შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქალბატონი ადვოკატი (თავი 1) საცდელი


16-06-2018, 00:09
ავტორი K.mariam
ნანახია 3 028

- ქალბატონო ანნა შეიძლება ერთი წუთით - ოთახში ჩემი ასისტენტი მორიდებით შემოდის და კარებთან იტუზება
- მოდი იაკო, რამოხდა
- ახალი საქმეა, ცოლ-ქმრის გაყრის თაობაზე, ქმარი პათოლოგიური ლოთია, ცოლს ცემს ბავშვების თანდასწრებით, ამ ქალს ცხოვრებას უნადგურებს ერთი სიტყვით, ახლა ბავშვები წაართვა და ნახვის უფლებასაც აღარ აძლევს
- კარგი რაა იაკო, ხომ იცი, რომ ესეთ საქმეებს არვიღებ, ეს ცოლ-ქმრის გაყრა, ქონებაზე დავა და ა.შ ჩემთან ნუ შემოგაქვს, გადააბარე თეონას ან დათოს ან ლევანის რავიციმე
- დიახ, ვიცი, რომ მსგავს საქმეებს არ იღებთ, მაგრამ ამ საქმის აღებაზე ყველა უარს ამბობს
- რაა ? - ამ ხნის განმალობაში პირველად ავწიე თავი საბუთებიდან და იაკოს მივაშტერდი - რას ქვია არავინ არ იღებს
- ანუ, როგორც ცნობილია ეს კაცი საკმაოდ გავლენიანი პირის ძმაა, ზოგი როგორცკი ამის შესახებ იგებს უარს ამბობს საქმეზე, ზოგსაც კი ემუქრებიან
- და ვინ არის ასეთი ?
- ირაკლი, ირაკლი დათუნაშვილი
- ჰმმ, პირველად მესმის, რას წამოადგენს ვინ არის ?
- ბიზნესმენია, საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურაა როგორც ბიზნეს სამყაროში, ასევე პოლიტიკაში, ძალიან დიდი და საჭირო კავშირები აქვს
- კარგი, უკვე 7 საათია, 15 წთში უნდა გავიდე, მანამდე კი საქმის დეტალები მინდა, ასევე ყველანაირი ინფორმაცია ამ ირაკლიზე, ფეხის ზომიდან დაწყებული ხალების რაოდენობით დამთავრებული, ხომ გასაგებიაა როგორი საჭიროა მცირედი ინფორმაციაც კი
- დიახ, ქალბატონო ანნა
- ხო დაკიდევ, ამ ქალს დაურეკე და ხვალ 11 საათისთვის მოვიდეს
- კარგით ქალბატონო ანნა.
სამსახურიდან პირდაპირ სახლში წავედი, სადაც არავინ მელოდა, 27 წლის საკმაოდ წარმატებული ადვოკატი ვარ, შესაბამისად როგორც ყველა " კარიერისტს " პირადი ცხოვრება არმაქვს...
- იქნებ ცოტა მალე აიღო ხოლმე ტელეფონიი
- აუუ კარგი რაა ლიკოო, არიცოდე მაინც როგორ ვიღლები სამსახურში
- შენ სულ გააფრინე ხოო
- რამოხდა ?
- ირაკლი დათუნაშვილს რაპონტში უპირისპირდები
- როგორ გეტყობა რომ ჟურნალისტი ხარ, არავისაც არ ვუპირისპირდები, უბრალოდ იმ ქალს ვეხმარები შვილების დაბრუნებაში
- გოგოოოო, შარს ეძეებ ? ღმერთმა გაგაჩინა, მოგცა ყველაფერიი, სილამაზე, კარიერა, კარგი ცხოვრება და შენ კიდე გინდა ეს ერთი საქმიით გააფუჭო ?
- კარგიეხლა, ნუ აჭარბებ
- არაფერსაც არ ვაჭარბებ, თან სად ვიპოვი შენსნაირ კუკლას, სად ვეძებო შენსავით მაღალი, ქერა ცისფერთვალება, ულამაზესი, უსექსუალურესი, მოსიარულე ბომბა დაქალიიი
- ოხ ლიკო ლიკოოო, კარგი წავედი მე წყალს გადავივლებ და დავწვები, 11 საათზე შეხვედრა მაქვს
- კარგი, შენი საქმის შენიცი მაგრამ მე გაგაფრთხილე, არ ღირს მაგ კაცთან ხუმრობა
- მადლობა რჩევისთვის, გაკოცეე.
დილით 11 საათისთვის უკვე სამსახურში ვიყავი იმ საწყალი ქალის მოლოდინში, მართალი იყო ლიკო, ეს კაცი სახუმარო თემა მართლაც არარი, თავისუფლად შეიძლებაა....
- ქალბატონო ანა, თქვენთან არიან
- შემოვიდეს
ოთახში საშუალო სიმაღლის, სადა, შავგვრემანი, ნაზი ქალი შემოვიდა, დაახლოებით 24 წლის იქნებოდა მეტი არა, დარდით სავსე თვალები შემომაპყრო, ნებართვის მოლოდინში
-ამმ, დაბრძანდით, დაბრძანდით
- მადლობა
- თქვენი სახელი ?
- ნინო
- კარგი ქალბატონო ნინო, მოკლედ ყველაფერი მაინტერესებს და გისმენთ
- ჩემი შვილები ჩემ მეუღლესთან არიან და მინდა, რომ ჩემთან იყვნენ, ბავშვების ნახვის უფლებას არ მაძლევს
- რამდენი ხანია რაც გათხოვილი ხართ?
- შვიდი
- ძალადობას სისტემატიური ხასიათი აქვს ?
- დიახ
- და ამდენი ხანი რას ელოდებოდით ? რა მიზეზით იტანდით ამ ყველაფერს ?
- იცით, ჩემ ქმარს საკმაოდ გავლენიანი...
- აა ეგვიცი, გასაგებია ახლა რატომაც, რამდენი შვილი გყავთ ?
- ორი
- თქვენ გაქვთ რამე შემოსავლის წყარო ?
- არა, პროფესიაც არ მაქვს, 17 წლის ასაკში გავთხოვდი, ერთადერთი რაც, მხოლოდ ჩემია ეს შვილებია, და მათაც მართევენ
-კარგი გასაგებია... იაკო ერთი წუთით შემოდი
- დიახ, ქალბატონო ანნა
-მის ქმართან და ადვოკატთან მინდა გაასაუბრება, ეცადე, რომ შეხვედრა დღეს საღამოსვე დაინიშნოს
- კარგით.
- ქალბატონო ნინო, ჯერ ვეცდები ეს ყველაფერი სასამართლოს გარეშე მოვაგვარო, იქნებ მოლაპარაკებამ გაჭრას, თუარადა შემდეგ სხვა ზომებს მივმართავთ
- დიდი მადლობა, ძალიან დიდი მადლობა
დიდი რესტორანის შესასვლელთან ვგდავარ, როგორც ჩანს რესტორანი მთლიანად დახურეს, კარებში დაცვა მხვდება და მეორე სართულისკენ მიმითითებს
- გამარჯობა ანნა, როგორ ბრძანდები ?
- ბატონო გიორგი, რაღაც არამქონია ისეთი ახლო ურთიერთობა გვქონდეს, რომ უკვე შენობით ფორმაზე გადავსულიყავით
- ოჰ მე მაპატიეთ ანნა, უი უკაცრავად, ქალბატონო ანნა
- გიორგი გეყოფა - გადასძახა თავისმა ადვოკატმა
- მოკლედ, აქ მოსალაპარაკებლად მოვედი, არარის აუცილებელი საქმე სასამართლომდე მივიდეს, ვფიქრობ სხვა გზაც არსებობს
- ეს ამბავიც კი სასიამოვნოა თქვენნაირი სექსუალური ქალბატონისგან
- იქნებ უფრო კორეკტული იყოთ - ვხვდებოდი, რომ მოთმინების ლიმიტი მეწურებოდა, თუმცა მაინც ყველანაირად ვცდილობდი თავის შეკავებას, საბოლოო ჯამში მათთან არანაირი შეთანხმება არგამოვიდა - კიბატონო, ეს თქვენი გადასაწყვეტია, სასამართლოში შევხვდებით ბატონებო
- ნუ ჩქარობთ ქალბატონო ანნა, სასამართლომდე ბევრი რამ შეიძლება შეიცვალოს - დაი აი პირველი მუქარაც.
ეს დღეები ჩვეულებრივად გადიოდა, არაფერი განსაკუთრებული დაი აი ხვალ უკვე სასამართლოა
- ქალბატონო ანნა თქვენთან არიან
- შემოვიდეს - კარებში შემოსული მოხუცი კაცის დანახვაზე გაოცებული დავრჩი - ბატონო ზურაა ?
- ჩემო გოოგო როგორ ხარ ? - ბატონი ზურა, ჩემი " მასწავლებელია "
- დაბრძანდით, ახლავე ყავას მოვატანინებ
- არა არა, ანასტასია მომისმინე შვილო, იმ საქმეს, რომელიც შენ წამოიწყე უნდა შეეშვა, ასე ვთქვათ შუამავლად გამომგზავნეს, რომ გაგაფრთხილო, გიღირს მთელ კარიერაად ?
- ანუ რას მეუბნებით, რომ...
- ხვალ, პროცესი უნდა წააგო
- გამორიცხულია, შანსი არ არის, ეს მარტო უსამართლობა კიარარის ნინოს მიმართ არამედ ჩემი კარიერა, ამდენი წლის განმალობაში არცერთი პროცესი არ წამიგია და ახლა ეს უბრალო საქმეე ? არა არა გამორიცხულია, ამაზე საუბარიც ზედმეტია
- და გიღირს ეს საქმე მთელ კარიერად ?
- სისულელეა, ამას ვერ გააკეთებენ, თან უკვე ნინოს რო თავი დავანებოთ ეს უკვე ჩემი რეპუტაციაა, ხვალ სასამართლო ნინოს სასარგებლოდ დამთავრდება
- კარგი, მე გაგაფრთხილე, უბრალოდ ფრთხილად იყავი შვილო და კარგად დაფიქრდი კიდევ - შუბლზე მკოცნის და ჩემ კაბინეტს ტოვებს.
********
- პატივცემულო მოსამართლე, მე მესმის, რომ ოჯახი სახელმწიფოს ერთ-ერთი ძლიერი და მყარი საფუძველია, და მოსამართლე ყოველთვის ეცდება იზრუნოს მის შენარჩუნებაზე, სასამართლოს მიერ დადგენილი შერიგების ვადა გასულია, მაგრამ ჩემ დაცვის ქვეშ მყოფს არ სურს გიორგი დათუნაშვილთან თანაცხოვრება, ვინაიდან 17 წლის ასაკიდან, იგი მუდმივი დამცირების, ძალადობის, დაცინვის, როგორც ფიზიკური, ისე სიტყვიერი შეურაწყოფის ქვეშ იმყოფება, ასეთ პირობებში გააჩინა და გაზარდა ორი შვილი, ფსიქოლოგის დასკვნით დედა ბავშვებისთვის არანაირ საშიშროებას არ წარმოადგენს, საშიშროებას წარმოადგენს მამა, რომელიც ბავშვების თვალწინ დედაზე მუდმივად ძალადობს და დედის ცემა ბავშვებს ჩვეულებრივ სანახაობად გადაუქცია. ბატონო მოსამართლე, გთხოვთ გაითვალისწინოთ ყველა ეს გარემოება, კანონით, რომელიც არ შეიძლება იყოს მოძალადის მხარეს და ქალის ინტერესები, რომელიც არ შეიძლება არ იყოს გათვალისწინებული, რათქმაუნდა თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს ცივილიზებულ სახელმწიფოზე, მე დავასრულე ბატონო მოსამათლე....
პროცესი რათქმაუნდა ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა, გახარებული ნინოს ყურებით ხელზე ძლიერი ტკივილი ვიგრძენი, უკან ნინოს ყოფილი ქმარი გიორგი შემრჩა
- ეს ასე არ დამთავრდება ქალბატონო ადვოკატო, თვქენს ადგილას კიდევ რამდენიმე საათით დავტკბებოდი დაკავებული თანამდებობით ან ღმერთისგან ბოძებული სიცოცხლით, რა დასანანია, რომ თქვენნაირი ლამაზი ქალი მოაკლდება ჩემს თვალთახედვას
ვიცოდი, საპასუხო იერიშზზე აუცილებლად გადმოვიდოდნენ, ვაღიარებ მისმა ნათქვამმა ამანერვიულა კიდეც, უკვე მანქანაში ვჯდებოდი, რომ ტელეფონზე მესიჯი მომივიდა დაფარული ნომრისგან :
" ერთი სული მაქვს, როდის გავიცნობთ ერთმანეთს ქალბატონო ადვოკატო "
_____________
დაგიბრუნდიიიიიით <333333
ეს ჩემი ახალი ისტორიააა <333 ველი თქვენს მონატრებულ შეფასებებს, არ დაიშუროთ კომენტარები, მაინტერესებს თქვენი აზრი გავაგრძელო თუ არა ????



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Ratqmaunda gaagrzele, kitxva unda, ogond tu unda gvalodino didxans, mainc gaagrzele, zalian sainteresoaaaaaaa

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატა

ძალიან კარგია და უნდა გააგრძელო, ოღონდ მალ- მალე დადე რა, ძალიან სსინტერესო ჩანს და ნუ დაგვავიწყებ ამ თავს

 


№3 სტუმარი ელო

zalian kargia dade ra shemdegi tavi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent