შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თამაში.თავი 8


18-06-2018, 00:35
ავტორი zia-maria
ნანახია 3 439

წარმატებული და უკვე ყველასათვის ცნობილი პიროვნება დევი დევიძე,ადამიანი რომელმაც უამრავი ქართველის და არა მარტო ქართველის გულში უზარმაზარი თუ არა,პატარა ადგილი მაინც დაიკავა,ადამიანმა რომელმაც ჰპოვა კონკრეტული გზა სამომავლო გზაზე,მის საყვარელ სფეროში ,,სპორტში'' და ბევრი ადამიანის სიყვარულიც დაიმსახურა.დღეს ის ვეღარ ჭიდაობს,მაგრამ არის წარმატებული ბიზნესმენი,რომელიც უამრავ პატარას ეხმარება ოცნებების ასრულებაში.ტრავმა რომელიც მან მიიღო,რა თქმა უნდა ძალიან მტკივნეული იყო,მაგრამ დევი მისი ჯამრთელობისთვის უფრო სერიოზული ავადმყოფობის გამო ჩამოშორდა მის საყვარელ საქმეს,როცა ერთ დღეს პირადმა ექიმმა დაურეკა და სასწრაფოდ შეხვედრა სთხოვა.დევის ანალიზები ახალი აღებული ჰქონდა და ეჭვებმა შეიპყრო,ამიტომ არც დაფიქრებულა ისე დაეთანხმა შეხვედრაზე და რამოდენიმე წუთში ექიმის კაბინეტში იჯდა და მთელი გულისყურით უსმენდა მას.
-გისმენთ ექიმო.
-კარგია რომ არ გადადე და მოხვედი დევი.დღესვე გავიმეორებთ იმ ყველა ანალიზს,რაც კი აქამდე გავაკეთეთ და ამას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შემოწმება დაემატება.
-რა არის ეს მნიშვნელოვანი შემოწმება.
-გული,დევი გულზე გვჭირდება გავაკეთოთ გამოკვლევა.მხოლოდ დღესვე და ეს არ გადაიდება.
-მოიცადეთ,მინდა კარგად გამარკვიოთ,მე მაქვს გულზე პრობლემები?
-ანალიზები ასე აჩვენებს,ღმერთმაც ჰქნას ვცდებოდეთ დევი.შენს ამ ყველა ანალიზს ნახავს ერთ-ერთი საუკეთესო ქირურგი-კარდეოლოგი და ის გვეტყვის ჩვენი ვარაუდი სწორია თუ ვცდებით,და თუ გამოკვლევას საჭიროებს მისი დარიგების შემდეგ გადავწყვიტავთ როგორ მოვუდგეთ შენში არსებულ დაავადებას.დევი ეს ძალიან სერიოზულია და პირველი რაც უნდა გააკეთო მაპატიე,ვიცი რომ გატკენ,ვიცი რომ ეს ძალიან რთული და იგივეა მეც ხელი ავიღო და ჩამოვშორდე ჩემს საყვარელ საქმეს,მაგრამ უნდა გითხრა,რომ სპორტს უნდა დაემშვიდობო.შეუძლებელია ამ გულით შენ ვარჯიში გააგრძელო,შეეგუე,რომ შენი სპორტული კარიერა აქ დასრულდა და ახლა უნდა მიხედო შენს ჯამრთელობას.
-როდიდან?
-ახლავეს თუ დრო გაქვს,მაგრამ არ მინდა პანიკაში ჩავარდე და ნერვიულობით კიდევ უფრო გაართულო მდგომარეობა
-არა,მშვიდად ვარ არ ვპანიკდები.გავაკეთოთ ყველაფერი რაც კი საჭიროა და ახლავეს.მხოლოდ მოდი გულახდილები ვიყოთ,თქვენი საუბრიდან მივხვდი რომ მდგომარეობა ძალიან სერიოზულია და მინდა ვიცოდე რამდენად სერიოზულია,შეეხება ჩემს სიცოცხლეს?პირდაპირ მითხარი მაშინ,რამდენი დამრჩა სიცოცხლისთვის.
-ნუ ჩქარობ თავად გამოუტანო შენს თავს განაჩენი,მდგომარეობა სერიოზულია,მაგრამ თუ დროზე გავაკეთებთ ყველაფერს გპირდები რომ ყველაფერი კარგად დასრულდება და თუ არ მივხედავთ და გაჯიუტდები დევი შენს სიცოცხლეს თავად შენ შეუქმნი საფრთხეს.დევიმ არავის არაფერი არ უთხრა და მარტო შეეჭიდა ამ მძიმე და რთულ ეტაპს.გაუჭირდა,მაგრამ სპორტს დაემშვიდობა,ხშირი კონტაქტი ჰქონდა ექიმთან და ფეხ და ფეხ მიჰყვებოდა მის რჩევებს და რეგულარულად იღებდა დანიშნულების მიხედვით წამლებს.ისევ ხელახალი ანალიზების აღების დროს ის ყოველთვოს 3-4 დღე საავადმყოფოში წვებოდა და ეს შემთხვევით გაიგეს ბიჭებმა.ერთ დღეს მორიგი ანალიზის აღებისას როცა ექთანი ვენიდან სისხლს უღებდა სამივემ შეაჭრა პირდაპირ დევის პალატაში და მის საწოლთან სამივე დაბღვერილი და დოინჯ შემოდებული დადგა,ისეთი სახით უყურებდნენ დევის ერთი თქმა დააპირა ექთანისთვის ეთქვა მარტო არ დაეტოვა ის ამათთან,მაგრამ გულში სიამაყის გრძნობა იგრძნო და სამივეს მადლიერებით სავსე თვალებით შეხედა.
-რა არის აქ?იკითხა გიორგიმ.
-საავადმყოფო.უპასუხა დაბნეულმა ექთანმა,დევის ჩაეცინა და ექთანს შეხედა რომელმაც სასწრაფოდ დატოვა პალატა.
-შეაშინეთ ადამიანი თქვენ ნორმალურები ხართ? შეუღრინა სამივეს დევიმ.
-დაიწყე დებილური შეკითხვები?მეორე მხრიდან ვასომ შეუღრინა გიორგის.
-არ უნდა გავიგო შე მართლა დებილო?
-რა უნდა გაიგო,ვთქვით საავადმყოფოში მივდივართ და მოვედით,ვნახეთ ჩვენი ტვინით და არა გულით ავადმყოფი მეგობარი.
-აქ იმიტომ მოდით რომ უფრო მომიშალოთ ნერვები?
-შენ საერთოდ ნუ ლაპარაკობ,უგულო ხარ დევი.
-ყოველ ორ კვირაში აქ დადიხარ და მარტო უმკლავდები ამ ყველაფერს,რისთვის ვართ მეგობრები.უთხრა ვასომ.
-მართლა ყოველ ორ კვირაში დადიხარ აქ ყმაწვილო? კითხა ნიკამ.
-კი, თავად ყმაწვილო
-მერე უჩვენოდ?
-რომ კითხო მეგობრები ვართო გვეტყვის.
-დაასრულებთ შეკითხვებს და საყვედურებს?შეუღრინა დევიმ სამივეს და სამივე უცებ გააჩუმა.მერე იტყვით რატომ არ გითხარით,თუ არ შეგიძლიათ წყნარად ყოფნა,შეგიძლიათ წახვიდეთ.
-რატომ?აქ ხომ პატარა სამოთხეა,შეხედეთ რა ექთნები დადიან.
-თათას ვეტყვი სხვას რომ უპრაწავ თვალებს.სიცილით უთხრა ნიკამ.
-ისე ყავას აქ მოგვართმევს ვინმე?იკითხა ვასომ.
-აბა?ახლავეს დავრეკავ.გიორგიმ ტელეფონი აიღო და დარეკა.-შესაძლებელია ყავა რომ მოგვართვას ვინმემ?
-გათიშე იდიოტო შენ რა სასტუმროში ხომ არ გგონია შენი თავი.უღრიალა დევიმ და გიორგიმაც წრაფად გათიშა ტელეფონი.უეცრად სიჩუმე ჩამოვარდა და ამ სიჩუმეში გიორგის სერიოზული ხმა გაისმა.
-მე და თათა იმ დასკვნამდე მივედით,რომ უნდა გავიყაროთ.
-რაააა? შენ ში.... ხომ არ გაქვს ბიჭო,რას ჰქვია ეყრებით და რატომ ეყრებით იცი?
-ვიცი,სულ ცუდად არის,დღემდე ვერ გადაიტანა თაიასგან დუმილი.ამბობს, ერთად რომ ვართ ამიტომ არ მეკონტაქტებაო.
-ელენე?რას ამბობს ელენე.
-არაფერს, ამბობს რომ არც მასთან აქვს კონტაქტი.
-ეს იმიტომ, რომ არ უნდა გავიგი მე თუ სად არის.არ გაბედო და თათას არ დასცილდე,ამას არ გაპატიებ გიორგი.თინანო ყოველი კუთხიდან ცდილობდა ელენეს ეთქვა თუ ვინ იყო მისი მამა და რას წარმოადგენდა ეს პიროვნება,მაგრამ ვერ შეძლო.თითქოს თვით უფალსაც უნდოდა გაეგო თინანოს მამის ვინაობა და ღამით,როცა წყლის დასალევად ადგა მოესმა ხმა,სამივე ისხდნენ და საუბრობდნენ.მოუსმინა და ყველაფერი გაიგონა თუ ვინ იყო მამა და სად იმყოფებოდა.სულ დაავიწყდა წყალი და ბედნიერმა დაწვა,იმ ღამით კიდევ ერთხელ მტკიცედ გადაწყვიტა გამხდარიყო ჟურნალისტი და ასე მიეღწია იმ ადამიანთან რომლის ნახვას უკვე 15 წელია ნატრობს.
-ელენე მართალია, თაია როდემდე გინდა დაუმალო დევის შვილი.
-ჩუმად არ გაიგონოს,ამ ბოლო დროს სულ მეკითხება,ვინ არის მისი მამა და სად არის.
-თაია დევიმ სერიოზული ტრავმა მიიღო,ის ვეღარ აგრძელებს სპორტულ კარიერას,მისი კარიერა დასრულდა 37 წლის ასაკში და მას შემდეგ მხოლოდ ბიზნესით არის დაკავებული.ის ცნობილი პიროვნებაა,მარამ ძალიან შორს დგას მედიასთან და ტელევიზიასთან.
-რა გგონიათ,ეს ყველაფერი ჩემთვის იოლია?
-ამ ყველაფერს გულის პრობლემაც დაერთო და გარკვეული დრო ჩუმად იყო,არც ბიჭებმა არაფერი არ იცოდნენ,არც იტყოდა რომ შემთხვევით არ გაეგოთ.
-ეს ყველაფერი თათასგან იცი?
-თათამ მითხრა და ისინიც იმ ზომამდე მივიდნენ,რომ არა დევის მტკიცე დადგომა მათ გვერდით დღეს გაყრილები იქნებოდნენ
-რატომ უნდა გაყრილიყვნენ.გაუკვირდა თაიას.
-შენგან დუმილს ვერ შეეგუა თათა და რომ არა თომას თქმა რომ მეც არ ვიცოდი შენი ადგილ-მდებარეობა,მეც არ მიჯერებდა.
-ახლა როგორ არის,დევიმ გულზე იმკურნალა?
-იმკურნალა,საუკეთესო ექიმებთან და პროფესორებთან გაიარა ყველა წვრილმანი დეტალიც კი და დღეს გადალახა ყველაფერი,მადლობა უფალს კარგად არის.არ გაინტერესებს რომ ნახო კომპიუტერში როგორია ამდენი წლის შემდეგ?თაია 15 წელი გავიდა,იხვევ გულში შენს სათქმელს,შენს ტკივილს და ბოლოს შენც გულით დაავადდები როგორც დევი.
-თქვენ გგონიათ არ ვფიქრობ მასზე,არ მახსოვს,არ მიყვარს.გეფიცებით ჩემს თავს ვეღარ ვცნობ მას შემდეგ,რაც ლონდონში სახლის კარი გამოვიკეტე.ისტორია ჩემი სიყვარულის იქ,იმ კარის მიღმა დასრულდა და მე დავრჩი დაცარიელებული.არც ის იცით რამდენჯერ დავრეკე მის ნომერზე დაფარული ნომრით მხოლოდ იმის გამო,რომ მისი ხმა გამეგონა.
-დაურეკე და არ დაელაპარაკე?გაუკვირდა თომას და ელენეს.
-ვერა,ვერ გავბედე ვერ დაველაპარაკე.
-მიხვდა შენ რომ იყავი?
-ერთხელ მიხვდა და პირდაპირ მითხრა ,,თაია არ გათიშო,ვიცი შენ რომ ხარ''.
-მერე?
-მერე,მის შემდეგ აღარ დამირეკია,ის ნომერი გამოვცვალე შესაძლებელი იყო ამოეძებნა.
-და შემდეგ აღარ გიცდია?შეეკითხა თომამ.
-რამოდეიმე თვის წინ ხელი თავად გამექცა ტელეფონისკენ ისე რომ არც დავფიქრებულვარ ნომერი დამეფარა,მაგრამ ნომერი გათიშული იყო.ალბად ის ნომერი აღარ აქვს,რომ ჩაერთო ხომ ნახავდა უცხოეთის ნომერს და მიხვდებოდა.
-სიყვარულია ეს 15 წელი გავიდა და არ განელდა?ეს ხომ ტანჯვაა.თქვა ელენემ.
-მე ვერ დავიჯერებ,რომ ის მარტოა და არავინ არ ჰყავს ან ოჯახი არ შეჰქმნა.
-იგივეს ამბობს ის შენზე,ვერ იჯერებს რომ მარტო ხარ.
-მე არ ვარ მარტო.
-არ ხარ მარტო?თვალები გაუფართოვდა თომას.
-ხო,მე თინანო მყავს.
-გული გამიხეთქე თაია.სამივეს გაეცინა თომას მოულოდნელ გაოცებაზე.
-მომენატრა ის დრო,ერთად რომ ვიკრიბებოდით და ჩვენს სიმხიარულეს,სიგიჟეს და სულელობებს არ ჰქონდა დასასრული.
-წავიდა და გაიარა იმ გიჟურმა წლებმა ჩემო თაია.
-ღამემაც გაიარა და მე უკვე დიდი ხანია მეძინება.თქვა თომამ და ელენეს მხარზე ჩამოადო თავი.
-დავწვეთ,დავიძინოთ ხვალ ვმუშაობ.
-არ მუშაობ,ეს დღეები სანამ აქ ვარ ჩემთან ერთად ატარებ.უთხრა თომამ და თვალი ჩაუკრა,ელენეს კი ხელი მოხვია და საძინებლისკენ წავიდნენ ღიღინით.მოულოდნელად ჩაფიქრებულ თაიას მიუბრუნდა და უთხრა.
-შენ დააგვიანე ჩემო დაო გაიგო,ყვავილი რომელიც რაც უფრო ცდილობ ერთი ადგილიდან მეორეზე გადაიტანო და გაახარო,ხშირ შემთხვევაში ის არ იხარებს,ხმება.ის იქ ხარობს სადაც ღმერთმა მისცა არსებობის და სიცოცხლის ძალა,სადაც აღმოაცენა,გაალამაზა და სააუცხოო სურნელიც უბოძა.ასე ხართ თქვენც,ერთმანეთისაგან შორი-შორს სულ სხვადასხვა მხარეს და თქვეს შორის დგას ოკეანე.თქვენი სიყვარული და თქვენში არსებული გრძნობა თანდათან გაუფასურდება,თუ თავად არ შეუწყობთ მას ხელს.თუნდაც დაგვიანებით რომ შემხმარი ფოთლები ჩამოიცილოს და ნელა-ნელა აღმოუცენდეს ახალი ყლორტები,სიცოცხლისკენ მიზანსწრაფვა ექნეს ეს თქვენზეა ორივეზე დამოკიდებული.ნუ მოკლავ იმ გრძნობას,რაც ღმერთმა საჩუქრად გიბოძათ.გახეთქილი და დასერილი ღრუბლებიდან მუდამ იწვიმებს და არასოდეს არ გამოიდარებს,დაფიქრდი თაია კარგად დაფიქრდი და გადაწყვეტილება მიიღე ეს შენთვისაც კარგი იქნება,ბავშვისთვისაც და დევიც კარგად იქნება.თომას არასოდეს არ უთქვამს მსგავსი სიტყვები თაიასთვის რამაც ის ღრმად ჩააფიქრა და ოთხი წელი ფიქრობდა.თინანო გაიზარდა და ჟურნალისტიც გახდა,მესამე კურსზე კი ის ლონდონში გაემგზავრა.გაუჭირდა,ძალიან გაუჭირდა თინანოს გარეშე ცხოვრება,დღეები თითქოს არც გადიოდა მაგრამ მან ხომ მისი საყვარელი პროფესია აირჩია.ლონდონში ჩასული სულ მარტო უცხო ქვეყანაში ვერ ვიტყვი,რომ თავს კარგად და არა ჩვეულებრივად გრძნობდა.არა,ის სულ მარტო იყო უმეგობროდ და ყველა ახლობლის გარეშე.სწავლის დაწყებამდე საცხოვრებელი ბინის თემა მოაგვარა,მოეწყო და დედასაც გააგებინა რომ მასზე არ ენერვიულა.
-მართლა კარგად მოეწყვე?არ მომატყუო დე.
-მოვეწყვე,შენს თავს გეფიცები და კარგად ვარ.თავს მიხედე რა გთხოვ,ჩემზე ნუ ინერვიულებ.
-ვეცდები ჩამოვიდე თინანო თუმცა უნდა გითხრა,რომ ეს ქალაქი არ მიზიდავს და ძალიან მრთგუნავს.
-ეს შენს წარსულს ეხება?დედა მე გავიზარდე,უკვე დიდი ვარ სტუდენტი და შემიძლია მოგისმინო,შემიძლია გაგიგო.
-ოდესღაც,ალბად ოდესღაც გეტყვი თინანო მაგრამ არა ახლა.
-კარგი როგორც შენ გინდა,როცა შენ ჩათვლი საჭიროდ მე არაფერს არ გაძალებ.ჩამოსვლით კი როცა საჭირო იქნება მე თავად გეტყვი როდის უნდა ჩამოხვიდე.გაკოცე დე და მენატრები უკვე.
-ტკბილი ძილი ჩემო პრინცესა.თაიას არ დაუძინია ისევ ფიქრებში ჩაიძირა,ისე როგორც თინანო.მეორე დღეს უკვე შუადღე იყო რომ გაიღვიძა,გარეთ გაიხედა და ღრუბლიანი ამინდი იყო,მოემზადა ცოტა წაიხემსა და გარეთ გავიდა,ფეხით დაუყვა ქუჩას.იქვე არც თუ ისე ახლოს მყუდრო პარკი შენიშნა,სიარულისგან დაღლილმა გადაწყვიტა იქ დაესვენა და ისედაც მყუდრო პარკში კიდევ უფრო მყუდრო ადგილი შეარჩია.მასთან მოშორებით პატარა გოგონა თამაშობდა დედასთან ერთად და მოუნდა ისიც იმ ასაკში ყოფილიყო,წუთით გადარეკა და თაიას დაელაპარაკა.
-ხომ კარგად ხარ თინანო.
-კი,კი კარგად ვარ უბრალოდ მომინდა შენი ხმის გაგონება,მიყვარხარ დე.
-მეც მიყვარხარ,შენ ჩემი სუნთქვა ხარ თინანო.ცრემლი მოერია,უნდოდა დედასთან ახლოს ყოფილიყო.
-გამარჯობა.მოესმა ფქრებში ჩაძირულს ქართულად მისალმება,თავი ასწია და მის წინ მაღალი ლამაზი მამაკაცი იდგა,რომელსაც საოცრად ლამაზი ღიმილი ჰქონდა.
-გამარჯობა.
-შეიძლება დავჯდე?
-აქ რატომ,სხვაგან არ იყო ადგილი?
-ქართული საუბარი მომესმა და სურვილი გამიჩნდა გავამხიარულო ერთი ძალიან მოწყენილი გოგონა.
-მაინც როგორ?
-ხელის გული მიჩვენე.თინანომ ხელი გაუწოდა და ბიჭმა დიდი დაკვრვებით დააკვირდა ხელზე.
-ალბად იცი,რომ წინ დიდი მომავალი გელოდება.რაღაც მიზანი გაქვს,რომელსაც აისრულებ.თინანო დაიბნა,დაიძაბა და გაოცებული უცქერდა მის წინ მჯდარ ბიჭს.
-მერე? მერე რა მოხდება?
-მერე ხდება ის რომ შენ 14 შვილი გეყოლება.
-რა,რა,რამდენი?
-თოთხმეტი, გინდა დავითვალოთ?
-არა,არ მინდა ეს ძალიან ბევრია და ვერ გავქაჩავ მაგდენის მოვლას.ორივე გულიანად იცინოდა.
-დემეტრე ჩემი სახელი,ისე დევის მეძახიან.
-დევის?მართლა?გაუკვირდა თინანოს და დაკვირვებით დააცქერდა სახეზე.
-ხო დევის,რა არ ვგავარ დევის თუ რა შეხედე რა მუსკულები მაქვს.თინანომ კიდევ გულიანად გადაიკისკისა.ბიჭი ბედნიერი თვალებით უცქერდა და ღიმილით შეეკითხა.
-შენ?შენ რა გქვია?
-მე თინანო,თინანო მქვია.
-აქ.
-აქ როგორ მოვხვდი?წელს აქ გადმომისროლა ბედმა,ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და მესამე კურსი აქ უნდა გავიარო.
-რა დამთთხვევაა,მეც ჟურნალისტიკაზე ვსწავლობ და მეც მესამე კურსზე ვარ.
-უფ,ვიპოვე მგონი ჩემი ჭკუის მეგობარი.
-დამცინი?თუ ჭკუით იქნები ჩემს სამეგობროს წრეშიც მოხვდები, ისე რომ იცოდე ყველა ქართველები ვართ სამეგობროში.
-მართლა?ძალიან სასიხარულოა,ისე ჩვენი შეხვედრა რას იტყვი ვითომ ბედი იყო?
-ასე ჩანს,ახლოს ცხოვრობ?
-კი,აქედან რამოდენიმე მეტრში.ისე რატომ გეუბნები,იქნებ და მანიაკი ხარ?დემეტრემ გაოცებულმა შეხედა თინანოს და მოულოდნელად გულიანად იხარხარა,რაზედაც თინანოც აიყოლია.
-უფ რამდენი ხანია ასე გულიანად არ მიცინია,მეგობრები გყავს?
-არა,ჯერ არავის არ ვიცობ.
-აჰა,ესე იგი ჩემი სათრევი ხარ აქეთ იქით?
-რატომ შენი სათრევი?მე რა ფეხები არ მაქვს?
-კარგი,ხვალ გაგაცნობ ჩემს სამეგობროს.
-მართლა?გაუხარდა თინანოს.
-მართლა.ღიმილით უპასუხა დემეტრემ.
-დევი დედმამიშვილები გყავს?
-და მყავს უმცროსი,რომელიც ყოველ დღეს ჩემს ნერვებზე როგორც გიტარაზე კარგად გაჭიმულ სიმებზე ისე უკრავს.
-ჩხუბობთ?
-მე ჩხუბს არ დავარქმევ ჩვენს ყოველ დღიურ ომს,ჩვენ არ ვჩხუბობთ,ჩვენ ვჭამთ ერთმანეთს ყოველ დილით. შუადღისით თუ სახლში ვართ ვგესლავთ ერთმანეთს და საღამოს ძილის წინ თუ დამხვდა ფეხზე ფხიზლად ხელ-ჩართულ ბრძოლაშიც ვიჭრებით.ერთი კუთხიდან დედაჩემის ხმა ისმის და მეორე კუთხიდან მამაჩემი ყვირის ბოლოს ორივე შუაში გვიდგება და ასე გვაზავებენ.
-ვაიმეეეე,წარმომიდგენია რა სიტუაციააა.
-არ გისურვრბ იმ დროს იქ ყოფნას.
-აჭარბებ.
-საერთოდ არა,შემთხვევით შენც ასე ხომ არ ხარ?
-არა,დედისერთა ვარ.
-მართლა?დასვენებული ხარ,დამიჯერე მშვიდი ნერვები გაქვს სამაგიეროდ და ამას რა სჯობს.ისე ერთი აზრი მომივიდა.
-რა აზრი?
-მოდი რადგან აქ მარტო ხარ და არავინი არ გყსვს,მე ვიქნები შენი ძმა და კარგი მეგობარი,მოსულა?თაია დაფიქრდა და შემდეგ უთხრა.
-მოსულა,თანახმა ვარ.
-მაშინ წამოდი ახლა სახლამდე მიგიყვან და მეც მშვიდად წავალ.თინანომ რაღაც საოცრად ახლობრული გრძნობა იგრძნო დემეტრესგან და უშიშრად გამოდო ხელ-მკლავი და ღიმილით დაუყვნენ ქუჩას თან საუბრობდნენ.
-დემეტრე მშობლებს რა ჰქვიათ?
-დედას შორენა,მამას ანდრეა,ჩემს დას კი დალილა.
-დალილა რა კარგი სახელია.
-ბებოს საპატივცემულოდ დაარქვა მამამ.
-გასაგებია,აი მოვედით მე აქ ვცხოვრობ.ხვალამდე დემეტრე.
-ხვალამდე თინანო.დაემშვიდობნენ ერთმანეთს,თინანო არ იყო დარწმუნებული დემეტრე მართლა სიტყვებში და დილით ისევ საღამურებში იყო,როცა კარზე ზარი შემოესმა.დაავიწყდა როგორადაც იყო და კარი გააღო,ხელში კი ყავის ფინჯანი ეჭირა.კარები გააღო და რამოდენიმე წყვილმა თვალმა თვალებ გაფართოვებული შეხედა თინანოს.
-ახლა ადექი?
-ხო.
-წადი გამოიცვალე და მერე გაგაცნობ სამეგობროს.თინანო დაიბნა ყავის ფინჯანი დემეტრეს შეაჩეჩა ხელში და თან კარები მიუხურა,მაგრამ დემეტრემ მოაწრო და ხელით შეაჩერა კარი,სიცილით შეუძღვა მეგობრებს სახლში და მისაღებში დასხდნენ.თინანო კი სირბილით გაიქცა თავის ოთახში და სულ მალე მოკლე შორტით და თეთრი გამჭირვალე მაისურით დადგა დემეტრეს გვერდით.დემეტრემ სიცილით უთხრა.
-ხომ გითხარი ხვალ მოვალთქო.
-სიმართლე გითხრა,არ მეგონა თუ მოხვიდოდი.
-აპ,შეჩერდი.თინანო პირველი, გახსოვდეს რომ მე სიტყვას ყოველთვის ვასრულებ.მეორე, გაიცანი ჩემი ძალიან ახლობელი ადამიანები,ჩემი ძმები და ჩემი დები.ზიზი,ნატა,გაბრიელი,ალექსანდრე და მე უკვე მიცნობ.ეს კი თინანოა ჩვენი სამეგიბროს ახალი წევრი და უკვე ექვსნი ვართ და იმედია ასე მჭიდრო კავშირში ვიქნებით ბოლომდე.ახლა კი რამე გააკეთეთ,გაქვს რამე თუ მოვიტანოთ.
-არა,მაქვს.დაიმორცხვა თინანომ.არ იყო ჩვეული ასეთ ახლო ურთიერთობას და ცოტა დაბნეულიც იყო.
-სადილის კეთება თუ იცი.ღიმილით უთხრა ალექსანდრემ.
-მოვახერხებ რამეს.გაეცინა თინანოს და გოგოებთან ერთად სამზარეულოში გავიდა.
-თინანო რას ვაკეთებთ?
-მოდით დღეს მე გავამზადებ,თქვენ დაჯექით.თინანო ისე სწრაფად მოძრაობდა გოგონები გაოცებული უცქერდნენ.რამოდენიმეჯერ ალექსანდრემ შეაკითხა გოგოებს და მოწონების ნიშნად კმაყოფილი უცქერდა თინანოს.
-იცი?სამი დღეა ამ ფარდას ვუყურებ და მიკვირდა ვინ გადმოვიდა,ვინ გადმოვიდა.მიხარია შენ რომ აღმოჩნდი ახალი ბინადარი.თინანო უეცრად შემობრუნდა დასვილი ხელებით და ალექსანდრეს შეხედა.
-სამი დღეა მითვალთვალებ?
-შენ არა,ამ ვერანდას რადგან მაინტერესებდა ვინ ცხოვრობდა აქ მაგრამ ვერ მოვახერხე ახალი ბინადარის შორიდან დანახვაც კი.
-შენ სად ცხოვრობ?ალექსანდრე მიუახლოვდა,ხელები მხრებზე მოხვია ვერანდაზე გაიყვანა და მიდი ბინის მოპირდაპირე ვერანდაზე მიუთითა.
-ხედავ იმ ვერანდას ჰამაკი რომ არის გამბული?
-კი,ვხედავ.უთხრა თინანომ დაბნეულმა რადგან ალექსანდრეს ცხელი სუნთქვა ყელში ეფრქვეოდა,მიხვდა ალექსანდრემ თინანოს დაბნეულობის მიზეზს და ჩაეღიმა.
-ჰოდა,იქ ვცხოვრობ მე.
-აააა,ასე ახლოს?
-კი ასე ახლოს,რამე პრობლემაა?
-არა,არანაირი ან რატომ უნდა იყოს პრობლემა?ალექსს ჩაეღიმა მისებურად და ისევ ბიჭებთან გავიდა.
-რა მოხდა,რა გაწრიალებს.
-არაფერი.
-როგორ ატყობ,მალე გამზადდება სადილი?იკითხა გაბრომ და მუცელზე მოისვა ხელი.
-აუ ეს მუცლის მონაა,მე მგონი კი.თქვა და გაეღიმა.
-ვიცნობ მე შენს ღიმილს და გაფრთხილებ.
-გეფიცები არაფერს ცუდს არ ვფიქრობ,პირიქით რომ იყოს?
-კი ბატონო,თინანო სხვას არ ჰგავს იცოდე და რამე არ შეგეშალოს.თინანომ მალე გააწყო ლამაზად სუფრა და ბიჭებსაც დაუძახა, თეფშების უკმარისობის გამო კი ბოდიში მოიხადა.დემეტრემ კი შუბლზე აკოცა და სალათით სავსე ღრმა თეფშები თავად დადგა მაგიდაზე.
-ნუ ნერვიულობ,არაფერი არ დაგრჩება აქ შეუჭმელი.
-თუ გემრიელი ხელი გაქვს თინანო ყოველ დღე მოვალთ და თებშებსაც გიყიდით საჩუქრად.უთხრა პირგამოტენილმა გაბრიელმა და ყველას გაეცინა.თინანო მალე მიეჩვია სამეგობროს,დღეებს მათთან ერთად ატარებდა.ერთ დღეს დემეტრემ დაურეკა და შეშინებულმა სთხოვა სასწრაფოდ შეხვედრა,თინანო არც დაფიქრებულა ისე მივიდა დემეტრეს ნათქვამ მისამართზე,მალე ზიზი მოვიდა,ასევე ნატაც,რამდენიმე წუთში კი ალექსანდრე, გაბრო არ სჩანდა და რამოდენიმეჯერ დაურეკა დემეტრემ ტელეფონზე
-მოვდივარ,რა გჭირს.ამის თქმა იყო და მოულოდნელად ვიღაცას შეეჯახა და თვალები იქ დარჩა,სადაც მკერდის ღარი ჩანდა ძალიან მიმზიდველად.
-ააა,უ უ უკაცრავად.ალუღლუღდა გაბრო და გოგონასგან ჩანთის ჩარტყმა მიიღო თავში.
-როცა ასე გადატვირთულია გადასასვლელი,ფრთხილად არ უნდა იარო?თვალები დაუპრაწა გოგონამ და გაეცალა ისე ჩქარა გაბროს სიტყვის თქმაც არ დააცადა.
-გაბრიელ ბერო ვის ელაპარაკები ან რამ დაგამუნჯა?
-სამუდამოდ დაგამუნჯებ მანდ რომ მოვალ დევი.
-მე რას მერჩი,ჩემგან რა გინდა.გაუკვირდა დემეტრეს გაბროს მუქარა.
-ანგელოზი დამიფრთხე და ის მინდა.
-მე კი არა შენ დააფრთხე ალბად.გაბრო გაბრაზებული სახით იდგა დემეტრეს წინ და ისე უცქერდა.
-გაფიცებ ყველაფერს,სარკეში ჩაიხედე რა შეშინებული სახე გაქვს შეეშინდებოდა იმ გოგოს აბა რა იქნებოდა.
-რატომ შეგვკრიბე,რა იყო ასე საჩქარო რომ არ ამომასუნთქე და ამიფეთქე ტელეფონი.
-ჩვენ ნუ გვიყურებ გოგოებს,წარმოდგენა არ გვაქვს რა უნდა ყველას დაგვირეკა და აქ მოგვიყვანა.უთხრა თინანომ და ჯერ ალექსანდრეს შეხედა და შემდეგ გაბროს რომელიც ჯერ კიდევ გაბრაზებული უცქერდა დემეტრეს.
-დაჯექი და თქვი რას დალევ.ძალიან მშვიდად იყო დემეტრე და ყველა ელოდა როდის ეტყოდათ დემეტრე მათი ერთად შეკრების მიზეზს ან რა იყო ასე სასწრაფო.
-არ ვიცი რას დავლევ,მაგრამ დავლევ რამეს.
-წარბი გახსენი გაბრო ხომ იცი როგორ მიყვარს შენი სიფათის ყურება,შენი ღიმილი და
ბროლივით კბილების გამომზიურება.ასე რომ მიბღვერ ძალიან უსამართლო ხარ,მაგრამ მე ასეთიც მომწონხარ.გაბრო გაოცებული უსმენდა დემეტრეს და შემდეგ უთხრა.
-რა გჭირს,მოწეულში ხარ?თუ გაკეთებული გაქვს რამე?თვალებ გაფართოვებული უცქერდა დემეტრეს და მოულოდნელად მთელ კაფეში მათი გულიანი სიცილი ისმოდა.
-მართლა რა გჭირს თქვი,რატომ შეგვკრიბე ყველა ერთად.შეეკითხა ალექსანდრე.
-კარგი გეტყვით,მინდა რაღაც შევცვალოთ და ამ ერთფეროვან ცხოვრებას ხალისი მივცეთ და ამიტომ ასეთი რამ მოვიფიქრე,რომ..................
-რომ.....................ყველამ ერთმად შეეკითხა.
-რომ ახალი თავგადასავალი არცერთს არ გვაწყენდა და შაბათ-კვირას............
-და.................
-ერთი სიტყვით მოემზადეთ,შაბათ დილით გავდივართ და ორი დღე მოვწყდებით ქალაქის ხმაურს,გავატარებთ ჩვენთვის ჩვენი სურვილისამებრ ორ დღეს,საშუალება გვექნება ასევე ფრთები გავშალოთ და ჩვენს სიგიჟეებს მივსცეთ საშუალება ჩვენებურად იფრინოს.
-მერე ასეთი გამოშტერებული რომ ხარ,ასე უაზროდ არ დაგერეკა წესიერად და ნორმალურად რომ გეთქვა არ მოგისმენდით? არ გეკუთნის ახლა რომ დაგამტვრიო ძვლებში?ალექსანდრე უეცრად წამოფრინდა ფეხზე და რომ არა თინანოს სიმკვირცხლე დემეტრეს კისერში ეცემოდა.
-ალექს არ გინდა,ხომ იცი არაა ნორმალური რა იდეაც მოუვიდა თავში ის თქვა და მე ვფიქრობ არაა ცუდი იდეა.თინანოს ალექსანდრეს მკერდზე ჰქონდა ორივე ხელები დადებული და თან საყვარლად იცინოდა,მაგრამ ალექსანდრე მაინც გაიწია დემეტრესკენ თინანომ თავი ვეღარ შეიკავა და მწარედ დაეცა ალექსანდრესთან ერთად და ერთი მწარედ ამოიგმინა.
-ვაიმე დედიკო.
-თინანო რა გჭირს.მივარდა დემეტრე და თინანოს წამოდგომაში მიეხმარა.
-ფეხიიიიი.ისე მწარედ სტკიოდა არ უნდოდა ეტირა,მაგრამ ნიკაპი უთრთოდა.
-აუუუ,ძალიან გტკივა?შეეკითხა ალექსანდრემ შეწუხებული ხმით.
-წავიყვანოთ რა,მოტეხილი არ იყოს.თქვა დემეტრემ.
-გააკეთე საქმე.შეუღრინა ალექსიმ და თინანო ხელში აიყვანა.თინანომ ფეხი სერიოზულად დაიზიანა,საავადმყოფოში მიიყვანეს და ნაღრძობი იყო რაც ექიმმა სიარული დაუშალა.
-სახლში წაგიყვან,მანქანით ვარ. უთხრა ალექსანდრემ.გზაში თავად თინანო შეეცადა სიტუაციის განმუხტვას და ბავშვებს შეეკითხა.
-ქალაქიდან გასვლაზე რომ ამბობდი დევი სადმე მნიშვნელოვანი ადგილების მონახულება გაქვს მხედველობაში თუ ისე უბრალოდ გავერიდოთ ქალაქის ხმაურს.
-სანამ ფეხი არ მოგირჩება ვერსად ვერ წავალთ.თქვა მკაცრად ალექსანდრემ.
-მოგირჩეს ჯერ ფეხი თინანო და ისე არც ეგ აზრი არის ცუდი,უბრალოდ გავერიდოთ ქალაქის ხმაურს.თქვა დემეტრემ.დემეტრეს ეჭვები ჰქონდა და ალექსანდრეს დაკვირვებით ადევნებდა თვალს და მიხვდა,რომ ის თინანოზე გულგრილი არ იყო,მაგრამ არ აღიარებდა.ამიტომ გადაწყვიტა პატარა გამოცდა ჩაეტარებინა და ალექსანდრე მისებური გზით აემღერებინა.ერთ დღეს როცა თინანო ექიმთან ისევ წაიყვანა,ალექსანდრეს სთხოვა თინანო აეყვანა ბინაში,თინანო კი გაბრიელმა აიყვანა ეს კი დემეტრემ არ იცოდა და ეგონა ალექსანდრე და თინანო ერთად იყვნენ უკვე ლიფტში,ამიტომ მთელ კორპუსში გათიშა შუქი,ლივტიც გაჩერდა რომელშიც ალექსანდრე იყო ერთ ხანში შესულ მანდილოსანთან ერთად,რომელსაც თევზი ეყიდა და ალექსანდრეს ეგონა უკვე თავად ყარდა თევზის სუნათ.მოთმინების ფიალა ამოეწურა და კარებს ძლიერად კრა ხელი,ნახევარი საათი არავის გახსენებია ალექსანდრე და როცა დემეტრე ბინაში შევიდა და თინანო დაინახა მხიარული სახით თვალები გაუფართოვდა და თავი შეიკავა.
-ალექსადრე სად არის,არ მოსულა?იკითხა ისე თითქოს არ იცოდა სად იყო.
-შენ და ალექსანდრე ერთად არ იყავით?კითხა გაბრომ და ფერი ეცვალა სახეზე.
-არა,აქ მეგონა ყო.
-მოიცადეთ,შუქი გაითიშა ალექსანდრე ლივტშია?ის ხომ დახურულ სივრცეში ვერ ჩერდება.ყველა გავარდა გარეთ და ლივტს ეცნენ
-ალექს აქ ხარ?გესმის ჩვენი?
-აქ ვართ,აქ.მოესმათ ქალის შეშინებული ხმა.
-როგორ არის.ღელავდა გაბრო.
-ბიჭი ცუდად არის,იქნებ როგორმე გააღოთ,მოგვეშველეთ.დემეტრემ შუქი ჩართო და სხვებს შეუერთდა,გამოიყვანეს გულშეწუხებული ალექსანდრე და დევიმ ძალიან ინერვიულა ასეთ ცუდ მდგომარეობაში რომ დაინახა მეგობარი.თვალებში ვერ უცქერდა და ეს ალექსანდრემ შეამჩნია.
-დემეტრე რა დაგემართა,რამე გჭირს?
-არა,არაფერი კარგად ვარ.
-შემომხედე.უთხრა მტკიცე ხმით.დევიმ შეხედა და უთხრა.
-მაპატიე.
-გაპატიო?ცოტაც და მოვკვდებოდი,ეს გესმის?
-მაგრამ არ მომკვდარხარ,მეგონა შენ და თინანო იყავით ერთად. მე რა ვიცოდი მას გაბრო თუ წამოიყვანდა და ამოიყვანდა ბინაში.
-მოიცადე,შენ იმიტომ გააკეთე ეს რომ გეგონა მე და თინანო ერთად გავიჭედებოდით ლივტში?დემეტრემ თავი დაუკრა და ალექსის გაეცინა.
-ესე იგი მიხვდი.
-მივხვდი,პირველად რომ მოვედით აქ მაშინვე მოგეწონა ეს რა მიუხვედრელი იყო,უბრალოდ რომ არაფერი მითხარი ამან გამაბრაზა.
-მეგონა შენ მოგწონდა თინანო.
-გააფრინე?მე თინანოს ძმობა შევფიცე,არც შემიხედია მისთვის სხვა თვალით.
-მართალი რომ არ იყო,ვერ გადამირჩებოდი მაგრამ გპატიობ,მართლალი ხარ შენ დევი თინანო მომწონს.
-იქნებ მოწონებაზე მეტია?
-არ ვიცი,იქნებ მაგაშიც მართალი ხარ.
-მასაც მოსწონხარ,ამიტომ არ დანებდე და მოიგე მისი გული.აჩვენე შენი სითბო,სიყვარული და შენი ძალა.
-რა გადაწყვიტეთ,სად მივდივართ.
-ჯერ მოურჩეს ფეხი თინანოს და შემდეგ წავიდეთ.
-თინანოოოოოო ადე გოგო,ახლა მოიტეხე ფეხი ქალაქ გარეთ რომ გვინდოდა გასვლა და ორი გიჟური დღე გაგვეტარებინა სამეგობროს ერთად.იყვირა დემეტრემ და თინანოს დაადგა თავზე თვალების ბრიალით.თინანომ შეხედა დემეტრეს და გაეცინა.
-რა გაცინებს გოგო.
-მოდი ნიზლავს დავდებ შენთან,რომ სადაც გინდა წასვლა ორი დღით რამოდენიმე დღის შემდეგ ისევ იქ დაგხვდება ის ადგილი.
-ჰმ,სად წავა აბა.წარბაწეულმა უთხრა და შეხედა რომ ადგომას ცდილობდა,თავად მოკიდა წელზე ხელი და მისი დახმარებით გაიყვანა მისაღებში,თინანომ ყური მოკრა გაბროს სიტყვებს.
-რა გჭირს,ნუთუ შენს გულს მოედი სიყვარულის ალი?ალექს არ ამხელ,მაგრამ ყველა ხვდება რომ თინანო კი არ მოგწონს შენ ის გიყვარს.სიყვარული რთული ავადმყოფობაა,თუ გაიზარდა მისმა ფესვებმა ყველგან იცის მოდება,არც დანდობა იცის და არც შეცოდება.შეგაყვარებს და შესაძლებელია იმ ერთს მთელი ცხოვრება მისტირო.
-სიყვარული ზოგისთვის მისი ცხოვრების მწარე მოგონებაა,ზოგისთვის თაფლივით ტკბილი.
-რას ჩურჩულებთ თქვენ აქ.თვალები დაუბრიალა გაბროს და ალექსანდრეს დემეტრემ.
-არაფერს ძმაო,ვსაუბრობთ უბრალოდ.ხელები გაშალა გაბრომ და თვალები თავადაც დაუბრიალა დემეტრეს.თინანო იქვე დააჯინა ალექსანდრესთან ახლოში და თავად მოწყენილმა თქვა.
-მე სახლში უნდა გავირბინო.
-რატომ,შენი ლაზარიკო მოგენატრა?გულიანად გაიცინა ალექსანდრემ.
-ლაზარიკო?გაკვირვებულმა გაიმეორა თინანომ ალექსანდრეს ნათქვამი და დემეტრეს შეხედა.
-ხო, ლაზარიკო ყავს სახლში მარტო დატოვებული.
-დემეტრე შენ,შენ,შენ რა იმ,იმ,იმნაირი ხარ?
-იმ,იმ,იმნაირში რას გულისხმობ თინანო.შეეკითხა თინანოს და ძალიან შეეცადა არ გასცინებოდა.
-იმ,იმ,იმნაირი.გაუმეორა თინანომ.
-გინდა გაგაცნო ჩემი ლაზარიკო?
-არა,არ მინდა.
-კარგი,აქ რომ მოვიყვან შემეხვეწები მაგრამ ახლოს არ მიგაკარებ.უთხრა ვითომ ნაწყენმა და წასასვლელად შებრუნდა,მიდიოდა კარისკენ და თავისთვის იცინოდა,თინანომ კი სათითაოდ შეხედა ყველას და თითი კარებისკენ გაიშვირა.
-ის,ის,ის მართლა იმნაირია?
-მალე დაბრუნდება და თავად გაიგებ იმნაირია თუ ამნაირი.მშვიდად უპასუხა ლექსანდრემ არადა ერთი გულიანი გადახარხარება ყველაფერს ერჩიათ გაბროს და ალექსის თინანოს გაოცებულ და იმედგაცრებულ სახეს რომ უცქერდნენ.თინანო ჩაფიქრებული იჯდა და სულ მალე დემეტრეც დაბრუნდა მის საყვარელ და განუყრელ მეგობართან ერთად რომელმაც დემეტრეს უბიდან ამოყო თავი და შეშინებული თვალები მოავლო ყველას.თინანომ შეხედა და ჯერ თვალები გაუფართოვდა და შემდეგ გულიანად გაეცინა.
-ეს,ეს ხომ ზაზუნააა,ესაა შენი ლაზარიკო?
-გაიცანი თინანო ესაა ჩემი ლაზარიკო
-იდიოტო,მე რა არ ვიფიქრე.გაუბრაზდა თინანო და ყველამ ერთად ახარხარდა.მოულოდნელად სახლში ზიზი შემოვარდა ტირილისგან თვალებდაწითლებული,მაგრამ მაინც მკაცრად აბრიალებდა მის შავ თვალებს და ცეცხლს აკვესებდა.
-რა ხდება ზიზი.ზიზის გული ამოუჯდა და შავი თვალებიდან ცრემლებმაც არ დააყოვნეს.
-ზიზიიიი,ჩემო ზიზიიიი.დემეტრემ მოეფერა ზიზის.
-ერთი წელიც არ გასულა მამის სიკვდილიდან,ყოველ დღე დავდივარვ მის საფლავზე და კვირაში ორჯერ ახალი ყვავილები მხვდება ლარნაკში.
-და არ იცი ვინ არის?შეეკითხა თინანომ.
-არა,ვერ გავიგე.არ ვიცი რა დროს მოვიდე რომ ვნახო ვინ არის.
-მშობლები გაყრილები იყვნენ თუ ერთად ცხოვრობდნენ.
-გაყრილები იყვნენ უკვე წლებია.
-ჰოდა იქნებ ის არის,ვისაც არ ავიწყდება მისი არსებობა,იქნებ მისი თაყვანისმცემელია და მასაც ისე ტკივა მისი ამ ქვეყნიდან წასვლა როგორც შენ.უთხრა დემეტრემ.
-არ ვიცი,მხოლოდ ახლა მივხვდი როგორ ძალიან მწყდება გული რომ არ ვიდექი ახლოს მამასთან.შენ დედა მიატოვე,ჩვენ მიგვატოვე და სხვასთან წადი,გაგვცვალეთქო.თურმე ჩემს თავს ვატყუებდი დევი,როცა ვამბობდი არ მინდა მისი შეხედვა არც ფოტოზეთქო.არ მინდოდა დედას ტკენოდა თუ მამას ვნახავდი, არადა რამდენჯერ მინდოდა მოვფერებოდი და ჩავხუტებოდი,ამ ტკივილს ახლა მთელი ცხოვრება ვატარებ გულით.ერთხელ შემთხვევით შევხვდი ქუჩაში და მითხრა,მასთან მეცხოვრა,მივსულიყავი ხშირად მაგრამ ვერ გავბედე დედასთვის მეთქვა.
-მამას რა უპასუხე ზიზი.შეეკითხა თინანომ.
-ახლა მივხვდი რომ ძალიან დიდი შეცდომა დავუშვი,თურმე როგორ მყვარებია.თქვა ზიზიმ და დემეტრეს მკერდზე აღრიალდა.დემეტრემ გაბროს გადახედა და უთხრა.
-გადი რა წყალი მოუტანე,თინანო ვერ ადგება.გაბრო ადგა და ზიზის წყალი მოუტანა.თინანომ უფრო ახლოს მიიწია ზიზისთან,თმაზე ხელი დაუსვა და მშვიდად უთხრა.
-გიყვარდა და მუდამ გეყვარება რა თქმა უნდა ზიზი ის ხომ შენი მამიკო იყო.
-არავის შეუძლია გამიგოს,რადგან ჩემსავით არავის სტკივა.
-შემომხედე,მე გაგიგებ.მეც შენსავით მტკივა,მაგრამ აქ ერთი განსხვავებაა.
-რა განსხვავება.დაინტერესებულმა შეეკითხა ზიზიმ.
-ჩემი მამა ცოცხალია,მაგრამ არ ვიცი ვინ არის და სად არის.ველოდები,ხო ველოდები ერთ დღეს დარწმუნებული ვარ შემთხვევით თუ დაგეგმილად მე მას შევხვდები.
-ეს როგორ,რაც ხნის ხარ საერთოდ არ გინახავს მამა?შეეკითხა დემეტრე.
-არა დემეტრე არ ვიცნობ და დიდი სურვილი მაქვს გავიცნო.თქვა მკრთალი ღიმილით და შემდეგ ისევ ზიზის მიუბრუნდა.
-ჩემო კარგო ძალიან ცუდია როცა დედას და მამას ხედავ ერთად,მაგრამ ხედავ მათ გარშემო დიდ პრობლემებს.შენ უკვე დიდი ხარ და უნდა მოგესმინა მამისთვის თუნდაც არ გდომოდა,მაინც.
-ვიცი თინანო და ისიც ვიცი მე მამას სიგიჟემდე ვუყვარდი.რამოდენიმე დღის წინ მამას ადვოკატმა დაგვირეკა და გვითხრა,რომ თუ რამეს აკეთებდა ყველაფერს ჩემს სახელს აწერდა,გუშინ კი სახლში მოვიდა და გვითხრა.
-რა გითხრათ ვალები, დაგიტოვათ?
-არა,არა პირიქით გაბრო.ჩემს სახელზე დიდი თანხაა,მთელი ეს წლები რასაც აგროვებდა ჩემს სახელზე დებდა ანგარიშზე და წიგნაკი გადმოგვცა.გეფიცებით დახევა მინდოდა იმ წიგნაკის და ისევ დედამ შემაჩერა,მრცხვენია,გესმით?მრცხვენია ხორცი მეწვის.
-ხედავ?ის ყოველთვის შენზე ფიქრობდა,შენ კი ის შენამდე არც კი მოუშვი,არ მოუსმინე და ახლა უნდა შეეგუო რომ ეს ტკივილი ჯერ კიდევ დიდხანს გაგაწვალებს,თავს შეგახსენებს,მაგრამ ძლიერი უნდა იყო რომ მოერიო ტკივილს.მადლობა უთხარი იმ ადამიანს,ვინც დღემდე პატივს სცემს და მის საფლავზე ყვავილებს აწყობს,ეს იმას ნიშნავს სიკვდილის შემდეგ ერთი წლის შემდეგაც არ დავიწყებია მისი სიყვარული და პატივს სცემს მის ხსოვნას,აი ეს არის სიყვარული ზიზი.ყველა გაჩუმებული უსმენდა თინანოს და ყველამ მიხვდა რომ ის გულის სიღრმეში დიდ ტკივილს მალავდა.დემეტრემ თინანოს წინ ჩაიმუხლა,ხელები მის დიდ ხელებში დაიკავა და თბილად უთხრა.
-თინანო თუ მცირედი ინფორმაცია მოგეპოვება მასზე შეგვიძლია ვიპოვოთ,მე დაგეხმარები და მარტო არ დაგტოვებ.მითხარი როგორ მოვიქცე,ჩვენ ხომ მეგობრები ვართ.
-შენ რა უნდა გააკეთო?დემეტრე ჩემთვის ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს,რომ ახლა აქ ჩემს წინ ხარ და ცდილობ ჩემს დახმარებას.მადლობა,მადლობა ყველას,რომ ასეთი კარგები ხართ.ის დღეები და მთელი კვირა თინანოს გვერდით გაატარა ყველამ,მისი ფეხის გამო მაგრამ დადგა ის ნანატრი დღეც და ერთად გაუდგნენ გზას ქალაქ-გარეთ.დილით გამთენიის 5 საათზე თინანოს გაუარეს და ისიც შუაში ჩაიჯინა დემეტრემ და ალექსანდრემ.ორი დღე ქალაქ გარეთ სიწყნარეში,ტყის ფოთოლთა ჩურჩულში და ხეების ტოტების შრიალში.ექვსი ადამიანი ხალისობდა და მხიარულობდა,რომ ალექსანდრემ თქვა მოულოდნელად.
-ამინდი იცვლება,წვიმას დაიწყებს და უცნაურ ღამეს გვპირდება ამინდის პროგნოზი.დემეტრე მიდი დაურეკე ჩვენს მძღოლს მოვიდეს და წავიდეთ,ძლიერი წვიმა მოდის და აქ თავს ვერ შევაფარებთ.
-კარგი.უთხრა დემეტრემ და მძღოლს დაურეკა.
-დემეტრე ხვალისათვის არ ვთქვით?მე ახლა ქალაქიდან გასული ვარ,მყავს რამოდენიმე მგზავრი მაგ გზაზე უნდა გამოვარო თქვენც დაეტევით,მზად იყავით გამოგიართ და წამოგიყვანთ.
-კარგი,გელოდებით იქნებ მოასწროთ წვიმის დაწყებამდე.დემეტრემ ბავშვებს მიუბრუნდა და გააფრთხილა ყველა,რომ მძღოლი მოაკითხავდათ და მომზადებულიყვნენ.
-კარგი რა ნუ ხარ მოწყენილი,ერთი დღე ხომ გავატარეთ კარგად როგორც ჩვენ გვინდოდა.უთხრა თინანომ და ლოყაზე აკოცა დემეტრეს.
-მძღოლი მოვიდა,წვიმამაც დაიწყო უკვე და მივასწროთ არ დავსველდეთ.იყვირა გაბრომ და ყველაზე წინ გაიჭრა.დემეტრე და თინანო ბოლოს ავიდნენ და უკან მოთავსდნენ რადგან მხოლოდ უკან იყო თავისუფალი სავარძელი.თითქმის ქალაქში იყვნენ შესულები,რომ მოულოდნელად მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მოძრაობა საწინააღმდეგო მიმართულებით დაიწყო,რამაც მგზავრების აღშფოთებაც კი გამოიწვია.თინანომ დემეტრეს შეხედა შეშინებული თვალებით და მაგრად ჩაეჭიდა ხელზე.
-თინანო რაც არ უნდა მოხდეს ხელი არ გამიშვა,გესმის?
-მესმის დემეტრე.თინანომ მოულოდნელად უკან გაიხედა,სადაც დაინახა მას როგორ უცქერდა მსუბუქი ავტო-მანქანის მძღოლი. თითქოს უცნობმა მძღოლმა თინანოს თვალებში ,,მიშველეო''ამოიკითხა მაგრამ ვეღარ მოასწრო შველა,წინ მიმავალი მარშუტკა აყირავდა,რამოდენიმე ყირამალა გააკეთა და გაოცებული მძღოლის წინ დაეცა ორი ბავშვი დასისხლიანებულიერთი უგონო მდგომარეობაში.გაითიშა,ვეღარ მოძრაობდა.შემდეგ ნელა-ნელა გააღო კარი გადმოვიდა და ბავშვებთან მივიდა.გაოცებული დააცქერდა ნახევრად უგონოდ მყოფ გოგონას და შემდეგ ბიჭს გოგონამ შეხედა მის წინ მუხლებზე დამდგარ მამაკაცს,უნდოდა რაღაც ეთქვა მაგრამ ხმა ვერ ამოიღო,ნელა-ნელა ბურუსში გაეხვია,მაგრამ მაინც გაიგონა მამაკაცის სასოწარკვეთილი სიტყვები.
-ღმერთო ეს რა არის ,,ცხოვრების თამაში''?ასე რატომ მსჯი,ეს ხომ ჩემი თაიაა,ეს ხომ თაიას ბავშვობაა.შემდეგ ბიჭს შეხედა აცრემლიანებული თვალებით.-ეს ხომ ჩემი ახალგაზრდობაა,ღმერთო ვინ არიან ეს ბავშვები.ფრთხილად აიყვანა თინანო და წინ დააწვინა,დემეტრე უკან დააწვინა,შემდეგ სასწრაფოს დაურეკა და თავად უახლოეს საავადმყოფოში მიიყვანა ორივე.ნერვიულად დადიოდა ექიმის გამოსვლამდე,ცუდად გახდა გულზე მოიკიდა ხელი და იქვე თავისუფალ სკამზე ჩამოჯდა.

იქ როცა ჩემს თავს,
მივუსაჯე თვითონ სასჯელი,
მოვწყდი ყოველს და
ყველაფერი უკან დავტოვე,
ცხოვრებამ უცებ შემახსენა
ძველი სათქმელი,
წინ დამახვედრა,
უნებურად თუ რაც დავკარგე,
მითხრა: არც ისე ბევრი გქონდა
ქვეყნად ცოდვები,
თავბრუ დაგეხვა წარმატებით
ასულს მწვერვალზე,
ვწუხვარ რომ უკან არ ბრუნდება
წასული წლები,
მე კი შევწყვიტავ, უარს ვიტყვი
შენთან თამაშზე,
წამოაყენე,
ფრთებ დაჭრილი შენი ბარტყები,
ასწავლე ფრენა,
შენი სისხლით ძირი მოურწყე,
ისიც უთხარი:
რომ ცხოვრებას უყვარს თამაში,
არ გათამამდნენ,
ფხიზლად იყვნენ
რომ არ დამარცხდნენ.
ღმერთო ძლიერო!
შენ ყოფილხარ თურმე ყოველი,
შენ ჩემი გული შეიცანი
და შემიბრალე,
შეაწყვეტინე შენ ცხოვრებას,
ჩემთან თამაში
და დამიბრუნე უნებურად
თუ რაც დავკარგე.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)
-თაია,თაია,თაია ისე გატკინე,ისე გაგაბრაზე რომ ჩემი შვილის არსებობა დამიმალე,ველოდი სასჯელს,მაგრამ ამდენ სიმკაცრეს არა.ვიცი თავს ვერ ვიმართლებ,მაგრამ დღემდე იმ გიჟური სიყვარულით მიყვარხარ როგრც მიყვარდი ადრე,19 წლის ასაკში რომ გნახე.თურმე ჩემს სიცოცხლეზე მნიშვნელოვანი არსება ჩემგან შორს იზრდებოდა,მე კი მასზე არაფერი არ ვიცოდი.
-ჩქარა,ჩქარა ბავშვები მოიყვანეს სისხლიანი,ავტო საგზაო შემთხვევაა.
-დემეტრე და თინანო ვერ ვიპოვე.ღრიალებდა ალექსანდრე და ექიმები მას აწყნარებნენ.
-ნუ ნერვიულობ,არ შეიძლება ნერვიულობა.ორი ბავშვი ოპერაციაზე არის შეყვანილი.
-ექიმო როგორ არიან ბავშვები რომ მოვიყვანე.დევი მივიდა ექიმთან გაფითრებული სახით.
-ბატონო სისხლი,სისხლი გვჭირდება.
-იცით რომელი ჯგუფის სისხლი სჭირდებათ?
-კი,ვიცით მესამე უარყოფით თუ არ მივაწოდეთ დაიღუპებიან ბავშვები.სასოწარკვეთილი ხმა ჰქონდა ექიმს.
-მე მივცემ ორივეს სისხლს,მე მაქვს მაგ ჯგუფის სისხლი.
-წამოდით, გაჩერების დრო არ არის.ექიმმა დევი წაიყვანა რაც შეეძლო ორივეს მიაწოდა მისი სისხლი.
-ბატონო თქვენი მონაცემები უნდა ჩავიწეროთ.
-არ არის საჭირო.უთხრა დევიმ საავადმყოფო დატოვა მას შემდეგ როცა გაარკვია ბავშვების მდგომარეობა უკეთესობისაკენ იყო და სერიოზული არაფერი არ სჭირდათ.თავად ვასოს დაურეკა და მასთან მისვლა სთხოვა სასწრაფოდ.თავს ცუდად გრძნობდა,მაგრამ როგორც იქნა სახლამდე მიაღწია.ვერ გადმოვიდა მანქანიდან ძალიან სუსტად გრძნობდა თავს, ბუნდოვნად შეხედა მთვარეს როგორ მოეფარა ღრუბელი და სიბნელე ჩამოწვა.ირგვლივ სიმშვიდეა,მაგრამ მისი გული როგორც ზღვის გული ერთიანად ბობოქრობს,მხოლოდ ეს სიბობოქრე და სიბრაზე დაფარულია.შიგ გულშია ტკივილი,რომელიც საშინელი ხმებს გამოსცემს და მოსვენებას არ აძლევს.ეს ის ტკივილია,წარსულის დღეებს რომ ახსენებს.
-,,ცხოვრების თამაში''რა რთული ყოფილა მასთან შეჭიდება,ვიცი რომ უპატიებელი შეცდომა დავუშვი,მაგრამ მეორე შეცდომა მე მაშინ დავუშვი რომ მე უბრძოლველად დავნებდი და თომას სიტყვებს დავუჯერე.ახლა ვის ვთხოვ პასუხს,თავად რა გავაკეთე?გავიქეცი და წავედი,წავედი მისგან შორს,რაც შეიძლებოდა შორს.დევი დევიძე შენ ხომ მშიშარა არასოდეს არ ყოფილხარ,რამ შეგაშინა,რატომ მოგერია სისუსტე,რატომ არ იბრძოლე.ღმერთო როგორ ბობოქრობს გული,არა მგონია ამ დარდს გაუძლოს და მეშინია რომ ის სამუდამოდ გაჩერდება.არა,არა უნდა გაუძლოს,ძლიერ დარტმასაც უნდა გაუძლოს,უნდა გაუძლოს,უნდა გაუძლოს.ნელა-ნელა სიბნელე ჩამოწვა ირგვლივ,ყურები დაუგუბდა,მხოლოდ წყლის დგაფუნი ესმის,თითქოს ზღვის ძლიერ აზვირთებულ ტალღებში ჩავარდა.ებრძოდა ტალღებს მაგრამ დაიღალა ვეღარ გაუძლო ბრძოლას,ვეღარ შეძლო და ნელა-ნელა ფსკერისაკენ იწყო სვლა.სიღრმისაკენ ეშვებოდა და ყველა იმედი გადარჩენის გადაწურული ჰქონდა.ნანობდა,ტკიოდა რომ მის ნაპოვნ შვილებს ვეღარასოდეს ეტყოდა პატიებას.ბოლომდე ჩავიდა ზღვის ფსკერზე და იქ ულამაზესი მწვანე წალკოტი იხილა,ერთიანად მოდებოდა ზღვის ფსკერს მწვანე მცენარეები.უკვე პიკზე იყო და უკვე სიცოცხლის დასასრულიც მოახლოვდა.წუთები საათებად გადაიქცა,სიბნელე,სიბნელე და სიჩუმე.სამი დღე და სამი ღამე სუსტად სუნთქავდა.არსებობდა,მაგრამ არც არსებობდა.მისი ყოველი ამოსუნთქვა დამოკიდებული იყო მის არსებობაზე.ყველანი ცოდვილები ვართ და ყველა ვუშვებთ შეცდომებს,მაგრამ უნდა შევძლოთ და ვისწავლოთ ჩვენივე დაშვებულ შეცდომებზე სწორი და მყარი ნაბიჯების გადადგმა.



№1 სტუმარი ნარგიზი ჯაფარიძე

არაჩვეულებრივი ხააარ მზიაა!!!

ნარგიზი ჯაფარიძე
არაჩვეულებრივი ხააარ მზიაა!!!

 


№2  offline მოდერი zia-maria

ნარგიზი ჯაფარიძე
არაჩვეულებრივი ხააარ მზიაა!!!

ნარგიზი ჯაფარიძე
არაჩვეულებრივი ხააარ მზიაა!!!


heart_eyes ნარგო მადლობა,უღრმესი მადლბა მინდა გითხრა ამ საოცრად ლამაზი და გულში ჩამწვდომი ლექსისთვის.თქვენ ჩემთვის ხართ ადამიანი რომელსაც გული უმღერის და გულთან ერთად თქვენი კალამიც კი მღერის.იცოცხლეთ დაუთვლელი წლებით რათა კიდევ დიდხანს გაგვახაროთ თქვენი შედევრებით. kissing_heart kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№3  offline წევრი მია15

ძალიან კარგი იყო.ყოჩაღ.მართლაც საოცრებაა.ველი შემდეგ თავს

 


№4  offline აქტიური მკითხველი lalita

იმედია ჯერ არ მოკვდება . რაღაც ვერ გავიგე შვილებიო წერთ გამოდის დემეტრეც მისი შვილია? სამივეს ერთი სისხლი როგორ აქვთ

 


№5  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან კარგი იყო.ყოჩაღ.მართლაც საოცრებაა.ველი შემდეგ თავს



მადლობა ფერიავ,გაიხარე. kissing_heart kissing_heart

lalita
იმედია ჯერ არ მოკვდება . რაღაც ვერ გავიგე შვილებიო წერთ გამოდის დემეტრეც მისი შვილია? სამივეს ერთი სისხლი როგორ აქვთ


ბოლოთავიც და ყველაფერს გაიგებ,მადლობა ლალიტა. kissing_heart kissing_heart

 


№6 სტუმარი სტუმარი მაყვალა

სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო ის დიდი სიყვარული რასაცმე ვგრძნობ იმისთვის რომ შენს მეგობრად მთვლი და ის სულის საკვები რომელსაც ვიღებ ყოველი შენი რომანის წაკითხვისას მადლობა

 


№7  offline მოდერი zia-maria

სტუმარი მაყვალა
სიტყვები არ მყოფნის როგორ გამოვხატო ის დიდი სიყვარული რასაცმე ვგრძნობ იმისთვის რომ შენს მეგობრად მთვლი და ის სულის საკვები რომელსაც ვიღებ ყოველი შენი რომანის წაკითხვისას მადლობა



heart_eyes რა სასიამოვნოა ქალბატონო მაყვალა ასეთი თბილი სიტყვების წაკთხვა თქვენგან,მადლობა რომ მავსებთ ენერგიით და მაძლევთ უფრო დიდ სტიმულს. kissing_heart

 


№8 სტუმარი სტუმარი ნელი

ოღონდ არ მოკლა რაააა

 


№9  offline წევრი მია15

არაფრის ველი სულმოუთმენლად ახალ თავს

 


№10  offline მოდერი zia-maria

სტუმარი ნელი
ოღონდ არ მოკლა რაააა


heart_eyes არა,არ მოკვდება. blush blush

 


№11  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც ჩანს დემე და თინანო მართლა და-ძმა.საინტერესო და მართლა ცხოვრების თამაშია.მალე დადეთ რა ახალი თავი.ისეთ მომენტზე შეწყდა რომ
--------------------
ლანა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent