შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ხმაური (II თავი)


21-06-2018, 13:37
ავტორი ფაკირი
ნანახია 927

მე ბოროტი ვარ, ავი ვარ, მახინჯი ვარ... ადამიანებს ცილს ვწამებ,ვატყუებ,ვტანჯავ და მერე სინანული მჭამს, დროთა განმავლობაში ეს იშვიათი გრძნობა გონების ფსკერზე ილექება და მხოლოდ მაშინღა იღვიძებს, როცა ქუჩაში შემთხვევით შემხვდება ის, ვისაც ასე ვატკინე გული, ვინც გავწირე ყველაფრისათვის. ამ დროს თვალებს ისე ძლიერად ვხუჭავ რომ მზის სხივიც კი ვეღარ წვდება ბროლს, სამყაროს ვწყდები. არ დამიჯეროთ რასაც ვამბობ, ჩემზე ამბობენ კეთლიაო.
ყოველთვის როცა ჩემი უბნის დაღმართს მივუყვები უკან მომყვება ჩემი მეცხრე სართულის მეზობლის, მარტოხელა, ცოტა სულელი , 48 წლის გასახთოვარი გოგოს , ინიკოს მზერა. ერთხელ ეზოში შემხვდა, გამაჩერა, ჯერ მამაჩემის ხელფასი მოიკითხა და შემდეგ თავის გარე მამიდის მომვლელობა შემომთავაზა,თან დასძინა შენნაირი დაბალი დონის გოგო ალბათ გეპეიში თუ ისწავლისო, არ ვიცი საიდან მომეცა ძალა იმისთვის რომ ყველაფერი მეთქვა მისი უკულტურობის,ამპარტავნების და ჩემი გრანტის შესახებ.
19 წელია ცაბაძის პირველ აღმართზე ვცხოვრობ, ამ დროის მანძილზე მარტო ჩემ მეზობელ ერთ ოთახიან ბინაში 6 ოჯახი ცხოვრობდა. მახსოვს, 11 წლის წინ როგორ ვთამაშობდი ჩემ მეზობელ ბავშვებთან ერთად, შემდეგ ჯიქიები დედამ წაიყვანა თავისთან იტალიაში,ჭანტურიების მამას ლეიკემია დაემართა და ბინა გაყიდეს, ახლა არც კი ვიცი სად არიან, მხოლოდ ჩემი ნათლიის შვილი - გიგი დარჩა ჩემი ბავშვობიდან და როცა კოსა შეკრული ფეხბურთის ნაცვლად ჭადრაკს თამაშობს ეზოში მეღიმება, ვხდები რომ გავიზარდეთ.
მკითხველო, შენ ახლა მთელი გულით ელოდები იმ პრინცის გამოჩენას, რომელიც ჩემ შავ-თეთრ ცხოვრებას ფერადი ტონებით აავსებს,მაგრამ გაფრთხილებ, იმედები გაგიცრუვდება.
ეს ამბავი გასულ ზაფხულს,აგვისტოში დაიწყო, სტომატოლოგისაგან ვბრუნდებოდი სახლში, იმდენი ანესტეზია მქონდა გაკეთებული დედაჩემთან ტელეფონზე ლაპარაკის დროს თითით ორჯერ შევიბრუნე ენა პირში. ცხელოდა, სული ძლივს ავიტანე კორპუსის შესასვლელამდე და ლიფტთან მომლოდინემ ამაყად ამოვაძვრინე ჩემი გახვრეტილი,ჭუჭყისგან განაცრისფრებული ხუთ თერთრიანი მონეტა. გვერდით ვიღაც მომადგა და რატომღაც, კოსის გამო გიგის ვამსგავსე, თლიფინით მივესალმე და პასუხად მშვიდი თავის დაკვრა მივიღე.
-რომელ სართულზე მიდიხართ? - ვკითხე და ვეცადე არ შემემჩნია ის ფაქტი, რომ ენა პირიდან მივარდებოდა
-მე-13- უდარდელად მიპასუხა კოსიანა
- მე 12-ე - ვუთხარი და ჯიბეში ხუთ თერიანის ძებნა დავიწყე, ვერ მოვასწარი, მას უკვე ხელში ეჭირა მონეტა
-დღეს მე გეპატიჟები- ამაყად მითხრა და გამიღიმა.
სახლში მისული არ ვიცი რას ვგრძნობდი, ყვირილით მოვუყევი ბებიას ან ბაბუას ( არ მახსოვს რომელს ) თუ როგორ დამპატიჟა მეცამეტე სართულის ,მზეთუნახავმა ლივტში.
მას შემდეგ ჩვევად დამყვა, აღმართზე ამომავალი ყოველთვის ავყურებ მეცამეტე სართულის აივანს და ფანჯრებს, მგონია წამი-წამზე გამოიხედავს, ხელს დამიქნევს და საღამოს ეზოში მჯდომს ბედნიერად გადამკოცნის. შეიძლება შეყვარებული გოგონას სიტყვებს ჰგავს ეს ყოველივე, მაგრამ მენდეთ, მე არასდროს მყვარებია, არც კი მომწონებია, უბრალოდ ყოველთვის ვეძებდი ადამიანს, რომელსაც მივეკდლები და იძულებული გავხდები განვაგრძო ბედნიერად სიცოცხლე თუ ცხოვრება.
გიორგი ჩემთვის ყველაზე მეტად ის ადამიანია, რომელიც სახლში ჯდომის, უსაქმურობის და მელანქოლიური მუსიკის მოსმენის საშუალებას არ მომცემს. ხშირად მიფიქრია როგორ ვიქნებბოდით ერთად, ალბათ ის წიგნებს წამიკითხავდა, მე კი მეორე სართულიდან შორს გადაფურთხებას ვასწავლიდი,მოვასმენინებდი ჩემს საიდუმლო მუსიკას და როცა ჩემთვის თმის ჩაწნას დაიწყებდა იმ თითებით, რომელსაც ჰაეროვნად ატრიალებს საუბრისას, გავუღიმებდი იმ ღიმილით, რომლითაც ვერავის ვუღიმი.ამ ერთი ღამის ფიქრების შემდეგ თმა შევიჭერი, მეგონა ამ ქმედებით თავს ავუკრძალავდი ოცნებას. თავს ვაიძულე რომ შეყვარებული გოგო გავმხდარიყავი.
ზოგჯერ ადამიანები ისეთ მდგომარეობაში ვიმყოფებით სილის გაწნა შეურაცხმყოფელი კი არა, გამოსაფხიზლებელია. მეოცნებემ ერთხელ თუ თავს წარმოსახვაში იდეალური სამყაროს შემქმნის უფლება მისცა, ვეღარასდროს დააღწევს თავს მას.სწორედ ასე მოხდა, მე ჩემი და გიორგის დღითდღე განვითარებული ურთიერთობა მაძლევდა საშუალებას ამეგო გოდოლი, რომელსაც საყრდენად ჩემი ბედნიერ მომავალზე ოცნებები ედო.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent