ალექსანდრა (1)
უნივერსიტეტის კიბეები ქოშინით აირბინა და საგამოცდო აუდიტორიაში შევარდა, დამკვირვებელს ბოდიში მოუხადა და თავის ადგილი დაიკავა, საგამოცდო ფურცლებს რომ ჰკიდა თვალი მიხვდა, რომ ეს საკითხები იცოდა და კმაყოფილმა გაიღიმა. კალამი აიღო და წერას შეუდგა, 20 წუთში უკვე დამკვირვებლის წინაშე იდგა გაკრეჭილი თავისი ნაშრომით ხელში, ქერათმიანმა, საშუალო სიმაღლის ქალმა ღიმილით გამოარა ნაშრომი და ხელის მოწერა სთხოვა ფურცელზე, სანდრამაც არ დააყოვნა და თხოვნა იმ წამსვე შეუსრულა და ასევე ღიმილით დატოვა აუდიტორია. სანდრა არეშიძე სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტი გახლდათ, როგორც მოგეხსენებათ მედიცინა -ანუ „სწავლა სიკვდილამდე“. ეს უკვე კარგად ჰქონდა ქალბატონ არეშიძეს გააზრებული და სულაც არ წუწუნებდა ამაზე. სახლში კმაყოფილი დაბრუნდა. -სანდრა, რა ქენი?-ღიმილით შეეგება ქალბატონი ლიზა, რომელიც სულგანაბული ელოდა სანდრას პასუხს -როგორც ყოველთვის !-გამარჯვებულმა ტაში შემოჰკრა და ხმაურით მოეხვია ქალს -ვიცოდი, რომ კარგად ჩააბარებდი ჩემო ლამაზო-ლოყები დაუკოცნა გახარებულმა ლიზამ გოგონას -მამა სად არის ?- ლანგარზე დადებულ ვაშლს სწვდა და გემრიელად ჩაკბიჩა -შეხვედრა აქვს უცხოელ ინვესტორებთან დაიბარა ვახშმისთვის აუცილებლად დავბრუნდებიო -ხოდა რომ მოვა გავახარებ-თვალი ჩაუკრა ქალს და დივანზე წამოგორდა -წამოდი მანამდე რამე ვჭამოთ, შენ გელოდებოდი მეც არაფერი მიჭამია -ჩემი მზრუნველი დედიკო-ამაზე ორივემ გადაიხარხა და სამზარეულოსკენ დაიძრნენ არცისე მარტივი იყო სანდრა არეშიძის ცხოვრება, მიუხედავად იმისა რომ მას არასოდეს არაფერი მოჰკლებია მატერიალურად ის მაინც გულჩათხრობილი და ჩაკეტილი ადამიანი იყო, თუმცა გარეშემომყოფებთან არაფერს იმჩნევდა . სულ რაღაც ხუთი წლის იყო როცა დედამ მიატოვა, მაშინ ვერ იაზრებდა ამის მიზეზს თუმცა ახლა უკვე დიდი გოგოა და თანდათან ყველაფრს აანალიზებს. ბატონი ლევანი ხუთი წლის გოგონასთან ერთად მარტო დარჩა,მიუხედავად ამისა მან სანდრას დედობაც გაუწია და მამობაც,მოგვიანებით, ოთხი წლის შემდეგ მან ლიზა გაიცნო და დაოჯახდა, სანდრას ამის პროტესტი არასოდეს ჰქონია, პირიქით ლიზას დედას ეძახის და როგორც საკუთარი მშობელი დედა ისე უყვარს. ლიზა ანჯაფარიძე მართლაც, რომ არაჩვეულებრივი დიასახლისი და დედა გამოდგა. ქალბატონ ანჯაფარიძეს პირველი ქორწინებიდან 24 წლის ვაჟი ჰყავს დემეტრე, არც დემეტრეს ჰქონია მსგავსი პროტესტი დედის დაოჯახების მომართ. ახლა კი სანდრა და დემეტრე ისე არიან როგორც ღვიძლი და-ძმა,მიუხედავად იმისა რომ სულ რაღაც 2 წლით არის სანდრა დემეტრეზე უმცროსი ის მაინც ცდილობს რომ უმცროს დაიკოზე იზრონოს და დაიცვას ის. ვახშამზე ყველა ერთად შიკრიბა -მამა, შენთვის კარგი ამბავი მაქვს-ხელები გაასავსავა სანდრამ და ლიზას გადახედა ბედნიერმა -დღეს გამოცდა გქონდა ხომ? -დაეჭვებულმა გადახედა შვილს ბატონმა ლევანმა -დიახ და აბა თუ გამოიცნობ როგორ ჩააბარა შენმა ქალიშვილმა?-გაინაზა ქალბატონი სანდრა, ყოველთვის ასეთი კეკლუცი და მეტიჩარა გახლდათ.თუმცა კარგად იცოდა რომ ლევანის გულს ამითაც კი ვერ მოიგებდა -ვფიქრობ,ამის საფასური ახალი მანქანა- ისევ ისეთი სერიოზული გამომეტყველებით გახედა შვილს -კარგი რა ლევან,მერამდენე მანქანა უნდა დალეწოს?-თავი გააქნია დემეტრემ -ამას საერთოდ ვინ ეკითხება?-ცხვირი აიბზუა სანდრამ და ლიზას გადახედა -ახლა ეს ჩანგალი რომ წამოვა მერე ნახავ ვინ მეკითხება, მერამდენედ უნდა მიიღო ტვინის შერყევა? შე არასერიოზულო ქალო-ამაზე ყველას გულიანად გაეცინა -ვინ არის არასერიზული?-აიფხორა სანდრა, წამოენთო-დედა გესმის რას მეუბნება? იქნებ რამე უთხრა შენს ვაჟიშვილს?-მუდარის თვალებით გადახედა ლიზას -შეურაცყოფას ნუ მაყენებ გოგო -საკმარისია! იქნებ მომცეთ მშვიდად ვახშმობის უფლება?- სიტუაციის განმუხტვა სცადა ლევანმა და სანდრას ანიშნა გაჩუმებულიყო -მე თუ ახალი მანქანა მინდა მერე შენ რა ამით?-არ ცხრებოდა ქალბატონი არეშიძე -სანდრა! -ტონს აუწია ლევანმა-მგონი ვთქვი რომ საკმარისია -არ გინდა ლევან-თვალებით ანიშნა ლიზამ -სანდრა! სანდრა! -უკმაყოფილოდ გააქნია სანდრამ თავი და ჩანგლით დაიწყო შემწვარი ქათმის ფილის ძიძგვნა ვახშამი დასრულდა და ყველამ თავის ოთახს მიაშურა. ბრაზობდა სანდრა,თუმცა დანამდვილებით იცოდა, რომ ლევანი მაინც არ უყიდდა მანქანას, მოღუშული იჯდა კომპიუტერის წინ და სოციალურ ქსელს ათვალიერებდა. უამრავი მეგობარი და გამომწერი ჰყავდა, პოპულარული გოგონა იყო. რა თქმა უნდა თაყვანისმცემლებიც არ აკლდა, თუმცა რატომღაც სანდრა მარტო ყოფნას ამჯობინებდა. ყოველთვის ფიქრობდა, რომ სიყვარული მხოლოდ ერთხელ მოდის და ის სამუდამოა. რომანტიკოსი გახლდათ. -შეიძლება შემოვიდე?-კარებთან იდგა დემეტრე -უკვე შემოხვედი, რა გინდა?-გამარჯვებული სახით გადახედა უფროს ძმას -შენ ხომ იცი მე რატომაც არ მინდა მანქანის ყიდვა? - მის წინ ჩამოჯდა საწოლზე -არა, არ ვიცი -ცივად და უკმეხად უპასუხა, ისე რომ მისთვის არც კი შეუხედავს -ხომ იცი რომ დედას არ სძინავს როცა შენ გარეთ მანქანით გიჟივით დადიხარ? -მერე და ვინ დაუშალა ძილი?-გადაიკისკისა, ვითომ ვერ მიხვდა რა იგულისხმა დემეტრემ -სანდრა! იქნებ მორჩე ამ ბავშვურ ლაპარაკს ? -რატომ ? შენ ხომ ისე მექცევი როგორც ბავშვს ? ხოდა მეც აგყევი ძამიკო-კმაყოფილმა გაუღიმა -არც კი იოცნებო მანქანაზე -თითი დაუქნია გამაფრთხილებლად დემეტრემ და ოთახიდან გავიდა -კი როგორ არა, რახან შენ იტყვი-თავის ამაყად გააქნია სანდრამ და ფოტოების თვალიერება განაგრძო რეალური სანდრა სრულიად სხვანაირი იყო, რომელსაც არავინ იცნობდა, ყოველთვის ცდილობდა გრძნობები დაემალა და ყველას ცივი, უხეში და უდარდელი გოგონა ჰქონებოდა, მას არასოდეს უტირია, ერთხელაც კი არ ჩამოვარდნია ცრემლი, ყოველთვის ფიქრობდა რომ ტირილი მხოლოდ სისუსტე იყო, საკუთარ თავს კი ძლიერ ადამიანად თვლიდა. ის არც კი თვლიდა იმ ქალს დედად, რომელმაც ის მიატოვა, არც იმის სურვილი გასჩენია ოდესმე რომ ის ენეხა, რამდენჯერაც დააპირა ლევანმა ამ თემაზე საუბარი იმდენჯერვე გააჩუმა და უთხრა რომ მისი დედა ლიზა იყო და არა ის ქალი რომელმაც ხუთი წლის ასაკში მიატოვა. ლიზა ძალიან ახალგაზრდა და ლამაზი ქალი იყო, ერთ-ერთი ცნობილი და კარგადანაზღაურებადი მსახიობი გახლდათ. სანდრა ყოველთვის ამაყობდა მისით. მათი არაჩვეულებრივი ურთიერთობის შესახებ კი საქვეყნოდ იყო ცნობილი. არეშიძეების ოჯახი ძალიან პოპულარული და შეძლებული გახლდათ. დედა ცნობილი მსახიობი მამა კი ცნობილი ბიზნესმენი აი ეს იყო სანდრა არეშიძის ცხოვრება, რომელსაც მისის ასაკის ყველა გოგო შენატროდა. მისი ცხოვრება წარმოუდგენელი იყო ლილეს, ნინის, ელენეს, ირაკლისა და გიგის გარეშე, ბავშვობიდან მოყოლებული ერთად მოდიოდნენ, მათ გარეშე ერთი დღეც კი არ ახსოვს,ისინი ერთ დიდ მთლიანობას წარმოადგენდნენ, მათი ცხოვრება ერთმანეთის გარეშე კი წარმოუდგენელი იყო. დილით ყველა თავის საქმეზე გარბოდა, სანდრა უნივერსიტეტში, ლიზა გადაღებაზე, ლევანი კი სამსახურში, რაც შეეხება დემეტრეს მასაც საკუთარი ბიზნესი ჰქონდა და დიდად არ იწუხებდა თავს დილაობით , ძილი ყველაფერს ერჩივნა. -დღეს საშინელი სიცხეა, მე კი ისევ ტაქსით მიწევს მგზავრობა, დარწმუნებული ვარ არც კონდიციონერს ჩართავს ეს ტაქსისტი მანქანაში- გაჩერებაზე იდგა ქალბატონი არეშიძე და წუწუნებდა -და იმათმა რა ვთქვათ ვისაც ჩახუთული ავტობუსით გვიწევს მგზავრობა?- სიცილით უპასუხა მისმა ჯგუფელმა ნიკამ,რომელიც ყოველთვის ჯინში ედგა სანდრას -რას ვიზამთ, ყველას მდიდარი მშობლები ვერ გვეყოლება-ირონიით გადახედა ლანა სალუქვაძემ სანდრას, გამოხედვაშიც კი ეტყობოდა,რომ საშინლად სძულდა არეშიძე -იცი, რომ ბოღმა და შური კლავს ?-ვალში არ დარჩენია სანდრა -რამე ტყუილს ვიძახი თუ რა ხდება?- არ ცხრებოდა სალუქვაძე -საკმარისია, გეყოთ -სიტუაციის განმუხტვას შეეცადა სანდრას ახლო მეგობარი დეა -ბედი შენი რომ ტაქსი უკვე მოვიდა თორემ სულ სათითაოდ დაგაცლიდი მაგ გაპუწულ თმებს-თითი დაუქნია გამაფრთხილებლად სალუქვაძეს არეშიძემ და ნიშნის მოგებით ჩაჯდა ტაქსიში. -ასე რატომ ელაპარაკები?-თავი გააქნია დეამ -უკაცრავად? ვერ გაიგონე რა თქვა?-გაიკვირვა სანდრამ მეგობრის ნათქვამი -სანდრა მოდი არ გინდა ასეთი საუბარი ძალიან გთხოვ -რას გულისხმობ დეა ?- ვერ მიუხვდა ნათქვამს -უბრალოდ არ ღირს მათი დამცირება, რა ქნან რომ უბრალო ხალხის შვილები არიან? მასე არც მე მყავს მდიდარი მშობლები და ეს დასაძრახია? -ბატონო? მგონი რაღაც გეშლება დეა, შენი აზრით მე ასეთი ვარ ? -ვერ იჯერებდა სანდრა დეას ნათქვამს -უბრალოდ თვალი გაახილე სანდრა, შენ ყველას ამცირებ ვინც შენს ირგვლივაა, შენს შინგნით დაგროვილ აგრესიას მათზე ანთხევ, ასე არ შეიძლება -უბრალოდ არ მეგონა თუ ამას ფიქრობდი ჩემზე-გულდაწყვეტილმა გადახედა გოგონას და გაეღიმა -სანდრა მე..-დაიბნა დეა -არ გინდა დეა, უბრალოდ გადადი და წადი, ნამდვილად არ მეგონა თუ შენ, ჩემი საუკეთესო მეგობარი ასეთ რამეს იფიქრებდი ჩემზე მძღოლს სთხოვა გაეჩერებინა მანქანა და დეას თითქმის უბრანა რომ გადასულიყო მანქანიდან სახლში მისულმა ძალიან ბევრი იფიქრა დეას ნათქვამზე. ვერ იჯერებდა რომ ასე ფიქრობდნენ მასზე.საღამოს გოგონებმა დაურეკეს და კლუბ სეიფში წავიდნენ, ხმაურიანი ცხოვრება არასოდეს უყვარდა, თუმცა დაქალებს ხათრს ვერ უტეხდა. -დღეს ისე უნდა გავერთო, რომ ერთი კვირა მაინც მეყოს- გადაიხარხარა ნინიმ და სანდრას თვალი ჩაუკრა -ერთი კვირა რატომ? მერე სიკვდილს აპირებ თუ რა ხდება? -რა მწარე ენა გაქვს გოგო, გამოცდებია ერთ კვირაში- დაბღვერილმა გადახედა ნინიმ ლილეს -რასაპირებთ ამ ზაფხულს? დავაწვეთ ისევ ბათუმში თუ სხვა გეგმები გაქვთ? გოგონებს გადახედა ირაკლიმ და გიგის თვალი ჩაუკრა -ჩემთან წამოდით სვანეთში -ვერა სან, ჩემი დეიდაშვილებლი ჩამოდიან ამ ზაფხულს გერმანიიდან და სოფელში ვაპირებთ წასვლას, გულდაწყვეტილმა გადახედა ლილემ მეგობრებს. -მეც დედაჩემთან ვაპირებ იტალიაში წასვლას -მოკლედ ყველას დაგიწყვიათ გეგმები-გადაიხარხა გიგიმ -ეგარაფერი, აგვისტოს ბოლოს მაინც მოვიხოდით რა კარგად გაერთო არეშიძე, ისეთი მთვრალი იყო სახლის კარებს ძლივს მოაგნო, ხარხარით შევიდა სახლში ფეხსაცმელები გაიძრო და თავის ოთახს მიაშურა, რა თქმა უნდა ლიზას არ ეძინა, მას ელოდებოდა როგორც კი გაიგონა კარის ხმა მაშინვე მისაღებში გავარდა -ჩუმად დე მამაშენმა არ გაიღვიოს-ხელი დაავლო და ოთახში აიყვანა -აიი შენ რომ მიყვარხარ ლიზუნა მასე ჩემი თავიც კი არ მიყვარს- ბურტყუნებდა სანდრა და იცინოდა -რა დალიე ასეთი-ტანსაცმელი გახადა და საწოლში ჩააწვინა დილით თავი ვეღარ აწია, გაბრუებული იყო, სარკეში რომ ჩაიხედა საკუთარი გამომეტყველების შეეშინდა.შხაპი მიიღო და ხალათით ჩავიდა მისაღებში სახლში მხოლოდ მათი დამხმარე იყო, ცხელი ყავა ესიამოვნა და ტელევიზორთან მოკალათდა, საღამო ისევ გოგონებთან გაატარა -იცით დეამ რა მითხრა?-ცივი ყავა მოსვა სანდრამ და კაბა გაისწორა -რაო?-ყურადღებით დააკვირნენ ნინი და ლილე -ქედმაღალი ძუკნა ხარ სანდრა! -თვალები გადაატრიალა -რა?-ერთხმად წამოიყვირეს -მართლა მასეთი ვარ?-სახე მოეღრიცა -ეგ მართლა ძუკნა, როგორ გაგიბედა? -წარმოდგენაც არ მაქვს, არად მგონია რომ ყველას მიმართ ძალიან ლოიალური და მეგობრული ვარ -შენი ბრალია, მაგას თავი რომ გაუყადრე საერთოდ, ვინ მიგდია ეგ ქაჯი -კარგი რა ნინი მასე ნუ ლაპარაკობ -აბა როგორ ვილაპარაკო? დაქალი გამილანძღა-სახე მოექუფრა -შემახსენე მაგასთან რატო მეგობრობ? -რა ლაპარაკია ელე? რას ქვია რატომ ჯგუფელია და მაგიტომ -ხომ გეუბნებოდი მაგრად არ მევასება ეგ გოგოთქო? -და ეგ როდის მითხარი? მოკლედ კიდევ ბევრი იჭორავეს დეაზე. გვიანი იყო სახლში რომ დაბრუნდა, ლევანი და ლიზა მისაღებში ისხდნენ და გაცხარებულები კამათობდნენ -მშვიდობა გაქვთ? - ღიმილით მივიდა მათთან სანდრა -იქნებ იქონიო ზრდილობა და არ ჩაერიო ჩვენს საუბარში? - უკმეხად გასცა პასუხი ლევანმა და სათვალე შეიწორა -კი სანდრა, გვიანია ადი ოთახში-ღიმილით უპასუხა ლიზამ და ლევანს მკვლელი თავლებით გადახედა თავი უსიამოვნოდ გააქნია არეშიძემ და ოთახში ავიდა, გულზე მწარედ მოხვდა მამის სიტყვები, თუმცა რას გააწყობდა, ეს ხომ ლევანი იყო, უკმეხი ცივი და მოუდრეკელი მამაკაცი, რომელიც წელიწადში მხოლოდ ერთხელ იღიმოდა. წყალი გადაივლი და დაწვა. დილით ირაკლიმ დაურეკა და მასთან დაჩაზე ავიდნენ საგურამოში. ეს ერთადერთი გარემო იყო, რომელშიც სანდრა თავს ბედნიერად და ლაღად გრძნობდა. ადამიანები რომელბთან ერთადაც გაიზარდა და მთელი ბავშვობა მათთან ერთად გაატარა, მათ გარეშე მისი ცხოვრება წარმოუდგენელი იქნებოდა. დღე სასიამოვნოდ გაატარეს, მთელი დღე მზეს ეფიცხებოდნენ და ბასეინში გრილდებოდნენ, ეს იყო მათი უდარდელი ცხოვრება, მდიდარი მამიკოები, უამრავი ფული, ახალი მოდელის მანქანები განა სხვა რა უნდა იყოს ამაზე კარგი ამ ასაკში? არცერთი მათგანი ფიქრობდა მომავალზე, მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრობდნენ და ტკბებოდნენ. -იცი, მგონი ირაკლის და ლილეს ერთმანეთი მოსწონთ- დაბალი ხმით თქვა ნინიმ და ელეს გადახედა -ღადაობ ხო?- არეშიძეს ყბა ჩამოუვარდა -კარგით რა, დავიჯერო მხოლოდ მე ვამჩნევ? -თავლები გადაატრიალა და გვერდი იცვალა -ლილემ არ გაგიგოს თორემ ტყავს გაგაძრობს-გაეცინა სანდრას და ალუბლის წვენი მოწრუპა -ტყავს მე გავაძრობ თუ მართალი აღმოჩნდება, წარმოგიდგენიათ? ბავშვობიდან და-ძმასავით გავიზარდეთ და რა სიყვარულობანა მომინდომეს ამათმა?- ცოფებს ყრიდა ელენე -კარგით რა, უაზრობაზე რომ ლაპარაკობთ ხვდებით საერთოდ? -სანდრა რა არის უაზრობა? შენს თავს გეფიცები თუ ვტყუოდე, საერთოდ მაგათი მესიჯები წაკითხული გაქვს? -და წაკითხული რატომ უნდა მქონდეს? მოიცა შენ რა მათ მიმოწერას კითხულობ? - არეშიძემ და ელენემ ერთმანეთს გადახედეს -ნუ მთლად ამასე არაა, - ჩაახველა- იმ დღეს ჩემთან იყო ნინი შხაპს იღებდა და ტელეფონი დარჩა ოთახში -და შენც აიღე და წაიკითხე? -კაი და რა ეწერა რაო?- გაეცინათ გოგონებს -ისეთი რაღაცეები ეწერა რაც ჩვენ რომ მოგვწეროს ირაკლიმ გადავაშენებთ, ახლა კი მიხვდით თქვენით-უხერხულად გაეღიმა -არ არსებობს! ესენი ნახე რაა, ლილე ამოვიდეს წყლიდან სათითაოდ დავაწიწკნი თმის ღერებს- იმუქრებოდა ელენე -მაგრად გამიტყდა მართლა, არც ველოდი არც კი ვიცი რა ვქნა - სახე მოექუფრა სანდრას და მეგობარს გახედა -ტეხავს მართლა, რა პონტია ერთი ოჯახი ვართ, და რა სიყვარულობანა მომინდომეს? კარგით რა- დაეთანხმა ნინი სანდრას -დაჯერებაც კი მიჭირს გოგონებო, როგორ დაგვიმალეს- თავი გააქნია ელენემ -ლილე ყოველთვის განსხვავებულად აღიქვამდა ხოლმე ირაკლის ხუმრობებს, ყოველთვის ცდილობდა მასთან ნაკლებად ეკონტაქტა ჩვენგან განსხვავებით, ალბათ მოსწონდა და იმიტომ -მართლა არ ვიცი რა ვთქვა, გაოცებული ვარ, ნეტა გიგიმ თუ იცის?- გოგონებს გადახედა სანდრამ და ტუჩი მოიკვნიტა სანდრა წამოდგა, შარფი მოიხვია ნახევრად შიშველ სხეულზე და სახლში შევიდა -გიგი გამომყევი ეღტი წუთით- ბასეინში მონებივრე გიგის დაუძახა ისიც მალევე მიყვა უკან, ელენეც მათ შეუერთდა -რა ხდება მშვიდობა გაქვთ?- ბოლო ნაპასი დაარტყა და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა -ახლა რაღაცას გკითხავთ და თუ დაგვიმალავ ტყავს გაგაძრობთ - თითი გამაფრთხილებლად დაუქნია არეშიძემ - ვა და რა მოხდა აღარ იტყვით? -ირაკლი და ლილე ერთად არიან? - ერთმანეთს გადახედეს გოგონებმა და გაიწურნენ გიგის პასუხის მოლოდინში- იცოდე არც კი იფიქრო ჩვენი მოტყუება თორემ- კბილებში გამოსცრა ელენემ -საიდან მოიტანეთ? - ხარხარი აუტყდა გიგის ლამის ჩაბჟირდა -ნუ იცინი ზოროს ცხენივით, გაცუმდი და გვიპასუხე-მუშტი უთავაზა გვერდებში არეშიძემ -ეტყობა დიდიხანს იწექით მზეზე, ხო გეუბნებით არ შეიძლება ამდენი ხანი მზის ქვეშ წოლათქო- სიცილს ვერ წყვეტდა გიგი -ამან არაფერი იცის- თავი გააქნია ელენენემ და სანდრას გადახედა -კაი რა ელე საიდან მოიტანე ეგ? არ გრცხვენია? -ნინიმ ნახა მათი მესიჯები -ოხ ნინი,ნინი -თავი გააქნია გიგიმ -ესიგი აღიარებ ხომ? -თვალები მოჭუტა სანდრამ და გიგის დააკვირდა -არაფერსაც არ ვაღიარებ თავი დამანებეთ რას გადამეკიდეთ - სცადა ოთახიდან სწარაფდ მოექუსლა თუმცა ხელი დაავლო ელემ -ჩვენ როგორ დაგვიმალე? -მე რა შუაში ვარ თუ რამე გაინეტერესებთ აი მოდიან და თვითონ ჰკითხეთ- მხრები აიჩეჩა გიგიმ -რა ხდება? -ირაკლიმ გადახედა გააფთრებულ გოგონებს -შენ და ლილე ერთად ხარ? - ვეღარ მოითმინა ელემ და პირდაპირ ჰკითხა -გამოგვიჭირეთ - გაეცინა ირაკლის და ნიკაპი მოისრისა ყველა გაჩუმდა ხმა ვერცერთმა ამოიღო, ლილე დარცხვენილი იდგა მეგობრების წინაშე ხმას ვერ იღებდა, თვალსაც კი ვერ უსწორებდა გოგონებს. -ნამდვილად არ მეგონა ასეთ რამეს თუ ჩვენ დაგვიმალავდით-ბოლოს სანდრამ გაბედა რამე ეთქვა და ლილეს გადახედა -და რა გავაკეთოთ ახლა ბოდიშები ვიხადოთ? -ხმა გაუმკაცრდა ირაკლის -ბოდიშები რა შუაშია ირაკლი? უბრალოდ გაგვიკვირდა და არ მოველოდით-ახლა ელენემ უპასუხა -ხომ გითხარი უნდა გვეთქვათქო? -მხარზე დაექაჩა ლილე ირაკლის და გოგონებს დამნაშავის თვალებით გადახედა -არ ვართ ვალდებულები ვინმეს რამე ვუხსნათ - და ჩვენ ვინმე ვართ? -თავი ვგააქნია სანდრამ და გაეცინა სიმწრისგან -მე და ლილე ერთად ვართ ვინმეს რამე პრეტენზია გაქვთ? ! -არ ცხრებოდა ირაკლი სანდრამ თავი გააქნია იმდენად ეწყინა მეგობრის ტონი რომ ცრემლები გადმოსცვივდა სიმწრისგან. ხელი დაავლო ელემ ნინის და სანდრას და თბილისში დაბრუნდნენ. გზაში ხმას არცერთი იღებდა, ისიც კი არ იცოდნენ რა იყო ირაკლის ქცევის მიზეზი. საღამოს უკვე სახლში იყო სანდრა. -არ აპირებ სავახშმოდ ჩამოსვლას?-კარები შეაღო ლიზამ -დაბრუნდი დე?-ღიმილით ჰკითა სანდრამ და მისკენ გაექანა -ხომ კარგად ხარ?-გაოცებულმა ჰქითკა ქალმა -იცი რომ ამ ქვეყნად შენ და ლევანი ყველაზე მეტად მიყვარხართ?-თვალები აუცრემლიანდა არეშიძეს და ძლიერად მოეხვია ქალს ბევრი ისაუბრეს მომხდარზე სანდრამ და ლიზამ. როგორც ყოველთის ამჯერადაც მოახერხა ლიზამ მისი დაწყნარება. მალე არდადეგები იწყებოდა, დემეტრე და თავის მეგობრები ყოველთვის სვანეთში ატარებდნენ მთელ ზაფხულს, დემეტრე სვანეთიდან იყო წარმოშობით, იქ მამის დედა ჰყავდა და ხშირად ჩადიოდა მასთან, ლილე ბებოს სანდრა საკუთარი შვილიშვილივით უყვარდა. დემეტრეს მამა ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა ლილე ბებოს კი ახლა დემეტრეს და სანდრას გარდა არავინ ჰყავდა. -სანდრა ჩაალაგე უკვე? დილით ადრე გავდივართ -მერამდენედ უნდა მკითხო დემე?-შეუბღვირა -მერე არ დაიწყო ის დამრჩა ეს დამრჩაო,იცოდე არ მოვბრუნდები -თაკოც მოდის?-თვალები აათამაშა ეშმაკურად სანდრამ და ლიზას გადახედა -ვითომ არ იცი რომ ყოველ წელს მივდივართ ხოლმე -ოჰ,არ შეიმჩნია ბიჭმა, დე, შენ როდის ჩამოხვალ? -ლიზას გახედა სანდრამ -არამგონია მოვახერხო, თურქეთში გვაქვს გადაღებები და ეს თვე ძალიან დატვირთული მექნება ბარგი ჩაალაგა სანდრამ და ადრე დაწვა დილით რომ არ ჩასძინებოდა, იცოდა დემეტრე რა ტიპიც იყო. უთენია დაადგნენ გზას სვანეთისკენ. სანდრა დემეტრეს გვერდით იჯდა, თაკო , ლაშა და სანდრო კი უკან ისხდნენ. გზა სვანეთისკენ ყოველთვის ამაღელვებელი იყო სანდრასთვის, რადგანაც ბავშვობის უმეტესი ნაწილი აქ გაატარა დემეტრესთან ერთად, ყოველთვის თავის კუთხედ მიაჩნდა, ყველა ადამიანისთვის ძვირფასია ის მხარე სადაც გაიზარდა, საოცარია აქაური სოფლები, მუდმივად თოვლიანი მწვერვალები, შუასაუკუნეების კოშკები, რომლებიც ამაყად გადაჰყურებენ ულამაზეს ხეობებს. მათ მრავალ საუკუნეს გაუძლეს და დღესაც ამაყად დგანან. ყოველთვის რაღაც განსაკუთრებული გრძნობა ეუფლებოდა ხოლმე არეშიძეს სვანეთისკენ მიმავალ გზაზე. ბედნიერი და სახეგაბადრული ელოდებოდა როდის ჩააღწევდა ლილე ბებოსთან. გააჩერა თუ არა ჭიშკართან დემეტრემ მანქანა სანდრა მაშინვე გადახტა და სახლისაკენ კისრისმტვრევით გაეშურა. ლილე ბებოს კისერზე ჩამოეკიდა და კინაღამ წააქცია ქალი. -ჩემი გიჟი გოგო, ჩემი გადარეული სანდრა, გენაცვალოს ლილე ბებო შენ ჩემო თვალის ჩინო! -დამკნარი ხელებით ეფერებოდა ლილე ბებო სანდრას და თან ცრემლებს ვერ იკავებდა, ხმა უკანკალებდა. დანაოჭებული სახე დაუკოცნა არეშიძემ ბებოს და ისევ ძლიერად მოეხვია. სამივენი საოცრად ბედნიერები იყვნენ. -ისე მეც აქ ვარ - იკრიჭებოდა დემეტრე ლილე ბებო დემეტრესკენ დაიძრა და აქვითინდა. -სახლში შემოდით ბავშვებო რას დაყუდებულხართ, მოშიებულები იქნებით -შინ შეიპატიჟა ლილემ ბავშვები და სუფრა წამებში გაშალა სანდრამ იმდენი ჭამა ლილეს გაკეთებული კუბდარი რომ სუნთქვა აღარ შეეძლო -მერე იძახის რატომ ვარ ამხელაო- დასცინოდა სანდრო არეშიძეს -შენ ვიზე რას ამბობ ჯერ ღიპი მოდის და მერე შენ-გადაიკისკისა სანდრამ -სად გავიცინოთ?-დაეჯღანა სანდრო -მოკეტე-თითი ტუჩებთან მიუტანა სანდრამ და გაუღიმა მშვიდად -როგორ არიან ბებო ლიზა და ლევანი?- ლილე ბებო ჩაერთო საუბარში და ცხელი ხაჭაპურები დადო სუფრაზე -რა უჭირთ მაგათ ბებო -სიცილით თქვა დემეტრემ -როგორ ბებია შენ გიჭირს რამე? - ყველას გაეცინა ლილე ბებოს იუმორზე დღე მხიარულად გაატარეს, საღამოს სიგრილე ესიამოვნა სანდრას და აივანზე გავიდა,მოაჯირს ორივე ხელით დაეყრდნო და მთებიდან მოვარდნილ ჰაერს სახე მიუშვირა, იმდენად ესიამოვნა რომ სახეზე კმაყოფილება აღებეჭდა, რამდენჯერმა ღმად ჩაისუნთქა და ბუმბერაზ მთებს გახედა, ისინიც მის მსგავსად ცივები და უდრეკნი იყვნენ. ხელები თმებში შეიცურა და თავი უკან გადაწია, ცოტახანს აივანზე იჯდა ჰამაკში და მთებს უყურებდა, შემდეგ შესცივდა და შიგნით შევიდა, თუმცა ხმაურზე მალევე გამოვიდა აივანზე, უცნაური ჩოჩქოლი მოესმა. თვალები ჭყიტა რამე ცხოველი ხომ არ არისო და გაისუსა. თუმცა მალევე გაუქრა შიში ბიჭების ხმა რომ გაიგონა. ეზოში ჩავიდა თხელი ხალათით, ფეხის ნაბიჯების ხმა მოესმა. ახლა ისევ შიშმა აიტანა -დემე, შენ ხარ?- სიბნელეში ვერაფერი გაარჩია- დემეტრე იცოდე თუ ჩემს შეშინებას ცდილობ გაგგუდავ! -არ ცხრებოდა არეშიძე -დემეტრე არ ვარ-უცნობი სილუეტი აესვეტა წინ, წამით შეკრთა არ მოელოდა უცხოს თავის ეზოში -შენ ვინ ხარ ? აქ რას აკეთებ ?- აკანკალებულმა ძლივს მოახერხა ხმის ამოღება და ხალათი მაგრად ჩაბღუჯა -ნუ გეშინია არ გიკბენ-გაეცინა უცნობს და მისკენ წამოვიდა -რას აკეთებ ?-გაკვირვებულმა ჰკითხა გოგომ -შენ უკან ჩემი დამშეული ძაღლი დგას, რომელიც სიამოვნებით დააგემოვნებს შენს ფეხებს ისე მადის აღმძვრელად გამოიყურებიან-ნიკაპი მოისრისა და ვნებიანად აათვალიერა სანდრას გრძელი სწორი ფეხები -რა?-ვერ მიუხვდა ნათქვამს -უბრალოდ არ გაინძრე-ხელით ანიშნა რომ ადგილზე მდგარიყო უცებ დაავლო ხელი გაავებულ პიდბულს და თოკი მოაბა, ძაღლი ისე იღრინებოდა გააფთრებულ მგელს ჰგავდა, სანდრამ ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და აკანკალებულმა ხმის ამოღება ვერ შეძლო -ბოდიში, უბრალოდ აიწყვიტა და თქვენ ეზოში შემოვარდა ნუ გეშინია არ გიკბენს -ხო აბა უბრალოდ, როგორ არა - თავი გააქნია სანდრამ -ლამაზ გოგონებს არ კბენს-გაუღიმა უცნობმა -კიდევ კარგი, გამიმართლა -აშკარად, ხო მართლა მე ზურა მქვია და თქვენს მეზობლად ვარ- გაუღიმა -ნინა ბებოს სახლში?-გაეცინა სანდრას -ჰო, ნინა ბებოს სახლში, ლუკა ჩემი ძმაკაცია და ჩამოვაკითხეთ ბიჭებმა -გასაგებია, როგორაა? გავიგე ავარიაში მოყოლილა -ახლა უკეთაა, რა გქვია?-ძლივს აკავებდა ძაღლს, სანდრასკენ იწევდა -მზევინარი- სრულიად სერიოზულად გასცა პასუხი არეშიძემ -არც მიფიქრია რომ სხვა რამ გერქმეოდა მზევინარ-თვალი ჩაუკრა და ღიმილით დატოვა გოგონა სანდრას გაეცინა, აკანკალებული დაბრუნდა ოთახში და დაწვა, დილამდე გაგუდულს ეძინა, ნამგზავრი და ძალაგამოცლილი იყო. 12 საათი იქნებოდა რომ ინება ქალბატონმა დაბლა ჩამოსვლა. მოკლე თხელი თეთრი სარაფანი ეცვა გარუჯულ კანზე, რომელიც საოცარ კომბინაციას ქმნიდა და საოცრად უხდებოდა მის მწვანე თვალებს. ეზოში ბიჭებთან ერთად რამდენიმე უცხოც იჯდა მათ შორის ზურაც ამოიცნო. ხის გრძელ სკამზე ისხდნენ მაგიდის გარშემო და ბანქოს თამაშობდნენ. -ინება პრინცესამ გაღვიძება- სიცილით შეეგება ლაშა -ამოსვლას ვაპირებდით გვეგონა გაიგუდე- აყვა დემეტრეც -იქნებ მოკეტოთ ორივემ და მითხრათ ესენი ვინ არიან?- ამაყად გადახედა უცხო „ სასტავს „ - ჩვენი მეზობლები - გასცა პასუხი დემეტრემ -ლუკა, რატი და ზურა - სანდრას ბავშვობიდან ვიცნობ -გაეცინა ლუკას -ფეხი როგორ გაქვს?-გაუღიმა არეშიძემ -მადლობა ნორმალურად -კარგია- თავაზიანად გაუღიმა და კურტუმოსქნევით შევიდა სახლში ცოტახანში გოგონებს დაურეკა ცოტა იჭორავეს, ლილე და ირაკლი ისევ არ ჩანდნენ, არცერთ მათგანს არ შეხმიანებიან, სანდრა ძალიან სწუხდა თუმცა ბრაზობდა კიდეც. თვალებდაწვრილებული უყურებდა ზურას სახლიდან , ისიც თითქოსდა ხვდებოდა გოგონას აზრებს და მისკენ არც კი იხედებოდა, გააფთრებული იჯდა არეშიძე, არ იყო მარტივი ზურასნაირი სიმპატიური ბიჭის იგნორი ისეთი გოგოსთვის როგორიც თვით ალექსანდრა არეშიძე გახლდათ. სხეულზე ალი მოედო, ისე დასცხა გეგონებათ მდუღარე წყალი გადაასხესო, ზურა შორიდან სწვავდა. იმდენად უცხო ლურჯი თვალები ჰქონდა გეგონებოდათ ლინზებიაო. ზაგარზე ხომ სრუალიად შოკი იყო, მაღალი მხარბეჭიანი შავტუხა ლურჯთვალება ბიჭი, რომელიც ზედაც არ უყურებდა ალექსანდრას. საჭმელი ჭამა და ვერ მოისვენა სახლში, პულტს ნერვიულად ატრიალებდა ხელში, ეზოსკენ მიუწევდა გული, თუმცა იცოდა იქ რომ გასულიყო ზურას თვალს ვერ მოსწყევტდა და დაიწვებოდა. -სანდრა!! -რა გინდა- თითქმის დაუყვირა დემეტრეს -მდინარეზე ჩავდივართ, წამოხვალ? -დამელოდე -მალე ქენი არ დააღამო 15 წუთში უკვე მდინარის პირას იყვნენ, სანდრას თეთრი საცურაო კოსტიუმი ეცვა, საოცრად ლამაზი იყო, ულამაზესი გრძელი სწორი ფეხები ჰქონდა, სავსე მკერდი და უკანალი ხომ საერთოდ აგიჟებდა მამაკაცებს. კაბა წამებში გაიძრო და წყალში თავით გადაეშვა. ზურა ნაპირე იჯდა და დაჟინებული მზერით აკვირდებოდა არეშიძეს -რა გოგოა- ჩაეცინა რატის და ტუჩები გაილოკა -ნელა - თვალი ჩაუკრა ზურამ -ჰა ეხლა, კარგი ძმაო ხმას აღარ ვიღებ-საპასუხოდ მანაც თვალი ჩაუკრა ძმაკაცს და მდინარეში გადაეშვა სანდრა ზურას აკვირდებოდა, აინტერესებდა თუ უყურებდა კაცი მას, თუმცა ზურა ბიჭებს ელაპარაკებოდა და ზედაც არ შეუხედავს მისთვის, ლამის გასკდა არეშიძე, თუმცა თავს ზევით ძალა არ ჰქონდა, წყლიდან ამოვიდა, პირსახოცი დააფინა ქვებზე და წამოწვა, ლამის დორბლები წამოუვიდათ რატის და ლუკას, ზურას კი რეაქცია არ ჰქონდა, სანდრა უკვე იმასაც კი ფიქრობდა გეი ხომ არ არისო, „რა უსამართლობაა ესეთი კაცი და გეი ეჰ“ ჩაილაპარაკა და მზეს მიეფიცხა. -ზეთი წაისვი მწველი მზეა- გააფრთხილა თაკომ -რად მინდა ზეთი ნახე რა შავი ვარ, ამაზე უფრო როგორ დავიწვები -მე გაგაფრთხილე ქალბატონო-გაეცინა თაკოს და მზეს მიუშვირა სახე ყურსასმენები გაიკეთა და თვალები დახუჭა, წყლის წვეთები იგრძნო და უცებ წამოხტა -რას აკეთებ? -დაფეთებული წამოვარდა ფეხზე -ბოდიში, ვერ შეგამჩნიე- ჩაეცინა ზურას -აა ვერ შემამჩნიე? ბრმა ხარ თუ რა ხდება?!- ცეცხლებს ყრიდა არეშიძე -ნუ იღრინები პატარა -მომწყდი თავიდან! დეგენერატი-კბილებში გამოსცრა -წყლის წვეთებმა გაგაბრაზეს თუ იმან რომ ვერ შეგამჩნიე?- ირონიას არ წყვეტდა ბატონი ზურაბი -ზურიკო, იქნებ მომწყდე თავიდან?- გაუღიმა სანდრამ -კარგი მზევინარ-არც ზურიკო დარჩენია ვალში ცეცხლებს ყრიდან ალექსანდრა, პირველი შემთხვევა იყო როდესაც კაცი ასე აგიჟებდა. ცეცხხლის ჩასაქრობად მდინარეში ჩავიდა, უკან ზურაც მიყვა, სანდრამ ჩაყვინთა და შორს გაცურა, ზურაც თითქოს მას მიყვებაო, ერთ ადგილას ამოყვინთეს -უკან მომყვებოდი? -წყალი შეასხა ქალბატონმა -რა მიხვედრილი ხარ -იცი, შენ ძაღლს ძალიან გავხარ- ნიშნის მოგებით უთხრა სანდრამ -მადლობა -უკან რატომ გამომყევი -ეს თავისუფალი ზონაა, რატომ გგონია რომ უკან გამოგყევი -იმიტომ რომ გამომყევი! -გგონია ყველა კაცი უკან გამოგყვება ? -უკაცრავად? - ტვინში სისხლი ჩაექცა, ასე არასოდეს არცერთი კაცი არ დალაპარაკებია -სამყაროს ცენტი ნუ გგონია თავი- არ წყვეტდა ზურა მის ნერვებზე თამაშს ბრაზისგან თვალები დაუწვრილდა ალექსანდრას, პირველად მოუნდა რომ ძალიან მაგრად ეტირა, ბურთი ყელში გაეჩხირა, ალბათ კიდევ რამე რომ ეთქვა ზურას ნამდვილად აქვითინდებოდა. არაფერი უპასუხა კაცს, თვალები აემღვრა, გაახსენდა დეას სიტყვები, ჩაყვინთა რომ არ ატირებულიყო, ცურვა კარგად იცოდა, მდინარე ღრმა იყო ამიტომაც რაც შეიძლებოდა ღრმად ჩაყვინთა, ფსკერამდე. შორს გაცურა, მხოლოდ მაშინ მოეგო გონს როცა დემეტრემ დაუძახა, უხმოდ ამოვიდა წყლიდან სარაფანი სწრაფად გადაიცვა და სახლში წამოვიდა. მთელი დღე ზურას ნათქვამზე ფიქრობდა და დეას სიტყვებს იხსენებდა, ვერც კი წარმოიდგენდა რომ შესაძლოა ხალხს მართლა ასეთი ჰქონებოდა. ბარიკატები ააგო მის წინ და არავის აძლევდა უფლებას მასთან ახლოს მისულიყო, მხოლოდ ლიზას. იგრძნო როგორ მოაწვა ცხელი სითხე და ცხოვრებაში პირველად იტირა ზრდასრულ ასაკში, მლაშე სითხე იგრძნო და გაეცინა, მთელი დღე ოთახში იჯდა, არც საჭმელად ჩამოსულა. საღამოს ლილე ბებო ავიდა მასთან და საჭმელი აუტანა, ბებოს უარი ვერ უთხრა და მისი ხათრით ჭამა. მეორე დღესაც იგივე სურათი განმეორდა, ოღონდ იმ განსხვავებით რომ მათ „სასტავს“ ორი გოგო შეემატა. ცხენებივით იკრიჭებოდნენ და იწელებოდნენ, თაკო გაოცებული იყურებოდა მათი შემხედვარე. -ესენი ვინ არიან - ხარხარით შევიდა თაკო სახლში თაკო -რას ზიხარ მერე მანდ, აგერ ხომ ხედავ მშვიდად ვზივარ ვუყურებ ტელევიზორს -რა გჭირს შენ? -არაფერი, რა უნდა მჭირდეს - მხრები აიჩეჩა -რას ზიხარ აქ ბუსავით? გამოდი გარეთ -ნერვები არ მაქვს მაგათი, აქიდან ვხედავ როგორ იგრიხებიან- უცხო გოგონებს გახედა ფანჯრიდან -ტეხავს სანდრა, ცოტახნით მაინც გამოდი - ჩააცივდა თაკო, ხათრი ვერ გაუტეხა და ეზოში მასთან ერთად გავიდა მოკლე თეთრი ჯინსის შორტი და თხელი სტაფილოსფერი ჩითის ტოპი ეცვა, ხმის ამოუღებად დაიკავა ლაშას გვერდით ადგილი და უხერხულად ჩაახველა, ერი ორი გოგო ზურას და ლუკას დასტრიალებდა თავს, მიუხედავად იმისა რომ არეშიძე საოცრად პირდაპირი ქალბატონი გახლდათ და საკმაოდ უტაქტო არაფერი უთქვამს მათთვის, გაცნობის სურვილიც კი არ გამოუთქვამს.-ვგიჟდები დედათქვენზე, ძალიან მაგარი ქალია- ერთ-ერთი მათგანი გვერდით მოუჯდა სანდრას -ხო კარგი მსახიობია - ძალით გაუღიმა არეშიძემ და თვალები მობეზრებულმა გადაატრიალა -ხო მართლა გაიცანით ერთმანეთი სალომე და ელენე, ჩვენთან არიან სტუმრად დღეს დილით ჩამოვიდნენ - სანდრას წარუდგინა ლუკამ გოგონები სანდრამ ჩვეული ირონიით გახედა მათ, ზურა ისევ ცივი, მკაცრი გამომეტყველებით იჯდა და ზედაც არ უყურებდა არეშიძეს, რა თქმა უნდა ამის ატანა არ იყო იოლი ამ ლამაზმანისთვის თუმცა რას გააწყობდა. ქერა ელენე აშკარად ცდილობდა ზურას დაკერვას, თუმცა აშკარა იყო რომ კაცი მას ყურადღებას არ აქცევდა, ისევე როგორც არეშიძეს. სხვანაირი იყო, არ გავდა მის გვერდრით მყოფ ბიჭებს, ცივი უდრეკი და გულქვა გამოხედვა ჰქონდა. ძირითადად სულ ჩუმად იყო ხოლმე და აკვირდებოდა სიტუაციას, ბევრი ლაპარაკი არ უყვარდა. ალბათ წარსულში მომხდარი ამბის გამო იყო ჯაჭვლიანი ასეთ დღეში. 3 წლის წინ იქორწინა ქალზე, რომელიც სიცოცხლეს არჩივნა, თუმცა მათი ქორწინება 1 წელში დასრულდა, როდესაც გააცილა იტალიაში თავის მშობლებთან იქიდან აღარ დაბრუნებულა ნია, მშობლებმა აიძულეს იქ დარჩენა და ქმართან გაყრა, ამ ამბის შემდეგ ჯაჭვლიანი სრულიად სხვა ადამიანად იქცა, მას შემდეგ არც არავინ ყვარებია, თუმცა ახლა ნიას სახელის ხსენებაც კი არ სურს, როდესაც წავიდა ის ორსულად იყო, რა თქმა უნდა მისმა მშობლებმა ეს პრობლემაც მოაგვარეს. თითქოს ტვინი გამოურეცხეს ნიას და დაავიწყეს ზურას არსებობა, როდესაც ჯაჭვლიანმა გადაწყვიტა მასთან ჩასვლა გოგომ ზედაც არ შეხედა ქმარს, განუცხადა რომ ის იმ ცხოვრებას ვერ შესთავაზებდა რომლითაც ის ცხოვრობდა იტალიაში, ამის შემდეგ ჯაჭვლიანი ხმის ამოუღებლად დაბრუნდა სამშობლოში და სამუდამოდ გადაუსვა ხაზი ყოფილ ცოლს. სწორედ ამიტომაც იყო ის ასეთი. ყველა გოგოს მიმართ დაკარგა ინტერესი და მხოლოდ იმაზე ფიქრობდა როგორ ეშოვნა ბევრი ფული, დროთაგანმავლობაში ესეც მოახერხა, ძალიან ბევრი იწვალა ამისთვის და მიზანს მიაღწია კიდეც. იმდენად ეზიზღებოდა ნია, რომ მისი სახელის ხსენებაც კი აკრძალა თავის იგვლივ. ცოტახანში დაიშალნენ, ლილე ბებომ სადილი გაამზადა და დაუძახა ახალგაზრდებს. -მადლობა შენს ხელებს ბებო-გემრიელად მიირთმევდა დემეტრე სადილს და ლილე ბებოს ეფერებოდა -შეგერგოთ ჩემო კარგებო, შეგერგოთ. - ბედნიერი და კმაყოფილი იყო ქალბატონი ლილე სანდრა ისევ უხასიათოდ იყო, ლიზამ დაურეკა ქალიშვილს დიდხანს ისაუბრეს, დედასთან საუბარმა ცოტა გამოუკეთა გუნება. აივანზე იჯდა, ფეხები მოაჯირზე შემოეწყო და გარემოს ინტერესით ათვალიერებდა, თითქოს პირველად იყო ამ ადგილას. ეზოდან ძახლის ხმა შემოესმა, მიხვდა რომ ეს სურას ძახლი იყო, დაბლა რომ ჩასულიყო მისი ლუკმა გახდებოდა, ამიტომაც აივნიდან გადაიხედა თუმცა ვერაფერი დაინახა. დაბლა გაბრაზებული ჩავიდა, დიდ გულზე იყო არეშიძე შემართებით გავიდა გარეთ, ისევ იმ სიტუაციაში გადააწყდა ჯაჭვლიანს -მგონი შენს ძახლს ძალიან უყვარს ჩვენი ეზო - ხელები გულზე დაიკრიფა, კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა, გაუხარდა რომ შეძლო ისევ მისი ხილვა, ამჯერად მარტომ -ხო, შენს სუნზე გამორბის ხოლმე - ყოველთვის ახერხებდა მისთვის ეკბინა, თანაც ისე რომ წყობილებიდან გამოეყვანა გოგო -რამე პრობლემა გაქვს ჩემთან თუ რა ხდება? - ვერ ხვდებოდა არეშიძე თუ რატომ ექცეოდა ზურა ასე ცინიკურად -პრობლემა ? - გაეღიმა - ალბათ ხუმრობ ხომ - ინტერესით დააკვირდა გოგოს -აბა რას უნდა მივაწერო შენი ამდენი ცინიზმი ? - არ ჩამორჩა არეშიძე -რატომ გგონია რომ ეს ცინიზმია ან რაიმე მსგავსი ? არც კი ვიცნობთ ერთმანეთს და რა პრობლემა უნდა მქონდეს ? - ისევ გაეღიმა, თიტქოს ცდილობდა ნამდვილი მიზეზი დაემალა -მეც სწორედ ეს მაინტერესებს, დღეს მდინარეზე შენ მითხარი რომ თავი სამყაროს ცენტრი მგონია, ახლა კი მეუბნები, რომ საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს, საიტერესოა როგორ დაასკვენი ეს, როდესაც საერთოდ არ ვიცნობთ ერთმანეთს - კმაყოფილი გამომეტყველება ჰქონდა სანდრას -ამას დიდი ცნობა არ სჭირდება ერთი შეხედვითაც კი ჩანს - თავი გააქნია ჯაჭვლიანმა და გოგოს პასუხს დაელოდა -ახლა ხვდები რომ შეურაცყოფას მაყენებ ? -ცეცხლებს ყრიდა, თუმცა ცდილობდა თავი დაეჭირა -გვიანია, შედი თანაც აქ ცივა -მეტი არაფერი უთქვამს, არც მის პასუხს დალოდებია, ძაღლთან ერთად დატოვა ეზო. ვერ იჯერებდა სანდრა, რომ ვიღაც სრულიად უცნობმა კაცმა ამდენი გაუბედა თანაც უმიზეზოდ. ის მიჩველი იყო იმას რომ ყველა კაცი მის კაპრიზებდე დადიოდა და ყველა სურვილს უსრულებდა, ზურა კი თითქოს ყინულის ლოდია, რომლის გალღობაც ჯერ ვერ მოახერხა. დაუბნელი შევიდა სახლში, მთელი ღამე არ უძინია ვერ ხვდებოდა მიზეზს თუ რატომ ექცეოდა ჯაჭვლიანი ასე ცივად, იხსენებდა ყველა დეტალს და წვრილმანს ამ ორი დღის მანძილზე, თუმცა მიზეზს ვერ პოულობდა. დილით ადრე გაეღვიძა, თავი მოიწესრიგა და მაშინვე სარკეს მიაშურა, დიდხანს უმზერდა საკუთარ გამოსახულებას სარკეში, თითქოს ყველაფერი ისეა როგორც ადრე, მასში არაფერი შეცვლილა, ისევ ისეთი ლამაზი და გასაოცარია, რა დაუწუნა? რა არ მოეწონა მასში? იქნებ არ მოსწონს ქერა გოგონები? არც მწვანეთვალება, იქნებ და საერთოდ არ აქცევს ყურადღებას გარეგნობას? კარადიდან მოკლე შავი ჯინსის შორტები გამოიღო და სწრაფად ამოიცვა, ბოტებში ჩაყო ფეხი, კაპიუშონი მოიხურა და ფანჯარასთან მივიდა, საშინლად წვიმდა, .ზაფხულია..წესით უნდა ცხელოდეს, მაგრამ არა, კიდევ ერთხელ გაისმა გრუხუნი, ბავშვობიდანვე სჯეროდა, რომ წვიმა დედამიწის ცრემლები იყო., ცრემლები, რომლებიც მხოლოდ მაშინ მოდის, როცა მიწაც კი განიცდის რაღაცას, ეს დიდი ხნის წინ იყო...ალბათ ძალიან დიდი ხნის წინ... ფანჯრებზე ჩამოწვეთებულ პატარა მარგალიტებს უყურებდა და გულში სითბო ეღვრებოდა. წვიმის წვეთები ფანჯრის მინას ეხეთქებიან, უძრავად იდგა არეშიძე და გასცქეროდა დანამულ მთებს, რომლებიც უკვე სადღაც, ნისლში იკარგებოდნენ. გარეთ გავიდა, ლილე ბებო საქონლებს მიერეკებოდა ეზოში -შედი ბებო სახლში, საშინელი წვიმაა არ გაცივდე - ეზოს ბოლოდან ძლივს მიაწვდინა ხმა -მე გავრეკავ ბებო, შენ სახლში შედი და რამე გემრიელი მოგვიმზადე- მიუახლოვდა ქალს -არა ბებია, რას ამბობ შენ რა გაგეგება ამათი, შედი არ გაცივდე ბებო გენაცვალოს არ დანებდა არეშიძე, აიჩემა გინდა თუ არა მე უნდა გავდევნო საქონელი მდელოზეო, ლილეც დაეთანხმა და სახლში შევიდა. საშინლად წვიმდა, ელავდა თუმცა სანდრას არაფრის ეშინოდა, უყვარდა წვიმა, თითქოს მისი წვეთები შვებას გვრიდნენ, სხვები ყოველთვის სველდებოდნენ წვიმაში ის კი უბრალოდ გრძნობდა მის წვეთებს. იცოდა სადაც მიერეკებოდნენ ხოლმე საქონელს, ბავშვობაში ხშირად დაყვებოდა ხოლმე ლილეს. ხელში ჯოხი აიღო ისე სასაცილოდ გამოიყურებოდა, ალბათ ლიზას რომ ენახა წვიმაში მიმავალი სანდრა საქონელთან ერთად ნამდვილად ჭკუიდან შეიშლებოდა. დიდხანს არ დაბრუნებულა სახლში, ძველი დიდი მუხის ძირას იჯდა და მდინარეს უყურებდა, რომელიც ისეთი სისწრაფით მიქროდა რომ ნახვაც კი გულს აგიჩქროლებდათ. ცოტა გადაიღო, მზემაც გამოანათა, საოცრება იყო ცაზე გამოსახული ცისარტყელა, რომელმაც თითქოს ქვეყნიერებას ბედნიერება მოუტანა. სახლში კმაყოფილი და ბედნიერი დაბრუნდა. ლილე ბებო ჭიშკართან ელოდა სანდრას, რომ დაინახა მისკენ სწრაფად წავიდა -მეგონა დაიკარგე ბებო, ამდენხანს თანაც ამ ამ ამინდში რას აკეთებდი გარეთ? - მიაყარა სწრაფად ლილემ -მომენატრა აქაურობა და გარემოს ვათვალიერებდი, გაიღვიძეს უკვე? -ბებიას ხელკავი გაუკეთა და სახლისკენ დაიძრნენ. სახლის საქმეებშიც დაეხმარა არეშიძე ბებოს, ლილე უყურებდა და ეღიმებოდა, როდის გახდა ჩემი გოგო ასეთი, როდის გაიზარდა ასეო იძახდა გულში გახარებული მოხუცი, რომელსაც არასოდეს განუსხვავებია დემეტრე და სანდრა ერთმანეთისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის მისი ღვიძლი შვილიშვილი არ იყო. -ოჰ, ქალბატონმა გაღვიძება დაგვასწრო? - არ დააკლო დემეტრემ -და როდის არ გასწრებდი რო? -გაეკრიჭა სანდრა და სუფრასთან დასხდნენ -დღეს ფეხბურთს ვთამაშობთ, მეორე სოფლის ბიჭებს ვეთამაშებით- გემრიელად ჩაკბიჩა დემეტრემ სანდრას გამომცხვარი ხაჭაპური და სახე შეეჭმუხნა- ეს შენ გააკეთე? -ცუდია? -დაეჭვებულმა გადახედა ძმას არეშიძემ -ნუ, არაუშავს რა, თუმცა ამის მერე შენ აღარ შეიწუხო თავი- თვალი ჩაუკრა ლილეს,ამაზე ყველას გულიანად გაეცინა -ხოდა მოკლედ ბიჭები ვთამაშობთ რა- განაგრძო ლაშამ -რომელი ფეხბურთელები მყავხართ თქვენ? -აფხუკუნდა თაკო და სანდრას გადახედა -ერთი მესია მეორე რონალდო, აი მესამე კიდევ მგონი ზიდანი - არ ცხრებოდნენ გოგონები და ცდილობდნენ ბიჭებისთვის ნერვები მოეშალათ -იცინეთ, იცინეთ და რომ მოვიგებთ თხას და ოციანს მერე ჩვენ ვიცინებთ - ერთმანეთს გადახედეს კარგი მოთამაშეებივით, არადა არცერთი აზრზე არ იყო თამაშის. მაგიდა გოგონებმა აალაგეს, ჭურჭელიც დარეცხეს და ბიჭებთან გავიდნენ ეზოში, ლუკა და რატიც მათთან ერთად იყვნენ, მხოლოდ ზურა არ ჩანდა, არც ის გოგონები გუშინ რომ მათთან ერთად იყვნენ. -დავცხოთ დღეს კარგი თამაში?- ხელები გაასავსავა დემეტრემ და ბიჭებს გადახედა -ჰო, იასნა- აყვნენ ლუკა და რატიც -ხო მართლა, სადაა ზურა?- იკითხა ლაშამ -ქალაქში წავიდა, რაღაც საქმე ჰქონდა მალე დაბრუნდება სანდრას ტანში გასცრა მისი სახელის გაგონებისას. ისიც კი ვერ გაეგო უნდოდა თუ არა ისევ მისი ნახვა. საკუთარ თავს ვეღარ ცნობდა, სრულიად დაკარგა კონტროლი, ხელებს იფშვნეტდა, ერთი სული ჰქონდა დაენახა მისი სახე, ესეც კი საკმარისი იქნებოდა ახლა მისთვის. -დაბრუნდი ? სად იყავი ამდენ ხანს? დღეს ფეხბურთიო იმ სირმა დემეტრემ - სიცილით გადახედა ძმაკაც ჰამაკში მონებივრე რატიმ და გადაიხარხა -რა გაეგება მაგ ს*რს ფეხბურთის? - ჩაეღიმა ზურას და ბიჭებს გადახედა -სალომე და ელენე გააცილე? -ჰო , ტვინი მოტ*ნეს გზაში- მაისური გადაიძრო და ფეხები სკამზე შემოალაგა -მაგ გოგოს მაგრად ევასები ძმაო, კაი ნაშაა რა გინდა - სიცილით უთხრა ლუკამ ძმაკაცს -ვინ ბიჭო ელენე? - სახე აელეწა ზურას -ჰო რა იყო -სულ რო უკანასკნელი გოგო გაიჩითოს დედამიწაზე მაგას არ მოვტ*ნავ -რატო ტო? -რა რატო ბიჭო, ამას იმ გამო*ლევებული დემეტრეს და ევასება - თვალი ჩაუკრა ძმაკაცს რატიმ და ზურას გადახედა -ვინ ბიჭო სანდრა გევასება? -მაგარი გოგოა, იმენა ზუსტად ისეთია ამას რო ევასება ხო ხვდები- არ ცხრებოდნენ ბიჭები და განაგრძობდნენ ზურას ნერვებზე თამაშს -თან რა „სწრევაა იმენა“ გოგო -ის მეორეც მაგარი ნაშაა, მოიცა რა ქვია? თაკო ხოო, მაგრამ ეს იმენა „ვიში ლიგაა“- ტუჩები გაილოკა რატიმ, ზურა ისევ ჩუმად იჯდა და მათ სახლს უყურებდა -მაგარი *ლე სასტავია შენს ძმობას გეფიცები -რომელზე ვთამაშობთ ფეხბურთს? -თემა გადაიტანა ზურამ და ბიჭებს გახედა -რავი ტო საათი არ დაგვიზუსტებია ჯერ, გადავიდეთ იმათთან და გვეტყვიან რა მთელი უბნის ბიჭები შეეკრიბა დემეტრეს, ზურა და თავის მაკაცებიც მალევე მოვიდნენ, სანდრა ცოტა მოშორებით, ჰამაკში იწვა და წიგნს კითხულობდა, „ დელირიუმი“ „კიდევ ოთხმოცდათხუთმეტი დღე და მერე უსაფრთხოდ ვიქნები.მინდა, ის მალე ჩავიტარო და განვიკურნო. ძნელია, იყო მომთმენი. ძნელია, არ გეშინოდეს, როცა ჯერ ისევ ავად ხარ. მე დელირია ჯერ არ შემხებია. თუმცა, მაინც ვღელავ. ძველად სიყვარული ხალხს აგიჟებდა. სიყვარული ყველა მომაკვდინებელ სენზე უარესია: გკლავს მაშინაც, როცა მას განიცდი და - მაშინაც, როდესაც ვერ გრძნობ. ამბობენ, რომ სიყვარულისგან განკურნება გაბედნიერებს და მისგან სამუდამოდ გიცავს. ამის ყოველთვის მჯეროდა და დღემდე ეჭვი არ შემპარვია. მაგრამ, ახლა ყველაფერი შეიცვალა. მირჩევნია, თუნდაც ერთი წამით სიყვარულით დავინფიცირდე, ვიდრე სიცოცხლის ბოლომდე ტყუილში ვიცხოვრო.“ -დაინფიცირდი? - ზურგს უკან მოესმა ბოხი ხმა -რა? - სწრაფად დახურა წიგნი და გაოცებულმა მიიხედა უკან -კარგი წიგნია, შედევრი არ არის, თუმცა დევს მასში რაღაც აზრი- ფეხები ჩამოაწევინა და მის გვერდით მოკლათდა ჰამაკში -ოჰო, და ეს რა იყო? -გაკვირვება ვერ დამალა სანდრამ და გაეღიმა -ისეთი არაფერი - გაუღიმა და მისი გძელი გარუჯული ფეხებისკენ გააპარა თვალი -აქ რას აკეთებ? - არ დაიბნა არეშიძე -მომინდა მენახე და მოვედი- მხრები აიჩეჩა ჯაჭვლიანმა და სიგარეტს წაუკიდა -თურმე მოუნდა ვენახე - ბურტყუნით გაიმეორა სანდრამ მისი სიტყვები -პრობლემაა რამე?- თვალებდაწვრილებულმა გადახედა გოგოს -კი პრობლემაა, ახლა კი მინდა ადგე და წახვიდე - გამარჯვებულმა გადახედა არეშიძემ მამაკაცს -საინტერესოა, იცი რომ ინანებ ამ სიტყვებს? - არც ჯაჭვლიანი დარჩენია ვალში -ვითომ? რაღაც არამგონია - არცერთი აპირებდა დათმობას -კი და ამ სიტყვებს სწორედ მაშინ გაგახსენებ როცა ჩემზე უგონოდ შეყვარებული იქნები -თვალი ჩაუკრა და ეზო დატოვა. არეშიძეს გაეცინა მის ნათქვამზე, გულში გამარჯვებულის ტაში შემოსცხო და განაგრძო წიგნის კითხვა. ალექსანდრა მიეკუთვნებოდა იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც სამყაროს საზღვრების გარეშე ხედავენ, რომლებსაც სურთ თავისუფლება, რომლებიც ბედნიერებიც არიან და ამავდროულად იტანჯებიან, რომლებსაც უხარიათ და ტირიან, რომლებმაც იციან რა არის შიში, მაგრამ არ ეშინიათ,რომლებსაც უყვართ და სჯერათ, რომ რაც არ უნდა დაუშავონ, ამ გრძნობას ვერ მიითვისებენ. მომდევნო ერთი კვირა არ გამოჩენილა ჯაჭვლიანი, თამაშმაც მის გარეშე ჩაიარა, სანდრაში თითქოს რაღაც შეიცვალა, ყველგან ცდილობდა მის დანახვას, თუმცა ის არსად ჩანდა, ვერ ბედავდა ბიჭებისთვის მისი ამბის კითხვას, თითქოს მიწამ ჩაყლაპაო ჯაჭვლიანი. გვაინი იყო რომ დაწვა, აივნის კარები ღია ჰქონდა, ქვემოთ ისევ ნაცნობი ხმა გაიგონა თავიდან ეგონა მოესმა, თუმცა შემდეგ უფრო მკაფიოდ გაიგონა ჯაჭვლიანი ბოხი ხმა, ისევ ძახლს ელაპარაკებოდა და აფრთხილებდა რომ მეზობლის ეზოში აღარ გადასულიყო, სანდრა წამოფრინდა, თხელი ხალათი მოიცვა და აივანზე გავარდა, გულმა სწრაფად დაუწყო ძგერა, ახლა მასში ყველა ემოცია ერთმანეთში აირია, არეშიძე „გამოთაყვანდა“, დაინფიცირდა, თვითინაც კი ვერ მიხვდა ეს როდის დაემართა, ეზიზღებოდა ეს შეგრძნება, ყველანაირად ებრძოდა თუმცა განა რამეს გავხდებით სიყვარულის წინააღმდეგ? ასეთ მოკლე დროში, ასეთი ცივი და გულქვა ადამიანის შეყვარება განა შესაძლებელია? პარადოქსია ნამდვილად. ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა აივანზე არეშიძე, სკამზეც კი შემოდგა საყვარელი სილუეტი რომ შეემჩნია თუმცა ამაოდ, ეზოში მხოლოდ სიცარიელე სუფევდა. საკუტარ თავს უმეორებდა რომ ეს ყველაფერი დროებითი იყო და მალევე გაუვლიდა თუმცა თვითონაც კარგად იცოდა, რომ ეს სიმპტომები დროებითს ოდნავადაც კი არ წააგავდა. ახლა რა გააკეთოს? თვითონაც კი არ იცის, წარმოდგენაც კი არ აქვს რა შარში გაყო თავი. ტანსაცმელი გაიძრო და და დაწვა, საშინლად იყო დაღლილი არაფრის თავი არ ჰქონდა, ზოგჯერ ღრმა ფიქრებში გადაეშვებოდა და ნია მოაგონდებოდა, ბრაზისგან ძარღვები ეჭიმებოდა, ტვინში სისხლი ექცეოდა მომხდარს რომ იხსენებდა, საკუტარ თავს ებრძოდა, ცდილობდა ის ქალი შეზიზღებოდა, რომელიც ყველაზე და ყველაფერზე მეტად უყვარდა. სხვანაირი იყო ჯაჭვლიანი, ერთგულება რომ იცოდა და აფასებდა აი ისეთი კაცი, სიყვარულის გამო რომ მტებს გადადგამდა და ამავდროულად რომ ღალატს არავის აპატიებდა, არ მოელოდა ღალატს იმ ქალისგან, რომელსაც აღმერთებდა, თუმცა ეს მოხდა და ამას ვერსად გაურბოდა, იმის წარმოდგენაც რომ ის სხვასთან იყო ანადგურებდა, ყველაფერ ადამიანურს კლავდა მასში და დაჭრილი ცხოველივით ღრიალებდა. ზუსტად იცოდა, რომ მასთან იგივე გრძნობა აღარასოდეს მოვიდოდა. ვერ შეძლო იმ ქალის ამოგდება გულიდან რომელმაც ასე გაწირა და მიატოვა, სწორედ ესაა სიყვარულის სისუსტე. ვერ შეძლო ძილი გონებაში ყველაფერი ამოუტივტივდა, საშინლად დასცხა, ვერ მოსვენა, სიგარეტს წაუკიდა და აივანზე გავიდა, ნერვიულად ეწეოდა და მთებიდან მოვარდნილ ცივ ჰაერს სახეს უშვერდა, თუმცა მის შიგნით აგიზგიზებულ ცეცხლს ვერაფერი აქრობდა, ალი მთელს სხეულზე ედებოდა. საკუთარ თავს სჯიდა და ადანაშაულებდა მომხდარში, არადა ის ამ შემთხვევაში მხოლოდ მსხვერპლი იყო. მაისური გადაიცვა და გარეთ გავიდა, ჭიდან წყალი ამოიღო და სახეზე შეისხა, თუმცა მაინც გიზგიზებდა მის სულში ალი. ლილე ბებოს სახლს გახედა, სანდრა გაახსენდა და გაეღიმა, სახე მოისრისა, სანრდა, რომელიც რაღაც ნიას აგონებდა, ამ წლების განმავლობაში ის პირველი გოგო იყო რომლითაც დაინტერესდა, ისიც მხოლოდ იმიტომ რომ ნიას აგონებდა რაღაცით. ეგოიზმმა შეიპრყო ჯაჭვლიანი. ისევ მას ეძებდა, როცა სანდრას უყურებდა ცდილობდა მასში ნია დაენახა, თუმცა იცოდა რომ ამით საკუთარ თავს იტყუებდა და არც სანდრას წინაშე იყო მართალი, ამიტომაც ცდილობდა მისგან ტავი შორს დაეჭირა, თუმცა ამჯერად არ გამოუვიდა და ლილე ბებოს ეზოში გადავიდა იმ იმედით რომ სანდრას ნახავდა. ვერც ქალბატონმა მოისვენა ოთახში, აივაზე იყო წამოჭიმული და ვარსკვლავებს ათვალიერებდა. გაოგონა თუ არა ხმა მაშინვე წამოხტა და გადაიხედა, როგორც იქნა ნანატრი სილუეტიც გამოჩნდა -აქ რას აკეთებ?- აღელვებულმა ჰკითხა და ხალათს ხელები ჩაბღუჯა, გააკანკალა -ვერ დავიძინე, როგორც ვხედავ არც შენ გძინავს - გაეღიმა ჯაჭვლიანს -უძილობამ შემოგვიტია ორივეს - გაეცინა სანდრას და ტუჩი მოიკვნიტა -შეგიძლია ჩამოხვიდე? -არვიცი, დავფიქრდები - თვალები დაუწვრილდა -თავს ვიფასებთ?- გაეცინა ზურას -მსგავსი არაფერია- ამაყადა გასცა პასუხი -მაშინ ჩამოდი, გავისეირნოთ ბევრი აღარ უფიქრია არეშიძეს, სპორტულები ჩაიცვა და მასთან ჩავიდა, იგრძნო როგორ გაუთბა გული მისი ღიმილიანი სახის დანახვისას, უბრალოდ მას სურს დაინახოს მასში ის, რასაც მხოლოდ ერთეულები ხედავენ. დიახ, მხოლოდ სიყვრულია ის, რაც ასე ამარტივებს სამყროს და ცხოვრებას ნათელ ფერებში დაგვანახებს. გულზე რამდენჯერმე დაიდო ხელი, თოთქოს ცდილობდა მის დამშვიდებას, ეგონა მისი გულის გამალებული ცემა ჯაჭვლიანსაც კი ესმოდა, -ეს ადგილები მთელი ჩემი ცხოვრებაა - ჭიშკარი გააღო ჯაჭვლიანმა -რა დამთხევაა, ჩემიც- უკან მიჰყვა არეშიძეც -საოცარი სიმშვიდეა, არა?- გაუღიმა და მის ხელს შეეხო -ახლა შენ ჩემს ხელებს შეეხე - გაეცინა სანდრას -მთავარია გულს არ შევეხო -და რომ შეეხო ? -შევეხე? - ბნელოდა თუმცა მის მწვანე მოციმციმე თვალებში კარგად ხედავდა ჯაჭვლიანი ყველაფერს თუ რას განიცდიდა არეშიძე მის მიმართ. -რა თქმა უნდა არა - არ დანებდა გოგო -ასეთი რთულია მასთან შეხება? -იცი, მგონი უნდა ხვდებოდე რომ იმ გოგონების კატეგორიას არ მივეკუთვნები, რომლებიც ამ სიტყვებზე დნებიან -არასოდეს მიცდია ამ სიტყვებით გოგოს დადნობა - ორივეს გაეცინა -ანუ სხვა მეთოდებს მიმართავ ხოლმე -მსგავსი არაფერია -გასაგებია, მომიყევი შენზე - ორღობეში მიაბიჯებდნენ ნელი სვლით, არცერთი ჩქარობდა -მოსაყოლი ბევრი არაფერია -მაშინ ასე გკითხავ, შეხებია ვინმე შენს გულს ისე ძლიერად რომ, ხომ ხვდები რასაც ვგულისხმობ ? - უხერხულობისგან ლამის დაიწვა -კი შეეხო, ტანაც ისე, რომ.. ცოლი მყავდა სანდრამ თვალები მაგრად დახუჭა, და ღმად ამოისუნთქა რომ არ აქვითინებულიყო, ოცნების კოშკები ააგო ლამის და ახლა იგებს რომ მის საყვარელ კაცს ცოლი ჰყოლია... -გასაგებია- ძლივს მოახერხა ხმის ამოღება - 3 წელი გავიდა მას შემდეგ, მხოლოდ 1 წელი ვიყავით ერთად, შემდეგ ის წავიდა -რთულია, ისევ გიყვარს? -გაუაზრებლად დაუსვა კითხვა და გაიწურა მისი პასუხის მოლოდინში -არა, ის არ იმსახურებს ამას- მცირეხნიანი პაუზის შემდეგ უპასუხა და გაეცინა, ნიკაპი ნერვიულად მოსა და სიგარეტს წაუკიდა -ზოგჯერ ის გვიყვარს ვინც ამას არ იმსახურებს, ხომ იცი -არ უნდა მისცე საკუთარ თავს იმის უფლება, რომ გიყვარდეს ის ვისაც არ უყვარხარ, მარტივია -ეს ხომ ჩვენდაუნებურად ხდება არა? - გაეცინა არეშიძეს -და შენზე რას მეტყვი პატარა ქალბატონო ? -გაეცინა ჯაჭვლიანს და ხელი მოხვია სანდრას -ეს თემა ჩემთვის არ არის - ტუჩი მოიკვნიტა - იმაში კი, რომ არ მისცე უფლება თავს გიყვარდეს ის ვისაც არ უყვარხარ სრულიად გეთანხმები -ხედავ? უკვე გვესმის ერთმანეთის - გაეცინა ზურას - ხომ არ გცივა? -არა, თუმცა აჯობებს რომ დავბრუნდეთ ხმა აღარ ამოუღია სანდრას, დაემშვიდობა და ოთახში დაბრუნდა, მლაშე სითხე იგრძნო, სწრაფად მოიწმინდა, სააბაზანოში შევარდა და სახეზე წყალი შეისხა. საკუთარ თავს არწმუნებდა იმაში, რომ ეს გიჟური გრძნობა უნდა ამოეგლიჯა გულიდან, თუმცა არ იცოდა როგორ მოახერხებდა ამას. არც ჯაჭვლიანი იყო კარგ დღეში, საწოლზე გადაწვა გულაღმა და თვალები დახუჭა, წინ მხოლოდ ნიას სახე ედგა, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებდა როგორც არ უნდა ეცადა, ღრმად ამოისუნთქა, ძილი არ მიეკარა, წამოდგა და სიგარეტს წაუკიდა, ფიქრები არ ასვენებდა ჯაჭვლიანს. სანდრა გაახსენდა და გაეღიმა, არც ზურა იყო გოგოს მიმართ გულგრილი, თუმცა არ უნდოდა მისთვის თავი შეეყვარებინა და შემდეგ არაფერი გამოსულიყო, თუმცა ყოველთვის ყოფილი ცოლის ჩრდილში ვერ იცხოვრებდა. დილით ადრე გაეეღვიძა სანდრას, მაშინვე წამოხტა საწოლიდან და დაბლა ჩავიდა ლილე ბებოსთან, მოგეხმარებიო დაიჟინა, ლილესაც სხვა გზა არ ჰქონდა. ბოსელი სულ გაასუფთავა, ლილეს ბოტები ეცვა და მოკლე სარაფანი, იმდენად მოკლე იყო, რომ გადახრისას უკანალი უჩანდა. იმდენად სექსუალური იყო არეშიძე რომ მისი დანახვისას თავის შეკავება გაგიჭირდებოდათ. სულ გაიოფლა პატარა ქალბატონი, თუმცა მაინც არ წყვეტდა საქმიანობას, ახლა ძროხის მოწველაც დაიჩემა, ცოტა გაურთულდა, თუმცა მაინც გაიტანა თავისი და გამარჯვებული სახით გახედა თეთრ ძროხას, რომელიც გაუჩერებლად იცოხნებოდა. ლილე უყურებდა და იმხელა ხმაზე იცინოდა დანარჩენებსაც გაეღვიძათ. -ღადაობთ? -გაოცებულმა ჩამოირბინა ლაშამ და ბოსელში შევარდა -ნახე ლაშიკო როგორი მარჯვე გოგო გამოდგა ჩვენი ალექსანდრა? - არ წყვეტდა ლილე ბებო სიცილს. -ამან თავი რამეს ხო არ მიარტყა? - თვალებს ვერ უჯერებდა ლაშა, დემეტრეს და სანდროს გასძახა -გამეცალე უმაქნისო- კურტუმოსქნევით შევიდა სანდრა სახლში რძით სავსე სათლით ხელში -ბებო ამას რა უქენი? - ვერ წყვეტდა დემეტრე სიცილს და ფოტოებს უღებდა გაწეწილ სანდრას -გამეცალე თორემ თავზე დაგასხამ ამ რძეს, ფოტოების გადაღებას ჯობს გააღვიძო შენი პრინცესა და დამეხმაროს, თქვენ კიდევ აქ კრეჭას გირჩევნიათ საქონელი გარეკოთ გაღმა. ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს, შემდეგ ლილეს -ამან მგიონი მართლა გარეკა- ფხუკუნით გავიდნენ გარეთ სუფრა სწრაფად გააწყო სანდრამ. ნახელავი ყველამ მოუწონა, თავს კარგად გრძნობდა, სვანეთის ამ პატარა ლამაზ სოფელში თითქოს სრულიად სხვა ადამიანად იქცა, ბედნიერი იყო, თითქოს აქაურობას ეკუთვნოდა. შუადღეს მდინარეზე წასვლა გადაწყვიტეს, სანდრას წითელი გამომწვევი ბიკინი ეცვა, ზევიდან კი თეთრი გვირილებიანი თხელი სარაფანი, მთებიდან მოვარდნილი სასიამოვნო ნიავი უწეწავდა თმებს და კაბას უფრიალებდა. ზურა და ბიჭები უკვე მდინარეზე იყვნენ და მზეს ეფიცხებოდნენ, არეშიძეს გააკანკალა ჯაჭვლიანის დაზაგრულ, დაკუნთულ სხეულს რომ ჰკიდა თვალი. სათვალეები ეკეთა და ცას გაჰყურებდა, სახე დაემანჭა, ეტყობა დასწვა მზემ. როგორც კი სანდრა დაინახა მაშინვე სათვალე ჩამოიწია და თვალი ჩაუკრა გოგონას. ესღა აკლდა ახლა არეშიძეს, მთელ სხეულში ჟრუანტელმა დაურა, წამოახურა, საშინლად დასცხა, სასწრაფოდ გადაიძრო კაბა, იქვე მიაგდო ქვებზე და თავით გადაეშვა წყალში. შორს გაცურა, რომ არავის დაენახა მისი დაბნეული სახე. ფსკერზე ჩაყვინთა, ბავშვობიდან კარგად ცურავდა, წყალი შვებას გვრიდა. პერიოდულად დადიოდა საცურაო აუზზე და სპორტდარბაზში, ამიტომაც იდეალურ ფორმაში იყო. არც ჯაჭვლიანდ დაუყოვნებია , უკან მიჰყვა სანდრას -კარგად ცურავ - ახლოს მივიდა -მადლობა, შენც არაგიშავს - გაეღიმა სანდრას და წყალი შეასხა სახეში -აჰა ესე ხომ? - არც ზურას დაუყოვნებია, პატარა ბავშვებივით წუწაობდნენ მდინარეში, ორივე იცინოდა, ბედნიერად გამოიყურებოდნენ, აშაკარა იყო რომ ზურა სანდრაში იმაზე მეტს ხედავდა რასაც ნია ერქვა. სამი წლის მანძილზე პირველად გაიღიმა ასე გულწრფელად და ეს არეშიძის დამსახურება იყო. -კარგი, კარგი გნებდები -ხელები მაღლა ასწია ზურამ და ლოყაზე ხმაურით აკოცა სანდრას დაიბნა არეშიძე, საშინლად გაწითლდა და უცებ ჩაყვინთა -მოდი აქ, ნუ გრცხვენია გოგო, სად გაქრი - ხარხარებდა ჯაჭვლიანი და სანდრას ეძახდა რომ ამოეყვინთა. წყლიდან დაფეთებული ამოვარდა არეშიძე გეგონებოდათ რამე საოცრება მოხდა, უბრალო ლოყაზე კოცნაც კი თან ჯაჭვლიანისგან სანდრასთავის ნამდვილი მოვლენა იყო. ზურაც ამოყვა და მის გვერდით დაჯდა -რამე ისე ვქენი? - ახლა მხარზე დაუტოვა სველი კოცნა და ღიმილით ახედა სანდრას -გაჩერდი - გაეცინა არეშიძეს და ხელი კრა სიცილით ბიჭს. -რაა? - თვალი ჩაუკრა და გაეცინა -პატარა ცანცარა ბიჭივით იქცევი - ეკა გამოუყო სანდრამ -შენ კიდე პატარა ცანცარა გოგოსავით- არც ის დარჩენია ვალში, ორივე იკრიჭებოდა -როგორი ნაზი კანი გაქვს, სუნი ხომ სასწაული - ისევ წაეტანა მის სხეულს, თუმცა ამჯერად მართლა კრა ხელი სანდრამ რომ დემეტრეს არ შეემჩნია -აქ მარტონი არ ვართ ხომ ხედავ?- თავლები დაუბრიალა -ხოდა წავიდეთ მერე- ჩაახველა და გაეცინა -გეყოფა სირცხვილია - სიცილით უთხრა მანაც კარგიო და თავი დაუქნია ღიმილით. ასე უხმოდ ისხდნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ და უცინოდნენ ერთმანეთს. სანდრამ სიცხემ შეაწუხა და იქიდან წამოვიდნენ. მდინარიდან სახლამდე არცისე დიდი მანძილი იყო, თუმცა გადაწყვიტეს მდინარის გვერდით ესეირნათ, არცერთ არ სურდა ჯერ სახლში დაბრუნდება.-ძალიან მიყვარს აქაურობა, საოცარია აქაური სილამაზე, წარმოუდგენლად ლამაზია ეს მხარე - დუმილი დანდრამ დააღვია -გეთანხმები, სვანეთი ჩემი სახლია, აქ თავისუფლად შემიძლია სუნთქვა, სულ პატარა ვიყავი მშობლემბა თბილისში რომ წმაიყვანეს საცხოვრებლად, ვერ შევეგუე, მაინც აქეთ მომიწევდა გული. -მე წარმოშობით იმერელი ვარ, ქუთაისიდან, თუმცა იქ სულ რამდენჯერმე თუ ვარ ნამყოფი, დემეტრეს დედა ლიზა მამაჩემის ცოლია, პატარაობიდან დავყავდი ლილე ბებოსთან და სწორედ აქედან შემიყვარდა აქაურობა, პირველად რომ ჩამოვედი, მეშინოდა ამ უზარმაზარი მთების და მათი დანახვისას ლილე ბებოს კალთას ვეფარებოდი ხოლმე, შხარა ყოველთვის შიშს მგვრიდა ხოლმე, ახლაც კი როცა მის თოვლიან კალთებს ვუყურებ რაღაცნაირი გრძნობა მეუფლება, ლილე ბებომ ისე მიმიღო როგრც საკუთარი შვილიშვილი, სვანეთმა კი როგორც საკუთარი შვილი - გაეცინა სანდრას და ზურას გადახედა, რომელიც ინტერესით უსმენდა და ეღიმებოდა. - მე განსაკუთრებით „სვანეთის დედოფალი“ მიყვარს -თეთნულდი - ორივეს გაეცინათ -საოცრება, აქ როცა ჩამოვდივარ ისეთი სიმშვიდე მეუფლება როგორიც არსად. -აქ ხშირად ჩამოდიოდით?- ტუჩი მოიკვნიტა არეშიძემ -მას არ უყვარდა სოფელი, არც სიცივე, ყოველთვის ზღვისკენ მექაჩებოდა ხოლმე -მეც მიყვარს ზღვა, თუმცა სვანეთის მთებზე მეტად არა - გაეცინა -ყველა ადამიანისთვის ყველაძე ძვირფასი ის მხარეა სადაც დაიბადა და გაიზარდა, ნიას ვერ ვეტყვი რომ სძულდა აქაურობა, თუმცა არც გიჟდებოდა- მისი სახელის წარმოთქმისას ანერვიულდა და ნიკაპი ნერვიულად მოისრისა -ზურა, რა მოხდა თქვენს შორის? ვიცი ეს პირადულია, თუმცა მინდა ვიცოდე -როგორც ხშირ შემთხვევებში ხდება ხოლმე - გაეცინა ნერვიულად, თვალები აემღვრა, როცა მოვიყვანე მაშინ ჩვენი ბიზნესი ართუისე წარმატებული იყო, იმდენი ფული არ მქონდა, რომ მისი ყველა კაპრიზი შემესრულებინა, შემდეგ მშობლების გავლენაც იყო და ესე მოხდა რა - ეტყობოდა რომ არ სიამოვნებდა ამ თემაზე საუბარი -მესმის, რთულია შენთვის ამაზე საუბარი. თუ გინდა დავბრუნდეთ სახლში, არ მოგშივდა? - კარგად გამოსდიოდა ხოლმე თემის შეცვლა -მგელივით - ზურასაც გეცინა ხელი მოხვია სანდრას და მხიარულად დაადგნენ სახლისკენ მიმავალ ბილიკს სწრაფად დატრიალდა არეშიძე სამზარეულოში და ცხელ-ცხელი ხაჭაპურები დააცხო, სალათაც გააკეთა ახალი ეზოს ბოსტნეულისგან და თავის გაკეთებული ყველიც დადო მაგიდაზე -შეგიძლია ჭამო -მის გვერდით დაჯდა მხიარულად -ვაუ, ყოჩაღ, არ მეგონა სამზარეულოში ტრიალიც თუ შეგეძლო -ეგ კი არა დილით ბოსელი გამოსუფთავა, ძროხა მოწველა და ყველიც თვითონ გააკეთა - ღადაობდნენ დემეტრე და ლაშა - კარგი ეხლა ყველაფერს დეტალებში ნუ მოყვებით -კოპები შეყარა სანდრამ და ზურას გადახედა -მოკლედ რა ვის ოჯახშიც შენ შეხვალ -სიცილით უთხრა ზურამ და ყველას ხმამაღლა გაეცინა, მხოლოდ სანდრა იყურებოდა დაღრეჯილი -იქნებ მოკეტოთ და ჭამოთ? -ძალით გაუღიმა ბიჭებს და თაკოს გადახედა ზურამ გაუღიმა, თვალი ჩაუკრა და ჭამა განაგრძო. ნელ-ნელა ხვდებოდა რომ ეს გოგო მის ცხოვრებას თავდაყირა დააყენებდა, თუმცა მზად იყო ამისთვის, უხმოდ უყურებდნენ ერთმანეთს, სიჩუმეს მხოლოდ დემეტრეს და ლუკას უკბილო ხუმრობები არღვევდა, რომელზეც მხოლოდ თვითონ იცინოდნენ. მაგიდა თაკომ და ლილემ აალაგეს სანდრას დედამ დაურეკა და დიდხანს საუბრობდნენ ტელეფონზე. -ძალიან მომენატრე -მეც დედა, იქნებ ცოტახნით მაინც მოახერხო ჩამოსვლა? -ერთ კვირაში შენი დაბადებისდღეა, არ აპირებთ ჩამოსვლას? -ვფიქრობ, აქ დავრჩებით დიდი წვეულება არ მინდა, ხომ იცი რომ არ მიყვარს -ვიცი სანდრა, თუმცა მინდა რომ ამ დღეს ერთად ვიყოთ დე -მეც დედა და ამიტომაც გეუბნები რომ ჩამოხვიდე ერთი დღით მაინც,იქნებ ეცადო -ხომ იცი ლევანი მილანში გაფრინდა საქმეებზე, ყველანაირად ვეცდები საყვარელო კიდევ დიდხანს ისაუბრეს დედა-შვილმა. უკვე საღამო იყო გვიანი იყო რომ დაიშალნენ და ბიჭები მეზობელ სახლში გადავიდნენ. სანდრამ წყალი გადაივლო და თავის ოთახს მიაშურა. ზურა ბიჭებთან ერთად აივანზე იჯდა, სუფთა ჰაერზე და ეწეოდა, წელზევით შიშველი იყო,რაც უფრო სექსუალურსა და მიმზიდველს ხდიდა, წვერი დაბალზე ჰქონდა დაყენებული,ისევე როგორც თმა, სწორი ცხვირი და გაცრეცილი თხელი ტუჩები, თვალები ზღვასავით ღრმა და უძირო, მუქი ლურჯი, საოცარ კომბინაციას ქმნიდა მის გარუჯულ სხეულთან. -მოგწონს ხო-გაეცინა ლუკას და ძმაკაცს ღიმილით გახედა -ვინ -გაეცინა ზურასაც,ვითომ ვერ მიხვდა ვისზე ჰკითხა -სანდრა..-მცირეხნიანი პაუზის შემდეგ განაგრძო ლუკამ -კარგი გოგოა-თავი ხელი გადაისვა და გვერდითა სახლს გახედა -მართლა კარგი გოგოა, ბავშვობაში ვმეგობრობდით კიდეც, თითქმის ყოველ წელს ჩამოდიან აქ, პატიოსანი გოგოა, თავში არ აქვს ავარდნილი -ჰო ეტყობა, რაღაცნაირია, სხვებს არ გავს- კიდევ ერთ ღერს წაუკიდა -ხოდა თუ რამედა არ გინდა რა არ აწყენინო, არ იმსახურებს ხო ხვდები რა რისი თქმაც მინდა, ძმა კი მაგარი ყავს მაგრამ თვითონ კარგი გოგოა რა -მეღადავები ბიჭო? შენი აზრით არ ვიცი რო სანდრა ვაბშე სხვა თემაა? -გაღიზიანდა ჯაჭვლიანი -ჰო კარგი, ნუ გაგიჟდები ეხლა . ხოდა ცნობისთვის მალე დაბადების დღე აქვს- თვალი ჩაუკრა ლუკამ ძმაკაცს და ოთახში შევიდა ზურას გაეცინა, მაისური გადაიცვა და სანდრას ეზოში გადავიდა აივანთან დადგა, თითქოს იგრძნო არეშიძემ და მაშინვე გამოვიდა, დაინახა თუ არა ზურა მაშინვე ღიმილმა გადაურბინა სახეზე -ოჰ ,რამ შეაწუხა ჩვენი ღამის რაინდი?- მოაჯირს დაეყრდნო ცალი ხელით და სიცილით ჩახედა ჯაჭვლიანს -ჩამო და გაიგებ ჯულიეტა - ორივეს გაეცინათ -ახლავე რომეო ნაქსოვი ჟაკეთი მოიცვა თხელ სარაფანზე და დაბლა ფეხაკრეფით ჩავიდა, ჯაჭვლიანმა დაინახა თუ არა მაშინვე მისკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯებით და მაგრად მოეხვია გოგოს. სანდრას ჟრრუანტელმა დაუარა, მაშინვე გაუთბა სხეული, თვალები დახუჭა და მაგრად მოხვია ხელები. -რა კარგი სუნი გაქვს, ცოტახანს ასე იყავი, არ მომიშორო-უფრო ძლიერეად ხვევდა ხელებს ზურა და ცხვირს ყელში უხახუნებდა არაფერი უთქვამს სანდრას უბრალოდ ტკბებოდა მისი სიახლოვით, როგორც იქნა მოაშორა ძლიერი ხელები, თავზე ხელი გადაისვა და გაეცინა -გავისეირნოთ? -ხელები მოხვია თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, უკუნითი სიბნელე იყო ირგვლივ, ლამპიონებიც აღარ ანათებდნენ, -შენთან კარგად ვარ, არ მინდა შეგაშინო, ხომ ხვდები -შემაშინო? -გაუკვირდა არეშიძეს ვერ მიუხვდა ნათქვამს -ხო ანუ ის ვიგულისხმე რომ უცნაურად არ ჩათვალო ეს ყველაფერი. ეს ღამის პაემნები -ისევ გაეცინა -აჰა, ღამის პაემნები- სანდრასაც გაეცინა -შენთან კარგად ვარ, დიდი ხანია ასე კარგად აღარ მიგძვნია თავი, ყველგან ცივა, მხოლოდ შენთან თბილა, როცა გეხები მაშინ კი ვიწვი გესმის?-მიუახლოვდა და მისი სახე ხელებში მოიქცია -ახლა იწვი ხომ - აღარ ციოდა არეშიძეს, ისიც იწვოდა, მთელ სხეულზე ალი ეკიდა. -მგონი შენც იწვი- ხელი დაუსვა გახურებულ სხეულზე, გონება სრულიად დაებინდა სანდრას, ააკანკალა, პირველად გრძნობდა ამხელა ადრენალინს, ახლა ყველაფრისთვის მზად იყო, ოღონდ მის გვერდით ყოფილიყო ნელა შეეხო მის გახურებულ ტუჩებს და გოგონა უფრო ახლოს მიიზიდა, ხელები წელზე შემოხვია და აკოცა, სანდრაც აყვა, სუნთქვა გაუხშირდა, ორივე ცეცხლის ალში იწვოდა, ახლა მხოლოდ ისინი არსებობდნენ დედამიწის ზურგზე, თითქოს დრო გაჩერდა და დედამიწამ არსებობა შეწყვიტა. კოცნა რამდენიმე წუთი გაგრძელდა, სანდრას ჰაერი აღარ ყოფნიდა, მუხლები მოეკვეთა, ცოტაც და წაიქცეოდა. გამოეცალა ჯაჭვლიანს -ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგადაა- მოეხვია და თავზე აკოცა -არ ვნერვიულობ, უბრალოდ -ნუ იბნევი, დამშვიდდი - გაეცინა ზურას და კიდევ უფრო მაგრად მოხვია ხელები -არ ვიბნევი - ახლა სანდრასაც გაეცინა და უჩქმიტა ჯაჭვლიანს -მეტკინა გოგო, რა მწარე ხელი გქონია - ორივეს გაეცინა -უნებართვოდ კიდევ თუ მაკოცებ უარესად გეტკინება -ვაბშე არ გესიამოვნა ხოო - პასუხს მოვიფიქრებ და შეგატყობინებ, დროა დავიშალოთ, თორემ დილით ვეღარ ავდგები -აა ხოო გამახსენდა საქონელი უნდა გარეკო -კი მასე უნდა მოვიქცე -ვგიჟდები გოგოს საქონლის სუნი რომ ასდის -საზიზღარი ხარ -ორივეს გაეცინათ და სახლისკენ წამოვიდნენ. ღიმილით დაბრუნდა ჯაჭვლიანი სახლში, თავს უცნაურად გრძნობდა, სულ სანდრას სახე ედგა თვალწინ, მისი სუნი ჭკუიდან შლიდა, საოცარ ვნებას გრძნობდა მის მიმართ. დილით ადრე ადგა, იცოდა რომ სანდრა ადრე იღვიძებდა ლილეს რომ მიხმარებოდა, სპორტულები ჩაიცვა და მათთან გადავიდა ეზოში, არეშიძეს თავზე ისე სასაცილოდ ჰქონდა თავშალი წაკრული ვერ შეიკავა თავი ზურამ და მისი დანახვისას აფხუკუნდა. მოკლე შორტები და ბოტები ეცვა, ზევიდან კი თბილი ნაქსოვი ჟაკეტი, დილაობით ყოველთვის ციოდა. -აქ რას აკეთებ შვილო? - ღიმილით შეეგება ლილე ბებო ზურას -თქვენი გოგოს სილამაზემ არ დამაძინა ბებო -ეჰ ბებია რა გენაღვლებათ ამ ახალგაზრდებს, ვეუბნები დაიძინე ბებია ამ დილაადრიან რა აგაყენებს, მარა არ იშლის გიჟია გიჟი -შენ აქ რა გინდა? - პირი დააღო სანდრამ მის წინ, ბოსელში ატუზული ზურა რომ დაინახა -როგორც ჩემი გოგო იტანჯება ისე უნდა დავიტანჯო - მხრები აიჩეჩა -ხოდა მოდი მაშინ ეს სათლი გამომართვი გაივსო და მეორე მომაწოდე, უკან რომ დევს -ისე ძაან სექსუალურად გამოიყურები, გიხდება ეს ფორმა - თვალი ჩაუკრა და ცარიელი სათლი მიაწოდა -კი, აი ძაან მის სექსუალურობა ვარ, ცოტა ჩუმად არ დამიფრთხო ძროხები-თითით ანიშნა გაჩუმებულიყო -აი, ცოლად რომ გამოყვები ბევრ ძროხას ვიყიდი და ვიცხოვროთ ბებიაჩემთან- გადაიხარხარა ჯაჭვლიანმა -ოჰ, გეგმები დააწყო უკვე ბიჭმა -რა იყო არ გამომყვები ცოლად? -თქვენი განაცხადი მიღებულია, დადებითი პასუხის შემთხვევაში დაგიკავშირდებით, გისურვებთ წარმატებას, ახლა კი გამატარე- სიცილით კრა ხელი და გარეთ გამოვიდნენ- ცოტახანს თუ დაიცდი ყველს გავაკეთებ და ხაჭაპურს გაჭმევ- თვალი ჩაუკრა -მოუთმენლად ველი - ტუჩები გაილოკა და თვალი ჩაუკრა დღე ერთად გაატარეს, მთელი სოფელი ფეხით მოიარეს, მდინარეზეც იყვნენ, ბევრი ფოტო გადაიღეს, დღის ბოლოს დაღლილები დაბრუნდნენ სახლში. როცა საყვარელ ადამიანს უყურებ, გრძნობ როგორ გამალებით გიცემს გული, გინდა რომ დრო გაჩერდეს და რაც შეიძლება დიდხანს უყურო მის თვალებს და იგრძნო მისი სურნელი, შეეხო სხეულს რომელიც ასე ძალიან გიყვარს. ვანიდან გამოსულს თაკო დახვდა ოთახში -შენ და ზურა? - გაეცინა თაკოს და ხალათი მიაწოდა სანდრას -ასე ძალიან გვეტყობა? -გაეცინა არეშიძეს და ხალათი მოიცვა -თითქმის მთელ დღეს ერთად ატარებთ, მომიყევი რა ხდება -არცკი ვიცი, არ ვიცი ამ ყველაფერს რა შეიძლება დავარქვა, მასთან კარგად ვარ, ყველაფერი უცებ მოხდა, ვერც მოვახერხე გააზრება -გიყვარს? - გაეცინა თაკოს -ვფიქრობ, სიყვარული ასე უცებ არ მოდის -ერთი ნახვით შეყვარების არ გჯერა როგორც ჩანს -ხომ იცი მსგავს რამეებზე რასაც ვფიქრობ, როგორ შეიძლება ერთი ნახვით ადამიანი შეგიყვარდეს, ეს ხომ სრული აბსურდია -ხო მაგრამ აბა ზურას მიმართ რას გრძნობ? საკმარისია შემოგხედოს ადამიანმა და მაშინვე მიხვდება რასაც გრძნობ მის მიმართ- გაეცინა თაკოს -ეგ ჩემმა ძმამ არ გაგიგოს თორემ ხომ იცი არ დაგვადგება კარგი დღე -შენს ძმას მე მივხედავ, მთავარია შენ იყო ბედნიერი კიდევ დიდხანს ისაუბრეს გოგონებმა, გვიანი იყო რომ დაიშალნენ მათი ჩამოსვლიდან უკვე 3 კვირა ოყო გასული, თითქოს სვანეთიდან წასვლას არავინ ჩქარობდა, არც ზურა და არც სანდრა, მათთვის ეს ადგილი განსაკუთრებული იყო, რამდენიმე დღეში არეშიძე 23 წლის ხდებოდა, სვანეთში პირველად აღნიშნავდა დაბადებისდღეს, ესეც მხოლოდ ზურას გამო თორემ აქამდე უკვე წავიდოდა თბილისში. ზურას დედამისმა დაურეკა და სთხოვა რომ ქალაქში დაბრუნებულიყო, თავის ძმას რაღაც პრობლემები შეექმნა, და როგორც ყოველთვის მისი პრობლემების მოგვარებაც ზურას უხდებოდა, სანდრას დაბადებისდღე ორშაბათს იყო, ზურა კი კვირა საღამოს უნდა წასულიყო თბილისსში. -აუცილებლად უნდა წავიდე, რაღაც საქმეები მაქვს- მოეხვია სანდრას -არაუშავს მესმის, არაა პრობლემა, როცა მოიცლი ჩამოდი -მოვაგვარებ თუ არა მაშინვე წამოვალ, შენს დაბადებისდღეზე უკვე აქ ვიქნები, ხომ გჯერა ჩემი? -გაუღიმა გოგონას და ცხვირზე აკოცა -ვიცი- გაეღიმა- მის მკერდზე ედო თავი და მშვიდად უსმენდა მის გულისცემას. -მიხარია რომ არსებობ, ყველა პრობლემა მავიწყდება შენთან ყოფნისას-თითები დაუკოცნა... შემდეგ თვალები და ტუჩებზე გადავიდა |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.