შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცის არტ ყელა ( ნაწილი 6)


18-06-2018, 23:26
ავტორი judi N
ნანახია 1 525

დილით მაღვიძარას ხმამ გამაღვიძა.. პირველად არ გამაღიზიანა მისმა წრიპინა და პირველად გადარჩა კედელზე მინარცხებას..სულისფანცქალით წამოვხტი და გამზადება დავიწყე.. ისეთი ვოკალური მონაცემები მაქვს, რომ აბაზანაშიც არ ვმღერი , მაგრამ ახლა ბედნიერებით ვღიღინებდი და თან ვაკოს ზარს ველოდი.
უკვე გასვლის დრო იყო , მაგრამ არ რეკდა.. ვიფიქრე მივწერ მეთქი , თუმცა რატომღაც ვერ გადამეწყვიტა.. წუთები უფრო და უფრო მირბოდა და ხასიათიც თან მიჰქონდა. გონებაში ვიმეორებდი მის სიტყვებს
- ხვალ გამოგივლი და ერთად წავიდეთ უნივერსიტეტშიო.
იქნებ რამე შეემთხვა? იქნებ რაღაც საქმე გამოუჩნდა? სულ ბოლოს დავუშვი აზრი, რომ დავავიწყდი, მაინც შემოვუშვი ეჭვი ჩემში და ვგრძნობდი მთლიანად როგორ მომიცვა, მატკინა და სახეში გამილაწუნა, მაგრამ ამ დროს ტელეფონი აწკრიალდა
- ნინია მოვედი
- უიჰ უკვე? კარგი ჩამოვალ.. ( უიჰ უკვე? კარგი რა ნინია საათია მოემზადე და ზიხარ , წუთებს ითვლი და ელოდები)
კიბეები ჩავირბინე, ვაკო მანქანიდან გადმოსულიყო და ეწეოდა.. რომ დამინახა სიგარეი გადააგდო - სანამ კარს გაგიღებ იქნებ ჩამეხუტო?
მორცხვი ბავშვივით გავწითლდი , ჩავეხუტე , ისე მომიჭირა ხელები, თითქოს სადმე გავექცეოდი.. მერე შემომხედა შუბლზე მაკოცა და კარი გამიღო.
- ჩაჯექი , გვაგვიანდება.
მანქანა დაქოქა და უნივერსიტეტისკენ წავედით.
- მუსიკა, როომ ჩავრთოთ არგინდა ?
- ჩართე
სკორპიონის მიჰყევი შენს გულს ჩაირთო..
- როგორ მიყვარს , წამოვიყვირე უცებ..
- მართლა? არადა სულ სხვა ტიპაჟის შთაბეჭდილებას ტოვებ.
- აბა ის რომ გითხრა მეტალიკას , ეისიდისსაც ვუსმენ მეთქი სულ გაოცდები . გავუცინე და თვალები შევანათე.
- მაოცებ ნინია! მგონი შარში ვარ და ჩემზე გიჟი გოგო შემიყვარდა.
- შეგიყვარდა?
- აქამდე ვერ მიხვდი ? თუ გგონია გეი ვარ და დაგიდაქალოჩკდი, რომ ლამაზ ბიჭებზე ერთად ვიჭორაოთ ?
- ჰა ჰა ჰა . იუმორინა ხარ ჯაყელო.
- უთქვამთ .
- ისე ჯავახიშვილი რომ ხარ გვარად მაგანაც იმოქმედა ხო თსი -ში რომ სწავლობ?
- არა ვიცოდი, რომ შენც აქ ისწავლიდი და მაგან უფრო.
- ასე ნუ ხუმრობ ნინია, თორემ შეიძლება აღმაგზნო
გავჩუმდი და ფანჯრისკენ გავიხედე, პომიდორს ვგავდი, რომელიც სადაცაა სირცხვილით გასკდებოდა.
- კარგი რა იყო ვიხუმრე, თან არ ტეხავს თუ აღმაგზნებ , პირიქით რომ იყოს ეგ უფრო ტეხავს.
- მოვედით, ლექციაზე მაგვიანდება შავო ვარდო.
- რომელზე რჩები ?
- ხუთზე შენ?
- სამზე , წასვლისას გამოგივლი, სადღაც მივდივართ.
- სად?
- გაგვიანდება გაიქეცი მიდი ..
ღვედი მოვიხსენიი და კარი გავაღე
- მოიცა კოცნა არ დავიმსახურე?
- კარგი ლოყა მომიწიე
ისე ეშმაკურად გაიცინა სანამ ლოყას მოწევდა უკვე ეტყობოდა, რომ რაღაც ჰქონდა ჩაფიქრებული და წავიღე თუარა ტუჩები ლოყისკენ თავი შემოატრიალა.. ჯერ ზედა ტუჩს გაუსინჯა გემო, მერე ქვედას. მე ვუკბინე ტუჩზე
- აა
- ასე მოგიხდება. ხმამაღლა გამეცინა და აუდიტორიისკენ გავიქეცი.
პირველად ვერ ვუსმენდი ლექციას და სულ ვაკოზე ვფიქრობდი, სულელივით ვიღიმოდი მისი სახის გახსენებაზე , როცა ტუჩზე ვუკბინე..
- ნინია სად დაფრინავ? ხელი მკრა ვერკამ.
- რა ? რამე მითხარი?
- ოხ ვაკო ჯაყელო ჯოჯოხეთს მოგიწყობ დაქალის გამოლენჩებისთვის.
ვერკამ ფაქტზე დამიჭირა.
- ლექციების მერე ყველაფერს მომიყვები ქალბატონო
- ლექციების მერე ვაკოს მივყავარ სადღაც .
- აჰ რად გვინდა ვერკა? რად გვინდა დაქალი, როცა შეყვარებული ხარ ხო? ბიჭზე გამცვალე გოგო? არა რა დაგაკელი? ჰა სიყვარული თუ სიხარული?
არა დათი და მე რომ წავედით ქალაქგარეთ და ვერგნახე ერტი დიტ იმაზე რადღე დამაწიე აღარ გახსოვს ხო? და ახლა მე რა ვქნა? არა ვეჭვიანობ ცოტა, ცოტა კიარა ძალიან აი ასე .
- გოგონებო იქნებ გაჩუმდეთ და სამ ხმაში არ ჩამატარებინოთ ლექცია?
- ოხ ციალა, იცოდე რას მაწყვეტინებ ახლა, შენი აკადემიური წერა მიშველის დაქალი თუ გამომილენჩდა?
- გეყოფა არ გაიგოს ვერკა. უკაცრავად ქალბატონო ციალა.
ტელეფონზე სმს ამოხტა
- ნინია გამოდი
- ლექციაზე ვარ ვაკო , ხომ გითხარი ხუთზე ვამთავრებ მეთქი.
- უკვე დაამთავრე , ადექი მოიბოდიშე და გამოდი.
-არა
-კი , იცოდე შემოვალ და გამოგიყვან.
- სიცილის სმაილები გავუგზავნე, დამელოდე ხუთამდე.
აღარაფერი უპასუხია. ხუთი წუთი გავიდა და კარზე კაკუნია.
- დიახ? გასჭექა ციალას ხმამ.
- გამარჯობათ , შეიძლება თქვენი სტუდენტი ნინია გამოვიდეს?
- ახალგაზრდავ, მგონი გავიწყდებათ , რომ ლექციას ვატარებ.
არვიცოდი სად დავმალულიყავი, სულელი ბიჭი რას მიკეთებს.
- დაელოდეთ ლექციის დამთავრებას და გამოვა შემდეგ.
- უკაცრავად , მაგრამ ციხეში ვართ და არ შეიძლება გამოშვება თუ რა ხდება?
- ნინია გახვალ?
ისე მკითხა ხმაში იგრძნობოდა გახვალ და ქულა არ გეღირსებაო.
- არა ქალბატონო ციალა, ვაკო გარეთ დამელოდე.
თუმცა ვხედავდი როგორ მოიწევდა ჩემსკენ გარეთ გასვლის ნაცვლად. მომიახლოვდა და ფეხებს ქვევით მიწა გამომეცალა , აი ასე პირდაპირი გაგებით მის მხარზე ვიყავი გადებული და ციალას წივილი მიგვაცილებდა. ვერკას ხარხარი და სტუდენტების შეძახილები, მე კი მერჩივნა მიწა გამსკდომოდა და ჩავეტანე.
- მანქანაში ჩამსვა და თვითონაც ჩაჯდა
- რა გააკეთე ნორმალური ხარ?
- რაგავაკეთე?
- ასე მოქცევა სად გაგიგია? შემარცხვინე ყველასთან. ასე შემოიჭრა ამიღო და წამიღო ?
- შენ ჩემი ხარ, ჩემი ჩემთან უნდა იყოს . ვერ ვხედავ პრობლემას ამაში და ნუ პანიკობ ძალიან გთხოვ.
აღარაფერი ვუპასუხე , გაბრაზებულმა ცხვირი ავუბზუე და სხვა მხარეს გავიხედე.
- გაიბუტა გოგო
ხმა არგავეცი , ასე ვიარეთ საათზე მეტი..
- გადმოდი , მოვედით.
აქეთ-იქით მიმოვიხედე , ადგილი ვერ ვიცანი.
-სად ვართ?
- კახეთში ბებიასთან და ბაბუასთან.
- გაგიჟდი? რას იფიქრებენ ასე რომ მომიყვანე? რა უნდა უთხრა? არ უნდა გაგეფრთხილებინე?
-დამთანხმდებოდი?
- არა
- ჰოდა ამიტომაც არ გაგაფრთხილე.
- ბებია გენაცვალოს , ჩამოხვედი ჩემო ბიჭო , როგორ მოენატრე შენს ბებოს ასე უნდა ჩვენი დავიწყება? დავბერდით და რაღად გვინდა ახალგაზრდებს გამოფრუტუნებული ბებიები ხო ?
- კაი რა ბე.. ჰოიცი რომ ყველაზე მეტად მიყვარხარ?
- აუჰ არადა ვფიქრობდი ვაჟკაცი გავზარდეთ მეთქი და გამცვალა ბებიაზე? გაისმა ბაბუას ხმაც.
- ვაი ბებია ცოლი მოიყვანე ?
- ქორწილია ბაბუა? დავკლათ ღორი , გავხსნათ ქვევრი ?
- ქორწილია ბაბუ ქორწილი. იცინოდა ვაკო და ჩემი სახის დანახვისას ეტად ახარხარდა?
- კარგი ვიხუმრე, ჩემი შეყვარებულია , ნინია ჯავახიშვილი აბა როგორი გოგოა შემოიშვება მომავალში რძლად?
- რაღა მომავალში ბაბუა დავიტოვოთ თან, თავიდან გაიპრანჭება ცოტა და მერე სახეზე ეტყობა როგორ უყვარხარ და არსად გამქცევია. იცინოდნენ ერთად და მე როგორც ყოველთვის შრცხვენილი მანქანას ავკროდი.
- ნუ გააგიჟეთ ბავშვი, არ უსმინო ბებია ხუმრობენ , შენი სურვილის გარეშე არაფერს გავაბედინებ ბებია მაგაზე არ იინერვიულო.. დაუცაცხანა კაცებს და შეაგდო სახლში.
- ბებიას ნინო ჰქვია , ბაბუას ვახტანგი.
- სასიამოვნოა თქვენი გაცნობა. გავუღიმე და საოცარი სითბო შემომეფრქვა მათი თვალებიდან.
სუფრა გაშალეს ვჭამეთ, ბაბუა დალევას მაძალებდა, როგორც სჩვევიათ კახეთში, მაგრამ ერთი ჭიქაც ვერ დავცალე და აქაც ბებიამ მიშველა.
- კაი ახლა დაიღალნენ ბავშვები დაწვნენ ვახტანგ.
- გაგიშალეთ ბებია, წადი დაისვენე შვილო.
წამოვდექი და ოთახისკენ წავედი, ვაჯოც გამომყვა და ჩემს ოთახში შემოდიოდა, თვალები გავაფართოვე და კარში გავიჭედე - რას აკეთებ ?
- უნდა დავიძინოთ
-ერთად არა !
- კაი რა ნინია !
- ვაკო ბებია ეგ ნინიას ოთახი, შენსაში წადი აბა ახლა მოასვენე გოგო.
ბებიას გავუღიმე და კმაყოფილმა გავხედე ვაკოს - გაიგე?
- ოხ ეს ქალები !
-----------------------------------------
აბა რას იტყვით ?



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Kargiaaa, ogond imdeni xani daagviane, lamis damaviviwydaaaaa

 


№2  offline წევრი judi N

Qeti qimucadze
Kargiaaa, ogond imdeni xani daagviane, lamis damaviviwydaaaaa

Gmadlob, xo cota damagvianda bodishi, dges daideba axali <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent