შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

შენთან... თავი 9


16-06-2018, 23:12
ავტორი katiusha
ნანახია 2 856

ანანომ ტელეფონი გათიშა და ყვირილით შეიჭრა საძინებელში.
-დათო, გაიღვიძე, დათო.ბიჭმა ბალიში გადაიფარა თავზე,რომ ანანო თავიდან მოეშორებინა და ძილი გაეგრძელებინა, მაგრამ ის არ მოეშვა.
-თავი დამანებე გეხვეწები და ცოტა ხანს დამაძინე რაა.
-ადექი, ახალი ამბავი მაქვს, ნინიკოს ეხება.
მის ხსენებაზე დათო მაშინვე გამოფხიზლდა და საწოლში წამოჯდა :-აბა რა მოხდა?
-ჩამოვიდა, დედაჩემმა დამირეკა გუშინ დაუნახავს, ვიღაც კაცი ახლდა თან და მანქანით ერთად წავიდნენ მის სახლში.
-რაა?-დათოს ანთებული სიგარეტი ხელიდან გაუვარდა.
-ნელა დაიწვა საბანი, -ანანომ სიგარეტი ჩააქრო და განაგრძო: -ძალიან გალამაზებულია, თან ორსულად ყოფილა. ნეტა ვინაა ის კაცი საყვარელი თუ ქმარი?
-ვიცი რომ ორსულადაა,და გაინტერესებს ის კაცი ვინაა?
-შენ რა ნინიკოზე ყველაფერი იცი? -გაბრაზდა გოგო
-არა ერთხელ შემთხვევით შევხვდი მას და მის ძვირფას ქმარს ქალაქში.
-რატომ არაფერი მითხარი?-უსაყვედურა ანანომ.
-არ ჩავთვალე საჭიროდ.
-ასე უცებ დაგივიწყა? ერთ წელში? დაუჯერებელია. ვერ დავიჯერებ.
-იცი ვის გაჰყვა ნინი ცოლად? შენს ძვირფას ყოფილ ქმარს.
-რაა? -ანანოს გაოცებისგან თვალები შუბლზე აუვიდა. -გიორგის? არ არსებობს? როგორ გაიცნო? სად გაიცნო? დაუჯერებელია. იცის რომ მე მისი ცოლი ვიყავი?
-არა დამშვიდდი, არც ერთმა არაფერი არ იცის. იმედია ამას ვერ გაიგებენ, რადგან შენ არც ერთმა არ უნდა გნახოს, უნდა სადმე წახვიდე, თორემ ორივე ყველაფერს მიხვდება.
-კარგი, კარგი ხვალვე წავალ, დედაჩემის სახლში გადავალ, სანამ წავლენ. არა მაინც არ მჯერა, ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ, რა არ ხდება ცხოვრებაში.... ჩაილაპარაკა ანანომ
*********************************
ნაშუადღევს გიორგიმ მანქანა დიდი, ლამაზი სახლის ეზოში გააჩერა და ცოლს მიეხმარა გადმოსვლაში, მერე სახლის შესასვლელისკენ წავიდნენ და კარზე ზარი დარეკეს. ნინის გული უფანცქალებდა დედასთან შეხვედრის წინ. კარი გაიღო და მოახლე გამოჩნდა. მორიდებით ჰკითხა: -დედა სახლშია?
-მობრძანდით, ახლავე დავუძახებ. მოახლე მისაღებში შეუძღვა მათ. რამდენიმე წამში ნინიკომ კიბეზე ჩამომავალი დედა დაინახა, რომელსაც ისევ ისეთი მკაცრი სახე ჰქონდა და ასე მიდიოდა მათკენ.ერთმანეთის პირისპირ აღმოჩნდნენ. ერთხანს ასე ჩუმად იყვნენ. მერე ნინიკომ დაარღვია სიჩუმე.
- გამარჯობა დედა როგორ ხარ?
-გაგახსენდა დედა რომ გყავს? -საყვედურით უთხრა მან
-ასე რატომ მეუბნები დედა? მე შენ სულ მახსოვხარ და მიყვარხარ.
-მე შენ მაშინ დამკარგე როცა ქორწილიდან გაიქეცი.თან სიახლეებიც საკმაოდ გაქვს.ანიშნა უკვე საკმაოდ გაზრდილ მუცელზე
-დედა, -გააწყვეტინა ნინიმ,- ამაზე სანამ ვილაპარაკებთ ჯერ დავჯდები, დიდხანს ფეხზე ვერ ვდგები, უკვე ძალიან მიჭირს. მარინა სავარძელში ჩაჯდა, გიორგი და ნინი დივანზე მარინას წინ. ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-დედა მინდა გიორგი გაგაცნო ჩემი მეუღლე, ეს კი დედაჩემია მარინა, წარუდგინა ერთმანეთი .
-ძალიან მიხარია თქვენი გაცნობა,- ამოიღო ხმა ჩუმად მყოფმა დევდარიანმა
-მეუღლე? -ჩაეცინა მარინას.- ვაღიარებ კარგი არჩევანია, როგორც გავიგე დათოზე მეტი ფულიც აქვს, სახელიც და ვაჟკაცობაც, რადგან ახლა მისი ცოლი ხარ.
-ჰო შენც ხომ ასეთ სიძეზე ოცნებობდი და ცდილობდი ჩემს სარფიანად გათხოვებას, ისე თითქოს ნივთი ვყოფილიყავი. ჩემს გრძნობებზე არც კი გიფიქრია, -ირონია გაურია ნინიმ
-კი მინდოდა რომ სიმდიდრესა და ფუფუნებაში გეცხოვრა, არ უარვყოფ ამას, მაგრამ შენ ეს უჩემოდაც მოახერხე. -გაეღიმა მარინას.
გიორგი მათ საუბარში არ ჩარეულა, მაგრამ საუბრის ასეთ წარმართვას არ ელოდა და სახეზე მოუსვენრობა დაეტყო. გულისფანცქალით ელოდა ცოლის პასუხს. ნინის ეს არ შეუმჩნევია და დედას უპასუხა:-მე არასოდეს არ მაკლდა არც ფული და არც გაჭირვება მიგრძვნია ოდესმე, მამა ამისთვის ყველაფერს აკეთებდა, მე მხოლოდ სიყვარული მინდოდა და ის დღეს ნამდვილად მაქვს, უფრო მეტიც იმაზე ბედნიერი ვარ, ვიდრე წარმოვიდგენდი. მაგრამ შენ იმიტომ არ იყავი ბედნიერი რომ საკუთარ თავს არ აძლევდი ამის უფლებას შენივე სიამაყის და ამპარტავნების გამო. შენ არ შეგიძლია არავის სიყვარული.
-სამაგიროდ შენ დაემსგავსე მამაშენს, მისნაირი ხარ.
-შენ დაგავიწყდა, რომ ფულით გრძნობებს და სიყვარულს ვერ იყიდი. მე უანგაროდ მიყვარს გიორგი ყველანაირი ფულისა და სიმდიდრის გარეშე.- ამის გაგონებაზე გულში სითბო ჩაეღვარა და დარწმუნდა ცოლის სიყვარულში. იმაში თუ რა ძლიერი და მტკიცე იყო მისი გრძნობა
-შენ არაფერს იტყვით?- მიუბრუნდა გიორგის მარინა.
-არ ვიცი რა ვთქვა, არაჩვეულებრივი შვილი გყავთ, დარწმუნებული ვარ თქვენც კარგი ადამიანი ხართ, მისი დედა ხართ და არ შეიძლება ცუდი იყოთ, უბრალოდ ხანდახან ძნელად ვუგებთ ადამიანები ერთმანეთს და მოთმინებაც არ გვყოფნის, რომ გვესმოდეს და მოვუსმინოთ,ბოლომდე და სწორად ვთქვათ სათქმელი. - თქვა გიორგიმ
-თქვენ უკეთ გესმით ჩემი, ვიდრე ჩემს ქალიშვილს. ყავა ხომ არ მივირთვათ?მგონი რომ სალაპარაკო საკმაოდ გვაქვს.ნინიმ ვერ გაიგო დედამ ეს გულწრფელად მოისურვა და ყინული იწყებდა გალღობას თუ ისევ თამაშობდა და მოჩვენებითი იყო ეს მისი გარდასახვა.ისე გაერტი ამის ფიქრში რომ გიორგის ტელეფონმა რომ დარეკა შეხტა.
-სანამ ყავას მოიტანენ მანამდე მე სამსახურში დავრეკავ და მალე მოვალ. ბოდიში მოიხადა გიორგიმ და იქაურობა დატოვა.
-კარგი საყვარელო მალე დაბრუნდი, -უთხრა ნინიმ.
მისი გასვლის შემდეგ ისევ სიჩუმე ჩამოვარდა.
-დედა ასე რატომ შემხვდი? ნუთუ ერთი თბილი სიტყვა არ გემეტება ჩემთვის? ეხლა უკვე ვიცი დედობა რასაც ნიშნავს,ვიცი რომ ამაზე დიდი ბედნიერება არაფერია.
-დედა უნდა გახდე, ამას უკვე მივხვდი, დრო არ დაგიკარგავს-ირონიით უთხრა მარინამ
-დედა არ გინდა ირონია, ძალიან გთხოვ, მე უბრალოდ მომენატრე და მოვედი, ყველაფრის მიუხედავად შენ დედაჩემი ხარ.შებ გამაჩინე,ცხრა თვე მატარე მუცლით,ცხრა თვეკლი შენი სხუელის ნაწილი ვიყავი და შენ მეხმარებოდი არსებბაში.ახლა რა დაგემართა დედა?რამ შეგცვალა?ნუთუ არ შეგიძლია მაპატიო ერთი შეცდომა?თუ საერთოდ იყო ეს შეცდომა... უცებ ნინიმ მუცელში სუსტი ტკივილი იგრძნო, თავიდან არ შეიმჩნია, მაგრამ მერე ტკივილმა იმატა და ვეღარ გაუძლო. -მტკივა დაიკვნესა მან. მარინამ ეჭვით შეხედა ხომ არ მაიმუნობსო, მაგრამ ნინის გაფერმრთაკებულ და ტკივლით დამნჭულ სახეს რომ შეხედა სწრაფად წამოხტა და შვილთან შეშინებული მიიჭრა. -რა გჭირს შვილო? ნინი ხმა გამეცი. მიპასუხე ძალიან გტკივა?
-მუცელი მტკივა დედა, ჯერ ადრეა მშობიარობამდე ერთი თვეა დარჩენილი. არაფერი დაემართოთ დედა მეშინია,- ხელი დაუჭირა ნინიმ
მარინამ შვილი წამოაწვინა, თავქვეშ ბალიში დაუდო და მის გვერდით ჩამოჯდა. შუბლი ცივი წყლით დაუზილა. ოთახში გიორგიც დაბრუნდა და ცოლი რომ ასეთ დღეში დაინახა გადაირია. მასთან მიიჭრა და მის წინ ჩაიმუხლა.
-რა დაგემართა საყვარელო? ხომ კარგად ხარ?
-მალე გადამივლის გიო, ექიმმა მითხრა ამის შესახებ, მაგრამ არ დავუჯერე. დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.
-იქნებ საწრაფო გამოვიძახოთ? -თქვა გიორგიმ
-არაა საჭირო, ბოლო თვეში ასე იცის ხოლმე, ცოტა ხანს დავიცადოთ, თქვა მარინამ
ცოტა ხანში ნინის ტკივილმა გადაურა და გიორგიმ მის ექიმს დაურეკა, რომელმაც უთხრა რომ ნინი აუცილებლად უნდა დაწოლილიყო და საწოლიდან არ ამდგარიყო.
-რადგან ასეა იქნებ ამაღამ აქ დარჩეთ? -სთხოვა მარინამ
-გიო რას იტყვი დავრჩეთ?
-შენ როგორც გინდა ძვირფასო.- უპასუხა მან
-მაშინ წავალ მე საძინებელს მოვამზადებ, -თქვა მარინამ და ოთახი დატოვა
-აი ხომ ხედავ დედაშენი არც ისე ცუდი ჩანს, უბრალოდ მას გაგება და სითბო სჭირდება და ყველაფერი კარგად იქნება მერე.-უთხრა გიორგიმ ცოლს
-კი, ნამდვილად ასეა, პირველად ვიგრძენი მისგან ასეთი სითბო და ზრუნვა
-ყველაფრის მიუხედავად ის დედაა შენი,-უთხრა გიორგიმ ნინის და შუბლზე აკოცა
************************************
გიორგის და ნინის გამგზავრების შემდეგ მთელი საქმეები ქეთას დააწვა კისერზე. მარტო რომ ვერ გაუმკლავდა ირაკლის სთხოვა დახმარება და ისიც სიამოვნებით ეხმარებოდა. საღამოობით სამსახურიდან დაღლილები რომ გამოდიოდნენ სავახშმოდ ერთად მიდიოდნენ სადმე მყუდრო რესტორანში ან ქეთასთან ვახშმობდნენ. ელენეს ძალიან მოეწონა ირაკლი და სიამოვნებდა მასთან თამაში, მის დანახვაზე სიხარულისგან ჰაერში დახტოდა. ირაკლისაც საკუთარი შვილივით შეუყვარდა ბავშვი და მისნაირ შვილზე ოცნებობდა. ქეთას მათ შემხედვარეს გული სიხარულით ევსებოდა და მეუღლის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ ისევ იგრძნო სიყვარულის ძლიერი ძალა. იგივეს გრძნობდა ირაკლიც, მაგრამ ეშინოდა მის გრძნობაზე უარი არ ეთქვა და გაჩუმება ამჯობინა, მზად იყო მასთან მეგობრობა ეკმარა.... მაგრამ აი დადგა ამის თქმის მომენტიც.
სამსახურიდან ერთად გამოვიდნენ. ორივე ძალიან იყო დაღლილი და ირაკლიმ რესტორანში დაპატიჟა, რაზეც თანხმობა მიიღო.ოფიციანტმა სწრაფად გააწყო სუფრა. რამდენიმე სალათი და წითელი ღვინო შეუკვეთეს.
-ძალიან კარგი გემოვნება გაქვს და შესანიშნავად არჩევანს აკეთებ. ყოველთვის იცი რომელ კერძს რომელი სასმელი უხდება.-გაეცინა ქეთას.
-თუ გინდა სხვა რამე შევუკვეთოთ.-დაიბნა ირაკლი
-არა, არა, ძალიან კარგია ყველაფერი.
ღვინო ჭიქებში ჩამოასხა და სადღეგრძელო წარმოთქვა: -დღევანდელ წარმატებას გაუმარჯოს. ამ კონტრაქტით ძალიან დიდ მოგებას ვნახავთ და გიორგისაც გავახარებთ
-ჩვენს წარმატებას გაუმარჯოს. -ოდნავ მოსვა სასმელი ქეთამ
-იცი თავიდან რომ დაგინახე,გიორგიმ რომ შენი თავი წარმიდგინა ვიფიქრე ამან რა უნდა მასწავლოს ან ჩემი უფროსი როგორ უნდა იყოს დარწმუნებული ვარ არაფრი ეცოდინება-თქო.მაგრამ მერე,დროთა განმავლობაში მივხვდი რომ სილამაზესთან ერთად საკმაოდ განათლებულიც იყავი და საქმის პროფესიონალიც
-საინტერესო აღიარებაა,-ჩაეცინა ქეთას-ტავიდან მართლა არ მინდოდა მუსაობა,მგრამ ჩემ ძმამ მაიძულა,რისთვის დაამტავრე ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტი თუ დიპლომს სახლში დადებდიო
-კარგიც უქნია რომ დაგაძალა.მე ასე ახლო ურთიერთობა არ ჩამომიყალიბდებოდა შენთან და არც ასე კარგად გაგიცნობდი.არც ელენეს შევეჩვეოდი ასე, ძალიან საყვარელია, მინდა ასეთი ქალიშვილი მყავდეს, რომ გავანებივრო, გავათამამო, ყველა სურვილი შევუსრულო.
-ჰო ელენე ისეთია ყველას თავს აყვარებს. ხანდახან მეშინია ეს მომავალში სანანებელი არ გაუხდეს და ცუდს არ გადაეყაროს.
-დამშვიდდი ყველაფერი კარგად იქნება.ცუდს რატომ უნდა გადაეყაროს?-დაამშვიდა ირაკლიმ.
-ხანდახან მგონია რომ მას სატანადო ყურადღებას ვერ ვაქცევ,თან მამაც რომ არ ჰყავს....საუბარი ქეთას ტელეფონის ზარმა შეაწყვეტინათ. ელენეს ძიძა რეკავდა.
-გისმენ მერი, რა მოხდა ? რა ხმა გაქვს?
-ქალბატონო ქეთა მაპატიეთ. -ტიროდა ის
-რა მოხდა მითხარი მერი მეც ვნერვიულობ უკვე.
-ქალბატონო ქეთა ელენემ ხელი მოიტეხა. როგორ მოხდა არ ვიცი. სასწაფო გამოვიძახე და საავადმყოფოში მივდივართ.
-რაა?-იყვირა ქეთამ.-რომელ საავადმყოფოში? ჩვენც ეხლავე წამოვალთ.
ქეთამ ტელეფონი გათიშა და ჩანთას დასწვდა.
-რა მოხდა არ მეტყვი?-უკან აედევნა შეშინებული ირაკლიც
-ელენემ ხელი მოიტეხა, ახლა მერის საავადმყოფოში მიყავს, მეც იქ მივდივარ
-მოიცადე მე წაგიყვან, მარტო არ გაგიშვებ. უკან გაეკიდა ირაკლი და ძალით ჩასვა მანქანაში.
-ჩემი ბრალია, ამ ბოლო დროს ყურადღებას ვეღარ ვაქცევდი, სულ სამსახურსა და გართობაზე ვფიქრობდი და აი ამას რა მოყვა.
-დამშვიდდი ქეთა, შენ არაჩვეულებრივი დედა ხარ, არაჩვეულებრივი ქალი ხარ, ყველა კაცი იოცნებებდა შენნაირი ცოლი და დედა რომ ყოლოდა, შენ ძალიან კარგი ხარ.- ირაკლი თვითონაც ვერ მიხვდა როგორ წამოსცდა ეს სიტყვები, მხოლოდ მაშინ გაიაზრა ქეთას დაბნეულ სახეს რომ შეხედა და გაწითლდა. ანერვიულდა და კინაღამ მოპირდაპირე მხრიდან მანქანას შეეჯახა. დროზე მოასწრო დამუხრუჭება.
-რა თქვი ირაკლი?-ჰკითხა არანაკლებ დაბნეულმა ქეთამ
-არაფერი..-დაიმორცხვა მან
-არა როგორ არა, კარგად გავიგონე რაც თქვი. შენ მართლა ასე ფიქრობ?
-კი ქეთა ასე ვფიქრობ და შენ სწორედ ისეთი ქალი ხარ, როგორზე დაქორწინებასაც ვიფიქრებდი და ვინატრებდი.
-ახლა ამის დრო არ არის ძალიან გთხოვ წავიდეთ, ელენეს ვჭირდები.
-ახლავე , ახლავე. ირაკლიმ მანქანა დაქოქა და სწრაფად დაძრა ადგილიდან.
************
ნინის პირველს გაეღვიძა ტელეფონის ზარზე. საათს დახედა. შუაღამე იყო. გაუკვირდა ამ დროს ვის უნდა დაერეკა და ტელეფონს უპასუხა: -რა მოხდა ქეთა? რა ხმა გაქვს?... რაა? როგორ?... დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება... ახლა როგორ არის? წამოვალთ ახლავე თუ გინდა?...კარგი მაშინ დილით აუცილებლად შემატყობინე თქვენი ამბავი.. კარგად ქეთა... ნინიმ ტელეფონი გათიშა და გიორგი გააღვიძა.
-რა მოხდა საყვარელო? ისევ მუცელი გტკივა?-შეიშმუშნა ის
-არა კარგად ვარ.
-მაშინ დაიძინე გთხოვ, მე ძალიან მეძინება.-სთხოვა მან
-გიორგი გაიღვიძე, ქეთამ დარეკა. დის ხსენებაზე გიორგი მაშინვე გამოფხიზლდა.
-ხომ მშვიდობაა? რატომ დარეკა? რამე მოხდა?
-ახლა კი, დღეს ელენეს ხელი მოუტეხია,საავადმყოფოში არიან, დილით სახლში წავლენ.
-რაა? როგორ არის? ხომ არ წავიდე ქალაქში? - საბოლოოდ გამოფხიზლდა.
-არა, არა, კარგად არიან, მითხრა რომ მათთან ირაკლია და მან ყველაფერი მოაგვარა. დავიძინოთ ჩვენ,-ნინი ქმარს ჩაეხუტა. გიორგიმ ხელი მოხვია და მიეხუტა. ერთხანს ჩუმად იყო, მერე მორიდებით თქვა:- ნინი ისე ირაკლი და ქეთა რაღაც საეჭვოდ დადიან სულ ერთად.
-კარგი რაა, საყვარელო, დაიძინე, ხომ იცი ის შენი მეგობარია და შესაბამისად ქეთაზეც ამიტომ ზრუნავს. ასეთი რამე როგორ იფიქრე?
-შენ სულ ასე მაჩუმებ და არ შეიძლება ჩემი აზრი გამოვთქვა?-გაბრაზდა ის, მაგრამ ცოლის ნაწყენ სახეს რომ შეხედა მაშინვე გაჩუმდა და შუბლზე აკოცა.
*******************************************
დილით ირაკლიმ შინ მიიყვანა ქეთა და ელენე. ბავშვს გზაში ჩაეძინა.ხელში აიყვანა და ფრთხილად ჩააწვინა თავის საწოლში. ძიძა მასთან დატოვეს და ოთახიდან გავიდნენ.
-თუ წინააღმდეგი არ ხარ მე წავალ, ცოტას დავისვენებ და მერე სამსახურში უნდა წავიდე.
-ირაკლი ცოტა ხანს დარჩი ყავა დავლიოთ და ვილაპარაკოთ, მადლობაც ვერ გადაგიხადე.-სთხოვა ქეთამ
-მხოლოდ ყავა დავლიოთ მაშინ და სხვა დროს დავილაპარაკოთ კარგი?
-ვნახოთ, ვნახოთ.. გაეცინა ქეთას და სამზარეულოში გაუძღვა მას. რამდენიმე წუთში ყავა ჭიქებში ჩამოასხა და ირაკლის პირდაპირ ჩამოჯდა.
-შენ რომ არ ყოფილიყავი წუხელ ჩემს გვერდით ალბათ გავგიჟდებოდი.
-დამშვიდდი, ელენე კარგადაა, საშიში არაფერია. როცა დაგჭირდები ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები,-უთხრა ირაკლიმ
-დიდი მადლობა ირაკლი.. არ გინდა წუხანდელზე ვილაპარაკოთ? ვერ დავასრულეთ საუბარი
-ქეთა იცი მეე.. არა მგონია ახლა ამის დრო იყოს..დაიბნა ის, -თან სათქმელიც არაფერია
-იქნებ სწორედ ახლა ამის დროა და ორივემ ერთად გადავწყვიტოთ ყველაფერი?
-რა ყველაფერი ქეთა?- საბოლოოდ მოიცელა ირაკლი, მაგრამ მისმა მობილურმა დარეკა და ცოტა ამოისუნთქა, ტელეფონს უპასუხა. საუბარი რამდენიმე სიტყვით შემოიფარგლა და სახეზე უკმაყოფილება აღებეჭდა.
-ქეთა მშენებლობაზე პრობლემა შეიქმნა და უნდა მოვაგვარო სასწრაფოდ, მერე ვილაპარაკოთ. არ გეწყინოს ხო?
-კარგი გაგაცილებ,-ისიც წამოდგა და გასასვლელისკენ წავიდნენ
-ძალიან გემრიელი ყავა იყო, დიდი მადლობა,
-მადლობა, -დაიმორცხვა ქეთამ...მან კარამდე მიაცილა ირაკლი და გულდაწყვეტილი დაემშვიდობა. მერე ოთახში დაბრუნდა, ძიძას დასვენების დღე მისცა და მძინარე ელენეს გვერდით მიუწვა. ღამენათევს მასაც მალე ჩაეძინა.
******************************************
გიორგი ფრთხილად ადგა საწოლიდან და სააბაზანოში შევიდა. შხაპის მიღება რომ დაამთავრა და ოთახში დაბრუნდა ნინის უკვე ეღვიძა და ტელევიზორს უყურებდა.
-დილა მშვიდობისა საყვარელო, როგორ გეძინა?-ჰკითხა მან ცოლს
-კარგად, შენ როგორ გეძინა?ადრე ამდგარხარ.
-არც ისე, ახლახანს გავიღვიძე მე., დილით მშვენიერია შხაპის მიღება, მამშვიდებს.შენ ადგომას არ აპირებ?
-მეზარება, თან რაღაც ვერ ვარ კარგად.
გიორგი ცოლის გვერდით ჩამოჯდა საწოლზე, პირსახოცი სკამზე გადაკიდა და უთხრა.-ნინი იქნებ მაინც გაგვევლო საავადმყოფოში. რომ დავრწმუნდეთ ყველაფერი კარგადაა.
-არა საყვარელო არ არის საჭირო, ყველაფერი კარგად არის, უბრალოდ ორსულობის გამო სიარული მიჭირს და ამიტომ მეზარება ადგომა.- უპასუხა ნინიმ
-კარგი, მაგრამ ადგომა მაინც მოგიწევს. დედაშენი გველოდება, რომ ერთად ვისაუზმოთ.....
მარინა მისაღებში იჯდა და გაზეთს კითხულობდა. კიბეზე ჩამომავალი შვილი და სიძე რომ დაინახა გაზეთი დაკეცა, მაგიდაზე დადო და მათ მიესალმა
-დილა მშვიდობისა, როგორ ხართ?
-კარგად დედა, შენ როგორ ხარ?
-მეც კარგად შვილო, მითუმეტეს ახლა როცა ჩემს გვერდით ხარ.
-ქალბატონო მარინა იქნებ სუფრას მივუსხდეთ?თორემ ამათ ახლა შიმშილის შემოტევა ტუ დაეწყოთ ვერ გადავურჩებით
-ახლავე რა თქმა უნდა ,-თქვა მან და სასადილო ოთახში გავიდნენ სიცილით გავიდნენ
-დედა წინააღმდეგი ხომ არ იქნები დღეს მამასთან რომ დავბრუნდეთ?
-როგორც შენ გინდა შვილო, მაგრამ გამიხარდებოდა აქ რომ დარჩენილიყავით კიდევ რამდენიმე დღე შენს მეუღლესთან ერთად.
-ხშირად გამოგივლი დედა, ახლა მითუმეტეს როცა ურთიერთობა მოვაგვარეთ.გიო ხომ მოვალთ ისევ?- მიუბრუნდა ქმარს
-ქალბატონო მარინა თქვენმა ქალიშვილმა ისე შემაყვარა თავი უარს ვერაფერზე ვეუბნები. ის კი ამით კარგად სარგებლობს, -გაიხუმრა გიორგიმ. -რა თქმა უნდა როცა გინდა მაშინ მოვალთ.ბედნიერი ღიმილი შეაგება ცოლის გაბადრულ სახეს და კიდევ გადაიღო ხაჭაპურის გემრიელი ნაჭერი...

****************
გოგი და თეკლა მისაღებში ისხდნენ და საუბრობდნენ ნინი და გიორგი რომ დაბრუნდნენ. ძალიან გაუხარდათ მათი მისვლა.
-ახლა მოვრჩით ჩვენ საუზმეს და ვსაუბრობდით, წავალ თქვენთვის გავაშლევინებ სუფრას,- თქვა გოგიმ და წამოდგა,
-არა მამა არ გვინდა, დედასთან ვივახშმეთ ჩვენ, ნუ შეწუხდები, -შეაჩერა ნინიმ.
-ჩვენ მხოლოდ ყავას მივირთმევთ,- თქვა გიორგიმ
-ახლავე მოვატანინებ. -თეკლა წამოდგა და სამზარეულოში გავიდა, რამდენიმე წუთში ყავით დაბრუნდა და მათ წინ დადგა.
-აბა როგორ შეეგუეთ მარინას? -ჰკითხა გოგიმ შვილს
-ძალიან კარგად მიგვიღო,- დაასწრო გიორგიმ ცოლს. -ჩემზე კარგი შთაბეჭდილება დატოვა.
-მამა არ ვიცი მომეჩვენა თუ მართლა, მაგრამ დედა ძალიან არის შეცვლილი უკეთესობისკენ. პირველად ვიგრძენი თავი მის გვერდით დაცულად და მშვიდად.
-ამას ვერ დავიჯერებ,-გაეღიმა გოგის. -მარინას შეცვლა? წარმოუდგენელია.
-დარწმუნებული ვარ დედა ყველაფერს ნანობს, იქნებ შერიგებაზე გეფიქრათ?
-ეს ჩვენი პირდი საქმეა ნინი და ძალიან გთხოვ ამაში ნუ ჩაერევი, -სთხოვა გოგიმ შვილს.
-კარგი მამა. აბა თქვენ რას საუბრობდით მოგვიყევით.
-ჩვენ იმაზე ვსაუბრობდით რომ საღამოსსანდროს მშობლები მოვლენ,ნიშნობა გვაქვს. -უთხრა თეკლამ
-მართლა? რა კარგია მეგობარო, ძალიან გამიხარდა.
-გილოცავ თეკლა, ბედნიერებას გისურვებ, -ჩაერთო გიორგიც.
-მე კი მინდა საჩუქარი გაგიკეთო და ქორწილი გადაგიხადო. ჩემს ქალიშვილს ეს ვერ შევუსრულე და იმედია შენ მაინც მომცემ ამის უფლებას. -თქვა გოგიმ
-ვიცი რომ უარი არ გამოვა და რომ გითხრათ თქვენ მაინც თქვენსას გაიტანთ, ასე რომ თანახმა ვარ. -უპასუხა თეკლამ.
-შენც ისეთივე შვილად გთვლი, როგორც ნინიკოს.ასე რომ უარი არ გამოვა.. -უთხრა გოგიმ.

**************
ქეთა ნაშუადღევს მივიდა სამსახურში. მისაღებში მდივანი დახვდა. თბილად გაუღიმა და ყავის მოტანა სთხოვა კაბინეტში.
-ახლავე მოვადუღებ და მოგართმევთ, ჯერ ბატონ ირაკლის შევუტან, შეხვედრა აქვს და სტუმრები ჰყავს,-უპასუხა მან
-ირაკლის სტუმრები ჰყავს? ვინ არიან არ იცი?-დაინტერესდა ქეთა.
-ახალგაზრდა ქალბატონია. დიდი ხანია საუბრობენ.-მოახსენა მდივანმა
-კარგი, გელოდები ძალიან არ დააგვიანო. -უთხრა მან და კაბინეტში შევიდა. ჩანთა მდივანზე მიაგდო და სკამზე ჩამოჯდა. აფორიაქდა იმაზე ფიქრით თუ ვინ იყო ირაკლისთან? ან რა უნდოდა? რაზე საუბრობდნენ ამდენს? უნებურად აღმოაჩინა რომ ეჭვიანობდა და საკუთარ თავზე გაეცინა. მერე თავის ხელში აყვანა სცადა და მუშაობას შეუდგა, მაგრამ კონცენტრაციას ვერ ახდენდა.
-ჯანდაბა რა მემართება, ასე არ შეიძლება ქეთა,-გაბრაზებულმა საბუთები მაგიდაზე დაახეთქა. -უნდა შევიდე და გავიგო ვინ არის? -ის იყო წამოდგა რომ მდივანი შემოვიდა ოთახში ყავის ჭიქით ხელში. მაგიდაზე დადგა და გასვლა დააპირა რომ ქეთამ შეაჩერა:-ირაკლის სტუმრები წავიდნენ?
-დიახ, რამდენიმე წუთის უკან წავიდნენ. -უპასუხა მან
-კარგი შეგიძლია გახვიდე. -დაიცადა სანამ ქალი იქიდან გავიდა, მერე ყავა დალია ცოტა თავი დაიმშვიდა და ირაკლისთან წავიდა. კარები დაუკითხავად შეაღო და გაბრაზებული შეიჭრა;
-შეგიძლია ამიხსნა ვინ ქალი გყავდა აქ მოყვანილი?
ირაკლი გაოცებული უყურებდა და ვერ გაეგო რა დაემართა ქეთას.
-დამშვიდდი და ამიხსენი ვისზე მეუბნები? -მშვიდად უთხრა მან
-შენ რაა ვერ ხვდები და არ იცი რომ აქ პირადი შეხვედრების ადგილი არ არის? - უფრო ბრაზდებოდა ქეთა და მაგიდას მიუხლოვდა. ირაკლი გაოგნებული უყურებდა.
-კი მაგრამ რა დაგემართა? ან საიდან მოიტანე რომ ამ კომპანიას პირადი შეხვედრებისთვის ვიყენებ? -გასაგებად ამიხსენი.
-არ გაქვს ამის უფლება.
-რატომ? -მოუჭრა ირაკლიმ. -შენ ხომ არ ეჭვიანობ? -გაეცინა მას და სკამიდან ადგა. ქეთას მიახლოვდა და მის წინ შეჩერდა.
-არ ვეჭვიანობ რა სისულელეა? -დაიბნა ქეთა და უკან დაიხია
-იქნებ მითხრა რომ არ მაქვს უფლება საკუთარ დას ველაპარაკო და მასთან ერთად კაბინეტში ყავა არ დავლიო?
-რა თქვი? -სულ დაიბნა ქეთა და უღონოდ ჩამოჯდა სკამზე. -შენი და? რატომ არ მითხარი?
-იმიტომ რომ აქ არ იყავი და რატომ უნდა გითხრა ვის ვხვდები და ვისთან რა საქმეებს ვაგვარებ? -ჰკითხა ირაკლიმ
-მართალი ხარ. არ უნდა მითხრა. ზედმეტი მომივიდა. -ქეთა წამოდგა და კარისკენ წავიდა.
-სად მიდიხარ?-ჰკითხა ირაკლიმ
-ჩემს კაბინეტში, მაპატიე რომ ასე შემოგეჭერი. -გულდაწყვეტილმა თქვა ქეთამ. ირაკლის ჩაეცინა და მიხვდა რატომაც ჰქონდა ქეთას ასეთი რეაქცია.
-მოიცადე, -დაუძახა მან. ქეთამ კარის სახელურს ხელი გაუშვა და მოტრიალდა. ირაკლის სახეზე ღიმილი დასთამაშებდა, მაგიდას მიყრდნობოდა და მას მისჩერებოდა.
-მე ვიცი შენ აქ რატომაც შემოხვედი და რატომ გქონდა ასეთი რეაქცია.
-რატომ? -გულუბრყვილოდ ჰკითხა ქეთან.
-მეც მიყვარხარ ქეთა.-უთხრა უცებ ირაკლიმ და ადგილიდან არც კი დაძრულა. ქეთა დაიბნა და ძლივს ამოილუღლუღა: -რას ნიშნავს შენც? მე ხომ არაფერი მითქვამს?
-არ გითქვამს, მაგრამ შენი ქცევა ბევრად მეტს ნიშნავდა და ამაში დამარწმუნა. როდის უნდა აღიარო რომ შენც იმავეს გრძნობ რასაც მე? გოგო გაფითრდა და მამაკაცს ხელი რომ არ შეეშველებინა წაიქცეოდა. ხელები წელზე მაგრად მოხვია და მთელი გრძნობით აკოცა ირაკლიმ ქეთას,რომელსაც სუნთქვა შეეკრა და გონებაში ინატრა რომ ეს წამი უსასრულოდ გაგრძელებულიყო..



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Zalian kargi istoriaaa, magram usashvelod agvianeb xolmee, male dade ragtxovv

 


№2  offline წევრი Crazy dreamer

ძალიან კარგიაა.. მომწონს კარგად ვითარდება და დიდი სითბოც მოდის <3 წარმატებები

 


№3 სტუმარი სტუმარი სოფი

როდის იქნება შემდეგი

 


№4  offline წევრი katiusha

სტუმარი სოფი
როდის იქნება შემდეგი

მალე,დღეს თუ არა ხვალ

 


№5  offline წევრი katiusha

mirandaa31
უჰ რა კარგი იყო ❤️

მადლობა საყვარელო :*

 


№6 სტუმარი სტუმარი სოფი

????????????შემდეგიიიიი??

 


№7 სტუმარი სტუმარი შორენა

როდის დაიდებაა შემდეგი

 


№8 სტუმარი სტუმარი შორენა

ერთისულიმაქ შემდეგი დადოს ძალიან მინტერესებსს მალეე დადებთ

 


№9 სტუმარი სტუმარი სოფი

რა ძაან აგვიანებთ დადებას.როდის იქნება შემდეგი..მოვკვდით ხალხი ინტერესით..როდის დასრულდება

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent