შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უუფლებო სიყვარული I(სრულად)


19-06-2018, 17:45
ავტორი The Dreamer
ნანახია 6 494

ყველა ჩეულებრივი ოჯახს,რომელსაც არ ჰყავს ეგრეთ წოდებული მფარველი უძევს უმძიმესი შრომა თავის დასამკვდრებლად და ხშირ შემთხვევაში ამას ვერ ახერხებენ.
იმის გამო რომ შვიდებს სათანადო მომავალი შეუქმნან დედები შვილებს მკერდიდან იგლეჯენ და უცხო ქვეყანაში იხვეწებიან,ამას მოჰყვება უამრავი ცრემლი,როგორც შვილის ისევე დედის მხრიდან.. დედები ტირიან და თავს ვერ პატიობენ,მატერიალური სრულყოფის მიზნით შვიდების დატოვებას.. შვილები კი ტირიან რადგან დედა ენატრებათ,შემდეგ ტირიან რადგან მისი სახე,შეხება,ჩახუტება ავიწყდებათ, ამის შემდეგ ტირიან რადგან ვერ იხსენებენ რა არის დედა,ბოლოს ტირილს წყვეტენ.. მოთხოვნილებაზე გადადიან.. საცოდავ და გაუბედურებულ დედას თითოეულ კაპიკს რომელიც მხოლოდ და მხოლოდ მისი შვილების უზრუნველსაყოფად უმძიმეს პირობებში გამოიმუშავა,შვილები დაუთვლელად ხარჯავენ და დედას მეორე დღესვე ურეკავენ სიტყვებით“-ეს კაპიკები რას მეყოფოდა“. ასეთი ნატანჯი დედის შვილები ცდილობენ დაიკავონ მაღალი თანამდებობები თუმცა მუშაობა იმდენად ეთაკილებათ რომ „მაღალ თანამდებობაზე“ სამუშაოდაც კი სხვებს ქირაობენ..
ჩემს ირგვლივ ასეთი თავდადებული დედის შვილები უამრავია.. მათ შორის ჩემი ერთადერთი დაქალის დედაც,თუმცა ჩემი დაქალიც თავდადებული ადამიანია.. როგორც კი შეძლო მუშაობა დაიწყო.. მცირეწლოვანი იყო როცა თავისი ნაშრომით არსებობდა,დედას ფულს კი სარფიან ბიზნესში აბანდებდა..
მე?..
მე მინდოდა მისნაირი მშობლები.. ვინც მხოლოდ და მხოლოდ ჩემს კეთილდღეობაზე იზრუნებდნენ,ერთადერთი საზრუნავი მე ვეყოლებოდი..
სამწუხაროდ მხოლოდ მოახლეებისა და რეპეტიტორების გარემოცვაში მომიწია გაზრდა.როგორც კი ყურადღება ვიგრძენი ადამიანისაგან მე ის მთელი არსებით შევიყვარე.. განუზომელი იყო ჩვენი ერთმანეთისადმი სიყვარული..
რადგან ის არ იყო ისეთი მდიდადრი,როგოიც მე და ჩემს ოჯახს „შეეფერებოდა“.. მშობლები კატეგორიულად მიკრძალავდნენ მასთან შეხვედრასა და საუბარს,მათ შორის მისკენ გახედვაც ამიკრძალეს..
კამათით დავიღალე,ამიტომ საბუთები გავაყალბე და თავი ზრდასრულად წარმვაჩინე,რის შემდეგაც მე და მათემ,ჩემმა სულის ხსნამ ერთმანეთზე ვიქორწინეთ..
რა საკვირველია თავდაცვის მინისტრს მხედველობიდან არ გამორჩენია ქალიშვილის სამსაათიანი გაუჩინარება..
„გამომიჭირეს“ და მკაცრად დამსაჯეს..
იმ დღესვე კერძო რეისით გამაგზავნეს საზღვარგარეთ.. პირადი ნივთებიც კი არ წამიღია..
ყოველგვარი დამშვოდობებისა და ახსნა განმარტებების გარეშე წავედი.. წინააღმდეგ შემთქვევაში მათეს,არასრულწლოვანის შეცდენისა და საბუთების გაყალბებისათვის მრავალი წლით ჩასვამდნენ ციხეში..
სწავლა ჰარვარდის უნივერსტეტში დავასრულე სამართლის განხრით თუმცა მე დიზაინი მხიბლავდა..
საქართველოში დავბრუნდი თუ არა პატარა,ორსართულიანი სახლი ვიქირავე,რომელიც გემოვნებით იყო მოწყობილი და სადაც არცერთი „მდიდრული და ანტიკვარული“ ნივთი არ მოიპოვებოდა.. მხოლოდ იმის გამო არ ვიყიდე სახლი რომ ახირებულად მქონდა გადაწყვეტილი ჩემს საკუთრებაში არაფერი უნდა ყოფილიყო,რადგან ასე შეძლებდა ოჯახი შანტაჟის გზით თავიანთ მდიდრულ „სასახლეში“ გამოვეკეტე..
მეორე რიგში კი ფართი ვიპოვნე საკუთარი ბიზნესის წარმოებისათვის და დავურეკე ჩემს უახლოეს მეგობარ მართას,რომელმაც იურიდიულ განათლება მშობლიურ ქალაქში მიიღო თუმცა ჯერ კიდევ უმუშევარი იყო..
რა საკვირველია ანონიმურად გავუგზავნე ფირმაში მოსაწვევი..
-უკაცრავად არის აქ ვინმე?-კარებზე კაკუნის ხმა გავიგონე და სიფრიფანა ნაბიჯების ხმა.. ნაზი,წვრილი ხმა და ცოტა გაკვირვებული სახე როცა ფირმაში მხოლოდ ახლად დადგმული ინვენტარი დაინახა,თუმცა არცერთი სულიერი..
-აქ ვარ..-ხმის მიმართულებით გამოიხედა და ჩემს დანახვაზე ხელჩანთა გაუვარდა.. პირზე ხელი აიფარა და თვალები ცრემლებით აევსო და ეს სულ რაღაც წამის მეათასედში.. მე კი მხოლოდ ვიდექი და ვუღიმოდი.. სწრაფი ნაბიჯით მოიჭრა ჩემთან და ისე ძლიერად ჩამიხუტა რომ მგონი ნეკნები დამიზიანა,სულ ტყუილად ვიფიქრე რომ ის ისევ ნაზი და ჩემი სიფრიფანა გოგონა იყო..
-საშინელი ადამიანი ხარ კესო.-მაქილიკებდა და თან სულ უფრო ძლიერად მიკრავდა გულში.-როგორ გაბედე რომ არ დამირეკე,მით უფრო როგორ გაბედე რომ ასე მოულოდნელად დაბრუნებულიყავი..ჩახუტებას რომ მორჩა იქვე მდგარ სავარძელში მოკალათდა
-მაპატიე..
-რა იოლია თქვა „მაპატიე“.. ვერ გეტყვი რამდენჯერ მიფიქრია ჩვენს შეხვედრაზე და ვერასდროს წარმოვიდგენდი რომ შენნაირი საზიზღარ ადამიანს ჩავეხუტებოდი და მეტიც ვიტირებდი.. მეგონა მაგრად გცემდი..-გაიცინა ბოლოს..
-მართა.. ძალიან მომენატრე,შენ ჩემი ერთადერთი მეგობარი ხარ.. ვერ დაგემშვიდობე თუმცა ჩამოსვლისთანავე გიპოვე..
ბევრი ვისაუბრეთ,ჩვენს ერთად გატარებულ დროზე,ასევე ცალ-ცალკე ცხოვრებასა და ჩვენს საერთო მომავალზე ახალ ბიზნესში,ჩვენ ვიქნებოდით პარტნიორებდი და მოვიწვევდით ბევრ კარგ და შრომისმოყვარე იურისტს ჩვენთან სამუშაოდ,რა საკვირველია ყველაფერი წესის რიგით მოხდებოდა და არა ნაცნობების ჩარევის ან ქრთამის გზით,როგორც ამას ზემოხსენებული ემიგრანტის შვილები აღწევენ..
-და ის როგორ არის..? -ვკითხე ყავის ბოლო ყლუპზე.
-ვინ ის?-მკითხა დაეჭვებულმა..
-მათე..
-ახლა კარგად არის..
-და მაშინ..
-უბრალოდ სუნთქავდა,თუმცა მხოლოდ იმის მიზეზით რომ ერთ დღესაც ისევ გნახავდა..
-ვინმე ყავს?
-ჰყავს..-გული დამწყდა,თუმცა ვეცადე გამეღიმა.. მიმიხვდა მართა და მკითხა..-ისევ გიყვარს?
-განა შეიძლებოდა დამვიწყებოდა? მხოლოდ მისი კვლავ ნახვის იმედი მაძლებინებდა იქ..
-როგორ ცხოვრობს?
-ქირურგიულის უფროსია,ხუმრობით ვეუბნები რომ ეს მხოლოდ მისი თვალების დამსახურებაა და არა მისი ცოდნის.. ღამე კლუბებში დადის,ყოველ ღამით კი სხვადასხვა პარტნიორით ბრუნდება სახლში,მიუხედავად იმისა რომლანა ჰყავს..
-საინტერესოა.-გამეღიმა მე..
-დამპირდი რომ ცხოვრებას არ გაურთულებ.. ისევ..
-ვფიქრობ მართა,შენ მისი საუკეთესო მეგობარი უფრო ხარ ვიდრე ჩემი და არც მიკვირს..
-ჩვენ და-ძმა უფრო გავხდით ვიდრე საუკეთესო მეგობრები.თუმცა მე ისევ შენი მეგობარი ვარ და ვიმედოვნებ დაიმსახურებ ისევ საუკეთესო გიწოდო.-ცოტა ამ სიტყვებზე ვიგრძენი მტუქსავდა..
პირად ცხოვრებაზე საუბარი ამ ნოტაზე შევწყვტეთ და კვლავ საქმიანს დავუბრუნდით..
დავაგზავნეთ ვაკანიები და მალევე ბევრი გამოხმაურება მოჰყავ..
რამოდენიმე კვირა დასჭირდა ჩვენი ფირმის ფეხზე დაყენებას,თუმცა ეს იმდენად სასიამოვნო პროცესი იყო,სადაც ჩვენს მთელ გულს ვდებდით რომ დროის შეგრძნება დავკარგეთ.
რამოდენიმე თანამშრომელი ავიყვანეთ და პირველი კლიენტის მოლოდინში ვიყავით,სწორედ ის გადაწყვეტდა ჩვენი საქმიანობის „სიდიდეს“.
ბიზნესის პარალელურად მიწევდა გამკლავება პირად ცხოვრებასთან.. უამრავი შეტყობინება მივიღე „თავდაცვის მინისტრიდან“(მამაჩემი) შეხვედრის თაობაზე,თუმცა მის სრულ იგნორირებას ვცდილობდი,როცა მოულოდნელად დედა დამადგა თავზე.
-საყვარელო სახლში რატომ არ დაბრუნდი?-მკითხა ყოველგვარი ფორმალობის შემდგომ.
-ზრდასრული ვარ დედა,შემიძლია საკუთარი ცხოვრება თავად განვკარგო და სრული უფლება მაქვს სადაც მინდა იქ ვიცხოვრო,მე კი თქვენი სასახლე არ მინდა.
-ის ნანგრევები გირჩევნია სადაც ახლა ცხოვრობ?
-კი დედა.. ამაზე რთულ პირობებშიც შემიძლია ვიცხოვრო ოღონდ თქვენი მარწუხებიდან შორს.სხვა თემის განხილვა გინდა თუ მუშაობაში ხელს აღარ შემიშლი?
-კესო ძალიან ცივი გამხდარხარ,დედას ასე უნდა ესაუბრო?
-დედის სითბო არასოდეს მიგრძვნია რომ თბილი ვიყო,მე დიქტატორები მზრდიდნენ.
-გულს მტკენ კესო.
-არაუშავს,როგორც მე გადავიტანე ისე გადაიტან.
დედა წავიდა,მე კი ძალიან დავითრგუნე.. განვიცდიდი რომ ასე ვესაუბრე,მაგრამ წინააღმდეგ შემთხვევაში გასაქანს არ მომცემდნენ,როგორც კი ჩემში სირბილესა და სუსტ წერტილს აღმოაჩენენ მაშინვე „დამიმონებენ“..
ვიცი მათი დამსახურებაა დღეს თუ რამეს წარმოვადგენ,მომცეს განათლება და შესაძლებლობა,მე კი მინდა ეს ცოდნა გამოვიყენო,მაგრამ ყველაფერი ნულიდან დავიწყო და არა გამზადებულ სავარძელში მოვკალათდე.. ასეთ შემთხვევაში ვერავინ დამაყვედრის რომ მისი დამსახურებით ვზივარ იქ სადაც ვზივარ..
წარმატებული ქალების დღეს ყველას ეშინია და უფრთხის,განსაკუთრებით კი მამაკაცებს.. და თუ ქალი ლამაზი,ჭკვიანი და წარმატებულა,მას იმ ცეცხლთან თამაშს ადარებენ რომელიც უთუოდ დაგწვავს..
ქუსლების კაკუნით შევედი ოფისში.. თითქოს ღრმად ვსუნთქავდი,თითქოს ყველა და ყველაფერი ჩემს ირგვლივ ტრიალებდა.. კარგია როცა ძალაუფლება გაქვს,მართალია მხოლოდ ამ მცირე ოფისში,მაგრამ ეს ძალაუფლება მაინც მე მეკითვნის..
მართამ განრიგი გამაცნო და ყავის ფინჯანი კაბინეტში შემომიტანა..
-მართა.. ერთი წუთით..-დავუძახე როცა გასვლას აპირებდა..
-გისმენ საყვარელო..
-მათეს ესაუბრე?
-არა..
-რომელ კლინიკაში მუშაობს.. მინდა ვნახო.-მართას სახეზე ღიმილმა გაუკრთა..
-ცოდე რთული ხასიათი აქვს ვაჟბატონს..
-გავუმკლავდები..
-დარწმუნებული ხარ?
-თუ მის თვალებს გადავურჩი მისი ხასიათიც ვერაფერს დამაკლებს..
-კარგი მოგწერ მისამართს,მაგრამ ერთი პირობით.. არ უთხრა რომ ეს მე გავაკეთე..
ჩემი სიტყვებით კმაყოფილი მართა კაბინეტიდან გავიდა. ცოტახანში შეტყობინება მოვიდა,მაგრამ არ წავსულვარ რადგან კლიენტი მოვიდა და ეს საქმე ძალიან მნშვნელოვანი იყო..
საქმე ავიღეთ და კიდევ რამოდენიმე დღით გადაიწია ჩვენი შეხვედრა..
ღამით იმდენად დაღლილი ვიყავი რომ ძლის შეგრძნებაც კი გამიქრა..
საწოლში წრიალმა დამღალა და წამოვჯექი..
საათს დავხედე პირველი სრულდებოდა..
ავდექი და წრიალი დავიწყე..
ტელეფონი ავიღე და მართას დავურეკე.
-ამ შუა ღამეს რა გინდა?-მიპასუხა ნამძინარები ხმით..
-ვერ ვიძინებ.
-თავი დამანებე მე ვიძინებ..
-მოიცა მართა არ გათიშო..
-რა გინდა?
-შენ თქვი რომ მათე ღამის ცხოვრებას არ უჩივის.. რომელ კლუბში დადის?
-სერიოზულად?
-კი..
-კარგი გადმოგიგზავნი მაგრამ იცოდე კიდე თუ დამირეკავ ღამით და გამაღვიძებ მოგკლავ.
-გპირდები აღარ გაგაღვიძებ..
სასწრაფოდ ჩაიცვი,თმა ავიკარი,საფულეს ხელი დავავლე და სახლიდან გავედი.. შეტყობინება გზაში მივიღე და მითითებული კლუბისაკენ გავეშურე..
გული გამალებით მიცემდა,თითქოს ყელში ამოვარდნას ცდილობდა.. პირი გამიშრა ნერვიულობისაგან.. პატარა სკოლის მოსწავლე გოგოს ვგავდი ალბათ,ყოფილთან შეხვედრისას რომ ცახცახებს ხოლმე..
კლუბში შევედი.. ნაცნობ თვალებს დავუწყე ძებნა,მაგრამ ამდენ ხალხში ეს შეუძლებელი აღმოჩნდა..შესაძლოა ვინმე იპოვნა და დღეისათვის კლუბი დატოვა „ვინმესთან“ ერთად..
დაღონებული და იმედგაცრუებული ვიყავი,თუმცა უკან წასვლაც არ მინდოდა ახლა მწუხარება აღარ დამაძინებდა,ამიტომ ბართან,შემაღლებულ სკამზე დავჯექი და „ბრენდი“ შევუკვეთე..
„წრუპვა-წრუპვაში“ სამი ჭიქა დამილევია და რადგან ალკოჰოლთან არ ვმეგობრობ სასმელი „მომეკიდა“ და შევბარბაცდი.. უკან მაგიდასთან სიცილის ხმა მომესმა და მათკენ გავიხედე..
მუცელში პეპლებმა დაიწყეს ფარფატი.. დანები მსერავდა,მუხლები ამიკანკალდა,გონება დამებინდა..
დავინახე მისი ცისფერი თვალები,რომელიც კლუბის განათების მიუხედავად ისე ელვარებდნენ რომ მოგინდებოდათ მასში ჩაძირულიყავით.. ისე საინტერესოდ უსმენდა მის გვერდით მჯდომ გოგოს,რომ მივხვდი საერთოდ არ უსმენდა და ერთი სული ჰქონდა როდის „მოკეტავდა“..
წლებთან ერთად უფრო სიმპათიური და მიმზიდველი გამხდარა..
მაგიდისაკენ რომ წავედი მათემ სრულიად შემთხვევით შემომხედა და ყურადღება არ მომაქცია,მაგრამ თვალებით ისევ სწრაფად მიპოვნა ხალხის გარემოცვაში.. სახეზე დაბნეულობა ეწერა,თუმცა გონს მალევე მოეგო.. თბილი და სანდომიანი თვალებითი როგორც წამის წინ მის წინ მჯდომ გოგონას უყურებდნენ გაცივდა და უხეშად მიცქერდნენ.გოგოს სერიოზული სახით უთხრა რამ ცოტახნით დავეტოვებინეთ,ისიც უყოყმანოდ ადგა და წავიდა..

-როგორ ხარ კესო?-მის მოკითხვას,არ მოკითხვა ბევრად აჯობებდა.
-როგორც მხედავ.. შენ?
-ასევე..
-დიდიხანია დაბრუნდი?
-ერთ თვეზე მეტია..
-და აქ შენი გამოჩენა უდაოდ დამთხვევა იქნება არა?
-არა..-ირონიულად გიღიმა.
-როგორ ხარ?-მიხვდა რასაც ვგულისხმობდი.
-ხომ გითხარი.-თითქოს ვერ გაიგო რაც ვკითხე.
-კარგი.. -მანქანის გასაღები ამოვიღე ჩანთიდან.-აჯობებს წავიდე.. სხვა დროს ვისაუბროთ,რა საკვირველია თუ მოვახერხებთ.
-ნასვამი ხარ..
-რა?არა..-გავაქნიე თავი
-კესო ეს შეკითხვა არ ყოფილა თუ ვერ მიხვდი.. ტაქსით წადი.
-მადლობა.. თუმცა თავად გავარკვევ როგორ მოვიქცე.-ავდექი და გასასვლელისაკენ წამოვედი..
სასმელმა ძალიან იმოქმედა.. ამდენი ერთად არასოდეს დამილევია,თანაც გადაღლილზე.. თითქოს ყველაფერს შენელებული კადრივით ვხედავდი..
როგორც იქნა კლუბიდან გავედი და მანქანამდე მივედი,როცა მკლავზე ძლიერი მოჭერა ვიგრძენი.. ძლიერი ბიძგისაგან რომ არ წავქცეულიყავი ცალი ხელით გულზე მიმიკრა,მეორეთი კი მანქანის გასაღები უხეშად წამგლიჯეს..


პ.ს როგორია.. ღირს გაგრძელება?



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Kargiaaa, umedia ardaagvianebbb, gelodebitt

 


№2 სტუმარი სტუმარი მაკო

საინტერესოა რატომაც არა ღირს

 


№3  offline წევრი elena gavasheli

ერთი თავით ვერ გეტყვი აბა მეორეც დადევი და მესამეზეც იფიქრე სადაც სამი იქაც ოთხი joy joy აბა წარმატებები ველოდები შემდეგ თავს

 


№4  offline წევრი naniko mindia

Ki girs sainteresoa gagzele, veli shemdegs tavs, warmatebebi ❤️❤️❤️❤️
--------------------
lomidze

 


№5  offline წევრი Crazy dreamer

დასაწყისი საინტერესოა ვნახოთ რა იქნება <3
წარმატებები <3

 


№6  offline მოდერი The Dreamer

მადლობა საყვარლებო.. ხვალ დავდებ მეორეს და მესამე თავებს

 


№7 სტუმარი სტუმარი nina

veli xvalindel dges ar daagviano

 


№8 სტუმარი სტუმარი ნინო

რაღაც სხვანაირი მეჩვენება ეს ისტორია, რაღაც განსხვავებული..მოუთმენლად ველი შემდეგ თავს..აბა შენ იცი წარმატებებიი...

 


№9  offline წევრი richirichi

უკვე მომწონს:)

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent