შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შემთხვევითი სამსახური თავი 4


15-06-2018, 23:04
ავტორი lena lena
ნანახია 2 318

-კატერინა ყენია გეფიცები შენი სკამზე დაბმა რომ დამჭირდეს მაინც არ მოგცემ მაგ სახლში მუშაობის უფლებას-უკვე ყვირილზე გადავიდა ნატო და ნერვიულად მოისვა ხელი დაოფლილ შუბლზე.
-აი რატო ნატო რატო? მიდი ამიხსენი!
არც მე ჩამოვრჩი და ოთახში ბოლთის ცემას მოვყევი.
-მეღადავები კატერინა? თვალებდაწვრილებულმა შემომხედა ნატომ.
-მაინცდამაინც ორივე ფეხით უნდა დაგაინვალიდოს თუ ტვინის შერყევა უნდა დაგმართოს იმ ბავშვმა რომ გამოფხიზლდე..
დამიყვირა და მოწყვეტით დაეშვა სკამზე.
-აღარ იზამს ნატო აღარ!
მობეზრებულმა გავიმეორე ათასჯერ ნათქვამი.
-კატერინა მეშინია დე. რამე რომ დაგემართოს ვერ გადავიტან
ცრემლშერეული ხმით ამოილაპარაკა ნატომ და ხელებზე მაკოცა.
-არაფერი მომივა ნატო უკვე დიდი გოგო ვარ
ვუთხარი გულაჩუყებულმა და გულში ჩავეკარი
-დამპირდი რომ თუ გაგაბრაზებს წამოხვალ
მაინც ვერ მოისვენა.
-გპირდები დე ვუთხარი და შუბლზე ვაკოცე.
-ძვირფასო დაო და დედიკონა დედა თუ დადეთ ნისიბინის ზავი მაშინ კეთილი ინებეთ და დაანაყრეთ საცოდავი მხევალი ღვთისა ლილია თორემ მიიბარა მიქელამ ჩემი სპეტაკი სული
თეტრალურად მოგვახსენა ლილიამ და მაგიდას მიუჯდა.
...
ერთი თვე გავიდა რაც დადვანებთან ვმუშაობ.
ხომ გახსოვთ ლიკომ სიტყვა რომ დადო აღარ ვიზამო?
გახსოვთ ხო?
არც დაიჯეროთ.
ნერვები გამინადგურა. ფიზიკური დაზიანებებიდან აღენიშნებოდა ინტენსიური თავის ტკივილები, დალურჯებული მარცხენა ფეხი, დამწვარი ცერა და საჩვენებელი თითი და მყესების დაჭიმულობა ეს არის არასრული ჩამონათვალი იმ დაზიანებებისა რომელიც ამ ალქაჯმა მომაყენა. ნუ ნერვულ და ფსიქიკურ დარღვევებს აღარ ვეხები. ამას დაუმატეთ ნატოს ქოთქოთი და "თმით წამოგათრევ მაგ სამსახურიდან" "აფსუს ვის წირავ ნერვებს" და სხვა უამრავი ფრაზა იმის შესახებ თუ რატომ ვიკლავდი თავს. საბოლოოდ ნატომ საკუთარ წარმოსახვით სამყაროს აჯობა და ანერვიულებულმა მომახალა. "ის მოსე ხომ არ შეგიყვარდა და მაგიტომ ხომ არ რჩები?" მიღებული შედეგი გაყავით საღამოს ლილიას ნერვებისმომშლელ იუმორზე და გაამრავლეთ მოსეს ცივი მზერაზე.
დაა მიიღებთ
ნერვებმა ადგილების, ჩამომხმარ და "ავადმყოფ" კატერინას.
-და მაინც რა მაჩერებდა იქ?
წარმოდგენა არ მაქვს
თავის მხრივ არც მე ვრჩებოდი ვალში ლიკოს.
სექტემბერში სკოლაში უნდა შესულიყო ამიტომაც მთელ დღეებს სწავლაში ვატარებინებდი.
მართალია სრულად ვერა მაგრამ მაინც გაბრაზების რაღაც ნაწილს ვიღებდი წიგნებში თავჩარგულ ტუჩებგაბუსხულ ლიკოს რომ ვუყურებდი.
შედეგად ლიკომ უკვე კარგად იცოდა ადის ფარგლებში მიმატება გამოკლება
წერა და კითხვა.ორასამდე ინგლისური სიტყვა.
მოსე კმაყოფილებით იღიმოდა შინ მოსულს ლიკო ახალი სიტყვების მარაგს რომ მიაფრქვევდა.
და მაინც ლიკო ისევ ჩაკეტილი იყო.
ხანდახან ძალიან მინდოდა მივსულიყავი და მივხვდი მაგრამ მას შემდეგ რაც ჩასახუტებლად გაშვერილ მკლავებზე მელანი გადამასხა მივხვდი რომ აღარ უნდა მეცადა.
...
-ქალაქში ახალი დიდი მაღაზია გაიხსნა. მესამე სართულზე სათამაშოების განყოფილება ყოფილა. კატუსია წამიყვანს რა!
თვალებისციმიციმით ახედა მოსეს და ფეხზე შემოეკონწიალა.
-იქნებ სახლში დავრჩეთ ლიკო რაღაც შეუძლოდ ვარ
მუდარით გავხედე ლიკოს. დილიდან მართლაც შეუძლოდ ვიყავი საუზმეც კი ვერ ვჭამე.
-არა წასვლა მინდა.
ფეხები აააბაკუნა.
-ფულს იმისთვის გიხდი რომ ლიკოს მიხედო. თუ უნდა წასვლა წაიყვანე.
ცივად მითხრა მოსემ და მაგიდაზე ფულის კუპიურა დადო. სწრაფად გადაკრა ბოლო ყლუპი ყავა და სამსახურში წავიდა.
მინდოდა შევწინააღმდეგებოდი მაგრამ მართლაც ვალდებული ვიყავი ლიკო წამეყვანა და მხოლოდ იმიტომ რომ მე შეუძლოდ ვიყავი ჩემს ვალდებულებებს ვერ გავექცეოდი..
ლიკოს ჩავაცვი ზურგჩანთა მოვუკიდე და ახალ გახსნილი სავაჭრო ცენტრისკენ ავიღეთ გეზი.
ალბათ იმ დღეს ლიკოს სავაჭრო ცენტრის შესახებ ინფორმაცია რომ არ მოესმინა, ან არ გაეგო რომ მესამე სართულზე სათამაშოების სექცია იყო, ან წასვლის სურვილი რომ არ გამოეთქვა ან მოსეს რომ უარი ეთქვა
ან ..ან.. და ან..
ბევრი "ან " შეიძლება ყოფილიყო რომელიც ამ საშინელებას ამარიდებდა.
მაგრამ არა.
საკუთარმა ფეხებმა მიმიყვანა ბედნიერი და უდარდელი ცხოვრების დასასრულამდე.
...
-ლიკო მოსვენე. სულ გგაოფლიანდი ნუ დარბიხარ.
შევუბღვირე ნერვებმოშლილმა.
-მერე რა გაქვს მეტი საქმე შენც მსდიე
ენა გამომიყო და კლოუნთან სურათის გადაღება მთხოვა.
-ახლა აქ მინდა.
დაიკივლა და მინიატურული ფერიების გვერდით დაიკავა ადგილი
მეც მოვამრჯვე ტელეფონი და ფოტო გადავუღე.
-აქაც რა კატუსია
მე და ამჯერად სავაჭრო ცენტრის შუაგულში ფიფქიას და შვიდი ჯუჯის ბუტაფორიასთან დადგა და მარცხენა ხელი ჯარის ძმაკაცივით გადახვია ერთ ერთ ჯუჯას.
ტელეფონი მოვიმარჯვე და ფოკუსი გავასწორე.
ვერც კი გავიაზრე. წამებში მოხდა ყველაფერი.
ფოკუსში კარგად გამოჩნდა როგორ მოსწყდა შენობის ჭერზე დამაგრებული სარეკლამო ბანერების ეკრანი. კივილით გავიქეცი ლიკოსკენ. ძლიერად მოვხვიე ხელები და გადავეფარე.
ზურგზე მძიმე საგნის დაცემა და ძლიერი ტკივილი ერთიანად ვიგრძენი.
ლიკოს კივილით ნათქვამი
-კატუსია
გავიგონე .
მერე დაბნელდა.


..
მოკლედ არ ვიცი რა ჯანდაბა ვიბოდიალე
ცოტა გასევდიანდა მგონი
ჩემს ხასიათს დაემსგავსა



№1  offline წევრი Firefly

აყ რაიყო ეს ერთი ციდაა . მომწონს მაგრამ ცოტას დებ
--------------------
M.T

 


№2  offline წევრი lena lena

Firefly
აყ რაიყო ეს ერთი ციდაა . მომწონს მაგრამ ცოტას დებ


ვიცი ვიცი და ბოდიში უბრალოდ ფიზიკურად ვერ მოვახერხე მეტი

 


№3  offline წევრი tata45

ძალიან კარგია????უბრალოდ იქნებ თავები გაზარდო

 


№4  offline წევრი lena lena

tata45
ძალიან კარგია????უბრალოდ იქნებ თავები გაზარდო

ყველანაირად ვეცდები
<3

 


№5  offline წევრი tata45

lena lena
tata45
ძალიან კარგია????უბრალოდ იქნებ თავები გაზარდო

ყველანაირად ვეცდები
<3

ველოდები შემდეგ თავს <3

 


№6 სტუმარი Qeti qimucadze

Auuu, rapatara iyo, axla unda daaunvalidooo ho, gtxovvvvv, male dade raaa, damecickna nervebiii

 


№7  offline აქტიური მკითხველი grafo

შენი ხასიათი მთავარია ისტორიის ბოლოს არ აისახოს და სევდიანად არ დაასრულო:).

 


№8  offline წევრი lena lena

Qeti qimucadze
Auuu, rapatara iyo, axla unda daaunvalidooo ho, gtxovvvvv, male dade raaa, damecickna nervebiii

ვნახოთ ვნახოთ <3
ვეცდები მალე ავტვირთო

grafo
შენი ხასიათი მთავარია ისტორიის ბოლოს არ აისახოს და სევდიანად არ დაასრულო:).

მგონი თავისთავად მიკარნახებს ისტორია დასასრულს რადგან ჯერ მოფიქრებული არ მაქვს <3 მადლოვა რომ კითხულობ

 


№9 სტუმარი სტუმარი ლიკა

ძალიან კარგია მომწონს შეცდომებიც არ გაქვს ველოდებიშემდეგ თავებს

 


№10  offline წევრი lena lena

სტუმარი ლიკა
ძალიან კარგია მომწონს შეცდომებიც არ გაქვს ველოდებიშემდეგ თავებს

მადლობა ჩემო კარგო <3

 


№11  offline წევრი Firefly

დღეს ხო დადებ?♥
--------------------
M.T

 


№12 სტუმარი სტუმარი თაკო

ისტორია სასიამოვნო წასაკითხია და თანაც საინტერესო მაგრამ იშვითად დებ მე პირადად დიდი ხანი ველოდებოდი ამ ისტორიის დადებას და მაინტერესებდა როგორ განვითარდებოდა მოვლენები მაგრამ უკვე სურვილიც არ მაქვს რომ წავიკითხო . რაიმეს როცა წერ უნდა ეცადო მკითხველი არ ალოდინო და სისტემატიურად მიაწოდო ან როცა დაასრულებ წერას შემდეგ განათავსო სიახლე რადგან არ დაკარგო მკითხველი.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent