შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმაური (I თავი)


19-06-2018, 23:25
ავტორი ფაკირი
ნანახია 996

ჩაბნელებულ ოთახში მხოლოდ საათის ისრების და ხმამაღალი ფიქრების ხმაურია.
ოთხკუთხედი სარკმლის პირას მდგარი ყვავილი საშუალებას არ აძლებს მთვარის სხივს ოთახში შემოიჭრას და ჩრდილად იქცეს.
მარილიანი ბურთულები წყდება ჩემს თვალებს,სწრაფად გადის ღაწვებს, შემდეგ ყელს და ბოლოს რომელიღაც უფსკრულში იკარგება.
აქ სევდაა.
ყველგან სევდა.
ფიქრებში,ოთახში , ფურცლებზე.
ჩემმა მეზობელმა სიგარეტის მოწევას თავი დაანება, ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს უკანასკნელმა მეგობარმა მაქცია ზურგი.
მე და სევდაღა ვათანებთ ღამეებს.
მე და ჩემი გათენებული ღამეები დავიღალეთ ლოდინით.
ბედნიერების ლოდინით.
ის არ მოვა.
ვღიღინებ მგონი ყანჩელს და ვიხსენებ წარსულს.
ჩემი აივნიდა ვაფრენდი ფერად ბუშტებს და მჯეროდა, ყველა ოცნება ამიხდებოდა. ისინი მიფრინავდნენ შორს,უსასრულობაში და თან მიჰქონდათ ჩემი ოცნებები.
გავიზარდე,ფერადმა ბუშტევმაც მიღალატეს იმ მეოგბრებივით, რომლებიც განუწყვეტლვ მპირდებოდნენ ბედნიერ მოამვალს, მათთან ერთად.
არ ვიცი რას ვგრძნობ,როცა იმ დღეებს ვიხსენებ,ვიღაც რომ მითბობდა ზამთრის სუსხისაგან გაყინულ ხელებს. ასეთ ღამეებში განსაკუთრებით მინდა ჩემ გვერდით ვინმე იყოს, მინდა წაბლისფერად გახუნებული თმიდან ვინმემ ჩამომაბერტყოს ზაფხულის ღამეების ხმაურიანი სიჩუმე.
ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში შემთხვევით არასდროს ჩნდებიან, არც მათი წასვლა არის ხოლმე უმიზეზო და როცა ვიღაც გტოვებს გინდა ადგე, გამოაღო შენი საყვარელი ოთახის ყველა ფანჯარა თუ კარი და განწირული , მარტო დარჩენილი ადამიანის ხმაური გააგებინო მშვიდად ჩაძინებულ ქალაქს.
მე ყოველ დილიღ ვდგები, ვწევ ფარდას, ვაღებ ფანჯარას და ფილტვებში ვუშვებ იმ ჰაერს, რომელიც ჩემმა წილმა ადამიანმა ამოისუნთქა რამდენიმე წამის, წუთის ან საათის წინ, ესღა გვაკავშირებს. რატომ ხდება ასე რომ ჩვენი ადამიანები არასდროს არ არიან ჩვენთან?
მე ვერაფერი შევძელი, ვერც ის რომ იმ უწყლო უდაბნოსთვის შემომევლო გარს, რომელსაც ცხოვრება ჰქვია.
მე ფაკირი ვარ, დარვიში ვარ .
დავეხეტები , ყველაფერს ვედები, მაგრამ ამ ხორშაკი ქარებით სავსე უდაბნოდან გამოსვლას არ ცვდილობ და არც ბედნიერება არ მოჩანს შორიახლოს სავანად.
სამუმივით დამატყდა ცხოვრება თავს, ისე მწვავს , ისე მაცლის ძალას რომ მგონია ვეღარ წამოვიმართები.
ჩემი მეზობელი სიგარეტს აღარ ეწევა.
მარტო დავრჩი.
გადამარჩინე!
გადამარჩინე!
გესმის?
...ჩემი ტილის ხმას ჩემი ზედა მეზობლის ჩუმი ხველების ხმა ერთვის.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent