შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრების თამაში.თავი 9 (დასასრული)


19-06-2018, 05:51
ავტორი zia-maria
ნანახია 4 250

არც ერთი ჩვენთაგანი არ იცოცხლებს დედამიწაზე ძალიან დიდ ხანს,ყველა ვტოვებთ აქაურობას და მივდივართ ღმერთთან რომელმაც სიცოცხლე გვაჩუქა.როცა ახალგაზრდები ვართ გვგონია, რომ მარად ცოცხალნი ვიქნებით. ვფიქრობთ, რომ ჰორიზონტზე უამრავ მზის ამოსვლას ვიხილავთ და მომავალი წარმოგვიდგება, როგორც ჩვენს წინ გადაჭიმული უსასრულო სწორი გზა.მაგრამ, რაც უფრო გვემატება წლები, მით უფრო გვახასიათებს უკან მოხედვა და გაოცება იმაზედ, თუ რა მოკლე ყოფილა გზა სიცოცხლისა.სამი დღე იყო ბურუსში,სამი დღე ებრძოდა სიკვდილს,სამი დღე მეგობრები დევის პალატის კართან იჯდნენ ძირს და თვალი არ მოუხუჭავს არცერთს.სამი დღის შემდეგ შეიცოდა ამოდენა ტანჯვისთვის უფალმა და დააბრუნა ისევ დედამიწაზე.თვალები მძიმედ გაახილა და თეთრ ოთახში იწვა,თავთან კი აპარატის წრიპინი ესმოდა,მიხვდა რომ საავადმყოფოში იყო.გაოცებული შესცქეროდა ოთახში არსებულ მკრთალ სინათლეს,ისევ ჩაეძინა და დილით იღვიძებს,ისევ სიმარტოვეა ირგვლივ და სიჩუმე,სიჩუმეს კი მხოლოდ აპარატის წრიპინი არღვევს.არ ახსოვს რა მოხდა,არც ის ახსოვს ვინ მოიყვანა აქ და როგორ მოხვდა საავადმყოფოში.ეძალება ტვინს გაიხსენოს რა მოხდა,მაგრამ ძალიან დაიძაბა და შემდეგ მოითენთა,ისევ ჩაეძინა.მისთვის ახლა უებარი წამალი ძილი და სიმშვიდეა.სიბნელეში შეაბიჯა,არ ეშინოდა წინ წასვლის რადგან იცოდა და გრძნობდა,რომ სიბნელეს გაივლიდა თუ არა გვირაბის ბოლოს რაღაც უჩვეულო კაშკაშა სინათლე უნდა ყოფილიყო.ამიტომ ჩქარობდა,ნოემბრის ცივი ქარი მთელ სხეულში ატანდა,სციოდა,სიცივისაგან მოკუნტულმა და ჩქარი ნაბიჯით მიმავალმა უეცრად მხრებზე სითბო იგრძნო,ვიღაცამ შეიცოდა,ვიღაცამ მისთვის სითბო გაიმეტა და თბილი პიჯაკი მხრებზე მოაფარა,ხელი მოხვია და თან ყურში უჩურჩულა.
-არ მოიხედო უკან,წინ იარე და ეძებე შენი დაკარგული,შენთვის ძვირფასი ორი მარგალიტი.თვალები გაახილა და სულ სველმა ოფლისგან ხელი შუბლზე მოისვა.
-გილოცავ დაბრუნებას,შეგვაშინე ძმაო.მოესმა ვასოს ხმა რომელსაც ცრემლიც კი გასჩენოდა თვალებში.დევიმ გაუღიმა მეგობარს და სუსტად აუწია ხელი მისალმების ნიშნად,შემდეგ კი დასუსტებული ხმით უთხრა.
-აქ როგორ მოვხვდი,ვინ მომიყვანა არაფერი არ მახსოვს.
-მე მოგიყვანე,გვიანი იყო რომ დამირეკე სასწრაფოდ მოდი ჩემთანო,ხმა არ მომეწონა შენი.შემდეგ აღარაფერს ამბობდი,მე გეძახდი,გელაპარაკებოდი მაგრამ არაფერი არ გესმოდა,რომ მოვედი მანქანაში იჯექი გათიშული,უგრძნობ მდგომარეობაში.
-ძალიან ცუდად ვიყავი?
-ძალიან ცუდად,რომ არ მოვსულიყავი იცი ახლა სად იქნებოდი?
-ვიცი,უკვე ვიყავი,ვერავინ ვერ ვნახე გარდა ლამაზი წალკოტისა და არც არავინ შემომეგება,არც არავინ დამელაპარაკა.
-არ ჩაგთვალეს რომ დროულად მიდი იქ,უდროო იყო და შენი მისვლა და არ მიგიღო არავინ.
-ნატალიამ ან ჩემებმა გაიგეს?
-არა,ნატალიამ არაფერი არ იცის და არც სხვას არ გაუგია არაფერი.
-კიდევ კარგი,ბიჭები?
-გარეთ არიან,მეოთხე დღეა არ წავსულვართ,არ გამოგვიცვლია არცერთს.გავალ და დავუძახებ,ვეტყვი მათ რომ დაგვიბრუნდი.გიორგი და ნიკა სიხარულისგან სავსე შემობვიდნენ პალატაში.სიხარულით რომ შეივსენ მეგობართან საუბრით გიორგიმ შეეკითხა დევის.
-ისე შენი სახელი გაიგონეს ალბად, დევი მოვიდაო და იმიტომ არ დაგელაპარაკა არავინ,თუ ჩვენ ვერ შეგველიე საძმოს?
-გიორგი იცი რა მაინტერესებს?
-რა აბა მოგვაფრქვიე შენი აზრები,იქნებ იქედან სხვა აზროვნების დარუნდი?
-როდისმე დასერიოზულდები?
-შენც ახალი თქვი რამე,ვიფიქრე განსხვავებული აზრის იტყვის რაღაცასთქო.
-ისე ხუმრობა იქით იყოს და შეგვაშინე ძმაო.უთხრა ნიკამ.
-თქვენ ვერც კი წარმოიდგენთ,მე როგორ შემეშინდა.გიორგი თათა უნდა ვნახო,ელენეც უნდა ვნახო და ეს რაც შეიძლება სასწრაფოდ უნდა მოხდეს.
-დევი რა მოხდა,იმ ღამით რა შეგემთხვა.
-ჩემს თვალის წინ ავტო-საგზაო შემთხვევას შევესწარი,ვასო თითქოს უფალმა გამომაღვიძა და ჩემი მანქანის წინ ორი უსულო,აზრ დაკარგული ბავშვის სხეული დამიგდო.თითქოს მითხრა,წლებია გძინავს და დროა გამოიღვიძოო.
-შეგეშინდა?
-შემეშინდა?რა თქმა უნდა ის ბავშვები ვინც არ უნდა ყოფილიყო მე მაინც დავეხმარებოდი,მაგრამ ვასო ის არ შემშინებია რომ ორი ბავშვის დასისხლიანებულ სხეულებს ვუცქერდი,ჩემს წინ თაიას გრძნობა დაკარგული სხეული მედო და ბიჭი სულ ჩემი ახალგაზრდობა იყო.დარწმუნებით ვერ გეტყვით,მაგრამ ვიგრძენი რომ ისინი ჩემი შვილები არიან.
-შეუძლებელია,დევი 21 წელი გავიდა.
-შეუძლებელი არაფერია, გიორგი გაბრაზებული ქალი ყველაფერზე წამსვლელია.
-ახლა გასაგებია რატომ არ იციან თათამ და ელენიმ თაიას ადგილ-მდებარეობა.არ უნდა გაეგო არავის ბავშვის თუ ბავშვების შესახებ.თქვა ნიკამ.
-ფიქრობ ტყუპები გააჩინა?იკითხა ვასომ.ერთი კვირა ებრძოდა დემეტრე სიკვდილს და ის ერთი კვირა თინანო მის საწოლთან იყო.
-დევი არ დამტოვო მარტო,შენ მე დახმარებას დამპირდი.იცი?ჩვენ მან ორივე გადაგვარჩინა იმ დღეს.მიცნო,დევი მიცნო და იცი როგორ მივხვდი?დედაჩემის სახელი დამიძახა.დარწმუნებული ვარ უყვარს,დევი მას დედა ჯერ კიდევ უყვარს.დამირდი,დამპირდი რომ აქედან ადგები და დანაპირებს შეასრულებ,დამეხმარები.მე იმასაც ვგრძნობ ,მართლა ვგრძნობ რომ შენც მისი ნაწილი ხარ.უეცრად დემეტრემ ხელზე ხელი მოუჭირა თინანოს და თინანომაც ჯერ დემეტრეს ხელს დააცქერდა და შემდეგ ტირილ-სიცილით შეხედა.
-მე დანაპირებს ყოველთვის ვასრულებ თინანო.თინანო სიცილით მოეხვია დემეტრეს და ექიმის დააძახებლად გაიქცა.ერთი თვის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილზე დადგა,ბავშვებმა ისევ მხიარული ცხოვრება დაიწყო.დევიმაც ნელა-ნელა დადგა ფეხზე და უკვე კარგად იყო მისი ჯამრთელობა,მაგრამ სულ ჩაფიქრებული დადიოდა ჯერ კიდევ ვერ გამოსულიყო იმ საშინელი შოკიდან.ვერ გადაეწყვიტა,მოეძებნა თუ არა ის ბავშვები.მაგრამ უფალი ცდილობდა შეეწყვიტა მისი ცხოვრებით თამაში და უნდოდა დაებრუნებინა უკან ის რაც მას ეკუთნოდა.
განსაკუთრებული დილით დაიწყო ორშაბათი დილა სტუდენტებისთვის,კერძოდ დემეტრესა და თინანოსთვის.
-თინანო და დემეტრე დირექტორის კაბინეტში.თინანომ და დემეტრემ ერთმანეთს გადახედეს და აუჩქარებელი,მაგრამ მტკიცე ნაბიჯებით შევიდნენ დირექტორის კაბინეტში.
-გისმენთ,ბატონო დირექტორო რამე დავაშავეთ?
-არა,არა ნუ შეგეშინდებათ.გაეღიმა ხანში შესულ დირექტორს.
-აბა,რა ხდება რატომ დაგვიბარეთ აქ?
-დემეტრე და თინანო თქვენ ორივემ კარგად იცით,რომ განათლებას არ სჭირდება მხოლოდ თეორიული ცოდნა.უფრო საინტერესო რომ გახდეს პროფესია თქვენთვის და უფრო სრულფასოვანად შეიგრძნოთ თავი,მინდა როგორც გამორჩეული სტუდენტები კურსზე თეორიასთან ერთად მიიღოთ პრაქტიკული ღირებულებებიც ამ სფეროში.მე ბევრი ვიფიქრე და თქვენზე შევაჩერე არჩევანი,გადავწყვიტე დავალება მოგცეთ და თქვენს სწავლაში დამატებით უპირატესობას კარიერული წინსვლაც მისცეთ.
-გისმენთ, ბატონი დირექტორო.გპირდებით მთელი ჩვენი ენერგიით და პასუხისმგებლობით მოვეკიდებით თქვენს მიერ მოცემულ დავალებას.
-დემეტრე ვიცი,ვიცი რომ არ შევცდები ჩემს არჩევანში.მე ისიც ვიცი,რომ თავსაც კი გასწირავთ ამ დავალების შესრულებისთვის და ამაში დარწმუნებული ვარ,მე თქვენი ორის დიდი იმედი მაქვს.დემეტრე საკუთარი თავი ბოლომდე უნდა დახარჯოთ და ყველაფერი გაიგოთ,ასე თქვენს სწავლასაც დაედება ფასი და ეს ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული,თქვენს მონდომებაზე.
-დავალება გვითხარით ბატონო დირექტორო.
-დავალება ასეთია,არის პიროვნება რომლისგანაც წლებია ვერავინ ვერ შეძლო ინტერვიუს აღება.ის ქართველია,ყოფილი სპორტსმენი და მრავალი გზის გამარჯვებული თუ საქართველოში,თუ აქ ლონდონში.ის ძალიან ფრთხილი ადამიანია და ასევე უფრთხილდება მის წარსულის წლებს.ვიცი მხოლოდ ის,რომ ის კეთილი ადამიანია სუფთა წარსულით,ახლა კი დიდი და წარმატებული ბიზნესმენია.მინდა ყველაფერი გაარკვიოთ მასზე,მის წარსულზე,მის მომავალ გეგმებზე და არ ვიცი როგორ მოახერხებთ,მაგრამ ამ ადამიანიდან მინდა ინტერვიუ აიღოთ.
-თქვენი საუბრიდან გამომდინარე,რთული იქნება ამ ადამიანთან მისასვლელი გზა,მაგრამ შევეცდებით თქვენი დავალება შევასრულოთ.ყოყმანით თქვა დემეტრემ
-სახელი და გვარს გვეტყვით,ან რაიმე კოორდინატებს მოგვცემთ ამ პიროვნების?შეეკითხა თინანომ.
-გეტვით სახელს და გვარს,დევი დევიძე. მე მხოლოდ ეს ვიცი,სხვა უკვე თქვენი საქმეა,თქვენ მოაგვარეთ დრო კი ერთი კვირა გაქვთ.თინანო გაშრა,გაფითრდდა და როგორ გამოვდა დირექტორის კაბინეტიდან არ ახსოვს.
-ტყავს გავიძრობ,დღესა და ღამეს გავასწორებ და მაინც მივაღწევ ამ იდუმალებით მოცულ ადამიანთან.უეცრად თინანომ ხელზე მოუჭირა ხელი დემეტრეს და დემეტრეს შეეშინდა მის გაფითრებულ სახეს რომ შეხედა.
-რა გჭირს,თინანო ცუდად ხარ?
-დემეტრე ეს ის ადამიანია ვინც ჩვენ გადაგვარჩინა.
-დარწმუნებული ხარ?გაკვირვებულმა შეხედა თინანოს.
-დარწმუნებული ვარ,წამოდი ჩემთან რამე შევჭამოთ თან დავგოგლოთ და ვნახოთ იქნებ რაიმე ინფორმაცია მოვიძიოთ მის შესახებ.
-კარგი აზრია,ისე კი მშია წავიღოთ რამე თუ გაქვს გაკეთებული.
-წამოდი ხინკალი მაქვს და ქათმის სალათი.
-წავედით.დემეტრემ მანქანა გამოიყვანა სადგომიდან და წავიდნენ.თინანომ ჯერ ხელები გადაიბანა,შემდეგ ხინკალისთვის წყალი დაადგა,სალათიც გამოიღო და დემეტრე კომპიუტერში ჩაძვრა,რომ თინანოს დაუძახა.
-თინანო ბევრი არაფერი არ არის,მაგრამ მთავარი რაც არის მისი პირადი ნომერი აქ წერია.დარეკავ?თინანომ წყალი დალია,ყელი ჩაიწმინდა და ნომერი აკრიბა.
-გისმენთ დევი დევიძე ხაზზეა.დაიბნა თინანო და დაბნეულად რაც მოიფიქრა მისალმება იყო.
-გამარჯობათ.
-გამარჯობათ,მეჩვენება თუ დაბნეული ხათ?
-არა,არ გეჩვენებათ მართლა დაბნეული ვარ.ცოტა გათამამდა.
-რატომ?იგრძნო თინანომ რომ დევის ჩაეცინა.
-არ ველოდი ასე პირველ ზარზევე თუ დაგიკავშირდებოდით.
-რატომ?
-მითხრეს,რომ გამიჭირდებოდა თქვენთან დაკავშირება.
-რატომ,გითხრეს შეგაშინებსო?თინანოსაც გაეცინა და იქვე მდგარ დემეტრეს შეხედა,რომელიც გაოცებული უცქერდა თინანოს და მიხვდა,რომ ეს სატელეფონო საუბარი კარგი გზით მიდიოდა.
-არა,მაგრამ გამაფრთხილეს რომ ჟურნალისტებს გაურბიხართ და ინტერვიუს არ იძლევით.
-ოოოო,მოდი გამონაკლისს დავუშვებ და ასე ვქნათ.სანამ კარგ ხასიათზე ვარ და არ გადამიფიქრებია,სადღაც ერთ საათში ვიქნები სახლში და კომპიუტერით ჩავერთოთ ერთმანეთს და ვისაუბროთ.
-როგორ მოგძებნოთ სოციალურ ქსელში ბატონო დევი.
-დევი დევიძე,ასე ჩაწერეთ და მიპოვით ადვილად.
-მადლობა,უღრმესი მადლობა.თინანომ ტელეფონი გათიშა დემეტრეს შეხედა და ხტუნვა დაიწყო.
-გამოგვივიდააა,გამოგვივიდაააა.დემეტრე მან ჩვენ დაგვთანხმდა ინტერვიუზე.
-ღმერთო ასე ადვილად?
-იცი რა მითხრა?
-რა გითხრა.
-მოდი ამ ერთხელ გამონაკლისს დავუშვებ,ერთ საათში სახლში ვიქნები და ვისაუბროთო.
-არ ყოფილა რთული ადამიანი,როგორც ამბობენ.
-არა,პირიქით.ვფიქრობ,რომ ძალიან უბრალო ადამიანია.შენ მოძებნე,მე ხინკალს ამოვიღებ.დემეტრემ ჩაწერა დევი დევიძე და მოძებნა,თინანო მის უკან იდგა გაოცებული უცქერდა იმ ფოტოს რომელი ფოტოც ჰქონდა დევის დაყენებული პროფილზე.თინანოს თაიას ფოტო უცქერდა სწორედ იმ 21 წლის ასაკში,როგორც ახლა თავადაა.
-თინანო ეს შენი ფოტოა?
-არა,ეს დედაჩემის ფოტოა დემეტრე.
-რა?შენ გინდა თქვა,მამა რომელიც 21 წელია ნატრობ ნახო და გაიცნო,ეს ადამიანი არის მამაშენი?
-ვეჭვობდი,მაგრამ ახლა დავრწმუნდი.დემეტრე მეც შენსავეთ ვფიქრობ და ამას დნმ-ის ანალიზიც არ სჭირდება.თინანომ ყველაფერი მოუყვა დემეტრეს და ისიც გაოცებული უცქერდა,წყალი დალია გამშრალი პირი გაისველა და თინანოს გაბრაზებულმა შეხედა.
-შენ,შენ ამ ყველაფერს აქამდე გულში იხვევდი და მე კი არაფერი არ მითხარი.ხომ ვთქვით,რომ მეგობრები ვიქნებოდით თინანო.
-კარგი რა ნუ ბრაზდები,ახლა ხომ გაიგე.დამშვიდდი,მალე პირდაპირი ჩართვა გვექნება ეს ხომ ჩვენი ოცნებაა რომ შევასრულოთ ჩვენი პირველი დავალება,პირველი ინტერვიუ ძალიან მნიშვნელოვან ადამიანთან.
-და ეს მნიშვნელოვანი ადამიანი შენი მამაა თინანო.დემეტრე წამოდგა და ერთი ცალი ხინკალი აიღო,რომ თინანოს კივილი შემოესმა.
-დემეტრეეეეეეეეეე.ცივად შებრუნდა თინანოსკენ შეშინებული და თან პირგამოტენილი.
-რა იყო გოგო,გამისკდა გული.
-შეხედე,რეკავს დევი რეკავს.
-უპასუხე,უპასუხე ჩქარა და მოვალ ახლავეს.
-გისმენთ ბატონო დევი.ვიდეო თვალი გაიშალა და დევი გაოცებული უცქერდა თინანოს და მის გვერდით მჯდარ დემეტრეს.ძალა მოიკრიბა,ნერწყვი ხმაუროთ გადაუშვა ყელში და თავად დაიწყო საუბარი პირველმა.
-გავიცნოთ ერთმანეთი,ჩემი სახელი და გვარი იცით,მაგრამ ისევ გეტყვით.დევი დევიძე ყოფილი სპორტსმენი,კერძოდ ძიუდოისტი.
-მე თინანო ჟორჟოლიანი ვარ,ჟურნალისტი.
-მე დემეტრე ჩიხლაძე ვარ,მეც ურნალისტი.დევიმ სახეზე ჩამოისვა ხელი,თინანოს შეხედა და შეეკითხა.
-დედას თაია ჰქვია.
-კი,დედას თაია ჰქვია.
-შორენა,შენს დედას შორენა ჰქვია თუ არ ვცდები.
-არა,არ სცდებით დედას შორენა ჰქვია.
-გასაგებია.დევიმ კომპიუტერთან მივიდა და რაღაც დაწერა,შემდეგ ბავშვებს შეხედა და თქვა.
-ხუთშაბათს ამ მისამართზე მოდით 8 საათზე,ახალი სასტუმროს გახსნა მაქვს და მინდა თქვენც იქ იყოთ.დაწვრილებით ყველაფერზე იქ ვისაუბროთ,რა შეკითხვები გექნებათ გიპასუხებთ.შევთანხმდით?
-შევთანხმდით.უთხრა ორივემ ერთად.
-მართლაც შორს ვარ საერთოდ ჟურნალისტებთან,მაგრამ გილოცავთ თქვენ ეს შეძელით.თინანოს გაეცინა არ უნდოდა მასთან დაშორება,არ უნდოდა გაეთიშა მაგრამ შეატყო რომ დემეტრეს ფერი არ ჰქონდა სახეზე.
-რა დაგემართა,არ გაგეხარდა?ჩვენ მას პირდაპირ შევხვდებით.
-თინანო მომეჩვენა თუ ის დედაჩემსაც იცნობს?
-არა,არ მოგეჩვენა მან თავად თქვა დედაშენის სახელი.
-თინანო მე მას ვგავარ,შეამჩნიე რამხელა მსგავსებაა ჩვენს შორის?
-შევამჩნიე,მაგრამ ვფიქრობ დამთხვევაა ეს ყველაფერი.
-ასე ფიქრობ?
-ასე ვფიქრიბ და ახლა რა ვქნა,მინდა ყველაზე ლამაზი ვიყო იქ იმ საღამოზე.
-მერე მე რას ვაკეთებ აქ?ხვალვე წავალთ და კაბას ვიყიდით,ახლა კი მაჭამე თორემ გეფიცები აქვე წავიქცევი.დემეტრე წავიდა და თინანოს გაახსენდა თაიას ნათქვამი,რომ მას წითელი ფერი ძალიან უყვარდა,ამიტომ გადაწყვიტა წითელი ფერის კაბა ეყიდა და ღიმილმორეულს დაეძინა.დილით კი თაიას დაურეკა და თხოვა ხუთშაბათს ლონდონში ჩასულიყო,რაზედაც მიიღო თაიას თანხმობა.ორმა დღემ აგონიაში გაიარა,ხუთშაბათ დილით სწორედ ის კაბა იყიდა რომელიც მას უნდოდა,წელში გამოყვანილი,მკერდზე გიპიურით და სიგრძით მუხლამდე,თმებიც კოხტად გაიკეთა და დემეტრეც მოვიდა.შეხედა თინანოს და თვალები გაუბრწყინდა.
-ღმერთო დიდი პატივია დღეს თქვენისთანა ანგელოზის გვერდით ყოფნა.
-რა თავაზიანი ხართ ბატონო დემეტრე დღეს?
-თინანო რატომ მაბრაზებ?
-მერედა რატომ ბრაზდები შენც?
-მარტო დღეს ვარ თავაზიანი?
-სიმართლე მწარეა და თან ძალიან მტკივნეული.
-დღეს ჩაიაროს ამ შეხვედრამ და შემდეგ მე გაჩვენებ შენ ჩემს თავაზიანობას.ჩამწერი მოგაქვს?
-მომაქვს ჩამწერიც და სხვა მნიშვნელოვანი კითხვებიც მაქვს ამ იდუმალ ადამიანთან.დემეტრემ ტაქსით არჩია წასვლა და მძღოლს მისამართი უკარნახა.როცა მძღოლმა უთხრა ,,მოვედითო'' ორივემ გაოცებულმა შეხედა მათ წინ მდგარ უზარმაზარ შენობას.ფული გადაუხადა მძღოლს და თინანო აცრემლიანებული თვალებით იდგა და მხოლოდ ერთ წერტილს მისჩერებოდა,დემეტრემაც გაიხედა და წაიკითხა,სასტუმროს აბრაზე დიდი წითელი ასოებით საყვარლად ციმციმებდა სიტყვა ,,თაია''.
-თინანო არ შეგიყვარდეს ასე მწარედ,ეს სიყვარული არ არის ეს ავადმყოფობაა.ხალხი ირეოდა,ქალები კეკლუცობდნენ და დრო და დრო სხვებსაც ჭორავდნენ.თინანომ მკლავზე წაატანა ხელი დმეტრეს,რაზედაც დემეტრეს გაეცინა და ყურში უჩურჩულა.
-მე ყოველთვის შენს გვერდით ვიქნები და დაგიცავ.
-მპირდები?
-გპირდები.
-რაც არ უნდა მოხდეს?
-რაც არ უნდა მოხდეს,ახლა შევიდეთ თორემ შეხედე როგორ გვითვალთვალებენ და რა გაოცებული სახით გვიცქერს ყველა.დემეტრეს და თინანოს სასტუმროში შესვლაზე გაოცებული იდგა შუა დარბაზში ვასო და ორივეს ათვალიერებდა,უეცრად უკან შებრუნდა,ისევ შემობრუნდა და ბავშვები კიდევ ერთხელ დარწმუნებულად შეათვალიერა და დევის დაადგა თავზე რომელიც მის პარტნიორებს ესაუბრებოდა,თან ნელა-ნელა კონიაკს წრუპავდა.
-დევი ცუდად ვარ.
-რა მოხდა.კითხა გაკვირვებულმა მართლა ფერდაკარგულ ვასოს და არა მარტო ვასოს გიორგის და ნიკასაც დაკარგვოდათ ფერი.
-მოჩვენებები დამეწყო და გაიხედე,შენც იგივე ხალხს ხედავ ვისაც მე?
-რა გჭირთ,რა დაგეტაკათ ცოტა სერიოზულობა შეინარჩუნეთ დღეს.თვალები დაუბრიალა დევიმ ვასოს მაგრამ ვასომ თვალით ანიშნა მათკენ ღიმილით მომავალ ანგელოზებისკენ რომლებმაც თვით დევიც კი გააოცა და ყველა ერთად წარსულის მოგონებებში გადაისროლა.დევიმ ვისკი მოსვა და თინანოს მიაჩერდა.
-თინანო ჟორჟოლიანი.ხელი გაუწოდა და დევიმ თითქოს დენმა დაარტყა რომ შეეხო თინანოს ხელს და გულმა ძლიერად დაიწყო ცემა.
-დიახ მე თინანო ვარ,მოხარული ვარ თქვენი ახლოს ნახვით და გაცნობით.
-დემეტრე ჩიხლაძე.მასაც ჩამოართვა ხელი და იგივე შეგრძნება იგრძნო როგორც თინანოზე.ორივე მის კაბინეტში მიიწვია,იმდენად ახლო მსგავსება იყო ამ სამში,პაპარაცებმა არ დატივეს ეს კადრი გადაუღებელი სადაც სამივე ერთად იცინიან ულამაზესი ფოტო გადაუღეს.
-ჩემს კაბინეტში წავიდეთ,თორემ აქ არ მოგვასვენებს ჟურნალისტები.ბიჭებს შეხედა,თვალი ჩაუკრა მათ და ბავშვებს წინ გაუძღვა.
-მობრძანდით,აი აქ დასხედით.სამივე მოკალათდა,დევიმ სასმელი ყავა და ტკბილიც შეუკვეთა და აღელვებული დაელოდა თინანოს შეკითხვებს.თინანომ შეხედა და პირველი ნაბიჯი ამჯერად მან გადადგა.
-დავიწყოთ?
-დავიწყოთ,მე მზად ვარ.ხელები გაშალა დევიმ და გაიღიმა მღელვარების დასაფარად.
-გაგვეცანით თუ შეიძლებსა.
-დევი დევიძე ყოფილი სპორტსმენი.
-ბატონო დევი რატომ არის იდუმალებით თქვენი პიროვნება შემოფარგლული.
-არანაირი იდუმალება,მე უბრალო ადამიანი ვარ თუმცა უნდა ვაღიარო არ მიყვარს ჩემივე პიროვნების აფიშირება და ამიტომ ვერიდებოდი ჟურნალისტებს და ინტერვიუს გავურბოდი კიდეც,(სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით) გაეცინა დევის.
-როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი დღე.
-ჩვეულებრივი დღე ჩემთვის არ არსებობს,ყოველი დღე გადატვირთულია და აგრეთვე პრობლემებით სავსე.თუმცა ყოველთვის ვინარჩუნებ პოზიტიურ მუხტს და ყველასთან კარგი ურთიერთობებით შემოვიფარგლები.
-პრობლემები ხშირად გაქვთ?
-ცხოვრებაში არის ზოგჯერ ისეთი მომენტებიც,რომ მოულოდნელად ცხვლილებებიც ხდება,ეს ცვლილებები კი რადიკალურად ცვლის ყოველდღიურობას,რაც ეს აისახება პირად ცხოვრებაზეც,მაგრამ რაც არ უნდა მოხდეს მე ვფიქრობ ყოველთვოს უნდა შევინარჩუნოთ კარგი განწყობა,შინაგანი სიმშვიდე და ჰარმონია.
-და როგორ ახერხებთ კარგი განწყობის,შინაგანი სიმშვიდის და ჰარმონიის შენარჩუნებას.ეს არ გიჭირთ?
-მთელი დღის განმავლობაში იმდენ განსხვავებულ ადამიანებთან გვიწევს ყოფნა,რომ ეს თვისებები თუ არ გვაქვს შეუძლებელია გაუძლო,რადგან ზოგმა უმიზეზოდ იცის საყვედურები არ ფიქრობენ როგორ დაგიწეწონ ნერვები და აქ უხეშად რომ გასცე პასუხი იმსახურებენ,მაგრამ ამიტომ არის საჭირო მშვიდი ნერვები და მოთმინება.მეტი ღიმილი უნდა გავსცეთ,რადგან არიან მეორე კატეგორიის ადამიანები რომლებსაც უნდათ მოგბაძონ,იყვნენ წარმატებულები და გვინდა არ გვინდა ვინარჩუნებთ ამ ნაძალადევ ჰარმონიულობას.
-გინანია რამე ცხოვრებაში?
-მინანია?მინანია,მინანია და ახლაც ვნანობ.სინანული საკუთარ თავზე გამოვცადე და მივედი ერთ უტყუად დასკვნამდე,რომ ,,ქალი ეს არის მამაკაცის ანარეკლი,როგორც მოვეპყრობით მას.ისეთი ხდება ის,ეს არის ქალის მთელი საიდუმლოება''.
-მე თქვენთვის რაღაც მაქვს და ვფიქრობ ეს ძალიან დაგაინტერესებთ,მაგრამ სანამ გადმოგცემთ მინდა გულწრფელად მიპასუხოთ.გიყვარდათ? თუ გიყვარდათ,რამ განაპირობა თქვენი დაშორება და სინანული რომელზედაც წინა კითხვაში მიპასუხეთ,ესეც თქვენს სიყვარულს ეხება?
-თინანო.ამოიხრიალა დევიმ და პერანგის ღილები შეიხსნა,თავი ორივე ხელებში ჩარგო.დემეტრე წამოდგა და წყალი მიაწოდა,თინანოს კი ცრემლი მოერია და ინანა მისი დასმული კითხვით რთულ სიტუაციაში რომ აღმოჩნდა დევი.
-ვულკანის ამოფრქვევა იყო მასთან გატარებული ყოველი დღე,თვალის-მომჭრელი და მხურვალე ქალი,ქალი რომელიც დღემდე ჩემს გულშია.ბედნიერება რომლის ფასი ჯერ არავის უთქვამს,ვერც მე შევძელი ამ ბედნიერებისთვის ფასის დადება,ეს გრძნობა შეუფასებელია.ის ჩემთვის ყველაფერი იყო,არის და იქნება.
-ახლა რომ ის თქვენს წინ იდგეს?
-რას ვიზამდი?თუ ნებას მომცემდა გულში ჩავიკრავდი,თვალებში გაჩენილ სევდას გავუქრობდი და მთრთოლვარე სულში ჩავხედავდი,რათა იქ მეპოვნა ჩემთვის სასურველი პასუხი.
-ეს თქვენია,თქვენ გეკუთვნით. თინანომ თეთრი არა,წლებისაგან გაუფერულებული ოთხად გაკეცილი ქაღალდი გაუწოდა დევის და თავადაც ვერ შეკავებული ცრემლი დაედინა სახეზე.დევიმ თვალებში შეხედა თინანოს და მის სახეზე დადენილმა ცრემლმა გული ატკინა,ხელი გაუწოდა ქაღალდი გამოართვა ფერებმა გადაუარა სახეზე და სევდიანად ჩაიცინა.
-,,მინდა ისევ ერთად ვიყოთ,შენ ჩემს გულში იქნები მუდამ.დამიბრუნდები თუ არა მე არ ვაპირებ აქედან ამოგშალო,მხოლოდ შენ ხარ ჩემი უკვდავება.შენ ხომ მე ჩემი გული გაჩუქე და ამ გულით უნდა გასუნთქო.დრო გაგვეპარება თაია და თმებიც გაგვითეთრდება,მაგრამ გპირდები მაშინაც შენ იქნები ჩემი სიბერის სიყვარული.არ გიჯავრდები,მე დავაშავე და მევე დავიღვარე ცრემლებად სიყვარულისთვის.იმ პატარა ნაკადულად ვიქეცი რომელმაც ჩემი სიყვარული მის ჩანჩქერთან ერთად წაიღო.გავცურე,მივდიე მაგრამ მაინც დამეკარგა ვერ შევძელი შეჩერება.დაგელოდები,თაია მთელი ცხოვრება დაგელოდება შენ შენი დევი.''დევიმ თავი ასწია და თინანოს შეხედა.
-ალბად არ შემეკითხები თუ საიდან მაქვს ეს წერილი ან როგორ მოხვდა ჩემს ხელში.
-არა,არ შეგეკითხები.ამ კითხვის დასმას აზრი არ აქვს თინანო რადგან დედაშენის ცოცხალი ფოტო ხარ.დედას გავხარ და იმხელა შოკი მივიღე პირველად რომ გნახეთ სამი დღე საავადმყოფოში ვიწექი.თინანო გეფიცები,გეფიცები ყველაზე წმინდას მე არ ვიცოდი შენი არსებობის შესახებ.
-ვიცი,დედამ დაგსაჯა,მაგრამ რატომ ეს ვერ გავიგე.
-დამსაჯა და სამართლიანად მოვიხადე ეს მძიმე სასჯელი,მაგრამ შენ დემეტრე?დედაშენისგან რისთვის დავისაჯე,მან რატომ არ მითხრა სიმართლე.დემეტრე გაოცებული უცქერდა დევის და შემდეგ თინანოს შეხედა.
-მოიცადე,მე და შენ და-ძმა ვართ?
-თინანო ვერ გაგცემს მაგ კითხვაზე პასუხს,დედაშენს უნდა შეეკითხო დემეტრე და მხოლოდ ის გეტყვის სიმართლეს.მანამდე კი რომ დაგარწმუნო ჩემი სიტყვების სიმართლეში,რომ მე არ ვცდები აი ეს ფოტოები ნახეთ.დევიმ რამოდენიმე ფოტო აჩვენა ორივეს და დემეტრე გაოცებული დასცქეროდა.
-ეს,ეს მე ვარ თუ თქვენ ხართ?
-ეს მამაა დემე და შენ მას ჰგავხარ.ისე თბილად თქვა სიტყვა ,,მამა'' თინანომ რომ დევი გაშეშდა და თინანოს მიაჩერდა.თინანომ იგრძნო დევის დაბნევის მიზეზი და ფეხზე წამოდგა,მის წინ გაჩერდა და ისიც მიაჩერდა.
-დევიმ აათვალიერა თინანო და უთხრა.
-დედაშენსაც ჭკუა ეკეტებოდა წითელ ფერზე და მეც მაგიჟებდა
-არ უყვარდა,უყვარს.უთხრა ღიმილით თინანომ და ისეთი თვალებით შეხედა დევის,დევიმ გაუღიმა,ხელები გაშალა და თინანო ძლიერად ჩაიკრა გულში.
-21 წელია ამ დღეს და ამ წუთებს ველოდები,21 წელია ვცდილობ გავარკვიო ვინ არის ადამიანი ვისაც უნდა დავუძახო ,,მამა''.
-ღმერთო,თქვენი არსებობის შესახებ რომ მცოდნოდა ქვეყანას გადავატრიალებდი და მაინც გიპოვნიდით.ორივეს შუაში ადგა,თაიას ფოტოს შეხედა იქვე რომელიც მაგიდაზე ჰქონდა და თქვა.
-დრო უშენობით სავსე,ნაწილობრივ შეივსო თაია.
-შევავსებთ დარჩენილ სივრცესაც.უთხრა თინანომ და სამივემ დატოვა ერთად კაბინეტი,ამაყად მიაბიჯებდა მამასა და ძმას შუაში ჩამდგარი და გაოცებული უცქერდა ყველა სამ ერთნაირ პიროვნებას.დევის სამეგობროს წინ გაიშალა ფილმის კადრებივით წარსულის მოგონებებმა,გააცნო ორივეს თავისი სამეგობრო და ყველამ ერთად ბედნიერი საღამო გაატარეს.მხოლოდ დემეტრეს სჭამდა ცნობისმოყვარეობა,როდის ნახავდა დედას დაელაპარაკებოდა.
-თინანო არ წავიდეთ?
-წავიდეთ,უკვე გვიანია ტაქსი გამოიძახე?
-გამოვიძახებ ახლავეს.
-არ გინდა,მე წაგიყვანთ.უთხრა დევიმ როცა ყური მოკრა ბავშვების საუბარს,ფეხზე წამოდგა და მეგობრებს დაუბარა.-არ დაიშალოთ,რა დროც იქნება დავბრუნდები.
-თინანო შენ წინ დაჯექი.
-რატომ?შენ დაჯექი წინ.
-წინ დაჯექი გოგო და უფრო მალე მიხვალ.
-იდიოტო.შეუბღვირა თინანომ და დევის გაეცინა მათ კინკლავზე.
-პირველი მე მიმიყვანე რა სახლში,დღეს სერიოზული და დაძაბული ღამე იქნება ვიცი.
-დემეტრე გთხოვ რომ გაითვალისწინო უხეშად არ დაელაპარაკო დედას,ვერაფერს მიაღწევ უხეშობით.უკეთესია, წყნარად და დაკვირვებულად გაარკვიო ყველაფერი.
-კარგი,არ ვიქნები უხეში.თინანო დღეს შენთან მოვალ და რომ წამოვალ დაგირეკავ,არ ჩაგეძინოს.
-კარგი,დაგელოდები.დემე ნუ ატკენ დედას.
-შევეცდები.მანქანიდან გადავიდა,თინანოს ცხვირზე ჩამოკრა ხელი და ორივეს დაემშვიდობა.დევიმ და თინანომ ბევრ რამეზე ისაუბრეს,ბევრი საერთო აღმოაჩინეს ერთმანეთში და თინანო ძალიან ბედნიერად გრძნობდა თავს,მაგრამ არც ფარავდა რომ დემეტრეზე ნერვიულობდა.
-მამა სამეგობრო გელოდება.
-არა უშავს,დემეტრე რომ მოვა მეც დამშვიდებული წავალ.
-რას გრძნობ,როცა ორი შვილი გყავს და ორივე 21 წლის ტყუპებივით.
-არ დავფიცავ და რთულია,არადა სინამდვილეა ჩემს წინ ჩემი შვილი დგას რომლის არსებობა ამ ორი თვის წინ საერთოდ არ ვიცოდი.გვერდით დაუჯდა დევის და მხარზე ჩამოადო თავი.
-მე რომ თაიასთვის მეთქვა ,,შევცდი, შეცდომა დავუშვი'' დღეს სულ სხვაგვარად იქნებოდა ჩვენი ცხოვრება,მაგრამ მე ვერ ვაჯობე საკუთარ ეგოს,დღეს კი რეალობას ჩავხედე თვალებში და მივხვდი ჩემმა დაშვებულმა შეცდომამ რამხელა ბედნიერება დამაკარგინა.
-მაგრამ ამოიწურა დღეს კოშმარი.
-ამოიწურა,მთლიანად ვერ შემავსო ბედნიერებამ მაგრამ ძალიან მიხარია,რომ შენ ხარ ჩემი ნაწილი.თინანო გახსოვდეს სიყვარულშია სამყაროს საიდუმლოება.სიყვარულშია ასევე ცხოვრების საიდუმლოება,სიყვარულშია ყველა საიდუმლოს გასაღები და თავად სიყვარულშია ღმერთი.ნებით ჩახედე სიმართლეს თვალებში ყოველთვის,თორემ დრო იძულებულს გაგხდის თვალი გაუსწორო სინამდვილეს,ეს კი დამიჯერე ურთულესი და უმძიმესი პროცესია.იცი როგორ მოვედი დღემდე თაიას გარეშე?
-გაგიჭირდა?
-ძალიან გამიჭირდა.ვნანობ,ვნანობ რომ ვერ შევძელი მებრძოლა მისთვის,ვერ გადავდგი მთები საყვარელი ადამიანისათვის.გამიჭირდა მის გარეშე,მაგრამ ჩემს გვერდით იყო კარგი და ერთგული მეგობრები.მე თუ დღეს ძლიერი ადამიანი ვარ და სწორად ვცხოვრობ მათი დამსახურებაა,დიდ ვალში ვარ მათთან.თითოეულ მათგანთან თითო სკოლა გამოვიარე,ბევრ რამეს დავაკვირდი და ბევრი რამე ვისწავლე.ისინი ჩემთვის ყველა, საუკეთესო პიროვნების სარკე არიან.
-ნეტა დემეტრე როგორაა ვნერვიულობ მასზე.
-კარგად იქნება,მას არააქვს ფეთქებადი ხასიათი.
-ეს როგორ მიხვდი?გაუკვირდა დევის სიმშვიდე თინანოს.
-მე მგავს,მეც მშვიდი და გაწონასწორებული ვიყავი მის ასაკში თუმცა შეცდომა მაინც დავუშვი.გაეცინა დევის.
-უშეცდომოდ არ ცხოვრობს ადამიანი,ჩვენ ყველას გვაქვს პატარ-პატარა ცოდვები უფლის წინაშე.უბრალოდ ძალიან რთულია ყველას თვალში ჰქმნიდე იმის შთაბეჭდილებას რომ არ გადარდებს არაფერი,მე მჯერა ყველა კარგად ვიქნებით და კარგი დასასრულიც გვექნება.დემეტრემ ხმაურით შეაღო სახლის კარი და დალილამაც იყვირა.
-დემეტრე მოვიდააა.ძმასთან მივიდა და ყელზე მოეხვია.
-სად იყავი ასეთი ჩაცმული დემეტრე.წარბაწეულმა შეხედა შორენამ შვილს.
-ერთმა ჩემმა მეგობარმა მისი სასტუმროს გახსნაზე დამპატიჟა და მეც წავედი.
-ვინ მეგობარია,ჩვენ ვიცნობთ?
-არა მგონია იცნობდეთ,ის ქართველია ძველი სპორტსმენი დევი დევიძე.
-ვიიინ?შენ,შენ რა საქმე გაქვს მაგ პიროვნებასთან.
-იცნობ?წარბაწეულმა შეხედა თავადაც აფორიაქებულ დედას.
-არ გაბედო და მეორედ არ შეხვდე.
-რატომ?რამე გაქვს სათქმელი?
-არა,არაფერი.დაიბნა შორენა.
-კარგი,მაშინ სხვაგვარად დაგისვამ შეკითხვას.დედა,როდისმე გითქვამს ჩემთვის ტყუილი?
-დემეტრე ეს რა შეკითხვაა.
-შეგეკითხე რაღაც და პასუხს ველოდები.მკაცრად უთხრა დევიმ და რაც შეეძლო სიმშვიდეს ინარჩუნებდა.
-რა გჭირს,რა გემართება.
-კარგიიიი,მაშინ პირდაპირ შეგეკითხები.ანდრეა ჩემი მამა არის?ხმას აუწია დემეტრემ.არ გინდა ახალი ტყუილის მოფიქრება,მე დღეს ჩემი სიბერე ვნახე და უკვე ვიცი როგორო ვიქნები 40-45 წლის ასაკში.მე დღეს სიმართლე გავიგე და აზრი არ აქვს კიდევ ტყუილის თქმას.
-რას ამბობ დემეტრე.
-სიმართლეს,სიმართლეს ვამბობ დედა.21 წელია ორივე მატყუილებთ,ვხვდები რომ რთულ სიტუაციაში იყავი მაგრამ ჩემთვის სიმართლე უნდა გეთქვა რომ გავიზარდე,მე ამის სრული უფლება მქონდა.
-ვერ შევძელი,მინდოდა თქმა მაგრამ ვერ შევძელი.დაფიცებული მქონდა,არავინისთვის არაფერი არ მეთქვა.
-და შენც 21 წელია აგრძელებ ამ ტყუილში მაცხოვრო.და შენ?შენ მამას რომ გეძახდი,უცნაურად არ გრძნობდი თავს?
-დემეტრე დაჯექი.ანდრეამ მის გვერდით მიუთითა დემეტრეს დამჯდარიყო.-მე შორენა ერთ წვიმიან ღამეს გავიცანი,ის ხიდის მოაჯირზე იყო ასული და თვითმკვლელობას ცდილობდა.იმ წუთში საჭირო ადგილას საჭირო დროს აღმოვჩნდი და იმდენი მოვახერხე ტკბილი სიტყვით მივუახლოვდი და ამ საშინელ განზრახვაზე ხელი ავაღებინე.მითხრა რაც ჭირდა,მკაცრი მშობლების გამო თვითმკვლელობა გადაწყვიტა და დახმარება მე შევთავაზე.დროთა განმავლობაში კი შეგვიყვარდა ერთმაბეთი და შენ როგორც შვილი ისე გაგზარდე.მე ვერაფერს ვერ გეტყოდი,რადგან შორენას გადაწყვეტილებას პატივს ვცემდი.
-მე,მე მეცით პატივი?
-სხვაგვარად არ შეიძლებოდა შვილო,არავინმა არ იცის ეს არც ჩემებმა და არც ანდრეას ხალხმა.
-ფეხებზე სხვა ყველა დედა,ჩემთვის გეთქვათ მცოდნოდა სიმართლე და მეც ჩუმად ვიქნებოდი.ან რატომ დასაჯე ასე ის ადამიანი,რატომ არ გაუმხილე რომ შვილს ელოდებოდი.
-მიყვარდა,მაგრამ მან ვერ შემიყვარა.
-მას ხომ ცოლი ყავდა,ოჯახი ყავდა და იცი რომ 21 წელია თინანოც მისგან შორს იზრდება?იცი რომ ის დღემდე მარტო ცხოვრობს?იცი რომ შენ მესამე პირმა ჩადექი მისი ბედნიერი ცხოვრების შუაში და დაუნგრიე ის ბედნიერი ცხოვრება?არ ფიქრობ,რომ ამ ყველაფრისთვის მას ბოდიში უნდა მოუხადო?შორენა თავდახრილი იდგა და ფიქრობდა დემეტრეს სიტყვებზე.დემეტრემ სააბაზანოში გავიდა,წყალი შეისხა სახეზე ცოტა აზრზე მოვიდა, შემდეგ ტელეფონი ამოიღო და თინანოს დაურეკა.
-გისმენ დემე როგორ ხარ.
-კარგად ვარ,წავიდა?
-არა დემე აქ არის,შენზე ვღელავთ.
-ნუ ღელავთ კარგად ვარ,მაგრამ არ წავიდეს დამელოდოს.შორენამ მიხვდა დემეტრეს ჩანაფიქრს და ანდრეა გადახედა და თვალებით კითხა რა ვქნაო.ანდრეა ფეხზე წამოდგა,შორენასთან მივიდა და უთხრა.
-ყველაფერი კარგად იქნება,მე წაგიყვან მაგრამ იქ არ ამოვალ ქვემოთ დაგელოდები.სამივე სახლიდან გავიდა და მალე თინანოს ბინის კართან იდგა ორივე დედა-შვილი.ზარის ხმაზე თინანო წამოხტა ფეხზე და კარი გააღო,დემეტრე რომ დაინახა ჩაეხუტა და სახლში შეატარა.დევიმ შორენას გაუსწორა თვალი და მხოლოდ ხელის ჩამორთმევით შემოიუფარგლნენ ერთმანეთში.სიჩუმე იდგა სახლში,ყველა ერთმანეთს ელოდა ვინ გადადგამდა პირველ ნაბიჯს და ისევ დევიმ დაიწყო.
-12 წლიდან შეიცვალა ჩემი ცხოვრება,სწორედ მაშინ ჭიდავი რომ დავიწყე.პირველ წარმატებას მეორე მოჰყვა,მეორეს მესამე და ასე ავდიოდი დიდ სიმაღლეზე.კარიერა იზრდებოდა,ფული თითქოს თავისით მოდიოდა 20 წლისას უკვე ჩემი სახლი მქონდა,მანქანა,ქალები.არცერთხელ არ წამიგია დღემდე,დღეს მე ნათლად ვიგრძენი ჩემს წინაშე ,,ცხოვრების თამაში'' ხო,ჩემს წინაშე და ჩემს წინააღმდეგ.ცხოვრებამ იქ დამარტყა, სადაც არ ველოდი.ძალიან სუსტი ვყოფილვარ,თურმე არ ყოფილა ფული მთავარი ცხოვრებაში,ეს მაშინ გავიგე როცა ცხოვრებას თვალებში ჩავხედე რეალურად,სანამ არ შევსვი საწამლავი ცხოვრების.ჩემს წინ ჩემი ცხოვრების დიდი დანაკლისი დგეხართ,ორი თვეა მცივა,ძვლები არ თბება რადგან ორი თვეა რაც თქვენი არსებობის შესახებ გავიგე და უკვე გული ტირის,მაგრამ სადღაც არის თბილი წერტილი.სიყვარული,მართალია მე სიგიჟემდე მიყვარდა დედაშენი თინანო მაგრამ მაშინ ყველაფერს შავ-თეთრი ფერებით ვხედავდი.ვერ ვსუნთქავდით ერთმანეთის გარეშე,სეტყვასავით დავატყდებოდით ერთმანეთს თავს,იმედებს ვაძლევდით ერთმანეთს და სიყვარულს ვუზიარებდით.ალბად ჩემი შეცდომებისთვიდ დამსაჯა უფალმა და სასჯელად უთქვენობა მომისაჯა.გული დამეღალა,მეგონა გულის პირს წვიმის წვეთები მისველებდა ხოლმე,მაგრამ ცრემლებმა დამისველა გული,საშინლად დამღალა მარტოობამ.წავაგე,წავაგე ჩემი ცხოვრების მთავარი თამაში.მოულოდნელად ქარიშხალივით შემოიჭერით და სილამაზე,სიყვარული შემომიტანეთ.თქვენ ძირფესვიანად შეცვალეთ ჩემი ცხოვრება.მე შენ არასოდეს არ დაგპირებივარ არაფერს,რატომ,რატომ ამხელა სასჯელი შენგან.შორენამ დევის შეხედა და ჩაწყვეტილი ხმით უთხრა.
-მე შენ მართლა მიყვარდი,მაგრამ შენ ყოველთვის სხვასთან იყავი.როცა ჩვენს შორის მოხდა ის,რაც არ იუნდა მომხდარიყო,სწორედ იმ შეცდომამ მე დემეტრე მაჩუქა და ამით ძალიან ბედნიერი ვარ.
-რატომ არ მოდი,რატომ არ მითხარი.
-ამაყი ვიყავი,დევი ძალიან ამაყი.
-შენი სიამაყის გამო დამსაჯე?მე დამსაჯე,მაგრამ ბავშვს რას ერჩოდი.
-რომ ვერ შემიყვარე ამიტომ დაგსაჯე,ვეჭვიანობდი,შორს ვიყავი შენგან მაგრამ მაინც ვეჭვიანობდი.მე ჩემი თავი მხოლოდ შენ მოგიძღვენი.უშენოდ ჩემს ცხოვრებას შავი ფერები ჰქონდა,მაგრამ ერთ დღეს გაიფანტა ეს სიშავე როცა დემეტრეს არსებობა გავიგე.ვიცოდი,ვიცოდი რომ სერიოზული ურთიერთობა გქონდა და ვიცი დღემდე გიყვარს,მაგრამ წლების შემდეგ გებულობ რომ ორი შვილი გყავს,ამ ორივეს დედებს ერთს დღემდე უყვარხარ და მეორე შენ გიყვარს დღემდე.
-მასაც უყვარს.ამიტომ არის ისიც დღემდე მარტო.ყველამ გაიხედა იქით საიდანაც ხმა მოდიოდა და დაინახეს კარებში მდგარი ქალი,რომელსაც სახეზე ცრემლები სდიოდა.
-დედააააა.იყვირა თინანომ და თაიას გულში ჩაეფსკვნა.ის უბედნიერესად გრძნობდა თავს.ხელი შეუშვა თინანოს და ნელი ნაბიჯით დევისთან მივიდა.
-გახსოვს რა მითხარი ერთხელ?მინდა ღარიბი ვიყო და იმ ხმელი პურის გემო ვიცოდე რომელსაც ღარიბები წყალში ალბობენ და ისე ჭამენო.მე მოვედი შენთან,რომ ერთად დავალბოთ გამხმარი პური.ნუ გიკვირს და ნუ მიცქერ ასე გაოცებული.მე ღარიბი ვარ,უღარიბესი ქალი რადგან 21 წელია დაცარიელებული გულით დავდივარ.
-არ არსებობს გულის სიღარიბეზე მეტი სიღარიბე ამ ქვეყნად.როცა უკვე ასაკში ხარ და ფიქრობ,იშრომე,შექმენი მაგრამ რა დაგრჩა ხელში თუ არა ის რომ მარტო ხარ და შენს გარშემო ყველა ყალბ ღიმილიანი ხალხი დგას მხოლოდ.წლების შემდეგ მივხვდი,რომ მეც ღარიბი ადამიანი ვარ.დღეს აქ ვარ და გთხოვთ მომეცით თქვენი გული რომ ჩემს გუოში ჩავდო და გახდეს მდიდარი თქვენი არსებობით.ყველაფერს ვიყიდი,მაგრამ არ შემიძლია იმ სიმდიდრის ყიდვა რაც თქვენ უნდა მომცეთ შვილებო.
-კმარა შეცდომებზე საუბარი და დღეიდან ვიყოთ ერთი ტკბილი ოჯახი.თქვა ცრემლებამდე მისულმა თინანომ და დემეტრეს ჩაეხუტა.
-დასრულდა ,,ცხოვრების თამაში''ყველამ დავისაჯეთ ჩვენი შეცდომებისთვის,არ მოსმენისთვის,არ მოთმენისთვის და დროა ახალი ფურცელი გადავშალოთ.
-დავიღალე ჯერ მარტოობით,დავიღალე ჩემს გარშემო უფერული ფერებით,სიცარიელით.იცი რამდენჯერ მიფიქრია წავიდე იქ საიდანაც არავინი არ ბრუნდება?რამდენჯერ მითხოვია უფლისთვის მასთან მისასვლელი გზა ესწავლებინა?
-უფალთნ მისასვლელი?იკითხა დემეტრემ მაგრამ დევიმ თქვა.
-უფალთან მისასვლელი იმდენი გზა არსებობს,რამდენი გულიც ფეთქავს ამ ქვეყანაზე.თან ეს გზა ძალიან ვიწროა,იმდენად ვიწრო,რომ ორი ადამიანის ტერფი ვერ დაეტევა და სადღაც აუცილებლად დავიწროვდება,ჩამოგვრჩება ან ჩვენ ჩამოვრჩებით და დავიკარგებით.
-რატომ დავიკარგები თუ მის ნაჩვენებ გზას გავყვები.
-იმიტომ,რომ ყოველ დღე ვტკენთ უფალს ჩვენ ადამიანები,ისე ვტკენთ ჩვენც კი ვერ ვგრძნობთ.ჩვენს შეცდომებს მაშინ გავაცნობიერებთ როცა დრო მოვა და მასთან მისულებს თავად გვეტყვის რიდის და სად შევცოდეთ.გარბის ჩვენი ცხოვრება,უკან მიხედვასაც ვერ ვასწრებთ,არ გვახსოვს სად აგვერია გზა და არც ის გვახსოვს თვით უფალი სად დაგვეკარგა რომელიც ჩვენს გამო,ჩვენს გადასარჩენად ჯვარზე ავიდა.შენ საოცარი ადამიანი ხარ თაია და მართლა იმსახურებ ღვთიურ სიყვარულს.მე შენთან ვარ,შენს გვერდით და გპირდები ამიერიდან ყველაფერი კარგად იქნება.წავალ მარტო დსგტოვებთ დედა-შვილს,ახლა არაფერს გაძალებ,იფიქრე და მოფიქრებული პასუხი გამეცი.უნდა დაგსაჯო,მაგრამ სანამ შენ პასუხს მოიფიწქრებ მე იმ სასჯელზე ვიფიქრებ თუ როგორ დაგსაჯო,თუ რა სასჯელი დაიმსახურე.თვალი ჩაუკრა თაიას,თინანო ჩაიკრა გულში და და დემეტრეს უთხრა.
-ჩემთან წამოდი,ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ.თინანოს გსუღიმა და დემეტრესთან ერთად სახლიდან გავიდა.შორენამ თაიას შეხედა და მხოლოდ ერთი სიტყვა უთხრა.
-მაპატიე.სახლიდან გავიდა თავდახრილი და დარჩა მხოლოდ თაია და თინანო.თაია ისევ ფიქრობდა და მთელი ორი კვირა პასუხი არ აღირსა დევის.დემეტრემ და თინანომ ინტერვიუს ჩაწერისთვის მადლობა დაიმსახურეს და უფრო შოკი ის იყო ყველასთვის რომ მათი ფოტოები იყო ყველა ჟურნალის ყდაზე და ტელევიზიაც მათზე საუბრობდა.თაია და დევი რამდენჯერმე შეხვდნენ ერთმანეთს,დევი კი ყოველ შეხვედრაზე იმედგაცრუებული რჩებოდა.ერთხელ კი შემთხვევით შეხვდნენ სასტუმროსთან ახლოს,როცა თაია იდგა და გაოცებული უცქერდა სასტუმროს აბრაზე დაწერილ მის სახელს,ვერ მიხვდა,რომ თინანომ იქ განგებ მიიყვანა,რომ კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა როგორ ძლიერ უყვარდა ის დევის.
-დევი?
-თაია?
-შენ რა მითვალთვალებ?
-არა,გეფიცები შემთხვევით შევხვდით ერთმანეთს.
-არ მჯერავს.
-დაიჯერე,დღეს მართლა შემთხვევითია ეს შეხვედრა და კარგიცაა,მე პასუხს ველოდები შენგან.
-თაიაააააა.მოესმათ ვასოს ხმა და ბიჭები შემოესივნენ თაიას,ხელში აიტაცეს და დევიმ თავში შემოირტყა ხელი და მკაცრად უთხრა სამივეს.
-დასვით ძირს.
-რა გჭირს,რა მოხდა.
-პასუხს ველოდები.
-რა პასუხი გინდა 21 წლის შემდეგ ხელში ჩაიგდე და ჩააგდე მანქანაში და ჩაკეტე ცხრა-კლიტურში.იცინოდა გიორგი.
-ამათ ჭკუა საერთოდ არ მომატებიათ.თქვა თაიამ და გულიანად გაეცინა.ვასომ ხელი დაავლო და სასტუმროში შეიყვანა.
-ფეხს არ მოიცვლით აქედან,სანამ არ გაარკვევთ თქვენს საბოლოო გადაწყვეტილებას.დევი იცინოდა და თაიას უცქერდა,თაია კი დავღვერილი იჯდა ვასოზე გაბრაზებული.
-რას იცინი დევი.
-პასუხს ველოდები.
-რა პასუხს ელოდები.
-იმას,რომ ნუთუ საკმარისი სასჯელი არ მოვიხადე 21 წელი თაია შენ ცოტა გგონია?ხომ ხედავ,ვერცერთმა ვერ ავაწყვეთ პირადი ცხოვრება,მოდი დავიწყოთ ახლიდან,სულ ახალი ფურცლიდან ცხოვრება და ჩავაქროთ ეს წარსულის ტკივილი,ავანთოთ თბილი კერა და გავაგრძელოთ 21 წლის შემდეგ ცხოვრება.
-რა გავაგრძელოთ,ისევ ტყუილები?
-არა,ეს აღარ განმეორდება.
-მე ბევრჯერ დავიხიე უკან და ყველასგან უხმოდ ვიტანჯე,შენ არ შეიცვლები ეს შეუძლებელია.
-არ ვიცი რაც გინდა ის მიწოდე ეგოისტი,არა ადამიანი ხმას არ ამოვიღებ თაია და ჩემი შეცვლა მხოლოდ შენ შეგიძლია.
-დავიღალე დევი.
-შენ როგორც მე მარტოობამ დაგღალა თაია.ცხოვრება სიხარულია და ეს სიხარული რომ შეინარჩუნო გვერდში მდგომი არის საჭირო.მე ისევ მიყვარხარ და მინდა ერთად ვიყოთ,რა თქმა უნდა ეს თუ შენი სურვილიც არის.მინდა ისევ თავიდან შევიყვაროთ ერთმანეთი.მივატოვე ჩემი სამუშაო,ბიზნესი და ყველაფერი რაც ბავშვები გამოჩნდნენ ჩემს ცხოვრებაში ვეღარ ვაზროვნებ ჯერ სიხარულისგან და შემდეგ შოკისგან.ღამე ძილი აღარ მაქვს,იმიტომ რომ შენ სადღაც ახლოს ხარ და მაინც შორს ხარ ვერ გწვდები.ჩემს თვალებში,ჩემს გულოში და ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ შენ ხარ.
-არ არის ადვილი ცხოვრების თავიდან დაწყება დევი.თქვა თაიამ და შეკავებულ ცრემლებს გზა მისცა,მის წინ მისი ცხოვრების დიდი სიყვარული იდგა უკვე თმაშევერცხლილი რომელიც უფრო სიმპატიურს და მამაკაცურს ხდიდა.
-ბავშვების აღმოჩენის შემდეგ მე მეორე დევი აღმოვაჩინე ჩემში,რომელსაც მე თავად არ ვიცნობდი.სადაცაა ბავშვები თავიანთ ბუდეებს შექმნიან,ჩვენ უნდა ვიყოთ მათი ძალა,მათი საყრდენი.
-მეშინია.თქვა ჩუმად თაიამ.
-რისი.შეეკითხა დევიმ.
-არ მინდა ისევ თავიდან განმეორდეს ყველაფერი და ისევ მეტკინოს.
-გპირდები თაი აღარ გეტკინება.დამიჯერე,უშენოდ ფერი არაფერს არ აქვს ვიტანჯები,უშენობით ვიტანჯები გესმის?დამინდე,საკმარისია უკვე სასჯელის გაგრძელება ვიხრჩობი.ყველა წუთი,ყველა წამი მახსენდება და მინდა საათი გავაჩერო.ახლოს მივიდა თაიასთან შუბლი მიადო შუბლზე და ვნებიანი ხმით უთხრა.
-მახსოვს,როგორ ცახცახებდი ჩემს მკლავებში მომწყვდეული,ჩემს ყოველ შეხებაზე ბუსუსები გაყრიდა,ხედავ?აი ახლაც ასე დაგაყარა,ვნება იღვიძებს შენში,მიძინებული ვნება.
-ის წუთები ბედნიერი წუთები იყო,მაგრამ არ ჰქონდა გაგრძელება წლებს.ვეძალებოდი,არ ვიმჩნევდი ტკივილს და ბოლოს მაინც გავტყდი,მაინც დავეცი,მაგრამ ჩემითვე წამოვდექი.
-შეგვიძლია საყვარელო,ჩვენ ისევ შევძლებთ ვიყოთ ისევ ბედნიერები.
-აღარ შემიძლია,ვეღარ ვუძლებ ამ ტანჯვის წუთებს, ჩემს წინ დგეხარ და ვერ შეგეხო.რა გამიკეთე 21 წელი გავიდა,მაგრამ ვერ დაგივიწყე.ცრემლებად დაიღვარა თაია და დევის მკერდზე მიესვენა.
-თაია რისი თქმა გინდა,რას ცდილობ მითხრა მიმანიშნე მაინც.
-იმას რომ ისევ ისე მიყვარხარ დევი დევიძე,ისევ ისე ვერ შევძელი შენი დავიწყება.დევი გაოცებული უცქერდა,დაიბნა და ჩუმად უთხრა.
-ვიცოდი,ვიცოდი მაგრამ მაინც არ ველოდი აღიარებას შენგან.
-მომეხვიე,მაგრად მომეხვიე რომ ისეც შეგიგგრძნო.
-ცახცახებ თაია.
-ეს შიშიცაა და სიყვარულიცაა.
-21 წელია ამ წუთებს ვნატრობდი და ვოცნებობდი ჩემო პატარავ.
-ყოველთვის ჩემს ფიცს ვდებდი,რომ არ შეგხებოდი,არ გნახავდი,გვერდს აგივლიდი.
-შენმა ფიქრებმა თავად მოგიყვანა ჩემამდე თაია.
-არ ვიცი რა ძალამ მომიყვანა აქ,ვერც კი მივხვდი სად მოვდიოდი სანამ არ შეგხედე.
-სიყვარულმა,სიყვარულმა მოგიყვანა.
-ღმერთო როგორ მომნატრებიხარ.თვალებს დავხუჭავდი თუ არა ყველგან შენ იყავი.
-და ვერსად ვეღარ გპოულობდი თვალს რომ ვახელდი.აღარ გაგიშვებ,აღარ დაგკარგავ უშენოდ მე მოვკვდი და დღეს გავცოცხლდი თაია.
-მაგრად,მაგრად დამიჭირე რომ ვერ შევძლო წასვლა.
-გამარჯობათ ახალგაზრდებო,შეიძლება თქვენს სიხარულს ჩვენც რომ შეუერთდეთ?თაიამ მის წინ მომღიმარ თინანოს და დემეტრეს შეხედა და შერცხვა ბავშვების,უნდოდა ხელი გაეშვა დევისთვის მაგრამ დევიმ არ გააშვებინა ხელი და გულზე მიიკრა დარცხვენილი,ლოყებაწითლებული და გაახსენდა ის წლები,როცა მის შეხედვაზე წითლდებოდა.ბავშვებს გაუღიმა,ხელი დაუქმია და ორივემ მათთან მივიდა.იმ საღამოს ოთხივემ ერთად ივახშმა,ბევრი იცინეს და იხალისეს,სერიოზულადაც ისაუბრეს და შემდეგ დევიმ თაია მის სახლში წაიყვანა სადაც მონატრებული წუთები და წამები გაიხსენეს,ერთმანეთის ვნებაში ჩაიძირნენ და ერთმანეთში დაიკარგნენ.
-ისევ თავიდან დევი?
-ისევ თავიდან თაია.ცხოვრებამ მეთამაშა,სასტიკად მომექცა მაგრამ ის რაც დავკარგე ისევ უკან დავიბრუნე.თანახმა ვარ დავიწყოთ ისევ თავიდან,სულ თავიდან და სულ ახლიდან.
-,,ცხოვრების თამაში'' მკაცრი იყო,მაგრამ როგორც იქნა ეს გამოცდაც ჩავაბარეთ.ისევ ერთად,ისევ თავიდან და ისევ ახლიდან შენთან ერთად.



№1  offline წევრი მია15

ძალიან ძალიან კარგი იყო.მომეწონა დასასრული.ყოჩაღ და ველი შენს ახალ ისტორიას.

 


№2  offline აქტიური მკითხველი La-Na

საოცარი ქალი ხართ.მეტი არაფრის თქმა შემიძლია.მალე დაგვიბრუნდით
--------------------
ლანა

 


№3  offline წევრი naniko mindia

Dzalian magari iyo super gogo xar kargad wer, kargi dasasruli iyo ❤️❤️???????????????? male dagvibrundi axali istorit warmatebebi
--------------------
lomidze

 


№4 სტუმარი Qeti qimucadze

Yvela ertad cavikitxeee, satauri momecona zaliann, shinaarsi ho saocrebaaa, cxovrebis gakvetili mivigee, ici vfiqrobb, nutu amdeni tanjva girda im ert ar mitevebad? Amayebi da mogalateebi vart adamianebi, samcuxaroaaaa, magram gamixarda rom vyvelaferi vkargad dasruldaaa, cudi daboloeba realobashic mzuls, madloba qalbatono mzia. Am bednieri cutebistvisss, imedia male shemogvtavazeb axal istoriassssac

 


№5  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან ძალიან კარგი იყო.მომეწონა დასასრული.ყოჩაღ და ველი შენს ახალ ისტორიას.


უკვე წერის პროცესშია ფერიავ ახალიც. kissing_heart kissing_heart

La-Na
საოცარი ქალი ხართ.მეტი არაფრის თქმა შემიძლია.მალე დაგვიბრუნდით



როგორ მიყვარხარ მე შენ,თავად საოცრება ხარ ლანა. kissing_heart kissing_heart

naniko mindia
Dzalian magari iyo super gogo xar kargad wer, kargi dasasruli iyo ❤️❤️???????????????? male dagvibrundi axali istorit warmatebebi


აუცილებლად დავრუნდები,მხოლოდ ცოტა მოგვიანებით.მადლობა რომ არსებოვთ,მადლობა რომ ასე მავსებთ და ასე მანებივრებთ. kissing_heart kissing_heart

Qeti qimucadze
Yvela ertad cavikitxeee, satauri momecona zaliann, shinaarsi ho saocrebaaa, cxovrebis gakvetili mivigee, ici vfiqrobb, nutu amdeni tanjva girda im ert ar mitevebad? Amayebi da mogalateebi vart adamianebi, samcuxaroaaaa, magram gamixarda rom vyvelaferi vkargad dasruldaaa, cudi daboloeba realobashic mzuls, madloba qalbatono mzia. Am bednieri cutebistvisss, imedia male shemogvtavazeb axal istoriassssac


მართალი ხარ ქართველები ამაყები ვართ,ძალიან ამაყები.გვიყვარს და არ ვამხელთ,ვიტანჯებით და არ ვიმჩნევთ თუნდაც ამ ტანჯვამ სიბერემდე გასტანოს,მაინც.არადა მისი შეხედვა,მისი შეხება,მისი ერთი სიტყვა ,,მიყვარხარ''ხომ მთელ სამყაროს გვირჩევნია,მაგრამ ველოდებით ის როდის გადმოდგამს პირველ ნაბიჯს,ამასობაში კი წლები თეთრად გვათოვს.მადლობა,მადლობა რომ დროს პოულობთ და კითხულობთ. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№6  offline წევრი tamuna.s

მთლიანობაში კარგი იყო. მე ვფიქრობ ორივემ დააშავა. თაიამ მარტო დევი კიარა საკუთარი შვილის დასაჯა უმამობით, ეს კი ძაკუან ცუდია. არანაირად არ ვამართლებ დევის, მაგრამ ცხრა მთას იქით გადახვეწა და საკუთარი შვილის გაწირვა უმამობისთვის გაუმართკებელია ჩემი აზრით. ვფუქრობ მეორე შვილის გამოჩენა, თან იმ ქასისგან ვის გამოც საყვარელი დაკარგე მგონი ზედმეტი იყო. ასე თუ ისე ეს ქალი ყოველთვის იარსებებ მათ ცხოვრებაში. მაგ ქალის და მისი შვილის გამოჩენის გარეშე უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით.

 


№7  offline მოდერი zia-maria

tamuna.s
მთლიანობაში კარგი იყო. მე ვფიქრობ ორივემ დააშავა. თაიამ მარტო დევი კიარა საკუთარი შვილის დასაჯა უმამობით, ეს კი ძაკუან ცუდია. არანაირად არ ვამართლებ დევის, მაგრამ ცხრა მთას იქით გადახვეწა და საკუთარი შვილის გაწირვა უმამობისთვის გაუმართკებელია ჩემი აზრით. ვფუქრობ მეორე შვილის გამოჩენა, თან იმ ქასისგან ვის გამოც საყვარელი დაკარგე მგონი ზედმეტი იყო. ასე თუ ისე ეს ქალი ყოველთვის იარსებებ მათ ცხოვრებაში. მაგ ქალის და მისი შვილის გამოჩენის გარეშე უკეთესი იქნებოდა ჩემი აზრით.


მადლობა ასეთი ერთგულები რომ ხართ,მადლობა რომ თვენ არსებობთ და მეც მიხალისებთ ჩემს ცხოვრებას თქვენი არსებობით. kissing_heart ჩანაფიქრი თავიდანვე ასეთი იყო.

 


№8  offline წევრი მია15

ძალიან კარგია მართლაც კარგად წერ და სულ მოუთმენლად ველი ახალ ისტორიებს

 


№9  offline მოდერი zia-maria

მია15
ძალიან კარგია მართლაც კარგად წერ და სულ მოუთმენლად ველი ახალ ისტორიებს


heart_eyes kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№10  offline წევრი richirichi

საოცარი ადამიანი ხარ.უკიდეგანოა შენი ფანტაზია,ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი და გულში ჩამწვდომი.--

 


№11  offline მოდერი zia-maria

richirichi
საოცარი ადამიანი ხარ.უკიდეგანოა შენი ფანტაზია,ყველა ისტორია ერთმანეთზე უკეთესი და გულში ჩამწვდომი.--



დიდი,დიდი მადლობა გაიხარე საყვარელო. kissing_heart kissing_heart kissing_heart

 


№12  offline მოდერი Queenofmoon

ძალიან,ძალიან მომეწონა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,მართლაც შესანიშნავია. kissing_heart kissing_heart

 


№13  offline მოდერი zia-maria

Queenofmoon
ძალიან,ძალიან მომეწონა. ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე,მართლაც შესანიშნავია. kissing_heart kissing_heart

heart_eyes ძალიან,ძალიან დიდი მადლობააა. kissing_heart

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent