შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მუდო და მისი ღიმილის მიზეზი (სრულად)


17-06-2018, 22:21
ავტორი teengirllove
ნანახია 7 864

მარტო მიაბიჯებდა თბილისის ქუჩებში,ხელები გულზე დაეკრიფა და ცდილობდა არ ეტირა,გული ჰქონდა მოკლული, ტკიოდა ,მაგრამ ვერ შველოდა ..რა იყო მიზეზი?-სიყვარული,თუ მოწონება ?-ამას ბოლოს გადავწყვეტთ ,ერთად ..თავს ლანძღავდა იმის გამო ,რომ ისევ შეუყვარდა ,ისევ იდიოტი და ისევ უიმედოდ..
უკვე ნაცნობ კორპუსს უახლოვდებოდა ,ყველანაირი ემოცია წაშალა სახიდან ,ვითომ მშვიდ გუნებაზე მყოფი აუყვა კიბეებს ,ბოლოს ჩამოვარდნილი ცრემლი წამში მოიწმინდა და ზარი დარეკა
-ხომ მშვიდობაა?-შეშფოთებულმა გაუღო დაქალს კარი და შინ შეიპატიჟა -მითხარი რამე,რა სახით ხარ !
-აუ წყალი დამალევინე რა - ჩახლეჩილი ხმით უთხრა ,სამზარეულოში შევიდა და ფანჯრის მხარეს დაჯდა.
ლილიმ ჭიქა წინ დაუდო ,თვითონაც იქვე ჩამოჯდა ,მეტი კითხვა აღარ დაუსვავს,იცოდა აზრი არ ჰქონდა ,როცა დამშვიდდებოდა მაშინ იტყოდა რაც მოხდა.
ჭიქა მთლიანად გამოცალა ,ხმაურიანად დადო მაგიდაზე ,ფანჯრიდან მზერა დაქალზე გადაიტანა,ეს უკანასკნელიც უფრო კომფორტულად მოთავსდა ,თავი ხელებს დააყრდნო და სმენად იქცა
-ლევანთან ერთად ვიყავი პარკში, ტელეფონით ფოტოები გადავიღეთ ,უცებ ამას ვიღაცამ დაუძახა ,ტელეფონი მე შემრჩა ხელში ეს კი ადგა და იმ ვიღაცას ელაპარაკებოდა ,უცებ მესიჯი მოვიდა -ხმა ჩაუწყდა ,ცრემლიანი თვალები მიანათა
-გოგოსგან იყო ხო?-მაშინვე მიუხვდა სათქმელს
-ხო,ოღონდ არ მკითხო რა ეწერა -კიდევ ერთხელ მოსვა წყალი ,ცრემლი ვეღარ შეიკავა
-რა საზიზღარი ბიჭია რა ,თითქოს ყოველთვის უყვარდი და თვალებში შემოგციცინებდა ,ყოველთვის გიცავდა და ზრუნავდა შენზე ..ეს როგორ გააკეთა -გაბრაზებულმა წამოიყვირა ლილიმ
-არ ვაპატიებ,ვეღარ ვაპატიებ
-ვიცი, არც უნდა აპატიო ..მოიცა და მერე რა ქენი?
-ისე ცუდად გავხდი ტელეფონი იქვე დავაგდე და წამოვედი..არ მქონდა ჩხუბის თავი -ფეხები სკამზე შემოაწყო,ხელები მოხვია და თავი შიგ ჩარგო -ყველა იდიოტი მე რატომ უნდა მიყვარდეს?- ლილი ფეხზე წამოდგა ,ნელა მიუახლოვდა მეგობარს და შეეცადა დაემშვიდებინა,მაგრამ ვერაფერს გახდა ..
მასთან დიდხანს დარჩა,ბევრი ილაპარაკეს ,როცა დამშვიდდა წამოვიდა..ფეხით გადაწყვიტა წასვლა,გზაში ათას რამეზე ფიქრობდა ,გაიხსენა და გადახარშა გონებაში ყველაფერი,როგორ გაიცნო ლევანი,როგორ დაახლოვდნენ,როგორ იცინოდნენ და ხუმრობდნენ ერთად ,შემდეგ მეგობრობა სიყვარულში გადაეზარდათ ,ახლა კი რა გააკეთა?-ადგა და სხვას დაუწყო შებმა, იმ საზიზღარმა მის გრძნობებზე იღადავა ,რაც გულს სტკენდა ,ძალიან სტკენდა ,რას არ მოელოდა ,მაგრამ ამას?-არა..
არასოდეს აპატიებს..არ აპატიებს მის გრძნობებზე თამაშს ,არ აპატიებს მის გულის ტკივილს,ასეთ დღეში ჩაგდებას ,როგორც არ უნდა უყვარდეს..
-უნდა დავივიწყო ,რაც შეიძლება მალე - თავისთვის ჩაილაპარაკა,სადარბაზოში შეაბიჯა ,ისევ მოიწმინდა ობლად ჩამოვარდნილი ცრემლი ,კარები შეაღო დედის მისალმება დააიგნორა ,ოთახში შევიდა ,გამოიცვალა და გულაღმა დაემხო ლოგინზე..

*******
-როგორ ხარ? - მაშინვე სათითაოდ გადაეხვივნენ მეგობრები,სამივემ იცოდა რა ტკივილსაც განიცდიდა ახლა ნია, ზედმეტი არც ერთს უთქვამს ისე შევიდნენ კლასში..
-უნდა დავივიწყო - ჩუმად გადაუჩურჩულა გაკვეთილზე თავის საუკეთესო მეგობარ -ლუკას
-გაგიჭირდება ,ამდენი ხანია გიყვარს
-ვიცი,მაგრამ ვერ ვაპატიებ -ეს იყო უკანასკნელი სიტყვები ,რაც იმ დღეს თქვა ,დარჩენილი ხუთი გაკვეთილი ხმა არ ამოუღია ,არც ვინმეს დაუძალებია ,მაშინაც ჩუმად იყო ლევანი ,რომ მოვიდა ,მის მეგობრებს გამოელაპარაკა,მასაც,მაგრამ ეს უკანასკნელი დუმდა ,ზოგადად არასდროს ეტყობოდა სახეზე ტკივილი,ყოველთვის მხიარული და ხალისიანი გოგოს შთაბეჭდილებას ტოვებდა ,არასდროს ლაპარაკობდა თავის ტკივილზე ,არც ოჯახში და არც მეგობრებთან.
ლევანს სახეზე ეტყობოდა ძალიან ნანობდა ,მაგრამ უკვე გვიანი იყო ..რა არ გააკეთა გოგო ,რომ აელაპარაკებინა ,თუმცა უშედეგოდ ,ვერ მოახერხა ღიმილი დაენახა ,ღიმილი რომელიც ასე ძალიან უყვარდა ,მასაც ტკიოდა მისი ტკივილი,უნდოდა დანაშაული გამოესყიდა მაგრამ არ იცოდა როგორ, ისიც ტკენდა ეს უკანასკნელი ხმას ,რომ არ იღებდა ,არც ეჩხუბებოდა ,არც საყვედურობდა ,ჩუმად იჯდა და აიგნორებდა ,ბოლოს თითქოს ბედს დასჯერდაო ,თავი დახარა და ისე წავიდა...
*****
ოთახში იწვა და ფიქრობდა,როგორ დაევიწყებინა,უკვე ერთი თვე გავიდა და ვერაფრით მოახერხა ,მაინც ისე უცემდა გული მის დანახვაზე ,ისე უნდოდა დალაპარაკებოდა ,შეხებოდა ,გაეღიმა მაგრამ თავს უფლებას არ აძლევდა ..

*****
-სასწრაფო გამოიძახეთ ! - ფიქრებიდან გამოჰყავს ხმას ,რომელიც გარედან შემოდის ,მაშინვე მთელი კლასი ფეხზე დგება და გარეთ გადის ,არ უნდა გასვლა ,მაგრამ აინტერესებს რა ხდება ,მხოლოდ იმას ახერხებს ,რომ ლიკას ჰკითხოს ,თურმე პარალელში ვიღაც ბიჭი გამხდარა ცუდად ..თქვენ ვერ წარმოიდგენთ რა ფასად დაუჯდა ჯაყელს ფეხზე წამომდგარიყო და საკუთარი თვალით ენახა ,რომ ეს ბიჭი ლევანი არ იყო,თითქოს დრო გაჩერდაო ,ნელა მიიკვლევდა ბრბოში გზას ,უკვე ბოლოშიც გავიდა ,თვალი შეავლო გონს მოსულ ავადმყოფს და შვებით ამოისუნთქა როცა ის არ აღმოჩნდა ..
კიდევ კარგა ხანს იყვნენ ბავშვები შეკრებილნი,ზოგი რას იძახდა ,ზოგი რას ,ბოლოს დაიშალნენ ,ნიაც უკვე უნდა წასულიყო მხარზე ხელის შეხება რომ იგრძნო ,თავიდან ლევანი ეგონა , მაგრამ ხელში შავგვრემანი ბიჭი შერჩა ,რომელიც უემოციო ,ცივი და არაფრისმთქმელი,მკაცრი გამომეტყველებით მისჩერებოდა..გაშტერებული უყურებდა ჯაყელი უცნობს ,მონუსხული,არასდროს ენახა ასეთი კუპრივით შავი, ამოუცნობი და ერთი შეხედვით შემაძრწუნებელი ფერის თვალები,არასდროს ..შიგ ჩასჩერებოდა და ხმას ვერ იღებდა .
-ეს შენია? - ახლაღა მისწვდა მის სმენას უცნობი ,ბოხი ბარიტონი ,უცებ გამოერკვა და მის ხელში არსებულ რვეულს შეავლო მზერა
-არა - ამის თქმაღა მოახერხა ,ნერწყვი ხმამაღლა გადაყლაპა და თვალი აარიდა ისევ ,რომ არ მოენუსხა ,ბიჭს მიმიკა არ შესცვლია , სერიოზული გამომეტყველებით მოსცილდა და დატოვა დაბნეული.

*****
ერთი კვირა ,ზუსტად ერთი კვირა არ ამოდიოდა თავიდან ის თვალები, განა რა იყო ასეთი ?-დიდი არაფერი, უბრალოდ მას არ ენახა არასდრო, თითქოს
შიგნით ითრევდნენ და მოსვენებას არ აძლევდნენ, ვერც ბიჭის მთლიან სახეს იხსენებდა ,ვერც იმას რაც ჰკითხა ,მხოლოდ თვალები,კუპრივით ,წყვდიადივით შავი თვალები.
მთელ დერეფანში ეძებდა თვალით უცნობს ,ვის აღარ მიამსგავსა თუმცა უშედეგოდ ,თითქოს გაუჩინარდაო.. ის იყო უკვე მიანება თავი ამ საქმეს ,რომ ერთ მშვენიერ დღეს ,მისი პარალელური კლასიდან გამობრწყინდა ეს ახალგაზრდა ,მისთვის დამახასიათებელი სერიოზული სახით და კლასელ ბიჭებს შეუერთდა ..
ახლა უფრო კარგად დააკვირდა უცნობს ,უნდოდა მისი სახე დაემახსოვრებინა : მაღალი იყო ,ნიაზე ერთი თავით მაღალი,შავი თმითა და როგორც იცით ამაზე მუქი ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირი, სექლი ტუჩები და დაბალი წვრი უმშვენებდა პირი-სახეს ,საერთო ჯამში კარგად გამოიყურებოდა ,კიდევ დიდხანს დააკვირდებოდა, მას რომ არ შეემჩნია ,წამში შემოანათა შავი თვალები ,იდუმალი მზერა სტყორცნა და ადგილზე გააქვავა ,სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ..სწრაფად აარიდა ნიამ მზერა ,შერცხვა თავისი საქციელის ,ძალიან შერცხვა ,თუმცა აინტერესებდა და რა მისი ბრალი იყო..
იმ დღეს მისი სახე რამდენჯერმე წარმოიდგინა ,თითქოს ახალი საფიქრალი გაუჩნდა მისი გამოჩენით..

*****
მასში აქამდე დამალულმა დეტექტივის თვისებებმა იწყეს გამოღვიძება ,სულ იმ უცნობს უთვალთვალებდა ,აკვირდებოდა მის მიხრა მოხრას ,ლაპარაკის მანერას ,მზერას რომელიც იდუმალებას ასხივებდა ვერ გაეგო საკუთარი თავის ,რაში აინტერესებდა ასე ეს უცხო არსება ,რატომ იზიდავდა ასე და მოსწონდა ,უნდოდა გაეცნო, გაეგო როგორი იყო,თუმცა ერიდებოდა ,ერიდებოდა მისულიყო და დალაპარაკებოდა ,ან რა უნდა ეთქვა ..უცნობიც გრძნობდა მის მზერას ,უცებ გამოხედავდა ხოლმე ,ისევ უემოციოდა ,თითქოს დანაშაულზე წაასწროო თვალებს შემოანათებდა და მერე წამში აარიდებდა..
არასდროს ენახა ვინმე ასეთი სერიოზული, სახეზე ემოციას არ იტყობდა ,ყოველთვის გაყინული მზერით იდგა ,როცა კარგ ხასიათზე იყო მხოლოდ ნია ატყობდა ,ისიც იმით რომ მიმიკა ოდნავ ეცვლებოდა , სულ ოდნავ ,ძალიან უნდოდა ენახა როგორ იცინოდა ,მაგრამ ვერ ეღირსა ,რაღაც მხრივ აშინებდა კიდეც ეს ბიჭი,შინაგანად ყინავდა - მზერით ..
ასე გადიოდა დრო,უკვე დეკემბერიც დადგა ,იმდენად მიეჯაჭვა უცნობს ,სხვა არაფერი უნდოდა ,ორი თვე აკვირდებოდა და ვერაფრით აიხდინა სურვილი მის სახეზე ღიმილი ენახა ,იმდენად გადაეშვა და გაერთო მასზე ფიქრებში ,ლევანიც კი დაავიწყდა ,ამას ხელი თავად ლევანმაც შეუწყო თავისი უინიციატივობით,თან სკოლაშიც უკვე აღარ დადიოდა..

-რა ქენი დაივიწყე?- თითქოს რთული კითხვა დაუსვაო ლუკამ ,პასუხის გასაცემად ღრმად დაფიქრება დასჭირდა ,კარგად დაფიქრდა ,ბოლოს თავი ამაყად ასწია ,
და წაბლისფერი თვალები შეანათა
-კი 100%-დან 5%-ზე ჩამოვიდა ჩემი გრძნობა
-ვაა დარწმუნებული ხარ?- ეჭვნარევი მზერა სტყორცნა
-კი,სავსებით - ესღა თქვა და თვალი ფანჯარასთან მდგარ ბიჭებს გაუსწორა ,რომლებთანაც უცნობი იდგა , მისი მზერა მაშინვე იგრძნო და მანაც წამებში შემოანათა შავი თვალები ,თვალები რომლის იქეთაც არაფერი ჩანდა ..

****
საახალწლო არდადეგებზე ოჯახთან ერთად წავიდა ორი კვირით დასასვენებლად ,თითქოს სხვა კლიმატმა და გარემომ უშველაო აღარც უცნობი გახსენებია და არც ლევანი..ამის გამი ძალიან კარგად გრძნობდა თავს ,უხაროდა რომ საწადელს მიაღწია ,თავისუფლებას გრძნობდა ,ნანატრ თავისუფლებას ,გული ისე დამძიმებული ღარ ჰქონდა როგორც ლევანის სიყვარულის დროს ,ხანდახან იმ უცნობის მადლობელი იყო,ალბათ ის რომ არა კიდევ კარგა ხანს ვერ დაივიწყებდა და უფრო ეტკინებოდა ,მაგრამ შავთვალამ თავისი ამოუცნობობით დააინტერესა და ყურადღება გადაატანინა...
თბილისში რომ ჩამოვიდა და შემთხვევით ლევანი დაინახა ,იმაზე ბედნიერი და ამაყი იყო ვიდრე ოდესმე , ბედნიერი იმიტომ რომ მიხვდა საერთოდ გამქრალიყო მისი გრძნობა..ზოგადად ასეთი ადამიანი იყო ჯაყელი,რაც არ უნდა ძალიან ყვარებოდა ,გულს თუ ატკენდნენ ადვილად ივიწყებდა ,ადვილად შლიდა გონებიდან და გულიდანაც,ეს ცხოვრებამ ასწავლა..

****
მეორე სემესტრიც დაიწყო, სკოლაში სრულიად სხვა ადამიანი დაბრუნდა ,უფრო ლაღი ,შეცვლილი და ხალისიანი..მეთელი გულით ეწადა ,მთლიანად გამოცდებისთვის მიეცა თავი და არცერთი ბიჭისთვის შეეხედა სხვა თვალით ..არც უცნობი ბიჭისთვის აღარ შეუხედავს , თითქოს არც არსებობდაო, თავი დაანება ,არც ლევანს დალაპარაკებია,სრულიად აიგნორებდა ორივეს ,რა თქმა უნდა უცნობი ამას ისედაც არ იდარდებდა ,ნუ ნიას ასე ეგონა..პირველმა ორმა კვირამ წარმატებით გასტანა ,მაგრამ მერე ყველაფერი თავდაყირა დადგა ..

****
-ნია ,წამო რა ბიბლიოთეკაში გამყევი - ხვეწნით შევარდა ოთახში ლილი,ნიამაც არ დააყოვნა ,ტელეფონს ხელი დაავლო და დაქალთან ერთად დააპირა კლასიდან გასვლა , თან დედას ელაპარაკებოდა ,არადა იცოდა ტელეფონით ხელში მყოფს დირექტორი რომ გადაყროდა ნამდვილად არ დაინდობდა..
მოკლედ ასე გადააბიჯა კარებში, ის იყო უნდა შეეხვია ვიღაცის მწველი მზერა იგრძნო, ვის არ წარმოიდგენდა გარდა ერთისა , ფანჯარასთან მდგომი შავთვალა უცნობი იდგა და უყურებდა ,ძალიან გაუკვირდა ,ერთი წუთით იფიქრა ხომ არ მეჩვენებაო ,თვალები ორჯერ დაახამხამა და ისევ შეხედა ,არა ნამდვილად არ ეჩვენებოდა ის იყო, იდგა და უყურებდა ,თვალს არ აცილებდა ..ამჯერად არ დაბნეულა ჯაყელი,წამში აარიდა თვალი უცნობს და სხვა მხარეს გაიხედა ,მთელი გზა ეკითხებოდა თავს თუ რაში იყო საქმე ,ეს ადამიანი ადრე იქით აიგნორებდა ,ალბათ გაუკვირდა ნიასგან მზერა რომ აღარ იგრძნო, ან ახლა ის აკვირდებოდა აქეთ ..მოკლედ ხომ გითხარით ,ყველაფერი აირია ,მომდევნო ერთი თვე თითქოს ნიამ და უცნობმა ადგილები გაცვალესო, ახლა ეს უკანასკნელი ადევნბდა თვალს , არა მარტო ეს მისი ძმაკაცებიც,სათითაოდ აკვირდებოდნენ გოგოს ,ახლაღა მიხვდა ნია რა საშინელება ყოფილა როცა ვინმე გაკვირდება ,თავიდან დაიწყო გონებაში უცნობზე ფიქრებმა დაბადება,ძალიანაც კი ეწინააღმდეგებოდა თავს ,მაგრამ არ გამოუვიდა ..

***
ჩანთა მოეკიდა და სწრაფად მიაბიჯებდა სკოლის მერე გაჩერებისაკენ,დღეს არც ლილი იყო სკოლაში და არც მისი სხვა დაქალები,რომლებიც მასთან ერთად წავიდოდნენ გლდანში,ამიტომ მარტო მიაბიჯებდა ,ჩანთიდან ყურსასმენები ამოღო და ბოლო ხმაზე აუწია სიმღეარს ..
გზაზე გადავიდა ,არც ავტობუსს დაუყოვნებია ,მალე ჩამოიარა 24 ნომერმა,სწრაფად ავიდა შიგნით და სულ წინ დაჯდა ..თითქოს გულმა უგრძნოო რატომღაც უკან მიიხედა და შემდეგ გაჩერებაზე მდგარი შავთვალა და მისი ძმაკაცი დაინახა ,ძალიან დაიძაბა , ნეტავ აქ არ ამოვიდნენო ცხრაჯერ გაიფიქრა ,მაგრამ ბედი რომ არ გექნება ,ზუსტად იმ ავტობუსში ამოვიდნენ და როგორც კი ,,შავთვალამ " ჩვენი ნია დალანდა ,მაშინვე წინ ჩამოუდგა ,მზერაც კი გამოაპარა მისკენ ..უარესად დაიძაბა ,ცდილობდა მის წინ მდგარი უცნობისთვის არ შეეხედა ,არადა მის მზერას ვერ ერეოდა , არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი ,შეიძლება ის რომ არ უნდოდა კვლავ დაეტყვევებინა უცნობის შავ თვალებს ,ან ხვდებოდა მალე ეს გატაცება უფრო სერიოზულ გრძნობაში გადაიზრდებოდა და სწორედ ეს არ სურდა,თუმცა განა სულ ისე ხდება როგორც ჩვენ გვინდა? - არა ...
ნახევარი საათი ,ზუსტად ნახევარი საათი იმგზავრეს ერთი ავტობუსით, ამ ნახევარი საათის მანძილზე უცნობს თვალი არ მოუშორებია მისთვის ,ეს უკანასკნელი კი თვაჩახრილი იჯდა , რაღაცას მიშტერებოდა ,თან სულ აწითლებულიყო..სწორედ ამ დროს გაიგო უცნობის ნამდვილი სახელი -გიორგი ...

****
გიორგი - შავთვალა გიორგი, გიორგი რომელიც მთელი მეორე სემესტრია აკვირდება ,გიორგი რომელმაც მის ფიქრებში შემოაღწია ,თავიდან შიშის და შემდეგ დაბნეულობის გრძნობა გაუჩინა.. ეს ის გიორგი იყო ლევანი რომ ამოუგდო თავიდან და თვითონ დაიკავა მისი ადგილი, ბიჭი რომელიც სერიოზული სახით დადიოდა და არასდროს იღიმოდა..
ეჰ ჯერ რაიცით მკითხველო ამ ბიჭის სახით რა უცნაურ და განსხვავებულ არსებასთან გვაქვს საქმე ..

*****
-წამოდი რა გარეთ ,აქ რას აკეთებ - წუწუნით შევიდა ლუკა კლასში ,ნიას ხელი დაავლო და სულ ძალით გაათრია დერეფანში, რა არ უთხრა ნიამ,როგორ არ ეხვეწა კლასში ვიყოთო,მაგრამ ამ უკანასკნელმა ქვა რომ ააგდო და თავი შეუშვირა ვეღარაფერს გახდა..განა არ უნდოდა კლასდან გასვლა ,პირიქით ,ძალიანაც უნდოდა ,ვერ იტანდა დასვენებაზე კლასში ჯდომას ,მაგრამ გიორგის დანახვა არ უნდოდა ,იცოდა ვეღარ გაუძლებდა მის მწველ მზერას ,ვეღარ დააიგნორებდა ,ისედაც არ მოსწონდა ამ ბიჭმა ამხელა ადგილი ,რომ დაიკავა მის ცხოვრებაში, ახლა ახალი სიყვარულის არც დრო ჰქონდა და არც ხალისი..
მაინცდამაინც მათ გვერდზე მყოფ ფანჯარასთან ჩამოდგნენ, მაშინვე შეამჩნია ჯაყელმა გიორგის მწველი მზერა ლუკზე ,როცა კლასიდან ხელჩაკიდებულები გავიდნენ , ამას მისი ძმაკაცების გამოხედვაც დაემატა და სულ დაიბნა ,ლუკას ბევრი ექაჩა მაჯაზე მაგრამ არ გამოუვიდა ..ბოლოს დანებდა და მასთან ერთად ჩამოდგა იქ , ლილიც შეუერთდა წრეს და დაიწყეს სიცილ-ხარხარი, პირველად მაშინ იეჭვიანა ჩვენმა გიორგიმ, მაშინ ნახა ნიამ როგორ გაშავდა კიდევ უფრო შავი თვალები, მაშინ მიხვდა გიორგიც როგორ შეეპარა მისთვის სრულიად უცხო ადამიანის მიმართ გრძნობები..
ბევრი წაიკითხავ და იტყვის რა სისულელეა ,როგორ შეიძლება არ იცნობდე და მარტო ყურებით შეგიყვარდესო, მაგრამ ვაი რომ ასეც ხდება მკითხველო, ხდება მაგრამ ხშირად კარგად არ მთავრდება ..

****
მოსწონდა , მოსწონდა კი არა ძალიან მოსწონდა ეს ბიჭი ,ისიც იცოდა და ხვდებოდა რომ იმასაც მოსწონდა ნია , ამას ამჩნევდა ,აბა სხვა ახსნა რა უნდა ყოფილიყო იმისა რომ ასე ძალიან აკვირდებოდა ?-არა მოსწონდა ,ნამდვილად მოსწონდა ,ამას ვერ ახსნიდა მაგრამ ასე იყო..

******
-გუშინ ავტობუსში ჩვენი პარალელი ბიჭი შემხვდა - დაიწყო მოყოლა ლუკამ და ნიამაც მაშინვე ყურები ცქვიტა
-ვინ ,რომელი?- ეგრევე ატაკა
-არ ვიცნობ, ჩვენი პარალელია ,მაღალი ,შავგვრემანი ბიჭია ,მგონი გიორგი ქვია - სახელის ხსენებაზეც კი უსიამოვნოს აუჩქარდა გული ,რატომ არ იცოდა
-მერე- ისე ჩაილაპარაკა ვითომ არ აინტერესებდა ,არადა ერთი სული ჰქონდა გაეგო, რატომ მოუნდა ამის მოყოლა
-მერე არაფერი, ძალიან უცნაურად მაკვირდებოდა ,ისეთი მკაცრი მზერით რომ არ იცი,რას მაკვირდებოდა ვერ მივხვდი - ეჰ არადა როგორ არ იცოდა ,მან თუ არა სხვას ვის უნდა სცოდნონდა როგორი მკაცრი და შეუვალი მზერა ჰქონდა აწ უკვე თავის რჩეულს ,იმასაც კარგად ხვდებოდა რატომ აკვირდებოდა მას შემდეგ ლუკას ,რაც ხელჩაკიდებულები გამოვიდნენ კლასიდან ,მაგრამ ხმამაღლა არაფერს ამბობდა..ხომ გითხარი მკითხველო არ უყვარდა ჯაყელს ხმამაღლა ლაპარაკი, არასდროს ყვებოდა თავის გრძნობებზე ,მაგრამ ამჯერად ვერ მოითმინა და მხოლოდ მას -ლუკას გაანდო საიდუმლო
-ლუკ,რაღაც უნდა გითხრა და ჩემ თავს გაფიცებ არ წამოგცდეს - ძლივს მოსწყვიტა სიტყვები ბაგეებს
-გისმენ - შეშფოთებული მზერა სტყორცნა
-შენ ხომ იცი ჩემზე ხშირად არ ვლაპარაკობ, მაგრამ ,ძალიან მომწონს მე ეგ ბიჭი - ცოტახანს დაელოდა ,მომლოდინე მზერა მიაპყრო მეგობარს
-ვინ ბიჭი ?
-ვიზეც ახლა ლაპარაკობ
-ეე ,იცი ეგ ვინ არის?-სიცილი ძლივს შეიკავა
-ვინ?
-ჩვენი მასწავლებლის შვილიშვილია - აი ამას კი ნამდვილად არ ელოდა ჯაყელი,განა იმიტომ რომ ეს ბიჭი მისი საყვარელი მასწავლებლის შვილიშვილი აღმოჩნდა -არა ,უბრალოდ იმიტომ ,რომ შარშან ,მთელი ორი წელი ლანძღავდა მას , მოკლედ რომ გითხრათ მასწავლებელს იმდენად მოსწონდა ჩვენი ნია ,რომ მთელი წელი ეხვეწებოდა ჩემი შვილიშვილი უნდა გაგაცნოო, ნიას კი ძალიან არ უნდოდა და ხან რას იმიზეზებდა ხან რას , თან იმ ბიჭზე იძახდა არ მინდა ვიღაც გიორგის გაცნობა ,რაში მაინტერესებს ვინ ჯანდაბააო...აბა ახლა ეთხოვა ,სიამივნებით დათანხმდებოდა ,მარა სადაა ასე..
-არ ვიცოდი - ჩაიბურდღუნა და ამ უცნაურ სიტუაციაზე სიცილი აუტყდა
-არა კარგი ბიჭია ,ძალიან კარგად სწავლობს , ზრდილობიანი მაგრამ ჩაკეტილი, მამა პატარა იყო რომ დაეღუპა და მას მერე ემოციის გამოხატვა უჭირს - ლუკამ სათქმელი დაასრულა..ახლა მიხვდა ნია რატომ არ იღიმოდა ჩვენი გიორგი, თურმე წარსულის უბედურებამ დააჩინა დაღი მის ხასიათს ,რაოდენ გასაკვირტიც არ უნდა იყოს ,ნიასაც ჰქონდა გამოცდილი რა ტკივილი იყო ეს , მანაც დაკარგა მამა 12 წლის ასაკში ,ახლა უკვე მეთერთმეტე კლასშია..
-თუ არ იცნობ საიდან იცი შენ?
-ჩემი მეგობარი იცნობს და მან მითხრა
-გასაგებია - მეტი აღარაფერი უთქვამს , მთელი დღე გიორგიზე ფიქრობდა ,თითქოს საერთო ტკივილს განიცდიდნენ ,არც ნიას ქონდა ხალისიანი ხასიათი, ისიც იყო ჩაკეტილი,მაგრამ ცდილობდა მეგობრებთან მაინც მოეჩვენებინა თავი და ყოფილიყო ლაღი,ღამით კი სახლში დარჩენილი მიეცემოდა სიმშვიდეს ,სიწყნარეს და ჰარმონიას , არ უყვარდა ხმაური, არ უყვარდა ლაპარაკი, არ უყვარდა ბევრი ხალხი ..რას იზამდა ასეთი იყო..

****
ერთ დღეს სპორტის გაკვეთილზე ერთად აუშვეს ორივე კლასი, ყველაზე ბოლოს ნიას მოუწია ასვლა ,მაშინვე როგორც კი კარები შეაღო შავ თვალებს გადაეყარა ,ნაცნობ შავ თვალებს რომლებიც სიყვარულით და სითბოთი უმზერდნენ და არა ადრინდელივით ცივად..მაშინვე თვალი აარიდა და ლუკას მიუახლოვდა
-როგორც კი შემოხვედი მაშინვე თვალები მოგანათა -უჩურჩულა ამ უკანასკნელმა
-შენც შეამჩნიე?
-დიახაც , სხვათაშორის რამდენჯერაც კარები გაიღებოდა იმდენჯერ იქით იხედებოდა ,მარა მერე მოჯღუნულ სახეს იღებდა..
-ხო, ალბათ მიზეზი ჰქონდა - ისე თქვა ,თითქოს ვერ მიხვდა ლუკას ამით რისი თქმა უნდოდა
-გოგოებმა იციან?
-არა ,მერიდება თქმა
-გინდა მე ვეტყვი
-არა ,მეთვითონ მოვუყვები თავის დროზე ..- ისევ გადააწყდა შავ თვალებს..სცადა აღარ შეეხედა მაგრამ არ გამოდიოდა ,ახლა ორი თვალის მაგივრად რვა თვალი უმზერდა ,არც გიორგის ძმაკაცები აკლებნენ კონტროლს ,მათგან ორი ლუკას უყურებდა ,გიორგი და კიდევ ორიც თავად ნიას ..
ერთიანად დაიძაბა ,რა გაძლებდა 45 წუთი ასე , რამე უნდა გაეკეთებინა
-ლუკა მოდი რა ვხატოთ - რაც პირველი მოაფიქრდა ის თქვა და სკამზე ჩამოჯდა ,ლუკაც გვერდით მიუჯდა ,ორივეს უყვარდა ხატვა ,ლუკამ ტელეფონი ამოიღო, სახატავი პროგრამა ჩართო,ახლოს იჯდნენ ერთმანეთთან ,სახეც ახლოს ჰქონდათ ,ტელეფონში იყვნენ ჩამძვრალნი და ხატავდნენ..თითქმის გადაერთო ნია ხატვაზე ,გონს ხმაურმა რომ მოიყვანა ,ვიღაცამ კარები ისე მიაჯახუნა ლამის ჩამოაგდო,თავი ასწია და გიორგი ვერსად დაინახა , სამაგიეროდ მისი ძმაკაცები უმზერდნენ ..სწრაფად აარიდა მათ ცივ მზერას თვალი,ლუკას მოშორდა და ცალკე დადგა ფანჯარასთან ..
-შენზე და ლუკაზე იეჭვიანა -უკნიდან მიადგა კლასელი გოგონა ,რომელიც მასთან ძალიან ახლოს იყო
-რა იცი? -ეჭვნარევი მზერა სტყორცნა
-დავინახე როგორ გიყურებდათ, ლამის ადგილზე მოგკლათ მზერით
-არ შემიმჩნევია - მოიტყუა ,არადა ყოველი ფეხის მანძილზე მის მზერას გრძნობდა ..
-მოგწონს? - სასხვათაშორისოდ იკითხა ,თუმცა პასუხი იცოდა..ვერ გადაეწყვიტა ეთქვა თუ არა სიმართლე ,ბოლოს მაინც თქვა
-კი, ძალიან..-ხელები სახეზე აიფარა - სისულელეა ხო,არც კი ვიცნობ
-რავი მე არ მომწონებია მსგავსად არავინ ,მაგრამ როგორც ჩანს ხდება
-აუ , ნუცა გთხოვ არავის უთხრა რა -მუდარით შეხედა
-არა რა ვუთხრა,დავაკვირდები და გეტყვი ხოლმე
-როგორც გინდა..

*******
იმ დღეს გიორგის მისთვის აღარ შეუხედავს ,რაც არც ისე სასიამოვნო იყო, არც მომდევნო დღეები ..უკვირდა ნიას ,როგორ შეეძლო ამ ადამიანს ასე უემოციოდ ყოფნა ,სახეზე არაფერს იტყოდა ,გულს სტკენდა მისი უყურადღებობა ,იმდენად რომ ლამის მივიდა და გამოელაპარაკა, უნდოდა ,განა არ უნდოდა ლაპარაკი ,მაგრამ ვერ ბედავდა..დრო გადიოდა ,გამოცდები ახლოვდებოდა , გიოს კი საშველი არ დაადგა ,როგორც ჩანს წყენა დიდხანს გაყვა ,ამას ისიც დაემატა რომ ლუკას სულ ნიასთან ხედავდა და უფრო უბღვერდა გარშემო მყოფებს ..

***"
იცით რა მოსწონდა ნიას მასში?-არავის რომ არ ჰგავდა ის , ამოუცნობი,იდუმალი რომ იყო, გოგოებს რომ არ დასდევდა და ყველას ყალბად არ უღიმოდა ,გამოხედვაზე და მიმიკაზეც კი ეტყობოდა რაოდენ ჭკვიანი და ნიჭიერი ადამიანი იყო,მისი სიმშვიდე მოსწონდა ..ცდილობდა დაენახა ერთი მინუსი მაგრამ ვერ უპოვა ,ერთი წუთით შეეშინდა ,შეეშინდა რომ გაეცნო და ასეთი კარგი არ აღმოჩენილიყო ,როგორიც მის ფიქრებში იყო ,მერე?- გული დაწყდებოდა და იმედი გაუცრუვდებოდა..არადა როგორ უნდოდა მასთან დალაპარაკება , როგორ უნდოდა გაეცნო, ენახა როგორ იცინოდა ,მაგრამ ვერ მოახერხა ვერც ერთი და ვერც მეორე..

***"
დივანზე იჯდა , დიდხანს უყურებდა ეკრანზე გახსნილ გიორგის გვერდს და ფიქრობდა დაეჭირა თუ არა ხელი მეგობრობის გაგზავნაზე ..ჩაკეტილი ჰქონდა ექაუნთი, ფეისბუკიც ჰქონდა მაგრამ იქ ფოტოები არ ედო, ვერც დამატება გაუგზავნა ამიტომ ახლა გადაწყვიტა ინსტაგრამზე ეცადა ბედი.. დიდხანს იყოყმანა ,ძალიან დიდხანს ,ბოლოდ ღრმად ჩაისუნთქა და გააგზავნა დამეგობრების მოთხოვნა ..
მალე მოუვიდა თანხმობა , იმდენად გაუხარდა ფეხზე წამოდგხტა და ყვრილი დაიწყო, თუმცა დედამისის შეშფოთებული ხმის გაგებისთანავე დამშვიდდა ,გული საშინლად უცემდა ,მაგრამ უფრო მეტად აუჩქარდა თავად გიორგისგანაც რომ მოუვიდა თხოვნა ,მასაც ჩაკეტილი ჰქონდა გვერდი,რა თქმა უნდა ხუთი წუთით ალოდინა პასუხზე , მეტი ვეღარ მოითმინა და დაამატა..
მორჩა ,ახლა ოფიციალურად მეგობრები იყვნენ ..
-მიწერე - წამში მოუვიდა ნუცასგან მესიჯი მესენჯერზე
-ვერა ,მე დავიმატე ახლა თვითონ მომწეროს - გაჯიუტდა
-ოხ ,დიდი ამბავი ესეც რომ ქნა
-არა ,მერე ნამდვილად გული დამარტყამს ცოტახანს ასე იყოს ყველაფერი
-კარგი - აშკარად არ მოსწონდა დაქალის ასეთი პასიურობა

****
დილით ბედნიერს გაეღვიძა ,რატომაც არა ,ახლა გიორგი ინსტაგრამზე ჰყავდა მეგობრებში..მაგრამ მაინც აციებდა იმის გაფიქრებზე რომ დღეს უნდა ენახა ,რამე რომ ეთქვა ?-არა ,არაფერს არ ეტყოდა ,ან იქნებ კი..შეიძლება ისევ დაეიგნორებინა , არ იცოდა რა მოხდებოდა ,ახალ მხოლოდ იმას სჯერდებოდა რომ მეგობრობაზე დასთანხმდა და თვითონაც გამოუგზავნა ..სწრაფად ჩაიცვა და სკოლისაკენ აიღო გეზი..
(იმის თქმა დამავიწყდა მკითხველო რომ გიორგი სკოლიდან ნახევარი საათის მანძილზე ცხოვრობდა ,ნიას სახლიდან საპირისპირო მხარეს -გამოგვადგება ეს შემდეგში ,ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ:)) ]
ნელა მიაბიჯებდა და მოსალოდნელ შეხვედრაზე ფიქრობდა ,კიდევ დიდხანს იქნებოდა ასე მწველი მზერა რომ არ ეგრძნო, თავი ასწია და მის წინ,რამდენიმე ნაბიჯში მდგარი გიორგი დაინახა ,იმდენად გაუხარდა ღიმილი ვერ დამალა ,ისიც უმზერდა და იღიმოდა ,მაშინ გახდა ნიაც და ჩვენც გიორგის პირველი ღიმილის მხილველები, მართალია გვიან მაგრამ ხომ გავხდით.. ბედნიერი უყურებდა თავის გულის სწორს და ჯერაც არ ეჯერა რაც ხდებოდა ,აქ რა უნდოდა ,ან რატომ ელოდებოდა ძმაკაცებთან ერთად ? -როგორც ჩანს სურპრიზი გაუკეთა ,თან თუ იმას გავითვალისწინებთ რომ ეს ბიჭი აქ არ ცხოვრობს და აქეთ წესით არაფერი უნდა ესაქმებოდეს ,წამში შებრუნდა და გზა განაგრძო,ნიაც უკან მიჰყვა ,შიგადაშიგ გამოიხედებოდა ,კმაყოფილი გადმოხედავდა და შემდეგ ისევ ძმაკაცებს მიუბრუნდებოდა.ოჰ როგორ უხდებოდა ღიმილი, არასდროს ენახა ნიას ასეთი რამ ,პირველად მოუნდა მჯდარიყო და მისი ღიმილისთვის ეყურებინა ,მოსწონდა როგორ ეკეცებოდა კანი თვალებს ქვეშ, როგორ იღიმოდნენ მისი ბაგეები, ერთ რამედ ღირდა ამის ნახვა ..(რას გაუგებ ამ შეყვარებულ ხალხს)... ასე შევიდნენ სკოლაში, ისინი უკვე კიბეზე იყვნენ, ნიაც აპირებდა ასვლას ტელეფონზე ლილიმ რომ დაურეკა და სთხოვა დაბლა დალოდებოდა ,სხვა რა გზა ჰქონდა ,ხომ არ ეტყოდა მე გიოს უნდა გავყვეო,პირველ სართულზე ჩამოეყუდა ,თან სევდიანად გაიხედა კიბისკენ სადაც გიორგი იდგა და ელოდებოდა ,თან თვალებში მისჩერებოდა ,ძალიან უნდოდა მასთან ასულიყო მაგრამ არ გააკეთა ,იქ დარჩა ,რასაც ახლა ძალიან ნანობს დამიჯერეთ..
გახარებული შევარდა სპორტის დარბაზში, მაშინვე ლუკას მივარდა და მოუყვა ყველაფერს
-მეც დავინახე სკოლაში ,რომ მოვდიოდი პარკში ისხდნენ - კვერი დაუკრა ლუკამ
-ხოო,ნეტავ იქ რა ესაქმებოდათ აქეთ, ხომ არ ცხოვრობენ - სიმანდვილეში ხვდებოდა მაგრამ უნდოდა ლუკასგანაც მოესმინა იგივე ,თუმცა ვერ მიიღო
-რავიცი-მხრები აიჩეჩა და ტელეფგონში ჩაძვრა..ნია კი კედელს მიეყრდნო და ბედნიერების მორევში გადაეშვა ,უკვე წარმოიდგინდა როგორ დადიოდნენ ერთად ხელჩაკიდებულნი ..

****
იმ დღეს მაინც ვერ დაილაპარაკეს ,ვერც ერთმა , ლუკასთან დაინახა ერთი ორჯერ და ისევ როჟების დაკერვა დაიწყო,ამას ისიც დაემატა რომ გიორგი თავის კლასელ გოგონებში ჩადგა და იმათთვის ერთი ორი ღიმილიც გაიმეტა...აი აქ უკვე გატყდა ნია ,ძალიან ეწყინა ,უძალიანესად ,ყელში მოუვიდა და ზედაც არ შეუხედავს არც გიორგისთვის და არც მისი ძმაკაცებისთვის ,გაბრაზებულზე უარესიც გააკეთა და ლუკას ხელკავი გაუყარა ,ხელი გადახვია და ზედ აეკრო..რა თქმა უნდა ,ლუკასთან არ უტყდებოდა ,დიდი ხნის მეგობრები იყვნენ და ეს პრობლემას არ წარმოადგენდა , მაგრამ გიორგის ძმაკაცებთან ცოტა კი შერცხვა..
თუმცა ერთ რამედ ღირდა მისი გამწარებული,აწითლებული სიფათის დანახვა ,მაშინვე შემოანათა შავი თვალები და კლასში შევიდა..
ამასაც არ დასჯერდა ნია ,ადგა და კლასის წინ ჩამოუდგა ,მის თვალწინ ლუკას ღიტინი დაუწყო და მასთან ერთად ძალიან ბევრი იცინა ,შიგადაშიგ გადახედავდა ხოლმე გიორგის და მისი გაცეცხლებული მზერით ტკბებოდა , მაგრამ ვინ აცადა ბოლომდე სიამოვნება ,მისი ერთ-ერთი ძმაკაცი მიბრძანდა , კლასის კარები დაკეტა ,შემდეგ ერთი შემოუბღვირა ჩვენს გოგოს და ისევ თავის ადგილას დაბრუნდა..
****
დაქალები გააცილა გაჩერებაზე , იმ იმედით რომ იქ გიორგი დახვდებოდა , არც შემცდარა იქ იდგა ძმაკაცთან ერთად ,არ შემოუხედავს ,არც მას შეუმჩნევია რამე ,გოგოებთან ერთად ლაპარაკობდა და იცინოდა ..ბოლოს ავტობუსიც მოვიდა ,დაქალები შიგნით ავიდნენ, გიორგი და მისი ძმაკაციც .. ნიამ გოგოებს გაუღიმა ,გულწრფელად გაუღიმა შემდეგ მზერა გიოზე გადაიტანა ,კვლავ იღიმოდა თან თვალებში უყურებდა ,ისე გამოდიოდა თითქოს მას უღიმოდა ,მაგრამ ამ უკანასკნელს წარბიც კი არ შეუხრია ..არასდროს დაავიწყდება ნიას მისი ცივი თვალები, რონელბიც მისჩერებოდა ,პირველად იგრძნო თავი დამცირებულად ,პირველად მოუნდა ერთი მაგრად ეთხლიშა ამბ ბიჭისთვის..თან ანიტერესებდა როგორ გამოსდიოდა გრძნობების დაფარვა ასე კარგად ,როგორ შეიძლება ადამიანი გიღიმოდეს და შენ ასეთი უემოციო სახით უყურო?- მე პირადად არ შემიძლია ,თქვენი არ ვიცი .
იმდენად გაუტყდა გული ,იმდენად ეტკინა სახლში სულ გამწარებული დაბრუნდა ,ხელში რაც არ უნდა მოხვედრილიყო ყველაფერს დალეწავდა რომ არა თავშეკავება,ლუკას დაურეკა და პარკში ჩავიდა ,ახლა ნამდვილად სჭირდებოდა დამშვიდება
-არ ვიცი რა გითხრა
-გავუღიმე ,მთელი გულით გავუღიმე გესმის ,თვალებში ვუყურებდი და ვიღიმოდი ,მას კი..მას მიმიკაც კი არ შეცვლია - დიდი მცდელობის მიუხედავად მაინც ჩამოუვარდა ერთი ცრემლი
-არ ღირს ის შენი ცრემელბის ღირსად ,დაანებე თავი
-არ გამომდის ,როცა გადავწყვეტ რომ უნდა შევეშვა ისეთ რამეს აკეთებს ,თავიდან მეხსენბა გრძნობები
-ჯანდაბა , რანაირი ადამიანია
-არ ვიცი, თავი იდიოტად ვიგრძენი ლუკა ,ძალიან მეწყინა ,გული მეტკინა
-ხოდა ზედაც აღარ შეხედო, არ არის ღირსი ,შენი ცრემლები ღირსი არავინ არის
-ეგრე ვიზამ ზუსტად!
**"*****
მეორე დღეს სკოლაში ადრე მივიდა ,დერეფანში გიორგის შეხვდა ,მაგრამ ზედაც არ შეუხედავს ,რამაც ძალიან გააკვირვა ეს უკანასკნელი..
კლასში იჯდა და რაღაცას ჯღაპნიდა რვეულში ,გარეთ გასვლა საშინლად არ უნდოდა , არც გასულა ..სამაგიეროდ გიორგი შემოვიდა მასთან კლასში ,კარებში ჩადგა და მონდომებით დააკვირხა ნიას ,რა თქმა უნდა იგრძნო მისი მზერა ,სურვილი კლდვდა შეეხედა მაგრამ თავს ძალა დაატანა , ერთიც არ აუხედავს ,მთელი დღე რა არ სცადა მაგრამ ჩვენი გოგოს მზერა ვერ დაიმსახურა , ბოლოს გაბრაზებული წავიდა სახლში..არც ნიას ახარებდა ეს ,მაგრამ ძალიან ეწყონა ,წყენას კი ადვილად არ პატიობდა (რომ გეკითხათ ) ...მეორე დღიდან ერთ კვირიანი არდადეგები დაიწყო..

*******

-არა ნამდვილი მუდოა ეგ შენი გიორგი -ცოფებს ყრიდა ნუცა გზაში
-მუდო? -გაკვირვებულმა გადახედა დაქალს
-ხო მუდოა ,მუუდოო!!
-რატომ? - ვითომ ვერ მიხვდაო ,მასაც სიცილი წასკდა
-რა რაყომ ,არც იცინის ,არც ლაპარაკობს ,არც ემოციას გამოხატავს..მორჩა დღეიდან მისი სახელი მუდოა - მტკიცედ თქვა და სიტყვა არც გაიტეხავს ,მას მერე ჩვენი ნუცა გიორგის მუდოს ეძახის ,სხვათაშორის იმდენი ქნა რომ ლუკა და ნიაც კი მუდოს ეძახდა ,რა თქმა უნდა ზურგს უკან..(მოდი ჩვენც მუდო დავუძახოთ ,ნუცას გაუხარდება )

*****
-არა მიწერე ,შენი რა მიდის- მეორედ კიცხავდა უკვე დაქალს
-არ შემიძლია ,მერიდება ,ან რა მივწერო
-მაშინ სხვა ფბდანი მიწერე ,თორემ ეგ ისეთი მუდოა და შენ ისეთი მორცხვი ,რომ ორივე მაცემინეთ თავს - იცოდა ნიამ გამკეთებელი იყო , არც სხვისი ფბდან მიწერე მოეჩვენა ცუდ აზრად ..ბევრი იმსჯელეს და ვინმე მარიამ-ის სახელით გააკეთეს ახალი ფეისბუკი,პირველად მუდოს გაუგზავნეს დამატება და მისწერეს კიდეც : ( წერილები,სხვათაშორის ნამდვილია და არა მოგონილი )
-მიცნობ- თავიდან მხოლოდ ამის მიწერა გადაწყვიტეს ,უნდა ენახათ უპასუხებდა თუ არა
-არა ,უბრალოდ გვარი გაქვს ნაცნობი -მალევე მოუვიდათ პასუხი
-ხო ,კარგი გვარი მოვიფიქრე არა? -არ უარყო რომ გაკეთებული ფბ იყო
-კი ნამდვილად..და შენ გიცნობ?-ახლა თვითონ შემოუბრუნა კითხვა
-კი ,უფრო სწორად მე გიცნობ ,შენ არა
- საიდან?
-სკოლა
-და რატომ მომწერე,თან გაკეთებული ფბ-თი?
-შენი გაცნობა მინდოდა და იმიტომ
-ჩემი გაცნობა ეგეთი ადვილი როდია
-ოხ ,თავის დაფასება კარგია ,მომწონს..არც ჩემი გაცნობაა ადვილი სხვათაშორის
-რავიცი ,რავიცი
-გინდა ვითამაშოთ-ახალი რაღაც მოაფიქრდა
-აბა რაა?
-სკოლის დამთავრებამდე ვწეროთ ერთმანეთს , თუ გამოიცნობ აბა ვინ ვარ - სინამდვილეში ეს თამაში იმიტომ მოიგონა ,რომ ეშინოდა ხვალ მუდო აღარ მისწერდა ,არადა ძალიან სიამოვნებდა მასთან მესიჯობის პროცესი,ამიტომ ამით ცდილობდა მის ასე ვთქვათ დაბმას
-დამიჯერე ისედაც მივხვდები
-გასაგებია ,რომ ჭკვიანი ხარ ,მაგრამ მე თუ არ მოვისურვე ვერ მიხვდები..ნუ გეშინია მკვლელი არ ვარ
-და იქნებ მე ვარ
-არ ხარ და რომც იყო,მაინც არ იცი ვინ ვარ და ვერაფერსაც ვერ დამიშავებ
-კაი ვითამაშოთ
-კაი..ოღონდ იცოდე არანაირი ტყუილი და თუ მიხვდები ვინ ვარ არავის ეუბნები
-შევთანხმდით
კიდევ დიდხანს წერდნენ ერთმანეთს ,ნიას კიდევ უფრო მოეწონა გიორგი, ასე თითქოს უფრო ახლოს გაიცნოო ,ძალიან მოეწონა ,იმაზე უკეთესი აღმოჩნდა ვიდრე ეგონა..სინამდვილეში სულაც არ იყო მუდო , კარგი იუმორის გრძნობაც ჰქონდა და ბევრსაც იცინოდნენ..
მეორე დღესაც მისწერა ,ამჯერად მუდომ:
-ხვალ მოხვალ სკოლაში?
-კი,შენ?
-კი და დაგაკვირდები,იქნებ მივხვდე რომელი ხარ
-არ მოგცემ უფლებას გამფაქტო
-რატომ?
-არ მინდა გაიგო ვინ ვარ ,ასე მირჩევნია ,თან მერე ვეღარ მივწერთ ერთმანეთს
-რატომ ვეღარ მივწერთ,შეგვეძლება მეგობრობა ,მოგიკითხავ ხოლმე ,ზრდილობის საკითხია
-ხო რა ვიცი
-ისე რატო მაინც და მაინც მე ?
-რავი, არ ვიცი ,პროსტა
-პირველად როდის მნახე
-დაახოლოებით ოთხი თვის წინ ,ისიც მახსოვს რა ვიფიქრე
-და რა იფიქრე?
-რავი ისეთი შავი თვალები გაქვს შემეშინდა -სცადა გულწრფელი ყოფილიყო
-არა ეს ისე ჩანს შავი,სინამდვილეში წაბლის ფერია..შენ რა ფერი გაქვს?
-ყავისფერი
-ხო..კიდევ მითხარი რამე შენზე ,მინდა ვიცოდე როგორ ადამიანს ვწერ
-რა გაინტერესებს..
-კითხვა გიყვარს,რა მუსიკებს უსმენ ,რა ფილმებს და რავი კიდე რა..
-ძალიან , ვგიჟდები ისე ,მუსიკას ხასიათის მიხედვით ვუსმენ ხოლმე ,როცა ცუდ ხასიათზე ვარ -mad word-ი მშველის..ფილმები კი საშინელებათა ჟანრის გარდა ყველა..შენ რას უსმენ?
-mad word-ი მეც მიყვარს..მუსიკა კი ჯაზი და კლასიკა მიზიდავს ,მართალია ბევრს არ -მოსწონს მაგრამ მე ხომ ვუსმენ!
-ხო ,მთავარია შენ მოგწონდეს
***
ასე გავიდა დიალოგში ორი დღე , მესამე დღეს როცა სკოლაში მივიდა მუდოს მისთვის თვალი არ მოუშორებია,სწორედ მაშინ იგრძნო ნიამ რომ ვიღაცამ გამოიჭირა..იმ საღამოს ისევ მისწერა
-გცალია
-კი რა არის?
-მგონი მივხვდი ვინ ხარ?
-ასე მალე ?
-ნია უნდა იყო, ჯაყელი ,არა? -მისი სახელის წაკითხვა ეუცნაურასავით,თუმცა უარყოფას რაღა აზრი ჰქონდა
-ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ
-თემა ნუ გადაგაქვს!
-არ გადამაქვს მართლა ვარ
-ჯერ მითხარი ეგ ხარ თუ არა და მერე განვიხილოთ შენი ცუდ ხასიათზე ყოფნის ამბავი
-კაი ხო ხელები ამიწევია
-ანუ ეგ ხარ
-გილოცავ შენ მოიგე შოკოლადი ,შეგერგოს -სიცილი აუტყდა ნიას
-მადლობა..რატომ იყავი ცუდ ხასიათზე?
-ისე..არ მეძინა გუშინ კარგად
-აა გასაგებია..
-ისე არც ისეთი უჟმური ხარ როგორიც ჩანხარ
-ხო აბა რა ,მართლა უხასიათო კი არ ვარ
-ხო ,შენ რას ფიქრობ ჩემზე?
-არ ვიცი არ დაგკვირვებივარ
-მატყუარა
-არა მართლა ,რთულია ასე მიხვდე ადამიანზე როგორია
-კაი ხო..
-კაი წავედი ,აბა კარგად
-კარგად

ის დღე იყო და ის ,მას მერე მუდოს აღარ მიუწერია ,დიდხანს იკავა ნიამ თავი, ბოლოს მოიკითხა ,მუდომაც მოიკითხა ..ასე დასრულდა მათი სამდღიანი დიალოგი...

******
-არა მართლა მუდოა რა ,ახლა ვნანობ რომ შემოგთავაზე მიგეწერა - ცოფებს ყრიდა დერეფანში ნუცა
-არადა რა საყვარელია იცი?
-კაი ერთი, საყვარელი მუდო მე არ მინახავს
-არა მართლა ,არავის არ ჰგავს
-ხო ეტყობა რომ არ გავს ..თან აფერისტი ,მოგიკითხავ ხოლმე ზრდილობის საკითხიაო და ერთხელაც აღარ მოუწერია
-კაი გეყოფა ნუ ლანძღავ
-როგორ არ გავლანძღო,ბოლოს დაგსინა კიდევაც ..შენ როგორ ხარ ასე მშვიდად
-აბა რა ვქნა ქვები ვისროლო?
-არა უნდა ვცემო - მუშტები მომუჭა-ან შენ რას დაგტანჯა ან მე რას დამაწყვიტა ეს დალაგებული ნერვები !
-კაი გეყოფა !

ყველაზე მეტად ის აინტერესებდა უთხრა თუ არა გიორგიმ მის ძმაკაცებს რამე ,თვითონ სკოლაში არ დადიოდა ,გამოცდამდე ორი თვე დარჩა და სახლში მეცადინეობდა ,გულს იმით იმშვიდებდა გამოცდები რომ დამთავრდება მერე მომწერსო..ეჰ რა შტერები ვართ ეს შეყვარებული ხალხიი..

*****
იმდენად მოეწონა მასთან დიალოგი ,ვეღარ მოითმინა და ინსტაგრამზე მიწერა ,ბევრი ილაპარაკეს იქაც ..
-თავისუფალ დროს რას აკეთებ ხოლმე?
-ჭადრაკს ვთამაშობ ინტერნეტში ან ფილმებს ვუყურებ
-ხოო,მეც ვიცი თამაში ,ჭადრაკის ,ნარდის ,დამკასი
-ნუ შენ ნიჭიერი ხარ
-:)) გამოცდებზე ნერვიულობ?
-არა,აღარ ..
-არც მე , რატომღაც საერთოდ არ მაქვს შიში
-ხოო,კარგია მერე ეგ ... ყველაფერი კარგად იქნება -ნიკო გომელაურის ინტონაციით
-:))) ნამდვილად

*****
გამოცდები ახლოვდებოდა , მეტი აღარ მიუწერიათ ერთმანეთისთვის ..ყოველ დღე იკავებდა ნია თავს , არ უნდოდა ზედმეტი მოსვლოდა ..ერთ დღესაც , ინსტაგრამის სთორში ლუკას მონაწერი დადო ,მიმოწერა სასაცილო იყო ,უბრალოდ ბოლოში ის ეუბნებოდა <<გენაცვალე>>-ს ..რა თქმა უნდა ეს გიორგიმ ნახა ..
წარმოიდგინეთ რა დაემართებოდა ნიას ,როცა მეორე დღეს აღმოაჩინ რომ გიორგის მეგობრებიდან ამოუშლია..საშინლად ეწყინა ,ეტკინა და დასწყდა გული..ღრმა ტკივილი იგრძნო ,რატომ გააკეთა ეს ,რა დააშავა განა ისეთი, ნუთუ ამაზე იეჭვიანა ,რომც ეეჭვიანა ასეთი რამ უნდა ექნა? -არა ,მე თუ მკითხავთ ეს ყველაზე საშინელი საქციელია,ჯერ გაერკვია ,ან რა წესია მეგობრებიდან ამოშლა ..
ტელეფონი აიღო ,ნუცას და ლუკას ერთად დაურეკა ,ყველაფერი მოუყვა და გულიც კარგად მოიოხა მისი გალანძღვით..თავს პირობა მისცა არასოდეს შეხვდებოდა ,ერთი კვირაც ,მერე გამოცდები და ვსიო..

****
დღეს პრეტესტი ჰქონდა ,ხვალ კი გეოგრაფიის გამოცდა ,დილით ადრე მივიდა სკოლაში ,პირველ სართულზე იყო მისი და მუდოს კლასი ერთად შეკრებილი, ნელა შეიხედა ,მუდო არსად იყო, სწრაფად შევიდა შიგნით თავის კლასელებს მიესალმა და მისი ძმაკაცის გვერდით ჩამიჯდა..ლუკამაც წამში მოიმარჯვა ტელეფონი ,საკითხებს დაუწყეს გადახედვა ,უამრავი ხალხი ირეოდა ოთახში..უცებ თავი ასწია და კარებში მდგარი მუდო დაინახა ,რომელმაც ერთი გადმოხედა ორივეს და წამში აარიდა მზერა ,არც ნია დაჟინებია ძალიან ,მანაც კვლავ განაგრძო საქმის კეთება..იგრძნო როგორ ჩაუარა გვერდით ,მერე ისევ გამოიარა და კლასი დატოვა ,როცა სამქეს მორჩა გასწორდა და მის მაგიდაზე დადებული კოკა-კოლას ბოთლი შენიშნა
-ეს ვისია?-იკითხა და მთელ ოთახს მოავლო თვალი,ბოლოს მზერა მუდოს ძმაკაცზე (ნიკა)-ზე შეაჩერა ,მანაც ერთი გადმოხედა და გაეცინა
-გიორგისია - ხელი დაავლო ბოთლს და გარეთ გავდა..
რანაირად არ ეცადა ჯაყელი აეხსნა რატომ დადო მუდომ კოკა-კოლის ბითლი მის მაგიდაზე ,მაგრამ არ გამოუვიდა , ბოლოს თავი მიანება ამდენ ფიქრს ...ამასობაში მუდომაც შემოიხედა ოთახში ,კარებში გაიჯგიმა ბებიამისიც იქვე იჯდა ..გრძნობდა ნია როგორ უყურებდა მუდო მას ,მაგრამ წყენა ჯერ კიდევ შემორჩენოდა ,ამიტომ ადგა და უარესი გააკეთა , თავის კლასელ ბიჭებთან წავიდა ,გვერდით მიუჯდა და სიცილ ხარხარს მოჰყვა მათთან ..ოხ როგორი მკაცრი გამომეტყველებით მისჩერებოდა მუდო მას,როგორ ესობოდა გულზე ეკლად მისი ასეთი საქციელი, მაგრამ არაფერი გააკეთა ,იდგა და უყურებდა ,მხოლოდ უყურებდა..
პრეტესტიდან კმაყოფილი გამოვიდა ,ისევ კლასში ჩავიდა და ამჯერად თავის დაქალს მიუჯდა ,მათთან მუდოს ძმაკაცი მოვიდა ნიკა ,ძალიან უნდოდა ნიას კარგი შთაბეჭდილება დაეტოვებინა მასზე ,ხან რაზე გამოელაპარაკა ,ხან რაზე , ისიც აყვა და თხუთმეტ წუთში ისე იქცეოდნენ ვითომ მეგობრები ყოფილიყვნენ..უცებ რაღაც მოაგიქრდა ,უსაფუძვლოდ მეგობრებიდან ამოშლის გამო , ამიტომ მუდოს ძმაკაცის გასაგონად ,თავის დაქალს დაუწყო ლაპარაკი
-საიდან მოიტანეს იმ გოგოებმა რომ მე და ლუკა შეყვარებულები ვართ?-თან ცალი თვალი ნიკასკენ გააპარა ,მათ არ უყურებდა მაგრამ აშკარა იყო უსმენდა
-რავი მე ,ხომ იცი ხალხი როგორია,დაიკიდე რა
-რანაირად დავიკიდო,ლუკამ რო გაიგოს ასე ამბობენ გაგიჟდება ,ბავშვობიდან ვიცნობთ ერთმანეთს ძმასავით არის- შეამჩნია ნიკას ამაზე როგორ ჩაეღიმა
-არაუშავს ,თქვენ ხომ იცით რომ მეგობრობთ ხოდა დაიკიდე სხვისი აზრი-ესღა უთხრა ლიკამ ..კმაყოფილი გაიჯგიმა ნია სკამზე ,ზუსტად იცოდა ნიკა გიორგის ენას მიუტანდა ,არც შემცდარა ,როგორცკი გამოცდიდან გამოვიდა მაშინვე ახარა ნიკამ ძმაკაცს ახალი ამაბავი..რამაც გიორგი ძალიან გაახარა ,იმდენად რომ ემოციების მოთოკვა ვეღარ შესძლო და ნიას გაუღიმა კიდეც ..
იმ დღეს კიდევ ერთი რამ მოხდა ,ნია თავისმა კლასელმა ბიჭმა გააბრაზა ,ლუკა რომ არა ჩვენი გოგო იმას ნამდვილად მოკლავდა ,ამ ყველაფერს მუდოც უყურებდა ,საქმეში კი მუდოს ბებია ჩაერთო და თავისი საყვარელი მოსწავლე ,ანუ ნია იმ ბიჭისგან დაიცვა
-რად აწვალებ გოგონას?!-ყვირილი დაუწყო
-ვუჩქმიტე რა მოხდა -თავის გამართლება სცადა ბიჭმა
-მას დამილურჯა მკლავები -ნიაც ჩაერთო დიალოგში
-მეორედ არ დაგინახო მიეკარო ,თორემ დაგაცლი მაგ თმებს - არც ცხრებოდა მუდოს ბებია ,ვერ წარმოიდგენთ როგორი გახარებული იყო მუდო ამ დროს ,უხაროდა ნიას და ბაბიამისს ერთმანეთი ასე რომ მოსწონდათ..(არა რა მართლა მუდოა ეს ბიჭი)

***
მეორე დღეს ,გეიგრაფიის გამოცდაზე ნიამ მაინც ვეღარ მოითმინა ,გადააბიჯა საკუთარ თავმოყვარეობას და მუდოს წარმატება უსურვა ,იქნებ ეს იმიტომ გააკეთა რომ მისი ხმის გაგონაბა უნდოდა ,ან მასთან დალაპარაკება? -არ ვიცი ,ვერ გატყვით, მხოლოდ ის ვიცი რომ მუდომ გულწრფელი ღიმილით გაუღიმა ჩვენს ნიაკოს ,თვალები შეანათა და პირველად უთხრა რაღაც ,ამ შემთხვევაში -მადლობა ..
რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე იყო იმ დღეს მუდო, სულ უცინოდა ნიას ,უღიმოდა ,მასთან ახლოს ჯდებოდა,მაგრამ არ ელაპარაკებოდა..ნიას ეს ყველაფერი არ უკვირდა ,თუმცა შეუჩვეველი იყო ამ ყველაფერს მისგან და გაოცებას ვერ მალავდა სახეზე ,როცა მუდოს შეხედავდა ის კი გაუღიმებდა ხოლმე..მოსოწნდა ,ძალიან მოსწონდა ეს ბიჭი, განსაკუთრებით კი მისი ღიმილი მოსწონდა ,იმდენჯერ გაუღიმა იმ ორი დღის განმავლობაში რომ მთელი წლის დანაკლისს ანაზღაურებდა..
ბოლო დღე ,ქიმიის გამოცდა ,ნერვიულობა და დაძაბულობა სუფევდა..იმდენად დიდი დაძაბულობა ნიასაც აღარ ადარდებდა მუდო რას იზამდა ,წიგნებში ჩაერგო თავი და გამწარებული იმეორებდა ყველაფერს ..ისე უნდა ვაღიარო ჩვენი გიორგი ძალიან გათამამდა ამ პერიოდში,ჩვენი გოგოს ეჭვიანობაც კი დაიწყო თავის კლასელზე ,მაგრამ არ იყო ნია იმდენად სულელი ამას ვერ მიმხვდარიყო, საერთოდ არ უგრძვნია რამე ეჭვიანობის მაგვარი..დამწუხრებული იყო იმის გამო რომ მეტჯერ გიორგის ვეღარ ნახავდა და ეს ყველაფერი რაც მათ შორის იყო დასრულდებოდა..იმედს ჯერ კიდევ იტოვებდა ,რომ ამ უკანასკნელ დღეს მაინც დაელაპარაკებოდა მისი რჩეული მას..

***
თქვენ უნდა გენახათ რა ნერვიულობა იყო გამოცდაზე ეს ორი ერთად რომ დასვევს, სულ კანკალით პასუხობდა კითხვებს ,განა მუდოსი ეშინოდა ,არა ,ის უკვე მიეჩვია მის შავ თვალებს ,უბრალოდ ეშინოდა ვაითუ ჩავიჭრა ,მერე მუდო რას იფიქრებს ჩემზეო ,ის კი არ ახსოვდა ამ სულელს რომ კარგად იცოდა ყველაფერი..
გამოცდა წარმატებით ჩააბარა ,გახარებული წამოფრინდა სკამიდან ,ელოდა რომ მიულოცავდა ,ვიღაცამ მიულოიცა კიდეც მაგრამ წესიერად ვერ გაიგო,იქნებ ეს ვიღაც მუდო იყო?-არ ვიცით და ვერც გავიგებთ..
დაბლა ელოდებოდა როდის გამოვიდოდა მუდო ოთახიდან ,ზუსტად იცოდა ჩააბარებდა მაგრამ მაინც სურდა აქ ყოფილიყო და პირველი მას დაენახა და გაეზიარებინა მისი სიხარული..აი ისიც გამოჩნდა კიბეებზე ,თვალები შეაგება ნიამ, აგრძნობინა რომ აინტერესებდა რა ქნა და მუდომაც არ დააყოვნა ,თავისი შავი თვალები შემოანათა და ყველასგან შეუმჩნევლად აჩვენა ცერა თითი, ღიმილი ვერ დაფარა სახეზე ,იმდენად გაუხარდა მუდომ რომ ჩააბარა , არც მიულოცია ,უნდოდა მაგრამ ვინ ადაცა ,ბებიამისი გადაუდგა და მაგრად მოეხვია შვილიშვილს..
გამოცდების დასრულებამდე 2 საათი დარჩა ,მაინც იმედოვნებდა რომ რამეს ეტყოდა ,მაგრამ უშედეგოდ..გვერდით კლასში შევიდა მუდო და აღარც გამოსულა გარეთ ,ბოლოს ეს ორი საათიც ამოიწურა..
****
კლასის კარებში იდგა ,უყურებდა როგორ მიდიოდა გიორგი ბებიამისთან ერთად, ელოდა რომ შეხედავდა თუმცა არ შეუხედავს ,არც დამშვიდობებია ,ჩანთა აიღო და ისე დატოვა სკოლა,მანამ იდგა ასე სანამ თვალს არ მიეფარნენ..მაშინ მიხვდა რომ ყველაფერი დასრულდა ,მუდო მის ცხოვრებაში აღარ იარსებებდა ,აღარ შემოხედავდა კუპრივით შავი თვალებით ..დაენანა ,დაენანა ის დრო როცა პირველად დაინახა ,რას არ მისცემდა ისევ თავიდან დაბრუნებულიყო,ალბათ ყველაფერს გააკეთებდა ,ოღონდ დალაპარაკებოდა..მაგრამ ახლა მუდოც წავიდა ,წავიდა და სამახსოვროდ ის დაუტოვა რაც მთელი წლის მანძილზე სურდა ნიას -ერთი ღიმილი ...ღიმილი რომელიც მხოლოდ მას ეკუთვნოდა..არასოდეს დაავიწყდებოდა ის ,რამდენი წელიც არ უნდა გასულიყო,მუდო მის გონებაში ყოველთვის იარსებებდა ,შეიძლება აღარ ყვარებოდა მაგრამ ემახსოვრებოდა ,ემახსოვრებოდა და არასდროს ინანებდა მის თითოეულ ნაბიჯს ,ჩადენილ სისულელეს და ამ ერთ წელს..
-კარგად ხარ?-გვერდით ამოუდგა ნუცა დაქალს
-წავიდა ,არც შემოუხედავს ისე წავიდა -თვალი არ მოუცილებია გზისთვის ისე თქვა
-ჯანდაბაშიც წასულა -ერთი ამოილაპარაკა
-როგორ მეგონა დამელაპარაკებოდა ,დამემშვიდობებოდა მაინც
-ხომ გითხარი რომ მუდოა
-ის მუდოა ,მე რა გამოვდივარ სულელი?
-სულელი რატომ?
-ამდენი სისულელე გავაკეთე ,ამდენი ნაბიჯი გადავდგი, ამდენჯერ მივწერე ,მან კი არაფერი გააკეთა ,სულელი ვარ აბა რა ვარ?
-შენ მუდოს ღიმილის მიზეზი ხარ..

ეს ამბავი არც გამოგონილია და არც შეთხზული,გადაკეთებული ან შელამაზებული..ეს ნამდვილია ამბავია..იმედი მაქვს მოგეწონებათ



№1 სტუმარი Mariami

Chemi tavi gamaxsenda ori wlis win,zustad vici ra grdznobaa, nia rasac ganicdida bolos, mec megona magram...

 


№2  offline წევრი teengirllove

Mariami
Chemi tavi gamaxsenda ori wlis win,zustad vici ra grdznobaa, nia rasac ganicdida bolos, mec megona magram...

samwuxaora ,aravis ar vusirveb msgavsi ramis gamicdas ..vici ra tkivilicaa

 


№3  offline წევრი teengirllove

ლათინო
მოკლედ გეტყვი რაა ვეცდები ყველანაირად. აი გეფიცები არ ვიცი რა გითხრა,მეორედ წავიკითხე დასრულებული,ნაწილი ხო წაკითხული მქონდა,მაგრამ მაინც თავიდან ბოლომდე წავიკითხე და მივხვდი,ეხლა მივხვდი რომ როცა ვეუბნებოდი შენი მესმის თქო თურმე არც თუ ისე კარგად მესმოდა ნიასი. ახლა ყველაფერი გავიგე,ახლა ჩავწვდი მუდოს კი არა ჩემს ნიას...ახლა მართლა აღვიქვი ნია,მისი გრძნობებითურთ და პირველად,ჩემს ცხოვრებაში პირველად მომინდა ვიღაცას ჩავხუტებოდი-ჩემს ნიას. აი არ ვიცი ახლა რომ შემეძლოს იმ მუდოს თმით ვითრევდი. მართალი ვიყავი მუდო რომ შევარქვი მაგრამ მისიც მესმის და რა გავაკეთო არ ვიცი... აი ერთ მომენტზე გამაჟრჟოლა ,იმ მომენტში მივხვდი ზუსტად რომ მხოლოდ ახლა მესმის ნიასი,მანამდე კი მეგონა რო მესმოდა მისი. მადლობა რომ დაწერე,მადლობა რომ მომეცი შანსი მეგრძნო ის რასაც ნია გრძნობდა...მოკლედ არ ვიცი რაა ....ხო ყველაფერი ვიცოდი თითქმის მაგრამ ისევ ინტერესით ვკითხულობდი,ისევ ვფიქრობდი რომ სხვანაირად იქნებოდა...თუმცა კარგია რომ რეალობა დაგვანახე.შენთვისაც ალბათ უკეთესია,ვფიქრობ კარგი გააკეთე,რადგან რომ წაიკითხავდი გეტკინებოდა, იფიქრებდი ხომ შეიძლებოდა ასე ყოფილიყოო...
ბათ ....
მანამდეც ვუთხარი ნიას და ახლაც ვეუბნები,არ არის ეს ცუდი დასასრული...ვფიქრობ რომ ეს დასასრული არცაა და ალბათ არც იქნება..(გადაეცი ჩემგან)
არანაირი შენიშვნა,ჩემთვის ესეც საკმარისი იყო რომ ნია ბოლომდე გამეცნო,სხვა ყველაფერი კი უმნიშვნელოა :))
ნიას ნუცი

ai ar vici ra gitxra , namdvilad ar velodi am sityvebs..arc imas velodi ase tu gaiziarebdit chems grdznobebs ..shen isedac iziarebdi principshi..sityvebi ar myofnis martla

 


№4  offline მოდერი LurjTvala demoni

წავიკითხე თუმცა იცი რომ რამოდენიმე ცუთი დამჭირდა დასამშვიდებლად.
იმისთვის რომ მომეკრიბა ძალა, იმისთვის რომ ზუსტად გადმომეცა რას ვგრძნობდი.
ხომ იცი რომ ამატირე?
ისიც ხომ იცი რომ ახლაც ვტირი?
ნია არის ჩემთვის ძალიან, ძალიან საყვარელი გოგო.
ხომ იცი არა როგორ მიყვარდა?
მაგრამ ორმაგად, არა ასმაგად შემიყვარდა
იცი ყველაზე რთული რა აღმოჩნდა ჩემთვის?
ის რომ ნიაში ნაწილობრივ საკუთარი თავი ამოვიცანი, ის რომ ზუსტად მისნაირი შეცდომა დავუშვი მეც.
მე ზუსტად ვიცი რას გრძნობს ნია, იმიტომ რომ ეგ მეც გამოვიარე.
არვიცი ჯერაც ვერ მოვედი აზრზე რა დავწერო, ჯერაც ვერ ვათვითცნობიერწბ რაც წავიკითხე.
საუკეთესო გოგოა ნია, მერე რა რომ პატარ პატარა შეცდომები დაუშვა.
ის ჩემთვის მაინც საუკეთესოა, ვიცი რომ იპოვის ნამდვილ ბედნიერებას, მე ამის კი არ მკერა ვიცი და გამიხსენებს მერე მე გოგონას მიგრაციიდან.
მე მიყვარს ნია და ვიცი მასაც ვუყვარვარ ❤

 


№5  offline წევრი teengirllove

gogona migraciidan
წავიკითხე თუმცა იცი რომ რამოდენიმე ცუთი დამჭირდა დასამშვიდებლად.
იმისთვის რომ მომეკრიბა ძალა, იმისთვის რომ ზუსტად გადმომეცა რას ვგრძნობდი.
ხომ იცი რომ ამატირე?
ისიც ხომ იცი რომ ახლაც ვტირი?
ნია არის ჩემთვის ძალიან, ძალიან საყვარელი გოგო.
ხომ იცი არა როგორ მიყვარდა?
მაგრამ ორმაგად, არა ასმაგად შემიყვარდა
იცი ყველაზე რთული რა აღმოჩნდა ჩემთვის?
ის რომ ნიაში ნაწილობრივ საკუთარი თავი ამოვიცანი, ის რომ ზუსტად მისნაირი შეცდომა დავუშვი მეც.
მე ზუსტად ვიცი რას გრძნობს ნია, იმიტომ რომ ეგ მეც გამოვიარე.
არვიცი ჯერაც ვერ მოვედი აზრზე რა დავწერო, ჯერაც ვერ ვათვითცნობიერწბ რაც წავიკითხე.
საუკეთესო გოგოა ნია, მერე რა რომ პატარ პატარა შეცდომები დაუშვა.
ის ჩემთვის მაინც საუკეთესოა, ვიცი რომ იპოვის ნამდვილ ბედნიერებას, მე ამის კი არ მკერა ვიცი და გამიხსენებს მერე მე გოგონას მიგრაციიდან.
მე მიყვარს ნია და ვიცი მასაც ვუყვარვარ ❤

ise uyvarxar rogorc arasdros , gmerts yovel dge madlobas eubneba rom shennairi adamiani gaicno, mere ra ver vmaxulobt ertmanets ,mainc dzalian dzalian miyvarxar

 


№6  offline წევრი teengirllove

ლათინო
gogona migraciidan
წავიკითხე თუმცა იცი რომ რამოდენიმე ცუთი დამჭირდა დასამშვიდებლად.
იმისთვის რომ მომეკრიბა ძალა, იმისთვის რომ ზუსტად გადმომეცა რას ვგრძნობდი.
ხომ იცი რომ ამატირე?
ისიც ხომ იცი რომ ახლაც ვტირი?
ნია არის ჩემთვის ძალიან, ძალიან საყვარელი გოგო.
ხომ იცი არა როგორ მიყვარდა?
მაგრამ ორმაგად, არა ასმაგად შემიყვარდა
იცი ყველაზე რთული რა აღმოჩნდა ჩემთვის?
ის რომ ნიაში ნაწილობრივ საკუთარი თავი ამოვიცანი, ის რომ ზუსტად მისნაირი შეცდომა დავუშვი მეც.
მე ზუსტად ვიცი რას გრძნობს ნია, იმიტომ რომ ეგ მეც გამოვიარე.
არვიცი ჯერაც ვერ მოვედი აზრზე რა დავწერო, ჯერაც ვერ ვათვითცნობიერწბ რაც წავიკითხე.
საუკეთესო გოგოა ნია, მერე რა რომ პატარ პატარა შეცდომები დაუშვა.
ის ჩემთვის მაინც საუკეთესოა, ვიცი რომ იპოვის ნამდვილ ბედნიერებას, მე ამის კი არ მკერა ვიცი და გამიხსენებს მერე მე გოგონას მიგრაციიდან.
მე მიყვარს ნია და ვიცი მასაც ვუყვარვარ ❤

მაგ ლამაზთვალება გოგონასაც გაიხსენებს და ამ ლამაზ გოგოსაც რომელიც იგივეს ირწმუნება სადაც შენ. ნიამაც თქვა ერთნაირები არიანო ამიტომ სადაც შენ იქაც მე ლამაზ

:)))) aba ras vizam

 


№7  offline მოდერი LurjTvala demoni

ლათინო
gogona migraciidan
წავიკითხე თუმცა იცი რომ რამოდენიმე ცუთი დამჭირდა დასამშვიდებლად.
იმისთვის რომ მომეკრიბა ძალა, იმისთვის რომ ზუსტად გადმომეცა რას ვგრძნობდი.
ხომ იცი რომ ამატირე?
ისიც ხომ იცი რომ ახლაც ვტირი?
ნია არის ჩემთვის ძალიან, ძალიან საყვარელი გოგო.
ხომ იცი არა როგორ მიყვარდა?
მაგრამ ორმაგად, არა ასმაგად შემიყვარდა
იცი ყველაზე რთული რა აღმოჩნდა ჩემთვის?
ის რომ ნიაში ნაწილობრივ საკუთარი თავი ამოვიცანი, ის რომ ზუსტად მისნაირი შეცდომა დავუშვი მეც.
მე ზუსტად ვიცი რას გრძნობს ნია, იმიტომ რომ ეგ მეც გამოვიარე.
არვიცი ჯერაც ვერ მოვედი აზრზე რა დავწერო, ჯერაც ვერ ვათვითცნობიერწბ რაც წავიკითხე.
საუკეთესო გოგოა ნია, მერე რა რომ პატარ პატარა შეცდომები დაუშვა.
ის ჩემთვის მაინც საუკეთესოა, ვიცი რომ იპოვის ნამდვილ ბედნიერებას, მე ამის კი არ მკერა ვიცი და გამიხსენებს მერე მე გოგონას მიგრაციიდან.
მე მიყვარს ნია და ვიცი მასაც ვუყვარვარ ❤

მაგ ლამაზთვალება გოგონასაც გაიხსენებს და ამ ლამაზ გოგოსაც რომელიც იგივეს ირწმუნება სადაც შენ. ნიამაც თქვა ერთნაირები არიანო ამიტომ სადაც შენ იქაც მე ლამაზ


ჩემი გოგო ❤

 


№8  offline აქტიური მკითხველი lalita

გაგრძელებაც არ იქნებოდა ცუდი

 


№9  offline წევრი teengirllove

lalita
გაგრძელებაც არ იქნებოდა ცუდი

ki ar iqnebida ,magram aravin icis ra moxdeba shemdegshi..rogorc vtqvi namdvili ambavia

 


№10  offline წევრი qeti.ii

ნიაკო შენ ხარ?ანუ კომენტარებიდან ასე მივხვდი,ან თუ არ ხარ გადაეცი ჩემს ნიაკოს ასეთი ამბები ასე არ მთავრდება,მჯერა რომ გიორგი ისევ გამოჩნდება,როდის არ ვიცი,მაგრამ გამოჩნდება,ბოლომდე მეგონა რომ გიო მოიხედავდა,იქნებ მოიხედა კიდეც რა იცი?!ვერ გეტყვი ვიცი რასაც გრძნობ მეთქი იმიტომ რომ არ მყვარებია,მაგრამ მომწონებია,გამიღიმია და ურეაქციობა მიმიღია,ასეც ხდება ხოლმე,მე ნიაკოს და გიოს ფანი ვარ იცოდე,და თუ გიყვარს უნდა იბრძოლო,ეს ცხოვრება ხანმოკლეა,წამებისგან შედგება და ჩადენილი ან არ ჩადენილი არ უნდა ინანო,იბრძოლე,და თუ არ უყვარხარ კიდე მაგ მუდოს მისამართი გამიგე შენ და ვასწავლი ჭკუას,მაგ მართლა მუდო აა,დდდ
წარმატებები შენ და ნიაკოსაც,შემიყვარდით მე თქვენ❤❤❤❤❤

 


№11  offline წევრი teengirllove

qeti.ii
ნიაკო შენ ხარ?ანუ კომენტარებიდან ასე მივხვდი,ან თუ არ ხარ გადაეცი ჩემს ნიაკოს ასეთი ამბები ასე არ მთავრდება,მჯერა რომ გიორგი ისევ გამოჩნდება,როდის არ ვიცი,მაგრამ გამოჩნდება,ბოლომდე მეგონა რომ გიო მოიხედავდა,იქნებ მოიხედა კიდეც რა იცი?!ვერ გეტყვი ვიცი რასაც გრძნობ მეთქი იმიტომ რომ არ მყვარებია,მაგრამ მომწონებია,გამიღიმია და ურეაქციობა მიმიღია,ასეც ხდება ხოლმე,მე ნიაკოს და გიოს ფანი ვარ იცოდე,და თუ გიყვარს უნდა იბრძოლო,ეს ცხოვრება ხანმოკლეა,წამებისგან შედგება და ჩადენილი ან არ ჩადენილი არ უნდა ინანო,იბრძოლე,და თუ არ უყვარხარ კიდე მაგ მუდოს მისამართი გამიგე შენ და ვასწავლი ჭკუას,მაგ მართლა მუდო აა,დდდ
წარმატებები შენ და ნიაკოსაც,შემიყვარდით მე თქვენ❤❤❤❤❤

:))) jer aravin icis ra moxdrba ,sheidzleba martali xar da aseti ambebi ise ar rcheba , niam yvelaferi gaaketa titqmis , axla mudis jeria daamtkicos tavis siyvaruli

 


№12  offline წევრი triniti

Ase ratom damisrule es istoria ?movitxov bednier dasasruls gaagrzele raa ase ar minda dasruldes .saocari rom xar ici albat.miyvars sheni personajebi dzalian.

 


№13  offline წევრი teengirllove

triniti
Ase ratom damisrule es istoria ?movitxov bednier dasasruls gaagrzele raa ase ar minda dasruldes .saocari rom xar ici albat.miyvars sheni personajebi dzalian.

მადლობა :)) სამწუხაროდ ეს სინამდვილეა და არ მინდა შეთხზული დასასრულით გავაბანალურო , მეც მეტკინა გული,არ მინდოდა ასე დასრულებულიყო,მაგრამ დასრულდა ,რას ვიზამთ ,სამუდამო არაფერია :)))

 


№14  offline წევრი Onlyyou

Amia shemdeg ramoxda? Gagrdzeleba ar aqvs?

 


№15  offline წევრი teengirllove

Onlyyou
Amia shemdeg ramoxda? Gagrdzeleba ar aqvs?

არა სამწუხაროდ გაგრძელება არ აქვს ,მხოლოდ რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმამეთს და ისიც მხოლოდ შეხედვით შემოიფარგლნენ ,მორჩა ..

 


№16  offline წევრი ზღვა))

საოცრება მყევხარ შენ მე ❤❤❤ ყველაფერი საუკეთესოდ იქნება ❤

 


№17  offline წევრი teengirllove

ზღვა))
საოცრება მყევხარ შენ მე ❤❤❤ ყველაფერი საუკეთესოდ იქნება ❤

:)) ვიცი, იმედი მაქვს

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent