შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრა (2)


16-06-2018, 17:04
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 857

თავი ზღაპარში გგონია, როდესაც საყვარელი ადამიანი გეხება, იმდენად ბედნიერი ხარ რომ გინდა იყვირო და შენი ბედნიერება მთელ სამყაროს გააგებინო. მხოლოდ იმაზე ფიქრობ, რომ რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს წამი და არასოდეს დასრულდეს.
კვირა საღამოს გააცილა ჯაჭვლიანი, არაფერს იმჩნევდა, თუმცა მაინც საშინელ განწყობაზე იყო, სანდრა ხომ ზოგადად ასეთი ადამიანი გახლდათ, არასოდეს არაფერს იმჩნევდა, ყოველთვის ცდილობდა თავისი განცდები დაემალა და გულში ჩაეკლა, არასოდეს არავის აგრძნობინებდა რომ ცუდად იყო და ან რაიმე სწყინდა. ყოველთვის იმას ცდილობდა, რომ ლევანის საამაყო და საყვარელი შვილი გამხდარიყო, თუმცა ეს ვერ მოახერხა, 3 კვირის მანძილზე არცერთხელ დაურეკავს და არ მოუკითხავს შვილი, ყოველთვის ცივი იყო მის მიმართ, ალბათ იმიტომ რომ მასში თავის ყოფილ ცოლს ხედავდა, რომელმაც უღალატა და მიატოვა, ამის გამო შვილიც ამოითვალისწუნა, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ საოცრად გავდა დედას და ყოველთვის, მისი ყურებისას მას ხედავდა. სანდრა კი ცდილობდა მამის ყურადღება მიეპყრო და მისი საყვარელი შვილი გამხდარიყო, მაგრამ ეს არ გამოსდიოდა, ერთადერთი ვინც მასზე ზრუნავდა ლიზა იყო, რომელსაც საკუთარი შვილივით უყვარდა და დემეტრესგან არ ანსხვავებდა.
ზუსტად იცოდა სანდრამ, რომ ლევანი დაბადების დღეს მხოლოდ მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიულოცავდა და ამით შემოიფარგლებოდა. გვიანი იყო ლიზა რომ ჩამოვიდა სვანეთში, ლილეს და სანდრას ეღვიძათ მხოლოდ.
-როგორ მომენატრე ჩემო ლამაზო- მოეხვია სანდრას
-მეც დედიკო,როგორ გამახარე, მეგონა ვერ ასწრებდი ჩამოსვლას
-გეგონა შენს დღეს გამოვტოვებდი ჩემო ლამაზო? -სახე დაუკოცა, შემდეგ კი ლილეს მოეხვია და თბილად მოიკითხა მოხუცი
მოხუცმა მაშინვე სუფრა გაშალა, კი იცოდა რომ ლიზა ყოველთვის დიეტაზე იყო და არაფერს შეჭამდა მაგრამ მაინც.
-სადაა ჩემი ზარმაცი ბიჭი?
-გაგუდულს სძინავს- გადაიხარხარა სანდრამ
-რა თქმა უნდა, ისიც კი დაეზარა დედას რომ დახვედროდა
-ხომ იცი როგორ უყვარს ძილი, გელოდა და ჩაეძინა-სცადა ძმის გამართლება
დიდხანს ისაუბრეს , სანდრამ ზურაზე უამბო, რა თქმა უნდა ლიზამ მისი გაცნობა მოისურვა, სანდრა კი დაპირდა რომ ხვალ მის დაბადებისდღეზე გააცნობდა.
დილიდან შეუდგენე ლიზა და ლილე სამზადისს, თაკო და სანდრაც ეხმარებოდათ, ყველამ ერთად მიულოცეს დილაადრიან არშიძეს დაბადებისდღე. ლიზამ საჩუქრად მანქანის გასაღები გადასცა, სიხარულისგან ცას ეწია არეშიძე, საღამოსთვის ყველაფერი მზად იყო, სუფრა ეზოში გაშალეს და მორთეს იქაურობა. ნინიმ, ელენემ, გიგიმ და რამდენიმე ჯგუფელმა სიუპრიზი გაუკეთეს სანდრას და ჩამოვიდნენ, ჭიშკართან მდგარი მანქანა რომ დაინახა თვალებს ვერ დაუჯერა, მაშინვე მათკენ გაემართა
მოეხვია მეგობრებს, მიულოცეს და საჩუქრებიც გადასცეს
-მეგონა არც გახსოვდათ-საცოდავი გამომეტყველება მიიღო და სახე მოეღრიცა
-როგორ იფიქრე რომ შენი დაბადების დღე დაგვავიწყდებოდა?- გაუბრაზდა ელენე და მოეხვია დაქალს.
-ჩემი ლამაზმანი გოგო როგორ მომენატრა, გილოცავ ჩემო სულიერო დაო, ხომ იცი როგორ მიყვარხარ- მოეხვია გიგი
-მეც ძალიან ჩემო სიმპატიურო ალვის ხეო- ამაზე ყველას გაეცინა
მიუხედავად ზურას იგნორისა, სანდრა მაინც გაამხიარულა და გააბედნიერა მეგობრების დანახვამ.
ლევნამა როგორც ყოველთვის მესიჯი გამოუგზავნა „ გილოცავ მრავალს დაესწარი სანდრა“ მხოლოდ ეს იყო და ეს, ამას უკვე მიჩვეული იყო, ამიტომაც განსაკუთრებული რეაქცია არ ჰქონია. თიტქოს ყველაფერი ისე უნდა ყოფილიყო როგორც იყო, მხოლოდ ზურას ელოდებოდა, ის კი არსად ჩანდა, სულ ჭიშკრისკენ იხედებოდა, თუმცა ამაოდ. გვიანობამდე ისხდნენ სუფრასთან, უამრავი საჩუქარი და მილოცვა მიიღო, ზურასგან კი არაფერი ისმოდა, ანერვიულდა, ისიც კი იფიქრა რამე ხომ არ შეემთხვაო.
ნინი და ელენე მათთან დარჩნენ გიგი კი მეორე დღეს სამსახურში უნდა ყოფილიყო ამიტომაც წასვლა მოუწია, ლილემ ყველას მოუმზადა ოთახი, გოგონებმა სუფრაც აალაგეს, აზრი აღარ ჰქონდა ლოდინს, არც ზურას ძმაკაცები ჩანდნენ ჰორიზონტზე, არც ლუკა იყო სახლში, თითქოს პირი შეკრესო და ყველა ერთად გაუჩინარდა. დიდხანს ელოდა ეზოში სანდრა ჯაჭვლიანს, ბოლოს იფიქრა ალბათ აღარც ახსოვსო და ოთახში ავიდა, პირველად იტირა მამაკაცის გამო, გული საშინლად ეტკინა, ვერც კი წარმოიდგენდა თუ ასეთი მტკივნეული იქნებოდა.
რას ელოდა ? ვარდების თაიგულით დაადგებოდა ისე როგორც რომანტიულ ფილმებშია? ჯაჭვლიანი ხომ ასეთი ტიპი არ არის, მისთვის ხომ უცხოა მსგავი რამეები. წყალი გადაივლო, მოკლე პენუარი გადაიცვა და დაწვა, რა თქმა უნდა ძილი არ მიჰკარებია. ძილბურანში იყო როდესაც აივნიდან ნაცნობი ხმა მოესმა, მაშინვე ჭყიტა თვალები და აივანზე გავარდა.
-მაპატიე, გილოცავ !!!- ვარდებით ხელში იდგა ჯაჭვლიანი-ჩამოდი რა-ხელები გაშალა და ანიშნა რომ ჩამოსულიყო
არ გაუღიმია არეშიძეს, მეტიც, არ ესიამოვნა მისი გამოჩენა, თუმცა თხელი ხალათი მოიცვა და მაინც ჩავიდა დაბლა
-როგორც კი მოვახერხე მაშინვე წამოვედი, მაპატიე რა - მოეხვია ზურა და ვარდები გაუწოდა- ეს ჩემი სტილი არაა, თუმცა ვიცოდი რომ გაგიხარდებოდა, ისიც ვიცი რომ ვარდებზე გიჟდები
-მადლობა, არ იყო საჭირო - ცივად გამოართვა თაიგული
-მიბრაზდები ხომ ? შენსთავს გეფიცები მართლა ვერაფრით მოვახერხე უფრო ადრე ჩამოსვლა
-ნუ მიხსნი, არ ხარ ვალდებული, მართლა
-კარგი რა სანდრა, ვიცი რომ გაბრაზებული ხარ და ვცდილობ სიტუაციაში გაგარკვიო
-არა ზურა, გაბრაზებული არ ვარ, ყველაფერი კარგადაა, შენ არ ხარ ვალდებული ანგარიში მაბარო და მიხსნა მიზეზები, მადლობა ვარდებისთვის, თუმცა არც ეს იყო საჭირო - ცივად გაუღიმა და წასვლა დააპირა, თუმცა ჯაჭვლიანი რისი ჯაჭვლიანი იყო, მაშინვე დაავლო ხელი და ტუჩებში ეძგერა
-რასაკეთებ? შენი აზრით უფლება გაქვს ესე მოხვიდე და როცა მოგინდება მაკოცო?!- ხელი ჰკრა და მოიშორა
-რა გჭირს? მეგონა მოგწონდა ჩემი კოცნა- ტუჩები გაილოკა და გაუღიმა
-საკუთარ თავში ღრმად დარწმუნებული იდიოტი ხარ, შეგიძლია საიდანაც მოხვედი იქ წახვიდე!- ვარდები ხელში მიაჩეჩა და სწრაფად შევარდა სახლში.
იმ საღამოს არცერთს უძინია, სანდრა მთელი ღამე ტიროდა, მისთვის არცთუისე მნიშვნელოვანი ადამიანი ვყოფილვარო მხოლოდ ამას იმეორებდა. ამას ისიც დაემატა რომ მეორე დილით ზურას სოციალური ქსელის გვერდზე ვიღაც უცნობმა გოგომ ფოტო ატვირთა სადაც ერთად იყვნენ რომელიღაც კაფეში, ფოტოზე რამენიმე ბიჭი და გოგოც იყო. ამან უფრო მეტად გააღიზიანა არეშიძე, ცეცხლებს ყრიდა, საკუთარ თავზე ბრაზი მოსდიოდა, თვითონ იდიოტივით ელოდა როდის მოვიდოდა ან ტელეფონით მაინც როდის მიულოცავდა ეს კიდევ გოგონებთან ერთად ერთობოდა კაფეში.
თავი ხელში აიყვანა და ისე განაგრძო მოქცევა ვითომც არაფერი მომხდარიყო. დილით ლიზას სასწრაფოდ მოუწია თბილისში დაბრუნება. სანდრაც ფიქრობდა რომ დაბრუნებულიყო თბილისში, თუმცა ლევანის ნერვები არ ჰქონდა, იცოდა რომ კვირის ბოლოს ჩამოვიდოდა.
-დარჩით რამდენიმე დღე, დაგათვალიერებინებთ აქაურობას, ულამაზესია ჩვენი სოფელი - ღიმილი აიკრა სანდრამ და გაეკრიჭა გოგონებს
-კვირის ბოლომდე დავრჩებით, მაინც არდადეგებია, მერე ერთად დავბრუნდეთ თბილისში.
შებინდებულზე გადაწყვიტეს მდინარეზე წასულიყვნენ, სვანეთის საოცარმა ბუნებამ მართალც რომ დიდი შტაბეჭდილება მოახდინა გოგონებზე.
-რა ხდება არ მომიყვები? -ნაპირზე ისხდნენ სანდრა და ელე
-რას გულისხმობ? - გაეცინა სანდრას
-რა სახე გაქვს რა არის? რამე ხდება და არ ვიცი?
-გრძელი ამბავია
-ხოდა შენც მოკლედ მომიყევი- ორივეს გაეცინა
-მოკლედ ერთი ბიჭი გავიცანი- გაეცინა და წინ ჩამოყრილი ქერა კულულები უკან გადაიყარა
-ოჰო, მერე?- თავლები აათამაშა ელენემ
-ხოდა როგორც ხდება რა, ისიც ისეთივე აღმოჩნდა როგორიც სხვები-თვალები გადაატრიალა და გაეცინა
-კარგი რა სანდრა, რით ვერ დაიმახსოვრე რომ ყველა ბიჭი ერთნაირია?- თავი გააქნია ელემ და მოეხვია სიცილით დაქალს
-დაწყდნენ ერთ დღეს- ორივეს გაეცინა- წამოდი ახლა წყალში შევიდეთ თორემ დამეწვა კანი თან ნინიმ ცურვა არ იცის არაფერი მოიწიოს
დიდი ხანი გაატარეს მდინარეზე, მოგვიანებით ბიჭებიც ჩამოვიდნენ, რა თქმა უნდა ლუკა, რატი რა ზურაც იყვნენ
სანდრას მაშინვე წაუხდა ხასიათი და წყალში ღრმად ჩაყვინთა, ზურა სიცილით მისკენ გაეშურა
შორს გაცურა არეშიძემ, ჯაჭვლიანი დაეწია და მოეხვია
-გაჩერდი, ნუ ფართხალებ
-რა ჯანდაბა გინდა?!-სახეში წყალი შეასხა და ისევ ჩაყვინთა თუმცა მაინც ვერ გაექცა
-ნუ იქცევი პატარა ბავშვივით, მომისმინე ერთი წუთით- ისევ მოიმწყვდია მკლავებში, ამჯერად კი აღარ აპირებდა მის გაშვებას
-ვიყვირებ იცოდე! - დაემუქრა და კოპები შეკრა
-სანდრა გაჩერდი, ასე ნუ იქცევი დამშვიდდი, ხომ აგიხსენი არა მიზეზი?
-რა მიზეზი? მე აქ იდიოტივით გელოდებოდი და შენ კიდევ კაფეში იჯექი ვიღაც გოგონებთან ერთად და ერთობოდი
-აჰა, ანუ ნანუკას დადებული ფოტოები ნახე- აფხუკუნდა ზურა, თავს ძლივს იკავებდა სიცილისგან
-შენ რა იყო დამცინი?
-არა, უბრალოდ ის ვიღაც გოგონები ჩემი მამიდაშვილები არიან, ნანუკამ მთხოვა რომ მისი შეყვარებული გამეცნო, ჩემთვის დასავითაა და მეც ვერ გავუტეხე, თანაც მეც მინდოდა მისი გაცნობა
-და ზუსტად ჩემს დაბადების დღეს დაამთხვიეთ ხომ? - ძალით გაუღიმა
-ვიღაც ეჭვიანობს - თვალები მოჭუტა ზურამ და მისკენ უფრო ახლოს მიიზიდა.
-გამიშვი ხელი და აღარ გაბედო მოკარება, ყველაზე მეტად კაცში ტყუილს ვერ ვიტან, მეზიზღებიან მატყუარა კაცები!-გამოცრა კბილებში
-მისმინე, ყველაფერს ხომ ვერ მოგიყვები არა? იყო რაღაც პრობლემები ჯერ მაგის მოგვარება მომიწია, შემდეგ ბიძაჩემმა დამირეკა და მთხოვა რომ ნანუკასთვის მიმეხედა და მისი შეყვარებული გამეცნო, თვითონ გერმანიაშია და ვერ მოახერხხებდა მე კიდევ ევრ გავუტეხე, ხომ შეიძლება რომ გამიგო? როგორც კი გავნთავისუფლდი მაშინვე აქეთ წამოვედი, კარგად იცი რომ გზაში დიდი დროა საჭირო.
-უკვე გითხარი რომ არ ხარ ვალდებული რამე ამიხსნა.-ცხვირი აუბზუა
-ვალდებულების გამო არ გიყვები ამას, უბრალოდ მინდა იცოდე რომ მახსოვდი და ერთი სული მქონდა შენთან როდის ჩამოვაღწევდი, ტელეფონით კი არ მინდოდა მოლოცვა
-ეს არ გამართლებს, და საერთოდაც აღარ მინდა ამ თემაზე მეტად საუბარი, გოგონები მელოდებიან, მათთან უნდა დავბრუნდე
-შევრიგდით?-გაუღიმა და სცადა რომ ისევ მოხვეოდა თუმცა ამაოდ სანდრამ მაშინვე ჩაყვინთა და ნაპირისკენ გაცურა
ჯაჭვლიანს გაეცინა და უკან დაედევნა. სანდრა ულამაზესი იყო თეთრ ბიკინში, საოცარი სხეული და ფორმები ჰქონდა, გარუჯული სხეული და ულამაზესი მწვანე თვალები, ღიმილი ხომ საერთოდ საოცრება იყო. სტაფილოსფერი მოკლე თხელი სარაფანა გადაიცვა და გოგონებთან ერთად სახლში წამოვიდა. საღამოს როგორც ყოველთვის ეზოში ისხდნენ და ბანქოს თამაშობდნენ, მოხუცი კი ბედნიერი იყო მათი შემყურე. სანდრა როგორც ყოველთვის ლილეს ეხმარებოდა.
-ბებია სირცხვილია მიდი შენს სტუმრებთან, ამას მეც გავართმევ თავს
-კარგი რა ლილე ბებო, ისედაც წელიწადში ერთხელ ჩამოვდივარ და ახლაც არ მოგეხმარო? თანაც იქ მარტონი არ არიან დემეტრე და თაკოც მათთან არიან და არ მოიწყენენ, შენ კიდევ აქ მარტო ხარ და მოხმარება გჭირდება, ამდენ საქმეს მარტო როგორ აუხვალ?
-ჩემი მზრუნველი გოგო, როგორი ყოჩაღი მყავხარ ბებიკო-თვალები დაუკოცნა
სანდრას არასოდეს ეზარებოდა შრომა და განსაკუთრებით ლილეს დახმარება, ის მისთვის ერთადერთი ბებო იყო რომელმაც ისე მიიღო როგორც საკუთარი შვილიშვილი. ყოველთვის ცდილობდა ლილეს შრომა შეემსუბუქებინა, დამხმარე ქალიც კი აუყავანა თუმცა ლილემ სასტიკი უარი განაცხადა.
ზურა როგორც ყოველთვის აივანზე იჯდა წელზევით შიშველი და ეწეოდა, ეცინებოდა სანდრას ბავშვურ გამოხტომებზე, თუმცა მის გარეშეც ვერ ძლებდა. იმასაც კარგად ხვდებოდა თუ როგორი ჯიუტი იყო სანდრა და მისი შემორიგება ადვილი არ იქნებოდა. სრულიად შეიცვალა თითქოს, აღარ ფიქრობდა წარსულზე, მისი გონება მხოლოდ სანდრას ირგვლივ ტრიალებდა. აგიჟებდა მისი საოცრად სექსუალური სხეული, გონებას უბინდავდა მისი სავსე მკერდი და მრგვალი ლამაზი უკანალი, როცა მის გვერდით იყო უჭირდა თავის გაკონტროლება, სისხლი უდუღდა, კლავდა არეშიძის დაგემოვნების სურვილი. თავი ვეღარ შეიკავა მაისური გადაიცვა და მათთან გადავიდა ეზოში
-ვა, ვაა გვიკადრე ძმა? -სიცილით შეეგება დემეტრე
-სადაა სანდრა? - ჯიბეებში ხელები ჩაიწყო და ირონიით გახედა დემეტრეს
-და სანდრასთან შენ რა საქმე გაქვს? - წამოიფხორა
-საქმე მაქვს ალბათ რომ გეკითხები - გონორზე იყო ჯაჭვლიანი, აშკარა იყო რომ დემეტრე მაგრად არ “ევასებოდა“
-შენ თავი ვინ გგონია ბიჭო? ! -წამოენთო დემეტრე, ცოტაც და ერთმანეთს ხელით შეეხებოდნენ
მაშინვე მათკენ გამოიქცა არეშიძე, როგორც კი დაინახა ზურა
-რა ხდება? -აქოშინებულმა ჰკითხა ძმას და ზურას დაზაფრულმა გადახედა
-საქმე მაქვს შენთან სანდრა - მშვიდად უთხრა ჯაჭვლიანმა ვითომც არაფერიო ისე და არც შეიმჩნია გაცეცხლებული დემეტრე
-რას ქვია საქმე აქ ან რა პონტში გკითხულობს გოგო?! -ახლა სანდრას მიუბრუნდა
-გეყოფათ! რა წესია? თქვენს გარდა აქ ვერავის ხედავთ?- სიტუაციის განმუხტვა სცადა თაკომ და დემეტრეს მუდარის თვალებით გადახედა
-სანდრა რა ხდება? ! -დაუღრიალა დემეტრემ
-არაფერიც არ ხდება- წამოახურა სახეზე, არ იცოდა რა ეთქვა ძმისთვის
-სანდრა წამოდი რაღაც საქმე მაქვს-თავით ანიშნა ზურამ რომ გაჰყოლოდა
-დავაი ეხლა დროზე „დაახვიეთ“ ჩემი ეზოდან - დაიღრიალა დემეტრემ ზურას და მისი ძმაკაცების გასაგონად
-ცოტა დასტოინად ილაპარაკე ავალიანო -თითი დაუქნია გამაფრთხილებლად
-დროზე ბიჭო! -ისევ დაუღრიალა
-სანდრას უმადლოდე მაგ სიტყვებს, იცოდე სხვა დროს მოგეთხოვება- თითი დაუქნია, ბიჭებს თვალით ანიშნა წავედითო და ეზოდან ნელი ნაბიჯებით გავიდნენ
ხელი დაავლო დემეტრემ სანდრას და სახლში ძალით შეათრია
-შენ გოგო ხო არ უბერავ?!! იმ გამო*ლევებულ ტიპტან რა ჯანდაბა გინდა? ! უნდა გამაფრენინო?!- ცოფებს ყრიდა
-რა პრობლემა გაქვს ვერ გავიგე ან რა კრუნჩხვებში ჩავარდი? პირველყოფილივით ნუ იქცევი! -არც სანდრა დარჩენია ვალში
-დავაი ჩაალაგე დროზე და ეგრევე თბილისში, მიდი გოგო მალე! -დაუღრიალა
-შენ არ გაქვს უფლება რამე მიბრძანო!
-აღარ გამამეორებინო იცოდე, დროზე ჩაალაგე და დავაი თბილისში! იმ სირს კიდე ხვალ მივხედავდთ
სხვა გზა არ ჰქონდა, გოგონები მალე ავიდნენ მასთან
-გეფიცები მხეცია ჩემი ძმა!
-შენი აზრით ის ტიპი კარგად მოიქცა?
-კარგი რა ელე, უბრალოდ მიკითხა რა მოხდა მერე? - ჩემოდანი გამოიღო გარდერობიდან
-გაჩუმდი სანდრა რომელი ძმა მოითმენდა მაგას?
-მართალია სანდრა ელე, არ მოიქცა სწორად ის ტიპი- საუბარში ნინიც ჩაერთო
-არცერთი არ მოიქცა სწორად. ან რა წესი იყო ჩვენი თანდასწრებით ესეთი საქციელი? ეტყობათ რომ ვერ იტანენ ერთმანეთს.- საუბარში ჩაერია თაკო და სანდრას ნივთები გადმოალაგა
-რა უნდა მაგ ტიპს, უყვარხარ?
-არვიცი საერთოდ რა ჯანდაბა უნდა, არავის ნერვები აღარ მაქვს, სწრაფად დაიწყო ნივთების ჩალაგება
გოგონებიც მოემზადნენ და ევას მანქანაში ჩააწყვეს ჩანთები. ლილე ბებოს მოატყუა სასწრაფო საქმე გამოგვიჩნდა და უნდა წავიდეთო, დაპირდა რომ ისევ დაბრუნდებოდა, საჭესთან ელენე დაჯდა გვერდით კი სანდრა, უკან კი ნინი. რამდენიმე წუთში მათ უკან მანქანა შეამჩნიეს, აშკარად ანიშნებდა რომ გაეჩერებინათ.
-არ გააჩერო იქნებ მანიაკია- აწიკვინდა ნინი
-კარგი რა ნინი რა მანიაკი, იქნებ დახმარება სჭირდებათ
-ზურას მანქანაა- თვალები გადაატრიალა სანდრამ-გააჩერე რა ელე
სწრაფად გააჩერა ელემ მანქანა, ზურას მანქანაც გაჩერდა და მაშინვე გადმოვიდა
-ამ დროს სად მიდიხართ ?
-თბილისში -მხრები აიჩეჩა სანდრამ
-ამ დროს როგორ შეიძლება ამ გზებზე სიარული? სულ გამო*ლევდა შენი ძმა?
-სხვათა შორის შენი დამსახურებაა ამ დროს რომ მივდივართ. რა ჯანდაბა გინდოდა?-ხელები გულზე დაიკრიფა
-გეყოფა სანდრა, ამ დროს ვერ წახვალთ მარტონი, საშიშია, დღე უჭირთ ამ გზაზე სიარული და ღამე ხომ საერთოდ არაფერი ჩანს.
-შენ ნუ ღელავ, როგორმე გავაგნებთ გზას, თან უკან ვერ დავბრუნდებით, გამომაგდო დემეტრემ
-გოგონებს რატი წაიყვანს, შენ კიდევ ჩემთან წამოხვალ
-უკაცრავად? და ეგ შენით მოიფიქრე თუ გეხმარებოდა ვინმე?
-ეს უაზრო იუმორი სად დაამუღამე? მიდი ეხლა სწრაფად გააფრთხილე გოგონები მალე- უკანალზე ხელი წამოარტყა და თავლი ჩაუკრა
-შანსი არ გაქვს და ჩემს უკანალს ნუ ეხები - თითი დაუქნია
სანდრამ სიტყვის თქმა ვეღარ მოასწრო ისე ჩაჯდა რატი გოგონებთან მანქანაში და სწრაფად მოსწყდა ადგილს. გაოგნებული იყურებოდა არეშიძე
-რა? ეს რა გააკეთე? ასე როგორ შეიძლება ! - თავზე შემოირტყა ხელები
-გითხარი უკვე რომ შენ ჩემთან წამოხვალ
-და თუ არ მინდა?! -მიუახლოვდა და დაუმარცვლა
-ვიცი რომ გინდა და არ მოგცემ უფლებას რაღაც სისულელის გამო გაწყვიტო ურთიერთობა
-ბატონო? და რომელ ურთიერთობაზეა საერთოდ საუბარი? დაგავიწყდა რომ დაბადებისდღეც კი არ მომილოცე?
-კარგი რა სანდრა რატო გიყვარს ამდენი ლაპარაკი? ჩაჯექი მანქანაში
-არავითარ შემთხვევაში -ხელები გულზე დაიკრიფა
-და გაქვს სხვა არჩევანი? სახლამდე ალბათ 5-6 კილომეტრი მაინც იქნება თან ბნელა და აქ დარჩენასაც არ გირჩევ, ამ დროს უამრავი მხეცი დაწრწის
-უკვე გითხარი რომ ვერ გიტან? - უხმოდ ჩაჯდა მანქანაში- ის მაინც მითხარი სად მივდივართ-თვალები გადაატრიალა და ღვედი შეიკრა
-გვერდითა სოფელში, ანუ ჩემს სახლში -თვალი ჩაუკრა
-შენს სახლში რა მინდა, მომიტაცე და მიმალავ?-გაეცინა
-მოტაცება რა საჭიროა? შენი სურვილითაც გამომყვები ეგ არაა პრობლემა - არც ჯაჭვლიანმა დააკლო
-და მაინც, სად იყავი ? -თვალები დაუწვრილდა არეშიძეს
-შენს თავს გეფიცები სადაც გითხარი იქ, ნუ ეჭვიანობ ჩემო ლამაზო, ჩემზე ერთგული ძაღლი თუ არის თორემ სხვა არ ვიცი მე - გაეცინა
-გზას უყურე არაფერს შეასკდე თორემ მერე აღარ გიშველის ეგ სოციალურ ქსელში ამოკითხული ფრაზები
-რა მწარე ენა გაქვს, ცოტა დატკბი
-იქნებ მითხრა რას ნიშნავს ეს ყველაფერი?
-არ მინდა ჩემზე ბრაზობდე უაზრო მიზეზის გამო
-აღარ ვბრაზობ, ახლა დამაბრუნებ უკან?
-უკან სად? სოფელში?
-უკეთესი იქნება თუ მთავარ გზაზე დამტოვებ და როგორმე მივაღწევ თბილისამდე
-ზოგადად გზიდან გადახვევა არ მჩვევია რომ იცოდე, გითხარი უკვე სადაც მივდივართ
-და იქ რა უნდა ვაკეთოთ?
-რაც მოგესურვება, დრო ბევრი გვაქვს
-დედაჩემი მომიკითხავს, დემეტრეც
-არ გაგიჭირდება ტყუილის მოფიქრება
-გგონია მატყუარა ვარ?
-არვიცი, შეიძლება, დაურეკავ დედას და ეტყვი რომ ელენესთან წახვედით სოფელში ან სადმე რავიცი შენ უკეთ იცი
-ასეთი უპასუხისმგებლო როგორ ხარ?
-მინდა ჩემთან იყო, ცოტახნით მაინც
-ცოტახნით?
-თუ შენ მოინდომებ სამუდამოდაც
აღარაფერი უთქვამს სანდრას, ჩუმად იჯდა, ნუთუ მოახერხა და ყინული გაალღო მის გულში? რაღაც მაინც უღღრნიდა გულს და არ აძლევდა საშუალებას მისთვის დაეჯერებინა.
ჯაჭვლიანი კი ასეთი ბედნიერი დიდი ხანია აღარ ყოფილა, ერთი სული ჰქონდა მალე მისულიყვნენ და მაგრად მოხვეოდა საყვარელ სხეულს. ნახევარ საათში უკვე მის სახლში იყვნენ, ძალიან ციოდა, ნისლსა და სიბნელეს მოეცვა სვანეთი, მთები უდრეკად იდგნენ და დარაჯებივით ჩამწკრივებულიყვნენ ერთმანეთის გვერდიგვერდ, მხოლოდ უკუნითი სიბნელე სუფევდა, რამდენჯერმა გაილვა კიდეც, საშინელი ჭექაქუხილი იყო მოსალოდნელი
-გავიყინე იქნებ მოიფიქრო რამე? -აბუზღუნდა სანდრა
-მოდი ჩამეხუტე და გათბები
-აქ იმისთვის მომიყვანე რომ ფილტვების ანთება ავიკიდო?- გააკანკალა
-მოდი ჩემთან, ნუ ხარ ასეთი მორიდებული აქ მარტონი ვართ
მიუახლოვდა და მოეხვია, დივანზე დასხდნენ, ხელის ერთი მოძრაობით კი კალთაში ჩაისვა
-იცი, რომ დანახვის დღიდან მაგიჟებ?-ყურში ჩასჩურჩულა და სველი კოცნა დაუტოვა ყელში
-ხოო? მერე?-იმდენად ვნებიანი იყო სანდრა, რომ თავი ვეღარ შეიკავა ჯაჭვლიანმა და ტუჩებში ეცა
-ცოტა ნელა, ასე გიჟურადაც არ შეიძლება- თავიდან მოიშორა
-მეღადავები? ამაზე ნელა რაღა ვქნა?
-აქ იმისთვის მომიყვანე რომ ჩემთან სექსი გქონდეს? - ფეხზე სწრაფად წამოდგა და კაბა გაისწორა, ხელები კი გულზე დაიკრიფა და სერიოზული სახე მიიღო
-შენთან სექსი კი არა ყველაფერი მინდა
-ფეხებზე გკიდია მე რას ვგრძნობ - სიმწრისგან ჩაეცინა და თავი გააქნია - კარგი მოდი მიიღე რაც გინდა, დაიკმაყოფილე შენი ცხოველური ჟინი და შემდეგ წადი
-გგონია მარტო ამისთვის მოგიყვანე აქ ? - ნიკაპი მოისრისა და მაისური გაისწორა
-კიდევ რისთვის?
-ეგეთი არაკაცი გგონივარ ?
-გეყოფა ძალიან გთხოვ, არ გვინდა ეს სენტიმენტალური ფრაზები
-ახლა ძალიან გვიანია, უკან ვერ დავბრუნდებით, ვერც თბილისსში წავალთ საწვავი არ გვეყოფა, დაიძინე, დილით რამეს მოვახერხებ და წაგიყვან სახლში.- დივანზე წამოწვა და სანდრას ზურგი აქცია.
თვალები მაგრად დახუჭა არეშიძემ, არ იცოდა მასთან როგორ მოქცეულიყო, ეშინოდა იმის, რომ გულს ატკენდა ამიტომაც ცდილობდა, რომ თავი დაეცვა მისგან. დივანზე წამოწვა და თბილი პლედი მოიხვია. ახლა ყველაზე მეტად მასთან სიახლოვე სჭირდებოდა, მისი სუნი ყველაფერს ერჩივნა, უბრალოდ არ უნდოდა მისთვის ადვილად მისაღწევი გოგო ყოფილიყო, რომელიც ყველაფერზე დათანხმდებოდა. წუთებივით მირბიან დღეები, თვეები და წლები. ისე მალე გადის დრო... ბუზებივით ვეხვევით ერთმანეთის გრშემო და ვერც კი ვამჩნევთ რა არის მთვარი ამ ცხოვრებაში. ერთმანეთის დამცირებაში ვპოულობთ შვებას და ვცდილობთ საკუთარი ცოდვები სხვებს ავკიდოთ კისერზე. ვცდილობთ დავამციროთ ერთმანეთი და ამით მოვიპოვოთ სულიერი სიმშვიდე , ყოველთვის იმაზე ვფიქრობთ თუ რა იქნება სწორი, ყოველთვის ვცდილობთ წინასწარ განვსაზღვროთ ჩვენი მომავალი და ადამიანის ქცევები, განა ეს ცუდია? თუმცა ყველაფერი, რომ წინასწარ ვიცოდეთ ცხოვრებაც ხომ ძალზედ უინტერესო გახდებოდა. ცხოვრება ხომ ერთი წამია, ეს წამები უნდა შევაკოწიწოთ და თან გავიყოლოთ, რომ სამახსოვროდ დავიტოვოთ ჩვენს გულებში.
ორივე ერთს ფიქრობდა, თუმცა საპირირისპიროდ იქცეოდნენ, არეშიძის ქცევები ყოველთვის განსხვავდებოდა მისი ფიქრებისგან და სურვილებისგან, მხოლოდ იმის შიშით რომ მისთვის არ ეტკინათ. სულიერი ტკივილის ყველაზე მეტად ეშინოდა, ახლაც, ამ წამს გული მისდიოდა მის სიახლოვეს რომ გრძნობდა, სისხლი უდუღდა, ვნებისგან იწვოდა, თუმცა ის არასოდეს გადადგამდა ნაბიჯს, ყოველთვის მის ნაბიჯებს დაელოდებოდა.
ისევ დაიგრუხუნა, გაწვიმდა, კოკისპირულად წვიმდა, ელვა ოთახს წამიერეად ანათებდა, შიშმა აიტანა სანდრა, კანკალებდა, საშინლად სციოდა, პლედიც ვეღარ ათბობდა. პლედი თავზე ჩამოიფარა და გაიტრუნა.
ზურა წამოდგა, ნელი ნაბიჯებით მიუახლოვდა და გვერდით მიუწვა
-ამხელა გოგოს ელვის როგორ გეშინია-კისერში ხმაურიანად აკოცა და დაჩქმიტა
-თავი საშინელებათა ფილმში მგონია - მოეხვია, ცოტაც და გაგუდავდა
-ნუ გეშინია, შენთან ვარ
-მამაცი რაინდი- ორივეს გაეცინა
-რა კარგი სუნი გაქვს, მაგიჟებ-ყელში ნაზად აკოცა
-გარეთ ქვეყნიერება ინგრევა, ლამის ჭერი ჭერი ჩამოგვენგრეს და ეს რეებზე ფიქრობს, ღმერთო შენ უშველე
-იმენა მუღამს უკარგავ რა ადამიანს
-ბოდიში !- ზურგი აქცია
-უკანალს ნუ მიშვერ, მაღიზიანებს
-ნუ მეჩხუბები
-არ გეჩხუბები პატარა, შეგიძლია მობრუნდე ჩემსკენ არ გიკბენ
მისკენ მობრუნდა და გაუღიმა, შემდეგ მოეხვია და თვალები მაგრად დახუჭა
-დამპირდი რომ არასოდეს დამტოვებ -გაუღიმა
-არასოდეს დაგტოვებ, შენ თუ არ გამაგდებ მე არასოდეს წავალ გესმის?
წამებში ეცა არეშიძე მის ტუჩებს, უფრო გააქტიურდა და ზემოდან მოექცა,
-ოჰო, ეს უკვე მომწონს - გაეცინა ზურას და მის ტუჩებს ახლა უკვე თვითონ დაეწაფა
ვნებიანად კოცნიდნენ ერთამეთს, წვიმს წკარუნს მათი ხმები ერთვოდა, ტუჩებიდან ყელზე გადაინაცვლა,ცალი ხელი კაბის ქვეშ შეუცურა და უკანალზე მოუჭირა ხელი, სიამოვნებისაგან ამოიკვნესა სანდრამ და თავი უკან გადაწია, ყელიდან კი მკერდძე გადავიდა და კერტები დაუკოცნა, არეშიძეს ცეცხლი ეკიდა, ერთიანად კანკალებდა და სიამოვნებისაგან გონებადაბინდული უცნაურ ხმებს გამოსცემდა.
-მოგწონს? ასე კარგია? -შიგადაშიგ ეღიმებოდა ჯაჭვლიანს მის რეაქციებზე და უფრო მეტად იღგრძნებოდა
ხმის ამოღებას ვერ ახერხებდა სანდრა, მხოლოდ თვალები ჰქონდა დახუჭული, მაისური სწრაფად გადაიძრო და სანდრაც გაანთავისუფლა კაბისგან, მის წინ მხოლოდ საცვლების ამარა იყო, თუმცა არც ამის შემდეგ მოსულა გონს,ისევ სიამოვნების ბურანში იყო, მთელი სხეული დაუკოცნა, საოცრად ნაზი და ვნებიანი იყო,უნდოდა მაქსიმალური სიამოვნება მიენიჭებინა მისთვის, ამიტომ ყველაფერს ისე აკეთებდა როგორც სანდრას მოსწონდა, ზევიდან მოექცა, ახლა უკვე მის ფეხებშუა იყო თავის კონტროლი ძალიან უჭირდა, ერთი სული ჰქონდა როდის გახდებოდა მისი, მისი ცხელი სხეული სრულიად უკონტროლოს ხდიდა, მისი სუნი ჭკუიდან შლიდა, საცვლებისგანაც გაანთავისუფლა, ჯერ მაგრად მოეხვია შემდეგ კი ყრუ ტკივილი იგრძნო სანდრამ რომელიც უფრო და უფრო მეტად გაძლიერდა, ამოიკნავლა, თუმცა გაჩერება არ უთხოვია, ზურგზე მაგრად წაავლო ხელები. დაფხაჭნა სიმწრისგან და დაიკრუნჩხა, ყველაფერი ტკიოდა, სიამოვნების მწვერვალ როცა მიაღწია ჯაჭვლიანმა გულზე დააწვა აქოშინებული და გაოფლილი. თვალები მაგრად დახუჭა და მოეხვია.
-მიყვარხარ - ახლა ზუსტად ესმოდა ამ სიტყვების მნიშვნელობა, ეს უბრალოდ მიყვარხარ არ იყო, გრძნობდა რომ ამაზე ნამდვილი ცხოვრებაში არაფერი გააჩნდა.
სიამონვებისგან გააკანკალა არეშიძეს, გული ლამის ამოვარდა ეს სიტყვა რომ მოისმინა მისგან, სულ გადაავიწყდა რამდენიმე წუთის წინ განცდილი ტკივილი, თვალები ცრემლით აევსო, გაეღიმა და ხელისგულებით შეიმშრალა.
-რატომ არ მითხარი?
-რა?- ამოისლუკუნა
-ტირი?
-არაფერია, ისევ გაეცინა
-რა გატირებს? ასე გატკინე?
-არა, არცისე, სულ ცოტათი- გაეცინა
-უნდა გეთქვა რომ ქალიშვილი იყავი
-და ამას რამე მნიშვნელობა ჰქონდა?
-არანაირი, უბრალოდ
-მაშინ გაჩუმდი, ნუ გააფუჭებ ამ წუთებს-ლოყაზე ხმაურით აკოცა და მოეხვია
დილით ერთმანეთში ახლართულებს გამოეღვიძათ, ჯაჭვლიანმა დახედა ჯერ კიდევ ძილბურანში მყოფ არეშიძეს და გაეღიმა, ამ ქვეყნად ყველაზე ბედნიერი იყო, იმიტომ რომ მან ანგელოზი იპოვა სანდრას სახით, რომელიც მას გადაარცენდა და იხსნიდა ტკივილისგან რომელსაც ნია ერქვა. ხვდებოდა რომ სანდრა სუფთა სულის ადამიანი იყო და მას სხვა ღირებულებებზე არასოდეს გაცვლიდა, როცა მას ეხებოდა გრძნობდა მის უსაზღვრო სიყვარულს, არეშიძის ამღვრეული თვალები სიტყვებზე მეტი იყო. ჯაჭვლიანს კი მისი სიყვარული უყვარდა, მისი თვალები როცა მას უყურებდა.თავს არწმუნებდა რომ ეს იმაზე მეტი იყო რაც წარსულში მის ყოფილთან აკავშირებდა, სანდრა კი ის ადამიანი რომელიც მას არასოდეს დატოვებდა, ცდილობდა მასთან თავშესაფარი ეპოვნა. თავშესაფარი იმ ტკივილსგან რომელიც ასე სტანჯავდა და მოსვენებას არ აძლევდა, თავშესაფარი წარულისგან და ნიასგან.
-შენ ყველაზე სუფთა ადამიანი ხარ ვინც კი ცხოვრებაში შემხვედრია, ჩემი მფარველი ანგელოზი ხარ ჩემო სიცოცხლე- თვალები დაუკოცნა
-როგორი სენტიმენტალური ხარ ამ დილაადრიან ბატონო ზურაბ? - გაეკრიჭა და მოეხვია
-ქალბატონო ალექსანდრა კეთილს ინებებთ და საბანს მეც მიწილადებთ თუ?
-თუ
ზემოდან მოექცა, თუმცა ამჯერად სანდრამ იმარჯვა, ახლა ჩემი დროაო და ის მოექცა მის ზევით, როგორც ყოველთვის ძალიან ვნებიან იყო და ჭკუიდან შლიდა ჯაჭვლიანს.
-სადავეები ავიღეთ ხელში? - გადაიხარხარა
ამჯერად კი სანდრამ იაქტიურა, უფრო სასიამოვნო აღმოჩნდა მეორე ჯერზე, სიამოვნების პიკს რომ მიაღწია მაგრად მოუჭირა ბეჭებზე ხელები და ისევ დაფხაჭნა. აქოშინებული გადაწვა გვერდზე და პლედი მთელ სხეულზე გადაიფარა.
-კარგად ხარ? სანდრა გამეცი ხმა, მობრუნდი ერთი წუთით
-იქნებ დამაცადო სიამოვნების ბოლომდე განცდა? -სახე დაეღრიჯა
ჯაჭვლიანი მთელ ხმაზე ხარხარებდა,
-მოეწონა გოგოს
-შენ თუ მოგწონს მე რა ავადმყოფი ვარ თუ- წამოახურა სახეზე, შერცხვა და დაიმანჭა
ცოტახანს საწოლში ინებივრეს, შემდეგ კი მოწესრიგდნენ და თბილისისკენ აიღეს გეზი, მთელი გზა ერთმანეთს უღიმოდნენ თინეიჯერი ბავშვებივით,.
-და რა იქნება ამის შემდეგ? -სიჩუმე სანდრამ დაარღვია
-დაგეგმილად არასოდეს მიცხოვრია, ყოველთვის დინებას მივყვები
-და მაგ დინებას სანამდე მიჰყავხარ?
-მაგ დინებამ შენამდე მომიყვანა, ახლა კი თუ ნებას მომცემ შენთან ერთად გავყვები
-ბრძენი ზურაბი -გადაიკისკისა და ფეხები „ ტორპედოზე“ შემოაწყო
-ბრძენ ზურაბს ძალიან რომ უყვარხარ იცი?
-ახლა გული წამივა - გაეცინა და გულის წასვლის ინსცენირება გააკეთა
ზურასაც გაეცინა მის ბავშვურ საქციელზე და თავი გააქნია. არეშიძე ბედნიერებისგან მეცხრე ცაზე იყო, არ გავდა ჯაჭვლიანი მატყუარა კაცს, რომელიც ამ სიტყვებს ისე ჰაერზე იტყოდა.
-შენი აზრით რა არის სიყვარული? -სერიოზული სახით გახედა სანდრამ
-შენ ხარ სიყვარული, შენი თვალები, შენი ღიმილია სიყვარული
აღარაფერი უთქვამს, გაუღიმა მისკენ გადაიხარა და ტუჩებში აკოცა, სანდრას არ სჭირდებოდა თავის გრძნობებზე საუბარი, ისედაც აშკარა იყო მის გამოხედვაში ყველაფერი, ზურასთვის კი ეს უფრო სასიამოვნო იყო.
-საბურთალოზე ხომ?
-დაჟე მისამართიც იცის ჩემმა ბიჭმა, კიდევ რა იცი ჩემზე?
-ყველაფერი ვიცი რაც საჭიროა, ახლა დაისვენე და საღამოს გამოგივლი- მოეხვია, დაემშვიდობა და წამოვიდა.
დაქანცული შევიდა სახლში,
სიყვარული მართლაც, რომ საოცარი გრძნობაა, მას სიტყვებით ვერასოდეს გადმოსცემ არ იცი როდის დაგატყდება თავს და თავის გიჯურ სამყაროში მოგისვრის, ეს ყველაფერი იმდენად მოულოდნელი და სასიამოვნოა რომ გააზრებასაც კი ვერ ასწრებ, როდესაც გიყვარს ამ გრძნობას ვერ გადმოცემ და სხვას ვერ აღუწერ იმ განცდებს რომელსაც სიყვრული განიჭებს. სიყვარული დაუმორჩილებელი ძალაა. როდესაც მის კონტროლს ვცდილობთ, გვანადგურებს. როდესაც ვცდილობთ დავატყვევოთ, გვიმონებს, ხოლო როდესაც ვცდილობთ გავიაზროთ, გვტოვებს გზააბნეულს და იმედგაცრუებულს.
სწორედ ასეთი გზააბნეული დატოვა ჯაჭვლიანმა სანდრა სახლთან. ეს იყო რაღაც ამოუცნობი და არაამქვეყნიური გრძნობა, რომელიც მას ყოველი მისი დანახვისას ეუფლებოდა, ხომ არსებობენ განსაკუთრებული ადამიანები, რომლებსაც განსაკუთრებულად უყვარდებათ და სწორედ ასეთი იყო არეშიძეც, მას თვით სიყვარული უყვარდა, აღმერთებდა მას, ბედნიერი იქნებოდა ის მამაკაცი რომელიც მის გულს დაიპყრობდა, ჯაჭვლიანი კი ნამდვილად იღბლიანი მამაკაცი აღმოჩნდა რომელმაც იგი სრულიად დაიპყრო.
პირდაპირ სახლში წავიდა, არსად გადაუხვევია, გონებაში მხოლოდ მისი თვალები და გამოხედვა უტრიალებდა , მისი სახის წარმოდგენისას ყოველთვის ბედნიერად ეღიმებოდა და არ სჯეროდა, რომ ძველი ტკივილი ნელ-ნელა ქრებოდა. სახლში მხოლოდ მათი დამხმარე ქალი ლელა იყო, მიესალმა, თბილად მოიკითხა და თავის ოთახს მიაშურა, ტანსაცმელი გაიძრო და სააბაზანოში შევიდა, სიმშვიდე და სიამოვნება მოჰგვარა წყლის ცხელმა წვეთებმა. დიდხანს არ უნებივრია, ეს მისი სტილი არ იყო, მალევე გამოვიდა ჩაიცვა და მისაღებში გავიდა. დედამისი და მისი და უკვე სახლში იყვნენ, იცოდნენ მისი დაბრუნების ამბავიც
-მეგონა სამუდამოდ გადაბარგდი- ხმა დაიბოხა ქალბატონმა მერიმ
-ხომ იცი როგორ უყვარს იქაურობა-საუბარში მისი და მარიამი ჩაერთო და ძმას ღიმილით გადახედა
-რაც მითხარი მოვაგვარე, კიდევ რამე პრობლემაა?- მობეზრებულმა გადახედა ქალს
-ხომ იცი, რომ ეს საქმე ესე მარტივად არ გვარდება? - კოპები შეყარა და შვილს შეუღრინა
-იქნებ მითხრა რითი ხარ უკმაყოფილო? - წამოიწია და თვალებში ჩახედა დედას
-არ მომწონს შენი არასერიოზული, ქარაფშუტული ქცევები
-ხვდები, რომ ახლა შეურაცყოფას მაყენებ? -თავი გააქნია და ნიკაპი მოისრისა
-იქნებ მორჩეთ? - სიატუაციის განმჰუხტვა სცადა მარიამმა და ძმას მუდარის თვალებით გადახედა
-არ მომწონს ეს ყველაფერი, ახლა ამის დრო ნამდვილად არ არის, ერთხელ ხომ ხედავ რაც მოხდა და იგივეს ნუღარ გაიმეორებ, იმედი მაქვს რომ შეცდომებზე ისწავლე.
-იცი, ეს სრულიად არ ეხება იმ თემას რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, იცოდე გაფრთხილებ მას რომ ერთი თმის ღერი მაინც ჩამოუვარდეს არ გაპატიებ - გამაფრთხილებლად დაუქნია თითი და სახლიდან გიჟივით გავარდა.



№1 სტუმარი სტუმარი Solo

ძალიან, ძალიან მომწოოონს ❤️❤️❤️❤️❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent