები, როცა ეცალა და არ მუშაობდა ლილიაც ფურგონში იჯდა, მაგრამ როცა მუშაობდა მაინც მშვიდად იყო, როგორც იქნა მის თავში დაჩის სიტყვების გაგების ძალა იპოვა. ყოველი დღის ბოლოს კი დაჩის ახალ-ახალი მიზეზების მოფიქრება ჭირდებოდა რომ არ გაყოლოდა. ერთ დღესაც გადაწყვიტა ცოტა ღრმად შეეტოპა და ასეც მოიქცა. -ღმერთო ჩემო ნეტა ოდესმე თუ დავლაგდები_მობეზრებულად ამოილაპარაკა დაჩიმ და ქალს გახედა_მაპატიე შენთან სულ წუწუნი მიწევს. ნეტა არსებობდეს რაიმე ამ სამყაროს რომ მომწყვიტოს თუნდაც რამდენიმე წუთი_ფრთხილად შეაპარა დაჩიმ და თავი ხელებში ჩარგო. -და თუ გეტყვი რომ არსებობს?_ეშმაკურად ჩაუკრა თვალი კაცს და კვლავ სასმელს მიუბრუნდა. -მაშინ გთხოვდი რომ სასწრაფოდ მიშველო_მოუთმენლად დასძახა დაჩიმ. -მაშინ წავიდეთ_ ღიმილით წამოდგა ლალი და კაციც გაიყოლა, ახლა უკან ვეღარ დაიხევდა, იმედი ქონდა ლალი ნარკოტიკს გულისხმობდა და აღტკინებული იჯდა მძღოლის გვერდით. უპასუხოდ უთიშავდა ნინას და მხოლოდ გზას უყურებდა. ბოლოს საღორიას რომ გაცდნენ და ქალაქიდან გასვლა დააპირეს დაჩი გამორკვა. -ლალი სად მივდივართ? -უკვე მოვედით_ღიმილით გადავიდა ქალი და ქალაქის გამოსასვლელში, ერთ-ერთი მიტოვებული შენობისკენ დაიძრა_წამომყევი_ღიმილით გადმოხედა დაჩის და შენობაში შეაბიჯა. გამწარებული რეკდა ნინა დაჩის მობილურზე, მაგრამ პასუხი არიყო, შემდეგ ლილიას ნომერი აკრიბა: -ლილია, დაჩის შენც ახლიხარ ხო? ამწუთას სად არი? -არ ვიცი ნინა, დღეს ვმუშაობდი და ვერ წავედი, დემნაა იქ. -ჯანდაბა კარგი_უპასუხოდ გაუთიშა და მაშინვე დემნას გადაურეკა -დემნა, მასთან ერთად წასვლა არ დაანებო. -რა მოხდა ნინა? უკვე გაყვა და სადაცაა მეც ადგილზე ვიქნები, რაღაც ძველ შენობასთან არიან. -ჯანდაბ, დემნა, მახეა, იციან ვინც არი დაჩი, ახლა გამოათრიე გარეთ_ გამწარებული ყვიროდა ნინა და დემნაც ადგილზე იყო უკვე. -ახლავე, უკვე მივედი, ახლავე_აღელვებული ისინჯავდა იარაღს დემნა და შენობისკენ გარბოდა, თუმცა დააგვიანდა, დააგვიანდათ, გამაყრუებლად გაისმა იმ სიწყნარეში გასროლის ხმა და კილომეტრზე დაშორებული ჩიტების გუნდიც დააფრთხო. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.