შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ალექსანდრა (4)


19-06-2018, 23:23
ავტორი Anye-Any
ნანახია 1 946

დამშვიდობება არცერთ უყვარდა, მაგრად მოეხვია გოგოს და წავიდა უთქმელად. მთელი ღამე აივანზე გაატარა სანდრამ. ადგილს ვერ პოულობდა, ეგონა გული ამოაგლიჯეს, ხელებს ნერვიულად იფშვნეტდა. ასეთი იყო ალექსანდრა, სხვას არასოდეს დაანახებდა თავის ტკივილს, მას ვინც დარდს არ გამოხატავს, გარეგნული სიმშვიდის შესანარჩუნებლად წარმოუდგენელი შინაგანი ბრძოლის გადატანა უწევს, რაც ადამიანს შიანგანად ანგრევს და ანადგურებს. ბავშვობაშიც როდესაც გაახსენდებოდა გაქცეული „დედა“ გულში იკლავდა ყველა ტკივილს, დაიჭამდა ფრჩხილებს, დაიკაწრიდა სხეულს, თუმცა სხვის წინაშე არასოდეს იტირებდა და დაიწუწუნებდა.
რამდენიმე დღის შემდეგ ლიზაც ჩავიდა გოგონებთან, როგორც ყოველთვის ჟურნალისტები და ფოტოგრაფები ტრიალებდნენ მის ირგვლივ, სოციალური ქსელი კი მისი და სანდრას ფოტოებით იყო გადაჭრელებული, ყველგან მათზე იწერებოდა. ვერ იტანდა სანდრა მსგავს რაღაცეებს თუმცა ლიზას ხათრით ხმას ვერ იღებდა.
თბილისში ერთი კვირის შემდეგ დაბრუნდნენ, ზაფხულიც მიიწურა, სანდრას სწავლა ეწყებოდა და ახლა მხოლოდ ამაზე უნდა ეფიქრა, გიჟდებოდა თავის პროფესიაზე, ბავშვობიდან ექიმობაზე ოცნებობდა. ყოველთვის ბეჯითი მოსწავლე და სტუდენტი გახლდათ. არასოდეს ავარდნია თავში სილამაზე და ფულიანი ოჯახი. სწორედ ამიტომაც ეწყინა ასე ძალიან დეას ნათქვამი სიტყვები.
ჯაჭვლიანთან თითქოს ყველაფერი დასრულდა, მეტად აღარ უნახავს, არც შეხმიანებია, არც სხვისკენ გაუხედავს, გული მხოლოდ მისკენ ექაჩებოდა, თუმცა ვერაფერს გააწყობდა. 2 თვე გავიდა მის გარეშე, 2 საზიზღარი თვე, ყოველი ღამე რომელსაც ტირილში ატარებდა. ლევანთანაც თითქმის ყოველდღე ჩხუბობდა. ვერ უგებდნენ ერთმანეთს. რამდენჯერმე სახლიდან წასვლაც კი გადაწყვიტა, თუმცა ლიზას ვერ გადააბიჯა.
სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოში ისხდნენ ახალგაზრდები, მათ შორის კი სანდრა და მისი სადაქალოც იყვნენ. ლილე და ირაკლისგან კი ისევ არაფერი ისმოდა. მეოთხე კურსიდან პრაქტიკებს იწყებდა არეშიძე, მალე საავადმყოფოებშიც გადაანაწილეს სტუდენტები, ამით კი ნამდვილად ბედნიერი იყო.
-იმედია შენთან ერთად მოვხვდები სმენაში - ახარხარდა მისი ჯგუფელი ნიკა, რომელსაც ქალბატონი ვერ იტანდა.
-იმედი მაქვს ღმერთი ასე არ გამწირავს- ცაში ახედა სანდრამ და გაეცინა
-არა რა, რას მიწუნებს ეს გოგო დღემდე ვერ მივხვდი
-რას ვერ მიხვდი? რომელი მსახიობის ან ბიზნესმენის შვილი ხარ შენ თავი რომ გაგიყადროს?- ირონია ჩააქსოვა სალუქვაძემ, რომელიც სანდრას პირველივე დღიდან ვერ იტანდა, საშინლად შურდა მისი
გადაუდებელი დახმარების ცენტრში მოუწია სანდრას ღამის სმენაში მუშაობა, თუმცა მისთვის არ ჰქონდა ამას მნიშვნელობა, მთავარი იყო თავისი პროფესიით ემუშავა.
თეთრი ხალათი ზურგჩანთაში ჩაკეცა და სახლიდან გამოვიდა, თვალებს ვერ დაუჯერა მის წინ ასვეტილი ჯაჭვლიანი რომ დაინახა
-აქ რა გინდა? -დაიბნა, ხმა აუკანკალდა
-მომენატრე- მოეხვია
თოთქოს წამით გული გაუჩერდა, პულსიც აღარ ჰქონდა, მონატრებული სურნელი ხარბად ჩაისუნთქა და თვალები მაგრად დახუჭა
-დიდი დრო გავიდა, არ უნდა მოსულიყავი- ჩაახველა და გამოეცალა მამაკაცს
-დროს არაქვს მნიშვნელობა, საშინლად მომენატრე, წამომყევი- ხელი დაავლო
-რა? სულ გაგიჟდი ხომ? მე შენ ვინ გგონივარ? -კბილებში გამოსცრა- როცა აგიდგება ჩემთან ვერ მოხვალ, ახლა კი გამატარე არ მცალია
-რატომ გგონია რომ შენთან მხოლოდ ამისთვის მოვდივარ? გგონია ორთვეში ერთხელ მიდგება?
-შენი სექსუალური ცხოვრება საერთოდ არ მაინტერესებს, დამდე პატივი და მოშორდი აქედან, მე შენი სათამაშო არ ვარ, კარგად შემომხედე რას ხედავ? !
-ძალიან ლამაზ და სექსუალ ქალს- გაეცინა
-და რა გგონია? მხოლოდ შენ ხარ ერთადერთი მისთვის? ჩემთვის არაფერს ნიშნავს კაცი, რომელიც მხოლოდ ჟინს იკმაყოფილებს ჩემთან. წადი აქედან! -თითქმის უბრძანა და ხელი კრა
-და რა გინდა ? მაინცდამაინც „მიყვარხარ“ გინდა მოისმინო, რომ ჩემში დარწმუნდე?
-შენ თავი რამეს ხომ არ მიარტყი სანამ აქ მოხვიდოდი? - ცოფებს ყრიდა
-ჰო მიყვარს, შენი სავსე მკერდი მიყვარს, მრგვალი უკანალი და გრძელი ლამაზი ფეხები, შენი სხეული მაგიჟებს მიყვარს! მიყვარს! - არ ცხრებოდა ჯაჭვლიანი
-ჩემი სხეული ბევრს უყვარს, ბევრს სურს მასთან შეხება, თუმცა შენ შეცდი, ბევრი სხეული შეიძლება გიყვარდეს, სული კი მხოლოდ ერთი. ვიცი, ვისი სულიც გიყვარს და შეგიძლია მასთან წახვიდე! იცი, არ მჯერა მრავალჯერადი სიყვარულის, ერთხელ გიყვარს და მორჩა, სხვა დანარჩენი თავშესაფრის ძებნაა დაკარგული გრძნობების მოსავლელად. -გაუღიმა მამაკაცს და გვერდი აუარა. ტაქსი გააჩერა და სწრაფად ჩაჯდა. არც ცრემლებმა დააყოვენს. გული ეტკინა როდესაც მისი სიტყვები მოისმინა, ახლა უფრო მეტად ეტკინა ვიდრე მაშინ, როდესაც ამდენი ხნით გაქრა. გაუფრთხილდი შენი სულის მელოდიას და არასოდეს აჩუქო ის მას, ვისაც სმენა საერთოდ არ აქვს!
ცრემლები შეიმშრალა, მძღოლს ფული გადაუხადა და საავადმყოფოში შევიდა, გამოიცვალა და მუშაობას შეუდგა, ჯერ მხოლოდ მთავარი ექიმის დამხმარე ექთანი იყო, თუმცა ამითაც ბედნიერი გახლდათ. მთელი ღამე გულმოდგინედ მუშაობდა და ასრულებდა თავის მოვალეობას. ტელეფონმა დარეკა, ნაცნობი ნომერი იყო, არ უპასუხა, გაბრაზებულმა ჩაიგდო ხალათის ჯიბეში, ისევ დარეკა, ბოლოს კი იმდენჯერ დარეკა, რომ იძულებული გახდა ეპასუხა
-სად ხარ? - საყვარელი ხმა მოესმა
-თავს არ დამანებებ? -ხმა გაუმკაცრდა
-უნდა გნახო, შენ ვერ გამიგე წეღან
-ძალიან კარგად გავიგე რაც თქვი და ნუღარ შემაწუხებ ძალიან გთხოვ. - ირგვლივ მიმოიხედა ხომ არავინ დგასო
-ვიცი სადაც ხარ და მოვდივარ გამოდი
-თუ იცი სადც ვარ რაღატომ მკითხე ?
-მაგას რომ გნახავ მაშინ გეტყვი.
რამდენიმე წუთში საავადმყოფოს ეზოში ისხდნენ.
-მისმინე, ვიცი ეს ყველაფერი ძალიან რთულია, თუმცა დამიჯერე ახლა შენ ხარ ჩემი სულის თავშესაფარი, შენს გვერდით ჩემს თავს ვპოულობ გესმის? არ მინდა დაგკარგო
-რავიცი წეღან შენი სავსე მკერდი და უკანალი მიყვარსო მეუბნებოდი და ახლა შენი სულის თავშესაფარი გავხდი? მოიცა, იქნებ ჩემი მკერდია შენი სულის თავშესაფარი ან იქნებ მრგვალი უკანალი? -გადაიხარხადა არეშიძემ და ისევ ირგვლივ მიმოიხედა ხომ არავინ გვიყურებსო
-რა მწარე ენა გაქვს- ზურასაც გაეცინა და სიგარეტს წაუკიდა
-აქ ნუ ეწევი, უნდა შეგახსენო რომ ეს საავადმყოფოა? -კოპები შეყარა
-ეზოში ვართ და არა შენობაში
-არ აქვს მაგას მნიშვნელობა, იცოდე დავრეკავ და დაგაჯარიმებენ, ჩემს ჯანმთელობას საფრთხეს უქმნი
-კანონებით როდიდან მელაპარაკები?-ისევ გაეცინა და ნაპასი დაარტყა
-მაწუხებს სუნი!
-კარგი ხო! -ჩააქრო და ნაგავში ჩააგდო სიგარეტი.-ახლა კმაყოფილი ხარ?
-ძალიან! - ცხვირი აიბზუა და კმაყოფილი გამომეტყველება მიიღო.
-მთელი ეს დრო ძალიან მენატრებოდი - მცირეხნიანი პაუზის შემდეგ მიუბრუნდა გოგონას
-თურმე ვენატრებოდი - თავი გააქნია
-მართლა მენატრებოდი, შენი სუნი მომენატრა - გაეღიმა ზურას
-ასე არ ხდება გესმის? არ ხდება! ან უნდათ ადამიანთან ყოფნა ან არა! ესე არ შეიძლება, ცოტა ჩემზეც ხომ უნდა იფიქრო არა? - სახე მოეღრიცა და ცრემლები გადმოსცვივდა დიდრონი მწავნე თვალებიდან
-ვიცი, უბრალოდ ახლა არ მაქვს ამაზე პასუხი, არ შემიძლია შენთან ყოფნა, ეს ცოტა რთული ასახსნელია, ჩემთვის ძვირფასი ხარ და არ მინდა ჩემს გამო რამე დაგემართოს - თავი ჩახარა
-რას დაიჩემე? რა უნდა დამემართოს? მაფიოზი ხარ თუ რა ხდება? -გაეცინა სანდრას
-და რომ ვიყო? - მანაც სიცილითვე უპასუხა
-კოზა ნოსტრა! - უცებ წამოიყვირა
-რა? - ვერ მიუხვდა ზურაბი
- განთქმული იტალიური კრიმინალური საიდუმლო საზოგადოება, რომელიც პირველად XIX საუკუნის შუა წლებში ჩამოყალიბდა სიცილიაში.
-და ეგ შენ საიდან იცი? - პირი დააღო კაცმა და გაოცებულმა შეხედა
-ხარ თუ არა? - ჩააჯინდა კაცს და დაჟინებული მზერა მიაპყრო
- ნუ, მთლად მაფიოზობას ვერ დავიბრალებ, მაგრამ რაღაც მსგავსი - გაიწურა მისი პასუხის მოლოდინში, თუმცა სანდრამ იმხელა ხმაზე გადაიხარხარა რომ მიხვდა ზურა რომ ბევრი აღარ უნდა ილაპარაკოს ამ თემაზე.
- ზოგჯერ როგორ გულიანად ახერხებ ხოლმე ჩემს გაცინებას- ხელი დასცხო მხარზე სიცილით
- და მაინც, მართლა რომ მსგავს საქმიანობაში ვიყო ჩართული მაინც მოგინდებოდა ჩემს გვერდით ყოფნა? არ შეგეშინდებოდა?- სცადა გაეგო მისი დამოკიდებულება და თვალებში ჩააშტერდა
- იცი, როცა ადამიანი ნამდვილად შეყვარებულია მას მხოლოდ ერთი რამის შიში აქვს - ქვედა ტუჩი მოიკვნიტა და გაეღიმა - შიში იმისა, რომ მის თვალებს ვეღარ დაინახავს, მის სუნს ვეღარ შეიგრძნობს, ერთი სიტყვით შეყვარებული ადამიანისთვის იმ ადამიანის დაკარგავზე დიდი შიში არ არსებობს რომელიც უყვარს.
- გიყვარვარ ?
- ღმერთო! როგორი ამბიციური ხარ - ისევ გაეცინა
-ეს როგორ გავიგო?
- მას შემდეგ,რაც ჩემმა ბადურამ შენი გამოსახულება უკუღმა აღიქვა, ჩემმა სისხლის მიმოქცევის ორივე წრემ უკუღმა დაიწყო ტრიალი! როცა გიყურებ ჩემი თორმეტგოჯა ნაწლავი კიდევ უფრო იგრიხება .შენი იდუმალი თვალებით დატყვევებულ ჩემს ორმხრივჩაზნექილ ერითროციტებს სულ ფეხებზე ჰკიდიათ ჟანგბადის ტრანპორტი და შენს სიყვარულს აღმა–დაღმა დაატარებენ! როდესაც გიყურებ, ისეთი ტაქიკარდია მემართება, უკვე სამჯერ გადავწვი ფონენდოსკოპი და აორტის რკალიც გამისწორდა.ვერ დაიტია ჩემმა ოთხსაკნიანმა გულმა შენი სიყვარული და გადავწყვიტე, მის ლატერალურ მხარეს ერთი პარკუჭი მივაშენო ,სადაც მხოლოდ და მხოლოდ შენ იქნები..სულ ამერია გოლჯის აპარატები და ლიზოსომების მაგივრად მაკროფაგებს ასინთეზებენ. მინდა ისე ჩუმად შემოვიდე შენში, როგორ ვირუსი–უჯრედში. შენ კი ისე შემოიჭერი ჩემს ცნს–ში, როგორც Na–ის იონები შეიჭრებიან უჯრედში მოქმედების პოტენციალის აღმოცენებისას! ის პირობითი გამღიზიანებელი ხარ, რომელიც ჩემი თირკმელზედა ჯირკვლის ტვინოვან შრეს ადრენალინის გამომუშავებას აიძულებს! როცა პირველად დაგინახე,ისე ღრმად შევისუნთქე ჰაერი, რომ ფილტვების სასიცოცხლო ტევადობა 4800–დან 7251–ზე ამივიდა. მაშინ დამერღვა ნორმალური PH. როდესაც შენზე ვფიქრობ, გულის ტეტანური შეკუმშვები მეწყება, იმპულსს იმპულსი ემატება და რეფრაქტერობის ფაზაც ზამთრის ცივი გრძელი ღამესავით იწელება. ჩვენი ურთიერთობა ცილის ბიოსინთეზს მაგონებს: მივუყვებით ცხოვრების მატრიცას და თითოეულ გადადგმულ ნაბიჯზე სულ უფრო იხვეწება და სრულყოფილი ხდება ჩვენი ურთიერთობა. როცა ვერ გხედავ, გული დოფამინით მევსება და ბრადიკარდია მემართება.. - როგორც კი დაასრულა გაეღიმა ზურას დაბნეული და გაოცებული სახის დანახვისას, რომელმაც ალბათ ერთი სიტყვაც კი ვერ გაიგო მისი ნათქვამიდან.
- აი მესმის - მცირეხნიანი პაუზის შემდეგ დაბნეულმა ძლივს გასცა პასუხი და გაეცინა
-ისე, შეუცვლელი მხოლოდ ამინომჟავებია და ძალიანაც ნუ გაბლატავდები - თვალი ჩაუკრა და თავის ხელებს დააშტერდა.
- შენ სამედიცინო წიგნების კითხვის მეტი არაფერი გიკეთებია ცხოვრებაში ? -გაეცინა
- მოიცა დავფიქრდე, სხვა არაფერი მახსენდება და მაინც მაფიოზი ხარ თუ განგსტერი?
- შენ რომელს ისურვებდი?
- მაფია ზოგადად ორგანიზებულ კრიმინალზე მიუთითებს, აი გაგნსტერები კი უფრო საყვარლები არიან - სახე საყვარლად მოეღრიცა და თვალი დააფახუნა- მიყვარს ალ კაპონე
-რა გიჟი გოგო ხარ, საიდან იცი შენ ამდენი? - გაეცინა გაოცებულს
-რავიცი წეღან მხოლოდ სამედიცინო ენა მესმოდა და ახლა თურმე მაფიაზეც მცოდნია რაღაც ხომ?- იქნებ მითხრა რომელს განეკუთვნები? დავიღალე უკვე მაფიოზების და განსგტერების გახსენებით.
- მოდი ვთქვათ რომ ორივეს - გულიანად გაეცინა - არ მჯერა რომ ამ თემაზე გოგოსთან ვლაპარაკობ. - აი, ზუსტად მაგიტომ ვგიჟდები შენზე რომ ასეთი განსხვავებული და არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ.
-აჰა, უკვე პროგრესია, ჩემი ცოდნის გადმოფრქვევის შედეგად მხოლოდ ჩემს სავსე მკერდზე და მრგავლ უკანალზე აღარ ფიქრობ. - ორივეს გაეცინა
-მე უბრალოდ მიყვარს ესეთი სანდრა, ისე ორიგინალურად ვერ ავხსნი როგორც შენ ახსენი შენი გრძნობები, თუმცა გეტყვი რომ შენ ჩემი სულის სიმშვიდე ხარ, სადაც შენ ხარ იქ მინდა ყოფნა, მინდა სულ შენს ლამაზ თვალებს ვუყურებდე, შენს სურნელს ვგრძნობდე და გეფერებოდე. - რეებს ვბაზრობ სუ გამომა*ლევა ამ პატარა გოგომ - თავი ხელებში ჩარგო შერცხვენილმა და გადაიხარხარა
-მთალდ ისეთი ვერაა როგორსაც მოველოდი, თუმცა არაუშავდა, რაღაცეები დასახვეწია- თვალები მოჭუტა და თითი დაუქნია.
- ხო მართლა, როდიდან მუშაობ აქ?- მხოლოდ ახლა დაინტერესდა ამით
-დღეს პირველი დღეა, საერთოდაც იცი, რომ ახლა მაცდენ და ძვირფას დროს მართმევ?
-ეგრე ხომ? ჩემს თავს პაციენტები გირჩევნია
ორივეს გაეცინა, მალევე დაიშალნენ, ჯაჭვლიანმა პირობა მისცა რომ დღეიდან ყველაფერი სხვანაირად იქნებოდა მათ ცხოვრებაში. მთელი ღამე მომხდარზე ფიქრობდა ქალბატონი. არც ძილი მიჰკარებია, რამდენიმე თავის ჯგუფელთან ერთად იყო სმენაში, მათ შორის ნიკაც, რომელიც სულ ცდილობდა მის ნერვებზე ეთამაშა.
-ძალიან მომშივდა, იმედია რაიმე ექნებათ კაფეში, წამოგიღო რამე? -თავი მოიქექა ნიკოლოზმა და სანდრას გადახედა, რომელიც პაციენტს წნევას უზომავდა.
-არაფერი მინდა, სულ შეიძლება ადამიანი წუწუნებდეს? -სახე მოექუფრა
-ხო მართლა, ვის ელაპარაკებოდი ამდენი ხანი ეზოში? - თვალები დაუწვრილდა
-უკაცრავად? როდიდან გაბარებ ანგარიშს? - გაეცინა სანდრას
-უბრალოდ გკითხე, რა ავი ხარ -თავი გააქნია და კაფისკენ მოკურცხლა
9 საათზე მათი სმენა შეიცვალა, 12-ზე კი ლექციები ჰქონდა, სახლში მისულმა წყალი გადაივლო ცოტა ჭამა და უნივერსიტეტში წავიდა ისევ. ნახევრად ეძინათ ლექციებზე, არაფრის თავი აღარ ჰქონდა იმდენად ძალაგამოცლილი იყო. კარგი და მეგობრული ჯგუფი ჰყავდა, დეას და ნიკოლოზსს თუ არ ჩავთვლით. ეზოში ისხდნენ და მომდევნო ლექციის დაწყებას ელოდებოდნენ, სანდრას ტელეფონი რომ აწკრიალდა.
-გისმენ - მთქნარებით უპასუხა უცნობ ნომერს
-გარეთ ვარ გამოდი- ბატონი ზურაბის ბოხი ხმა სასიამოვნოდ ჩაესმა ყურში და გაეღიმა
-მოვქრივარ- გათიშა და მასთან მოქუსლა, უნივერსიტეტის წინ იდგა მანქანას მიყრდნობილი, როგორც კი ნაცნობი სხეული შენიშნა მაშინვე მისკენ წავიდა და მაგრად მოეხვია
-არ გიძინია საერთოდ? -მაშინვე შეატყო
-ვინ მაცადა? - გაეხუმრა გოგო
-წავედით?
-რა? არა ლექციები მაქვს, ვერ წამოვალ- უსიამოვნოდ შეიშმუშნა
-კარგი რა, შენ იმდენი რამ იცი უკვე რომც აღარ დაესწრო თავისუფლად შეგიძლია საკუთარი საავადმყოფო გახსნა, ასე რომ ჩაჯექი
-ხინკალზე და ლუდზე თუ დამპატიჟებ წამოვალ - თვალი ჩაუკრა და სწრაფად ჩახტა მანქანაში
ჯაჭვლიან გაეცინა და მანქანა სწრაფდ მოსწყვიტა ადგილს, სახინკლეში შევიდნენ კარგი ძმაკაცებივით, სანდრამ იმდენი ხინკალი ჭამა ზურა პირდაღებული უყურებდა.
-დედა არასოდეს მაძლევდა უფლებას ეს საოცრება დამეგემოვნებინა -თითები გაილოკა და ლუდი ბოლომდე ჩაცალა
-ღადაობ? რა პონტში გიშლიდა? - გაეცინა ზურას
-ხინკალი ასუქებსო და არც ორგანიზმისთვის არისო კარგი ასე მეუბნებოდა, ტრიქინელოზი ვითარდება რაც მართლა ძალიან საზიანოა ორგანიზმისთვის, მწვადი ხომ საერთოდ საოცრებაა, თუმცა ჩვენს ენაზე რომ ვთქვათ დედას უტ*ნავს ორგანიზმს - თავი გააქნია და ჭამა განაგრძო
-ახლა შენ შეიგინე თუ რა ქენი? - გაეცინა
-ცხოვრებაში პირველად, და რა მოხდა მერე? - მხრები აიჩეჩა
- არა, არაფერი უბრალოდ არ მეგონა თუ იგინებოდი ისეთი სათნო და პატიოსანი ხარ -გადაიხარხარა
-მოკლედ ეცადე ხოლმე ნაკლები ცხიმი და ღორის ხორცი მიირთვა, ხომ ხვდები -თვალი ჩაუკრა
-მომწონს შენი მოსმენა, სულ საინტერესოდ ბაზრობ, ზოგჯერ მგონია შენთან შედარებით არაფერი ვიცი.
-ეგარაფერი, გასწავლი ხოლმე - ორივეს გაეცინა.
გვიანი იყო სახლში რომ მიიყვანა, სახლში შესულს კი ნამდვილი სიურპრიზი დახვდა დემეტრეს სახით
-სად იყავი?! -მაჯაში ჩააფრინდა
-რას აკეთებ? -დაეჯაჯგურა
-იმ გამო*ლევებულთან დადიხარ ?!! -დაუღრიალა
-სიტყვები შეარჩიე, და საერთოდაც რა პრობლემა გაქვს მასთან?- როგორც იქნა მაჯა გაინთავისუფლა
-შენ საერთოდ აზრზე ხარ ვინაა ? რას წარმოადგენს? მასთან გავლაც კი საშიშია და ეს კიდევ პაემნებზე დაყვება, ფეხებს მოგამტვრევ კიდევ ერთხელ რომ დაგინახო მასთან, თუ საჭირო გახდა სახლშიც ჩაგკეტავ! გაიგე?!!- მთელ სახლში ისმოდა მისი ღრიალი
-წარმოდგენა თუ გაქვს საერთოდ რაზე ლაპარაკობ ან ვინ მოგცა მასზე ასე ლაპარაკის უფლება? !!! შენ ვერ მიმითითებ რა უნდა გავაკეთო და რა არა!
-კარგი, მე თუ არ მაქვს უფლება ლევანი გასწავლის ჭკუას! - კბილებში გამოსცრა და სახლიდან გიჟივით გავარდა.
არეშიძემ ამოისუნთქა და თავის ოთახს მიაშურა, ძალიან დაიღალა ცხოვრებასთან ჭიდილით, ყველას აზრის და სურვილების გათვალისწინებით, ახლა მხოლოდ თავისი აზრებითა და სურვილებით აპირებდა მოქმედებას. ძალაგამოცლილს მაშინვე ჩაეძინა, დილით თავი ვერ ასწია, თუმცა იძულებული იყო თავზე ძალა დაეტანებინა და წასულიყო უნივერსიტეტში, ეს მისი ერთადერთი შანსი იყო რომ ლევანისგან თავი დაეღწია და დამოუკიდებლად ეცხოვრა. წყალი გადაივლო, თხელი, შავი თავისუფალი ზედა გადაიცვა, შავი ტანზე მომდგარი ჯინსი ამოიცვა და სახლიდან სწრაფად გავარდა, კიდევ კარგი მანქანა მაინც ყავდა ლიზას ნაყიდი, რომელსაც ლევანი არ დააყვედრიდა. რამდენიმე წუთი დააგვიანა ლექციაზე, ლექტორს ბოდიში მოუხადა და აუდიტორიაში შევიდა. დღე საშინლად გაიწელა, ცდილობდა თავი ეიძულებინა რომ სიტყვაც კი არ გამორჩენოდა ლექციების მსვლელობისას, თუმცა რამდენჯერმე ჩაეძინა კიდეც მერხთან. როგორც იქნა ლექციაბიც დასრულდა, ძალაგამოცლილი გავიდა უნივერსიტეტიდან, შემოსასვლელში ჯეკო გვალია და თავისი „ბანდა“ იდგნენ, ჯეკოს ყოველთვის მოსწონდა სანდრა, მეტიც მგონი შეყვარებულიც კი იყო მასზე. უნივერსიტეტთან ახლოს ცხოვრობდა, დედამისი კი ერთ-ერთი ლექტორი გახლდათ. ამაყი გახლდათ გვალია, სანდრას მხოლოდ შორიდან თუ დააკვირდებოდა ხოლმე, რამდენჯერმე ისაუბრეს კიდეც, თუმცა მათ შორის ამაზე მეტი არაფერი ყოფილა. მათ წინ ჩაიარა თუ არა, გვალიამ მაშინვე მიიპყრო მისი ყურადღება
-ვაა, ვაა ეს ვინ გაიჩითა - თავი მოიქექა ბიჭმა და უხერხულად გაეღიმა
-ჯეკო როგორ ხარ- იძულებული გახდა მოეკითხა, ზრდილობის გამო მაინც
-როგორ ვიქნები შენგან დავიწყებული, სად გაქრი? - ღიმილი არ შორდებოდა სახიდან, რამდენჯერმე აათვალიერა გოგო
-რავიცი, არ მეცალა შენ როგორ ხარ ? არ აციებთ ხომ ბირჟას? -გაეცინა სანდრას და მანქანის გასაღბს დაუწყო ჩანთაში ძებნა.
-ნარმალნა რა, გაქვს დრო? - ჩაახველა და გარემო მოათვალიერა
-იცი, ახლა უნდა გავიქცე, საღამოს ვმუშაობ - სახე დამანჭა
-ვა, სად მუშაობ?
-საავადმყოფოში გავდივართ პრაქტიკებს, სხვათაშორის დედაშენის დამსახურებაა- ორივეს გაეცინა
-ძალიან კარგი, თუ რამე და გამოგივლი აქვე ყოფილხარ - ისევ გაეღიმა და დაემშვიდობა არეშიძეს
ღიმილით დატოვა ბიჭები სანდრამ და მანქანა სწრაფად დაძრა, სახლში მისულმა წყალი გადაივლო, ცოტა ჭამა ლიზას ხათრით და სამსახურში წასასვლელად მოემზადა. მალე ზურამას დაურეკა.
-დაბლა გელოდები
-მოვდივარ - გახარებული ლამის ჩაფრინდა მასთან ეზოში.
მაგრად მოეხვია, მანქანაში ჩასხდნენ
-ჯერ დრო გვაქვს, რა გავაფუჭოთ? - გაეცინა ზურას
სანდრა მისკენ გადაიხარა და შუბლზე ხელი მიადო
-რასაკეთებ? - გაეცინა მამაკაცს
-ვამოწმებ სიცხე ხომ არ გაქვს- მხრები აიჩეჩა
-რა? რა სიცხე
-რავიცი, ზედიზედ მეორე დღეა გნახულობ და შენს დაპირებას ასრულებ, რამე ხდება და არ ვიცი? - გაოცებული სახე მიიღო
-ეგრე მიცნობ ხო? - თითი დაუქნია და გაეცინა



№1 სტუმარი Qeti qimucadze

Miyvars es gogo, gijmajiaa, au mteli organizmis jachvuri reaqcia chamoayslibaa, super, vnsxot rogor ganvitardeba movlenebii, imedia ardaagvianebb, yochag, carmatebebii

 


№2 სტუმარი სტუმარი ნატა

როცა ვინმეს ციტატას და მითუმეტეს ამხელა აბზაცს იყენებ ან ფრჩხილებში ჩასვი, ან ბოლოს მაინც მიუთითე ავტორი, სხვა შემთხვევაში პლაგიატია.

 


№3  offline მოდერი Anye-Any

სტუმარი ნატა
როცა ვინმეს ციტატას და მითუმეტეს ამხელა აბზაცს იყენებ ან ფრჩხილებში ჩასვი, ან ბოლოს მაინც მიუთითე ავტორი, სხვა შემთხვევაში პლაგიატია.


გავითვალისწინებ აუცილებლად. თუმცა ავტორი არ ვიცი ვინ არის სამწუხაროდ, თორემ აუცილებლად მივუთითებდი :)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent