შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გრძნობებთან ჭიდილი {4თავი}


20-06-2018, 00:31
ავტორი Mathew
ნანახია 3 212

როგორც კი გაიღვიძა მაშინვე ცუდ გუნებაზე დადგა.ეტყობოდა სახლს უ'ანაობა.მიუხედავად იმისა,რომ არ იყო ცანცარა და ძალიან ხალისიანი მია მაინც,ძალიან მოწყენილი იყო მის გარეშე.მართალია ნიკუშა ჰყავდა,მაგრამ ის სახლში მხოლოდ გვიან ღამით ბრუნდებოდა.მაშინ როცა მიას ეძინა და მასთან დალაპარაკებასაც ვერ ახერხებდა.
ნელა წამოდგა საწოლიდან და სააბაზანოში შევიდა,თავი მოიწესრიგა და საათს გახედა.დღეს საღამოს სმენა იყო,ამიტომ თავისუფალი დრო ბლომად ქონდა.ნიკა რა თქმა უნდა ღრმა ძილში იყო და თავის ოთახში ხვრინავდა,ის კი სამზაეეულოში შევიდა და გაზქურაზე წყალი დაადგა.მოულოდნელად ტელეფონი ამღერდა,ბევრი ძებნის შემდეგ კი გაბადრულმა უპასუხა ამაშუკელის ნომერს.
-გისმენ ანიჩკა.
-მია-უცებ დაუღრიან გოგომ.იცის მგალობლიშვილა,რომ სახელ ანიჩკას ვერ იტანს.მხოლოდ მამას აძლევს ასე მომართვის უფლებას.
-კარგი ხო,რა მოხდა.
-გამოვალ რაა-გატეხილი ხმით ამოიკნავლა.
-რამე დაგიშავა მაგ მუტრუკმა?ან რას მეკითხები,დაგავიწყდა ეს სახლი შენიც რომაა?!გამოდი!-ერთმანეთს მიაყარა სიტყვები და ბოლოს ღრმად ამოისუნთქა.
-გამოვალ და მოგიყვები,შოკოლადები გაქვს?
-არა.
-კარგი ვიყიდი-ტელეფონი გამორთო და გვერდით გადადო.მოკლე პიჟამოს ამარა დატანტალებდა ირგვლივ და სულ არ უფიქრია გამოცვლაზე,პირიქით,ასე უფრო თავისუფლად გრძნობდა თავს.
გახარებული დააბოტებდა იქეთ-აქეთ,მაგრამ სიხარული გაუორმაგდა როცა კარებზე ზარის ხმა გაიგო.სირბილით მიუახლოვდა რკინის კარს და ნელა გამოაღო .
მართალია ანას მოელოდა,მაგრამ იქ მის ნაცვლად ბატონი დიტო შეეფეთა.გაოგნებული უყურებდა უფროსს და ვერ ხვდებოდა თუ რას აკეთებდა ის აქ.
მისმა ხმამ მოიყვანა აზრზე.
-იმედია ჩაიცვამ-არც გამარჯობა,ან მოკითხვა.მაშინვე ირონიაზე გადაერთო რამაც მიას აწითლება გამოიწვია.
-ისა…კი ახლავე,შემობრძანდით-ბლუყუნი დაიწყო და ძლივს მიხვდა რომ დიტო სახლში შემოეპატიჟებია.ის კი იდგა და იღიმოდა,ხარბად,მაგრამ,შეუმჩნევლად უმზერდა გოგონას ნახევრად შიშველ სხეულს.
-იჩქარე,ბარში მივდივართ-მხოლოდ ეს უთხრა უფროსმა და მისი ხასიათიც წამში გაფუჭდა.ოთახში შეირბინა და გამოიცვალა,შემდეგ თმა აიწია და ისევ მას აესვეტა წინ.
-წავედით?
-ერთი წუთით,ნიკუშას წერილს დავუტოვებ-სამზარეულოში შევარდა და მაცივარზე მიაკრა მისი ნაჯღაბნი.
<<ნიკა,სამსახურში ვარ მე.გასაღები იცი სადაც უნდა დამალო!იცოდე ჭკვიანად! >> დედის როლს ირგებდა,მაშინ როცა ნიკუშა მასზე ოთხი წლითაა უფროსი.
ერთად დატოვეს სახლი და სადარბაზო,დიტოს მანქანაში მოთავსდა და ჯიბიდან ტელეფონი ამოიღო.ანასთან დარეკა რადგან ეთქვა მისთვის,რომ სამსახურში მიდიოდა და ტყუილად არ მოსულიყო.
-გისმენ მია.
-ან მომისმინე,მე სამსახურში მომიწია წასვლა და შენ წამოხვედი ჯერ?
-არა სახლში ვარ,ახლა ვაპირებდი გამოსვლას.
-აუ ხო არ გეწყინა?
-რა უნდა მწყენოდა მია?სამსახურია გასართობი ხომ არაა.
-ხვალ მოხვალ?
-აუცილებლად,კარგი კარგად.დაგირეკავ მოგვიანებით-ამით დამთავრდა მათი საუბარი,დიტო კი წარბშეკრული უყურებდა გზას და მიას საუბარს უსმენდა.
-ბოდიში,არ ვიცოდი გეგმები თუ გქონდა.-მისმა ბოხმა ბარიტონმა დაარღვია სიჩუმე.
-არაუშავს,როგორც ჩანს გადაუდებელი საქმეა.
-სიმართლე გითხრა სამსახურს არ ეხება.
-არა?აბა რა ხდება?-გაკვირვებული შებრუნდა მისკენ.
-კარგი ხო ვხუმრობ,ახლა კლუბში უნდა მივიდეთ რაღაცეებია მოსაგვარებელი და ზეგ ყაზბეგში გვიწევს წასვლა.
-რა გვინდა ყაზბეგში?
-მაგას მოგვიანებით აგიხსნი.
-ხვალაც ვერ ვნახავ ანას?
-ნახავ და ჩემგან მიულოცე.
-რა მივულოცო?
-დაქორწინება,არაა მაქსიმე ცუდი ბიჭი-ამის გაგონებაზე თვალები აატრიალა.
-თქვენ მასაც იცნობთ?
-კი მაქსიმესაც ვიცნობ და თქვენობით ნუ მელაპარაკები.
-ვერ გესაუბრებით ისე.
-აბა ცადე.
-თქვენობით ტონს შევეჩვიე.
-გადაჩვევა მოგიწევს.
-რატომ?
-ნუ ხარ სულსწრაფი,გაარკვევ მაგას მალე.
-რა ნამიოკებით მელაპარაკებით?ვერ ვიტან ასე რომ მელაპარაკებიან.-ცხვირი აიბზუა და თავი მეორე მხარეს შეატრიალა.
-მია,მია.გითხარი მალე გაიგებ-მეთქი და ცოტა მოითმინე.
-კარგი ხო.-საწყლად ამოიფრუტუნა და ფანჯარა ოდნავ ჩამოწია.უცებ შემოვარდა ნელი და გრილი სიო,გაშლილი თმები აუჩეჩა და მისი ტკბილი სურნელი ირგვლივ მოაფრქვია.წამში მოხვდა მიას სურნელი დიტოს,ძარღვები დაეჭიმა და ნესტოები დაებერა,გულისცემა საგრძნობლად აუჩქარდა და თვალებიც დაუბნელდა.ამის მიუხედავად კი,კიდევ უფრო ღრმად შეისუნთქა მისი გამაბრუებელი არომატი.

გაუხარდა,იფიქრა მიასთან წავალ და გულსაც გადავაყოლებო,მაგრამ შემდეგ გეგმები ჩაეშალა და სახლში დარჩენა მოუწია.აღარ იცოდა რა ექნა,მაქსიმეს ხმას არ სცემდა,აიგნორებდა და ცდილობდა ყურადღება სხვა რამეზე გადაეტანა.
ბოლოს ისევ მაქსიმეს ოთახში ავიდა,იქვე კედელზე დაკიდებულ თაროს მიუახლოვდა სადაც უამრავი წიგნი იყო ჩამწკრივებული.
თანამედროვეც და ძველებურიც,მათი არომატი ერთმანეთში იყო არეული და საშინლად სიამოვნებდა.დიდი ფიქრის შემდეგ ერთ-ერთ წიგნს დაავლო ხელი,ვერ იტანს ცუდ დასასრულს,მაგრამ უკან აღარ დაუხევია და ჯიუტად დაიწყო ტრაგიკული სიყვარულის ისტორიის კითხვა.
მაქსიმე ვერ ისვენებდა,საშინლად უნდოდა მასთან საუბარი და იმის თქმა,რომ ის ქალი მისთვის არავინ იყო და არაფერს ნიშნავდა.უნდოდა მაგრამ ვერ ბედავდა,ეშინოდა ანას სხვანაირად არ გაეგო რამე.ბოლოს დანებდა და ოთახში ავიდა,ნელა შეაღო კარები და სანახაობამ სახეზე ღიმილი მოჰგვარა.ლოგინზე იყო დამჯდარი ანა,გულში ბალიში ჩაეკრა,წიგნი გადაეშალა და ლოყაზე ცრემლები დაუდევრად დასრიალებდნენ.ცუდად ჟღერს არა?მაგრამ მოსწონს მაქსიმეს ანას ტირილი,იმ დროიდან მოსწონს როცა პირველად დაინახა მის სახეზე ცრემლი.
როცა ზოგი,პირიქით ითხოვს რომ არ იტირო მას მისი წყლიანი თვალების დანახვა სურდა.
ღიმილით უმზერდა გოგოს სანამ მწველმა მზერამ არ გამოაფხიზლა ამაშუკელი.ცრემლები შეიმშრალა და ნელა შეხედა მაქსიმეს.
-მოხდა რამე?
-არა,დაწოლა მინდოდა.
-გავალ მაშინ-ჩუმად დაიჩურჩულა და ფეხზე წამოდგა.ნელა მიუახლოვდა დადვანი საწოლს,ანას ხელი დაავლო და მის გვერდით მოთავსდა.
-არსად წახვალ.
-მაქსიმე გამიშვი რა.
-არა,არ გაგიშვებ აქ იქნები.
-რომ არ მინდა?
-მე შენ გკითხე რა გინდა?!
-ჩემი აზრი უნდა გაითვალისწინო.
-სხივი აზრი არ მაინტერესებს მე.
-უხ-ამოიგმინა და კომფორტულად მოთავსდა მის გვერდით.მაინც თავისი გაიტანა სვანმა,ტირილმა კი გოგონაზე იმოქმედა და მალე ჩაეძინა.ვერ ისვნებედა,ბორგავდა. ბოლოს კი მაგრად მოხვია მაქსიმეს წელს ხელი და თავი გულზე დაადო.არ ეძინა მაქსიმეს,ან რა დააძინებდა.ვერ ხუჭავდა თვალებს,ვერ სუნთქვადა და ვერც ინძრეოდა.ჩუმად უყურებდა მის მკერდზე მშვიდად მფშვინავ გოგონას და ფიქრობდა როგორ გაეღიმებია და როგორ ენახა მის სახეზე ბედნიერების ღიმილი.
წამში სახეზე გამარჯვებულის ღიმილი მოედო,თითქოს რაღაც მოაფიქრდა.ნელა და ფრთხილად წამოდგა,ტელეფონს დაწვდა და შემდეგ ანას მობილურიც მოიმარჯვა.მიას ნომერი ჩაიწერა და დაურეკა.რამდენიმე ზარის შემდეგ გოგონამაც უპასუხა.
-გისმენთ.
-მია გამარჯობა.
-ვინ ბრძანდებით?
-მაქსიმე ვარ.
-შენ?ანას რამე ხიმ არ მოუვიდა?რამე დაუშავე?იცოდე შენ გამო ისევ ცუდად რომ გახდეს…-მისი სიტყვები ტკენდა,მაგრამ ძალა მოიკრიბა და შეაწყვეტინა.
-არა,მომისმინე.შეგიძლია მითხრა ანას რა უყვარს ყველაზე მეტად?
-შოკოლადები.მოიცა,შენ რაში გაინტერესებს?
-ისევ შოკოლადი-ეს თითქოს თავისთვის დაიჩურჩულა-მჭირდება.კარგი ცოლის და,მადლობა-გაუცინა და მობილური გათიშა.იქვე გადადო და ოთახიდან გავიდა,მოწესრიგა და მაღაზიაში გაიქცა.იცოდა რა უნდა ეყიდა,ამიტომ ბევრი ყოყმანი არ დასჭირვებია.უცებ აავსო პარკი ტკბილეულით და გაღიმებული მიუახლოვდა სალაროს.
ისევ ჩქარა დაფარა მანძილი მაღაზიიდან სახლამდე და ღმერთს იმას თხოვდა ანა ისევ დაძინებული ყოფილიყო,ღრმად ამოისუნთქა როცა გოგონა საწოლში ნახა.სამზარეულოში შევიდა და იქვე დააწყო ტკბილული,ბევრი ლოდინი არც დასჭირვებია მალე ჩამოვიდა ანა მეორე სართულიდან მთქნარებით და სანზარეულოში შევიდა,წამში გამოყო თავი.
-ესენი ვისია?


-შენი-ამის გაგონებაზე თვალები აუციმციმდა-მაგრამ…
-მაგრამ რა?
-მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიღებ თუ შემირიგდები.
-მე არც გავბრაზებულვარ.
-დარწმუნებული ხარ.
-მომისმინე,იმ გოგომ მე დამამცირა,შეურაწყოფა მომაყენა,გესმის!შოკოლადით გინდა ჩემი მოსყიდვა?
-დავიჯერო ძნელია რომ შემირიგდე? მე რა დავაშავე?
-არაფერი,რა უნდა დაგეშავებიდა.თავი გამანებე უბრალოდ.
-არ შემიძლია.
-რატომ?
-ვერ გეტყვი,არ შემიძლია.
-ყოველთვის ასე.რატომ ვერ მეუბნები? ვიცი,ისევ დამამცირებ და მეტკინება.შეინახე,რომ ისევ გაიმეორო წარსული და ახლა უფრო დიდ ხალხში დამამცირო.
-ანა გაჩერდი.
-არა,არ გავჩერდები.იცი მაინც რა დღეში ვიყავი? მაშინ როცა შენ ის საშინელბა გააკეთე ყველა მეორე მე დამცინოდა.არ მივიდა ეს ჩემი მშობლების ყურამდე,მაგრამ ბიძაშვილმა გაიგო და არც იმან დამაკლო.მაგრამ მადლობა,რადგან შენი წყალობით მაშინ და დღეს ამოვიდგი ენა.არ გინდა,არაფერი მითხრა იცოდე.არც ის მითხრა რომ ნანობ.ვერ წარმოიდგენ შენ რა ძნელი იყო,მითუმეტეს თინეიჯერი გოგოსთვის.საერთოდ იცი,იცი მაინც რა საშინელია ჩემი ცხოვრება?იცი მაინც რა საშინელი იყო ყველაფერი სამი წლის წინ?რა უნდა იცოდე?არაფერი იცი და არც გირჩევ გაგებას.ვერ წარმოიდგენ შენ მე რისი გადატანა მომიხდა.ვერ წარმოიდგენ რამდენჯერ შემზიზღდა საკუთარი თავი,რამდენჯერ მიტირია ოჯახის წევრების გამო.არასდროს,გესმის, არასდროს მქონია ბიძაშვილებთან ისეთი დამოკიდებულება როგორც სხვებს.ყველას ვეზიზღებოდი მე,მშობლების და რამდენიმე ადამიანის გარდა ყველა ამრეზით მიმზერდა.გადავაბიჯე მათ,მაგრამ ახლა რა მხვდება?იგივე უნდა განმეორდეს?არა,არ მოგცემ ამის უფლებას,გესმის?!-ისტერიკა ნელ-ნელა იპყრობდა მას და ბოლოს ერთიანად იხეთქა.ამდენი წლის ნაგროვები ერთიანად ამოაფრქვია.ბიჭის წინ იდგა და მკერდზე ურტყამდა ხელებს,ცრემლებიც ნიაღვარივით მოდიოდა და სახე მთლიანად დაუსველა.ბოლოს კი ერთიანად მოდუნდა,ხელები მოხვია მაქსიმეს და ჩურჩული დაიწყო-ამ ყველაფრის მიუხედავად…ამის მიუხედავად არაფერი გამქრალა,მხოლოდ ზიზღი გაქრა,ზიზღი რომელიც არასდროს ყოფილა.
ხელები შეუშვა და ზურგი შეაქცია,კიბეებისკენ აიღო გეზი როცა მაქსიმემ დაუძახა და ისევ მისკენ მიბრუნდა.
-ანა.
-გისმენ.
-ის ქალი ჩემთვის არავინაა!-მკაცრად განუცხადა და მის სახეს დააკვირდა.ფანჯრიდან მომავალი მზის შუქი მის სახეს ეცემოდა და თვალებში ანათებდა.ამის დანახვამ მისი პირველი შეხვედრა გაახსენდა.
თბილისიდან ორი დღის ჩამოსული იყო,სახლში ვერაფერს აკეთებდა,თან არავის იცნობდა ამიტომ გასეირნება გადაწყვიტა.
ნელა მიუყვებოდა ქუჩას,რიკოს ბანკთან იყო გასული, უცებ რომ მოჰკრა ხალხში თვალი.
მარტო მოდიოდა,თითქოს ცდილობდა ნაბიჯები ერთმანეთისთვის აეწყო და მელოდია შეექმა.შემდეგ ფრთხილად წამოსწია თავი.
კარგად ახსოვს,14 სექტემბერი იყო.შემოდგომის პირველუ და ცხელი თვე.მზე მის სახეზე მოურიდებლად დაათამაშებდა სხივებს.
უცებ დაინახა თუ როგორ შეანათა მზის სხივებმა მის მუქ,ზღვისფერ თვალევში და როგორ გახადა ისინი ცისფერი.
ასე უბრალოდ,ერთმა სხივმა მოახერხა ამდენი.
მის თვალევში დაბუდებული მსუბუქი თაფლისფერი ფერი კი უფრო მკვეთრი გახადა.
მონაცვლეობით იცვლებოდა ფერები თვალებში და თითქმის ყველას ყურადღებას იქცევდა,მაგრამ მაქსიმე მაინც გაორმაგებული ინტერესით აკვირდებოდა და უნდოდა ისევ ენახა ის.
მისმა ბედნიერებამ კი პიკს მიაღწია,როცა ეს გოგონა მეორე დღეს სკოლაში ნახა.
ამჯერად აღარ იყო მისი თვალები მუქი,მაში ცის'ფერი და თაფლის'ფერი ირეოდა და ისევ აჯადოვებდა დადვანს.

ვიცი ეს თავუ გუშინ უნდა დამედო,მაგრამ გართობას შევყევი.
იმედია არ მიწყენთ.დღეს გადავწვიტე დადება და დატვირთულუ გრაფიკის,საშინელი დღის და XXXTENTACION-ის გარდაცვალების მიუხედავად მაინც მოვედი.
პატარა თავია ვიცი,მაგრამ აუცილებლად უნდა დამედო!
მიყვარხართ !!



№1  offline წევრი teengirllove

miyvars me maqsime ,rac ar unda daeshavebina am ori tavit shemiyvarda ..male minda ertad iyvnen chemi ana da chemi maqsime , chemi mia da misi ufrodic..kargi gogo xar shen da bembis uyvarxar dzalian

 


№2 სტუმარი ნია

უკვე შემიყვარდა ეს ისტორია <3 ვგიჟდები მაქსიმეზე და ვიმედოვნებ მოლოდინებს გაამართებს <3

 


№3  offline წევრი Crazy dreamer

ანა როგორ ახერხებ ამას? ყოველთვის ისე მარტივად წერ და რამხელა აზრს დებ ყოჩაღ. იცი ჩემი შეხედულებები ამაზე. ახლოს მოვიდა იმდენად ახლოს ჩემთან რომ წარსულის ფურცლები გადამიშალა წინ არ ვიცი რა გითხრა წარმატებები

 


№4 სტუმარი wero

მიყვარს,მიყვრას ეს ადმიანი და მაგიჟებს smile kissing_heart როგორ შეიგიძლია სულლ კარგ ხასიათზე დამაყენო? გთხოვ ასეეე გაგრძელეე! ველოდები შემდეგ თვას. <333 წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი heart_eyes heart_eyes

 


№5  offline მოდერი Mathew

teengirllove
miyvars me maqsime ,rac ar unda daeshavebina am ori tavit shemiyvarda ..male minda ertad iyvnen chemi ana da chemi maqsime , chemi mia da misi ufrodic..kargi gogo xar shen da bembis uyvarxar dzalian

ჩემო ბემბიიი.მაქსიმესაც უყვარხარ შეენ და საერთოდ ვის არ უყვარხარ?! მადლობა,ძალიან დიდი რომ მითმობ დროს და კითხულობ heart_eyes მიყვარხარრ!! აქ სახელს არ დავასახელებ და გეტყვი-სტაფილო მომიკითხეეე joy heart_eyes

ნია
უკვე შემიყვარდა ეს ისტორია <3 ვგიჟდები მაქსიმეზე და ვიმედოვნებ მოლოდინებს გაამართებს <3

ძალიან დიდი მადლობა საყვარელო და შევეცდები მაქსიმეზე არასდროს შეიცვალო აზრი yum heart_eyes

Crazy dreamer
ანა როგორ ახერხებ ამას? ყოველთვის ისე მარტივად წერ და რამხელა აზრს დებ ყოჩაღ. იცი ჩემი შეხედულებები ამაზე. ახლოს მოვიდა იმდენად ახლოს ჩემთან რომ წარსულის ფურცლები გადამიშალა წინ არ ვიცი რა გითხრა წარმატებები

ყველაფერი ვიცი ანუკი,აღარ გჭირდება შენ მეტის თქმა.
ძალიან მიხარია რომ გიპოვე და მადლობა ყველაფრისთვის heart_eyes
იცი შენ ეს ისტორია ჩენთვის რამდენს ნიშნავს,ხოდა მორჩა რა!
ჩვენია ეს heart_eyes

wero
მიყვარს,მიყვრას ეს ადმიანი და მაგიჟებს smile kissing_heart როგორ შეიგიძლია სულლ კარგ ხასიათზე დამაყენო? გთხოვ ასეეე გაგრძელეე! ველოდები შემდეგ თვას. <333 წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ი heart_eyes heart_eyes

ვაიმე ვინ ხარ შენ?
ამ მოკლე ხანში საშინლად შემაყვარე თავი!
გეფიცები რაღაცას მიშვები.
შენ კომენტარს როცა ვხედავ ვმშვიდდები და სულელივით მეღიმება blush
ძალიან დიდი მადლობააა heart_eyes

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent