შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სურვილი რომელიც მკლავს. (თავი 1)


21-06-2018, 00:00
ავტორი Phoenix..
ნანახია 5 512

მე ელენე დეკანოიძე, 27 წლის . ერთ ჩემთვის ჩვეულებრივ დღეს დაიწყო, ყველაფერი ცუდი რაც შეიძლებოდა მომხდარიყო იმ დღეს მოხდა, თავს საშინლად ვგრძნობდი. თავზე ჩამომექცა ჩემი შრომა. ცხვირ წინ მომიკეტეს სამუშაოს კარები. ორი სიტყვა მომიგდეს და დამემშვიდობნენ. დედაჩემი ცალკე მამშვიდებდა,ყველა მანუგეშებდა. მეც ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა.დღეები გადიოდა ინტერნეტი დადაგაქექილი მქონდა , ყველა ვაკანსია ზეპირად ვიცოდი უკვე მაგრამ სასურველი და შესაფერისი ვერაფერი ვიპოვე.
ოთახში ვიჯექი და მუსიკებს ვუსმენდი. დედამ კარები შემოაღო.
-ელე, ნათია (დედას ძველი და კარგი მეგობარია) მოვიდა ჩვენთან ჩამოდი შენი ნახვაც უნდა.-თავი შემოყო კარებში და მზრუნველად მითხრა.
-კაი დე ჩამოვალ. -გავუღიმე და საწოლიდან წამოვდექი.ტელეფონს ყურსასმენები გამოვაცალე ჯიბეში ჩავიდე და დაბლა სასტუმრო ოთახში ჩავედი.
-ნათიია .-ღიმილით მივუახლოვდი და გადავეხვიე.-როგორ მოგვანატრებ ხოლმე თავს , როგორ შეიძლება.
-ჩემი მოუსვენარი, როგორ გაზრდილხარ. თან დამშვენებულხარ.-ოდნავ განზე გამწია და დამათვალიერა. -ულამაზესი გოგო ხარ.-სიცილით ჩამოვჯექი სავარძელზე და მაგიდიდან შოკოლადის ნატეხი ავიღე.
-აბა ნათია მოყევი რამე საინტერესო.-დედამ უთხრა და ყავა მიაწოდა.
-აბა გოგოებო რა გითხრათ, ისევ იქ ვმუშაობ იმ ოჯახში. (ნათია ექთანი იყო და ერთ-ერთ ოჯახში მომვლელად მუშაობდა) ეგ კი არა გოგოებო, ჩემი უფროსის ნათესავს რა შეემთხვა იცით.
-რაა?-მე და დედამ ერთად წამოვიძახეთ, და ყურადღებით დავუწყეთ მოსმენა.
-მოკლედ ვაჩე დევდარიანი თუ გაგიგიათ, ცნობილი ქირურგია.-პაუზა გააკეთა.-კაი მაგას რა მნიშვნელობა აქვს. მოკლედ ერთი საყვარელი ყავდა, ხოდა ის ქალი დაორსულდა. მე არ მინდა შვილიო ქალბატოს გამოუცხადებია. ხოდა ამ კაცმა არ ვიცი მოკლედ კაცის ეტალონია რა.-აღფრთოვანებით ყვებოდა ნათია.- გააჩინეო და მე გავზრდიო. დღეს იმშობიარა, ისე წავიდა თავისი შვილი არ უნახავს. პატარა ბიჭი შეეძინა ვაჩეს. თურმე თვითონ აჭმესვს ექთნებს არ უშვებს ბავშვთან, ხოდა ეხლა მომვლელს ეძებს, ვინმე კარგი პიროვნება უნდა ბავშვის გასაზრდელად. კარგად იხდის.-ისე შემეცოდა ის ბავშვი.ცხოველიც კი არ ტოვებს საკუთარ შვილს, იმ დედაკაცმა კი უნახავად მიატოვა. არაადამმიანი. ამ კაცმა კი დიდი აღფრთოვნება გამოიწვია ჩემში.
-მე მინდა გთხოვ დაელაპარაკე შენს უფროს უთხარი ჩემზე. მე მინდა მათთან მუშაობა-ავნერვიულდი, არ მინდოდა ვინმეს დაესწრო ჩემთვის.
-არა დე რათ გინდა, ოჯახისთვის ვეღარ მოიცლი, შენი პირადიც აღარ გექნება, ხო უნდა გაიცნო ვინმე, აღარ ხარ პატარა, მეც მინდა შვილიშვილი.-აქოთქოთდა მაია.
-არაა. ვსო გადავწყვიტე, ნათია ეხლავე დაურეკე მიდი მალე გთხოვ.- არ მოვასვენე.
-ელენე დაფიქრდი, არაა ადვილი.
-დავფიქრდი უკვე. პატარას გაზრდა მინდა. ნათია დარეკე.-ლატეგორიული ვიყავი. ნათიამ ტელეფონი აიღო და ნომერი აკრიფა, დიდი ხანი ესაუბრებოდა ვიღაცას, მაქებდა და მადიდებდა, ნერვიულობისაგან ლამის მთელი ფრჩხილები შევიჭამე, დედა გამებუტა, არასწორად თვლიდა ჩემს გადაწყვეტილებას.
-დღეს საღამოს გველოდება ვაჩე სამშობიაროში, თუ მოეწონები კონტრაქტს ხვალ შეადგენს და ორ დღეში დაიწყებ მუშაობას.-ჩავფიქრდი, რო ვერ შევძლო, ამას ნეტა ბავშვისთვის ვაკეთებ მართლა თუ, იმდენად ავღფრთოვანდი მისით გაცნობა მინდა.
მთელი გზა გონებაში ვხატავდი მის გარეგნობას, ალბათ არც ისე კარგი უნდა ყოფილიყო, 50 წლამდე იქნებოდა. როგორც იქნა მივაღწიეთ.უფრო ავნერვიუდი.
-ვაიმე ნათია მეშინია.-ხელი ხელზე მაგრად მოვუჭირე.
-მკაცრი კია ძალიან, რაღაცნაირი. რავი ელე რამ მოგაფიქრა მომვლელობა. ცოდო ხარ.
-წამო შევიდეთ რაა.-მშვიდი ნაბიჯით შევედით, ნათიამ ტელეფონზე დარეკა და უთხრა რომ უკვე მივედით.სკამზე მოუსვენრად ვიჯექი.სილუეტი გამოჩნდა დერეფნის თავში.მოლოდინს გადააჭარბა. უფრო ავღელდი, ხელები ამიკანკალდა.
-გამარჯობა ბატონო ვაჩე.-ნათია მიუახლოვდა-ეს ჩემი მეგობრის შვილია, ელენე დეკანოიძე.
-მოგესალბით- ვაიმე ღმერთო ეხლა ჩავიკეცები, რა ხმა აქვს, ბოხი და ხავერდოვანი. -თქვენის ნებართვით ქალბატონ ელენეს ცალკე გავესაუბრები.
-კი რათქმაუნდა-ნათიამ თავით მანიშნა გაყევიო. ვაჩე წინ მიმიძღვოდა, მის მხრებს ვუყურებდი როგორ მშვიდად ირხეოდა.თეთრი პერანგი მჭიდროდ ჰქონდა გადაკრული სხეუზე, მკვეთრად უსვამდა ხაზს მის ნავარჯიშებ ტანს.
-ელენე.-აი დაიწყო ჩემი ტანჯვა.სკამზე ჩამოჯდა და მეც მანიშნა გვერდით დამიჯექიო.-რამდენი წლის ხარ.-თვალებში ჩამაშტერდა, ვხედავდი რაოდენ ძლიერი მამაკაცი იყო. მზად იყო შვილი მარტოს გაეზარდა, მზად იყო ღირსეული ბიჭი გაეზარდა.
-27 წლის ვარ- პაუზის შემდეგ, ხმადაბლა ვუთხრარი.
-ძალიან ახალგაზრდა ხარ.რატომ გინდა ჩემთან მუშაობა.-იმას ხომ არ ვეტყოდი შენს გამოთქო.
-სამუშაო მჭირდება და თან მიყვარს პატარები.
-წინასწარ გაფრთხილებ-რატოა ასეთი უხეში. შემეშინდა მისი.-დანიელს, მთელი ყურადღება უნდა დაუთმო.-ასეთი მკაცრი ტონით არავინ დამლაპარაკებია. -ოდნავი უყურადღებობა და სამსახურს დაკარგავ, არანაირი პირადი ცხოვრება შაბათ-კვირამდე. შენი პრობლემები არ შემოგაქვს ჩვენთან. ხვალ გელოდები დილიდან. ნათიამ იცის მისამართი, დანარჩენს სახლში აგიხსნი.-წამოდგა და წასვლა დააპირა-ხო და კიდევ, ჩვენთან იცხოვრებ, კვირაში ხუთი დღე.ნახვამდის- ასე ცივად არ მომქეცია არავინ, დავიბენი ვერ ვხვდებოდი,რატო იყო ასეთი მკაცრი. მომაჯადოვა, მისი მეშინოდა, მაგრამ ვიცოდი რომ ეს მხოლოდ თავდაცვა იყო. ნათიასთან ერთად წამოვედი სახლში.
-ნათი რამდენი წლისაა?
-35 ის თუ არ ვცდები. მკაცრია ხო ძალიან.ოხ ელენე რა ხიფათში ჩაიგდე თავი,აუტკივარი თავი აიტკიე.
-საოცარი მამაკაცია.-ჩავუბურტყუნე და ამოვისუნთქე.

დაგიბრუნდით ახალი ისტორიით. მაინტერესებს გაგრძელება ღიირს? დააფიქსირეთ თქვენი აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია. მადლობა წინასწარ.



№1  offline აქტიური მკითხველი ანი ანი

ცუდად დამთავრებას ხომ არ აპირებ?!

 


№2  offline მოდერი Phoenix..

ანი ანი
ცუდად დამთავრებას ხომ არ აპირებ?!


არა რას ამბობ ყველაფერი კარგად იქნება <3

 


№3  offline წევრი მია15

მომეწონა და ველი შემდეგ თავს.

 


№4  offline წევრი melina

საინტერესო დასაწყისია,ველოდები შემდეგ თავს:)

 


№5 სტუმარი Qeti qimucadze

Tatqmaunda gaagrzeleee, zaan sainteresoaaaa

 


№6 სტუმარი სტუმარი ლალი

გააგრძელეეე რა,ოღონდ არ გვალოდინო ხოლმეეეეეე!

 


№7  offline წევრი ეირინ

კარგია და გააგრძელე ველოდები მომდევნო თავს❤წარმატებები❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent