შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ისევ თბილისი და ისევ თბილისელები (5)


17-06-2018, 19:23
ავტორი NatatuKa
ნანახია 1 572

ჩემი აზრით, სწორად მოიქცა დემეტრე, არა?! რამდენადაც მე ვიცი, ნიკუშა ჯერ არ არის ამ ამბავში გაცნობიერებული და ეხლა ანუკისთვის სიყვარულის ახსნა, უფროსი არჩვაძისთვის თავზე გადახტომის ტოფლასი იქნებოდა. ვერაფერს იტყვი. მართალია, იმ წამს ძალიან მინდოდა ეს ამბავი ჩემ თვალწინ მომხდარიყო მაგრამ ვერ მომართვეს. ან სად გამექცევიან, ყველაფერი წინაა. დღეს მგონი სტუმარი ჰყავთ. დაიცა, როგორ თქვეს რა ქვიაო? ა ხო, დამიანე ყიფიანი. დამიანეო, ყიფიანიო. თან დამიანეო თან ყიფიანიო. ჰო კარგით..
უი თქვენთვის პატარა ინფორმაცია მაქვს, რომელიც ალბათ ძალიან გაგაკვირვებთ და შეიძლება შოკშიც ჩაგაგდოთ, მაგრამ სანამ ისტორიას არ დავასრულებ , მანამდე იყავით გაურკვევლობაში. ვოტ ტაკ.
ზოგჯერ ძალიან ვნაგლობ, მაგრამ ეხლა თუ გითხარით მაგას რა მუღამი აქვს. ყველაფერს ნათელი აი იმ თავში მოეფინება, საიტზე რომ შემოხვალთ და წარწერა დაგხვდებათ „ისევ თბილისი და ისევ თბილისელები (დასასრული)“ მანამდე მელოდეთ.
აუ ეხლა აზრი გამებნა, არა მანამდეც არ მქონდა დალაგებული მაგრამ რაღაცას ხო უნდა დავაბრალო. ზედმეტად ბევრს ვლაპარაკობ ვიცი და თქვენც ელოდებით ეხლა როდის მოვრჩები ლაყბობას და გადავალ იმათ ისტორიაზე, მაგრამ რო იცოდეთ... ხო კარგი აღარ დაგაინტრიგებთ, დასასრულს ელოდეთ და მერე თუ გინდათ ჩამქოლეთ, თუ გინდათ გადამასახლეთ და ამ საიტიდან გამაძევეთ. ოღონდ ამის დასრულების საშუალება მომეცით და ამ პატარა ინტრიგის გამო ნუ დამსტრესავთ და იმ ზომამდე ნუ მიმიყვანთ, რომ აღარ მივიყვანო ბოლომდე.
არა , კი ვიცი რომ მაგას არ იზამთ, მაგრამ მაინც.
თქვენ გგონიათ ვიცი ეხლა რას ვლაპარაკობ? ნწ. კვირაა, საღამო, მაღაზიებიდან ეხლა მოვედი და მინდა რომ ზუსტად ამ კვირა საღამოთი ისიამოვნოთ და დღევანდელი თავი აგიტვირთოთ, რომელშიც აზრზე არ ვარ რაებს დავწერ. იტოკში აღარ მოგაბეზრებთ რა თავს. ცოტა ხნით გემშვიდობებით.

-ზღვაზე არ გამოხვალთ? - ჩამოირბინა უკვე გამზადებულმა ნატამ და ხალხი შეათვალიერა.
-დღეს ჩვენი ძმაკაცი მოდის და ვერა რა , შენც იყავი, მარტო ხო არ წახვალ- ძმის ინსტიქტი ჩართო დემეტრემ და ცარიელი თეფში მაგიდაზე დადგა.
-მარტო რატო, ლიზაც ემზადება- მხრები აიჩეჩა უმცროსმა ტყუპმა.
-აუ მარტო არა რა, მსუქნები რომ იყოთ და ეგეთი ტანები არ გქონდეთ გაგიშვებდით, მაგრამ ეხლა მეშინია - გაეცინა უფროს ამაშუკელს .
- ეხლა მაგ თქვენი დიმას გამო ზღვაზე ვეღარ უნდა გავიდეთ? - ძმის ხუმრობას „ვერ მიხვდა“ და წარბები შეკრა ნატამ.
-დიმა არა, დამიანე ჰქვია, არ დაუძახო ეგრე თორე შეიძლება მაგის გამო ციხეში წავიდეს- შემოუერთდა დუეტს უჩა.
-სად? - თვალები დაქაჩა გოგონამ - ციხეში?
-ციხე ვთქვი მე?- თავი გაიშტერა ღლონტმა - სიცხე ვთქვი, არასწორად გაიგე ალბათ.
-აუ უჩიტოოო , როგორღაც ყურები მაბია და სმენასთან პრობლემები არ მაქვს.
-აუ ნატუკაა, ყავა გამიკეთე რა - იცოდა, რომ ასე მარტივად ვერ გამოძვრებოდა, მაგრამ მაინც სცადა ყურადღების გადატანა ცოტა ხნით.
-აღარ მივდივართ? - ჩამოვიდა ლიზა და დას გახედა.
-კი კი, ჩანთას ავიღებ და გავიდეთ.
-შენი დები სად წავიდნენ? - ჩამოვიდა ალექსანდრე მათი გასვლის მერე რამდენიმე წუთში და დემეტრეს წინ ჩამოუჯდა.
-ჩემი დები თუ უფროსი და- ჩაეცინა უფროს ამაშუკელს.
-დები - მკაფიოდ გაიმეორა ვეკუამ და ტელეფონი ხელში აათამაშა.
-რავი ზღვაზე გვინდაო და იქ იქნებიან ალბათ- მხრები აიჩეჩა უდარდელად.
-და მერე მარტო გაუშვი? - დაიძაბა მის წინ მჯდომი და ოდნავ წამოიწია.
-აზრი არ ჰქონდა მაგათ გადარწმუნებას.
-კაი გავყვები მე- წამოდგა ვეკო და საფულე აიღო.
-ჭკვიანი გოგოები მყავს, ნერვიულობის მიზეზი არ გვაქვს, არც მე და მითუმეტეს არც შენ.
-გოგოები ჭკვიანები არიან , უბრალოდ არ მინდა ხამმა ბიჭებმა ათვალიერონ უტიფრად.
-დამიანე ხომ მოდის დღეს? - შემოვიდა სამზარეულოში ბექა და ძმაკაცებთან დაჯდა.- ვეკო, მიდიხარ?
-ხო საქმე მაქვს. თუ რამე დამირეკეთ რა - სახლის კარი გაიხურა და გოგოების მიმართულებით წავიდა.




ნატა ზღვაში შევიდა. დიდხანს ინებივრა და ბოლოს ვარსკვლავის ფორმაში წამოწვა წყალზე. ალბათ დროის შეგრძნება ჰქონდა დაკარგული და კიდევ ვერ მოვიდოდა გონს , ნაცნობი ბარიტონი რომ არ გაეგო, რომელიც ინგლისურად ალაპარაკდა.
-ისევ თქვენ? - ვითომ თვითონ არ მისულიყო მასთან და მყუდროება არ დაერღვია, ისე ალაპარაკდა „ბიჭი კაფედან“- მიყვარს სასიამოვნო დამთხვევები.

კი კი დამთხვევები, როგორ არა. თუ გინდათ ხვალვე ორმაგ თავს ჩამოვდივარ, რომ ეს შემთხვევითი შეხვედრა არ იყო.
-ოუ, გამარჯობა - სასიამოვნო ღიმილით მიმართა მამაკაცს და შინაგანი ირონია შესანიშნავად დამალა. - მადლობა მინდოდა გადამეხადა იმ დღისთვის.
-ხდება ხოლმე, ჩემი დანახვით გამოწვეული დაბნეულობა ბევრს აკარგვინებს თავს და რა გასაკვირია რომ ფულის გადახდა დაგვიწყებოდათ- თვალი გამომწვევად ჩაუკრა და ხელი „შემთხვევით“ მოუხვდა წელზე.
უმცროსი ამაშუკელი დაიკლაკნა და მარტივად მოიშორა დაკუნთული მკლავი.
„უტიფარი“ ჩაილაპარაკა გონებაში.
-ხო ალბათ, - იღიმოდა ისევ ნატა - უბრალოდ მაგ შემთხვევაში შენ არაფერ შუაში იყავი. ფული დამრჩა ჩანთაში და მის მოსატანად წავედი, მაგრამ რომ დავბრუნდი უკვე გადახდილიაო, მითხრეს.
-არაუშავს, არ იდარდო მაგაზე, შემდეგზე შენ დამპატიჟე. - გაუღიმა გოგონას და კიდევ ერთხელ შეახო ხელი, ამჯერად ფეხზე. - სხვათაშორის, დღეს მცალია.
ამაშუკელმა ისევ შეუმჩნევლად მოიშორა მისი მკლავი და ნაპირისკენ წავიდა.
-სხვათაშორის მე არ მცალია- მოაძახა ნატამ - და მარცხენა ხელი მარჯვენასთან შედარებით დასაბერია. დღევანდელი საქმეც გამოგიჩნდა - თვალი ჩაუკრა და ისევ მიბრუნდა საკუთარი თავით კმაყოფილი.
წამებში დაეწია და სხეულზე აიკრა.
-გინდა აქვე და ახლავე დაგიმტკიცო რა შემიძლია? - ვნებიანი ხმით ჩაილაპარაკა გოგონას ყურთან და შუბლი მის შუბლს მიადო. ორივეს სახეში ეცემოდა ერთანეთის ღრმა სუნთქვა.
ალბათ კი არა და, ზუსტად ვიცი, მუქარას სისრულეში მოიყვანდა, რომ არა ვიღაც ქალის კივილი, ვიხრჩობიო.
ეგრევე მოშორდა მამაკაცი ამაშუკელს და ხმის პატრონისკენ გასწია. ნატამ გადაწყვიტა, იქაურობას სასწრაფოდ გასცლოდა და ნაპირისკენ აიღო გეზი.
-ვის ელაპარაკებოდი? - ეგრევე დაინტერესდა ლიზა.
-იმ დღეს რომ მოგიყევი, კაფის ამბები ეგ ტიპია - თმას ხელი მოუჭირა და კარგად გაწურა.
-ცოტა ახლოს მაინც ყოფილიყავით, ვერ დავინახე - აბუზღუნდა უფროსი ტყუპი და წამოიწია, რომ როგორმე თვალი მოეკრა მისტერ სრულყოფილებისთვის.
-დაიკიდე რა- ჩამოჯდა „შეზლონგზე“ ჯერ კიდევ აფორიაქებული ნატა და მზის დამცავის წასმა დაიწყო.- უი ნახე ვინ მოდის
-ვინ - გატრიალების გარეშე იკითხა ლიზამ
-ვეკო
-აქ რა უნდა - ანერვიულება დაეტყო უფროს ამაშუკელს.
-რავიცი მე , მოვა და კითხე.
-მარტოები რატომ წამოხვედით? - მოუახლოვდა ალექსანდრე გოგოებს.
-არავის რომ არ სცალია ჩვენთვის იმიტომ - კითხვაზე პასუხი გასცა სამი წუთით გვიან დაბადებულმა.
-ჩემთვის გეკითხა, იქნებ მეცალა
-მეგონა გეძინა და მაგის გამო ხომ არ გაგაღვიძებდით?
-ცივი ყავა არ გინდათ?
-აუ კი რა, ნაყინით
-არ გინდა არ შეწუხდე - ამოიღო ხმა ლიზამ და სათვალე შეისწორა.
-არ ვწუხდები- თვალი ჩაუკრა უფროს ტყუპს და კაფისკენ დაიძრა.
-რანაირად იქცევი? - უსაყვედურა ნატამ.
-რანაირად?
-აი იმნაირად, როგორც იქცევი.
-საოცარი პასუხები გაქვს ხოლმე - შეაქო და და მიმავალ ვეკუას თვალი შეუმჩნევლად გააყოლა.
-დაგინახე - გაეცინა უმცროს ამაშუკელს.
-ოო, ჩავედი მე ზღვაში - სათვალე მოიხსნა და წყლისკენ დაიძრა.

სამ საათში ალექსანდრემ უთხრა დაიწვებითო და ისინიც სახლისკენ წავიდნენ.
-ვახ ვინ მოსულან - შეეგება ბექა გოგოებს
-აუ რა ფერზე ხართ ეე - შეაქო უჩამ და თავიდან აათვალიერა ორივე.
-გამოსულიყავით და თქვენც იქნებოდით - ენა გამოუყო ლიზამ და ჩანთა სავარძელზე დააგდო.
-სტუმარს ველოდებოდით და არ დახვედრა ცოტა ნიტო პონტი იყო - აუხსნა სიტუაცია ნიკუშამ.
-თქვენი ძმაკაცი სტუმარი რა პონტში გამოდის, ეგ ცოტა არ მესმის მაგრამ კარგი - მხრები აიჩეჩა ნატამ - იყო მაინც მოსული?
-კი, ნახევარი საათის წინ წავიდა, საქმეები მაქვს და საღამოს კლუბში გნახავთო.
-ზღვაზე რომ ხარ და საქმეები გაქვს.. - თვალები აატრიალა უფროსმა ტყუპმა.
-ხო მართლა ნიკუშ, შენი და სად არის?
-მაღაზიაში წავიდა წეღან და მალე მოვა .
-არ გშიათ? - დასვა კითხა გიგაურმა
-აუ კი- წამოიძახეს ერთხმად დებმა
-ხოდა ჩვენც და გაგვიკეთეთ რა რამე - დაიკრიჭა ბექა და თვალები ააფახუნა.


ჰო ისე დღემდე ვერ გავიგე რომელია სწორი. ააფახუნა თუ ააფახულა. ვისაც როგორ გინდათ, ისე მიიღეთ „იტოკში“.


უკმაყოფილოდ დაიძრნენ ამაშუკელები სამზარეულოსკენ .

ვაიმე აბა თუ გამოიცნობ ეხლა ვისთან უნდა გადავიდე. და ეს პასუხი არის სიმართლე!
დიახ ქალბატონებო და ბატონებო თქვენს წინაშეა ყველა დროის ყველაზე მაგარი წყვილი, რეზი და კეკე. რეზი ამაშუკელი და კეკე აბულაძე და პირიქით.
ბავშვების წასვლის შემდეგ ახალგაზარდობა გაიხსენეს. რეზის ძმაკაცები და კეკეს ერთადერთი დაქალი თინი, მათთან იყვნენ სულ. დალაქიშვილი გათხოვილი დღემდე არ იყო და ამბობდა სრულყოფილი ბედნიერებისთვის არანაირი მამაკაცი არ მჭირდება გვერდითო.
ნუ შვილი კი მინდა, მაგრამ ან ვიშვილებ, ან არაკანონიერად დავფეხმძიმდებიო. რეზი ეღადავებოდა, რაღა დროს შენი ორსულობაა, ცალი ფეხი სამარეში გიდგას უკვეო. ისიც სიძის ხუმრობებს მიჩვეული, ხმას არ იღებდა და აინუნშიც არ აგდებდა. ბავშვობას იხსენებდნენ და იმ დროის დაბრუნებაზე ოცნებობდნენ. ისევ გამოივლიდნენ იმ წლებს, იმ „შეყვარებულობანას“, „პაემნობანას“, თინეიჯერივით სადარბაზოსთან „დასატკავობანას“ და თაყვანისმცემლების „ჩამოშორობანას“. კეკეც დიდი სიამოვნებით დაბრუნდებოდა ცოტა ხნით იმ პერიოდში, ისევ გადმოაფრქვევდა ცრემლებს, როცა შუაღამისას შემთხვევით სადმე გადაეყრებოდა რეზის, ისევ იტირებდა ჩუმად, როცა ნაცემ ან დაჭრილ ამაშუკელს დაინახავდა, მაგრამ აღარ დაიფასებდა თავს და ტყუილუბრალოდ დროს არ დაკარგავდა სიამაყისა და პრინციპების გულისთვის. ბოლომდე შიგრძნობდა იმ თითოეულ დეტალს, რასაც აქამდე მნიშვნელობას საერთოდ არ ანიჭებდა და უფრო დიდხანს იცხოვრებდა სიყვარულით აღსავსე.
რეზი, გეგა და კაკი პოკერს თამაშობდნენ, როცა დაქალები სამზარეულოში ჭორაობდნენ. გეგას ცოლმა დაურეკა და მალევე გადაწყვიტა წასვლა. ამაშუკელმა გოგოებს გასძახა, ყავა მოგვიდუღეთო. ისინიც მალევე გამოვიდნენ და იქვე დასხდნენ. უყურებდნენ როგორ თამაშობდა ეს ორი ზრდასრული იაპონურ ჯოკერს.
-იმენა კაკი, თამაშის აზრზე არ ხარ რა - აღნიშნა სასხვათაშორისოდ თინიმ და თმები უკან გადაიყარა.
-ბატონო? - ჩაეცინა ვარსემაშვილს.
-რაც გაიგე - უდარდელად აიჩეჩა მხრები ქალმა.
-გინდა ვითამაშოთ? - გამომწვევად აუთამაშა წარბები მამაკაცმა.
-ეგრე უაზროდ არ მინდა, რამეზე დავნიძლავდეთ- გამოწვევა მიიღო დალაქიშვილმა.
-კარგი მაშინ გახდაზე ვითამაშოთ - თვალი ჩაუკრა კაკიმ.
-ბატონო?
-რაც გაიგე
თინი დალაქიშვილი და რამეზე უკან დახევა? შანსი არ იყო. მაშინ თავისი სისუსტე უნდა გამოევლინა და მაგას ყველაფერი ერჩივნა.
-კარგი - ამოიხრიალა ყრუდ და რეზის ადგილი დაიკავა.
ფეხსაცმელებს სამკაულები მიჰყვა, სამკაულებს- მაიკა, მაიკას- ქვედაბოლო და საბოლოოდ საცვლების ამარა აღმოჩნდა მამაკაცის წინაშე.
ვარსემაშვილმა ერთი ხელი მოაგებინა თუ მართლა წააგო, ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ მანაც გაიძრო მაიკა.
რეზის და კეკეს უკვე დაეტოვებინა „წყვილი“ და ცალკე განმარტოებულიყვნენ ოთახში. მისაღებიდან ოხვრის ხმა რომ მისწვდა მათ ყურთასმენას, ამაშუკელმა ღიმილით გადახედა ცოლს.
-მე მგონი, არც იმდენად ბებერი ყოფილა თინი, როგორც მეგონა. - მიუხედავად იმისა, რომ აბულაძემ ძლივს შეიკავა თავი, რომა რ გასცინებოდა, მკაცრად მიარტყა იდაყვი მამაკაცს და „გაბუტული“ გადაბრუნდა საპირისპირო მხარეს.

ჰმმ, მგონი არ უნდა გაგიჭირდეთ იმის მიხვედრა, როგორ შემოირიგა რეზიმ ცოლი და ჯობია დავტოვოთ შესანიშნავი ოთხეული.
ჯერჯერობით მაინც.

-ანუკი სადაა ამდენი ხანი? - ანერვიულდა საბოლოოდ დემეტრე და ნიკუშას გახედა.
-ამ წამს ვურეკავდი და არ მიპასუხა, ალბათ დაწეული აქვს ხმა.- ცდილობდა არ შეემჩნია, მაგრამ მაინც შეამჩნევდით არჩვაძის ხმაში მღელვარებას.
-გავალთ ჩვენ მაღაზიებს დავივლით - წამოდგნენ ბექა და უჩა და სახლიდან გავიდნენ.
-არ ინერვიულო, არაფერი მოუვიდოდა- მაგრად მოუჭირა ალექსანდრემ მხარზე ხელი ნიკუშას და ნერვიულობის დასაფარად ოდნავ გაუღიმა.
დემეტრე ოთახიდან გავიდა და ახლა თვითონ სცადა ანუკისთან დაკავშირება. რამდენიმე წამის მერე გაუთიშეს. დაიძაბა. საფეთქლებზე მოაწვა ბრაზი და წარმოიდგინა ყველაზე ცუდი, რაც იმ წამს შეიძლებოდა მომხდარიყო. არ უნდოდა კეკეს მდგომარეობაში აღმოჩენილიყო, თუნდაც ერთი წუთით მაინც ეგრძნო შიში და ერთი წუთით მაინც ენატრა სიკვდილი. მეორეჯერაც გადარეკა და ბოლოს სანატრელი ხმა რომ გაიგო, შვებით ამოისუნთქა.
-ანუკი, სად ხარ?- ჩაჰყვირა განერვიულებულმა- კარგად ხარ? რატომ არ იღებდი?
-კარგად ვარ კი, სანაპიროზე ვარ- ამოისლუკუნა გოგონამ.
-რა გჭირს? ტირი? - თვალები გაუფართოვდა ამაშუკელს. - მითხარი ზუსტად რა ადგილზე ხარ, მოვდივარ.
-ჩვენი სახლიდან რომ ჩამოდიხარ, მერე მარცხნივ წამოდი და გზაში შეგხვდები - ისე უჩურჩულა, მომენტალურად დემეტრემ იგრძნო, რომ იქვე ახლოს ჰყავდა და სიამოვნებისგან თვალები მინაბა.
გონს კი გაბმულმა ზუმერმა მოიყვანა. მისაღებში გავიდა და ბავშვებს მიმართა
-სახლში ჯდომით მაინც ვერაფერს გავხდები და გავალ მოვძებნი- მერე ნიკუშას გადახედა - აქ იყავი, გპირდები დავაბრუნებ.
-სად უნდა ვიყო, მეც წამოვალ - წამოდგა ფეხზე არჩვაძე.
-თუ ვიპოვი დაგირეკავ, იქნებ სახლში დაბრუნდეს, იყავი რა აქ, ვეკოსთან ერთად.
ალექსანდრემ თითქოს ძმაკაცის თვალებში ამოიკითხაო სიმართლე, ეგრევე მისი მხარე დაიჭირა.
-ხო რა, დარჩი, არაფერი მოუვიდოდა, გარეთ ხეტიალით რას უშველი?
-სახლში ჯდომით რას გავაკეთებ? - აფეთქდა ნიკუშა- ჩემი და დაიკარგა და მეუბნებით აქ იყავიო, თქვენ ნორმალურები ხართ?
-კარგი წავიდეთ, ოღონდ ერთად სიარულს აზრი არ აქვს და გავიყოთ- გენიალური იდეა მოუვიდა უფროს ამაშუკელს თავში.- თქვენ კი - მიუბრუნდა დებს - აქ იყავით და თუ გამოჩნდა, ეგრევე გვირეკავთ .
კარი გაიხურეს და გავიდნენ. დემეტრე სანაპიროზე ჩავიდა და როგორც ანუკიმ უთხრა, მარცხნივ გაუხვია. მალევე დაინახა მარტო მჯდარი გოგონა და უხმოდ მიუჯდა გევრდით.
თითქოს ტკბებოდნენ მშვიდი ზღვით და საერთოდ არ აღელვებდათ ის ფაქტი, რომ ვიღაც მათზე ნერვიულობდა. ბოლოს ისევ ამაშუკელმა დაარღვია სიჩუმე:
-არაფერს მეტყვი?
-მიყვარხარ. - ამოიჩურჩულა ისე, რომ თვითონაც ვერ გაიგო.
მაგრამ შედეგი გამოიღო.
სიტყვებმა ადრესატამდე მაინც მიაღწიეს.
დემეტრე გაშრა.



№1 სტუმარი tata

იიიიი ვაიმე საყვარლები :)) 1 კითხვა მაქვს რა დასასრული რის დასარული ვერაფერი გავიგე რა ინტრიგა ან რამოხდბა დასარულში დავივენი ამხელა ქალი ბრინჯოვით ://

 


№2  offline წევრი NatatuKa

tata
იიიიი ვაიმე საყვარლები :)) 1 კითხვა მაქვს რა დასასრული რის დასარული ვერაფერი გავიგე რა ინტრიგა ან რამოხდბა დასარულში დავივენი ამხელა ქალი ბრინჯოვით ://



არაფერი ისეთი, ისტორიას რო დავასრულებ მერე გეტყვით :დდ

 


№3 სტუმარი Miranda Kakauridze

Kargiixare gogovvkargixaaaarrr daje dzaaaaaaaankargixar da mixarixarrrr ro arsebobbbamsaitzee :heart: :heart: :heart:

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent