შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორი მოწმე (თავი 9)


17-05-2018, 17:05
ავტორი naattii
ნანახია 2 036

-დაჩი ამ გოგოს ასე როგორ ექცევი, ხომ ხვდები, რომ ზედმეტი მოგდის, წარმოგიდგენია ახლა როგორი დატოვე? არ გეცოდება?
-დემნა ხანდახან ისე იცი გამოშტერება, ქალისთვის შეურაცყოფა არასდროს მიმიყენებია, მითუმეტეს ლილიას არ ვაკადრებდი, მაგრამ ახლა რომ ასე არ გამებრაზებინა დარწმუნებული ვარ ჩუმად გამოგვყვებოდა უკან და შენც ხვდები ნატალის და მას რომ ვეღარ ჩავრევთ. აქ გიორგია, გესმის ეს რას ნიშნავს?
-რა ვქნათ? გახსოვს ალბათ გიორგიზე და მურთაზზე რასაც ამბობდნენ, ისევ თამზს მივაკითხოთ?
-სხვა გზა არ გვაქ, მაშინ მურთაზს ვერაფერი დაუმტკიცეს, მაგრამ სულ მქონდა ეჭვი გარეული რომ არის, გიორგი ისე ვერაფერს გაბედავდა.
-კარგი, მაშინ ერთადერთი გამოსავალი ისევ თამაზი და ჩვენი სანდო ბიჭებია.


-ლილია, არ იტირო გთხოვ რა_ აკანკალებულ ლილიას მიუახლოვდა ფრთხილად.
-წავიდნენ?
-ხო ალბათ, რავიცი აბა რას იზამდნენ._შეცბუნებულმა გახედა უცებ შეცვლილ ლილიას.
-მიდი ჩუმად გადაიხედე ფანჯრიდან მანქანა თუ დგას.
-ლილია ვერაფერი გავიგე.
-ღმერთო ნატალი, შენ მაინც არ იცნობდე დაჩის, დაფიქრდი ეს სიტყვები რატო მითხრა, მაგას გონია ახლა გულაჩუყებული ვზივარ და ცრემლებს ვღვრი, მაგრამ ვერ მივართვი, არ მივცემ უფლებას ჩემივე საქმიდან გამომაგდოს. ჩაიცვი მიდი უცებ წავედით.
ახითხითებულმა გოგოებმა კარი სწრაფად გაიკეტეს და კიბეებზე დაეშვნენ. ბიჭების კვალს ვეღარ მიაგნეს, არც სამმართველოში იყვნენ. ლილია ცოფებს ყრიდა, ხვდებოდა ამ წუთებში უმნიშვნელოვანეს საქმეს მის გარეშე რომ აგვარებდნენ და გულზე სკდებოდა.
ორი დღე ეძებდნენ გოგონები ბიჭებს, თუმცა უშედეგოდ. არც სამმართველოში ჩანდნენ, არც სახლში და არც არსად. ზარებს არ პასუხობდნენ, მხოლოდ დემნამ მოწერა ნატალის რამდენჯერმე კარგად ვართ არ ინერვიულოო. ბოლოს უკვე ნერვიულობიდან ადგილს რომ ვეღარ პოულობდნენ და უკანასკნელი სიტყვებით ილანძღებოდნენ ბიჭებიც დაბრუნდნენ. მაშინვე სიცილით გაიშოტნენ დივანზე და გაბრწყინებული სახეებით გადახედეს გოგონებს. მათ შუბლშეკრულ სახეზე უფრო აუტყდათ სიცილი და ბოლოს ისევ დემნამ იყვირა
-გიორგი დავიჭირეეთ.
-რააა? სად? როდის? როგორ?_ორივე ფეხზე წამოხტა და კითხვები დააყარეს_ახლა სად არის რა თქვა?
-კარგი დაწყნარდით, ყველაფერს გაიგებთ, ახლა მხოლოდ საჭმელი, წყალი და ბალიში მინდა_ წინადადების დასრულებაც ვერ მოასწრო დემნამ, ისე მიეძინა დივანზევე.
-წამო ლილია გაგიყვან, გზაში მოგიყვები_ლამის კუნტრუშით გაყვა დაჩის ისე აინტერესებდა ახალი ამბები.
-მოკლედ, ბიჭებს რომ უნდა შეხვედროდა მაშინ ავიყვანეთ, მოსაყოლი საკმაოდ ბევრია, რაც ყველაზე მთავარია ის არის, რომ დავიჭირეთ, ახლა გარიგებას შევთავაზებთ და იქნებ ყველაფერი დაფქვას, იქ იმიტომ არ ვარ, რომ ცეცხლი გაგვიხსნა და ფეხში დაიჭრა, ჭრილობა უმნიშვნელოა, მაგრამ მორფი დაჭირდა და ახლა სამმართველოს ერთ-ერთ იზოლატორში იქნება სანამ არ გამოფხიზლდება. მერე პირადად მე და დემნა მივხედავთ.
-რა კარგია, ახლა შევძლებ ოდნავ ამოვისუნთქო._მანქანიდან გადავიდა ლილია და დაჩიც მიყვა._ამოხვალ? ყავა გამოგაფხიზლებს.
-არა, ლილია არა, ახლა არა, არ მინდა გიორგი წამით მაინც დავტოვო მარტო, მინდოდა თქვენი სახე მენახა ახალ ამბავს რომ გაიგებდით და ცოტა ხნით გამოვედი.
-დაჩი ასე არ შეიძლება, ბოლოს როდის გეძინა? როდის ჭამე? რაღაც დაგემართება.
-დავიჯერო ჩემი სიტყვების მერე კიდევ ჩემზე ზრუნავ?
-ოჰ კარგი რა დაჩი, სულ რომ არ გიცნობდე დემეტრედან შენზე ისეთები ვიცი, მაშინვე მივხვდებოდი რატომაც მითხარი, მინდა გითხრა, რომ არ გაამართლა, ტაქსი შეგვხვდა იდიოტი თორემ დაგეწეოდით_დაჩის ხარხარმა მთელი ბინა გააღვიძა.პირველად ხედავდა ლილია დაჩის სიცილს
-მოიცა, ანუ მიხვდი და უკან გამოგვყევი?
-მარტო არა, ნატალიც იყო, მაგრამ გაგვასწარით.
-ღმერთოოო, არადა როგორ მჯეროდა ტიპიური გოგოებივით ნატალის კალთაში სახე ჩარგული რომ იტირებდი მთელი ღამე. მემგონი ჩემი შესაძლებლობები იკლებს. თუმცა, სწორი ვიყავი, რომ დაგინახე და გავიფიქრე არ იქნება ეს ტიპიური ქუთაისელი გოგოშკათქო.
-ხოდა ისე ნუ გააკეთებ, რომ ტიპიური გოგოშკასავეთ სცენები მოგიწყო_წარბი აუწია ლილიამ.
-გეკადრება? თუმცა კარგია რომ მიხვდი ბოდიშის მოხდას ავცდი.
-ეეე, მეც რა მალაპარაკებდა, ძაან მაინტერესებს, გავჩერებულიყავი და მომესმინა დიდი დაჩი თაბაგარის პირველი ბოდიში.
-პირველი? რაიცი რომ პირველია?
-არ გავხარ ისეთ კაცს, ბოდიშის მოსახდელად რომ გაიხადოს თავი.
დაჩის გაეღიმა, ორი თვე იყო რაც ამ გოგოს იცნობდა და უკვე ასე ხვდებოდნენ ერთმანეთის ქმედებებს. ლილიას თავისი რეაქცია არ ესიამოვნა დაჩის ღიმილმა რომ გამოიწვია მასში და სახე შეაბრუნა. ისედაც იცოდა სახეზე ყველა ემოცია რომ ემჩნეოდა.
-მოკლედ ბატონო გამომძიებელო ავალ მე და იცოდე მაშინვე მირეკავ როგორც კი იმ დამპალს რამეს ათქმევინებთ.
-ფრთხილად იყავი ლილია, ბოროტ ხალხს არ ძინავთ.
მაინც ვერ შეიკავა მოწოლილი ემოციები გოგომ დაჩის თბილ ხმაზე. ჯანდაბას, რაც იქნება იქნებაო, უკან მიბრუნდა, ფეხის წვერებზე აიწია და დაჩის სიცივიდან გაყინულ ლოყას მიაკრა ტუჩები:- შენც ფრთხილად იყავი გამომძიებელო.
სადარბაზოში უკანმოუხედავად რომ არ შეერბინა, დაინახავდა როგორ შეაცილა სიბნელეში დაჩის ბედნიერმა ღიმილმა.



№1 წევრი დარინა

როგორ მიყვარს ეს ორიიი

 


№2 სტუმარი ))))

რატო დებ ესეეეთ პატარებს??? ისე კარგისა ძაან მომწონს მე

 


№3  offline მოდერი naattii

))))
რატო დებ ესეეეთ პატარებს??? ისე კარგისა ძაან მომწონს მე

რა ვქნა დიდად არც დრო მაქ, მაგრამ უფრო აზრობრივად ასე მომწონს თავის დასრულება :( ვეცდები გავადიდო

დარინა
როგორ მიყვარს ეს ორიიი

მადლობა ❤

 


№4  offline წევრი ბიბი

ასე ნუ გვექცევი ხოლმე ;დ
რა მომენტებში წყვიტავ ;დ

 


№5 სტუმარი სტუმარი თამარი

იმას რომ პირღია სგვტოვებ ხოლმე სულ :დდ გაპატიებ :დდ და ვეთანხმები ამათ:დდ სულ ისეთ მომენტებზე წყვიტავ გაგრძელება რომ უეჭველი მინდა წავიკითხო :დდ და ეს ისტორია რომ მომწონს კი იცი რამდენჯერმე გითხარი უკვე^^ მართლა ძალიან მომწონს თან ჩემი სტილია დეტექტივი :დდ წინა თავზე ბავშვზე წავიკიატხე სავადმყოფოში მყავდაო. გამოჯამრთელებას ვუსურვებ. და შენ წარმატებებს. შემდეგ თავს ველი. და კიდევ. ჯე რკიდევ 17-ია და ამაღლებას გილოცავ❤❤

 


№6  offline მოდერი naattii

ბიბი
ასე ნუ გვექცევი ხოლმე ;დ
რა მომენტებში წყვიტავ ;დ

ამიტო გამომდის ასე პატარა თავები ასეთ მომენტებში რომ მინდა შეწყვეტა :( :D

სტუმარი თამარი
იმას რომ პირღია სგვტოვებ ხოლმე სულ :დდ გაპატიებ :დდ და ვეთანხმები ამათ:დდ სულ ისეთ მომენტებზე წყვიტავ გაგრძელება რომ უეჭველი მინდა წავიკითხო :დდ და ეს ისტორია რომ მომწონს კი იცი რამდენჯერმე გითხარი უკვე^^ მართლა ძალიან მომწონს თან ჩემი სტილია დეტექტივი :დდ წინა თავზე ბავშვზე წავიკიატხე სავადმყოფოში მყავდაო. გამოჯამრთელებას ვუსურვებ. და შენ წარმატებებს. შემდეგ თავს ველი. და კიდევ. ჯე რკიდევ 17-ია და ამაღლებას გილოცავ❤❤

ღმერთო რამხელა სითბო მივიღე. უღრმესი მადლობა და ბოლომდე ვეცდები იმედები გავამართლო ❤❤❤

 


№7 სტუმარი Qeti qimucadze

Rasayvarlebi ariann, tyuila vemuqrebodi dachisss

Amaglebas gilocav, dgevandeli dgis zala gfaravdes sayvarel adamianebtan ertad

 


№8  offline მოდერი naattii

Qeti qimucadze
Rasayvarlebi ariann, tyuila vemuqrebodi dachisss

Amaglebas gilocav, dgevandeli dgis zala gfaravdes sayvarel adamianebtan ertad

გითხარი აცადე ცოტათქო :D

 


№9  offline მოდერი naattii

naattii
Qeti qimucadze
Rasayvarlebi ariann, tyuila vemuqrebodi dachisss

Amaglebas gilocav, dgevandeli dgis zala gfaravdes sayvarel adamianebtan ertad

გითხარი აცადე ცოტათქო :D

გაიხარე შენც გილოცავ. დღევანდელი დღის მადლი გფარავდეს

 


№10  offline აქტიური მკითხველი terooo

შენც ფრთხილად იყავი გამომძიებელო

 


№11  offline წევრი triniti

ვუაიმეეე რა საყვარლები არიან ...მოკლედ მე ისე ვკითხულობ თითქოს ახლა წერდე და ვცდილობ გაგამხნევო ყველა თავის მერე .პ.ს.ისე არ გჭირდება გავმეორდები საოცარი ხარ

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent