შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თამაში.თავი 3


12-06-2018, 13:23
ავტორი zia-maria
ნანახია 3 494

იმ დღიდან როგორც თაიასთვის დევი ასევე დევისთვის თაია ღამის კოშმარად გადაიქცა,გავიდა დრო და ერთ დღეს ჩქარი ნაბიჯით მიმავალმა თაიამ მოულოდნელად ნაცნობი სილუეტს მოჰკრა თვალი,რომელიც ბავშვებში იჯდა და მათთან ერთად ხალისობდა.ეს იმდენად მოულოდნელი იყო ვერ გაიაზრა როგორ შეაჩერა სვლა და ღიმილით უცქერდა გულიანად მოკისკისე ბავშვებს და მათ გამრთობს.მამაკაცი წამოდგა, შარვალი დაიფერთხა უკან სვლით წავიდა თან ბავშვებს დაემშვიდობა და თაიას წინ გაჩერდა.თაიამ შეხედა და უთხრა.
-ისევ შენ,აქ რას აკეთებ.შენ რა,მითვალთვალებ?
-არ გითვალთვალებ,მაგრამ გამიხარდა რომ დაგინახე.თაიას შავი კლასიკური შარვალი ეცვა,მაღლებზე იდგა მის სხეულის სილამაზეს კი შავი დეკოლტე ზედა უფრო მომხიბვლელს ხდიდა.მისი შავი ხვეული თმები კი მხრებზე დაეყარა უდიერად.დევიმ უცებ შეავლო თვალი და კმაყოფილებით შეივსო.
-საით მიიჩქარი ასეთი ჩქრი ნაბიჯით?
-ბარში,ჩემი მეგობრები მელოდებიან
-მეგობრები?
-ხო,მე და ჩემი გოგოები.ის საღამო გოგოებთან ერთად გაერთო და არც თუ ისე გვიან დაბრუნდა სახლში.ის ღამე თაიას ჯოჯოხეთად ექცა,ვიღაც დაძინების საშუალებას არ აძლევდა,ვიღაც მწარედ და თან გააზრებულად ეხუმრებოდა,მაგრამ ვინ?იმ ღამიდან რამოდენი ღამე იჯდა სიბნელეში და ელოდებოდა ვინ შევიდოდა სახლში,ვეღარ გაუძლო შიშს და ღამის 2 საათზე ბინის კარი გამოიკეტა,კიბეებზე უნდა ჩასულიყო,რომ ლივტი გაჩერდა და ლივტიდან დევი გამოვიდა,რომელმაც გაოცებულმა შეხედა თაიას.
-თაია?
-დევი?
-თაია შენ აქ ცხოვრობ?
-მე,მე აქ ვცხოვრობ.ეს ბინა ბებომ დამიტოვა და აქ გადმოვედი ერთი თვეა უკვე,შენ?
-მე აქ ვცხოვრობ,შენს პირდაპირ.მეზობლები ვყოფილვართ,ახლა სად მიდიხარ ამ დროს,ასე გვიან თან საღამურებით.გაუკვირდა თაიას ჩაცმულობას რომ შეხედა.
-მე,მე ვიღაც მაშინებს უკვე რამოდენიმე ღამეა არ მიძინია შიშისგან.
-გაშინებს?
-ხო,რაღაც ხმები მესმის და ვერ ვიძინებ.
-გამორიცხულია მეექვსე სართულზე ვინმე ამოვიდეს მარტო იმის გამო,რომ შეგაშინოს.
-მართლა გეუბნები,გეფიცები უკვე რამოდენიმე ღამეა ასე გრძელდება.
-წამოდი,გინდა ერთად ვნახოთ?თაიამ თავი დაუქნია და დევის უკან მიყვა შეშინებული.ჯერ ორივემ თავი შეყო კარებში,შემდეგ ფრთხილი ნაბიჯებით გადაინაცვლეს მისაღებში.ირგვლივ სრული სიწყნარეა,მაგრამ მოულოდნელად დევიც შეხტა და თაიაც მას აეკრა ზურგზე და იგრძნო თუ როგორ კანკალებდა შიშისაგან მთელი სხეულით.მოეფერა,თვალებში ჩახედა და სამზარეულოსკენ წავიდა რაც უფრო უახლოვდებოდა სამზარეულოს ხმა მით უფრო მკვეთრი იყო,როგორც იქნა მიაღწია სამზარეულოს კარს და შეხედა ვერანდაზე გასასვლელი კარი ღია იყო და მას ქალი ათამაშებდა.ორივემ ერთმანეთს შეხედეს და ორივემ შვებით ამოისუნთქეს.
-დაწყნარდი,დამშვიდდი არაფერია.დაწოლის წინ შეამოწმე ხოლმე არის თუ არა დაკეტილი და შიშიც აღარ გექნება,აბა ტკბილი ძილი.კარი გააღო და უნდა გასულიყო დევი რომ თაიამ შეაჩერა.
-დევი.
-გისმენ თაია.თან ეცინებოდა, მაგრამ არ იმჩნევდა.
-მეშინია.
-მაინც?ხომ ხედავ რომ კარს ათამაშებდა ქარი.
-მაინც მეშინია,შენთან რომ დავრჩე,მხოლოდ ერთი ღამე გეფიცები არ შეგაწუხებ.
-მე არ ვარ წინააღმდეგი,მაგრამ გაითვალისწინე ერთი საწოლი მიდევს ჯერ-ჯერობით ბინაში,მეც ახალი გადმოსული ვარ.
-ერთი?
-ერთი.
-არც მდივანი გაქვს?
-არა,სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ.
-აქ ვერ დავრჩები,მაინც წამოსვლა მირჩევნია იქ რამეს მოვიფიქრებთ.უთხრა თაიამ მკაცრად და დევის ღიმილი გაუქრა სახიდან.
-მობრძნდი.კარი გააღო დევიმ და თაია ბინაში შეატარა.თვალი მოავლო ბინას და დარწმუნდა,რომ დევი არ ატყუებდა.
-აბა,როგორ ხარ დაწყნარდი?
-დევი მე აქ დავწვები,მხოლოდ ერთი ბალიში დამითმე.უთხრა დევის და საწოლთან რბილ ნოხზე მიუთითა.
-შენ დაწვები აქ?
-კი,აქ დავწვები.
-კარგი, ეს შენი არჩევანია.ჩემს გამოსვლამდე მოწესრიგდი.უთხრა დევიმ და კარადა გამოაღო,პირსახოცი გამოიღო და სააბაზანოში შევიდა.
-ვირი,ცხოველი,უგრძნობი,არც კი შემეწინააღმდეგა მე ხომ ეს ისე ვუთხარი,მისგან შეწინააღმდეგებას ველოდი და საწოლში გემრიელად დავიძინებდი.ბუზღუნებდა თავისით,შემდეგ ბალიში აიღო საწოლიდან და ძირს დააგდო გულმოსულმა და გაბრაზებულმა,თან სააბაზანოსკენ იხედებოდა არ შემომისწროსო.თხელი ზეწარი გამოიღო კარადიდან და ძირს დაწვა.დევიმ ღიმილით დაადგა თავზე და უთხრა.
-თაია დარწმუნებული ხარ,რომ აქ მოისვენებ?
-ნუ შეწუხდებით ჩემს გამო,მშვენივრად მოვეწყვე.სიამაყეწს არ თმობდა და გულში კი ოცნებობდა დევი შეწინააღმდეგებოდა,ძალით წამოეგდო და საწოლში დაეწვინა.
-კარგი,მე არ გაძალებ კიდევ გიმეორებ ეს შენი არჩევანია.უთხრა და საწოლზე გაიშოტა,ბალიშს ხელები მოხვია და ცოტა ხანში მშვიდი ფშვინვაც ამოუშვა.თაიას ეგონა ჩაეძინაო და ჩაიდუდღუნა.
-ვირი. დევიმ გაიგონა თაიას ნათქვამი და ჩაეცინა.თითქმის ორივე ჩაძინებული იყო,რომ თაიას რაღაც ხმები შემოესმა და თვალები დაჭყიტა.
-თაია,თაია აქ ხარ,ჩემთან ერთად.უთხრა ჯერ კიდევ დაბნეულმა დევიმ და შეხედა მის თავთან ჩამუხლულ დევის სახეზე ხელი მოისვა და შეეკითხა.
-სიზმარი იყო?
-სიზმარი იყო,ადე აქ ვერ მოისვენებ.ისევ უნდოდა თავპაიჯის გადება,რომ დევიმ ბალიში აართვა და ამჯერად აიძულა ამდგარიყო.-ადე დროზე.ისიც ადგა და საწოლზე აბობღდა,კიდეში დაწვა ცდილობდა დევიგან შორს ყოფილიყო,მაგრამ დილით ისე იყვნენ ერთმანეთში გადახლართულები ვინმეს რომ დაენახა იტყოდა,რომ მთელი ცხოვრება ასე ჩახუტებულები მოდიოდნენ,ან თაფლობის თვე აქვთ და ერთმანეთს ვერ ელევიან.მარწუხივით შემოხვეოდა დევი და განძრევის საშუალებას არ აძლევდა,თითქოს მისთვის ძვირფას ადამიანს იცავს,რადგან ის მხოლოდ მას ეკუთნის.მაგრად და ძლიერად ხვევდა ხელებს და ძილშიდაც დარწმუნებული იყო,რომ მისთვის სასურველ სხეულს ეკვროდა.დილით გაიღვიძა,მხარზე აკოცა თაიას და მშვიდად იწვა არ ინძრეოდა,რადგან არ უნდოდა თაიას გაღვიძებოდა და ეს შესანიშნავი წუთები დასრულებულიყო.თაიასაც გაღვიძებოდა და ისიც ჩუმად იყო,რადგან მას არ უნდოდა დევი გაეღვიძებინა.
-კიდევ დიდი ხნით გასტანს ეს სიჩუმე?უთხრა დევიმ და ძალიან მჭიდროს შემოხვია ხელები.
-მე,მე,მე მეგონა გეძინა და არ მინდოდა ჩემით გაგღვიძებოდა.
-მღვიძავს,შეგიძლია გაინძრე გადმობრუნდე და შემხედო.
-ხელები მომაშრე.შეუღრინა თაიამ.
-რატომ?წყნარად არიან ჩემი თითუნები,არაფერს არ აშავებენ და თუ არ გააღიზიანებ არც დააშავებენ.
-ვერ გიტან.
-შეიძლება გავიგო რატომ?
-ხელები მომაშორე იდიოტო.
-უკვე ვიწყებ გაბრაზებას თაია და სულ მალე ხელებს ვეღარ დავიმორჩილებ.უთხრა დევიმ და ორივე ხელები მოუჭირა მკერდზე,რამაც თაია ააკვნესა.შემდეგ კისერში აკოცა და ნელა ნელა ხელებმა სხეულზე გადაინაცვლეს.
-დევი.სუსტად ამოუჩურჩულა თაიამ.
-გისმენ თაია.თქვი,თქვი რომ ძალა არ გაქვს ვნებას მოერიო.
-დევი.უნდოდა სიმკაცრე შეენარჩუნებინა,მაგრამ ვერ შეძლო.
-ასე არ ჯობია?ასე ჩემო ტკბილო ამოსუნთქვავ,იცი რომ ჩემი ცხოვრება იმ ღამის შემდეგ შეცვალე?თავისივე მკლავებში ამოაბრუნა აცახცახებული და ვნება აშლილი სხეული და ზემოდან მოექცა.ნეტარი დილა ვულკანის ამოფრქვევით დასრულდა და სულ ცოტა ხანში კატის კნუტივით კრუტუნებდა დევის მკლავებში,თითქოს არ უნდოდა და თავისებურად ებრძოდა თავის თავს,მაგრამ არ გამოსდიოდა.დაღლილებმა და ვნება დამცხრალებმა შეხედეს ერთმანეთს,დევის თვალები უბრწყინავდა ბედნიერებისაგან,თაიამ კი თვალი აარიდა,ჯერ კიდევ რცხვენოდა დევის.არადა ორივეს გული ერთნაირად თანაბრად ძლიერ სუნთქავა,ძლიერი ცეცხლი სწვავდათ შიგნიდან,გარეგნულად კი ორივე მშვიდი სჩანდა,მაგრამ ორივე აშლილია და აფორიაქებულია შიგნიდან.შეხედა დევიმ ღრმად ჩაფიქრებულ თაიას და უთხრა.
-რაზე ფიქრობ.
-მეშინია.
-რისი,ისევ წუხანდელზე ფიქრობ?
-არა,ჩვენი ურთიერთობის მეშინია.მეშინია,ორივეს დაუოკებელმა ვნებამ ზიანი არ მოგვაყენოს.
-თაია მე თუ შემიყვარდა,მიყვარს მთელი გრძნობით და მთელი არსებით.ვერ გეტყვი,რომ ახლა ამ წუთებში მე შენ სიგიჟემდე მიყვარხარ და უშენოდ ვერ ვძლებთქო,მაგრამ არ მაქვს დასამალი რომ მოწონებაზე მეტი ხარ ჩემში.მე ვეცდები შენი გული დავიპყრო.მართალია ჯერ ოჯახური რუტინას ვერ შევებმები,მაგრამ გპირდები დრო გვიჩვენებს ყველაფერს.დევი ყოველთვის იმას ამბობს რასაც ფიქრობს,მისი გულწრფელბით ძალიან ბევრი ადამიანი მოხიბლულა,მასში ყოველთვის მთავარი სულიერი წონასწორობა იყო,არის და იქნება ყოველთვის.მართალია თაიას უჭირდა აღიარება მაგრამ ის მის თვალებში ხედავდა რაოდენ ღრმად იყო შესული მისი სიყვარული მასში,მაგრამ თაია ხომ საკუთრ თავში ჩაკეტილი ადამიანია,რომელიც ძალიან იშვიათად აძლევს საკუთარ თავს უფლებას აღიაროს სიმართლე. ის გარეგნულად რკინის ქალის შთაბეჭდილებას ტოვებს,მაგრამ შინაგანად კი ძალიან სუსტია.არც დევის უყვარს საკუთარ გრძნობებზე საუბარი და ემოციების გამოხატვა,მაგრამ თაია სულ სხვაა.თაია მისთვის მშფოთვარე ღამეა,თაიას მიმართ მასში ძალიან დიდი დოზით არის ვნება რომელსაც ვერ აოკებს.სიყვარულს ხომ სასწაულის მოხდენა შეუძლია,ისინი გამუდმებით ერთმანეთზე ფიქრობდნენ,ერთმანეთს ერიდებოდენ და ერთ დღესაც დევიმ აღმოაჩინა,რომ თაიას გარეშე არ შეეძლო.ერთ ღამეს ადგა და მის კარებთან მივიდა,ჯერ დააყურადა შემდეგ ზარი მისცა,მარამ მდუმარებამ შემოსძახა,რომ სახლში არავინ არ იყო.გავიდა დღეები,გავიდა კვირეებიც,თვეც მაგრამ თაია არსად არ ჩანდა.იქ დგას,იმ საძინებელში და ისევ იმ ნოხს დასცქერის სადაც ერთ ღამეს თავად მოინდომა დაწოლა.თაიას სუნი ჯერ კიდევ დგას მის საძინებელში
-თაია,თაია სად ხარ.მხოლოდ ის მითხარი, რომ კარგად ხარ.მომენატრე პატარავ,ტყუილების თქმას არ ვარ ჩვეული,არასოდეს არავინისთვის მითქვამს მიყვარხართქო,მაგრამ ისე ღრმად შემოდი ჩემში ამ სიტყვასაც გეტყვი.გელოდები,შენს მოსვლამდე მთვარეს დაუახლოვდები და მას გავანდობ ჩემს ფიქრებს და ოცნებებს რომ უსაშველოდ მომენატრე.რა ცუდია,რომ ახლოს არ მიცნობ და არ იცი რა ხდება ჩემს გულში.ქუჩას მივუყვები და შენზე ვფიქრობ,ყველგან შენს თვალებს ვეძებ მაგრამ მე მათ ვერსად ვერ წავაწყდი.სწავლა დაიწყო და დევიმაც გაძლიერებული ვარჯიში დაიწყო,მას არ ჰქონდა დრო ერთი წუთიც კი მოდუნებისთვის.დევი საქართველოს ჩემპიონობისთვის ემზადებოდა ძიუდოში კლასიკურ ჭიდავში.თაიამ არც ის იცოდა ვინ იყო დევი დევიძე და რას წარმოადგენდა.დევი გახდა საქართველოს ჩემპიონი უნდოდა ეხარებინა თაიასთვის,მაგრამ ზუსტად ერთი წელი ჩადგა მათ შორის,ერთი წლის შემდეგ ისევ შეხვდნენ ერთმანეთს იმავე რესტორანში.დევი უფრო დავაჟკაცებული და თაია უფრო გაშლილი და გალამაზებული.დევის გამოენახა თავისუფალი დრო და მეგობრებში იჯდა, მოულოდნელად ნაცნობი კისკისი შემოესმა და იქით გაიხედა,თვალი მოკრა თაიას და თვალები გაუბრწყინდა ბედნიერებისაგან,დარბაზში ნელი ჰარმონიული მუსიკა აჟღერდა,წამოდგა და თაიასთან მივიდა.
-გთხოვთ მეცეკვოთ პატარა ქალბატონო.თაიამ მამაკაცის გაწვდილ ხელს დააცქერდა,შემდეგ თვალი მის სხეულს ააყოლა და მათი თვალები ერთმანეთს შეეჩეხა
-დევი?შენ,შენ ისევ აქ ხარ?სიხარული,მონატრება თაიას ერთმანეთში აერია და დევის გამოწვდილ ხელს თავისი ხელი შეაგება.
-გიპოვე,ჩემს საპოვნელას ვეძებდი და ვიპოვე.სად იყავი,იცი რამდენი გეძებე?
-მე კი მეგონა,რომ აღარ გახსოვდი.
-მართლა?და რას გრძნობდი მთელი ეს დრო.
-არაფერს.უპასუხა თაიამ დაუფიქრებლად,რამაც დევი გააბრაზა წელზე ძლიერად შემოხვია ხელები,ისე ძლიერად რომ თაიას ტკივილისაგან კვნესაც კი აღმოხდა,თვალებში შეხედა და კბილებში გამოსცრა.
-თვალებმა გაგყდეს,ისინი სულ სხვას ამბობენ თაია და როგორ შეგიძლია უარყო ის მონატრების გრძნობა რაც იქ დავინახე.არ გაბედო და არაფერი არ თქვა,გთხოვ ეს ღვთაერივი გრძნობა,ჩვენში ფესვი რომ გაუდგამს მას ნუ ჩაკლავ გაუმჟღავნებლობით საკუთარ გულში და სულში.უნდა შეძლო იმის აღიარება რასაც გრძნობ და რასაც განიცდი ისე როგორც მე ვამბობ,რომ გამიჭირდა უშენოდ,მართლა გამიჭირდა თაია.ერთმანეთს უცქერდნენ და მათში ისევ გაიღვიძა დაუოკებელმა გიჟურმა ვნებამ,ველური ვნების ცეცხლის ნაპერწკალი აკიაფთა და ცეცხლი ისე ძლიერი იყო მთელ სხეულს მოედო,ვერცერთი ვეღარ უძლებდა და სულ მალე ორი ადამიანში გაღვიძებულმა სიველურემ აკვნესდა სასტუმროს ერთ-ერთ ნომერში.ჩაქრა ცეცხლი რომელმაც გზა და გზა წალეკა მოზღვავებული ძლიერი ვნება და ორივე სუნთქვის დარეგულირებას ცდილობდა,არადა ისევ უზარმაზად დაუკმაყოფილებას გრძნობდნენ.ყველაზე მგრძნობიარე და ემოციური შეხვედრა ჰქონდათ.
-იცოდე,მე ტირანი და მესაკუთრე ვარ.შენგან გულგრილობას და სიცივეს ვიგრძნობ,იცოდე ძალიან რთული ადამიანი გავხდები
-ვაუუუ,ეს უკვე მომწონს. ჩემი პატარა ქალბატონი ამ ერთ წელში გაზრდილა,დამიბრუნდა და მის საკუთრებად გამომაცხადა.
-მე არ მეცინება,წინააღმდეგი ხარ?მაშ აქ დავასრულოთ ყველაფერი.თაიამ წარბაწეულმა შეხედა დევის და იმდენად მტკიცე იყო მისი ხმა მიხვდა რომ თაია არ ხუმრობდა.ორივე ხელები ასწია მაღლა და რაც შეეძლო კომიკურად თქვა.
-როგორ გეკადრებათ უფროსო,თქვენი ხმალი და ჩემი კისერი.ისე საყვარკად იცინოდა დევი თაიასაც კი გაეცინა.



№1  offline წევრი მია15

მართლაც ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

 


№2  offline მოდერი zia-maria

მია15
მართლაც ძალიან კარგი თავი იყო.მომეწონა.ველი შემდეგ თავს

იქნება მალე არ დააგვიანდება. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent